თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ენოქი

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: Aug 28 2010, 01:32 AM

ენოქზე რაიმე ინფორმაცია თუ მოგეპოვებათ აქ დაწერეთ პლზ.

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Aug 28 2010, 01:36 AM

fiore- რადროს ენოქია დაიძინე ეხა უკვე გვიანია უF

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 28 2010, 11:40 AM

fiore
ეს ნანახი გექნება მაგრამ მაინც დავდებ
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A5_%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

პოსტის ავტორი: fiore თარიღი: Sep 1 2010, 10:06 PM

მადლობთ იკ kiss1.gif

და ისე ენოქის წიგნს აღიარებს ეკლესია?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 1 2010, 10:13 PM

fiore
http://orthodoxwiki.org/Book_of_Enoch

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 1 2010, 10:24 PM

fiore
არა, აპოკრიფულია

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 08:43 PM

"ენუქმა (სეითის შთამომავალმა) ისე აამა უფალს თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ მან სიკვდილს წაართვა მასძე ძალა და ზეცაში ცოცხალი აიტაცა".

"ენოქი ადამიდან მოყოლებული მე-7 პატრიარქია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 12:18 PM

ენოქი კი არ გადაიცვალა, უფალმა გარდაცვალა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 08:39 PM

"- ნოე წარღვნამდელი პერიოდის ბოლო მამამთავარი იყო. ერთ-ერთი მამამთავარი, ენუქი, ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად. რით იყო იგი გამორჩეული? რის სანაცვლოდ დაიმსახურა ღვთის ესოდენი წყალობა?

- ღვთის წინაშე გამორჩეული მადლი პოვა ენუქმა - ხორციელად იქნა ატაცებული ზეცად, განრიდებულ იქნა მიწიერ ხრწნადობას. ენუქს ხორციელი სიკვდილი არ განუცდია. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, მისი სხეული ხრწნადობისგან დაცულია მეორედ მოსვლის ჟამამდე.

იოანე ღვთისმეტყველი აპოკალისფში გვაუწყებს, რომ ენუქი და ელია წინასწარმეტყველი ხორციელად გამოცხადდებიან ანტიქრისტეს მეფობის ჟამს და ამხილებენ ანტიქრისტეს. მეორედ მოსვლის წინ განიცდიან ხორციელ სიკვდილს, შემდეგ აღდგებიან და უკვე აღმდგარი სხეულებით იქნებიან ატაცებული ზეცად. აქედან გამომდინარე, დღემდე მათი სხეულები ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებისაა, ოღონდ, ღვთის განგებულებით, მათში შეჩერებულია ხრწნადობა.

ენუქის შესახებ ბიბლიაში წერია: დადიოდა იგი ღმერთთან და სათნო ეყო ღმერთს. ბიბლია მხოლოდ ამ ცნობას გვაწვდის. მან თავისი თავი უფალს მიუძღვნა. წმინდა და მართალი ცხოვრებით იმდენად ახლოს იყო უფალთან, რომ ხილული თვალით გარიდებულ იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებას და უფალთან დაივანა."

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jun 15 2019, 06:31 PM

ენოქის მსგავსად კიდე რომელი წმინდანები იქნენ ზეცად ამაღლებული?

ვფიქრობ განსაკთრებული ღვაწლის გამო არ მოხდებოდა ეს, ალბათ შედარება არც შეიძლება რომელი წმინდანი უფრო ღვაწლმოსილია.
რაღაც სხვა მიზეზი იქნება რის გამოც ენოქი ხორციელად მიიღო უფალმა ზეცაში.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2019, 09:08 PM

ციტატა(m16 @ Jun 15 2019, 06:31 PM) *

ენოქის მსგავსად კიდე რომელი წმინდანები იქნენ ზეცად ამაღლებული?

ვფიქრობ განსაკთრებული ღვაწლის გამო არ მოხდებოდა ეს, ალბათ შედარება არც შეიძლება რომელი წმინდანი უფრო ღვაწლმოსილია.
რაღაც სხვა მიზეზი იქნება რის გამოც ენოქი ხორციელად მიიღო უფალმა ზეცაში.


ნოდარიკო, კეთილი იყოს შენი ფორუმზე დაბრუნება wub.gif jump.gif 2kiss.gif

წარმოიდგინე, რა განსაკუთრებული სიწმინდის ადამიანი იყო ენოქი, რომ უფალმა ზეცაში აიტაცა smile.gif wub.gif

ზეცად ასევე ამაღლებულია იოანე ღვთისმეტყველი.

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jun 15 2019, 10:41 PM

marine

ციტატა
ნოდარიკო, კეთილი იყოს შენი ფორუმზე დაბრუნება

მადლობა.
მიხარია შენი ნახვა smile.gif


ციტატა
წარმოიდგინე, რა განსაკუთრებული სიწმინდის ადამიანი იყო ენოქი, რომ უფალმა ზეცაში აიტაცა

ხო რაღაც წარმოუდგენელი სიდიადეა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2019, 10:50 PM

ციტატა(m16 @ Jun 15 2019, 10:41 PM) *

marine

მადლობა.
მიხარია შენი ნახვა smile.gif
ხო რაღაც წარმოუდგენელი სიდიადეა.


ნოდარიკო, გთხოვ, არ დაიკარგო sad.gif წლებია აქ დამლაპარაკებელი არ მყავს sad.gif ფორუმი ყველამ მიატოვა ჩემ გარდა sad.gif

რაც შეეხება ენოქს, მისი პიროვნება ჩემთვისაც სამაგალითოა. მასზე, მის სიწმინდეზე, ბევრი მიფიქრია... მართლაც რომ დიადია smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jun 15 2019, 10:55 PM

marine
აღარ დავიკარგები.
საინტერესოა შენ როგორ არ მიატოვე აქაურობა, ერთგვარ ღვაწლს აქვს ადგილი biggrin.gif
მოდი იქით თემაში გავაგრძელოს საუბარი, გავუზიაროთ-ში

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2019, 10:57 PM

ციტატა(m16 @ Jun 15 2019, 10:55 PM) *

marine
აღარ დავიკარგები.
საინტერესოა შენ როგორ არ მიატოვე აქაურობა, ერთგვარ ღვაწლს აქვს ადგილი biggrin.gif
მოდი იქით თემაში გავაგრძელოს საუბარი, გავუზიაროთ-ში


ძალიან გამიხარდა, რომ არ დამტოვებ ეულად smile.gif

კარგი, იმ თემაში გადავიდეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 08:53 PM

"საღმრთო ისტორიაში ჩვენ ვხვდებით წმინდა მამამთავარ ენუქისა და ელია წინასწარმეტყველის ისტორიას, რომელნიც საღმრთო განგებით ზეცად ამაღლდნენ ხორცშივე. გამოცხადების მიხედვით, ისინი იწოდებიან "ოქროს სასანთლეებად", რომლებიც ანტიქრისტეს გამეფებისას კვლავ მოევლიანებიან ქვეყნად, იქადაგებენ, დაითმენენ ტანჯვასა და სიკვდილს, თუმცა აღდგებიან და შემუსრავენ მტერს საღმრთო მადლით".

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jul 31 2019, 09:51 PM

შეიძლება უკვე დაბადებულებიც არიან ელია და ენოქი, არა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 11:27 AM

ციტატა(m16 @ Jul 31 2019, 09:51 PM) *

შეიძლება უკვე დაბადებულებიც არიან ელია და ენოქი, არა?


შეიძლება კი, შეიძლება არა, ეგ არავინ იცის smile.gif მხოლოდ ის ვიცით, რომ ტელევიზიით იქნება პირდაპირი გადაცემა, როცა ენოქი და ელია ანტიქრისტეს დაუპირისპირდებიან.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2019, 08:59 PM

"მართალია, ელია და ენოქი არ მომკვდარან, მაგრამ მოკვდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2019, 12:13 PM

"ზოგნი ამბობენ, რომ იოანე ცოცხალია, როცა ის წმ. ელიასთან ერთად დაიწყებს ქრისტეს ქადაგებას, მას ანტიქრისტე მოკლავს. თუკი ვინმე მიუთითებს მის საფლავზე, იქ რაღაა? იოანე იქ ცოცხალი შევიდა, მაგრამ შემდეგ წარსდგა უფლის წინაშე, როგორც ელია და ენოქი"

/მამა გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:16 PM

"ენოქი მოეწონა უფალს და წაყვანილ იქნა, თაობათათვის სინანულის ნიმუში გახდა"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2020, 08:00 PM

"დედამიწაზე არავინ შექმნილა ენოქის მსგავსი, რადგან მიწიდან იქნა ატაცებული"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2021, 04:14 PM

"სიკვდილი, თუმც ის ტირანია, მისი მეუფება ადამიანთა მოდგმარზე ზღვარდადებულია. მის ხელს დაუსხლტა ენუქი, რომელიც ცოცხლად იქნა ატაცებული სამოთხეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 04:48 PM

"თუ ენოქის წიგნებმა ავტორიტეტი ვერ დაიმსახურეს ვერც იუდეველებსა და ვერც ჩვენ შორის, ამის მიზეზი უაღრესად ძველი პერიოდია, რის შედეგადაც საჭიროდ ჩათვალეს, რომ მათ უნდობლობით მოკიდებოდნენ, რათა სიცრუე ჭეშმარიტებად არ მიეჩნიათ"

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:11 PM

"მან (ენოქმა) უფრო მეტი რწმენა გამოავლინა, ვიდრე აბელმა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)