IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

12 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მწვალებლებთან თანალოცვის მსაზღვრელი კრიტერიუმები, მწვალებელთა შესაკრებელი
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 04:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;

1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა)

2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება...

3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Eliko
პოსტი Oct 23 2007, 04:03 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 228
რეგისტრ.: 31-July 07
წევრი № 2,552



ციტატა(მნათე @ Oct 23 2007, 04:01 PM) *

მსურს ვისაუბროთ რამდენიმე საკითხზე თანალოცვასა და არამართლმადიდებლურ დენომინაციებთან დაკავშირებით;

1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა)

2. რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება...

3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ?



ძალიან საჭირო თემაა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 23 2007, 04:06 PM
პოსტი #3


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან.


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 04:07 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან.


გამარჯობა მიშა,

მწვალებლობის შენეულ განმარტებას ხომ ვერ შემოგვთავაზებდი? ჩვენ ვცოდავთ - როცა საეკლესიო სამართალს ვემორჩილებით?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 23 2007, 04:18 PM
პოსტი #5


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



გამარჯობა მნათე,
თქვენ ცოდავთ როდესაც სხვა ეკლესიებს ძველი ეპიტეთებით ამკობთ იმის ნაცვლად რომ ვარკვევდეთ იმას თუ რა გზით შეგვიძლია მივიდეთ საერთო დასკვნამდე, იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვამბობ


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 04:24 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ძალიან კარგი თემაა. მოვიცლი თუ არა, დავწერ პასუხებს


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 04:26 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თქვენ ცოდავთ როდესაც სხვა ეკლესიებს ძველი ეპიტეთებით ამკობთ იმის ნაცვლად რომ ვარკვევდეთ იმას თუ რა გზით შეგვიძლია მივიდეთ საერთო დასკვნამდე, იმედი მაქვს მიმიხვდი რასაც ვამბობ

რას უწოდებთ ეპითეტებს მსოფლიო კრებათა განჩინებებს? და ვინ გააუქმა ისინი? მე როგორც მართლმადიდბეელი ქრისტიანი ვის უნდა ვუჯერებდე კანონს თუ მიშა სონღულაშვილს? smile.gif

იცი, აბსოლუტურად არ ვარ ქრისტიანობის "აკრძალვათა ბუკეტად" წარმომდგენი და ქრისტეს პიროვნება ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრებაა (მეტ-ნაკლებად) მაგრამ აბა რაღას ნიშნავს მწვალებელი?

ძალიან მინდა საერთო ენა ვიპოვო და გარწმუნებ, არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა ეკლესიიდან - მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს ვიპოვო ერთიანობა ჭეშმარიტების დათმობის ხარჯზე - ან სულაც არსებობს კი სიყვარული ჭეშმარიტების გარეშე? განა სიცრუის მამად ერთი ჩვენი ნაცნობი არ იწოდება ჯოჯოხეთიდან?

მოკლედ ჩემო კარგო, შენ ჩამოაყალიბე რას ნიშნავს მწვალებლობა, ასევე კომენატარი გაუკეთე პავლეს - რომელიც გვაუწყებს - მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო და მერე საეკლესიო კანონთა ფენომენზე გადადი smile.gif

ყურადღებით გისმენ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Oct 23 2007, 04:38 PM
პოსტი #8


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



მნათე
მნათე მიშა სონღულაშვილს არ უნდა დაუჯერო.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება.
ციტატა
არაერთი მეგობარი მყავს სხვადასხვა ეკლესიიდან

ვერ გავიგე მწვალებლებთან მეგობრობ? კი მაგრამ
ციტატა
მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო



--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 04:38 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე მიშა სონღულაშვილს არ უნდა დაუჯერო.


მაშ, ვრჩები მწვალებელი? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Oct 23 2007, 05:24 PM
პოსტი #10


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ტაძარში რომ შეხვიდე არამართლმადიდებლურში, როცა იქ ლოცვა მიმდინარეობს (სალოცავად არ შედიხარ) ეგ ცოდვაა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 05:31 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება.


და კანონი რომ ასე არ ამბობს?

ციტატა
ვერ გავიგე მწვალებლებთან მეგობრობ? კი მაგრამ

ციტატა
მწვალებელს ერთი ან ორი შეგონების შემდეგ განეშორეო


ეს ცხადია მეგობრობის აკრძალვას არ ნიშნავს smile.gif ჩვენ არ ვსაუბრობთ დოქტრინაზე...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 23 2007, 05:36 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Misha Songulashvili @ Oct 23 2007, 04:06 PM) *

უკაცრავად ყველას მაგრამ ვინც დღეს დღეობით კათოლიკურ ან პროტესტანტულ ეკლესიებს მწვალებლებს უწოდებენ ყველაზე დიდი მწვალებლები ისინი არიან.



უკაცრავად და ღვთისმეტყველებასთან როგორ ხართ? biggrin.gif

და კიდევ ერთი რამ: ევქარისტიული სისხლი ჭეშმარიტი სისხლია, თუ ისე, სიმბოლო და გემრიელი ღვინო?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 05:37 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
1. როდესაც თანალოცვის აკრძალვის შესახებ წმიდა მამები კანონს/ებს იღებდნენ, რა ედო საფუძვლად კანონის მიღებას? რა მოვლენების ან ეპოქალური ქმედებების შედეგია ის? (გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტული კანონი - კონკრეტულ - დროში მომხდარ ფაქტზე იქმნებოდა)


დოგმატური სწავლების მიხედვით, "ლოცვა არის ეკლესიის ცხოვრების, მისი წევრების ყოვლადწმიდა სამებასთან და ურთიერთშორის არსებული სულიერი კავშირების გამოვლინება. იგი იმდენად განუყოფელია სარწმუნოებისაგან, რომ მას ეკლესიის ჰაერი, მისი სუნთქვა შეიძლება ეწოდოს." ლოცვა წარმოადგენს გამაერთიანებელ ძალას ერთმორწმუნეთათვის, იგია დასტური იმისა, რომ თანამლოცველნი "ერთითა პირითა და ერთითა გულითა" აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას. ლიტურგიაზე ხშირად გაისმის მოწოდება ლოცვითი ერთობისაკენ, მაგრამ მას აუცილებლად თან ახლავს მითითება, თუ ვის შორის უნდა დამყარდეს ლოცვითი ერთობა - ეს არის ერთმორწმუნეობა, ანუ ის, რომ მლოცველნი ერთნაირად ადიდებდნენ წმ. სამებას, მისი სწავლებისდა შესაბამისად.

აღნიშნული იცოდნენ რა მსოფლიო ეკლესიის დიდმა იერარქებმა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ მწვალებელთან თანალოცვა არის მასთან სარწმუნოებრივი ერთობა. თუკი ჩვენი მოყვასი არასწორად ადიდებს უფალს, როგორღა უნდა ვადიდოთ იგი ერთობლივად? თანალოცვის აკრძალვა ხომ არ ნიშნავს მწვალებელთან თუ უცხოდმადიდებელთან პირადი ურთიერთობის მოშლას, მის უყვარულობას, დაუხმარებლობას და ა.შ.? ლოცვა არის კიდევ ვიმეორებ, სარწმუნოებრივი ერთობა და ვისთანაც არ გაქვს სარწმუნოებრივი ერთობა, მასთან ლოცვა რა მიზნებს უნდა ისახავდეს, გაუგებარია.....

საინტერესოა კართაგენის კრების 133-ე კანონი. იგი ადგენს, რომ თუკი რომელიმე იერარქი ბრალდებულია (მხოლოდ ბრალდებული!) სჯულის კანონის დარღვევაში ან ერესში, კრების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე მასთან ზიარება ეკრძალება ყველა სხვა იერარქს! ამის მიზეზი არის ის, რომ მორწმუნე დაცულ იქნეს თვით სავარაუდო მწვალებელთან თანაზიარებისგან.

ციტატა
2. ა) რა კრიტერიუმებით დგინდება - არის თუ არა, რომელიმე იერარქის ან მართლმორწმუნის ქმედება თანალოცვაა?... ანუ მაგალითად - ერთად რომელიმე ლოცვის წარმოთქმა ორ ხმაში შეიძლება თუ არა მივიჩნიოთ თანალოცვად და
ბ) მეორე, მონაცვლეობით წარმოთქმა - არა? არის თუ არა თანალოცვა - მწვალბლებთან თანაზიარება...


