IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ტრადიცია, კანონი, წესი, მამაკაცები ეკლესიაში
kato_Bato
პოსტი Jan 9 2010, 03:44 PM
პოსტი #1


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ერთი შესავალი:

რაც პატარა დაიბადა, ყოველ შაბათს დადის ზიარებაზე, დადის ის, დავყვებით 2 მშობელი და ერთერთმა, მე, ძლივს მოვიცალე საკუთარი სულისთვის.

მივდივარ აღსარებაზე, რომელიც კვირაში მხოლოდ 1 საღამოს აქვს ჩემს მოძღვარს და ვდგები რიგში, რომელიც დამაიმედებლად მოკლეა....

მაგრამ ვტკეპნი 1 ადგილს 3 საათის განმავლობაში, რადგან "მომიტევეთ, მაპატიეთ, უკაცრავად" და წინ მამაკაცები, მიდიან მიდიან მიდიან, არ ილევიან, ამრავლოთ უფალმა...

რომელი ტრადიციის, სწავლების მიხედვით არის ეს დაკანონებული ეკლესიაში, გასაგებია, რომ აღმატებულად ითვლება მამაკაცი ქალზე, მაგრამ რატომ არ ემთხვევა ხოლმე ხშირად ზნეობის, ეთიკის და რელიგიის საკითხები ბევრ ასპექტში ერთმანეთს?

ახლა ვისაუბროთ ამ ერთზე.

ცოდვა სწორია უფლის წინაშე, კაცისთვისაც და ქალისთვისაც სიმძიმით ხომ?

ბოდიში მამრი ვარ, გამატარეთ...

განუწყვეტლივ.
მოვდივარ მერე მე ქალი უკან, სახლში, ჩემი ცოდვების ბოხჩით და ველოდები შემდეგ კვირას, ეგება მივასწრო...


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 03:57 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მამა თეოდორე გიგნაძეს აღსარება აქვს სიით. ანუ სიაში ეწერება ხალხი, მერე ამ სიიდან თვითონ მამაო კითხულობს სახელს და მიდიხარ და ესაუბრები. ანუ არ არის ჯერ მამაკაცები და მერე ქალები...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Jan 9 2010, 04:07 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



კატო ძალიან კარგად მესმის შენი,

ჩვენთან არ ვიცი მამაკაცებს ეთიკა , ზნეობა და რელიგია კარგად აქვთ გამჯდარი როგორც ჩანს, რადგან ჩვეულებრივად რიგში დგებიან smile.gif და ზოგიერთი მათგანი ვისაც ბევრი სალაპრაკო აქვს სულ ბოლოს მიდის ხოლმე smile.gif

ერთხელ მახსოვს ასე შენსავით მომიწია "აღარ მოვიდა ჩემი ჯერი" რიგში, ხოდა უკვე ერთი ქალი აბარებს აღსარებას და მერე ჩემი ჯერია, ჩემს გვერდით ორი ბიჭი დგას და ერთ-ერთი წაიწია მისასვლელად და მეორემ უთხრა: "მოიცა სად მიდიხარო აგერ ხალხი ამდენი ხანი ელოდებაო," იმან "მერე რა ჯერ კაცები მიდიანო," მერე რაო და ხელიგ გააჩერა მიუშვი ესო, ჩემზე თქვა biggrin.gif


მეორე მქონდა ასეთი შემთხვევა ერთი კაცი აპირებდა მისვლას, ხოდა იცოდა რომ ხანგრძლივი საუბარი ელოდა წინ, და ისიც იცოდა მეც რომ ველოდებოდი, ხოდა ასე უთხრა ჩემს მოძღვარს, მამაო ჯერ ეს მოვიდესო, მე არ მეჩქარებაო biggrin.gif მოძღვარმაც გაიცინა და კაიო


ასე რომ მგონი არააა დიდი პრობლემა როცა 2 საათი ელოდები და ამ დროს 5 წუთის წინ მოვიდა მამრი, ისიც ჩადგეს რიგში smile.gif




ციტატა(აბე @ Jan 9 2010, 04:57 PM) *

მამა თეოდორე გიგნაძეს აღსარება აქვს სიით. ანუ სიაში ეწერება ხალხი, მერე ამ სიიდან თვითონ მამაო კითხულობს სახელს და მიდიხარ და ესაუბრები. ანუ არ არის ჯერ მამაკაცები და მერე ქალები...


ხო ესეც კარგია, ჩვენც ვწერთ ხოლმე სიას და ჩვენთვითონვე მივდივართ რიგირი მიხედვით, რადგან მხოლოდ მამაკაცების პრობლემაც არ არის, ზოგ მდედრსაც აქვს პრეტენზია ურიგოდ მისვლის biggrin.gif და რა ვქნათ ახლა ვიჯიკაოთ? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Jan 9 2010, 04:44 PM
პოსტი #4


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



kato_Bato
ციტატა
რომელი ტრადიციის, სწავლების მიხედვით არის ეს დაკანონებული ეკლესიაში, გასაგებია, რომ აღმატებულად ითვლება მამაკაცი ქალზე, მაგრამ რატომ არ ემთხვევა ხოლმე ხშირად ზნეობის, ეთიკის და რელიგიის საკითხები ბევრ ასპექტში ერთმანეთს?


ეს წესი ეხება ძირითადად საზიარებლად, ზეთისცხებაზე და ჯვარზე მთხვევისთვის მისვლას, ისიც იმიტომ, რომ ადრე ქალები და მამაკაცები სხვადასხვა მხრეს იდგნენ და მოწესრიგებული რომ ყოფილიყო მსახურებისას ყველაფერი.
ამჟამად, როცა არც ისე ბევრი ტაძარია, სადაც ასე სხვადასხვა მხარეს დგანან ქალები და მამაკაცები, ამ წესის შესრულება ზოგჯერ უფრო მეტ შფოთს იწვევს, მაგალითად როცა დაგვიანებული მამაკაცები მიარღვევენ ხოლმე უკვე ქალების რიგს ცისკრის ზეთისცხებაზე მისასვლელად (ისე, დაგვიანების გამო შეიძლება ცოტა თავის დამდაბლებაც და ბოლოს მისვლა)

აღსარებაზე ჯერ მამაკაცების მისვლაზე არაფერი გამიგია და საბედნიეროდ ჩვენთან ეკლესიაში არც არის მასე (ან მე ვერ ვხვდები biggrin.gif )

რაც შეეხება ზნეობას და ეთიკას, როგორ გეთანხმები ვერ წარმოიდგენ smile.gif
ორიოდე წლის წინ 3-4 საათი ვიყურყუტე ნაკურთხი წყლის რიგში (თან მაშინ საშინელი ყინვები იყო 19-ში), ღია ცის ქვეშ, კინაღამ ფეხები მიმეყინა ბეტონის იატაკს, როცა მამაკაცები მოვიდოდნენ, 5 წუთში აიღებდნენ წყალს და მიდიოდნენ.
ჰოდა, უუძლურესი ჭურჭელი ვინ გამოდის ამ შემთხვევაში biggrin.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 04:46 PM
პოსტი #5


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



მე კი 3-4 საათი სიამოვნებით ვდგავარ რიგში იმ იმედით რომ აცერთი მამაკაცი არ მეტყვის, ჯერ თქვენ მიდითო,

რადგან ცარიელ ტაძარში უკეთესად გამომდის აღსარების თქმა და თანაც ტაძრის დაცარიელებამდე სათქმელის თავმოყრას და საკუთარ ცოდვებზე დაფიქრებას ბევრად უკეთესად ვახერხებ...

ისე არაერთხელ ვყოფილვარ მამაკაცების მიერ რიგში ურიგოდ ჩაჭრით გამოწვეული ხმამაღალი უკმაყოფილების მომსწრე...
როგორც წესი გაღიზიანებას იწვევს მათი შემომატება და თან მგონი არც თუ მთლად ეთიკურია...

ამხელა ჯანიანი მამრები რომ მოხუც ქალს რიგში გადააჩოჩებენ დიდი ვერაფერი ზნეობაა... sad.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აბე
პოსტი Jan 9 2010, 04:46 PM
პოსტი #6


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



ჩემი მოძღვარიც არ არჩევს კაცებსა და ქალებს აღსარების დროს...

პირადად ჩემი აზრით, რადგანაც აღსარება არ არის ღვთისმსახურება, ამიტომ არა აქვს მნიშვნელობა ჯერ კაცები წავლენ თუ ქალები. აი ღვთისმსახურებაზე დგომა სხვა არის, მაგალითად ჯვარზე მთხვევა...
რავიცი აბა, მე ასე მგონია...


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 9 2010, 05:18 PM
პოსტი #7


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



კომპეტენტურ აზრს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ის ვიცი, რომ ერთ-ერთი სასულიერო წოდების ამაღლებისას ქალის აღსარებას აღარ იბარებს სასულიერო პირი...


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 05:28 PM
პოსტი #8


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(xokaido @ Jan 9 2010, 06:18 PM) *

ერთ-ერთი სასულიერო წოდების ამაღლებისას ქალის აღსარებას აღარ იბარებს სასულიერო პირი...

აუ ეს განმარტე რა...
რაღაც ვერ გავიგე dry.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2010, 05:53 PM
პოსტი #9


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



athos
ციტატა
აღსარებაზე ჯერ მამაკაცების მისვლაზე არაფერი გამიგია და საბედნიეროდ ჩვენთან ეკლესიაში არც არის მასე (ან მე ვერ ვხვდები )



არც მე და არც ჩვენთანაა მსგავსი. ეს არის ჯვარზე და ზიარებაზე მისვლის ტრადიციის თუ წესის ბოროტად და უზრდელად გამოყენება რელიგიის სახელით. გავბრაზდი და მეწყინა sad.gif

xokaido
ციტატა
რომ ერთ-ერთი სასულიერო წოდების ამაღლებისას ქალის აღსარებას აღარ იბარებს სასულიერო პირი...


რაო?
ვერ გავიგე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 9 2010, 06:39 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ახსარების რიგში დგომისას მამაკაცები ჯერ და შემდეგ ქალები ? ეს არ არის წესი. ანუ შენს ეკლესიაშია ალბათ ასეთი წესი. კატო.

თვითონ ჯერ კაცები და შემდეგ ქალები ეს უბრალოდ ორგანიზაციული წესრიგის გამო არის ჩემი აზრით რომ არ მიცვივდეს ხალხი, განსაკუთრებით ქართვეკი ხალხი. მამაკაცებამდე იქ კიდევ სხვა ჯგუფებიც არის თუ გავიხსენებთ, როცა ჯვარზე მთხვევაზეა რიგი...

ახსარების რიგი სხვა რიგი აბსოლიტურად, მასე კაცები არასდროს გამოილეიან და მთელი დღე რიგში ხომ არ იდგები... ჩემთანაც სიაში ჩაწერაა...

მოკლედ შენ გაქვს უფლება დაიცვა შენი და სხვა დედაკაცების უფლებები და მოითხოვი სია შენი მოძღვრიდან... smile.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 06:45 PM
პოსტი #11


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(neo @ Jan 9 2010, 07:39 PM) *

ახსარების რიგში დგომისას მამაკაცები ჯერ და შემდეგ ქალები ? ეს არ არის წესი. ანუ შენს ეკლესიაშია ალბათ ასეთი წესი.

ბათუმის ყველა ეკლესიაში რამდენადაც მე ვიცი ეგ მოქმედი წესია sad.gif
და მისი დარღვევა მხოლოდ მამაკაცის მორალურ სიმაღლეზეა დამოკიდებული.

არ ვიცი მამაო ამაზე რა აზრისაა, არასოდეს მიკითხავს, რადგან ჩემთვის როგორც უკვე აღვნიშნე ბოლოს მისვლა გაცილებით სასურველია, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა რომ მამაოს რომელიმე ურიგოდ მისული მამაკაცისათვის შენიშვნა მიეცეს...


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2010, 06:47 PM
პოსტი #12


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



neo
ციტატა
ახსარების



ღ ნეოჯან, ღ biggrin.gif


ნონა
ციტატა
ბათუმის ყველა ეკლესიაში რამდენადაც მე ვიცი ეგ მოქმედი წესია



ნენა, რა ვქნა biggrin.gif და რატომო კი მარა. კაცებს უფრო მეტი სინანული აქვთ თუ პირიქით, ძლივს სინანული აქვთ და სანამ გადაუფუქრებიათო biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 06:56 PM
პოსტი #13


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 9 2010, 07:47 PM) *
ძლივს სინანული აქვთ

ენამახვილობის ნამეტანი კაი მარცვალია biggrin.gif biggrin.gif
ჩემს ტაძარში კაცი რომ გამოჩნდება ყველა ტიპის რიგი უთავისუფლდება ისე smile.gif

სიმართლე გითხრათ მე მაინცადამაინც არ ვაპროტესტებ ამას მაგრამ ასეთ დროს უკმაყოფილო სახიანი ქალების ხილვა არაა პრობლემა mellow.gif
ყველა ჩემსნაირი მოცლილი ხომ არაა... biggrin.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2010, 06:57 PM
პოსტი #14


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ნონა
ციტატა
ჩემს ტაძარში კაცი რომ გამოჩნდება ყველა ტიპის რიგი უთავისუფლდება ისე



რა პატივია, საინტერსოა ვინ დააწესა biggrin.gif

კაიროს, გამოცხადდი პოსტზე და თქვი ერთი-ორი საშინელი პოსტი biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 9 2010, 06:59 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რაო ქალები შფოთავთ biggrin.gif biggrin.gif


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 9 2010, 07:03 PM
პოსტი #16


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



afxazi
ციტატა
რაო ქალები შფოთავთ



არ გესიამოვნა რიგის დათმობა ხო? biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Jan 9 2010, 07:12 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ძლივს სინანული აქვთ და სანამ გადაუფუქრებიათო


ეს ახლოს არის სიმართლესთან biggrin.gif


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნონა
პოსტი Jan 9 2010, 07:12 PM
პოსტი #18


მშვიდი სისოვლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,197
რეგისტრ.: 29-July 09
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 7,322



ციტატა(afxazi @ Jan 9 2010, 07:59 PM) *

რაო ქალები შფოთავთ biggrin.gif biggrin.gif

ნწუ
სიტყვას მოვაყოლე tongue.gif
ისე შემო სკაიპში თუ არ გეძნელება a075.gif


--------------------
...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 9 2010, 07:13 PM
პოსტი #19


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



მხევალი ნინო
ციტატა
არ გესიამოვნა რიგის დათმობა ხო?

ვისაც გონია, რომ მას რიგი უნდა დაუთმონ მხოლოდ იმის გამო, რომ მამაკაცია და მანდილოსანთან შედარებით ძალა ერჩის (ზოგჯერ ასეც არაა), ეს ხადია არასწორია. მამაკაცის იერარქიულად მაღლა მდგომობა პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ. ეკლესიური მოძღვრებით იერარქიულად მაღლა მდგომი მის ქვემოთ მდგომის მსახური უნდა იყოს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს, რომ ვისაც პირველობა გინდათ სხვისი მსახური იყავი. მამაკაცს სუსტი სქესის წარმომადგენლის პატრონობა და მისი გაფრთხილება ევალება და სწორედ აქედან გამომდინარეობს (უნდა გამომდინარეობდეს) მანდილოსნის მხრიდან მისი პატივისცემა და როგორც ოჯავის თავად მიჩნევა. ეს ბუნებრივად უნდა ხდებოდეს ცხადია, რაც დღეს ნაკლებად შეიმჩნევა, როცა ყველაფერი ფორმალურად და პირიქითაა შენარჩუნებული. თანამდებობის (რაც ეტიმოლოგიურად მევალეს ნიშნავს სიტყვა თანანადებიდან გამომდინარე) პირს ჰგონია რომ ყველა მას უნდა ემსახურებოდეს, სინამდვილეში კი ავიწყდება, რომ იგი უნდა იყოს ყველას მსახური.

დიაკონს მცირე რამ საქმე ევალება, მღვდელი მისი მრევლის მსახურია, ეპისკოპოსი მთლიანად ეპარქიის და პატრიარქი მთლიანად ერის.

ნუ ამით რისი თქმაც მინდა ალბათ მიხვდებით. აქედან გამომდინარე კი ჩემთვის ეს უფრო მეტად ნიშნავს სულზე ზრუნვას:

ციტატა
რაც პატარა დაიბადა, ყოველ შაბათს დადის ზიარებაზე, დადის ის, დავყვებით 2 მშობელი და ერთერთმა, მე, ძლივს მოვიცალე საკუთარი სულისთვის.

ვიდრე ის თუ რამდენჯერ ჩავაბარებთ აღსარებას ან რამდენჯერ ვეზიარებით.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xokaido
პოსტი Jan 9 2010, 07:14 PM
პოსტი #20


რ ა ჭ ვ ე ლ ი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 193
რეგისტრ.: 5-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,733



განმარტება:
არსებობს სასულიერო წოდება, როცა უკვე ქალის აღსარებას აღარ იბარებენ (სამწუხაროდ რომელ წოდებაზე ხდება ეს არ ვიცი)... რაც ნიშნავს აშკარა უპირატესობას კაცისა ქალთან მიმართებაში... ეს ერთი, მეორეც, მე როგორც მაქვს გაგებული ქალი დადგამს ფეხს ათონის მთაზე და ჩაიძირებაო ნაწინასწარმეტყველებია...
:ანტი-ფემინისტის-სმაილი: biggrin.gif


--------------------
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 01:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი