ქართული საბრძოლო ხელოვნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული საბრძოლო ხელოვნება |
ქავთარაძე |
Nov 6 2006, 07:16 PM
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge კარატე, კუნგ ფუ, ძიუდო, აიკიდო და სხვა საბრძოლო ხელოვნებები დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე გავრცელებული არაქართული საბრძოლო ხელოვნებებია. ცოტამ თუ იცის რომ ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საბრძოლო ხელოვნება,მასში პირველ რიგში შეასწავლიან ვაჟკაცობას, ღმერთის პატივისცემა სიყვარულს ,ეკლესიურობას. იზრდებოდნენ და მეტნაკლებად იზრდებიან პატარა ვაჟკაცები. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენს არმიაში ასწავლიან კარატეს და არა ნაციონალურ, საბრძოლო ხელოვნებას. გამოხატეთ თქვენი აზრი (მსგავი თემების შეერთების გამო გამოწვეულ მცირედი პრობლემისა და გარკვეული გაუგებრობის თავიდან აცილების გამო სატევარის პოსტი დავდე ამ თემის საწყისად. პატივისცემით მარინე) |
დათიკო |
Nov 6 2006, 10:37 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
სიტყვა ”ხრიდოლი” არასწორედ არის გამოყენებული ამ შემთხვევაში.
ქართული საბრძოლო ხელოვნება არ არის ხრიდოლი. არამედ მისი ერთ-ერთი სტილია. ხრიდოლი არის ასევე ფედერაციის დასახელებაც, რომელიც შეისწავლის ასწავლის ქართულ საბრძოლო ხელოვნებას. არსებობს სხვა ორგანიზაციებიც. |
დეკ. ანდრია |
Nov 9 2006, 09:46 PM
პოსტი
#3
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
ქართული საბრძოლო ხელოვნების აღორძინება მართლაც საშური საქმეა. ყოველი ეროვნული ტრადიცია ერის მსოფლმხედველობას ეფუძნება. ქართული მსოფლმხედველობა მართლმადიდებლობის ნიადაგდე ჩამოყალიბდა. საბრძოლო ხელოვნებაც სწორედ ქართველ მართმადიდებელ მამულიშვილთა ხელოვნებაა და რასაკვირველია ეფუძნება წინაპართა შეხედულებას ღირსებაზე, სიყვარულზე. ვერ ვიტყვი, რომ ბრძოლა თავისთავად აკეთილშობილებს ადამიანს და ალბობს მის გულს, არ შეიძლება მათი გადაფასება. მაგრამ სიცოცხლისათვის ბრძოლა, ქვეყნის დაცვა მიწიერი ცხოვრების რეალობაა და ვერ გავექცევით. ქართულ ხელოვნებას ნაზიარევი კაცი მტერტან შერკინების დროსაც არ წყდება ეროვნული ცნობიერების საყრდენს. განსაკუთრებით საჭიროა ეს საქმე დღეს, როცა ქვეყანას აღმოსავლური რიტუალურ–საბრძოლო სისტემები მოედო. განსაკუთრებით ჩინური სისტემები, რომლებიც მთლიანად მათ სარწმუნოებრივ შეხედულებას ეყრდნობიან. გაეკლესიურებამდე ძალიან მიტაცებდა ეს სისტემები და მაშინაც მაკვირვებდა მათში სარწმუნოებრივ–ფილოსოფირი მომენტის სიმძლავრე. უფალი ეწეოდეს ყველას, ვისაც ქართველების ქართველობაში დაბრუნება წყურია.
-------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
შეხვეწილი |
Nov 10 2006, 02:42 PM
პოსტი
#4
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
:_მარიამი_: |
Nov 10 2006, 04:57 PM
პოსტი
#5
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
ხრიდოლი ნიშნავს ცალი ხელით კრივს, ანუ ბრძოლას.
|
:_მარიამი_: |
Nov 10 2006, 05:08 PM
პოსტი
#6
|
gvirila_mari ჯგუფი: Members პოსტები: 441 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 8 |
ეს ძველი ქართული სიტყვაა, ხევსურული.
|
დათიკო |
Nov 12 2006, 12:29 AM
პოსტი
#7
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ქავთარაძე
ციტატა ხრიდოლი არის ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, ხოლო ხრიდოლი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ქსხ- ში შედის ხრდიდოლი, ფარიკაობა, კეჭნაობა, კრივი, ცალხელა ჭიდაობა, უხელო ჭიდაობა და კიდევ მრავალი მიმართულება. |
teo.. |
Nov 26 2006, 03:42 AM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
ხრიდოლი ეს ულამაზესი ქართული ორთაბრძოლაა რომელიც ძალიან წააგავს ფარიკაობას. აქ (ამერიკაში) ჩემი მეგობარი ნიკო აბაზაძე ასწავლის ამ ქართულ ორთაბრძოლას და მე როგორც ქორეოგრაფმა დიდი სურვილი გამოვთქვი ქართული ხალხური ცეკვის "ფარიკაობის" და "ხრიდოლის" ელემენტები გაგვეერთიანებინა და ჩემის აზრით ძალიან საინტერესო სანახაობა უნდა გამოვიდეს, ვნახოთ მომავალზე ძნელია ლაპარაკი მაგრამ ერთი კი აღსანიშნავია უმჯობესია საქართველოში საზღვარგარეთული ორთაბრძოლების მაგივრად ყურადღება ჩვენს ულამაზეს ორთაბრძოლაზე გამახვილდეს და თუ ამას მსოფლიო მაშტაბით გავიტანთ ხომ უკეთესი (სხვა რომ არა უფრო ვაჟკაცურ თვისებებს დაუბრუნდება ჩვენი ახალი თაობა)
დათიკო იმედია არ განაწყენდებით რადგან ქართული ორთაბრძოლის ამ სახეობას "ხრიდოლი"-ს სახელწოდებით იხსენიებს ხალხი.ისე კი ამ ორთაბრძოლის სრულ ისტორიულ მონაცემებს დიდი სიამოვნებით გავეცნობით თუ ვინმე მოგვაწვდის -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
თათი87 |
Oct 21 2007, 01:24 PM
პოსტი
#9
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ეხლა ვნახე ეს თემა
რამდენიმე სურათი მომეპოვება ჩემს მოკრძალებულ არქივში და დავდებ, მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს ხრიდოლი 19 საუკუნეში ალბათ ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო ხომ? მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაგდენში ეს კი ხრიდოლი 21 საუკუნეში. ალბათ რომელიღაც სოფელში შემორჩენილია კიდევ ხრიდოლის ხელოვნება ასეთი სახით. თუმცა სამწუხაროდ არამგონია, რომ ბევრმა იცოდეს და ალბათ ბევრს ურჩევნია კუნგ ფუ შეისწავლოს ვიდრე ხრიდოლი ისე ცნობისთვის ზოგიერთ ტურიტულ კომპანიას, რომლებსაც ჩამოჰყავთ ტურისტები საქართველოში პროგრამაში უწერიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების - "ხრიდოლის" შესახებ და ანახებენ კიდეც უცხოელებს. -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
xornabujeli |
Nov 3 2007, 10:01 PM
პოსტი
#10
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ეხლა ვნახე ეს თემა რამდენიმე სურათი მომეპოვება ჩემს მოკრძალებულ არქივში და დავდებ, მგონი საინტერესო უნდა იყოს ეს ხრიდოლი 19 საუკუნეში ალბათ ეს სპეციალური ტანსაცმელი იყო ხომ? მე სიმართლე გითხრათ ვერ ვერკვევი მაგდენში ეს კი ხრიდოლი 21 საუკუნეში. ალბათ რომელიღაც სოფელში შემორჩენილია კიდევ ხრიდოლის ხელოვნება ასეთი სახით. თუმცა სამწუხაროდ არამგონია, რომ ბევრმა იცოდეს და ალბათ ბევრს ურჩევნია კუნგ ფუ ( თუ რავი რაც ქვია) შეისწავლოს ვიდრე ხრიდოლი ისე ცნობისთვის ზოგიერთ ტურიტულ კომპანიას, რომლებსაც ჩამოჰყავთ ტურისტები საქართველოში პროგრამაში უწერიათ ქართული საბრძოლო ხელოვნების - "ხრიდოლის" შესახებ და ანახებენ კიდეც უცხოელებს. საინტერესოა! კი ეგ სპეციალური ტანსაცმელი იყო,მაშინ როცა ქართველებს გარეშე მტრებთან ბრძოლა უხდებოდათ,ახლა ამან უფრო სავარჯიშო,ანუ არა საბრძოლო სახე მიიღო. უყურეთ,თქვენ ამას,როგორი კარგი სურათები დადო.გაიხარე თათ! მერე ვინ არ დარწმუნდება ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში:"ლეკვი ლომისა სწორია,ძუ იყოს თუნდა ხვადიო." -ორნი რომ ბროძოლობენ ეგ ახალგაზრდა ნუკრი მჭედლიშვილია,ხრიდოლის ფედერაციის თავკაცი,ამ სურათში ჭაბუკურ ასაკშია.მეორე კი თუ არ ვცდები 80-წლის ხევსური,ხრიდოლის დიდოსტატი,გვარად ლიქოკელია. -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
ქავთარაძე |
Nov 5 2007, 01:20 AM
პოსტი
#11
|
დაურეგისტრირებელი |
ციტატა ნუკრი მჭედლიშვილი,ფედერაციის პრეზიდენტი. გაუმარჯოს ხრიდოლს! ნუკრი არის ერთ 1 ერთი ფედერაციის პრეზიდენტი მააგრამ ლაშა კობახიძე-ჩემი მეგობარი და ძალიან მაგარი ადამიანი არის მეორე ფედერაციის პრეზიდენტი რომელშიც შედის თეატრიც www.mtavari.ge ხრილოდი კი არასწორადაა ნათქვამიო ანუ უფრო ქართული საბრძოლო ხელოვნება ქვია ხრიდოლი ნიშნავს ცალი ხელით ჭიდილს |
xornabujeli |
Dec 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#12
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,304 რეგისტრ.: 24-July 07 მდებარ.: Zveli Tbilisi. წევრი № 2,509 |
ნუკრი არის ერთ 1 ერთი ფედერაციის პრეზიდენტი მააგრამ ლაშა კობახიძე-ჩემი მეგობარი და ძალიან მაგარი ადამიანი არის მეორე ფედერაციის პრეზიდენტი რომელშიც შედის თეატრიც www.mtavari.ge ხრილოდი კი არასწორადაა ნათქვამიო ანუ უფრო ქართული საბრძოლო ხელოვნება ქვია ხრიდოლი ნიშნავს ცალი ხელით ჭიდილს მეც როგორც ვიცი საქართველოში ორი ფედერაციაა,ერთს ნუკრი ხელმძღვანელობს ,მეორეს კი ლაშა.მაგრამ მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია,იმ ფედრაციას რომელსაც ნუკრი უძღვება უფრო ხშირად ატარებს შეჯიბრებებსდა საქართველოს ჩემპიონატებს.ხოლო ლაშა უფრო სახვა კუთხით უდგება ამ საქმეს,თუმცა ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა,მთავარია რომ ორივენი ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ზოგადად,მართლაც ქართული საბრძოლო ხელოვნება ჰქვია ორივეს.კერძოდ,ხრიდოლი კი ერთ-ერთი სახეობაა ქართული საბრძოლო ხელოვნებისა. გაუმარჯოს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას! -------------------- "Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
---------------------------------------------- "აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს." ''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული! ''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!" ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- "Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always." |
Satevari |
Jan 28 2008, 03:12 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ.
ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად: _მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა. _საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. _მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები. _თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. _აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები. _ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური. _საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური. _საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები. www.mtavari.ge -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 28 2008, 03:17 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
_საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები. ერთი შეკითხვა მაქვს: ხრიდოლი ეს ყველაფერია ერთად რაც აქ ჩამოთვლილია, თუ ცალკე საბრძოლო ხელოვნებაა? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satevari |
Jan 28 2008, 03:24 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
marine
გპასუხებ ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს კრივობების, ფარიკაობების, ჭიდაობების და სხვა იარაღი ბრძოლის ნაირსახეობებს "ხრიდოლი" თბილისური კრივის ერთ-ერთი სახეობაა , ამაზე ცნობები მოიპოვება გრიშაშვილის "თბილისური ბოჰემა"_ში ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილია ისევე როგორც ჩაკრულო ქართული ხალხური სიმღერების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, და ისევე როგორც ხორუმი ქართული ცეკვისა ქართული საბრძოლო ხელოვნება საქართველოში იყო ერთი, ახლაც ერთია და ყოველთვის ერთი იქნება თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ გექნებათ მკითხეთ ( ოღონდ დამეხმარეთ... სხვა საიტებზე ატვირთული სურათების ლინკს ვერ ვდებ აქ და ვერც ვიდეოს ლინკებს ) -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 28 2008, 03:26 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine გპასუხებ ქართული საბრძოლო ხელოვნება არის ქართული საბრძოლო ხელოვნება, რომელიც მოიცავს კრივობების, ფარიკაობების, ჭიდაობების და სხვა იარაღი ბრძოლის ნაირსახეობებს "ხრიდოლი" თბილისური კრივის ერთ-ერთი სახეობაა , ამაზე ცნობები მოიპოვება გრიშაშვილის "თბილისური ბოჰემა"_ში ხრიდოლი ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილია ისევე როგორც ჩაკრულო ქართული ხალხური სიმღერების ერთ ერთი შემადგენელი ნაწილია, და ისევე როგორც ხორუმი ქართული ცეკვისა ქართული საბრძოლო ხელოვნება საქართველოში იყო ერთი, ახლაც ერთია და ყოველთვის ერთი იქნება თუ კი რაიმე შეკითხვა კიდევ გექნებათ მკითხეთ ( ოღონდ დამეხმარეთ... სხვა საიტებზე ატვირთული სურათების ლინკს ვერ ვდებ აქ და ვერც ვიდეოს ლინკებს ) ძალიან დიდი მადლობა პასუხისათვის და საინტერესო თემის გახსნისთვის იმედი მაქვს, უფრო მეტ საინტერესო ინფორმაციას მოგვაწვდი. რაც შეეხება შენს პრობლემას, არ ვიცი რატომ ვერ ახერხებ ლინკების დადებას. Admin-ს მიწერე და დაგეხმარება. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satevari |
Jan 28 2008, 03:42 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
კავშირი "ქართული საბრძოლო ხელოვნება" ბებრის ციხეზე
http://www.myvideo.ge/?video_id=60959 ქართული საბრძოლო ხელოვნება საპატრიარქოში http://www.myvideo.ge/?video_id=100792 -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
marine |
Jan 28 2008, 03:45 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ახლა ვუყურებ. ძალიან საინტერესოა. ყველა მშობელმა რომ შეძლოს და შვილები ამ საბრძოლო ხელოვნებას დააუფლოს, გარანტირებული იქნება რომ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცებად გაიზრდებიან -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Satevari |
Jan 28 2008, 03:49 PM
პოსტი
#19
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
marine
საქართველოში არის ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფები გახსნილი ქ.თბილისი 16 წლის ზემოთ ასაკის მოზარდებისთვის ფუნქციონირებს ჯგუფი შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ქ. №2(ყოფილი "სკა",1 სართ. კრივის დარბაზი) ორშაბათი 19.00 საათზე ოთხშაბათი 19.00 საათზე პარასკევი 19.00 საათზე .............................................................................. 7-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ჯგუფი შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას გამზირი 76ბ (ბავშთა ცენტრი). სამშაბათი 19.00 ხუთშაბათი 19.00 ..................................................................... დიდი დიღომი - 186-ე საშუალო სკოლა რატი ჩაკვეტაძე (+995) 898 50 85 20 ბაქარ ნათენაძე (+995) 855 37 95 36 .......................................................................... საბურთალო - 126-ე საშუალო სკოლა გიგა ბლიაძე (+995) 893 21 53 32 ............................................................................ სოლოლაკი - 43-ე საშუალო სკოლა არჩილ გორხელაშვილი (+995) 893 66 69 72 ლაშა კობახიძე (+995) 899 15 12 94 ................................................................................. დიდუბე - 155-ე საშუალო სკოლა ზურაბ შავერდაშვილი (+995) 899 17 42 06 .................................................................................... ქ. ქუთაისი ხელმძღვანელი ერეკლე ნიკაბაძე (+995) 899 34 39 88 კლუბი "ბაგრატი" სკოლა №17, ნიკეას ქუჩა გიორგი ქარქაშაძე (+995) 893 34 90 52 ორშაბათი 3.15 ოთხშაბათი 3.15 პარასკევი 3.15 წყალტუბოს რაიონი კლუბი "კაი ყმა" სოფელი ზარათი, (+995) 855 74 95 67 ......................................................................................... ქ.რუსთავი ხელმძღვანელი გიორგი წიწრიაშვილი (+995) 899 21 28 57 რუსთაველის ქ. სკოლა "რუსთველი" №2 საჯარო სკოლა ................................................................................. ქ.ბათუმი ხელმძღვანელი გოჩა გოგიბერიძე ზვიადი ჯაფარიძე (+995) 898 32 07 77 მე-5-ე საჯარო სკოლა -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
Satevari |
Jan 28 2008, 04:06 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
ქართული საბრძოლო ხელოვნება ცხენოსნობისას
http://www.myvideo.ge/?video_id=107926 -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი