თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ კითხვა-პასუხი

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Oct 9 2007, 03:02 PM

ყველა შეკითხვაზე რომ ახალი თემა არ გაიხსნას, ვხსნით ერთ მიჭიკარტებულ თემას.
გინდათ ზოგადი ისტორიული შეკითხვებისთვის გამოვიყენოთ და გნებავთ ისტორიული ვიქტორინასავით განვავითაროთ.

ერთი სიტყვით, ყველა შეკითხვა ამ თემაში. გთხოვთ გადაიკითხოთ ხოლმე წინა გვერდები სანამ ახალ შეკითხვებს დასვამდეთ.

პოსტის ავტორი: meleqse თარიღი: Oct 22 2007, 12:49 PM

ისტორიული ვიქტორინა ნამდვილად საინტერესო იქნებოდა.
არავინ დაგაინტერესათ ამ იდეამ?

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 22 2007, 12:54 PM

ნამდვილად არაა ცუდი აზრი, ვეთანხმები და ვუერთდები smile.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 22 2007, 01:18 PM

ერთი რაგაც მაინტერესებს
გადაცემა ჩვენებურების რეკლამაში არის ნახსენები ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები" რასიტყვით ამის შესახებ? განა უცხოეთი არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიები? შეიძლება ასეთ გადაცემაში რომელიც უშვალოდ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზეა გაკეთებული შეილება უცხო ქვეყნად მოვიხსენიოთ?

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Oct 22 2007, 09:57 PM

shota_shotadze

ციტატა
ერთი რაგაც მაინტერესებს
გადაცემა ჩვენებურების რეკლამაში არის ნახსენები ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები" რასიტყვით ამის შესახებ? განა უცხოეთი არის ჩვენი დაკარგული ტერიტორიები? შეიძლება ასეთ გადაცემაში რომელიც უშვალოდ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზეა გაკეთებული შეილება უცხო ქვეყნად მოვიხსენიოთ?

ეგ გადაცემა არ მინახავს იმ მიზეზის გამო, რომ არა ვარ საქართველოში, მაგრამ ფრაზის ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები'' ჩემეულ ახსნას შემოგთავაზებ.

რა თქმა უნდა ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც საკმაოდ გვყავს, ავიღოთ თუნდაც დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, იქ ხომ არის ისეთი ადგილები, რომელიც ადრე საქართველოს ფარგლებში შედიოდა და ბედის უკუღმართობით თუ თურქების ძალმომრეობით დღეს მათ დაქვემდებარებაშია გადასული, ტერიტორიებთან ერთად მოსახლეობაც მოექცა მათი გავლენის ქვეშ და დარჩა მშობელი საქართველოდან გამოყოფილი, ან კიდევ, იყო ისეთი შემთხვევები ძალით რომ გადაასახლეს თურქეთის ტერიტორიაზე, სწორედ ასეთ ხალხზე ითქმის ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები''

ეს ჩემი პირადი აზრია, ასე რომ იმედი მაქვს სხვებიც გაგცემენ შესაფერის პასუხებს.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 22 2007, 10:11 PM

ციტატა(nini_1 @ Oct 22 2007, 09:57 PM) *

ეგ გადაცემა არ მინახავს იმ მიზეზის გამო, რომ არა ვარ საქართველოში, მაგრამ ფრაზის ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები'' ჩემეულ ახსნას შემოგთავაზებ.

რა თქმა უნდა ასეთი შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ მაინც საკმაოდ გვყავს, ავიღოთ თუნდაც დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, იქ ხომ არის ისეთი ადგილები, რომელიც ადრე საქართველოს ფარგლებში შედიოდა და ბედის უკუღმართობით თუ თურქების ძალმომრეობით დღეს მათ დაქვემდებარებაშია გადასული, ტერიტორიებთან ერთად მოსახლეობაც მოექცა მათი გავლენის ქვეშ და დარჩა მშობელი საქართველოდან გამოყოფილი, ან კიდევ, იყო ისეთი შემთხვევები ძალით რომ გადაასახლეს თურქეთის ტერიტორიაზე, სწორედ ასეთ ხალხზე ითქმის ,,უცხოეთში დარჩენილი ჩვენი თანამემამულეები''

მაგ გადაცემაში ძირითადად რასაც მე ვუყურე იყო ტაო კლარჯეთზე, არტაანზე და სხვა ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებზე და არ შეილება იმ დაკარგულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველებს და ჩვენი წეს ჩვეულებით მცხოვრებლებზე უცხოეთი უწოდო, ისინი არ არიან მართმადიდებლები მაგრამ მათ აქვთ ქართული წეს ჩვეულება შენარჩუნებული და ცუდია როდესაც უცხოს უწოდებ მითუფრო რომ ივერიის გაბრწყინებაზე ვოცნებობთ.
ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე 10 კლაში ისტორიის მასწავლებელს ვკითხე რატომ აღარავის უნდა ის დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებათქო და გაეცინა და აღარ უპასუხია.
არ ვიცი რატომ ვფიქრობ ასე მაგრამ მე საქართველოს მათ გარეშე არ მინდა გაბრწყინებული უწოდოს ხალხმა ისევე ტკივილია ის დაკარგული ტერიტორიები ჩემთვის როგორც დღევანდელი ხალხისთვის აფხაზეთი და სამაჩაბლო
ღმერთმა ქნას ყველა დაკარგული ტერიტორია მალე დაგვებრუნებინოს მშვიდობიანათ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 23 2007, 11:20 AM

რაიმე სტატია ან ნებისმიერი სახის ინფო ხომ არ მოგეპოვებათ აბუსერ ტბელის ან იგივე ტბელ აბუსერისძის შესახებ? იყო თუ არა ის სასულიერო პირი ან ბერი? მის სამეცნიერო ნაშრომთა შესახებაც თუ რამე იცით, გთხოვთ დაწეროთ.

ტბელი ჩვენთვის ბავშვობიდანვე ცნობილი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ ყოველწლიურად გვიწევდა ხიხაძირში მოსწავლეებს ტბელობის დღესასწაულზე მონაწილეობის მისაღებად ასვლა, თუმცა გაგანია კომუნისტების დროს ნაკლებად იხსენიებოდა მისი საეკლესიო მოღვაწეობა. ამიტომაც მაინტერესებს, უკეთეს ინფორმაციას თუ ფლობთ მეც გამაგებინოთ იქნებ smile.gif

მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Oct 27 2007, 03:03 PM

მგონი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც თქვენ გაინტერესებდათ smile.gif

წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.

წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.

როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.

წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო ისეთი მრავალმხრივი განათლება, რომელიც მას საშუალებას აძლევდა ერთამანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა.

წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში „გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი“ - კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიკური გააზრება „ცნობა ხილულთა“ და „უხილავთა მეცნიერჰყოფა“ წმიდა ტბელს წარმოაჩენს როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.

წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია „ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა“, რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია.

ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება „ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი“, რომელიც მნიშვნელოვანია მისი ისტორიული ღირებულებითაც, იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს აბუსერიძეთა მოღვაწეობის და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ.

გარდა ლიტერატურული და მეცნიერული მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთშემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და შესაბამისად დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 27 2007, 03:18 PM

დიდი მადლობა ნინო smile.gif

ამოვაკოპირე კიდეც smile.gif

წმინდანი თუ იყო ეგ არ ვიცოდი ზუსტად.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Oct 31 2007, 02:00 PM

staywhite

გაიხარე; რა არის სამადლობელი smile.gif

პოსტის ავტორი: ketusa თარიღი: Nov 30 2007, 11:39 PM

საქართველო იქნება მთლიანი. ამინ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 5 2007, 03:49 AM

მე ძალიან მაინტერესებს იოანე პეტრიწის შესახებ თუ რამე იცით, სანდო და არაკომუნისტური წყაროებიდან, რამეთუ მე მაქვს მხოლოდ კომუნისტების დროინდელი მასალები, სადაც იოანე პეტრიწი დახასიათებულია როგორც საზოგადო მოღვაწე , მეცნიერი და ფილოსოფოსი (იმ დროისათვის ბოლო ორი ერთიდა იგივე გაგება იყო თუ არ ვცდები).

მე რაც ვიცი, იოანე პეტრიწი (1055-1130 წწ.) მოღვაწეობდა ბულგარეთში ქართველთა პეტრიწონის მონასტერში (ამბობენ აგებულია გრიგოლ ბაკურიანისძის მიერ 1083 წელს ბულგალურ სოფელ პეტრიწონში - აქვე კითხვა: არრსებობს ეს მონასტერი დღეს კიდევ?), საიდანაც დევნილ იქნა ე.წ. თავისუფალი ფილოსოფიური აზროვნების გამო. XII საუკუნის პირველ ნახევარში იგი დავით აღმაშენებელმა მოიწვია გელათის აკადემიაში და ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. არსად არ არის ნახსენები "სასულიერო პირის" წოდება, იყო იოანე პეტრიწი ბერი?

მან თარგმნა ნემესიოს ემესელის "ბუნებისათვის კაცისა" (* სირიელი მღვდელთმთავარი ნემესიოსი, რომელმაც გრიგოლ ღვთისმეტყველის (326-390 წწ.) გავლენით ქრისტიანობა მიიღო და ეპისკოპოსად ეკურთხა მომავალში). ეს ნაწარმოები საეკლესიო მწერლობას ეკუთვნის და წარმოადგენს საღმრთო წერილებზე დამყარებულ ტრაქტატს ადამიანის ბუნების შესახებ (?).

იოანე პეტრიწმა კი თარგმნა ეს ნაშრომი, რომელიც თურმე საქართველოში მაშინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ აღსანისნავი ის ყოფილა, რომ მთარგმნელი უკეთებდა სტატიას კომენტარებს, ანუ ბევრ რამეში არ ეთანხმებოდაო ავტორს და იძლეოდა თავისებურ განმარტება-შესწორებებს.

მოკლედ, მისი თარგმანიც და კომენტარებიც, რისი ნაწილიც წაკითხული მაქვს, მეტად საინტერესოა (მაგ. გამყოფი ზედაპირები, ასევე მეხის მოვლენის თავისებური განმარტება, არის რაღაც "განუყოფელ ნაწილაკებზეც" და ა.შ.). თითქოს ნეოპლატონურ მიმართულებას მიეკუთვნებოდა.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე უფრო ზუსტი ინფორმაცია იოანე პეტრიწზე და მის შრომებზე, გთხოვთ მიმითითოთ.

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2007, 12:33 PM

ციტატა(staywhite @ Dec 5 2007, 03:49 AM) *

აქვე კითხვა: არრსებობს ეს მონასტერი დღეს კიდევ?

ნანა, პეტრიწონის (იგივე ბაჩკოვოს) მონასტერი დღესაც არსებობს და საკმაოდ ცნიბილიცაა.

შეგიძლია ამ საიტზე გაეცნო ინფორმაციას:
http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/petritsoni/petritsoni2.htm

IPB-ს სურათი

ამ მონასტრის ულამაზესი ფრესკები:

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 6 2007, 12:43 AM

მადლობა მარინეsmile.gif

იქნებ სხვებს სხვა კიტხვებზეც ქონდეთ პასუხი. ვნახავ ისე ტერიტორიულად რომელ მხარეს ეკუთვნის ბულგარეთში, არაა გამორიცხული მოლოცვაsmile.gif მომეწონა მაგრად, თან ჩვენია.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Feb 16 2008, 11:25 PM

ერთი წინადადება მაქვს -

განყოფილებას ჰქვია - საქართველოს ისტორია

იქნებ დაემატოს + და მსოფლიოს ისტორია

და ბევრი საინტერესო მასალის დადება შეიძლება სხვა ქვეყნების ისტორიიდან...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2008, 12:48 PM

ციტატა(tamara @ Feb 16 2008, 11:25 PM) *

ერთი წინადადება მაქვს -

განყოფილებას ჰქვია - საქართველოს ისტორია

იქნებ დაემატოს + და მსოფლიოს ისტორია

და ბევრი საინტერესო მასალის დადება შეიძლება სხვა ქვეყნების ისტორიიდან...

მადლობა, თამარ, წინადადებისთვის.

თუკი მსოფლიო ისტორიისადმი მიკუთვნებული თემები ბევრი დაგროვდება ჩემს განყოფილებაში, ადმინს დაველაპარაკე და გადავწყვეტთ, რომ ქვეგანყოფილება გაიხსნას მსოფლიო ისტორიის სახელწოდებით.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Feb 20 2008, 12:57 PM

ციტატა
განყოფილებას ჰქვია - საქართველოს ისტორია

იქნებ დაემატოს + და მსოფლიოს ისტორია

საინტერესო წინადადებაა smile.gif

მემგონი კარგი იქნება თუ დაემატება smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2008, 01:01 PM

ციტატა(თათარაშვილი @ Feb 20 2008, 12:57 PM) *

საინტერესო წინადადებაა smile.gif

მემგონი კარგი იქნება თუ დაემატება smile.gif

მეც ასე ვფიქრობ, გიო და იმედი მაქვს, ადმინი არ იქნება წინააღმდეგი ქვეგანყოფილების გახსნისა smile.gif

რაც უფრო მეტი გვეცოდინება საქართველოს თუ მსოფლიოს ისტორიიდან, მით უმჯობესი ჩვენთვის.

პოსტის ავტორი: sandro40 თარიღი: Feb 20 2008, 03:42 PM

ეხლა ვუსმინე ოსიპოვის ლექციას სადაც მან ერთ-ერთი წმინდა მამაზე დაყრდნობით განაცხადა რომ ადამიანს სული მშობლებისგან მიეცემა.
მაინტერესებს თქვენი აზრი ღმერთი თვითონ ქმნის ადამიანების სულებს თუ მართლაც მშობლების საშუალებით იქმნება ახალი სული?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 20 2008, 03:51 PM

სანდრო, მაპატიე, მაგრამ აქ ისტორიის განყოფილებაა. თუ არ მიწყენ, გირჩევ ეგ კიტხვა დასვა ღვთისმეტყველების განყოფილების თემაში "კითხვები და პასუხები". იმედია გაითვალისწინებ.

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Feb 20 2008, 10:02 PM

ციტატა
მადლობა, თამარ, წინადადებისთვის.

თუკი მსოფლიო ისტორიისადმი მიკუთვნებული თემები ბევრი დაგროვდება ჩემს განყოფილებაში, ადმინს დაველაპარაკე და გადავწყვეტთ, რომ ქვეგანყოფილება გაიხსნას მსოფლიო ისტორიის სახელწოდებით.

იმის გამო, რომ განყოფილებას ჰქვია საქართველოს ისტორია-
ბევრ თემას არ ვხსნი მსოფლიო ისტორიიდან და თავს ვიკავებ ხოლმე.
თუ უბრალოდ განყოფილების სათაურში დაემატება ერთი სიტყვა - (მსოფლიო)
მაშინ პრობლემაც არ იქნება.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Feb 21 2008, 01:05 AM

მე მაქვს კითხვა, ოღონდ ეს არ არის მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებული. unsure.gif

"ჰერაკლეს სვეტების" თაობაზე მაქვს, რატომ, რის საფუძველზე არის მიჩნეული რომ მაინცდამაინც გიბრალტარის სრუტეა, რა მოსაზრებით.. სადმე წერია რომ გიბრალტარია იგივეო, თუ... უბრალოდ ამ დასკვნამდე მივიდნენ?

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Feb 22 2008, 06:42 PM

ციტატა(ketino @ Feb 21 2008, 01:05 AM) *

მე მაქვს კითხვა, ოღონდ ეს არ არის მაინცდამაინც საქართველოსთან დაკავშირებული. unsure.gif

"ჰერაკლეს სვეტების" თაობაზე მაქვს, რატომ, რის საფუძველზე არის მიჩნეული რომ მაინცდამაინც გიბრალტარის სრუტეა, რა მოსაზრებით.. სადმე წერია რომ გიბრალტარია იგივეო, თუ... უბრალოდ ამ დასკვნამდე მივიდნენ?

ძველი ბერძენი ავტორები ამ სრუტეს ამგვარად მოიხსენიებდნენ, ასეა თუ არ ვცდები რომაულ ატლასებზეც და აშ.

ეგ მოსაზრება არ არის ძველი ავტორების ცნობების მიხედვით ეგ დადგენილია რომ ბერძნები სწორედ გიბლარტარს ეძახდნენ

"ჰერაკლეს სვეტებს"!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2008, 02:06 PM

ციტატა(tamara @ Feb 20 2008, 10:02 PM) *

იმის გამო, რომ განყოფილებას ჰქვია საქართველოს ისტორია-
ბევრ თემას არ ვხსნი მსოფლიო ისტორიიდან და თავს ვიკავებ ხოლმე.
თუ უბრალოდ განყოფილების სათაურში დაემატება ერთი სიტყვა - (მსოფლიო)
მაშინ პრობლემაც არ იქნება.

თამარ, შენ თუ გაქვს მასალები, გახსენი რამდენი თემაც გინდა.

მე უკვე ვესაუბრე ამაზე ადმინისტრატორს და გადაწყდა, რომ თუკი თემები დაგროვდება, გაიხსნება ქვეგანყოფილება.

ასე რომ, ველი შენს საინტერესო თემებს smile.gif წინასწარ მადლობა 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 10 2008, 04:12 PM

ვინ შეიძლება გამცეს კომპეტენტური პასუხი?

ვინ იყო სტალინი,ანუ როგორ იხსენიებს სტალინს მართლმადიდებელი ეკლესია?

მართალია ეს, რომ სტალინმა მართლმადიდებლობა გადაარჩინაო?

რაც თავი მახსოვს,სტალინზე სულ ცუდი და ცუდი მესმოდა, მე იგი წარმომიდგენია, როგორც სისხლისმსმელი დიქტატორი blink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2008, 04:18 PM

ციტატა(Amuza @ Mar 10 2008, 04:12 PM) *

ვინ შეიძლება გამცეს კომპეტენტური პასუხი?

ვინ იყო სტალინი,ანუ როგორ იხსენიებს სტალინს მართლმადიდებელი ეკლესია?

მართალია ეს, რომ სტალინმა მართლმადიდებლობა გადაარჩინაო?

რაც თავი მახსოვს,სტალინზე სულ ცუდი და ცუდი მესმოდა, მე იგი წარმომიდგენია, როგორც სისხლისმსმელი დიქტატორი blink.gif

გიორგი, შემიძლია შემოგთავაზო, რომ წაიკითხო ეს სტატია: "ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს".

http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/2msoflio_omi.htm

ვფიქრობ, ინფორმაციას მოგცემს ეს მასალა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 10 2008, 05:16 PM

ციტატა(marine @ Mar 10 2008, 04:18 PM) *

გიორგი, შემიძლია შემოგთავაზო, რომ წაიკითხო ეს სტატია: "ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს".

http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/2msoflio_omi.htm

ვფიქრობ, ინფორმაციას მოგცემს ეს მასალა.

გმადლობ მარინე, კი წავიკითხე და ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ მე უფრო ის წლები მაინტერესებს,ოქტომბრის რევოლუციიდან მეორე მსოფლიო ომამდე და რა მაინტერესებს, სტალინს საქართველოსთვის,თავის დედა სამშობლოსთვის რა გაუკეთებია ისეთი,რომ ქართველი ხალხის პატივისცემას იმსახურებდეს?
უშუალოდ სტალინის ხელმოწერით და მითითებით არ დაიხვრიტა 1937-ში თითქმის მთელი ინტელიგენცია საქართველოსი? მოაზროვნე ფენა გაანადგურეს. თუ შეგიძლია ამ კითხვებზეც კომენტარი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2008, 05:23 PM

ციტატა(Amuza @ Mar 10 2008, 05:16 PM) *

გმადლობ მარინე, კი წავიკითხე და ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ მე უფრო ის წლები მაინტერესებს,ოქტომბრის რევოლუციიდან მეორე მსოფლიო ომამდე და რა მაინტერესებს, სტალინს საქართველოსთვის,თავის დედა სამშობლოსთვის რა გაუკეთებია ისეთი,რომ ქართველი ხალხის პატივისცემას იმსახურებდეს?
უშუალოდ სტალინის ხელმოწერით და მითითებით არ დაიხვრიტა 1937-ში თითქმის მთელი ინტელიგენცია საქართველოსი? მოაზროვნე ფენა გაანადგურეს. თუ შეგიძლია ამ კითხვებზეც კომენტარი

გიორგი, ახლა სახლში მივდივარ და მცირე ინფორმაცია, რაც ხელთ მაქვს, ხვალისთვის დავდებ. რეპრესიები იყო როგორც 30-იან წლებში, ასევე 50-იან წლებშიც.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 10 2008, 05:29 PM

კარგი მარინე დაველოდები.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2008, 11:04 AM

ციტატა(Amuza @ Mar 10 2008, 05:29 PM) *

კარგი მარინე დაველოდები.

1721 წ. უწმიდესი ადრიანეს გარდაცვალების შემდეგ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევით, იმპერატორ პეტრე I ბრძანებით რუსეთის ეკლესიაში გაუქმდა პატრიარქის თანამდებობა და რუსეთის ეკლესია დაექვემდებარა იმპერატორს ობერპროკურორის სახით. ეკლესიის უმაღლეს ორგანოდ გამოცხადდა უწმიდესი და უმმართებელესი სინოდი, რომელსაც წირვა-ლოცვის დროს პატრიარქის ნაცვლად მოიხსენიებდნენ. რუსეთში პატრიარქობა აღდგა 1917 წელს იმპერიის დაშლის შემდეგ. ამავე წლის 4 დეკემბერს (ახ. სტ.) ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე შესრულდა მოსკოვისა და კოლომენის მიტროპოლიტ ტიხონის აღსაყდრება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე. 1925 წლიდან (მას შემდეგ, რაც დახვრიტეს პატრიარქი ტიხონი) 1943 წლამდე რუსეთის საპატრიარქო ტახტი დაქვრივებული იყო. პატრიარქობა ხელმეორედ იოსებ სტალინის უშუალო ხელშეწყობით აღდგა.

http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/1-3.htm

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია 1811 წელს, რუსეთის მიერ დაპყრობის შედეგად დაკარგა. 1917 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა, მაგრამ რუსეთის ეკლესიამ ეს კანონიერი ნაბიჯი არ სცნო და ბუნებრივია, არც დიპტიქში იხსენიებდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელს. 1943 წელს იოსებ სტალინის ხელშეწყობით რუსეთის საპატრიარქომ სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და VI ადგილი დიპტიქში. ღვთისმსახურებისას რუსეთის ეკლესიამ იწყო საქართველოს პატრიარქის VI ადგილზე მოხსენიება. რაც შეეხება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს, მათი ნაწილი დიპტიქში ჯერ კიდევ არ იხსენიებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს VI ადგილზე. ეს საკითხი დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას. მისი გადაჭრა ალბათ შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მსოფლიო საპატრიარქო მიიღებს ისეთივე დოკუმენტს, როგორიც მან 1990 წელს მიიღო საქართველოს ავტოკეფალიის თაობაზე.

http://www.orthodoxy.ge/istoria/diptiqi.htm

„1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ სტალინი. იოსებ სტალინი სამი ათეული წელი იდგა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში. მთლიანად მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა სისტემის მშენებლობა, უზარმაზარი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავება. ყოველივე ამან, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომმა, ი. სტალინს დიდი პოპულარობა მოუტანა მასებში. დიდი იყო იოსებ სტალინის ავტორიტეტი საერთაშორისო მასშტაბით, მუშათა და კომუნისტურ მოძრაობაში. იოსებ სტალინს მოძულეც ბევრი ჰყავდა, განსაკუთრებით 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახების სახით, ასევე - ინტელიგენციის გარკვეულ ნაწილში.”

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 11 2008, 08:12 PM

გასაგებია მარინე. ყველაფერი კარგადაა განმარტებული, მაგრამ რატომ,რისთვის დახვრითა ამდენი მოაზროვნე?
უბრალოდ ვეღარ გამიგია, ვინ იყო სტალინი. პირსისხლიანი,უღრმთო დიქტატორი,თუ მოამაგე ქრისტიანი?
რატომ არ შეიწუხა თავი საქართველოსთვის?მას ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა, თუ ვცდები?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2008, 11:03 AM

ციტატა(Amuza @ Mar 11 2008, 08:12 PM) *

გასაგებია მარინე. ყველაფერი კარგადაა განმარტებული, მაგრამ რატომ,რისთვის დახვრითა ამდენი მოაზროვნე?
უბრალოდ ვეღარ გამიგია, ვინ იყო სტალინი. პირსისხლიანი,უღრმთო დიქტატორი,თუ მოამაგე ქრისტიანი?
რატომ არ შეიწუხა თავი საქართველოსთვის?მას ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა, თუ ვცდები?

საერთოდ, გიორგი, სტალინი ძალიან საკამათო პიროვნებაა.

იმედი მაქვს, ლენუსი მალე დაბრუნდება ფორუმზე და ვრცლად გასცემს შენს შეკითხვებს პასუხს, ან სხვა ფორუმელს ექნება მეტი ინფორმაცია და მოგვაწვდის.

ფაქტია, რომ 1937-1938 წლებში დააკავებს დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 700 000 დახვრიტეს.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 12 2008, 10:04 PM

ციტატა(marine @ Mar 12 2008, 11:03 AM) *

საერთოდ, გიორგი, სტალინი ძალიან საკამათო პიროვნებაა.

იმედი მაქვს, ლენუსი მალე დაბრუნდება ფორუმზე და ვრცლად გასცემს შენს შეკითხვებს პასუხს, ან სხვა ფორუმელს ექნება მეტი ინფორმაცია და მოგვაწვდის.

ფაქტია, რომ 1937-1938 წლებში დააკავებს დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან 700 000 დახვრიტეს.

დიდი გულისფანცქალით ველი კომენტარებს. მართლაც საკამათო პიროვნებაა. და ძალზედ საკამათოც. იქნება ცალკე თემაც გახსნას ვინმემ.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Mar 13 2008, 06:32 AM

smile.gif მეც მოვიძიე ორთოდოქს,ჯიზე ეს ინფორმაცია,ანუ ისტორიული ფაქტი სტალინის შესახებ,რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მოხდა და მისი ჩარევით საბჭოთა ჯარები გადაურჩნენ საბოლოო დამარცხებას და ხალხი კი, გერმანელთა დაპყრობას.

ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს

მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და
კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით

უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცოვრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?..

ისევე როგორც 1612 წელს, ღვთის განგებით, ახლაც, რუსეთის მთავარ მლოცველად და მეგობრად ამორჩეულ იქნა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ანტიოქიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი მღვდელმთავარი ილია, ლიბანის მთათა მიტროპოლიტი.

იგი კლდოვან ჯურღმულში ჩავიდა ღრმად, სადაც ვერ აღწევდა ქვეყნიური ხმაური და სადაც არ იყო არაფერი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის გარდა. მეუფე სწორედ იქ განმარტოვდა, რამდენიმე დღის განავლობაში არც საზრდო მიუღია, არც წყალი დაულევია, არც დაუძინია და განუწყვეტლივ ევედრებოდა ღვთის დედას - განმიცხადე, როგორ არის შესაძლებელი რუსეთის შეწევნაო.

და აი, სამი დღე-ღამის შემდეგ ცეცხლოვან სვეტში თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას და უთხრა: შენ, როგორც რუსეთის ჭეშმარიტი მეგობარი და მისთვის მლოცველი, არჩეული ხარ იმისთვის, რომ ღვთის განჩინება აუწყო ამ ქვეყანას. და თუკი ეს განჩინება არ იქნება შესრულებული, რუსეთი დაიღუპება.

ეს საღმრთო განჩინება შემდეგში მდგომარეობდა:

რუსეთის ხსნისათვის აუცილებლად უნდა გახსნილიყო მთელს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრები, სასულიერო სემინარიები და აკადემიები; ფრონტიდან დაბრუნებული და ციხე-ბანაკებიდან გათავისუფლებული მღვდლები, დიაკვნები და ეპისკოპოსები ღვთისმსახურებას უნდა შესდგომოდნენ; წმიდა პეტრეს ქალაქის (ბოლშევიკების მიერ ლენინგრადად გადარქმეულის - რედ.) ჩაბარება არ შეიძლებოდა: მის გადასარჩენად უნდა გადმოესვენებინათ ყაზანის ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი (1) და დიდებით ჯვარით სვლით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო; მაშინ ვერც ერთი მტერი ვერ შედგამდა ფეხს ნევის პირას მდებარე ამ ქალაქის მიწაზე; ყაზანის ხატის წინაშე მოსკოვშიც უნდა გადაეხადათ პარაკლისი. შემდეგ ხატი ვოლგისპირა ქალაქ ცარიცინში (ბოლშევიკების მიერ სტალინგრადად გადარქმეულში - რედ.) უნდა გადაესვენებინათ, რადგან არც ამ ქალაქის ჩაბარება შეიძლებოდა მტრისათვის; შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი რუსეთის საზღვრებამდე უნდა მიჰყვეს ჯარებს, ხოლო როცა ომი დასრულდება, მიტროპოლიტი ილია რუსეთში უნდა ჩავიდეს და ყველას მოუთხროს, თუ როგორ გადარჩა ეს ქვეყანა.

ამ საკვირველი გამოცხადების შემდეგ მეუფე ილია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, საბჭოთა მთავრობას და აცნობა მათ ღვთის განჩინების შესახებ.

სტალინმა გამოიძახა მიტროპოლიტი სერგი, მიტროპოლიტი ალექსი, სხვა მღვდელმთავრები და აღუთქვა, რომ შეასრულებდა ყველაფერ იმას, რაც მიტროპოლიტმა ილია მეორემ აუწყათ (2).

სანკტ-პეტერბურგის წმიდა ვლადიმირის საკათედრო ტაძრიდან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის ხატი გამოასვენეს და დიდებით სვლით ქალაქის გარშემო შემოატარეს. ამის შემდეგ ფაშისტებმა, მართლაც, ერთი ბიჯიც ვერ წადგეს ნევისპირა ქალაქისაკენ, ხოლო ბლოკადა გარღვეულ იქნა საქართველოს განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ხსენების დღესასწაულზე - 14 (27) იანვარს! ეს მეტად საგულისხმო ფაქტია, რამეთუ ორი იმპერიის მიერ გაჩაღებულ ამ ომში თავდადებულად იბრძოდნენ, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ქართველნიც, რომელთაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს: ომში წავიდა საქართველოს ყოველი მეხუთე მცხოვრები - 700000 კაცი, მათგან 400000-მდე ვერ დაბრუნდა. ამასთან საბჭოთა ჯარების მთავარსარდალიც ხომ ქართველი იყო, ჯუღაშვილის გვარის, სასულიერო სემინარიაში ნასწავლი კაცი, რომელაც, მიუხედავად ყველაფრისა, გადამწყვეტ მომენტში მაინც ისმინა და ირწმუნა ღვთისმსახურთა მიერ უწყებული გზა მისი თვითმპყრობელური ნების ქვეშ მოქცეული ქვეყნის გადარჩენისა (3).

პეტერბურგის შემდეგომ ყაზანის ხატმა მთელი რუსეთი მოვლო ძლევითა და დიდებით. ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვი, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა. მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა. ერთხელ ისეთი მომენტიც იყო, როცა ქალაქის დამცველნი ერთ მცირე ადგილზეღა დარჩნენ ვოლგის ნაპირას, მაგრამ მტრებმამ მაინც ვერ მოახერხეს მათი განდევნა, რადგან წითელი არმიის მეომრებთან საკვირველმოქმედი ხატი იყო...

სხვა დროს უდიდესი სიძნელის წინაშე იდგნენ მოიერიშე მეომრები ძველი გერმანული ქალაქის - კენისბერგის გათავისუფლებისას, რომელიც უაღრესად გაემაგრებინათ. აი, რას მოგვითხრობს ერთი რუსი ოფიცერი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ქალაქისათვის გამართულ ბრძოლებში:

„ჩვენი ჯარები გადაქანცულნი და ძალთაგან გამოფიტულნი იყვნენ, გერმანელები კი კვლავ მაგრად იდგნენ... ერთ დღესაც, მოულოდნელად, ვხედავთ: ჩამოვიდა ფრონტის მთავარსარდალი მრავალ ოფიცერთან ერთად, ხოლო თან მღვდელბი მოჰყვებიან ხატებით!

ბევრმა მაშინ ქილიკი დაიწყო:

- აი, მოვიდნენ, მღვდლები მოგვიყვანეს!.. ეგენი ნამდვილად გვიშველიან!

მაგრამ მთავარსარდალმა სწრაფად აღკვეთა ყოველგვარი ხუმრობა. ყველას უბრძანა, მწყობრში დამდგარიყვნენ და ქუდები მოეხადათ.

მღვდლებმა პარაკლისი გადაიხადეს და წინა ხაზისკენ წავიდნენ ხატითურთ. ჩვენ გაოგნებულები შევყურებდით: სად მიდიან? თანაც გამართულნი, გერმანელების თვალწინ! მათ ხომ ყველას დახოცავენ!.. მაგრამ, დახეთ, საოცრებას - მღვდლები უვნებლად მიდიოდნენ ბრძოლის ხაზზე და ყურადღებას არ აქცევდნენ გამალებულ სროლას, ცეცხლს ორივე მხრიდან.

ანაზდად სროლა გერმანელთა მხრიდან ერთდროულად შეწყდა! მაშინ სიგნალი მისცეს და ჩვენმა ჯარებმა ქალაქ-სიმაგრის ერთობლივი შტურმი დაიწყეს - ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც.

როგორც შემდეგ გერმანელი ტყვეები ჰყვებოდნენ, უშუალოდ შტურმის წინ მათ, ყველას, ცაში მადონა (ანუ ღვთისმშობელი) დაუნახავთ და... აბსოლუტურად ყველას ერთდროულად უმტყუნა იარაღმა. სწორედ მაშინ აიღეს ჩვენებმა ქალაქი, რადგან ზემოხსენებული სასწაულით იქნა გადალახული მტრის წინააღმდეგობა. ღვთის დედის ამ გამოცხადების დროს, თურმე, ბევრი გერმანელი მებრძოლი მუხლებზე ემხობოდა და მაშინ მრავალნი მიხვდნენ, თუ ვინ შეეწეოდა რუსებს“ - ამთავრებს თხრობას ყოფილი მებრძოლი.

აღსანიშნავია ისიც, რომ კიევიც - რუსეთის მართლმადიდებელ ქალაქთა დედა - სწორედ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე იქნა გათავისუფლებული!

იმ ხანებში ამოქმედდა მანამდე დახურული 22000 ეკლესია, გაიხსნა სასულიერო სემინარიები, აკადემიები, ტროიცე-სერგის, კიევო-პეჩორის ლავრები, ზოგიერთი სხვა მონასტერიც. ხელისუფლებამ ნება დართო სამღვდელოთ მიტროპოლიტ ალექსის წმიდა ნაწილები გადაესვენებინათ მოსკოვის ღვთის განცხადების საკათედრო ტაძარში, სადაც მთელი ამ ომის განმავლობაში განისვენებდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ყაზანის საკვირველმოქმედი ხატი. დაიწყო სარწმუნოების აღორძინება. ყოველივე ეს თავისთავად არის სასწაულებრივი ფაქტი საბჭოთა იმპერიისათვის, თუ გავიხსენებთ, რომ რევოლუციის შემდეგ უღმერთო ბოლშევიკებმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას და მებრძოლი ათეიზმის მეშვეობით მის სრულ მოსპობას ცდილობდნენ: ხურავდნენ და აფეთქებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ და ხვრეტდნენ მღვდელმსახურებს, მართლმადიდებელ მორწმუნეებს. როცა, მაგალითად, კიევი დაიკავეს ფაშისტებმა, მთელს ქალაქში მხოლოდ ორი მოქმედი ეკლესია იყო, კიევის ოლქში კი - კიდევ ერთი. ამიტომ ფაშისტები, ცდილობდნენ რა ხალხის მხარდაჭერა მოეპოვებინათ ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხელს უწყობდნენ ეკლესიების ამოქმედებას. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მათი მხარდაჭერით 1943 წლისათვის მთელს კიევის ეპარქიაში უკვე 500-მდე მოქმედი ეკლესია იყო. ამის შემდეგ გასაგებია ბოლშევიკური მთავრობის რეაქციაც. ასე მოქმედებდა ღვთის მიუწვდომელი განგებულება: ორი ბოროტი ძალა - ფაშიზმი და ბოლშევიზმი - ერთმანეთს დაუპირისპირდა, ღმერთმა კი ეკლესია გადაარჩინა. (საყურადღებო გახლავთ ის გარემოება, რომ იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ბოლშევიკური მთავრობა ახალი ძალით ეკვეთა ეკლესიას და კვლად დაიწყო მართლმადიდებელ ქრისტიანთა დევნა. ამასთან, სპეციალისტთა ცნობით, ამ დროს უფრო მეტი ეკლესია დაინგრა და უფრო მეტი წმიდა ხატი განადგურდა, ვიდრე მთელს მანამდელ საბჭოთა პერიოდში!).

1947 წელს, პირადად ი. სტალინის მიწვევით, მიტროპოლიტი ილია რუსეთში ჩავიდა. მიტროპოლიტ ილიას მიართვეს ყაზანის ხატის ასლი, ძვირფასი ჯვარი და პანაღია, შემკული ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოტანილი პატიოსანი თვლით. მას სახელმწიფო პრემიაც მიანიჭეს, რაზეც სტუმარმა უარი განაცხადა - ბერი ვარ და ფული არ მჭირდებაო. თავის მხრივ კი, რუსეთს ორასი ათასი დოლარი გადასცა ანტიოქიის ეკლესიის სახელით - იმ ობოლ ბავშვთათვის, რომელთაც მშობლები ომში დაეხოცათ.

მიტროპოლიტი ილია სანკტ-პეტერბურსაც ეწვია. 9 ნოემბრის დილით, მან წმიდა ნიკოლოზის ტაძარში სწირა და უძვირფასესი ძღვენიც მოართვა ამ ეკლესიას - მღვდელმთავარ ნიკოლოზ საკვირველმოქმედის წმინდა ნაწილები.

ღვთის დედის გამოცხადება ომის დროს კურსკის რკალთან

როგორც ცნობილია, 1941-1945 წლების სამამულო ომში მოსკოვის, პეტერბურგისა (ლენინგრადის) და ცარიცინის (სტალინგრადის) ბრძოლების შემდეგ, უდიდესი ორთაბრძოლა მოხდა კურსკთან (ე.წ. „კურსკის რკალი“), რომელშიც ორივე მხრიდან რამდენიმე მილიონი მებრძოლი და აუარება ტექნიკა მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში მოხდა გარდატეხა ომში და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ფაშისტების განდევნა. მისი უშუალო მონაწილეების უტყუარი მოწმობით (ეს კი ასობით ადამიანია!), ბრძოლის დაწყების წინ მებრძლებმა ცაში ყოვლადწმიდა ღვთიმშობელი დაინახეს: იგი საკვირველად მბრწყინავი გამოჩნდა ღამით, ცაში, და ხელის მოძრაობით თითქოს შეტევისკენ მოუწოდებდა მათ. სახილველი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჯარისკაცები და ოფიცრები, რომელთა უმრავლესობა ათეისტურად აღზრდილი და ურწმუნო იყო, მუხლებზე ემხობოდნენ და პირჯვარს ისახავდნენ. ყველა მხნეობით აღივსო დ უშიშრად შეება მტერს, რადგან ცხადი იყო, რომ ღმერთი შეეწეოდათ.

კურკის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ შემობრუნება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში.

ამ სასწაულის მოწმეთაგან ბევრნი დღესაც ცოცხალნი არიან და შეუძლიათ დაადასტურონ იგი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა ღრმად მორწმუნე ადამიანია.

--------------------------------------------------------------------------------

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი :

(1) მცირედ ცნობებს მოგაწვდით ამ ხატის შესახებ: ეს ხატი სასწაულებრივად იქნა მოპოვებული 1579 წელს, ყაზანში მომხდარი დიდი ხანძრის დროს. 9 წლის მართლმადიდებელ გოგონას - მატრონას, რომლის მშობელთა სახლიც მთლიანად დაიწვა, სიზმრეულ ჩვენებაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ეჩვენა და ხმაც მოესმა, ჩაფერფლილი სახლის ქვეშ, მიწაში მოეძიათ ხატი. მართლაც, წმიდა ხატი ღუმელის ქვეშ, მიწაშე დამარხული აღმოაჩინეს, სადაც, ალბათ, ეს მუსლიმი თათრების ბატონობის დროს გადამალეს მართლმადიდებელმა მორწმუნეებმა. წმიდა ხატი, რომელიც ძველ მაუდში იყო საგულდაგულოდ გახვეული, გალობითა და დიდებით სვლით გადაასვენეს მახლობელ - წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი საბოლოო სამყოფლად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძარი მიუჩინეს, სადაც იგი სასწაულთმოქმედებებით განიდიდა. აღსანიშნავია, რომ მისი ძალით ბევრმა ბრმამ აღიხილა თვალი. ამ ხატიდან ასლი გადაიღეს და იმჟამინდელ ხელმწიფეს - ივანე მრისხანეს გაუგზავნეს. ხატის გამოცხადების პატივად დაწესებულ იქნა საგანგებო დღესასწაული 8 ივლისს.

(2) რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს ცნობები სტალინის შემწყნარებლური დამოკიდებულებისა რელიგიასთან ჯერ კიდევ ომამდე. ისინი მოყვანილია თ. ჩაჩავას წიგნში „სტალინის გზა ქრისტესკენ“ („ლიტ. საქართველო“, №2, 1997 წ.):

„ვ.ა. დავიდოვას ცნობით, 1935 წელს აფხაზეთში დასვენების დროს, სტალინმა ახალი ათონის მონასტრისთვის დიდი თანხა გაიღო. შემდეგ ბერებს მიმართა: „სტალინის სულისათვის ილოცეთო“. ამის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ჰქონდა საუბარი წინამძღვართან, რის შემდეგ მას უთქვამს: „უნდა დავუბრუნოთ ხალხს ლოცვის კანონიერი უფლება, უსამართლობაა ადამიანს წაართვა რწმენა. რუს ხალხს არ შეუძლია ღმერთის გარეშე არსებობა“. შემდეგ მოსთხოვა აფხაზეთის ხელმძღვანელებს მოეხსნათ სამონასტრო ბეგარა.

როდესაც 30-იან წლებში ხრუშჩოვმა მოახსენა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლოში იმყოფება კულტის 51 მსახური, სტალინმა მოითხოვა მათი იმავე წუთს განთავისუფლება.

ამავე დროს მან კატეგორიულად აკრძალა დემიან ბედნის წიგნი „ბიბლია მორწმუნეთა და ურწმუნოთათვის“, განმსჭვალული მებრძოლი ათეიზმის სულისკვეთებით“.

(3) ნიშანდობლივია, რომ როცა 1949 წელს სტალინს წარუდგინეს მისი ბიოგრაფიის მეორე გამოცემის მაკეტი, სადაც ეწერა, რომ იგი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მან ჩაამატა: „თბილისის მართლმადიდებელ სასულიერო სემინარიაში“.

წიგნიდან „დედა ღვთისმშობლის სასწაულები“
(მართლმადიდებელი სარწმუნოება XX საუკუნეში),
კრებული მეორე, თბილისი, 1997 წ.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 14 2008, 08:16 PM

მარინე, შენ თუ შესძლებ დახმარებას?
ფილმ "სვანი"-ში, ერთი ასეთი ეპიზოდია, მაღვში ელგუჯა ბურდული ეუბნება ორ მტრულად განწყობილ მხარეს, რომ შეწყვიტეთ სისხლის ღვრა, ასეთი ქმედებებით 200 სვანური გვარია გამქრალიო. რამდენად შეესაბამება რეალობას და სად შეიძლება მოვიძიოთ ეს 200 გამქრალი სვანური გვარი?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 17 2008, 11:31 AM

ციტატა(Amuza @ Mar 14 2008, 08:16 PM) *

მარინე, შენ თუ შესძლებ დახმარებას?
ფილმ "სვანი"-ში, ერთი ასეთი ეპიზოდია, მაღვში ელგუჯა ბურდული ეუბნება ორ მტრულად განწყობილ მხარეს, რომ შეწყვიტეთ სისხლის ღვრა, ასეთი ქმედებებით 200 სვანური გვარია გამქრალიო. რამდენად შეესაბამება რეალობას და სად შეიძლება მოვიძიოთ ეს 200 გამქრალი სვანური გვარი?

სამწუხაროდ, გიორგი, მე ინფორმაცია არ გამაჩნია. არც ეგ კინო მაქვს ნანახი, მაგრამ დავინტერესდი, რას შეიძლება გამოეწვია სვანური გვარების გაქრობა, თუკი ეს სინამდვილეა.

თუ რაიმე ინფორმაციას მოვიძიებ, აუცილებლად მოგაწვდი.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 17 2008, 12:45 PM

ციტატა(marine @ Mar 17 2008, 11:31 AM) *

სამწუხაროდ, გიორგი, მე ინფორმაცია არ გამაჩნია. არც ეგ კინო მაქვს ნანახი, მაგრამ დავინტერესდი, რას შეიძლება გამოეწვია სვანური გვარების გაქრობა, თუკი ეს სინამდვილეა.

თუ რაიმე ინფორმაციას მოვიძიებ, აუცილებლად მოგაწვდი.

დიდი მადლობა მეც მინდა,უბრალოდ მოვიძიო ეგ გვარები,დამაინტერესა. გვარების გაქრობა კი გამოწვეული იყო იმით,რომ მოსისხლე მტრის გვარს წყვეტდნენ დედაბუდიანად, ჩვილებსაც კი არ ინდობდნენ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 18 2008, 12:29 PM

რუკების თემაში ლენუსს უწერია მე-15 საუკუნის სახელგანთქმულ ჩინელ ადმირალ ჩჟენ ხეზე. ზოგიერთ წიგნში მას ჟან ხედაც მოიხსენიებენ. ხომ ვერ დამეხმარებით და უფრო მეტ ინფორმაცაის ხომ ვერ მომაწვდით? ჩემს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ღონისძიებას ამზადებენ მსოფლიო მოგზაურებზე და ლენუსის ამ თემამ დიდი დახმარება გაუწია მათ. ასე რომ, იქნებ ცოტა კიდევ დაგვეხმაროთ smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 12:54 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 18 2008, 12:29 PM) *

რუკების თემაში ლენუსს უწერია მე-15 საუკუნის სახელგანთქმულ ჩინელ ადმირალ ჩჟენ ხეზე. ზოგიერთ წიგნში მას ჟან ხედაც მოიხსენიებენ. ხომ ვერ დამეხმარებით და უფრო მეტ ინფორმაცაის ხომ ვერ მომაწვდით? ჩემს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ღონისძიებას ამზადებენ მსოფლიო მოგზაურებზე და ლენუსის ამ თემამ დიდი დახმარება გაუწია მათ. ასე რომ, იქნებ ცოტა კიდევ დაგვეხმაროთ smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

მადლობა, თამარ, თემით დაინტერესების გამო. მოხარული ვარ რომ გამოადგა მასწავლებლებს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ლენუსი მალე დაბრუნდება ფორუმზე და მასალებს მოგაწვდის.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 18 2008, 04:17 PM

მარინე, რა ინფორმაციის დადება შეგვიძლია კახეთის მეფეზე დავით II-ზე იგივე იმამ ყული-ხანიზე? საერთოდ,როგორი იყო მისი პოლიტიკა, ლეკთა შემოსევების წინააღმდეგ და ა.შ.

სხვათაშორის კახთა მეფეებზე ინფორმაციის ნაკლებობაა,ამ თემაში. sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 04:52 PM

ციტატა(Amuza @ Mar 18 2008, 04:17 PM) *

მარინე, რა ინფორმაციის დადება შეგვიძლია კახეთის მეფეზე დავით II-ზე იგივე იმამ ყული-ხანიზე? საერთოდ,როგორი იყო მისი პოლიტიკა, ლეკთა შემოსევების წინააღმდეგ და ა.შ.

გიორგი, ესაა ის ინფორმაცია რაც ხელთ მაქვს:

დავით II (იმამ-ყული ხანი)

კახეთის მეფე 1709-1722 წლებში. ერეკლე I-სა და დედოფალ ანა ჩოლოყაშვილის ძე.

1703 წლიდან, როცა მისი მამა კახეთის მეფედ დანიშნეს, მაგრამ ირანშივე დატოვეს ყულარაღასად, სამეფოს გამგებელია (ჯანიშინი).

1706 წელს ილაშქრა ჭარ-ბელაქანში, მაგრამ მარცხი იწვნია.

ლეკების შემოსევების გაძლიერების გამო იძულებული გახდა, რეზიდენცია ყარაღაჯიდან თელავში გადმოეტანა (ზაფხულობით მაღაროში იმყოფებოდა).

1709 წელს ერეკლე I გარდაიცვალა და დავითი ირანში დაიბარეს მეფობის მისაღებად. იმამ-ყული ხანი 1715 წლამდე დარჩა ირანში. მისი არყოფნის დროს კახეთს განაგებდა ერეკლე I-ის უცროსი ვაჟი თეიმურაზ ბატონიშვილი. ირანიდან დაბრუნებულმა დავითმა, ქართლის მმართველ იესესთან ერთად, კიდევ ერთხელ ილაშქრა ლეკთა წინააღმდეგ და კვლავ დამარცხდა. იმამ-ყული ხანის მეფობის პერიოდში დაიწყო ლეკთა მასიური ჩამოსახლება კახეთში, რასაც ზედ დაერთო ადგილობრივი გლეხების გადასვლა მათ მხარეზე, ანუ "გალეკება" (ამ გზით ცდილობდნენ გლეხები ბატონყმური უღლისაგან თავის დაღწევას).

1719 წლის დეკემბერში დავით II შეხვდა ვახტანგ VI-ს საფურცლეში. მეფეებმა მოილაპარაკეს, რომ ერთობლივად ელაშქრათ დაღესტნელთა წინააღმდეგ.

1720 წლის გაზაფხულზე ვახტანგ VI-მ კახეთში გააგზავნა ქართლის მოწინავე სადროშოს (საბარათიანოს) ლაშქარი. მიუხედავად მიღებული დახმარებისა კახეთის მეფემ მაინც ვერ გაბედა ლაშქრობის დაწყება და ქართლის ჯარი სამთვიანი ლოდინის მერე უკან გამობრუნდა.

1722 წელს იმამ-ყული ხანი გარდაიცვალა. დაკრძალულია ირანის ქალაქ ყუმში.

ციტატა

სხვათაშორის კახთა მეფეებზე ინფორმაციის ნაკლებობაა,ამ თემაში. sad.gif

საქართველოს ისტორიის განყოფილებაში არის თემა: http://church.ge/index.php?showtopic=2491 სადაც ეტაპობრივად ვდებ მცირე მასალებს ქართველ მეფეებზე.

თუ შენ კახთა მეფეებზე ბევრი მასალა მოგეპოვება, მოხარული ვიქნები რომ თემა გახსნა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 18 2008, 05:24 PM

ციტატა(marine @ Mar 18 2008, 04:52 PM) *

დიდი მადლობა მარინე, საინტერესოა. იქნება სადმე ის ქართული გვარები რომლების გალეკდნენ? სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოძიებულ იყოს?
სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს იმდენი ინფორმაცია კახთა მეფეებზე, რომ თემის გახსნად ღირდეს. ისე ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე,მართალია ისტორიკოსი არ ვარ განათლებით, მაგრამ მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: gurulo თარიღი: Mar 18 2008, 06:27 PM

ერთი კითხვა მაქ.ძალიან ხშირად ისმის და საზოგადოებაშიც გამჯდარია ის აზრი,რომ საქართველო იყო და ეკუთვნოდა ტერიტორია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.რო იყო მჯერა მაგრამ,თავიდანვე ასე იყო?და თუ არა,ესეიგი მთლად არადამპყრობელი ქვეყანა არ ვყოფილვართ.2 კვადრატულზე არ ვამბობ,მთელ კავკასიაზე.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Mar 18 2008, 11:28 PM

gurulo

ციტატა
რომ საქართველო იყო და ეკუთვნოდა ტერიტორია ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.რო იყო მჯერა მაგრამ,თავიდანვე ასე იყო?

არა რათქმაუნდა smile.gif ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველო იყო დავითის დროს ვიდრე თამარიმდე. ლაშა გიორგის დროიდან უკუ მიდის ჩვენი საქმე sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2008, 10:07 AM

ციტატა(Amuza @ Mar 18 2008, 05:24 PM) *

დიდი მადლობა მარინე, საინტერესოა.

მადლობა შენ, გიორგი, რომ საქართველოს ისტორიით ხარ დაინტერესებული და ამით შენი ჭეშმარიტი ქართველობა იგრძნობა smile.gif

ციტატა

იქნება სადმე ის ქართული გვარები რომლების გალეკდნენ? სად შეიძლება ეს ინფორმაცია მოძიებულ იყოს?

სამწუხაროდ არც მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია და ძალიან მაკლია მეორე მოდერატორი ლენუსი, რომელსაც დარწმუნებული ვარ შენთვის პასუხი ექნება ამ კითხვაზე. როგორც კი დაბრუნდება ფორუმზე, ამ თემას აუცილებლად გადახედავს და მოგაწვდის ინფორმაციებს.

ციტატა

სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს იმდენი ინფორმაცია კახთა მეფეებზე, რომ თემის გახსნად ღირდეს. ისე ვიფიქრებ მაგ შემოთავაზებაზე,მართალია ისტორიკოსი არ ვარ განათლებით, მაგრამ მაინც smile.gif

პროფესიით არც მე ვარ ისტორიკოსი, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს მიყვარდეს ჩემი სამშობლოს ისტორია, ბევრი რამ წავიკითხო და ბევრიც თქვენგან, ფორუმელებისგან ვისწავლო smile.gif ასე რომ, გიო, ყოველთვის გამახარებს შენს მიერ გახსნილი ღირებული თემები smile.gif

ციტატა(ketino @ Mar 18 2008, 11:28 PM) *

gurulo

არა რათქმაუნდა smile.gif ნიკოფსიიდან დარუბანდამდე საქართველო იყო დავითის დროს ვიდრე თამარიმდე. ლაშა გიორგის დროიდან უკუ მიდის ჩვენი საქმე sad.gif

მადლობა, ქეთინო, ფორუმელს შეკითხვაზე პასუხი რომ გაეცი smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 19 2008, 05:07 PM

გმადლობ მარინე, მართლა სერიოზულად დავინტერესდი გვარებით. ნელ-ნელა დავიწყებ ინფორმაციების მოძიებას,მანამდე ლენუსიც მოვა და გეზს და მიმართულებას გვიჩვენებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Mar 19 2008, 11:04 PM

ალბათ იცით, რომ არსებობს ასეთი ვებ გვერდი ქართული გვარების ისტორიის http://www.geogen.ge გასათვალისწინებელია, რომ ასეთი საიტები ცოტაა საქართველოში, თუ არის საერთოდ მეორე, ახლა დგას კითხვა, ვინ არის ეს ხალხი( საიტის იქით ინფორმაცია) და რამდენად სანდობებია, თუ მართლაც სანდონი არიან, ვფიქრობ ფორუმს შეუძლია მოიფიქროს რაიმე პროქეტი და მათთან ითანამშრომლოს, იგივე გალეკებული გვარების, ასევე უცხოური გვარების შესახებ...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 19 2008, 11:28 PM

ციტატა(KAIROS @ Mar 19 2008, 11:04 PM) *

ალბათ იცით, რომ არსებობს ასეთი ვებ გვერდი ქართული გვარების ისტორიის http://www.geogen.ge გასათვალისწინებელია, რომ ასეთი საიტები ცოტაა საქართველოში, თუ არის საერთოდ მეორე, ახლა დგას კითხვა, ვინ არის ეს ხალხი( საიტის იქით ინფორმაცია) და რამდენად სანდობებია, თუ მართლაც სანდონი არიან, ვფიქრობ ფორუმს შეუძლია მოიფიქროს რაიმე პროქეტი და მათთან ითანამშრომლოს, იგივე გალეკებული გვარების, ასევე უცხოური გვარების შესახებ...

გვარების ეტიმოლოგიაზე ყველაზე კარგი და ფუნდამენტური ნაშრომი იაკობ ახუაშვილს აქვს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 21 2008, 11:36 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 18 2008, 12:29 PM) *

რუკების თემაში ლენუსს უწერია მე-15 საუკუნის სახელგანთქმულ ჩინელ ადმირალ ჩჟენ ხეზე. ზოგიერთ წიგნში მას ჟან ხედაც მოიხსენიებენ. ხომ ვერ დამეხმარებით და უფრო მეტ ინფორმაცაის ხომ ვერ მომაწვდით? ჩემს სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები ღონისძიებას ამზადებენ მსოფლიო მოგზაურებზე და ლენუსის ამ თემამ დიდი დახმარება გაუწია მათ. ასე რომ, იქნებ ცოტა კიდევ დაგვეხმაროთ smile.gif

წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

ლენუს, აი, ეს მოგწერე და როცა დრო გექნება, ნახე რა smile.gif

პ.ს. აუუუ, რა მაგარი ადამიანი ყოფილხარ! smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 21 2008, 08:20 PM

Lenus
კარგი, გმადლობ smile.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 22 2008, 07:36 PM

ციტატა(Lenus @ Mar 21 2008, 05:17 AM) *

არადამპყრობელური პოზიცია არც გვიჭირავს.
ვინმე ისტორიკოსმა თქვა, არავინ დაგვიპყრიაო?
მხოლოდ ერეკლეს დრო რომ გავიხსენოთ, მისი ვასალები იყვნენ განჯის, ერივანის, შექის და ნახჭევანის სახანოები.
არ მგონია ასეთი ინფორმაცია სადმე არსებობდეს. გაქართველებული ლეკები არსებობს (მაგ. ლიონიძე) რომელსაც თავადობაც კი უბოძა ერეკლემ, მაგრამ გალეკებული ქართული გვარები - შეუძლებელია ამის დადგენა, იქ ხომ მთჱლი გვარი არ გალეკდებოდა, არამედ ზოგიერთჲ წარმომადგენელი და არც გვარის შეცვლა ფიქსირდებოდა სადმე დოკუმენტალურად ყოველთვის...

კახთა მეფეებს რაც შეეხება, მე გავხსნი მაგ თემას. მქონდა გახსნილი ერთი თემა თავისი გენეალოგიით, ნახე ისტორიაში, არის და ამოვწიოთ და განვიხილოთ.

კახეთის ბაგრატიონები, ჩემი ყველაზე საყვარელი თემაა.

გავაკეთოთ ეგ საქმე,კაი საქმე იქნება, მაგ თემის წამოწევა.დაღესტნურ საითს ვათვალიერებდი იმ დღეს და იქ ვიპოვე ერთი სურათი ქართული ჯვარი იყო ძველი ქართული წარწერებით, სამწუხაროდ ეს საიტი ვეღარ გავიხსენე, იქნებ დაღესტნურ მხარეში იყოს ასეთი ინფორმაციები გვარების შესახებ და როგორ დავუკავშირდეთ,გამოგვეხმაურე
იან?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 26 2008, 11:23 AM

ძვირფასო ფორუმელებო, თბილისის რუკას ხომ ვერ მიმასწავლით? ვერსად ვნახე sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Mar 26 2008, 11:24 AM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 26 2008, 11:23 AM) *

ძვირფასო ფორუმელებო, თბილისის რუკას ხომ ვერ მიმასწავლით? ვერსად ვნახე sad.gif

აჰა: http://bp3.blogger.com/_Id-Eia9CKs0/RchqimhLvNI/AAAAAAAAAHY/c6AGUXkMMvU/s1600-h/sazgvari+A111.jpg
ოღონდ ქუჩები თუ გინდა, აქ არაა, ფიზიკური რუკაა ეს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 26 2008, 05:09 PM

ციტატა(მარიამი @ Mar 26 2008, 11:24 AM) *

აჰა: http://bp3.blogger.com/_Id-Eia9CKs0/RchqimhLvNI/AAAAAAAAAHY/c6AGUXkMMvU/s1600-h/sazgvari+A111.jpg
ოღონდ ქუჩები თუ გინდა, აქ არაა, ფიზიკური რუკაა ეს.

მე არ მინდა, ისტორიის მასწავლებელს უნდა. ვაჩვენებ ხვალ smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Apr 13 2008, 01:56 AM

კარგი იქნება თუ მეორე მსოფლიო ომზე ვისაუბრებთ, საქართველოს რა როლი ქონდა ომის მოგებაზე და სხვა ქვეყნებმა რა როლი ითამაშეს და ა.შ smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Apr 13 2008, 06:54 PM

ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ ყველაფერი რაც კი შეიძლება საგურამოს შესახებ რომ მომაწოდოთ smile.gif .
წინასწარ მადლობთ

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 25 2008, 02:15 AM

მოკლედ, ჩემი მცირე გამოცდილებით და ზედაპირული დაკვირვებით ეს ეკლესია სომხური უნდა იყოს, ანისშია, მაინც გადამოწმების სახით იქნებ საქმეში ჩახედულებმა დამიდასტურონ...
IPB-ს სურათი
გმადლობთ;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: tamara თარიღი: Apr 25 2008, 02:21 AM

სამწუხაროდ არ ვიცი ზუსტად - ფორმით წააგავს ქართულ ეკლესიას,
რა იცით რომ ანისშია?
არც სახელი იცით?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Apr 25 2008, 02:44 AM

ფორმით სომხურია ზუსტად, ანუ წაგრძელებული გუმბათი, არშია გუმბათის ყელზე, ვიწრო და პატარა ფანჯრები, ასევე ფასადიც სხვაა... მაგრამ მაინც ვიკითხე, ანისია ნამდვილად, წარწერაა მარჯვენა კუთხეში პატარა...

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 25 2008, 04:29 PM

KAIROS
ხოო, ინტერნეტში ძნელია მიაგნო ზუსტ ინფორმაციას სომხურ ეკლესიებთან დაკავშირებით sad.gif

http://www.virtualani.org/tigranhonents/index.htm
მგონი ეს უნდა იყოს.. smile.gif

პ.ს. ჩემი საყვარელი თემაა კუპოლჰალე biggrin.gif ვსწავლობ .. smile.gif

პოსტის ავტორი: Lego თარიღი: May 31 2008, 11:46 AM

მაინტერესებს? დემნა ბატონიშვილს ეკუთვნოდა თუ არა მეფობა? და სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა გიორგი III-ემ თამარის გამეფებით

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: May 31 2008, 11:50 AM

მთქვენის აზრით რომელი საუკუნიდან მოდის სიტყვა საქართველო?
და რისი მეფე იყო მეფე ფარნავაზი,
ვიცი სულელური კითხვა მარა მე თქვენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: May 31 2008, 02:30 PM

Lego

ციტატა
დემნა ბატონიშვილს ეკუთვნოდა თუ არა მეფობა? და სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა გიორგი III-ემ თამარის გამეფებით

თუ სწორად მახსოვს, მაშინ მეფობა გადადიოდა მამიდან უფროს შვილზე, მერე იმის უფროს შვილზე და ა.შ.
წესით დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ დემეტრეს გიორგის გამეფება სურდა. კანონიერი უფლების მოთხოვნით, დავითი აჯანყდა და მამამისი ბერობაში გაუშვა. შემედგ მოკვდა, მაგრამ ხომ დარჩა ძე, რომლის მეურვეობაც გიორგის ჩააბარა, რომელიც დემნას სრულწლოვანების შემდგომ, მეფე, რაღათქმაუნდა, არ იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ სწორედ ამიტომ, დაბრუნდა დემეტრე უკან (ანუ გაიხადა ბერული სამოსი), უფროსი შვილის და მისი პირმშოს მეფობა ამით "კანონგარეშედ" აქცია. და მისი სიკვდილის შემდგომ გიორგის უკვე "კანონიერად" ეკუთვნოდა ტახტი.

სხვისი არ ვიცი და მე კი ვფიქრობ, რომ ეკუთვნოდა დემნას ტახტი, მაგრამ წაართვეს. (ეხლა არ შემომედავოთ, დიდ მეფეს შეურაცყოფას აყენებო biggrin.gif)

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: May 31 2008, 02:50 PM

ციტატა
სხვისი არ ვიცი და მე კი ვფიქრობ, რომ ეკუთვნოდა დემნას ტახტი, მაგრამ წაართვეს

+1

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: May 31 2008, 03:13 PM

ისა და ჩემს კიტხვას არ პასუხობთ ხო? სისულელედ მიგაჩნიათ არა? მეც ვიცი რო სისულელა მარა მაინც მაინტერესებს. მე კივიცი მარა თქვენი აზრიც მაინტერესებს რა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2008, 03:27 PM

ციტატა
მთქვენის აზრით რომელი საუკუნიდან მოდის სიტყვა საქართველო?

გავრცელებული მოსაზრებით, სიტყვა "საქართველო", როგორც ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღმნიშვნელი ტერმინი, გამოიყენება XI საუკუნიდან

მანამდე, მცირედით ადრე არსებობდა ე.წ. "ქართველთა სამეფო" - დღევანდელი ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ტერიტორიაზე, სადაც პირველად გამეფდნენ ბაგრატიონები

ციტატა
რისი მეფე იყო მეფე ფარნავაზი

ფარნავაზი იყო ქართლის მეფე

პოსტის ავტორი: t.d თარიღი: May 31 2008, 03:29 PM

ციტატა(კანონისტი @ May 31 2008, 04:27 PM) *

გავრცელებული მოსაზრებით, სიტყვა "საქართველო", როგორც ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღმნიშვნელი ტერმინი, გამოიყენება XI საუკუნიდან

მანამდე, მცირედით ადრე არსებობდა ე.წ. "ქართველთა სამეფო" - დღევანდელი ტაო-კლარჯეთის და ლაზეთის ტერიტორიაზე, სადაც პირველად გამეფდნენ ბაგრატიონები
ფარნავაზი იყო ქართლის მეფე

დავითის მეფობის დროს არ მოიხსენიებოდა საქართველოს მეფეთ არ დამეთანხმები?

ან კიდევ რატო იყო ფარნავაზი ქართლის მეფე? ან საერთოდ რამდენი იმპერია იყო მაგ დროს და სად დგას ფარნავაზის ძეგლი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 31 2008, 03:32 PM

t.d

ციტატა
დავითის მეფობის დროს არ მოიხსენიებოდა საქართველოს მეფეთ არ დამეთანხმები?

მოიხსენიებოდა yes4.gif

ციტატა
რატო იყო ფარნავაზი ქართლის მეფე?

ასე ინება უფალმა და..... tongue.gif რა კითხვაა ეს?

ციტატა
რამდენი იმპერია იყო მაგ დროს

რაც მახსენდება, ალექსანდრე მაკედონელის ელინისტური....

ციტატა
სად დგას ფარნავაზის ძეგლი?

ქეთევან წამებულის გამზირზე

პოსტის ავტორი: GR1992 თარიღი: Jun 23 2008, 05:46 PM

ციტატა
თუ სწორად მახსოვს, მაშინ მეფობა გადადიოდა მამიდან უფროს შვილზე, მერე იმის უფროს შვილზე და ა.შ.
წესით დავითი უნდა გამეფებულიყო, მაგრამ დემეტრეს გიორგის გამეფება სურდა. კანონიერი უფლების მოთხოვნით, დავითი აჯანყდა და მამამისი ბერობაში გაუშვა. შემედგ მოკვდა, მაგრამ ხომ დარჩა ძე, რომლის მეურვეობაც გიორგის ჩააბარა, რომელიც დემნას სრულწლოვანების შემდგომ, მეფე, რაღათქმაუნდა, არ იქნებოდა. ამიტომ, ვფიქრობ სწორედ ამიტომ, დაბრუნდა დემეტრე უკან (ანუ გაიხადა ბერული სამოსი), უფროსი შვილის და მისი პირმშოს მეფობა ამით "კანონგარეშედ" აქცია. და მისი სიკვდილის შემდგომ გიორგის უკვე "კანონიერად" ეკუთვნოდა ტახტი.

სხვისი არ ვიცი და მე კი ვფიქრობ, რომ ეკუთვნოდა დემნას ტახტი, მაგრამ წაართვეს. (ეხლა არ შემომედავოთ, დიდ მეფეს შეურაცყოფას აყენებო )

მეფე უნდა იყოს ღვთისაგან კურთხეული და ღირსი თავისი ქვეყნის.ალბათ არ იყო დემნა სამეფო კაცი და არ უნდა გამეფებულიყო რადგან უფალმა ასე ინება.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2008, 08:12 AM

ორი თხოვნა მაქვს

1. ვეძებ მასალებს ცარიზმის და კავკასიის შესახებ XIX ს.ნე

2. არსებობს თუ არა XIX-XX ს.ების რელიგიური ცვლილებების რუკა?

გმადლობთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: kobika თარიღი: Dec 9 2008, 08:18 PM

მაინტერესებს სად მოვიპოვო ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდი?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 10 2008, 03:51 AM

ციტატა
ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდი

ბევრია მაგაზე:
http://www.matiane.com/juansher_sind.htm
და
http://www.amsi.ge/istoria/div/anania.html

პოსტის ავტორი: bubu თარიღი: Dec 10 2008, 02:51 PM

სალამი მე აქ ახალი ვარ და მოძგვართან მაქვს შეკითხვა და აქ სად უნდა დავწერო იქნებ დამეხმაროთ,მადლობთ წინასწარ

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Dec 10 2008, 02:54 PM

ციტატა
სალამი მე აქ ახალი ვარ და მოძგვართან მაქვს შეკითხვა და აქ სად უნდა დავწერო იქნებ დამეხმაროთ,მადლობთ წინასწარ

http://church.ge/index.php?act=SF&s=&f=31

პოსტის ავტორი: bubu თარიღი: Dec 10 2008, 02:59 PM

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 13 2009, 05:10 AM

არსებობს თუ არა წმ. ამბროსი აღმსარებლის მემორანდუმის ქართული ინტერნეტ ვერსია?
თუ არა, იქნებ აეკრიფა ვინმეს smile.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Oct 13 2009, 09:25 AM

ციტატა(KAIROS @ Oct 13 2009, 05:10 AM) *

არსებობს თუ არა წმ. ამბროსი აღმსარებლის მემორანდუმის ქართული ინტერნეტ ვერსია?
თუ არა, იქნებ აეკრიფა ვინმეს smile.gif

მე არსად შემხვედრია ეგ ვერსია...
მაგრამ წიგნიც რომ არ მაქვს sad.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 15 2009, 12:56 AM

ერთი თხოვნა მაქვს, დემეტრე პირველის მეფობის წლები მჭირდება რა სასწრაფეოდ და იქნებ მოდერმა მიშველოს? smile.gif

პ.ს. სირცხვილი მე და ჩემ სიჩლუნგეს ისტორიაში biggrin.gif user.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Nov 15 2009, 02:59 AM

ციტატა(ნანინა @ Nov 15 2009, 12:56 AM) *

ერთი თხოვნა მაქვს, დემეტრე პირველის მეფობის წლები მჭირდება რა სასწრაფეოდ და იქნებ მოდერმა მიშველოს? smile.gif

პ.ს. სირცხვილი მე და ჩემ სიჩლუნგეს ისტორიაში biggrin.gif user.gif

დიმიტრი I მეფობდა 1125-1155, 1156 წლებში smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Nov 15 2009, 04:24 PM

sable

მადლობა გაიხარე მარა ვნახე უკვე smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 15 2009, 04:03 AM

არ ვიცი ღირს თუ არა ცალკე თემად...

ფეისბუქში დააყენეს საკითხი:

განადგურდეს მცხეთაში ოკუპანტი პომპეუსის ხიდის ნაშთები!

ჩემი აზრით ანტიკულტურიზაცია და ანტიისტორიული აზრი, ანუ სრული სისულელე...

თქვენ რას ფიქრობთ smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 15 2009, 03:18 PM

ციტატა
განადგურდეს მცხეთაში ოკუპანტი პომპეუსის ხიდის ნაშთები!

და რატო? რუსი იყო პომპეუსიო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 15 2009, 05:59 PM

ციტატა(KAIROS @ Dec 15 2009, 04:03 AM) *

არ ვიცი ღირს თუ არა ცალკე თემად...

ფეისბუქში დააყენეს საკითხი:

განადგურდეს მცხეთაში ოკუპანტი პომპეუსის ხიდის ნაშთები!

ჩემი აზრით ანტიკულტურიზაცია და ანტიისტორიული აზრი, ანუ სრული სისულელე...

თქვენ რას ფიქრობთ smile.gif

სად არის რომ ნაშთები?! blink.gif

მაგ ლოგიკით თუ წავალთ ოკუპანტი ბასილ II დიდის შემოწირულობით აგებული სვეტიცხოველიც ხომ არ მიგვეყოლებინა ზედ?! ვაი მაგათ ჭკუას უბედურს!

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 27 2010, 11:10 AM

მაინტერესებს ქართულ-"სომხურ" პრობლემებთან დაკავშირებით ლიტერატურა როგორ მოვიძიო.....ან ცაალკე სომხებზე, რა ხალხია ვინააა?.....არმენები ვინ არიან...რატომ ცხოვრობენ ავლაბარში და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 27 2010, 12:53 PM

?????

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 27 2010, 03:59 PM

kinoteli
აჰა biggrin.gif
ეგ გააჩნია, უფრო დაკონკრეტდი, ქართულ სომხური უერთიერთობები ეკლესიაში, პოლიტიკაში თუ კულტურაში?

ივანე ჯავახიშვილს აქვს თავის დროზე დაწერილი, ტომებში იქნება, ეგ დასაწყისისთვის smile.gif

და სომხების წარმომავლობა-წარმოშობაზე, ვნახავ აბა რისი მოძებნა შემიძლია smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 27 2010, 05:39 PM

ვითხოვ აღადგინონ თემა "არა კლა"!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 02:54 PM

მიოკლედ ამ განყოფილებაში რაღაცის დადება მინდა და ვორდიდან სურათი როგორ უნდა ამოვჭრა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 17 2014, 08:22 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 18 2013, 02:54 PM) *

მიოკლედ ამ განყოფილებაში რაღაცის დადება მინდა და ვორდიდან სურათი როგორ უნდა ამოვჭრა?

მაუსზე მარჯვენა კლიკი და შემდეგ Save as Picture

რას ფიქრობთ ბიზანტიის გადარჩენაზე? პირველ რიგში საქართველოს გადმოსახედიდან ისიც მტერი იყო თუ უფრო მოყვარე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2014, 09:23 PM

ციტატა(sanfol @ Nov 17 2014, 09:22 PM) *

რას ფიქრობთ ბიზანტიის გადარჩენაზე?

რას გულისხმობ გადარჩენაში?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 12:08 AM

ციტატა(marine @ Nov 17 2014, 09:23 PM) *

რას გულისხმობ გადარჩენაში?

რა მოხდებოდა ბიზანტიის იმპერია რომ არ დაცემულიყო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2014, 01:18 AM

sanfol
რუსეთს ვეღარ გაუჩნდებოდა პრეტენზია მესამე რომის იდეაზე და ვეღარ გაგვიკეთებდა იმდენ უბედურებას , რაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 01:38 AM

ციტატა(A.V.M @ Nov 18 2014, 01:18 AM) *

sanfol
რუსეთს ვეღარ გაუჩნდებოდა პრეტენზია მესამე რომის იდეაზე და ვეღარ გაგვიკეთებდა იმდენ უბედურებას , რაც საკუთარ თავზე ვიწვნიეთ ...

საინტერესო მოსაზრებაა, რას ფიქრობ თვითონ ბიზანტიაზე? ის ჩვენი მტერი იყო თუ მოყვარე?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 09:57 AM

sanfol

ციტატა
საინტერესო მოსაზრებაა, რას ფიქრობ თვითონ ბიზანტიაზე? ის ჩვენი მტერი იყო თუ მოყვარე?

რუსეთის ვარიანტი იყო ცოტა რაღაცის გამოკლებით ცოტა რაღაცის დამატებით.

პ.ს ალბათ მაშინ 37 ოქროს მონეტად ჩაჯირითდებოდნენ ბიზანტიაში და ჩამოჯირითდებოდნენ ქართველები biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2014, 12:17 PM

ციტატა(sanfol @ Nov 18 2014, 01:08 AM) *

რა მოხდებოდა ბიზანტიის იმპერია რომ არ დაცემულიყო?

დედამიწის არსებობის ისტორიაში არ მომხდარა, რომ იმპერიებს ბოლომდე ეარსება.

რაც შეეხება ბიზანტიას, სანამ დაეცემოდა, აია სოფიის ტაძარში უფლის ხელი გამოჩნდა, ხუთი თითი, ნიშნად იმისა, რომ თუკი ხუთი მართალი ადამიანი იქნებოდა, მაშინ გადარჩებოდა, მაგრამ ხუთი კაციც კი არ მოიძებნა მართალი უფლის წინაშე და უზნეობაში ჩაძირული ბიზანტიის იმპერია დაემხო...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 02:00 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 18 2014, 09:57 AM) *

sanfol

რუსეთის ვარიანტი იყო ცოტა რაღაცის გამოკლებით ცოტა რაღაცის დამატებით.

პ.ს ალბათ მაშინ 37 ოქროს მონეტად ჩაჯირითდებოდნენ ბიზანტიაში და ჩამოჯირითდებოდნენ ქართველები biggrin.gif

biggrin.gif არადა დღეს რომ არსებულიყო არამგონია რუსეთს ასე ურცხვად გაეგრძელებინა ბიზანტიობანა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 03:23 PM

sanfol

ციტატა
biggrin.gif არადა დღეს რომ არსებულიყო არამგონია რუსეთს ასე ურცხვად გაეგრძელებინა ბიზანტიობანა

რა აზრი აქვს? იმის მიხედავად რომ საბერძნეთი უფრო დიდი კულტურის მხარეს წარმოადგენს რელიგური დატვირთვით რუსეთთან შედარებით (ჩვენზე აღარაფერს ვამბობ) 100 თავით აღემატება და უფრო დიდი სიტყვა ეთქმის. თუნდაც ათონზე ძალიან ბევრი რამ რუსებზე დამოკიდებული smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Nov 18 2014, 04:38 PM

ციტატა(G_saxva @ Nov 18 2014, 03:23 PM) *

sanfol

რა აზრი აქვს? იმის მიხედავად რომ საბერძნეთი უფრო დიდი კულტურის მხარეს წარმოადგენს რელიგური დატვირთვით რუსეთთან შედარებით (ჩვენზე აღარაფერს ვამბობ) 100 თავით აღემატება და უფრო დიდი სიტყვა ეთქმის. თუნდაც ათონზე ძალიან ბევრი რამ რუსებზე დამოკიდებული smile.gif

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბიზანტიასაც და რუსეთსაც ვერ გავუგო საქართველომ, არადა უმრავლეს შემთხვევაში საერთო მტერი გვყავდა რუსეთი კიდე ცდილობდა ჩვენ დახმარებას ხან ფლოტი გამოგზავნა და ჩაეძირა ხანაც ვერ უზრუნველყო შემოტევების გაუნვებელყოფა და ბიზანტიაზეც ანალოგიურად რაც კი მტერი შემოგვესია იგივე შეესია თითქმის ბიზანტიასაც და მაინც ვერ მოგვარდა ერთმანეთში ეს 2 ძალა ჯერ საქართველო-ბიზანტიას დაპირისპირებები და ახლა ეს რუსეთი რომელიც დღეს-დღეობით 3-4 მართლმადიდებლურ ქვეყანას ებრძვის.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2014, 04:51 PM

sanfol
ეგრე ბიზანტიაც გვედგა ვერდში მაგრამ ყველა ქვეყნას თავისი ნეტერსები აქვს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Nov 20 2021, 04:22 AM

კოშმააარ :დდდ

თუმცა მაინც კარგია წარსულში მოგზაურობა და საკუთარი პოსტების კითხვა...

სულ მინდოდა დროში მოგზაურობა და აჰა, ამაზე რეალისტურს რას ვნახავდი biggrin.gif

დიდი მადლობა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)