საერთოდ, ლოცვა არის 3 სახის:
- სადიდებელი
- სავედრებელი
- სამადლობელი

ა) თანალოცვა არის ერთობლივი ლოცვა - ანუ ისეთი ლოცვა, როდესაც მლოცველნი ერთად არიან შეკრებილნი და ერთობით ადიდებენ, ევედრებიან ან მადლობენ უფალს. არ არის სავალდებულო ერთიდაიმავე სიტყვების ერთ ხმაში თქმა - თანამწირველი მღვდლები ცალ-ცალკე ამბობენ სათქმელს, მაგრამ თანამლოცველნი არიან. მთავარია, რომ შეკრებილთ ჰქონდეს ერთი სურვილი - ერთობით ადიდონ, ევედრონ ან მადლობდნენ უფალს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა შეკრებილები (მართლმადიდებელ მოძღვრებს ვგულისხმობ) არც იციან ერთმანეთის ენა და ვერც იგებენ, თუ რა თქვა მეორემ, მაგრამ ეს მათ მიერ ერთობლივი ლოცვის აღვლენაა, რამდენადაც სურვილია ერთობლივი ლოცვისა

ბ) აქედან გამომდინარე, მონაცვლეობით ლოცვის წარმოთქმაც არის თანამლოცველობა, თუკი ის მიზნად ისახავს მლოცველთა ლოცვის ერთობლივად აღვლენის სურვილს

ციტატა
3. მწვალებელთა შესაკრებელში შესვლისას, რა უნდა გაითვალისწინოს მართლმორწმუნემ?

თუკი ტაძარში მიმდინარეობს მსახურება:
- იყოს პატივისმცემლურად განმსჭვალული
- არ მიიღოს მონაწილეობა ლოცვაში, ანუ არ გაიმეოროს წარმოთქმული, არ შეასრულოს ლოცვის გარეგნული ნიშნები (პირჯვარი, თავდახრა, მეტანია) და უსმინოს მხოლოდ ტექსტს
- არ მიიღოს რაიმე ევლოგია (სეფისკვერი, ნაკურთხი წყალი), რადგან ეს არის არა ევლოგია, არამედ ალოგია

თუ არ მიმდინარეობს მსახურება:
- თაყვანი-სცეს მხოლოდ წმ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ აღიარებულ სიწმინდეებს
- არ მიიღოს კურთხევა სასულიერო პირისგან
- თუკი საამისო განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს, თავი შეიკავოს ლოცვისაგან


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 05:41 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანონისტი

კარგადაა დეკლარირებული, შემდგომ გავაგრძელებ smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 23 2007, 05:50 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Misha Songulashvili
ციტატა
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს მწვალებლებთან დაკავშირებით ისაა რომ მწვალებლები მართმადიდებლურში, კათოლიკურში და პროტესტანტულშიც არიან. და მწვალებლობა არ არის რომელიმე კონკრეტული ეკლესიის დასახელება.


მართმადიდებლური, ოღონდ wink.gif

ეს ეტყობა რაღაც ახალი განმარტებაა მწვალებლობის

ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს:

"არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21)

"რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46)


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 23 2007, 06:55 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მე მიშას მოსაზრებების უკეთ გაცნობა მსურდა, არც მეტი არც ნაკლები მწვალებლობაში მადანაშაულებს და ხომ უნდა ამიხსნას რატომ? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 23 2007, 07:47 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



აქ რაც ეწერა წავშალე, რახან კომენტარი არ კეთდება , არ ღირს საუბარი. დარწმუნებული ვარ ვინც საჭიროდ მიმაჩნდა იმათ წაიკითხეს.

ღმერთს ებარებოდეთ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Oct 26 2007, 02:36 PM
პოსტი #18


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(კანონისტი @ Oct 23 2007, 01:50 PM) *

ხშირად გავიგონებთ ეკუმენისტური იდეების მომხრეთაგან, განა არამართლმადიდებელი ქრისტიანებიც ქრისტეს არ მიმართავენ? განა ისინიც არ ადიდებენ წმინდა სამებას? მათ თავად უფალივე უპასუხებს:

"არა ყოველმან, რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 7,21)

"რაისა მეტყვით მე: „უფალო, უფალო! და არა ჰყოფთ, რომელსა მე გეტყვი თქვენ?" (ლუკა 6,46)


რაღაც ვერაა ეს კარგი არგუმენტი...ეს სახარების ციტატა მართლმადიდებელსაც მოეთხოვება, რომელიც არ ასრულებს ღვთის ნებას smile.gif ბევრი მართლმადიდებელი მიმართავს "უფალო უფალო!" მაგრამ არ ასრულებენ უფლის ნებას და სწავლებას unsure.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 26 2007, 02:39 PM
პოსტი #19


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Eliko
ციტატა
ძალიან საჭირო თემაა




ჩაქრი შენა laugh.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Nov 1 2007, 12:27 PM
პოსტი #20


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



ამ თემის გამხსნელი ყველაზე დიდი მწვალებელია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

12 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:06 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი