IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ
mr.satadarigo
პოსტი Jan 15 2010, 08:58 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 527
რეგისტრ.: 11-July 09
წევრი № 7,252



ციტატა(უჩა @ Jan 15 2010, 08:10 PM) *

აი კიდე სამოციქულო თავის წარდგომებით კილოში წაკითხული. კვლავ ერქვანიძე. smile.gif

http://www.link.ge/file/305078/01----.mp3.html

http://www.link.ge/file/305080/02----.mp3.html
http://www.link.ge/file/305082/03----.mp3.html



მაგარია რა,მე მომწონსsmile.gif)))))))))) გაიხარე უჩა


--------------------
მდგმურები ვართ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Jan 15 2010, 11:21 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა(უჩა @ Jan 15 2010, 08:10 PM) *

აი კიდე სამოციქულო თავის წარდგომებით კილოში წაკითხული. კვლავ ერქვანიძე. smile.gif

http://www.link.ge/file/305078/01----.mp3.html

http://www.link.ge/file/305080/02----.mp3.html
http://www.link.ge/file/305082/03----.mp3.html



http://allshares.ge/download.php?id=1E289DCD17


აჰაა კიდევ ერთი ერქოს ( ანუ მ.ერქვანიძე biggrin.gif ) შემოქმედებიდან biggrin.gif

ჩემი აზრით,არამგონია ერქო ამ საქმეს უსაფუძვლოდ აკეთებდეს,ალბათ რამეზე დაყრდნობით,გამოკვლევებით smile.gif

ასევე,ისეთი სვლები როგორსაც ერქო ამ ჩანაწერებში აკეთებს,ბევრმა მედავითნემ შეიძლება ვერ გააკეთოს,მაგარამ აქ უფრო მნიშვნელოვანია მედავითნის ტონალობა,რა ტონში ''დაუჯდება'' მგალობლებს ან მღვდელს,ისე როგორც მაგ. ''9 ნეტარებაშია'' (როცა მეორე ხმის ტონით აგრძელებს კითხვას მედავითნე) და .ა.შ

ასეთი მსახურება გაცილებით ლამაზი და სასიამოვნო მოსასმენია მრევლისათვის smile.gif

ჩემი აზრით ასეთი ლამაზის საქმის წამოწყება მისასალმებელი უნდა ყველასათვის,არათუ საკამათო smile.gif



P.S ბიჯო,ბიჯო მაინც რა მაგრად კითხულობს ეს დალოცვილი ესაა laugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Jan 16 2010, 01:20 PM
პოსტი #43


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ციტატა(mr.satadarigo @ Jan 15 2010, 03:59 PM) *

ეს ვიდეოცც აჩვენებს რომ ქართული კანონიკური გალობა ჯერ კიდევ ვერ არის მყარად ქართულ ტაძრებში,როგორც ვიცი ეს "უფალო შეგვიწყალენ" მარტო სამებაში უნდა ითქვას ხოლმე გამონაკლისის სახით,პატრიარქის კურთხევიდან გამომდინარე,აქ კი მთელი მრევლის გალობს მგონი biggrin.gif



მე მღვდლის წართქმის ფორმაზე ვამბობდი biggrin.gif და არა თვითონ კვერქსზე biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 16 2010, 01:52 PM
პოსტი #44


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მე რაღაც მაგის მსგავსს ვკითხულობ. ეგ მგონი გურული კილოა და მე უფრო ქართლ-კახურ კილოზე : )))



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 16 2010, 02:07 PM
პოსტი #45


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ერთი საინტერესო დეტალია გასათვალისწინებელი მათთვის, ვისაც სრული სახით უნდა ძველი კილოს აღდგენა.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში მიღებულია, რომ ქართულ ენას აქვს ფიქსირებული მახვილი და იგი ერთ-, ორ- და სამმარცვლიან სიტყვებში თხრობით კილოში მოდის პირველ მარცვალზე, ხოლო სამზე მეტმარცვლიან სიტყვებში – ბოლოდან მესამე მარცვალზე. კითხვით კილოში კი ბოლო მარცვალზე.

ჭა'
სა'ხლი
ქვე'ყანა
საქა'რთველო
საქართვე'ლოში
მე ვა'კეთებ.
მე ვაკეთე'ბ?

ეს თანამედროვე ქართულში.

საინტერესოა ძალიან, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – იტალიურ-ქართული ლექსიკონი, სადაც იტალიური სიტყვების ქართულ თარგმანს მიწერილი აქვს ქართული სიტყვების ლათინური ტრანსკრიპცია და მახვილი. და... ჰოი საოცრებავ, იმ დროინდელ ქართულში თურმე არა ბოლოდან მესამე, არამედ ბოლოდან მეორე სიტყვაზე მოდიოდა მახვილი.

ცადეთ და წაიკითხეთ ეს ტექსტი ჯერ თანამედროვე, მერე კი ძველქართული მახვილით:

თანამედროვე
მი'წყალე მე ღმე'რთო დი'დითა წყალო'ბითა შე'ნითა და მრა'ვლითა მოწყალე'ბითა შე'ნითა ა'ღხოცე უსჯულოე'ბაი ჩე'მი.

ძველი ქართული
მიწყა'ლე მე ღმე'რთო დიდი'თა წყალობი'თა შენი'თა და მრავლი'თა მოწყალები'თა შენი'თა აღხო'ცე უსჯულოება'ი ჩე'მი.

ყურადღება მიაქციეთ, რომ იოტა ნახევრადხმოვანია და იგი როგორც ინგლისური Y ისე უნდა იქნეს წაკითხული.

ატყობთ სხვაობას ჟღერადობაში? ცოტათი მოხევურ-ხევსურულ კილოს ჰგავს ხომ?

მაშინ ასე უნდა წავიკითხოთ.

თუკი ასე წავიკითხავთ, მაშინ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ დღეს რეალურად მართალია საღვთისმსახურო ტექსტები ძველქართული გვაქვს, მაგრამ რეალურად მას ახალქართულზე ვკითხულობთ. გარდა კილოსი (რაზეც ზემოთ დავწერე), ჩვენ იმ 5 ბგერას, რომელიც ამოღებულია ახალქართულში, ახალქართული ჟღერადობით ვამბობთ.

ვამბობთ ხ და არა ქხ, ვამბობთ ვი და არა უი.... და ასე შემდეგ.

ესეც უნდა გადაწყდეს, რა გზით წავალთ.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 16 2010, 09:05 PM
პოსტი #46


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
საინტერესოა ძალიან, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – იტალიურ-ქართული ლექსიკონი, სადაც იტალიური სიტყვების ქართულ თარგმანს მიწერილი აქვს ქართული სიტყვების ლათინური ტრანსკრიპცია და მახვილი.

რომელი საუკუნისაა ეგ წიგნი?
ვახტანგ VI ჯანიშინის დროინდელია?
17-18 საუკუნეების?

მახოს უნდა ვაჩვენოთ ეგ, მართლა საინტერესო იქნება.

საინტერესოა კიდევ ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერი ნოტი, სადაც სახარების კითხვის ინტონაციაა, სიმონმა მაჩვენა ერთხელ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 16 2010, 11:04 PM
პოსტი #47


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



კანონისტი
ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერი. ალბად მაგიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
დიდი მუშაობაა საჭირო, მაგრამ მთავარია დაინტერესება და მონდომება იყოს. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 18 2010, 06:40 PM
პოსტი #48


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ძალიან გამეხარდა ამ თემაში კანონისტის გამოჩენა smile.gif მიხარია რომ აქტიურბთ smile.gif
საინტერესოა მედავითნეების აზრი ძალიან smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 21 2010, 02:19 PM
პოსტი #49


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ვეშაპო
ციტატა
რომელი საუკუნისაა ეგ წიგნი?
ვახტანგ VI ჯანიშინის დროინდელია?

არა, ბევრად უფრო ადრინდელი – 1629 წ.

უჩა
ციტატა
ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერი. ალბად მაგიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამის გათვალისწინების გარეშე (მე არ ვიცი, რამდენად განიხილება ეს საკითხი, იქნებ იციან კიდეც) აზრი არ აქვს ამ მიმართულებით მუშაობას. რეალურად, ჩვენ ახალქართულად ვკითხულობთ ძველქართულს.

სხვათა შორის, საბერძნეთსა და რუსეთშიც იგივე ხდება. გეტყვით მაგალითს:

მრწამსის პირველი მუხლი:
Πιστεύω εις ένα Θεόν, Πατέρα, Παντοκράτωρα, Ποιητήν Ουρανού και γης, οράτων πάντων και αοράτων.

ტექსტი – ძველბერძნული, კერძოდ, ბიზანტიური ბერძნული.
იკითხება – ახალბერძნულად:
პისტევო ის ენა thეონ* პატერა, პანტოკრატორა, პიიტინ ურანუ კე ღის, ორატონ პანდონ კე აორატონ.
უნდა იკითხებოდეს:
პისტევი ეის ენა თეონ, პატერა, პანტოკრატორა, პოიეტენ ურანუ კაი გეს, ორატონ პანტონ კაი აორატონ.

ВЬрую во единаго Бога, Отца Вседержителя, Творца небу и земли, видимымъ же всЬмъ и невидимымъ.
ტექსტი – ძველრუსული, კერძოდ საეკლესიო-სლავური
იკითხება – ახალ რუსულად:
ვირუიუ ვა იდინავო ბოგა, ატცა ვსედერჟიწელია, ტვორცა ნებუ ი ზიმლი, ვიძიმიმ ჟე ვსემ ი ნევიძიმიმ.
უნდა იკითხებოდეს:
ვერუიუ ვო ედინოჰო ბოჰა, ოტცა ვსედეჟიტელია, ტვორცა ნებუ ი ზემლი, ვიდიმიმ ჟე ვსემ ი ნევიდიმიმ.
___________
* th - იკითხება ზუსტად ისე, როგორც ინგლისური დიგრაფი და არა როგორც ქართული "თ", განსხვავებით ძვ. ბერძნულისაგან.

ნანინა
გაიხარეოო kiss1.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 21 2010, 02:55 PM
პოსტი #50


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აი, ნახეთ და დააკვირდით მახვილების განლაგებას:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 21 2010, 05:52 PM
პოსტი #51


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



arali?
ციტატა
აჰაა კიდევ ერთი ერქოს ( ანუ მ.ერქვანიძე ) შემოქმედებიდან

არ ვიცი ვინ ხართ, იქნებ პირადადაც იცნობთ ბატონ მალხაზს, უბრალოდ კარგი იქნება თუ ან სახელით, ან გვარით მოიხსენიებთ smile.gif ურთიერთპატივისცემა არავის გვაწყენდა smile.gif

ციტატა(კანონისტი @ Jan 21 2010, 02:55 PM) *

აი, ნახეთ და დააკვირდით მახვილების განლაგებას:

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

აუ რა საინტერესოააა smile.gif

ისე ძველ ქართულის სწორად წაკითხვა მართლა ერთ-ერთი პირველი პრობლემაა smile.gif
უბრალოდ ამის მოგვარება როგორ მოხდება არ ვიცი.. unsure.gif ალბათ სასულიერო სასწავლებლებში უნდა ისწავლებოდეს ძველი ქართული ისეთ დონეზე, რომ მედავითნისთვის ის უცხო არ იყოს smile.gif ცოტა რთული საკითხია, თან გვყავს ძველი ქართულის ამგვარი მცოდნენი? sad.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 21 2010, 05:56 PM
პოსტი #52


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნანინა
სოოფ, მე და ჩემმა ძმაკაცმა იცი რა ვქენით, სკაიპში ველაპარაკებოდით ერთმანეთს ძველქართულად : )) და ისე მივაჩვიეთ ტვინი ამ ენას, რომ უპრობლემოდ ვიგებთ.

არადა, ზოგს ის ვერ გავაგებინე, რომ ქართულად ბეჭდოს სკაიპში და რა დროს ძველი ქართულია sad.gif

და კიდევ: იცით, როგორ ეტყობა მედავითნეს, ტექსტს რომ ვერ იგებს? sad.gif ძლივს კითხულობს, ან რომც ნორმალურად წაიკითხოს, აზრს თუ ვერ აყოლებს, ხან სად ჩერდება ინტონაციისთვის და ხან სად. აბა რატომ მამაო ჩვენოზე არ მოსდით ეგრე? რა, ის არის ახალქართულზე? უბრალოდ, ის ნაცნობი ტექსტია.

მედავითნესაც არანაკლები შრომა და მომზადება სჭირდება, ვიდრე მგალობელს.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 21 2010, 06:05 PM
პოსტი #53


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანონისტი
ციტატა
საინტერესოა ძალიან, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – იტალიურ-ქართული ლექსიკონი, სადაც იტალიური სიტყვების ქართულ თარგმანს მიწერილი აქვს ქართული სიტყვების ლათინური ტრანსკრიპცია და მახვილი. და... ჰოი საოცრებავ, იმ დროინდელ ქართულში თურმე არა ბოლოდან მესამე, არამედ ბოლოდან მეორე სიტყვაზე მოდიოდა მახვილი.


არ არის გამორიცხული ასეთი მახვილი იტალიურის გავლენით იყოს, ძალიან ჰგავს იტალიურ მახვილს.
ვინ არის ამ ლექსიკონის შემდგენელი?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 21 2010, 06:05 PM
პოსტი #54


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



ციტატა
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ


მე ძალიან მოწონს კილოში წაკითხული, მაგრამ თU პირველად უსმე შეჩვევა სჭირდება , მე მგონია რომ კილოში წაკითხული მაქვს მოსმენილი და მომწონს ძალიან wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 21 2010, 06:05 PM
პოსტი #55


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



კანონისტი
ციტატა
სოოფ, მე და ჩემმა ძმაკაცმა იცი რა ვქენით, სკაიპში ველაპარაკებოდით ერთმანეთს ძველქართულად : ))

ეგ იდეა მომივიდა მეც ახლა, რომ პრაქტიკაში დასანერგად ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა ვისაუბროთ ასე biggrin.gif
ძველი ქართული უცხო ნამდვილად არ არის ჩემთვის მგონი, მაგრამ ლაპარაკს რაც შეეხება არ მიცდია biggrin.gif ნუ ერთი-ორჯერ ხუმრობით რაღაცეები წამიბოდიალია, მარა ასე მგონია არასწორად ვლაპარაკობ biggrin.gif ეხ,
ცუდია ჩვენი წინაპრების ენა რომ არ გვესმის sad.gif
ციტატა
ხან სად ჩერდება ინტონაციისთვის და ხან სად.

ამას მეც ვაქცევ ხოლმე ყურადღებას smile.gif აზრი რომ არ არის დასრულებული იქ ჩერდებიან ხოლმე ხანდახან smile.gif მაგრამ ძველი ქართული კი არა, ახალქართულად მსახურებაზე ლაპარაკობდნენ ისეთი ადამიანები, რომელთაგანაც მიკვირს sad.gif
ციტატა
მედავითნესაც არანაკლები შრომა და მომზადება სჭირდება, ვიდრე მგალობელს.

ამაზე სულ ვფიქრობ რომელი უფრო რთულია. smile.gif მედავითნეები თვლიან რომ მედავითნეობა, მგალობლები _ მგალობლობა smile.gif ღვთისმსახურება რთულია sad.gif ღვთის მსახურება



--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jan 21 2010, 06:33 PM
პოსტი #56


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ისე კილოში კითხვა საკმაოდ რთული საკითხია, მე ვერ ვერკვევი კარგად, მაგრამ როგორც ვიცი არსებობდა სპეციალური ნევმები (მგონი ბერძნებთან? unsure.gif ), რომელიც მიუთითებდა მედავითნის ინტონირებას ხო? ანუ როგორც საგალობლებში smile.gif საქართველოში იყო თუ არა ასეთი პრაქტიკა? წერილობითი? დარწმუნებით არ ვიცი და ვინც ერკვევა ამ საკითხში, იქნებ დაწეროთ?
და კიდევ, რვა ხმათა საგალობლების პრაქტიკა ხო არსებობს ეკლესიაში? smile.gif ანუ მუსიკალურად, საგალობლები, რომლებიც იცვლებიან ხმების მიხედვით smile.gifიყო თუ არა რამე მსგავსი პრაქტიკა მედავითნეებთან? unsure.gif ანუ კითხვის ინტონირების შეცვლა ხმების მიხედვით? unsure.gif
აუ რამდენი კითხვაა biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 22 2010, 02:21 AM
პოსტი #57


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



კანონისტი
ციტატა
არა, ბევრად უფრო ადრინდელი – 1629 წ.

იტალიაში თუ გამოსცეს, არ ვიცი, თორემ საქართველოში სწორედ ჯანიშინის დროს გამოიცა პირველი ნაბეჭდი წიგნი (როგორც მახსოვს).

ციტატა
აი, ნახეთ და დააკვირდით მახვილების განლაგებას:

რა უბედურებაა ტო, ისიც ვერ გავიგე, ქართულად რა წერია. IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 22 2010, 03:18 AM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ვეშაპო
ციტატა
იტალიაში თუ გამოსცეს, არ ვიცი, თორემ საქართველოში სწორედ ჯანიშინის დროს გამოიცა პირველი ნაბეჭდი წიგნი (როგორც მახსოვს).

რომში დაიბეჭდა

athos
ციტატა
არ არის გამორიცხული ასეთი მახვილი იტალიურის გავლენით იყოს, ძალიან ჰგავს იტალიურ მახვილს.
ვინ არის ამ ლექსიკონის შემდგენელი?

რაღაც მეგ მაგნაირი აზრი გამიჩნდა


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jan 22 2010, 02:12 PM
პოსტი #59


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



athos
ციტატა
არ არის გამორიცხული ასეთი მახვილი იტალიურის გავლენით იყოს, ძალიან ჰგავს იტალიურ მახვილს.
ვინ არის ამ ლექსიკონის შემდგენელი?

ბადრი
ციტატა
რაღაც მეგ მაგნაირი აზრი გამიჩნდა

მეც. მაგრამ 3 მომენტის გამო არ მგონია ეგრე:
1. მახვილი რომ იტალიურის გავლენით იყოს, მას არავინ მიუწერდა.
2. ძველქართულ ტექსტებში შემხვედრია იშვიათად მაგრამ მაინც, მინიშნება მახვილზე და ის სწორედ მაგ მარცვალზე მოდის.
3. თუ წავიკითხავთ მაგ მახვილებით, ძალიან დაემსგავსება ხევსურულ ან ფერეიდნულ კილოს.

ნანინა
ციტატა
იყო თუ არა რამე მსგავსი პრაქტიკა მედავითნეებთან?

რამდენადაც ვიცი, არ ყოფილა. არსებობდა კითხვის სხვადასხვა სტილი – გაბმული, საზეიმო, სამგლოვიარო....

ნანინა
ციტატა
ეგ იდეა მომივიდა მეც ახლა, რომ პრაქტიკაში დასანერგად ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა ვისაუბროთ ასე

tibikonaA
ციტატა
სკაიპის გარდა იქნებ სადმე ან ვინმემ ვინც იცის ძველქართულად კილოში ლაპარაკი გვასწავლოს

კეთილ : )) უკუეთუ გსურით, ჩემიცა სკაიპი უწყით, შემოვედით და ვსთქუათ ჩუენი სიტყუანი ძუელითა ენითა. : )))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 22 2010, 02:17 PM
პოსტი #60


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კითხვა დავსვი და არავინ მიპასუხე. თუ ადრე თითქმის ყველაფერი იგალობებოდა, მაშინ მედავითნეს დანიშნულება რა იყო ტქო?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი