IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ხაშმის ეკლესია მონასტრების მოლოცვა
kent5
პოსტი Jan 29 2009, 01:10 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



სოფ. ხაშმი არის თბილისიდან 45 კილომეტრში. იქ არის რამდენიმე ეკლესია და მონასტერი, ამჯერად შევჩერდები სამების მონასტერზე, ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული, ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი უნიკალური ფრესკებით. ამჟამად ერთი ბერი ცხოვრობს მამა ანდრია. კარგ ამინდში ჩვეულებრივი მანქანით შეიძლება მისვლა, მაგრამ სასურველია ნივა ან ჯიპის სტილის მანქანა. სოფლიდან 3, 5 კილომეტრია ულამაზეს ტყეში სავალი. მე, გთავაზობთ ვისაცმანდ მოლოცვის სურვილი გაგიჩნდებად, შემომეხმაურეთ და ორგანიზება გავუწიოთ ყველამ ერთად და მოვილოცოთ ეს წმინდა და მადლიანი ტაძარი.


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ტარზანა
პოსტი Jan 29 2009, 01:12 AM
პოსტი #2


ლაბლაბო...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,179
რეგისტრ.: 20-October 08
მდებარ.: ჯუნგლი...
წევრი № 5,828



ციტატა(kent5 @ Jan 29 2009, 01:10 AM) *

სოფ. ხაშმი არის თბილისიდან 45 კილომეტრში. იქ არის რამდენიმე ეკლესია და მონასტერი, ამჯერად შევჩერდები სამების მონასტერზე, ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული, ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი უნიკალური ფრესკებით. ამჟამად ერთი ბერი ცხოვრობს მამა ანდრია. კარგ ამინდში ჩვეულებრივი მანქანით შეიძლება მისვლა, მაგრამ სასურველია ნივა ან ჯიპის სტილის მანქანა. სოფლიდან 3, 5 კილომეტრია ულამაზეს ტყეში სავალი. მე, გთავაზობთ ვისაცმანდ მოლოცვის სურვილი გაგიჩნდებად, შემომეხმაურეთ და ორგანიზება გავუწიოთ ყველამ ერთად და მოვილოცოთ ეს წმინდა და მადლიანი ტაძარი.




მე მაქ ყოველთვის ესეთი სურვილი მაგრამ ჯერ ცოტა ადრე ხომ არაა? ანუ გამოდარდეს არ ჯობია? გაზაფხულისკენ...


--------------------
გიორგი, კახეთიდან, უცოლშვილო, მურტალი ჯანის პატრონი :P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბიძია თომა
პოსტი Jan 29 2009, 01:13 AM
პოსტი #3


t.d
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 8,628
რეგისტრ.: 29-September 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,858



ალბათ ამას ზაფხული აჯობებს ფეხით წასვლა და კარვების წაღება.


--------------------
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jan 29 2009, 11:25 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ხაშმი ძალიან კარგი იქნება,თანაც მანდ ნამყოფი ვარ ,მეგობარი ცხოვრობს იქ ჩემი და უმაგრესი სიტუაციაა.ხაშმის საფერავს კიდევ რა სჯობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jan 29 2009, 03:55 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



მოკლედ, ჩემს შესახებ პროფესიით ვარ ეკონომისტი და იურისტი ამჟამად ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ვმუშაობდი სხვადასხვა საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობებზე, მაგრამ ამჯერად არჩევანი ადვოკატობაზე გავაკეთე. ყველაფერს თავიდან, რომ ვიწყებდე ალბად ისტორიკოსი გავხდებოდი, ამჟამად ჰობია ეს ჩემი და მეტი არაფერი. შემდეგ ბარათში კვლავ ხაშმის სამებას დავუბრუნდები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ეს მასალები პირადად მე, მოვიძიე და მის რეალობაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა მე ვიღებ. ამ შრომას {შრომა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია}, ეს ყველა ქართველი მართმადიდებლის ვალია, საკმაო დრო დასჭირდა. თუ ვინმე შესწორებას ან რამე ახალ ინფორმაციას მომაწვდის პირადად მე დიდ მადლობას მოვუხდი და ფორუმისთვისაც სასარგებლო იქნება.


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jan 29 2009, 06:12 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა. გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა შემდეგ ბარათში რამეთუ თავი არ მოგაბეზროთ.


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kent5
პოსტი Jan 29 2009, 06:32 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 166
რეგისტრ.: 3-February 08
წევრი № 3,836



უკვე გითხარით, რომ ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა. გაგრძელებას შემდეგ ბარათში შემოგთავაზებთ --->

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია kent5: Dec 2 2011, 05:47 PM


მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
დედა ხვთისმშობელი გვფარავდეს. ა მ ი ნ ,,შეიყვარეთ სიყვარული''. მამა ვიტალი /სიდორენკო/.[i][i][color=#000066]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jan 29 2009, 06:45 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ხაშმში ნამყოფი ვარ -
იქ 5 - თუ 6 ეკლესიაა -
სამი სოფელშია - და მათი ნახვა პრობლემა არაა -
ესენი ნანახი მაქვს -

ორი ეკლესია (წმ მარინესი და კიდევ ერთი... ) - ფრესკებით არის მთის წვერზე -
თუ თოვლი ან ტალახი არ იქნა- -
ღირს იქ წასვლა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 29 2009, 07:02 PM
პოსტი #9


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აუ ძალიან საინტერესო ადგილი და ტაძრები ჩანს. დიდი სურვილი გამოცნდა მოლოცვის.

მაგრამ ჩემი აზრით მაინც აჯობებს ამინდები რომ გამოვა მერე წავიდეთ და ყველა ტაძარი მოვილოცოთ სოფელში და მერე იმ მთის წვერზე ფეხით ავიდეთ.

სამების ტაძარმა ძალიან დამაინტერესა. სურათები ხომ არ მოგეპოვებათ?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Mar 31 2009, 07:00 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



როდის წავიდეთ ხაშმში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Apr 2 2009, 10:07 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ბავშვებო -
ხაშმში გასვლა დაიგეგმა კარავზე -
აღდგომის მერე -
თუ ვინმეს გინდათ -
შემოგვიერთდით..


http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3197&start=0
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iveria.
პოსტი Jun 24 2009, 05:28 PM
პოსტი #12


ივერია
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 23
რეგისტრ.: 18-March 09
წევრი № 6,677



ეს მონასტერი რომელზეც kent5 ამბობს ძალიან მაგარი და ძალიან მადლიანია, თანაც ძალიან ახლოსაა. ვინმემ ითავეთ არ ინანებთ მე, პირადად ნამყოფი ვარ და თუ რამე რჩევა დაგჭირდებათ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.


--------------------
,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Jul 24 2009, 09:39 AM
პოსტი #13


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



12 KM ფეხით გექნებათ სასიარულო.

სოფლიდან ბლოკპოსტამდე 4 კმ და ბლოკპოსტიდან მონასტრამდე 8 კმ.

ტყეში უამრავი კოღოებია... ნუ უამრავზე ოდნავ მეტი biggrin.gif გზა კიდევ ტყეში გადის.

დასალევი წყალიც არ ჩითავს.

ერთადერთი ნორმალური დასაჯდომი მანდ ტბების პირას არის... შეშები დაჭრილი ყრი და მწვადსაც შეწვავთ რამე რომ იყოს...
ხო ბანაობა თუ მოგინდებათ ტბაში მარცხენა ნაპირი შედარებით სუფთაა tongue.gif

კარგ დროსტარებას გისურვებთ... სამხედროებს თუ შეხვდებით ზურამ მოკითხვა დაგვაბარა თქვენთან რომ იყო დაბანაკებული ერთი კვირის წინთქო... მეწყვილე კინარამ მგელბს რომ შეაჭამა იმ ზურამთქო tongue.gif




--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jul 24 2009, 11:26 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა
12 KM ფეხით გექნებათ სასიარულო.

შესანიშნავია


ციტატა
ტყეში უამრავი კოღოებია... ნუ უამრავზე ოდნავ მეტი გზა კიდევ ტყეში გადის

კოღოებსაც ხომ უნდა ჭამა...


ციტატა
ერთადერთი ნორმალური დასაჯდომი მანდ ტბების პირას არის... შეშები დაჭრილი ყრი და მწვადსაც შეწვავთ რამე რომ იყოს...
ხო ბანაობა თუ მოგინდებათ ტბაში მარცხენა ნაპირი შედარებით სუფთაა

ეკლესიის სანახავად მივდივართ
და არა საბანაოდ

ციტატა
მეწყვილე კინარამ მგელბს რომ შეაჭამა იმ ზურამთქო

გადავცემთ

სამაგიეროდ ამ სილამაზეს ვნახავთ

IPB-ს სურათი

http://www.revaz2002.hotbox.ru/khashmi/

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jul 27 2009, 11:16 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



არა რა -
ხაშმის ტალახზე ლექსი უნდა დავწერო

ეს ისეთი შთაგონების წყაროა რომა...
laugh.gif

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
patrioti1
პოსტი Jul 29 2009, 07:19 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 28-June 09
წევრი № 7,190



ეს მართლაც ძალიან მადლიანი მონასტერია ეს ფოტოები ცოტა ადრეა გადაღებული, ეხლა იქ მამა ანდრია მსახურობს და ისეთი მოვლილია იქაურობა გულს ესიამოვნება, თუ გადავწყვეტთ ხაშმის სამების მოლოცვას მერწმუნეთ ძალიან კმაყოფილები დარჩებით. თან ძალიან ახლოსაა თბილისიდან.

არავითაი ფეხით სასიარულო ჩვეულებრივი გზა არის, ახალი გაკეთებული არანაირი პრობლემა, ყველანაირი მანქანა მიდის.

კიდევ ვიმეორებ ეგ ძველი ფოტოებია ეხლა კარგი გზა არის!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Jul 31 2009, 04:09 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



patrioti1
გზა ნრომალურია
ეს ტალახი ავიკიდეთ უკან დაბრუნებისას –
ლაფაინხევით ჩამოვედით უკან და მიტომ
რამდენიმე დღის წინ ვიყავით.

უბრალოდ თუ წახვალთ
წაირეთ კოღოს საწინააღმდეგო სპრეი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
patrioti1
პოსტი Aug 1 2009, 07:19 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 28-June 09
წევრი № 7,190



ლაფიანხევში იცის ეგეთი ტალახი, რატომ ჩვეულებრივი გზით არ დაბრუნდით? zafxuli.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Aug 3 2009, 12:09 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ციტატა(patrioti1 @ Aug 1 2009, 06:19 PM) *

ლაფიანხევში იცის ეგეთი ტალახი, რატომ ჩვეულებრივი გზით არ დაბრუნდით? zafxuli.gif

რავი აბა...
ვითომ მოკლე გზით წავალთო და მოვჭრითო გზას და
თან
თავგადასავლები მოგვენატრა.
laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 9 2009, 12:39 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



როდის იგეგმება ეს გასვლა ვერ გავიგე ? tongue.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 02:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი