IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დავით აღმაშენებლის პოლემიკა, ისლამური წყაროები
კანუდოსელი
პოსტი Feb 8 2008, 12:09 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მინდა ერთი მეტად საჩოთირო საკითხი წამოვჭრა.

ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელი კარგად ფლობდა ისლამის დოქტრინას. მაგალითად XII საუკუნის ანონიმი არაბი ისტორიკოსი წერს, რომ დავითს ჰქონდა ისლამის დიდი ცოდნა - ეს ტერმინი განსაკუთრებული მადლით დაჯილდოებულ ხალხს ერგებოდა ისლამში. მეორეს მხრივ XIII საუკუნის არაბი ისტორიკოსი მუჰამად ელ-ჰამავი ამბობს, რომ დავითი ფლობდა ისლამის შარიათის ცოდნას.

ამ წყაროებიდან ნათელია, რომ დავითისთვის ისლამის თეოლოგია და ფილოსოფია არ უნდა ყოფილიყო უცხო. უფრო მეტიც, ზემოთ აღნიშნული ისტორიკოსები ამბობენ, რომ დავითი იღებდა მონაწილეობას პოლემიკაში ალაჰის სიტყვის შეუქმნელობის შესახებ განჯის ყადისთან.

მცირე ისტორიული დანამატი: ისლამის თეოლოგთა შორის კარგა ხანია მიდის კამათი იმის თაობაზე, შექმნილია თუ არა ალაჰის სიტყვა. ერთი მიმართულება ამბობს, რომ შექმნილია და მაშინ არაბულ ტექსტში გამოიყენება სიტყვა: ქალამი, და ამ დროს ეს სიტყვა ანუ ქალამი არის ყურანი, ხოლო მეორე ნაწილი ამობს, რომ შეუქმნელია და იყენებს სიტყვას: ქალიმი.

ანუ გამოდის, რომ დავითი განჯის ყადისთან ამ პოლემიკაში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ იბადება კითხვა: თუ რა იყო კონტექსტსი პოლემიკისა. მიუხედავად იმისა, რომ დავითი ფლობდა ისლამის დოქტრინას ძალიან კარგად, მისი ქრისტიანული აღმსარებლობა ვგონებ უნდა გადამწყვეტი ყოფილიყო ამ საკითხში და არსებობს მოსაზრება, რომ ამ პოლემიკაში დავითი იღებდა მონაწილეობას, როგორც ქრისტიანი და იცავდა პოზიციას, რომ ალაჰის სიტყვა დაუსაბამოა და ის არის იესო. ამ პოზიციას განამტკიცებს ის გარემოებაც, რომ როგორც ის ანონიმი ისტორიკოსი,ისე მუჰამად ალ-ჰამავი,როდესაც ახსენებენ რომ დავითი ამ პოლემიკაში მონაწილეობდაო, იყენებენ სიტყვას: ქალიმი - რაც როგორც ადრე ვთქვი, არაბულში სწორედ დაუსაბამო ღვთის სიტყვას აღნიშნავს.

ვინაიდან ჩემი ცოდნა ისტორიაში საკმაოდ მწირია, მინდა ეს საკითხი განავრცოს ისტორიაში კარგად ჩახედულმა ფორუმულმა საზოგადოებამ და მეც იმედი მაქვს, რომ ბევრ საინტერესოს გავიგებ.

აბა დაიწყეთ... smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 8 2008, 01:30 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა
და იცავდა პოზიციას, რომ ალაჰის სიტყვა დაუსაბამოა და ის არის იესო.


ეს მთლად ვერ გავიგე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 8 2008, 01:38 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(თემო @ Feb 8 2008, 02:30 PM) *

ეს მთლად ვერ გავიგე...



ალაჰი ანუ ღმერთი, მისი სიტყვა ანუ იესო - რა არის გაუგებარი?

პ.ს.
ალაჰი არ ნიშნავს ერეტიკულ ტერმინს biggrin.gif ეს არაბული სიტყვაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 8 2008, 02:05 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ცოტას გადავუხვევ და ალ-ბაყარის სურაშია, თუ არ ვცდები, რომ "ალლაჰი არის უზენაესი არსება, სიტყვა და სული"


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 8 2008, 03:54 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Feb 8 2008, 03:05 PM) *

კანუდოსელი
ცოტას გადავუხვევ და ალ-ბაყარის სურაშია, თუ არ ვცდები, რომ "ალლაჰი არის უზენაესი არსება, სიტყვა და სული"



მოდი ნუ გავაოფებთ - კი ალ-ბაყარის სურაშია და ამ პუნქტზე მიუთითებდა იოანე დამასკელი, როდესაც მუსლიმებთან პოლემიკაზე საუბრობდა....


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 21 2008, 01:57 PM
პოსტი #6


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



კანუდოსელი
იქნებ ამან დაგაინტერესეოს. მწირი ინფორმაციაა, მაგრამ მაინც...
http://www.orthodoxy.ge/istoria/davit.htm


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი