IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Closed TopicStart new topic
> ათეიზმი
ლაშა2014
პოსტი Feb 13 2014, 09:27 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 14
წევრი № 13,568



რა არის ათეიზმი?


--------------------
ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 13 2014, 09:42 PM
პოსტი #2


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



1 წინადადებით ათეისტების შეხედულება შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: "რასაც ვხედავთ მხოლოდ იმის გვჯერა"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლაშა2014
პოსტი Feb 13 2014, 09:46 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 14
წევრი № 13,568



ციტატა(MIRDAT @ Feb 13 2014, 09:42 PM) *

1 წინადადებით ათეისტების შეხედულება შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: "რასაც ვხედავთ მხოლოდ იმის გვჯერა"

ესეიგი რეალისტობაა არა?


--------------------
ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 14 2014, 12:04 AM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



როგორ გირჩევნიათ , სასაუბროში გადავიტანო თემა თუ პოსტები წავშალო ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლაშა2014
პოსტი Feb 14 2014, 12:13 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 14
წევრი № 13,568



ციტატა(A.V.M @ Feb 14 2014, 12:04 AM) *

როგორ გირჩევნიათ , სასაუბროში გადავიტანო თემა თუ პოსტები წავშალო ?

იკაცრავად ახალი ვარ და აქაურობისა არაფერი არ ვიცი და იქნებ დამეხმაროთ როგორ ჯობია?


--------------------
ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 14 2014, 12:16 AM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ლაშა2014
თუ გინდა რომ ფორუმელებიც ჩავერთოთ ამ საკითხში , მაშინ ამ განყოფილებაში ვერ განვიხილავთ . ხოლო თუკი გინდა , რომ მოძღვარმა გიპასუხოს , მაშინ ველა ზედმეტი პოსტი უნდა წავშალო და სასულიერო პირს დაველოდოთ .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 14 2014, 12:22 AM
პოსტი #7


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ლაშა2014
ჩემი რჩევაა სასაუბროში გადაატანინო, ან შეგიძლია მოძღვარს დაელოდო... ოღონდ გაითვალისწინე, რომ შეიძლება 1 თვე მოგიწიოს ლოდინი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლაშა2014
პოსტი Feb 14 2014, 10:20 AM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 14
წევრი № 13,568



ციტატა(MIRDAT @ Feb 14 2014, 12:22 AM) *

ლაშა2014
ჩემი რჩევაა სასაუბროში გადაატანინო, ან შეგიძლია მოძღვარს დაელოდო... ოღონდ გაითვალისწინე, რომ შეიძლება 1 თვე მოგიწიოს ლოდინი.

კარგით გადავიტანოთ სასაუბროში


--------------------
ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli-irakli
პოსტი Feb 17 2014, 03:30 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 16-February 14
წევრი № 13,574



ათეისტების რწმენა ფანატიკურობით გამოირჩევა. მსოფლიოში ვერ ნახავთ ასეთ მტკიცე ფანატიზმს. ნამდვილ მორწმუნესაც კი შეშურდება ასეთი სიმტკიცე; ათეისტები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ეს საკვირველი, ულამაზესი, ნაირფერი სამყარო, რომელიც ასე ხიბლავს და აკვირვებს, რაღაც მკვრივი არარაობისაგან შემთხვევით წარმოიშვა. მაგრამ როცა საქმე კონკრეტულ არგუმენტებამდე მიდის, ისინი ჩიხში ემწყვდევიან. ერთხელ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სამყაროს შექმნაზე ლექციას კითხულობდა ასტრონომიულ მეცნიერებათა დოქტორი. მან ცარცით დაფაზე წერტილი დასვა და განაცხადა:
- ეს არის დედამიწა. დედამიწა, რომელიც წარმოიშვა მრავალი მილიონი წლის წინ. ის ათასწლეულების მანძილზე ვითარდებოდა.
მერე მან შემოხაზა დაფაზე დიდი წრე და თქვა:
- აი, ამ მიწაზე ვცხოვრობთ ჩვენ.
შემდეგ კი ჰყვებოდა იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა დედამიწაზე ცხოვრება, რომ იყო ვულკანური ამოფრქვევები, მიწისძვრები. თავისი ლექცია ლექტორმა ბოლოს ასეთი ირონიული კილოთი დაამთავრა:
- ბიბლიაში კი წერია, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა!
ლექციის დამთავრების შემდეგ წამოდგა ერთ-ერთი სტუდენტი და მიმართა ლექტორს:
- თქვენ ბევრი რამ გვიამბეთ დედამიწის წარმოშობაზე, სამყაროს მოვლენებზე და დაასკვენით, რომ ღმერთს არ შეუქმნია სამყარო. არც დედამიწა. მე მინდა გკითხოთ: ვინ დასვა ცარცით ეს წერტილი?
- როგორ თუ ვინ? მე! – უპასუხა ლექტორმა.
- თქვენ შესძელით დედამიწა ასე წარმოგედგინათ დაფაზე, ახლა კი მიპასუხეთ: ვინ შექმნა სამყაროში ასეთ წერტილად დედამიწა?
დაბნეულმა ლექტორმა დაიწყო ფილოსოფიური ტერმინებით პასუხის გაცემა. მისდა საბედნიეროდ ზარიც დაირეკა.
ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი დროის მეცნიერული მიღწევები უკვე იმდენად დიდია, რომ მალე მათი მეშვეობით აიხსნება ყველაფერი. სინამდვილეში კი სამყაროს საიდუმლოებათა ამოხსნაში მეცნიერება ისეთივე უსუსურია, როგორიც თავიდანვე იყო. თავიანთი თეორიებისა და დებულებების ჩამოყალიბებისას ისინი უმეტესად აბსურდამდეც კი მიდიან. ტყუილად კი არ იხსენებენ ასეთ ამბავს: თურმე ერთხელ ერთი მეცნიერი ოკეანესთან მივიდა, რათა დაედგინა ბინადრობდნენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზით ამოიღო წყალი და დაასკვნა: თურმე ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო.
ერთმა ფრანგმა ათეისტმა კითხვაზე: საიდან წარმოიშვა ატმოსფერო, გულახდილად აღიარა:
- არ ვიცით და არც არასოდეს გვეცოდინება!..
მეცნიერებამ რომ შეძლოს ახსნა ხილული სამყაროსი, უხილავი მისთვის მაინც გამოუცნობი დარჩება.
ჭკვიანი ადამიანისათვის დაუჯერებელია, რომ სამყარო თავისთავად ბრმა შემთხვევის წყალობით წარმოიშვა. ამის დაჯერება ნიშნავს არ იწამო სასწაული, რომელსაც ასე უარყოფენ მეცნიერები, თუმცა ხშირად იძულებულნი არიან აღიარონ იგი. ცნობილმა ასტროლოგმა გერშელმა თქვა:
- ყველა აღმოჩენა, რომელსაც კი მეცნიერებმა "მიაღწიეს", თავად ღმერთისგანაა დაშვებული იმ ჭეშმარიტების დასამოწმებლად, რაც ბიბლიაშია ნათქვამი: რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე არაფრისაგან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის უდიდეს ძალას! მეცნიერება ბევრჯერ დარწმუნდა იმ ჭეშმარიტებაშიც, რომ სამყაროს შექმნიდან დღემდე მასში არაფერი მომატებულა, არც მოკლებულა. ბუნების შეცნობით შეგვიძლია შევიცნოთ ღვთის ძალა და სიბრძნე, ფლორისა და ფაუნის ნაირფეროვნებას მეცნიერები ბუნების სასწაულად თვლიან, მაგრამ არაფრით არ უნდათ აღიარონ, რომ ეს შემოქმედის მიერ განხორციელებული სასწაულია.
სიცოცხლე გამოუცნობი საიდუმლოა. აკადემიკოსი დეროხვალოვი ამბობს: მეცნიერება დიდი ხანია დარწმუნდა, რომ მატერია თავისთავად მკვდარია. მართლაც მატერია პასიურია და თავისთავად არ შეუძლია ჩასახოს სიცოცხლე.
გამოჩენილი მეცნიერის პასტერის აზრით: "სიცოცხლე წარმოიშვა ცოცხალი არსებისაგან და არა მკვდარი ბუნებისა და მკვდარი მატერიისაგან".
მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ჩაისახა ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში, ხოლო კითხვას: ვინ ჩაუნერგა სიცოცხლე იმ უჯრედს, ვერ პასუხობენ და საერთოდ ამ კითხვას იგნორირებასაც უკეთებენ. სამყაროში ადამიანი ვერ შეხვედრია ვერანაირ მინიშნებასაც კი, რომ ეღიარებინა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვა. დღემდე ვერავითარმა მეცნიერებამ ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რომელიც ღმერთმა გასდო სულიერ და უსულო ბუნებას შორის. მეცნიერებას რომ ერთი მაგალითი მაინც ეპოვნა უჯრედის თავისთავად წარმოშობისა, მაშინ ათეისტები იზეიმებდნენ გამარჯვებას: მაგრამ ასეთი რამ დაუშვებელია. მატერიალისტური თეორიიდან გამომდინარე სიცოცხლის წარმოშობის პრობლემა დღესაც ამოუცნობი რჩება. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ სიცოცხლე ღვთის უდიდესი საიდუმლოა.
მეცნიერებას ასევე არ შუძლია გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ღვთისაგან არის გადებული მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასოდეს არ მომხდარა, ხორბალი დაგვეთესოს და მუხა ამოსულიყო, ან ძროხას გოჭი მოეგოს ხბოს მაგიერ. სამყაროში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გარდაქმნილიყო. ათეისტი მეცნიერები კი დღესაც თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 17 2014, 04:16 AM
პოსტი #10


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



irakli-irakli
რას შვები ახლა შენ იცი? ათეისტების გამო მეცნიერებას ლანძღავ და შეურაცხოფას აყენებ.

საერთოდ შენს ნაწერში ძალიან ბევრი უზუსტობა და ცილისწამებაა. არ მინდა დაწვრილებით მივყვე ყველას.

მაინც ვიტყვი მოკლედ, რომ მეცნიერებას არ აქვს უფლება აღიაროს ღმერთი. მე როგორც მეცნიერი ღმერთს არ ვაღიარებ და არც უარვყოფ. არცერთის უფლება არ მაქვს. მეცნიერებას არ შეუძლია რაიმეს აღიარება თუ ის არ დაამტკიცა, ასევე არც უარყოფა.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეცნიერება ვერასოდეს აღიარეს ღმერთს, ვერც უარყოფს და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან თუკი ღმერთის არსებობა დამტკიცდა, რწმენის საჭიროება აღარ იქნება რაც თავის თავად ჩვენი სამყაროს არსებობის აზრს ეწინააღმდეგება.

ჩვენს სამყაროში ღმერთის არსებობის დამტკიცება, მისი არარსებობის დამტკიცების ტოლფასია. ცოტა გაუგებრად ვთქვი და თუ გინდა განგიმარტავ რატომაა ასე.

არ მესმის ამის გამო რატომ ხარ ასე განწყობილი მეცნიერებისადმი. ყველაზე დიდი ცილისწამება, შენს ნაწერში, არის ეს:
"თურმე ერთხელ ერთი მეცნიერი ოკეანესთან მივიდა, რათა დაედგინა ბინადრობდნენ თუ არა მასში ვეშაპები. კოვზით ამოიღო წყალი და დაასკვნა: თურმე ტყუილი ყოფილა, ოკეანეში არავითარი ვეშაპები არ ბინადრობენო"
ერთადერთი რასაც მეცნიერები ნამდვილად არ აკეთებენ, სწორედ ესაა...

საერთოდ საშინლად გესმის მეცნიერების არსი. ამ ფორუმზე არის ძალიან კარგი სტატია მაგაზე. ლინკს ვნახავ და დაგიდებ. გირჩევ გადაიკითხო.

სხვაა რას ამტკიცებენ ათეისტები მეცნიერების სახელით და სხვაა რას ამბობს თავად მეცნიერება. მეცნიერები ხსნიან ბუნების კანონებს, არკვევენ მათ მოქმედების პრინციპს, იკვლევენ სამყაროს წარმოშობას და რაობას, ათეისტები კი ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს. ეს ორი ძალიან განსხვავებული რამაა.

P.S. ათეისტი არ ვარ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
irakli-irakli
პოსტი Feb 17 2014, 05:04 AM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 16-February 14
წევრი № 13,574



არ გეგონოს რომ სხვას ვაბრალებ რაღაცას ან რაღაც ეგეთი.. ეს წერილი მე არ მეკუთვნის ჩემი აზრი არ არის ანუ იმის თქმა მინდა რომ მე არ დავწერე მაგრამ რომ გავეცანი მე ვეთანხმები ნუ პრინციპში ეს ერთი და იგივეა გინდ დამეწეროს და გინდ არა.. მე პირადად არანაირად არ ვაყენებ მეცნიერებას შეურაწყოფას არც მიფიქრია და ამის წაკითხვის შემდეგაც იგივე აზრზე დავრჩი. აქ არის განმარტებული უბრალოდ ნუ შეცდომაც შეიძლება იყოს მიმართვაში არ არის გამორიცხული მაგრამ გააჩნია ვინ როგორ მიუდგება :წერილის: შინაარს. ერთი რამე კი ნამდვილად ვიცი ჭეშმარიტება წერია და მე ვეთანხმები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 11:00 AM
პოსტი #12


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



საერთოდ ძალიან ცუდია როცა თემას გახსნი მერე დააკოპირებ ვიღაცის ნაწერს რომელმაც სადღაც დაერა და ამ ნაწერს როპ პასუხს გაცემენ იტყვი ჩემი არ არისო. არ ჯობს ასეთი პოსტის დაწერას სულ არ დაწერო? თუ ეს შენი აზრი არ არის რატომ წერ? თუ ეთანხმები დაიცავი ეს აზრი ბოლომდე და თუ ასერთო არც კი ეთანხმები მაშინ ნაწერი საერთოდ არ წაგიკითხავს და ჩვენ რატომ უნდა წავიკითხოთ?
ცემი რჩევა იქნება დიალოგი შედგეს ჩვენი სიტყვებით და აზრებით, არაა საჭირო ვიღაცის წერილების კოპირება.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Feb 17 2014, 01:49 PM
პოსტი #13


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
P.S. ათეისტი არ ვარ.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა
წევრი № 11,666


biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 02:47 PM
პოსტი #14


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ikanosi
biggrin.gif ეგ კარგი იყო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 17 2014, 03:06 PM
პოსტი #15


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ikanosi
biggrin.gif დიახ, მე ათეისტი კი არა, თავად ეშმაკის მოციქული ვარ!

ვაღიარებ, გამომიჭირეთ user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 17 2014, 05:05 PM
პოსტი #16


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



MIRDAT
კუდი ვერ დამალე არა ? biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლაშა2014
პოსტი Feb 17 2014, 07:57 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 14
წევრი № 13,568



და შესაძლებელია თუ არა რომ ათეისტი მორწმუნე გახდეს?


--------------------
ლ.ნონიაშვილი[color=#CC0000] [/color]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Feb 17 2014, 08:31 PM
პოსტი #18


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ლაშა2014
ყველაფერი შესაძლებელია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 18 2014, 02:37 AM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რაიმე კონკრეტულზე თუ უნდა ვინმეს საუბარი , ვისაუბროთ .
ამდენი უაზრო პოსტი რა უბედურებაა ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Feb 18 2014, 09:24 AM
პოსტი #20


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
ჯერ აზრიანი კითხვა არ დასმულა და შესაბამისი კომენტარებია biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd May 2024 - 07:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი