IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> წმინდათ ყოფნა, მოეთხოვება თუ არა ყველა ქრისტიანს?
Otherguy
პოსტი Nov 28 2010, 12:16 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აქ დავწერდი "წმინდანად ყოფნა"-ს, მაგრამ ეხლა ყველას ხო არ შერაცხავს ეკლესია წმინდანად... biggrin.gif მაშინ დავარქმევ "წმინდა"-ობას, როგორც ამას ადრე დონატისტები ამტკიცებდნენ...

მართალია, ბიბლია ამბობს რომ უცოდველი არავინაა და იოანეც ამბობს:

"თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში." (1 იოანე 1:8)

მაგრამ, "წმინდა"-ობა უცოდველობას არ გულისხმობს... იესოს მაგალითს არ მოვიყვან, თუმცა მისი მრისხანების(რაც ცოდვაა) მაგალითი გვახსოვს ბიბლიიდან... ავიღოთ წმინდანები, განა ისინი იყვნენ უცოდველები? მაშ რატომ არ შემიძლია ვთქვა "ვინც წმინდა არაა, ის ქრისტიანიც არაა"???

არის ცოდვები რომელიც მიტევებადია - მრისხანება და ამდაგვარები... არსებობს წამიერი სისუსტეები...

რაც შეეხება სერიოზულ ცოდვებს, განა პავლე მოციქულმა არ ჩამოთვალა ისინი ვინც ვერ მოხვდებიან სასუფეველში?

9. ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი,

10. ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს.

11. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით. (1 კორ 6:9,10,11)

პავლე მოციქული არ ამბობს - ამის მერე ჩაიდინეთ და ისევ მოგეტევებათო(თუმცა არც უარყოფს)... ის ეუბნება რომ "უკვე მოგეტევათ რადგან განიბანეთ"-ო...


და რას ამბობს ცოდვებზე ჭეშმარიტების შეცნობს მერე:

26. რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის.

27. არამედ რაღაც საზარელი მოლოდინი მსჯავრისა და მტერთა შთასანთქმელად მოგიზგიზე შურის ცეცხლი.

28. თუკი მოსეს რჯულის უარმყოფელს, ორი თუ სამი კაცის მოწმობით, უწყალოდ უსჯიან სიკვდილს,[აქ აპელაცია არ იყო, ანუ მონანიება არ არსებობდა]

29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?

30. რადგანაც ვიცნობთ ამის მთქმელს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“. ან კიდევ: „უფალი განიკითხავს თავის ხალხს“.

31. მტერი ჩავარდა ცოცხალი ღმრთის ხელში! (ებრაელთა 10:16-31)



ასევე:

12. ვინც ურჯულოდ შესცოდა, ურჯულოდვე წარწყმდება, ხოლო ვინც რჯულით სცოდა, რჯულითვე განიკითხება.

13. რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან. (რომაელთა 2:12,13)


ამით არ ვუარყოფ რომ არსებობს(შეიძლება მოხდეს) მონანიება(ოღონდ ნამდვილი), მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანი ხდება ქრისტიანი, მას შეუძლია მოინანიოს შეცდომა(რომელიც აღარ განმეორდება) და არა რეგულარული ცოდვის ჩადენა... თორემ 1-2 შეცდომა მოდის ყველას...


ამიტომ არ შეიძლება ითქვას, რომ "თუ ადამიანი წმინდანი არაა, იგი არც ქრისტიანი არაა..."???

და რატომ არის სულ ეს "ცოდვილი ვარ, რა მოხდა ბერი ხომ არ ვარ, მომიტევებს ღმერთი..." ნუთუ ყველას არ მოეთხოვება ისეთივე სიწმინდე როგორიც ჰქონდათ წმინდანებს? (ბერობაზე არ ვამბობ ოღონდ... ოჯახის ყოლა საერთოდ არაა ცოდვა რამენაირად და პირადად ჩემთვის უკეთესიც კია... აქ ვსაუბრობ წმინდანთა სულიერებაზე და ცოდვებისადმი მიდრეკილებაზე)


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jan 9 2011, 02:09 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(Otherguy @ Nov 28 2010, 12:16 AM) *


მაგრამ, "წმინდა"-ობა უცოდველობას არ გულისხმობს... იესოს მაგალითს არ მოვიყვან, თუმცა მისი მრისხანების(რაც ცოდვაა) მაგალითი გვახსოვს ბიბლიიდან... ავიღოთ წმინდანები, განა ისინი იყვნენ უცოდველები? მაშ რატომ არ შემიძლია ვთქვა "ვინც წმინდა არაა, ის ქრისტიანიც არაა"???



შენ საერთოდ არ გესმის არაფერი, და მირსხანება ვინ გითხრა რომ ცოდვაა? ან სიძულვილი ცოდვაა? და შენი პოსტებიდან და თემებიდან გამომდინარე რასაც ვხედავ და ვატყობ გულწრფელად გეტყვი ცუდად არ გამიგო ვერ აზროვნებ წესივრად და არ გესმის საერთოდ რა ხდება მართლმადიდებლობაში შეიძლება პატროლოგია და პატრისტიკა ზეპირად იცი მაგრამ ვერ იგებ სწორედ და რაგაც სიგიჟეებს და სიცოფეებს წერ და თუ შეიძლება თავი შეიკავე რა შეს თავსაც ავნებ და სხვასაც. მე ამ არასწორი გაგების მიზეზი ის მგონია რომ შენ ცივი გონებით და გაყინული გულით უყურებ ამ საკითხებს და გონებით გინდა ჩასწვდე ყველაფერს, რა თემებიც გაქ იმ საკითხებთან დაკავშირებით მხოლოდ გონებით მსჯელობ და ეს ესე არ გამოვა.

და თავს იმის თავხედობის უფლებას აძლევ რომ ესეიგი ქრისტე რო განრისხდაო შესცოდაო და თურმე ეს წმინდა მამები სულელები ყოფილიყვნენ და ვერ მიმხვდარიყვნენ და შენ გაიგე ,,ჭკვიანმა ადამიანმა" თურმე ქრისტემ შესცოდაო. რეებს ბოდავ? და ნუ გგონია ძაან ბევრი რამე იცი და შენ ჭკუაში დოგმატურ (მაცხოვრის ადამიანურ ბუნებას, და ა.შ) საკითხებს იკვლევ და აკრიტიკებ, ამას ან უვიცი ადამიანი იზავს ან ძაან თავხედი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 9 2011, 02:20 PM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



gabrieli.
შენც არ გესმის რა ხდება მართლმადიდებლობაში.
და სხვას კი გადაუარე იგივე მოტივით.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 9 2011, 10:48 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



gabrieli.

ვაუ, აი მესმის ამდენი ცოდვის ჩადენა ერთ პოსტში... smile.gif

მრისხანება ნამდვილად ცოდვაა... მაშინ იმასაც გაგახსენებ, რომ იესომ ისიც უთხრა მამას: "ამარიდე ეს სასმისი"-ო, მოდი რა, შენ ჯობია თავად გაერკვიო ბევრ რამეში... მე არ დამიბრალებია იესოზე ცოდვილობა და შენ თუ ამაზე გაამახვილე ყურადღება, მაშინ კარგად ყოფილა შენი საქმე... მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანური ბუნების გამოძახილია პირველ რიგში... იესოსთვის როგორც ადამიანისთვის იყო ეს არც ისე კარგი საქციელი, თორემ ეხლა ცოდვილობა კი არ გამოუწვევია... თორემ მას როგორც ღვთის ძეს, ჰქონდა განკითხვის და მრისხანების უფლება, ისევე როგორც მამა ღმერთს...

შენ ცოდვებს ამ პოსტში ნამდვილად არ ჩამოვთვლი, დაფიქრდი და მოინანიე...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 9 2011, 11:36 PM
პოსტი #5


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



Otherguy
იესო არის სრულყოფილი ადამიანი, მხოლოდ უცოდველი სრულიად.
ამიტომ ესე რომ წერ, არ იყო კარგი საქციელიო გეშლება მაგრად.
უნდა მეტი იკითხო და არა შენი განსჯით ილაპარაკო.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Jan 10 2011, 12:43 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Otherguy
ციტატა
იესოსთვის როგორც ადამიანისთვის იყო ეს არც ისე კარგი საქციელი

ნონსენსია ეს ძამია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 10 2011, 08:00 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



terra
ლეონტი

რა იესოს მაგალითს ჩააცივდით მერე? თემა არის სხვა რამეზე - იმაზე რომ ქრისტიანს წმინდანობა მოეთხოვება, ისე ქრისტიანი არცაა...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jan 10 2011, 11:16 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(Otherguy @ Jan 9 2011, 10:48 PM) *

gabrieli.

თორემ მას როგორც ღვთის ძეს, ჰქონდა განკითხვის და მრისხანების უფლება, ისევე როგორც მამა ღმერთს...

მოიცა ეხლა მამა ღმერთს შეუძლია მრისხანება? ან განკითხვა? და საერთონ მრისხანება და სიძულვილი არაა ცოდვა, უბრალოდ მას სწორი მიმართულება უნდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 12 2011, 01:10 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(gabrieli. @ Jan 10 2011, 11:16 PM) *

მოიცა ეხლა მამა ღმერთს შეუძლია მრისხანება? ან განკითხვა? და საერთონ მრისხანება და სიძულვილი არაა ცოდვა, უბრალოდ მას სწორი მიმართულება უნდა.


გადახედე რა ძველ აღთქმას, მრისხანების მეტი რა არის?

ისე ბავშვებსაც და ქალებსაც კარგად ახოცინებს ებრაელებს და ასე შემდეგ... სულ სხვა ტიპია ღმერთი ძველი აღთქმის...

მოდი რა თემას დავუბრუნდეთ არ შეიძლება? დაანებე მამას და ძეს თავი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jan 12 2011, 07:17 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(Otherguy @ Jan 12 2011, 01:10 AM) *

გადახედე რა ძველ აღთქმას, მრისხანების მეტი რა არის?

ისე ბავშვებსაც და ქალებსაც კარგად ახოცინებს ებრაელებს და ასე შემდეგ... სულ სხვა ტიპია ღმერთი ძველი აღთქმის...

მოდი რა თემას დავუბრუნდეთ არ შეიძლება? დაანებე მამას და ძეს თავი...

აი ხედავ? წადი წადი დამასკელი წაიკითხე და მერე ილაპარაკე ძველ აღთქმაზე და წმინდანათ ყოფნაზე, თორე ხო ხედავ ეხლა რაგაცა ჭვარტლობებს და სისულელეებს ლაპარაკობ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Jan 13 2011, 01:40 AM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Otherguy @ Jan 10 2011, 08:00 PM) *

terra
ლეონტი

რა იესოს მაგალითს ჩააცივდით მერე? თემა არის სხვა რამეზე - იმაზე რომ ქრისტიანს წმინდანობა მოეთხოვება, ისე ქრისტიანი არცაა...

Otherguy

საინტერესო თემაა და ალბათ ერთერთი აქტუალურიც კი ჩვენს დროში.
ვეთანხმები შენს აზრს იმაში, რომ ნებისმიერი ქრისტიანი წმინდანი თუ არაა, არც ქრისტიანი არაა. სიწმინდისა და სისუფთავის დაცვა ცხოვრების ყველა სფეროშია აუცილებელი მორწმუნე ქრისტიანისთვის! გავიხსენოთ ძველი დრო... ისრაელებს ხშირად ეძლეოდათ შეხსენებები ღვთის წინასწარმეტყველი მამაკაცების მეშვეობით, რომ მათი ღმერთი წმინდაა, ანუ სუფთა და სპეტაკი. ამიტომ წმინდა ღმერთის მსახურებიც წმინდები უნდა ყოფილიყვნენ(ლევიანების 11:44, 45 ). ის ადმაიანები, რომელბიც თავის თავს ღვთის მორწმუნედ მიიჩნევენ, წმინდები უნდა იყვნენ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. ისრაელი წინასწარმეტყველი მამაკაცების მსგავსად, მორწმუნე ებრაელი მამაკაცები, რომლებიც ღვთის გამოგზავნილი მესიის მიმდევრები გახდნენ, მსგავსადვე შეახსენებდნენ I საუკუნის ქრისტიანებს რომ წმინდები ყოფილიყვნენ. მაგალითად, პეტრე მოციქული თავისი პირველი წერილის პირველ თავში ამბობს: "წმიდა იყოს თქვენი ყოველი ქცევა, როგორც წმიდაა თქვენი მხმობელი. ვინაიდან დაწერილია: წმიდანი იყავით, რადგანაც მე წმიდა ვარ".



gabrieli.

რატომ მასე უხეშად? არ შეგიძლია პოსტებს ცოტა სიყვარული რომ დაურთო? გახსოვდეს იესოს სიტყვები: "თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ". თუ რაიმეში არ ეთანხმები, შენი აზრი გამოთქვი და დაუსაბუთე წმინდა წერილით. ან კიდევ, სთხოვე თავისი მოსაზრების საფუძველი გაგიზიაროს. მასეთი დამოკიდებულებით ვერ გამოავლენ ქრისტიანულ თვისებებს, რაც ქრისტიანის ამოსაცნობი ნიშანია...

პ.ს.
Otherguy


ციტატა
იესოს მაგალითს არ მოვიყვან, თუმცა მისი მრისხანების(რაც ცოდვაა)


თვითონ მრისხანება არაა ცოდვა, ანუ რისხვის გამოვლენა არაა ცოდვა. მთავარი ისაა რომ განრისხებისას ადმაიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს. იესო განრისხდა მაგრამ რისხვისას, ცოდვა არ ჩაუდენია. ბიბლიურ ისტორიას თუ გადახედავ, ნახავ რომ ღვთის მორწმუნე ადამიანები, როგორებიც იყვნენ მოსე და მისთანები, რისხდებოდნენ მაგრამ განრისხებას ღმერთი ცოდვად არ მიიჩნევდა. იესო გამონაკლისს არ წარმოადგენს ვინც წმინდა იყო და რისხდებოდა. იესოს გამომგზავნელი ღმერთი, ხშირად რისხდებოდა ხოლმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რისხვის გამოვლენით ცოდვას ჩადიოდა. - მეორე ნეშტთა 24:18; გამოსვლა 32:9-12


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 13 2011, 04:43 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



gabrieli.

ნუ მასწავლი დამასკელსაც და ძველ აღთქმასაც თუ შეიძლება რა... და ოდნავად მაინც რომ გამოხატო რომ ქრისტიანი ხარ კარგი იქნება, ეს რა ღვარძლი იგრძნობა შენს პოსტებში რა უბედურებაა?

მშვენივრად ვიცი ძველი აღთქმის სიმკაცრე და უსამართლობები... მაგრამ თემა ამაზე არ ყოფილა, ეტყობა გულზე მოგვხვდა ეს წმინდანობა... რა იყო "ბერი ხომ არ ვარ" სინდრომი სუფევს???

■გიორგი■

რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები! smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jan 13 2011, 03:03 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(Otherguy @ Jan 13 2011, 04:43 AM) *

gabrieli.

ნუ მასწავლი დამასკელსაც და ძველ აღთქმასაც თუ შეიძლება რა... და ოდნავად მაინც რომ გამოხატო რომ ქრისტიანი ხარ კარგი იქნება, ეს რა ღვარძლი იგრძნობა შენს პოსტებში რა უბედურებაა?

მშვენივრად ვიცი ძველი აღთქმის სიმკაცრე და უსამართლობები... მაგრამ თემა ამაზე არ ყოფილა, ეტყობა გულზე მოგვხვდა ეს წმინდანობა... რა იყო "ბერი ხომ არ ვარ" სინდრომი სუფევს???

■გიორგი■

რაც დაწერე ყველაფერში გეთანხმები! smile.gif

წმინდანობა კი არ მომხვდა გულზე, რაგაც არა მართლმადიდებლურ რაგაცეებს წერ რომლებიც არ ეთანხმება მართლმადიდებლურ დოგმატებს გაიმიგე რაში არის საქმე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 13 2011, 03:39 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(gabrieli. @ Jan 13 2011, 03:03 PM) *

წმინდანობა კი არ მომხვდა გულზე, რაგაც არა მართლმადიდებლურ რაგაცეებს წერ რომლებიც არ ეთანხმება მართლმადიდებლურ დოგმატებს გაიმიგე რაში არის საქმე?


ჰოდა დაანებე ქრისტეს უცოდველობას თავი... თემის ირგვლივ ისაუბრებ ბოლოსდაბოლოს?

და ძველი აღთქმის სისასტიკეებზე ნუ მალაპარაკებ, არაა ეს თემა ამაზე...

მე არ მაინტერესებს რა რას ეთანხმება, ვწერ იმას რასაც ვფიქრობ ბიბლიაზე და ისტორიაზე დაყრდნობით...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2011, 03:45 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



gabrieli.
Otherguy

ჩხუბის გარეშე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Jan 13 2011, 04:27 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



ციტატა(Otherguy @ Jan 13 2011, 03:39 PM) *

ჰოდა დაანებე ქრისტეს უცოდველობას თავი... თემის ირგვლივ ისაუბრებ ბოლოსდაბოლოს?

და ძველი აღთქმის სისასტიკეებზე ნუ მალაპარაკებ, არაა ეს თემა ამაზე...

მე არ მაინტერესებს რა რას ეთანხმება, ვწერ იმას რასაც ვფიქრობ ბიბლიაზე და ისტორიაზე დაყრდნობით...

ხოდა შენ აქ რასაც ფიქრობ ეგრე არაა გამიგე? შენ რო ფიქრობ ეგ არ გვაინტერესებს, და არც ამ თემასთან (წმინდანათ ყოფნასთან) დაკავშირებით გვაინტერესებს შენი ნაფიქრალი, ჩვენ გვაინტრესებს წმინდა მამების აზრი, და იცი რატომ? შენ და მე რომ ვისაუბროთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს გონებაზე დაყრდნობით ძალიან ბევრი შეგვეშლება და არამართლმადიდებლურს ვიტყვით.

თუ მოიყვან წმინდა მამების ციტატებს, ან უბრალოდ ღვთისმეტყველების აზრებს რაც იქნება ჯანსაღი და მართლმადიდებლური დიდი სიამოვნებით მოვისმენ, მაგრამ შენი ჩემი და სხვა ჩვენნაირი ადამიანების აზრები რო დაიწეროს აქ ბევრი რამე შეგვეშლება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 13 2011, 05:28 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



gabrieli.

პირველ რიგში კარგი იქნება თუ დამოკიდებულებას შეცვლი და ცოტა ქრისტიანულად მიმართავ ადამიანებს...

მეორეც, არამგონია ვინმემ ბიბლიაზე მეტი თქვას ამ საკითხზე... თანაც ის თუ წმინდანი ამბობს თავმდაბლობით რომ ცოდვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირი გაგებით ცოდვილია... წმინდანობა გულისხმობს უმეტესწილად - დიდი დოზით უცოდველობას და ეხლა თუ ამბობს, რომ "ცოდვა არ უნდა ჩავიდინოთ" ესეგი ნიშნავს იმას, რომ იგივე აზრს იზიარებს რასაც მე...

ეხლა ბიბლიას მივხედოთ, ნახე:

იოანე მოციქული:

1 ეპისტოლე თავი 3:

4. ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება.

5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.

6. არცერთ მათგანს, ვინც მკვიდრობს მასში, არ შეუცოდავს: არცერთ შემცოდეს არ უხილავს და არ შეუცვნია იგი.

7. შვილებო, ნურავინ გაცთუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.

8. ცოდვის ჩამდენი ეშმაკისაგან არის, რადგანაც დასაბამიდან ეშმაკი სცოდავს; მიტომაც მოგვევლინა ძე ღვთისა, რომ დაერღვია ეშმაკის საქმენი.

9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.

10. ამით იცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ვინც არ იქმს სიმართლეს და ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, ღვთისაგან არ არის იგი.

ანუ განყოფს - ვინც სცოდავს არის ეშმაკის შვილი...

ასევე თავი 5:

2. იმით შევიცნობთ, რომ გვიყვარს ღვთის შვილნი, თუ გვიყვარს ღმერთი და ვიმარხავთ მის მცნებებს.

3. ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიმარხავდეთ მის მცნებებს; მისი მცნებები კი მძიმე როდია.

4. რადგანაც ყველა, ვინც ღვთისაგან არის შობილი, სძლევს ამ ქვეყანას; და ეს არის ძლევა, ქვეყნის მძლეველი: ჩვენი რწმენა.

18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

ნუ დამატებით შეგიძლია პავლე მოციქულის სიტყვებსაც გადახედო, ჩემ ხელმოწერაში რომ სწერია...


პ.ს. შენიშვნა - 1-2 შეცდომა ყველას შეუძლია მოუვიდეს, ამაზე არაა აქ საუბარი... და ეხლა არ მითხრა ამას წმინდა მამები სხვანაირად განმარტავენო... smile.gif

აფხაზს ვთხოვ დადოს ამ თავის პატრისტული განმარტება... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2011, 05:57 PM
პოსტი #18


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



რაღაცა ვერ გავიგე რაზე კამათობთ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jan 13 2011, 07:36 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



afxazi

მოკლედ ესაა ჩემი აზრი - "ვინც წმინდანი არაა, ის არც ქრისტიანია..."

და აქ საუბარი არა კანონიზირებულ წმინდანობაზე... საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანს მოეთხოვება 99% უცოდველობა, ნუ ეხლა მცირე შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული... და ასევე თავისი რწმენის(თეოლოგიის და ისტორიის) კარგი ცოდნა - თუმცა ამაზე ამ თემაში არ ვისაუბროთ...

ჰოდა მოციქულები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ - "რწმენა საქმის გარეშე მკვდარია", რომ "ვინც ცოდვას სჩადის ის ეშმაკისგანაა და არა ღმერთისგან" - ანუ ქრისტიანი არაა...

რაც შეეხება მოციქულის სიტყვებს: "თუ ვამბობთ რომ ცოდვა არ გვაქვს - ტყუილი იქნება"-ო, აქ არ იგულისხმება ის, რომ მოციქულები:

ქალებში დადიოდნენ, კლავდნენ, იპარავდნენ, ყაჩაღობდნენ, აბუჩად იგდებდნენ ვინმეს ან ბილწსიტყვაობდნენ...

მოციქული მანდ მიზერულ ცოდვებს გულისხმობდა და მცირედ შეცდომებს... რომელიც უფრო ადამიანური ბუნების დამახასიათებელი უფროა ვიდრე სერიოზული ცოდვილობის...





--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Jan 13 2011, 11:24 PM
პოსტი #20


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ქრისტიანს მოეთხოვება ცოდვებთან ბრძოლა, საღვთო სიყვარულში გამყარება. ცოდვების შენდობა კი შემოქმედის წყალობით ხდება. ავადმყოფმა შეუძლებელია საკუტარი ძალით შეძლოს სნეულების მოცილება, მას აუცილებლად მკურნალი ჭირდება. ცოდვა სულიერი სნეულებაა და ის ისე შეეზარდა ადამიანურ ბუნებას (ცოდვა ბუნების გარეგანი მოვლენაა. აქ როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ რადგან ქრისტემ სრული ადამიანური ბუნება მიიღო, მას აუცილებლად ცოდვაც უნდა მიეღო. ეს აბსურდია, რადგან, როგორც ითქვა, ცოდვა არაა ადამიანური ბუნებისა. ქრისტემ მიიღო ადამიანური ბუნება, ცოდვის შედეგები და არა ცოდვა), რომ საკუთარი ძალით შეუძლებელია მისგან გათავისუფლება. დიახ ქრისტიანს მოეთხოვება თავის დაცვა ცოდვისაგან, მაგრამ მისგან გათავისუფლება უფლის დახმარების გარეშე ყოვლად შეუძლებელია.

თუკი წმინდანი ამბობს, რომ ის ცოდვილია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იტყუება (ეს აბსურდია), ვინაიდან რაც უფრო მაღლა მყოფობს ადმაიანი განღმრთობის გზაზე, ის უკეთ ხედავს საკუტარ თავს, უკეთ იხედება საკუტარ თავში გრძნობს დაცემული ადმაიანური ბუნების სისუსტეებს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის ამპარტავნება (და მისგან წარმომდგარი სხვა სნეულებანი) (რამაც დასცა კდიეც ანგელოზი) და მისგან თავის დაცვა მთელი ცხოვრების მანძილე თან სდევს ქრისტიან ადამიანს.

სახარების ზემორე მუხლები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს ცოდვის პოტენციური შესაძლებლობა შეუძლია მოისპოს საკუთარი თავიდან. ვიდრე ის სხეულში იმყოფება ყოველთვის არსებობს დაცემის შესაძლებლობა. აქ საუბარია იამზე, რომ ვინც ქრისტეში იშვება ის დაუღალავად უნდა ებრძოდეს ცოდვას და თანდათან უნდა ასუსტებდეს მას, რომ ბოლოს უსათუოდ უფლის წყალობით უცოდველმა მიიღოს სასუფევლის სიკეთენი.

ადამიანის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. სწორედ ისაა მტავარი, რომ სანამ დედამიწაზე მყოფობს ადმაიანი, მას შეუჩერებელი ბრძოლა უნდა ქონდეს ცოდვასთან. ის უნდა ხვდებოდეს, რომ სნეულია, ის ამას უნდა აღიარებდეს. დაცემის შემდეგ ადამიანი მართლაც დაჭრილია და მას საკუთარი ძალით არ შეუძლია განკურნება. მეფასლმუნე ამბობს, რომ შეუძლებელია ამქვეყნად იცხოვროს ადამიანმა და არ სცოდოს.

ის, რომ ადამიანმა ელემენტარული უნდა დაიცვას, ამაზე აღარაა საუბარი.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 06:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი