ბუდიზმი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბუდიზმი |
NINJA - ნინძა |
Oct 7 2011, 01:37 PM
პოსტი
#141
|
Sidharta-Gautama-Buddha ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-June 11 მდებარ.: moscow წევრი № 11,240 |
Kanishtha-Adhikar
ციტატა კაგი, მოდი ერთ რაღაცას გკითხავ:შენ და ბუდისტები ხომ იმეოებთ მანტრას "ომ" ? კი, რათქმაუნდა. მერე? -------------------- ________________________________________________________________________ _ गते गते पारगते पारसंगते बोधि स्वाहा — გატე გატე პარაგატე პარასამგატე ბოდჰი სვაჰა - სრულიად განთავისუფლდი ილუზიისგან და შეეგებე გასხივოსნებას. „ფორმა სიცარიელეა, ხოლო სიცარიელე ფორმაა“ (ავალოკიტეშვარა - ბოდჰისატტვა) ომ - დიდსულოვნება მა - ეთიკა ნი - მოთმინება პად - სიბეჯითე მე - უარი ჰუნგ - სიბრძნე __________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 19 2011, 10:33 PM
პოსტი
#142
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
რადჰანათჰა სვამის
შეხვედრა დალაი-ლამასთან რამდენიმე წუთის შემდეგ კარი გაიღო და ჩემი მზერა დალაი-ლამას შეხვდა. სათვალეებს მიღმა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები მოჩანდა. მსხვილი თავი სუფთად გადაეპარსა, სახეზე გამომხატველი ნაკვთები ეტყობოდა, ხოლო ცხვირი დიდი და მომრგვალებული ჰქონდა. ლამას ბორდოსფერი სამოსა ეცვა, რომელზეც მკაფიო ყვითელი მოსაცმელი ჰქონდა მოხვეული. გადამდები ღიმილით გაეღიმა და ჩემსკენ გამოემართა. ხმამაღალი სიცილით ორივე ხელზე მომკიდა ხელები და მძლავრად ჩამომართვა. თან გულითადად მომესალმა: “თქვენ შორიდან ჩამოხვედით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან!” ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, სკამებზე დავჯექით. ბავშვური ცნობისმოყვარეობით გამომკითხა ჩემი ცხოვრების შესახებ ამერიკაში და იმის შესახებ, თუ რატომ გავხდი სადჰუ. გულწრფელი ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს და არც ერთი სიტყვა არ ეპარებოდა. ყოველთვის, როდესაც ჩემს თხრობაში იუმორის თუნდაც ჩრდილი გაიელვებდა, ლამა ძალიან ცოცხლად რეაგირებდა, ხელისგულებს ერთმანეთზე ურტყამდა და სიცილისგან მთელი სხეული უთრთოდა. ასე გავიდა დაახლოებით ნახევარი საათი და მე ვკითხე ლამას მის ქვეშევრდომებზე ტიბეტში. მოწოლილი მოგონებები მოქუფრული ჩრდილივით დააწვა მის სახეს, თვალებში კი ცრემლებმა გაიბრწყინა. მცირე ხნის სიჩუმის შემდეგ თქვა: “როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, ჩემი სამშობლო თავისუფალი იყო. ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობდით, ერთიანი ქვეყანა ვიყავით, და ჩვენი რელიგიაც ყვაოდა.” დალაი-ლამა გაჩუმდა და ჩაიდნიდან ტიბეტური ჩაი დაასხა ჩემს ჭიქაში. შემდეგ ჩაიდანი დადგა და ღრმად ჩაფიქრებულმა დახარა თავი. ჩანდა, თითქოს აზრობრივი ხედვით ხედავდა, თუ როგორ იბრძვის მისი ხალხი ჰიმალაების მეორე მხარეს, ტიბეტში, და თანაუგრძნობდა მათ. შემდეგ კი ხმადაბლა წარმოთქვა: “ჩვენ უზარმაზარ ვალში ვართ ინდოეთთან, რომელმაც ათასობით ჩვენი დევნილი შეიფარა.” “თანაგრძნობა სხვა ცოცხალი არსებების მიმართ, - დაიწყო მან ახსნა, - ყველა რელიგიის განუყოფელი თვისებაა. მზადყოფნა საკუთარი თავის სხვათა კეთილდღეობისათვის გასაწირად – ესაა ჭეშმარიტი დჰარმა.” ეს სიტყვები, დამტკიცებული მისივე მსხვერპლით, რაც თავისი ხალხისათვის გაიღო, ჩემს მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებდნენ. “მედიტაცია, წმინდა წერილების შესწავლა და თაყვანისცემის რიტუალები, - თქვა მან, - შინაგანად მაძლიერებენ და საშუალებას მაძლევენ, რომ სიკეთესა და ცოდნაში ვიცხოვრო.” მისმა ნათქვამმა დამაფიქრა. მისი პიროვნება მოკრძალებას და პატივისცემას აღძრავდა, მაგრამ მისმა გულწრფელმა სიკეთემ და ზრუნვამ მაიძულა, რომ დამევიწყებინა მოკრძალება და მოვპყრობოდი, როგორც ახლო მეგობარს. დალაი-ლამამ ღიმილით მომახვია კისერზე თეთრი აბრეშუმის მოსახვევი, მასზე ამოქარგული ტიბეტური მანტრებით. “ჩვენთან ასეა მიღებული – ვაჩუქოთ ეს საჩუქარი ჩვენს ძვირფას სტუმრებს”. მომეჩვენა, რომ არ ვიმსახურებდი მის მიერ ჩემთვის გაღებულ დროს და სიკეთეს, და მადლიერების ნიშნად ქედი მოვიხარე მის წინაშე. დალაი-ლამასთან ურთიერთობის წყალობით უკეთ შევძელი გამეგო უანგარო მსახურების მნიშვნელობა. ლამა ამ სიკეთის ცოცხალი განსახიერება იყო: ის არა მხოლოდ ურყევად მისდევდა სულიერ პრინციპებს, ასევე ატარებდა თავისი ხალხისადმი მსახურების მძიმე ტვირთსაც, იმ ხალხისადმი, რომელიც ნაწილობრივ განდევნაში იყო, ნაწილობრივ კი სხვა ხალხის მიერ იჩაგრებოდა. დალაი-ლამა მამაცურად გადალახავდა ხოლმე წარმოუდგენელ სიძნელეებს და დაბრკოლებებს თავის ერთი შეხედვით უიმედო ბრძოლაში, მოთმინებით იტანდა განდევნას და მუდამ სიკვდილის საფრთხის ქვეშ ყოფნას, და მიუხედავად ყველაფრისა აგრძელებდა თავისი ხალხის მსახურებას. მის მიერ ნაჩუქარი მოსახვევის მიღებასთან ერთად, მე მივიღე გაკვეთილი მისი თავდადებულობისა და მსახურებისა – ჭეშმარიტად ძვირფასი საჩუქარი. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 9 2011, 04:31 PM
პოსტი
#143
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ვინმემ დადო ამ ფორუმზე ,,დიდი სიყვარულის სამი"მწვერვალი ბუდისტური სწავლებით?თუ არავის გაუკეთებია ეს საქმე მე ვიზავ.ხოლო თუ ვინმემ დამასწრო,მაშინ გამეორება ცოდნის დედაა:
,,1-ადამიანებს შორის სიყვარული,დიდი თუ პატარა,გარეული თუ შინაური ცხოველებისადმი სიყვარული. 2-მეორე მწვერვალი,ესაა შემწყნარებლობა.ამბობენ არცერთი რელიგია არაა ისეთი ტოლერანტული,როგორც ბუდიზმი." 3-სიყვარულის მესამე მწვერვალია მტრის სიყვარული,რომელიც არ ცნობს საზღვრებს(,,მაშინაც კი როცა ყაჩაღები და მკვლელნი ვინმეს ალესილი ხერხით სხეულის ნაწილებს აჭრიან,თუ ის განრისხებით არის სავსე,იგი არაა ჩემი მოძღვრების მიმდევარი." (მაჯჯჰიმა-ნიკაია 21) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 9 2011, 08:03 PM
პოსტი
#144
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ეს ყველაფერი კარგი,მაგრამ ვინმემ დადო ამ ფორუმზე ,,დიდი სიყვარულის სამი"მწვერვალი ბუდისტური სწავლებით?თუ არავის გაუკეთებია ეს საქმე მე ვიზავ.ხოლო თუ ვინმემ დამასწრო,მაშინ გამეორება ცოდნის დედაა: ,,1-ადამიანებს შორის სიყვარული,დიდი თუ პატარა,გარეული თუ შინაური ცხოველებისადმი სიყვარული. 2-მეორე მწვერვალი,ესაა შემწყნარებლობა.ამბობენ არცერთი რელიგია არაა ისეთი ტოლერანტული,როგორც ბუდიზმი." 3-სიყვარულის მესამე მწვერვალია მტრის სიყვარული,რომელიც არ ცნობს საზღვრებს(,,მაშინაც კი როცა ყაჩაღები და მკვლელნი ვინმეს ალესილი ხერხით სხეულის ნაწილებს აჭრიან,თუ ის განრისხებით არის სავსე,იგი არაა ჩემი მოძღვრების მიმდევარი." (მაჯჯჰიმა-ნიკაია 21) ეს მე ზოგადად მეწერა და დაწვრილებით ეხლა გავეცანი. მე ბუდისტები სერიოზული ხალხი მგონია, მაგრამ ის ტეხავს, რომ ღმერთის ნაცვლად მდგომარეობას ეძებენ. პრინციპში, ვერც გაამტყუნებ; მათ ხომ ღმერთი არ ყავთ... ამიტომ გამოაცხადეს ქრისტიანმა თეოლოგებმა ბუდიზმი "უღმერთო რელიგიად". -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 9 2011, 08:28 PM
პოსტი
#145
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მათ ხომ ღმერთი არ ყავთ... ამიტომ გამოაცხადეს ქრისტიანმა თეოლოგებმა ბუდიზმი "უღმერთო რელიგიად". ამაზე წერს ზუსტად ზელენკოვი: ,,ბუდიზმი მორწმუნეებს სწორედ იმით იზიდავდა,რომ მათგან ცხოვრების წესის შეცვლას არ ითხოვდა არც იმ რიტუალების შეწყვეტას,რომელიც ადგილობრივი ღვთაებისთვის იყო დადგენილი.ბუდა არ უარყოფდა სხვა რელიგიის ღმერთებს და არც საკუთარ მიმდევრებს უკრძალავდა მათ თაყვანისცემას.ბუდა უბრალოდ მიუთითებდა,რომ ღმერთების თაყვანისცემა როგორი ძალმოსილნიც არ უნდა იყვნენ იგინი,მხოლოდ დროებით შემსუბუქებას მოუტანდა მათ და არა საბოლოოდ გადარჩენას." სწორედ ამიტომ მითხრა ვახომ ერთი ჩვენი საუბრისას,რომ ,,რა პრობლემაა თუ მე ბუდისტი ვიქნები და შენ ქრისტიანიო." სხვისი რა გითხრათ და მე ბუდიზმს ,,ეკუმენისტურ-ათეიზმს"ვეძახი ხოლმე ხანდახან. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 9 2011, 09:08 PM
პოსტი
#146
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა ბუდიზმი მორწმუნეებს სწორედ იმით იზიდავდა,რომ მათგან ცხოვრების წესის შეცვლას არ ითხოვდა ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი ბუდისტები ასკეტურად ცხოვრობენ. ციტატა სხვისი რა გითხრათ და მე ბუდიზმს ,,ეკუმენისტურ-ათეიზმს"ვეძახი ხოლმე ხანდახან. მაინც თავისებურად მიზიდავს ეს რელიგია. ძაან მაგარი ფილოსოფიაა და საკმაოდ რეალიზებული პიროვნებები არიან ბუდისტი ბერები. ყველანაირად ცდილობენ, რომ წმინდად იცხოვრონ და ამქვეყნიურ საზრუნავებზე უარი თქვან. ერთი ფილმია ბუდიზმზე, სათაურით "ძენი", რომელიც ძენ-ბუდიზმზეა. მასში ასახულია ბერების ცხოვრება - მოღვაწეობა. ფილმში ადგილი ეთმობა ერთ ახალაგაზდა ბუდისტ ბერს, რომელიც ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც მონასტერში სამკურნალოდ იყო მისული, ტყეში წავიდა კენკრის მოსაკრეფად. იქ მას გველი უკბენს ფეხზე და გოგო ფეხიდან შხამს ამოსწოვს. ახალგაზრდა ბერს სიძვა დაძლევს და ვნებიანად ეტაკება გოგოს, მაგრამ მალევე მოეგება გონს და ატირებული შენდობას სთხოვს მას. შემდეგ ტოვებს მონასტერს და მთელ სიცოხლეს მარტო ატარებს მთებში და მთლიანად მედიტაციითაა დაკავებული. ეს შინაარსი იმიტომ მოვყევი, რომ ძალიან მაგარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ფილმმა. ბუდისტური ცხოვრება მთლიანადაა ასახულიდა შეგეძლება გაიაზრო ბუდიზმის არსი. მოკლედ, ძალიან მაგარი ფილმია -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 9 2011, 09:26 PM
პოსტი
#147
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ეს ასე არ არის. ჭეშმარიტი ბუდისტები ასკეტურად ცხოვრობენ. მე დავწერე ცნობილი მეცნიერის-ზელენკოვის აზრი.ვინმე შეიძლება დაეთანხმოს,ვინმე არა. ციტატა მაინც თავისებურად მიზიდავს ეს რელიგია. ძაან მაგარი ფილოსოფიაა და საკმაოდ რეალიზებული პიროვნებები არიან ბუდისტი ბერები. მეც.და არა მარტო ბუდიზმი,საერთოდ აღმოსავლური რელიგიები მაგ მხრივ მიზიდავენ(ისლამის გამოკლებით.მუსლიმანობაში სხვა რამ მომწონს) ციტატა ფილმში ადგილი ეთმობა ერთ ახალაგაზდა ბუდისტ ბერს, რომელიც ერთ გოგონასთან ერთად, რომელიც მონასტერში სამკურნალოდ იყო მისული, ტყეში წავიდა კენკრის მოსაკრეფად. იქ მას გველი უკბენს ფეხზე და გოგო ფეხიდან შხამს ამოსწოვს. ახალგაზრდა ბერს სიძვა დაძლევს და ვნებიანად ეტაკება გოგოს, მაგრამ მალევე მოეგება გონს და ატირებული შენდობას სთხოვს მას. შემდეგ ტოვებს მონასტერს და მთელ სიცოხლეს მარტო ატარებს მთებში და მთლიანად მედიტაციითაა დაკავებული. ძალიან გავს წმ.იაკობ მონანულის ეპიზოდს... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 9 2011, 09:39 PM
პოსტი
#148
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა მე დავწერე ცნობილი მეცნიერის-ზელენკოვის აზრი.ვინმე შეიძლება დაეთანხმოს,ვინმე არა. არასწორია და რატომ უნდა დაეთანხმონ, არ მესმის. ციტატა მეც.და არა მარტო ბუდიზმი,საერთოდ აღმოსავლური რელიგიები მაგ მხრივ მიზიდავენ(ისლამის გამოკლებით.მუსლიმანობაში სხვა რამ მომწონს) მეც ასევე ციტატა ძალიან გავს წმ.იაკობ მონანულის ეპიზოდს... მაგრამ მთავარი განსხვავება გესმის ალბათ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 9 2011, 09:41 PM
პოსტი
#149
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მაგრამ მთავარი განსხვავება გესმის ალბათbiggrin.gif ალბათ ციტატა არასწორია და რატომ უნდა დაეთანხმონ, არ მესმის. როგორც ჩანს ვიღაცას ესმის... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 9 2011, 09:46 PM
პოსტი
#150
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა როგორც ჩანს ვიღაცას ესმის... ნერვებს ნუ მიშლი ეხლა ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა მართლმადიდებელი თეოლოგები სხვა რელიგიებზე ათასგვარ სისულელეს თხზავენ და თითქოს ამით მათ იდეოლოგიას ამარცხებენ. ალბათ დამეთანხმები, რომ ჭეშმარიტი რელიგიის წარმოჩენა ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Nov 9 2011, 09:53 PM
პოსტი
#151
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ლელუაშვილი ძენ-ბუდიზმზე რა აზრის ხარ?
თავად ბუდისტებიც არც ისე კარგ დამოკიდებულებაში არიან მასთან(მათ სორის ჩვენი თანაფორუმელი ვახო),მაგრამ აი რას გადავაწყდი,ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის-კიკიჩი კადოვაკის ჩანაწერებში: ,,დავიწყე რა ძენ-ბუდიზმის(კერძოდ მჯდომარე მედიტაციის)აღსრულება,შევამჩნ იე,რომ ამ მომენტიდან ბიბლიის ტექსტის კითხვა ჩემთვის უფრო კონცენტრირებული და შინაარსიანი გახდა.თავიდან ვერ ვიგებდი თუ როგორ შეიძლებოდა ძენ-ბუდიზმის პრაქტიკული წესების აღსრულება ბიბლიის უკეთესად გაგებაში დამეხმარებოდა.დროთა განმავლობაში ამ თემაზე ფიქრი დავიწყე და მივედი შმდეგ ფსიქოლოგიურ ახსნამდე:ძენის ამ რიტუალის აღსრულების დროს ცნობიერება მშვიდდება და ასევე წმ.წერილის სულიერი შინაარსი ადვილად პოულობს გზას ადამიანის გულისკენ." -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Nov 9 2011, 10:05 PM
პოსტი
#152
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა ლელუაშვილი ძენ-ბუდიზმზე რა აზრის ხარ?თავად ბუდისტებიც არც ისე კარგ დამოკიდებულებაში არიან მასთან(მათ სორის ჩვენი თანაფორუმელი ვახო) მაჰაიანას, ჰანიანას და ლამაიზმის წარმომადგენლებს მართლა არ ეხატებათ გულზე ძენი იგი იმით განსხვავდება ამ სამი მიმართულებისგან, რომ მასში არ არსებობს ერთი-ავტორიტეტული პიროვნება, როგორც ბუდა. სიდჰარტა გაუტამას ბუდიზმის ყველა მიმდევრობაში დიდ პატივს სცემენ, ოღონდ ამას არ აკეთებს ძენი. მისთვის ყველა განთავისუფლებული ერთ დონეზეა. ჩემთვის გასაგებიცაა მათი პოზიცია. ამას თავად ბუდიზმის იდეოლოგია უდევს საფუძვლად, რადგან სიდჰარტას შესახებ ასწავლიან, რომ იგი იყო ადამიანი, რომელმაც ილუზიისგან განთავისუფლება შეძლო და ამის შესაძლებლობა სხვებსაც მისცა. ამიტომ იგი არის არა უზენაესი ღმერთი, არამედ რიგთი ბუდა, ანუ გასხივოსნებული დჰარმა. ბუდიზმს უზენაესი ღმერთის ცნება არ აქვს. ციტატა მაგრამ აი რას გადავაწყდი,ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის-კიკიჩი კადოვაკის ჩანაწერებში:,,დავიწყე რა ძენ-ბუდიზმის(კერძოდ მჯდომარე მედიტაციის)აღსრულება,შევამჩნ იე,რომ ამ მომენტიდან ბიბლიის ტექსტის კითხვა ჩემთვის უფრო კონცენტრირებული და შინაარსიანი გახდა.თავიდან ვერ ვიგებდი თუ როგორ შეიძლებოდა ძენ-ბუდიზმის პრაქტიკული წესების აღსრულება ბიბლიის უკეთესად გაგებაში დამეხმარებოდა.დროთა განმავლობაში ამ თემაზე ფიქრი დავიწყე და მივედი შმდეგ ფსიქოლოგიურ ახსნამდე:ძენის ამ რიტუალის აღსრულების დროს ცნობიერება მშვიდდება და ასევე წმ.წერილის სულიერი შინაარსი ადვილად პოულობს გზას ადამიანის გულისკენ." ამის წაკითხვისას მაშინვე უფლის სიტყვებმა გამიელვა თავში: "რა საერთოა ნათელსა და ბნელს, ქრისტესა და ბელიარს შორის?" მგონი აქედან გასაგებიას ჩემი დამოკიდებულება ამ კათოლიკე მღვდლის მონათხრობისადმი. ჩემი აზრით ეს არის რელიგიური იდიოტიზმი. (მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის ) აბა სად ბიბლია და სად მედიტაცია, თავი ხო არაფრისთვის მიურტყამს? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Nov 9 2011, 10:54 PM
პოსტი
#153
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ოსიპოვის და კარელინის მიდგომა მომწონს სხვა რელიგიებისადმი. აი მათ უნდა მიბაძონ აპოლოგეტებმა, რომ უფრო კორექტულები იყვნენ. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Nov 11 2011, 08:43 PM
პოსტი
#154
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
სენატის გადაწყვეტილების შესაბამისად თემა იხურება. წევრებს მოვუწოდებ ნუ გახსნიან თემებს, რომლებიც ეხებიან განსხავვებული რელიგიების დეტალურ განხილვას. აპოლოგეტიკაში თემა აუცილებლად უნდა გაიხსნას ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირში. თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს ამა თუ იმ სწავლებასთან (ქრისტიანობაში) და ა.შ.
-------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 07:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი