IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სამღვდელოებას ცოლი ადრე არ ჰყავდა?
Believer
პოსტი Apr 18 2010, 01:41 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები



დიდი კრება გამონაკლისის გარეშე აწესებს, რომ არც ეპისკოპოსს, არც ხუცესს, არც დიაკონს და საერთოდ არავის სამღვდელოთაგანს არ მიეცეს უფლება თანასახლეულად იყოლიოს დედაკაცი, გარდა დედისა, ან დისა, ან დედისა და მამის დისა, ან ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველი ეჭვისაგან თავისუფალი იქნებიან.

(მოც. 5,26; ტრულ. 5,12,13; VI მსოფ. 18,22; ანკვირ. 19; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი 88)



აქ ცოლი არ არის ნახსენები, მხოლოდ- დედა, დეიდა, და, მამიდა არიან ნახსენები...


ამ პერიოდში როცა ეს კანონი შეიქმნა სამღვდელოება უცოლოები იყვნენ? unsure.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 05:44 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



კანონები მხოლოდ ღმერთს არ დაურღვევია(ჩემი აზრით).

კანონები მხოლოდ ღმერთს არ დაურღვევია(ჩემი აზრით).


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 18 2010, 05:59 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
კანონები მხოლოდ ღმერთს არ დაურღვევია(ჩემი აზრით).



ეს რა შუაშია??? ჩვეულებრივი შეკიტხვა იყო და ამას კანონის მცოდნე თუ უპასუხებს.

მე როგორც მახსოვს, ეპისკოპოსებზე ცოლის მოყვანის აკრძალვა სადღაც მე-4 საუკუნიდან დაწესდა, მანამე ცოლი ჰყავდათ. ამაზე აქ სადღაც ეწერა კიდეც. მაგრამ კარგია თუ დაველოდებით მცოდნეებს, ათოსს, აფახაზს, კაიროს, ალექსანდრეს და ჯანდაბას კანუდოსაც იყოს biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 06:08 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384




მხევალი ნინო
არის დაველოდოთ მცოდნეებს.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Apr 18 2010, 06:42 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Believer @ Apr 18 2010, 01:41 PM) *

ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების კანონები

დიდი კრება გამონაკლისის გარეშე აწესებს, რომ არც ეპისკოპოსს, არც ხუცესს, არც დიაკონს და საერთოდ არავის სამღვდელოთაგანს არ მიეცეს უფლება თანასახლეულად იყოლიოს დედაკაცი, გარდა დედისა, ან დისა, ან დედისა და მამის დისა, ან ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველი ეჭვისაგან თავისუფალი იქნებიან.

(მოც. 5,26; ტრულ. 5,12,13; VI მსოფ. 18,22; ანკვირ. 19; კართ. 3,4,25,38,70; ბასილი დიდი 88)
აქ ცოლი არ არის ნახსენები, მხოლოდ- დედა, დეიდა, და, მამიდა არიან ნახსენები...
ამ პერიოდში როცა ეს კანონი შეიქმნა სამღვდელოება უცოლოები იყვნენ? unsure.gif


უპირველეს ყოვლისა ასე რომ არ იყო საქმე, ახალი აღთქმიდანაც ჩანს, სადაც შავად თეთრზე ვკითხულობთ რომ: "ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი..." უკვე აქედან ჩანს, რომ წინამდებარე კანონის გაგება აუცილებელია შესაბამისი კონკრეტული მიდგომით და იმის არდავიწყებით, რომ საქმე გვაქვს ერთგვარ აბრივიატურასთან, შემოკლებასთან რომლის ცოდნა მხოლოდ სპეციალისტის საქმეა...ეს კანონები არის იურიდიული კანონები ეკლესიისა და ამიტომ უამრავი რამ, წმინდა ეკონომიის მიზნით, ჩაწერილია შემოკლებით.

იმისათვის, რომ გავიგოთ რომელიმე კანონი საჭიროა ის კონკრეტული ისტორიული რეალია და მიზეზი აღვადგინოთ, რაც წინ უსწრებდა ამ კანონზე მსჯელობას და შემდგომში მის მიღებას.

ნიკეის ამ კანონის შესახებ მსჯელობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ რიგი დელეგატებისა ითხოვდა სრულ ცელიბატს (როგორიც დღეს არის კათოლიციზმში) ამ კონკრეტული ფაქტის წინააღმდეგ გაილაშქრა ცნობილმა მოღვაწემ თებაიდის ეპისკოპოსმა პაფნუტიმ, რომელიც ამტკიცებდა რომ ასეთი სწორხაზოვნება არ ივარგებს და რომ შეუღლება არის ძალიან წმინდა საქმე. ამიტომ არ მიიღეს რა ზემოთაღნიშნული დელეგატების წინადადება, დამატებითი ჩასწორება შეიტანეს კანონში, იმ ნაწილზე კლიროსისა, რომლებიც არიან უცოლოები, და განაჩინეს ის რაც ზემოთ წერია.


მხევალი ნინო
ციტატა
ჯანდაბას კანუდოსაც იყოს biggrin.gif

დაგლიჯა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 18 2010, 07:21 PM
პოსტი #6


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



Believer
რა დიდი მიხვედრა უნდა, რომ ეს კანონი ეკუთვნის უცოლო სამღვდელოებას, რათა მათ გვერდით მხოლოდ უახლოესი ნათესავები ცხოვრობდნენ, რომ მრევლი არ დააბრკოლონ. ახლა თუ სასულიერო პირს ისედაც ჰყავს ცოლი და მასთან ერთად ცხოვრობს, ამით არავინ დაბრკოლდება.




--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 08:40 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



რატოა მინიშნებული ერთი ცოლი ? აბა რამდენი ეყოლებოდათ?


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 18 2010, 08:42 PM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
რატოა მინიშნებული ერთი ცოლი ? აბა რამდენი ეყოლებოდათ?



სადაა მინიშნებული ერტი ცოლი?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 08:44 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მხევალი ნინო
ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი...


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 18 2010, 08:46 PM
პოსტი #10


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი...


ლბათ, განეორებით ქორწინება რომ არ შეიძლება სასულეირო პირის,ა ამზეა საუბარი. თუმცა, მოდი ისევ ჩვენ ბრძენებს დავეკიტხოთ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 08:51 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მხევალი ნინო
მეცინება რა .. კი მაგრამ სად არიან ბრძენნი ამა სოფლისა, რაღაც იგვიანებენ..


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 18 2010, 08:53 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



elusia
ციტატა
მეცინება რა .



რატომ? ა ვიცი ამ ფორუმზე სულ ახალი ხარ, კარგად დავიწყებული ძველი თუ არც ისე ახალი biggrin.gif, მაგრამ ჩვენ ბრძენებს განათლება აქვს რელიგური, ხოდა ასე თუ ისე (biggrin.gif) კომპეტენტურ პასუხებს იძლევიან .



--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 18 2010, 08:57 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



მხევალი ნინო
სულ ახალი.
კარგი ველოდებით.


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Apr 18 2010, 09:12 PM
პოსტი #14


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



elusia
ციტატა
რატოა მინიშნებული ერთი ცოლი ? აბა რამდენი ეყოლებოდათ?

იოანე ოქროპირი თავის განმარტებაში გულისხმობს, რომ აქ ლაპარაკია მეორე ცოლის არ მოყვანაზე დაქვრივების შემთხვევაში

"Если кто непорочен", – говорит, – "муж одной жены, детей имеет верных, не укоряемых в распутстве или непокорности". Для чего он представляет такого человека? Он заграждает уста еретикам, осуждавшим брак, показывая, что это дело не дурное, но настолько честное, что при нем можно восходить даже на священный престол; вместе с тем он укоряет людей невоздержанных, не позволяя после второго брака принимать эту власть. В самом деле, кто не сохранил никакого расположения к умершей (жене), как может тот быть хорошим предстоятелем? Какому только не подвергнется он порицанию? Ведь все вы знаете, что, хотя законами и не запрещено вступать во второй брак, однако это дело подвергается многим нареканиям. (Апостол) желает, чтобы начальствующей не подавал подчиненным никакого повода к нареканиям, потому и говорит: "если кто непорочен", т. е. если жизнь его свободна от нарекания, если никто не мог упрекнуть его в (дурной) жизни.

ასევეა ლოპუხინის განმარტებაშიც:
Одной жены муж. Здесь имеется в виду не полигамия, которая в те времена не была в обычае даже среди язычников Греции и Рима, не говоря уже об иудействе, а вступление во второй брак по смерти первой супруги. От кандидата в епископы (и пресвитеры), таким образом, требовалось как необходимое условие, чтобы он был женат только одним браком — второбрачие мыслится у апостола уже как нечто унижающее человека, который претендует быть учителем нравственности для верующих. И впоследствии Церковь держалась такого же воззрения. Если некоторые отцы Церкви (например, Феодорит) и допускали рукоположение второбрачных в епископы, то это было исключением из общего правила.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
elusia
პოსტი Apr 19 2010, 05:07 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 517
რეგისტრ.: 13-March 10
წევრი № 8,384



athos
ისე და ცოლის მოყვანამდე რა ხდებოდა ნეტა?))(შეგიძლიათ არ მიპასუხოთ)


--------------------
[b]ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია თუ ციდან არა აქვს მიცემული.[/b]
[u]იოანე ნათლისმცემელი[/u]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2011, 11:26 AM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Believer
მაშინ ეს?
ციტატა
ან ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველი ეჭვისაგან თავისუფალი იქნებიან.


კრება საუბრობს იმაზე, რომ არ შეიძლება უცხო ქალი ცხოვრობდეს სასულიერო პირთან, რამაც შეიძლება ეჭვები აღძრას მის წინააღმდეგ. შენს მიერ მოყვანილი კანონის ქვემოთ მითითებულია ის კანონები, რომლებიც ამ საკითხებს აწესრიგებენ, მათ შორის ნიკეის კრებამდელი (მოციქულთა 5; 26; ანკვირიის 19) და კრების შემდგომი (სხვა დანარჩენი) კანონები.

ორივე შემთხვევაში დგინდება, რომ სასულიერო პირებს ცოლები ჰყავდათ:

მოციქულთა მე-5 კანონი
ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღმრთისმოსავობის მომიზეზებით.

მოციქულთა 26-ე კანონი
იმ უქორწინებლებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, ვუბრძანებთ, რომ თუ სურთ ქორწინება, იქორწინონ.

ციტატა
ამ პერიოდში როცა ეს კანონი შეიქმნა სამღვდელოება უცოლოები იყვნენ?

პასუხი: არა, არ ყოფილან.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 07:52 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი