ეგვიპტე, ისტორია, მითები და საიდუმლოებანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეგვიპტე, ისტორია, მითები და საიდუმლოებანი |
tamara |
Mar 2 2008, 07:49 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ჯერ ფარაონთა სია
(მომაწოდა რატი იოანათამიშვილმა) ძველი ეგვიპტის ფარაონები წინადინასტიური ეგვიპტე ძვ.წ.~3500-3230 ქვემო (ჩრდილოეთ) ეგვიპტის სამეფო პუ სეკა ხაიუ ტიუ ჩეში ნიხები უაჯანეჯი მეხი ზემო (სამხრეთ) ეგვიპტის სამეფო სელკი (მორიელი) კა ნარმერი (ჰორ-სომი) ზემო და ქვემო ეგვიპტის ფარაონები I დინასტია ძვ.წ. 3249-3043 ჰორ-აჰა (მენესი) 3239-3209 იტი (ატოტისი) 3209-3182 ჯერი (სეთჰი) 3182-3151 ჯეთა (უაჯი) 3151-3124 უდიმუ 3124-3104 მერპებია 3104-3078 სემერხეტი 3078-3069 კაა 3069-3043 II დინასტია ძვ.წ. 3043-2742 ხეტეპ-სეხემუი 3043-3006 ნუბნეფერი (რა-ნები) 3006-2967 ნინეჯერი 2967-2920 პერიბრუნი (სეხემიბი) 2920-2903 სენეჯი 2903-2862 აკა (ნეტერკა) 2862-2844 ნეფერხერესი 2844-2819 ხა-ხესემი 2819-2772 ხა-სხემუი 2772-2742 III დინასტია ძვ.წ. 2742-2668 (საფეხურებიანი პირამიდების ეპოქა) სანეხეტი (ნებკა) 2742-2723 ჯოსერი 2723-2704 სეხემხეტი 2704-2698 ხა-ბა 2698-2692 ჰუნი 2692-2668 IV დინასტია ძვ.წ. 2668-2549 (დიდი პირამიდების ეპოქა) სნოფრუ 2668-2644 ხუფუ (ხეოფსი) 2644-2621 ჯედეფრი (რაჯედეფი) 2621-2613 ხაფრა (ხეფრენი) 2613-2588 ბაუფერა 2588-2583 მენკაურა (მიკერინი) 2583-2555 შეფსესკაფი 2555-2551 დედეპტაჰი 2551-2549 V დინასტია ძვ.წ. 2549-2424 უსერკაფი 2549-2542 სახურა 2542-2528 ნეფერირკარა 2528-2518 შეფრესკარა 2518-2511 ნეფერაფრა 2511-2504 ნიუსერრა 2504-2501 მენკაუჰარა 2501-2493 ჯედკარა 2493-2454 უნისი 2454-2424 VII დინასტია ძვ.წ. 2250-2232 ნეფერკარა I 2250-2248 ნეფერკარა-ნები 2248-2246 ჯედკარა-შემაი 2246-2244 ნეფერკარა-ხენდუ 2244-2242 მერენჰორი 2242-2240 ნეფერკამინი 2240-2238 ნიკარა 2238-2236 ნეფერკარა-ტერერუ 2236-2234 მეფერკაჰორი 2234-2232 VIII დინასტია ძვ.წ. 2232-2219 უაჯიკარა 2232-2228 ნეფერკამინანუ 2228-2226 კაკარე-იბი 2226-2222 ნეფერკარა II 2222-2221 ნეფერკაუჰორი 2221-2220 ნეფერიკარა 2220-2219 IX დინასტია ძვ.წ. ~2220-2130 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები) ახტოი I 2220-2200 ნეფერკარა III 2200-2190 ახტოი II 2190-2170 სეტუტი (სუნ-ხა) 2170-2160 ახტოი III 2160-2145 მერი 2145-2140 შედი 2140-2135 უსერი 2135-2130 X დინასტია ძვ.წ. 2130-2040 (ჰერაკლიოპოლისელი ფარაონები) მერიხატორი 2130-2120 ნეფერკარა IV 2120-2115 ახტოი IV (უაკარა) 2115-2070 მერიკარა 2070-2050 უცნობი ფარაონი 2050-2040 XI დინასტია ძვ.წ. 2061-1991 (2133-2061 თებეს ნომარქები, 2061-დან ეგვიპტის კვლავ გამაერთიანებლები) მენტუხეტეპ I 2133-2118 ინტეფ I (სეხერ-ტაფი) 2133-2117 ინტეფ II (უან-ანხი) 2117-2069 ინტეფ III (ნეხეტ-ნეფური) 2069-2061 მენტუხეტეპ II 2061-2009 მენტუხეტეპ III 2009-1998 მენტუხეტეპ IV 1998-1991 XII დინასტია ძვ.წ. 1991-1786 ამონემხატ I 1991-1962 სენუსერტ I 1962-1928 ამონემხატ II 1928-1896 სენუსერტ II 1896-1878 სენუსერტ III 1878-1842 ამონემხატ III 1842-1797 ამონემხატ IV 1797-1789 ნეფრუსებეკი (ქალ-ფარაონი) 1789-1786 XIII დინასტია ძვ.წ. 1786-1633 სებეკხოტეპ I 1786-1781 სენბუეტი (ამონემხატ V) 1781-1778 სეხეტეპიბრა (ამონემხატ VI) 1778-1777 სანხიბრი 1777-1776 ხეტეპიბრი 1776-1775 სებეკხოტეპ II 1775-1774 რანსენები 1774-1773 ჰორი (აუიბრა) 1773-1772 სეჯეფაკარა (ამონემხატ VII) 1772-1771 ხუტაუირა 1771-1769 სენეფერიბრა (სენუსერტ IV) 1769-1768 ხენჯერი 1768-1764 სემენხარა 1764-1761 სებეკმესაფ I 1761-1754 სებეკხოტეპ III 1754-1751 ნეფერხოტეპ I 1751-1740 სებეკხოტეპ IV 1740-1732 სებეკხოტეპ V 1732-1725 ნეფერხოტეპ II 1725-1715 სებეკხოტეპ VI 1715-1711 ნეფერხოტეპ III 1711-1706 უახიბრა 1706-1696 მერნეფერრა 1696-1673 მერხეტეპრა 1673-1671 ჯედნეფერა (დედიმოს I) 1671-1660 ჯედხეტეფერა (დედიმოს II) 1660-1655 სენებმი 1655-1650 მერშეპსეფ-ინი (მენტუხეტეპ V) 1650-1645 მენტუნმსაფი 1645-1640 სენააიბი (მენკაურა) 1640-1633 XIV დინასტია ძვ.წ. ~1770-1603 (მართავდა ქვეყნის ნაწილს) ხატირა 1770-1765 ნებხაურა 1765-1760 სეხებრა 1760-1755 მერჯეფრა 1755-1750 სავაჯკარა 1750-1745 ნებჯეკარა 1745-1740 უბნერა 1740-1735 უცნობი ფარაონი 1735-1730 აუიბრა 1730-1725 ხერიბრა 1725-1720 ნებსენრა 1720-1715 უცნობი ფარაონი 1715-1710 სეხეპერენრა 1710-1705 ჯედხერურა 1705-1700 სანხიბრა 1700-1695 ნეფერტემრა 1695-1690 სეხემრა 1690-1685 კაკემურრა 1685-1680 ნეფერიბრა 1680-1675 ორი უცნობი ფარაონი 1675-1670 ანხკარა 1670-1665 სემენრა 1665-1660 13 უცნობი ფარაონი 1660-1640 შეფერრა 1640-1635 მენრა 1635-1630 ჯედკარა 1630-1625 13 უცნობი ფარაონი 1625-1615 ხეპუ 1615-1610 ნებენნატი 1610-1605 ბებნემი 1605-1603 XV დინასტია ძვ.წ.1674-1567 (ეგვიპტის დამპყრობელ ჰიქსოსთა დინასტია) სალათისი (შალიკი) 1674-1659 შეში (მაიებერა) 1659-1645 იაკუბხერი 1645-1637 ხიანი 1637-1617 აპოპი I (აუსერრა) 1617-1595 აპოპი II 1595-1576 ხამუდუ 1576-1567 XVI დინასტია ძვ.წ. ~1650-1565 (ეფემერული დინასტია, მმართველობდა ეგვიპტის მცირე ნაწილზე) ნუბუსერი 1650-1630 იაკბოამი 1630-1615 ვადჯედი 1615-1600 იაკბაალი 1600-1585 ნუბანხერი 1585-1575 ანატხერი 1575-1570 ხაუსერი 1570-1565 XVII დინასტია ძვ.წ.1665-1567 (თებეს ნომარქთა დინასტია) ინტეფ IV (რეხოტეპი) 1665-1660 ინტეფ V 1660-1658 სებეკმესაფ II 1658-1642 ჯეხუტი 1642-1641 მენტუხეტეპ VI 1641-1640 ნებირირად I 1640-1622 ნებირირად II 1622-1621 სემენმეჯატრი 1621-1620 სენუსერტ V 1620-1608 სებეკმესაფ III 1608-1599 ინტეფ VI (სეხემრა) 1599-1594 ინტეფ VII 1594-1593 სენახტენრა 1593-1592 სეკენენრა-ტაა I 1592-1588 სეკენენრა-ტაა II 1588-1573 კა-მესუ 1573-1567 XVIII დინასტია ძვ.წ.1567-1319 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება) იაჰმეს I 1567-1546 ამონჰეტეპ I 1546-1526 თუტმოს I 1526-1513 თუტმოს II 1513-1496 ხატშეპსუტი (ქალ-ფარაონი) 1496-1474 თუტმოს III 1474-1442 ამონჰეტეპ II 1442-1416 თუტმოს IV 1416-1408 ამონჰეტეპ III 1408-1372 ეხნატონი (ამონჰეტეპ IV) 1372-1356 სემენხკარა 1356-1354 ტუტანხამონი 1354-1345 ეიე 1345-1342 ხორემხები 1342-1319 XIX დინასტია ძვ.წ.1319-1206 რამსეს I 1319-1318 სეტი I 1318-1304 რამსეს II დიდი 1304-1237 მერნეპტაჰი 1237-1223 სეტი II 1223-1213 ამონ-მესესი 1213-1212 სეპტაჰი 1212-1207 ტაუსერტი 1207-1206 XX დინასტია ძვ.წ.1206-1070 სეტნახტი 1206-1204 რამსეს III 1204-1172 რამსეს IV 1172-1162 რამსეს V 1162-1156 რამსეს VI 1156-1139 რამსეს VII 1139-1133 რამსეს VIII 1133-1127 რამსეს IX 1127-1109 რამსეს X 1109-1099 რამსეს XI 1099-1070 XXI დინასტია ძვ.წ.1070-947 სემენდესი 1070-1044 ხერიხორი [ფაქტ.მმართ.თებეში] 1070-1050 ამენემნისუ 1044-1039 პსუსენ I 1039-993 ამენემიპეტი 993-978 საამონი 978-960 პსუსენ II 960-947 XXII დინასტია ძვ.წ.945-715 (ლიბიური დინასტია) შეშონკ I 947-924 ოსორკონ I 924-891 შეშონკ II 891-889 ტაკელოტ I 889-874 ოსორკონ II 874-849 ტაკელოტ II 849-823 შეშონკ III 823-773 პამი 773-767 შეშონკ V 767-730 ოსორკონ IV 730-715 XXIII დინასტია ძვ.წ.818-715 (მართავდა ქვეყნის ნაწილს) პეტუმბასტი 818-793 იუპუტ I 793-783 შეშონკ IV 783-777 ოსორკონ III 777-749 ტაკელოტ III 749-734 რუდამონი 734-731 იუპუტ II 731-720 შეშონკ VI 720-715 XXIV დინასტია ძვ.წ.725-711 (მართავდა ქვეყნის ნაწილს) ტეფნახტი 725-718 ბოკქორისი 718-711 XXV დინასტია ძვ.წ.751-656 (ნუბიური დინასტია) პიანხი 751-716 შაბაკა 716-695 შებიტკუ 695-689 ტახარკა 689-664 ტანუტამონი 664-656 XXVI დინასტია ძვ.წ.672-525 (ეგვიპტის კვლავ გაერთიანება) ნეხო I 672-664 პასმტიხ I 664-611 ნეხო II 611-595 პსამტიხ II 595-589 ხოფრა (აპრისი) 589-568 იაჰმეს II (ამასისი) 568-526 პსამტიხ III 526-525 XXVII დინასტია ძვ.წ.525-404 და 343-332 (ირანელი აქემენიდების სატრაპები) არიანდი 525-510 ფერენდატ I 510-485 აქემენი 485-456 მეგაბიზე 456-449 არშამა 449-410 ჰიდარნე 410-404 . . . ფერენდატ II 343-336 სავაკე 336-333 მაზაკე 333-332 XXVIII დინასტია ძვ.წ.404-399 ამირთეი 404-399 XXIX დინასტია ძვ.წ.399-379 ნეფერიტ I 399-393 პსამუტი 393-392 ახორისი 392-380 ნეფერიტ II 380-379 XXX დინასტია ძვ.წ.379-343 ნეკტანებ I 379-362 ჯეხორი (ტახი) 362-360 ნეკტანებ II 360-343 332 - დაიპყრო ალექსანდრე მაკედონელმა ელინისტური ეგვიპტე XXXI დინასტია ძვ.წ.332-323 (ეგვიპტის მაკედონელი სატრაპები) კლეომენე 332-323 პერდიკა 323-321 XXXII დინასტია ძვ.წ.321-30 (პტოლემაიოსთა დინასტია) პტოლემაიოს I სოტერი 321-283 პტოლემაიოს II ფილადელფოსი 283-246 პტოლემაიოს III ევერგეტი 246-222 პტოლემაიოს IV ფილოპატორი 222-205 პტოლემაიოს V ეპიფანე 205-181 პტოლემაიოს VI ფილოპატორი 181-145 პტოლემაიოს VII ნეოს ფილოპატორი 145-144 პტოლემაიოს VIII ფისკონი 144-116 პტოლემაიოს IX სოტერი 116-107, 88-81 პტოლემაიოს X ალექსანდრე 107-88 პტოლემაიოს XI ავლეტი 81-80 პტოლემაიოს XII სოტერი 80-58, 56-51 ბერენიკე (ქალ-ფარაონი) 58-57 არქელაოსი 57-56 პტოლემაიოს XIII დიონისე 51-47 კლეოპატრა (ქალ-ფარაონი) 47-30 30-დან რომის პროვინცია |
tamara |
Mar 2 2008, 08:44 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ეგვიპტეს ისტორიული რუქები
წინადინასტიური ეგვიპტს რუქა - Egypt in the Predynastic Periods (about 4400 - 3000 BC) ეგვიპტის უძველესი ქალაქები -ზემო ეგვიპტე Upper Egypt about 4400 - 3000 BC (underlined site names indicate places covered in Digital Egypt for Universities) Early Egypt Lower Egypt http://www.digitalegypt.ucl.ac.uk//chronology/index.html http://www.egyptology.ru/map.htm ამ რუქაზე ნილოსის სანაპირო და მთელი ეგვიპტე პირობითად დაყოფილია სამ ნაწილად - ზემო -შუა და ქვემო(დელტა) ეგვიპტედ. ზემო ეგვიპტეს ისტორიული ქალაქები რუქა შუა ეგვიპტე და ქვემო ეგვიპტე-დელტა რა თქმა უნდა თითოეულ მათგანზე საუბარი შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება ყველაზე ცნობილ ძველ ეგვიპტურ ქალაქებზე ბევრი საინტერესო მასალის დადება. |
tamuna m |
Mar 2 2008, 10:04 PM
პოსტი
#3
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
გაიხარე თამარ!
ძალიან კარგი თემაა! ისე, თავხედობაში არ ჩამომათვათ და ხომ არ ჯობია, რომ უკვე ცალკე თემა გაიხსნას "მსოფლიო ისტორია" მსოფლიო მუზეუმები... ეგვპტე... და ა.შ საკმაოდ დაგროვდა თემები. საქართვლოს ისტორიაში უცნაურად ჟღერს... არ მეთანხმებით? მაპატიეთ, თუ ზედმეტი მომივიდა! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamara |
Mar 2 2008, 11:56 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ეს მარინესთან....
ხეოფსის პირამიდის სქემა- #1 ოფიციალური შესასვლელია პირამიდაში, ხოლო #2 ალ-მამუნის მიერ გათხრილი შესასვლელია - ის მძარცველებმა გათხარეს -820 წელს ჩვ წ-აღ-ით ხალიფმა ალ-მამუნმა ბრძანება გასცა ჩრდილოეთ მხარეს გაეთხარათ პირამიდაში შესასვლელი -, რადგან მთავარი შესასვლელი არ ჩანდა და ხალიფმა იცოდე რომ ის ჩრდილოეთ მხარეს უნდა ყოფილიყო. ამიტომ მან გადაწყვიდა გაეთხარათ ბრმად გვირაბი - შესასვლელი ააფეთქეს დენთით. ეს წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა - ალ-მამუნის შესასვლელი შიგნით შეუერთდა ოფიციალურ შესასვლელ, რომელსაც ფარაონის საგანძურთან მიდიოდა. http://www.goldentime.ru/hrs_cat_hufu.htm |
tamara |
Mar 3 2008, 12:16 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
კარნაკის კომლექსი ერთ ერთი ყველაზე გრანდიოზულია ეგვიპტეში - მისი მშენებლობა მიმდინარეობდა მრავალი ფარაონის მიერ და საერთო ჯამში 1500 წელი. ეგვიპტელები მას უწოდებდნენ "იპეტ სუტს" - რაც ნიშნავს - უმშვენიერესი ადგილთა შორის.
განსაკუთრებით იყო იგი აყვავების ხანაში 1550-1069 წლებში ჩვ წ-ა-ღმდე. თებესთან ერთდა იგი წარმოადგენდა საკულტო-ადმინისტრაციულ ცენტრს და სამეფო რეზიდენციის ადგილს. კარნაკში იყო უძვირფასესი საგანძური და თავისი მრავალრიცხოვანი არქიტექტურული ნაგებობებით წარმოადგენდა მუზეომს ცის ქვეშ. კარნაკი შედგებოდა სამი დიდი ტაძარული კომპლექსისაგან - 1) ამონის ტაძრული კომლექსი - ეს იყო თებური სამების თაყვანისცემის ცენტრი - ამონის, მუტის და ჰონსუს სამება. 2) სამხრეთში მდებარეობდა მუტის სატაძრო კომპლექსი, რომელიც შეერთებული იყო მთავარ ამონის კომლექსთან სფინქსების ხეივანით 3) ჩრდილოეთით მდებარეობდა თებური ღვთაების მონტუს ტაძარი. კარნაკის ძირითადი ნაწილი აგებული იყო დედოფალ ხაჩეფსუტის, სეტი I, რამსესII და თუთმოს III-ის დროს. თუმცა ამონის ტაძარი აგებული იყო უძველესი დროიდან. (1900 წელი ჩვ წ-აღმდე) - მოგვიანებით კი ზემოჩამოთვლილმა ფარაონებმა ის გააფართოვეს და გაამდიდრეს - კარნაკის მშენებლობა გრძელდებოდა რომაელების მოსვლამდეც. |
tamara |
Mar 3 2008, 08:30 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ახლა ორიოდე სიტყვით პირველი სატაძრო კომლექსის შესახებ -
1) ამონის სატაძრო კომლექსი - სწორედ ეს კომპლექსი მიაჩნიათ შეცდომით ტურისტთა უმრავლესობა კარნაკად, მაგრამ ეს ასე არ არის კარნაკი სამი დიდი კომლექსისგან შედგება და ამონის ტაძარი ერთ ერთი მათგანია. ამონის ტაძარი ყველაზე გრანდიოზულია თავისი ზომებით და მნიშვნელობით. მას რთული აგებულების სტრუქტურა აქვს - და ორი მკვეთი მიმართულებითაა აგებული - ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ოდესღაც ამონის ტაძარი და ნილოსი შეერთებული იყო არხით. ტაძრის შესასვლელთან არის სწორედ ცხვრისთავიანი სფინქსების ცნობილი ხეივანი, ხოლო სფინქსების თათებს შორის დგას ფარაონთა ქანდაკებები. ეს ამონის ტაძრის ეზოა.. ეს არის ფარაონ სეტი II -ს სალოცავი რომელიც შედგება სამი თაღოვანი ნაგებობისაგან -ეს სამი ღვთაების - ამონის მუტის და ჰონსუს სალოცავებია ეს ტუტანხამონის სფინქსია, რომელიც დააზიანა ხორემხებმა ეს რამსესII -ის ტაძარია და წარწერები ქვევით კი რამსეს II -ს სახელს შეიცავს - ფარაონის სახელი კი იეროგლიფებში შემოხაზული იყო ჩარჩოთი რომელსაც კარტუში ეწოდება. ეს რამსეს II -ის ტაძრის თაღებია თავად რამსეს II-ს ეს პილონი არ აუგია - მან თავისი ასხელი ალბათ მოგვიანებით ჩააწერინა იქ, შესაძლოა ეს თაღი ზევით ააგო ხორემხებმა. ამ თაღის მერე ტურისტები ხვდებიან ამონის ტაძრის ყველაზე გრანდიოზულ ნაწილში - დიდ სვეტებიან დარბაზში ეს დარბაზი ნამდვილი საოცრებაა - უზარმაზარი სვეტების ტყე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ადამიანზე. დარმაზში დგას 134 სვეტი რომლენიც არის 15 მეტრის სიმაღლის (რამდენიმე შემოსასვლელში აღწევს 21 მეტრს) - თითოეული სვეტის გარშემოტყმა დახლოებით ექვს ხელგაშლილ ადამიანს თუ შეუძლია. თითო სვეტის თავზე ეტევა 50 ფეხზე მდგარი ადამიანი. ტაძრის თავსახური მთლიანად ჩამონგრეულია. შესაძლოა სვეტებს შორის ფარაონთა ქანდაკებები იდგნენ. ამ დარბაზის შემდეგ გავდივართ კარნაკის ტაძართან რომელიც ამენხოტეპ III-მ ააგო - აქ დგას ცნობილი სვეტი რომელიც ყველაზე მაღალია მთელს ეგვიპტეში - იგი გამოთლილია გრანიტის ერთი ნაჭრისგან და 30 მეტრის სიმაღლისაა. შემდეგ მოდის უკვე ტაძრის მეტად დაზიანებულ ინაწილი, რომელიც თუთმოს III -ს მიერაა აგებული |
T.L. |
Mar 4 2008, 11:03 AM
პოსტი
#7
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
tamara
კარგი ხარ -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Mar 4 2008, 04:26 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tamara |
Mar 4 2008, 08:36 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ახლა ერთი სენსაცია -
პირამიდები ოფიციალური ვერსიით აიგო მაშინ, როცა ეგვიპტელებმა არამც თუ რკინის, არამედ ბრინჯაოს წარმოებაც კი არ იცოდნენ და მხოლოდ სპილენძის იარაღებს იყენებდნენ - მაშინ ბორბალიც არ იყო ჯერ გამოგონებული... მაგრამ - ხეოფსის პირამიდის შესწავლისას 102 რიგში აღმოაჩინეს 3 მილიმეტრის სისქის და 300X100 ფართობის რკინის ფირფიტა. ექსპერტიზამა აჩვენა, რომ ეს ფირფიტა დადებული იყო უშუალოდ პირამიდის მშენებლობისას და ბლოკების დადებისას. მხოლოდ 1989 წელს გახდა შესაძლებელი ამ რკინის ფირფიტსათვის ანალიზი ჩაეტარებინათ. პირველ რიგში უნდა დაედგინათ იყო თუ არა რკინაში ნიკელი. საქმე იმაშია, რომ რკინის ნივთებს იყენებდნენ ძველი შუმერები 6 000წლის წინ, მაგრამ ის რკინა არ იყო მიღებული მადნისაგან არამედ მეტეორიტული წარმოშობის იყო - მეტეორიტულ რკინაში ნიკელი დიდი რაოდენობითაა. პირამიდის ბლოკებს შორის ნაპოვნ ფირფიტაში ნიკელის კვალი იქნა აღმოჩენილი - ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რკინის ფირფიტა ადამიანებმა მადნისაგან დაამზადეს. თანაც რკინის ფირფიტის ზედაპირზე ოქროს კვალიც აღმოაჩინეს... ახლა კი მთავარი შეკითხვა - ვინ დაამზადა ეს ფირფიტა? ეგვიპტელებს რკინის დამზადება რომ სცოდნოდათ 4500 წლის წინ - მაშინ ეს სხვაგანაც გამოჩნდებოდა - იპოვიდნენ რკინის ნივთებს და რკინის საამქროებს. ანუ გამოდის, რომ ეს ფირფიტა შეტანილი იყო ეგვიპტეში საიდან? http://www.wands.ru/txt/prm_057r.html http://www.catchpenny.org/iron.html The Iron Plate in the Great Pyramid |
tamuna m |
Mar 4 2008, 08:51 PM
პოსტი
#10
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თამრ, მართლაც საინტერესოა...
მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს. ძალიან, ძალიან საინტერესოა! -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamara |
Mar 6 2008, 11:01 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ციტატა თამრ, მართლაც საინტერესოა... მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს. ძალიან, ძალიან საინტერესოა! თამუნა- სახელმძღვანელოში ბევრ რამეს ვერ ნახავ - აი ერთ პარადოქსსაც გაჩვენებ - ეს მე სხვა ფორუმებზეც დავდე და ბარემ აქაც გავიმეორებ - ერთი საინტერესო გამოთვლა - длина стороны основания пирамиды Хеопса -- 230 м, число ступеней пирамиды -- 200. Количество каменных блоков при среднем весе каждого 2,5 т и объеме 1 куб.м, уложенных в корпус сооружения, -- 2,6 миллиона. Кроме того, на облицовку пирамиды потребовалось 115 500 мраморных плит ------------------------------ ანუ ხეოფსის პირამიდის შიგნით არის 2 600 000 ცალი 2-ტონიანი ბლოკი. ჰეროდოტეს მიხედვით ამ პირამიდას აშენებდნენ 20 წელი ანუ ეს არის 20Х365=7300 დღე. ბლოკების რაოდენობა გავყოთ დღეებზე - 2 600 000:7300=დაახლოებით ეს არის 356 ბლოკი ანუ გამოდის, რომ ეგვიპტელები ერთ დღეში აგებდნენ, ამზადებდნენ და აპირკეთებდნენ 356 ცალ უზარმაზარ ორტონიან ბლოკებს!!!! აღარაფერს ვამბობ პირამიდების მოპირკეთებაზე მარმარილოთი - რომელიც დღეს ფაქტიურად მთლიანად მოცილებულია პირამიდებიდან. ახლა ვნახოთ რამდენი ხანი მეფობდნენ ხეოფსი და ხეფრენი - შეგახსენებთ, რომ ეს ის ორი ფარაონია, რომლებმაც ააშენეს ოფიციალური ვერსიით ორი უზარმაზარი პირამიდა - ხეოფსის და ხეფრენის პირამიდები გიზის პლატოზე. Хафра, или Хефрен в греческом варианте, — четвертый фараон Египта из IV династии; царствовал, согласно Туринскому папирусу, 24 года (предположительно, между 2558 и 2532 до н. э.). Считается, что Хафра был либо братом и наследником Хеопса (Хуфу), либо сыном Хуфу и наследником фараона Джедефра. Пирамида Хафры 29°58′32″ с. ш. 31°07′52″ в. д. (G) и Великий Сфинкс на плато ГизаХафра — строитель второй по величине пирамиды в Гизе. Кроме того, ему приписывается сооружение Великого Сфинкса Хуфу, Хеопс — третий фараон Четвертой династии Древнего царства Египта (2551—2528 до н. э. или 2589—2566 до н. э.), строитель Великой пирамиды в Гизе. Хуфу — по египетски «защитник Хнума» — известен также как Хеопс по Геродоту, Хембес по Диодору, Суфис I по Манефону, Саофис по Эратосфену. Сын фараона Снофру и Хетепхерес (или Хетефер, Хетеперес). ანუ ორივე მეფობდა 23-24 წელი ერთმანეთის მიყოლებით და პრაქტიკულად გამოდის რომ ორი პირამიდა ერთმანეთის მიყოლებით უცებ აშენდა - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივე ფარაონი ერთის დაწყებულ საქმეს ვერ გააგრძელებდა - ორივეს თავისი პირამიდა ჰქონდა ასაშენებელი. ხეფრენის პირამიდაც დაახლოებით ისეთივე სიდიდისაა, როგორიც ხეოფსის - ანუ დღეში აქაც დასამუშავებელი და დასაწყობი ასევე დაახლოებით 300 ბლოკზე მეტი გამოდის... ისმის კითხვა - რანაირად ახერხებდნენ ეგვიპტელები დღეში 356 ბლოკის გამოტეხვას კარიერიდან, მოპირკეთებას, მოტანას პირამიდამდე (კარიერები საკმაოდ შორის იყო გოზოს პლატოდან დაშორებული), ატანას გარკვეულ სიმაღლეზე და დაწყობას ისე, რომ ბლოკებს შორის დანის პირიც კი არ ეტევა. (აღარაფერს ვამბობთ სხვა დანარჩენ სამუშაოზე - მაგალითად: გზის გაყვანა, მიწაყრილის გაკეთება გარკვეულ სიმაღლეზე, გრანიტის ბლოკები მოპირკეთება, რომლიტაც ამოფენილია პირამიდის შიდა გალერეა, სარკოფაგის დამზადება, და სხვ)..... |
tamuna m |
Mar 6 2008, 11:16 PM
პოსტი
#12
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მართალი ხარ თამარ.
ძალიან ბევრი კითხვისნიშნებია ეგვიპტესთან დაკავშირებით დისქავერის გადაცემებიც ძალიან საინტერესოა. სფინქსზე ვუყურე, ადრე და საერთოდ განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ. ისე, დოკუმენტური ფილმები მაქვს გადმოწერილი Zagadki_drevnego_egipta ჯერ ვერ ვნახე. შენ ხომ არ იცი, რამე ღირებულია, თუ არც ღირს დოროის დაკარგვა? -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
tamara |
Mar 6 2008, 11:53 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
თამრ, მართლაც საინტერესოა... მეც კარგად გავიარე "ეგვიპტე" ხელოვნების ისტორიაში, მაგრამ ეს ინფორმაცი არ მახსოვს. ძალიან, ძალიან საინტერესოა! კი ნანახი მაქვს ეს ფილმი - ისიც ვიცოდი სად იყო - საიტი - საიტის ვნახე ერთხელ - უნდა მოვძებნო სწორედ იქაა ამაზე საუბარი- უნდა ნახო აუცილებლად - თუმცა ბევრი რამე არაა სწორი იქაც ... მართლაც ბევრი რამაა გაურკვეველი- თუნდაც რა იარაღებით ხდებოდა უმტკიცესი ქვების დამუშავება - გრანიტზე და ბაზალტზე ნანახია ჭრითი იარაღის კვალი-ასეთი კვალი რომ დატოვო გრანიტზე მტკიცე საჭრელით უნდა დაამუშავო... ოფიციალური ვერსიით დამუშავება ხდებოდა სპილენძის იარაღებით - მაგრამ სპილენძი ასეთ კვალს ვერ დატოვებდა. |
tamara |
Mar 7 2008, 03:37 AM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
http://www.pravda.ru/science/mysterious/pa...04/46512-punt-0
საინტერესოა ცნობები ეგვიპტის ხელნაწერებში ე.წ. "ღმერთების ქვეყანა" - პუნტზე - http://www.transport.ru/2_period/v_sveta/1997_02/8.htm მოსაზრებები პირამიდების მშენებლობაზე.. |
ქევანა |
Mar 10 2008, 03:33 PM
პოსტი
#15
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ქალბატონო თამარ, ოქრო ხართ, ოქრო... ზღვა მასალაა როგორც ყოველთვის..
კედლების მოხატულებასაც ხომ შეეხებით? ან საიტი ან ლიტერატურა თუ არის, ადრე შემხვდა მაგდაგვარი, ერთი კარგი საიტი იყო და დამეკარგა, მერე ვეღარ ვიპოვე მაინტერესებს ასევე ეგვიპტური დამწერლობაც ..... მოკლედ, მასწავლებელო მე გაგრძელებას ველი.. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
tamuna m |
Mar 11 2008, 12:06 PM
პოსტი
#16
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
თამარ, შეიძლება ეს გაქვს, მაგრამ მაინც დავდებ.
აქ არის ეგვიპტის მეფეთა სია http://www.istoria.ge/King&Queens/egvipte/egvipte.htm -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
marianitta |
Mar 24 2008, 10:26 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 23-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,305 |
იმისათვის რომ თავი ავარიდოთ მეფეთა სახელებისა და საერთოდ გეოგრაფიული სახელების შეცდომით დაწერას და საერთოდ დაუდასტურებელი და მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით წარმოდგენილი მასალის დადებას და მერე ამ მასალაზე კიდევ ახალი მცდარი ვარაუდების გამოთქმას სჯობს რაც ნამდვილად ვიცით იმაზე ვილაპარაკოთ. ანუ ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ ეგვიპტოლოგიაზე, შუმეროლოგებმა შუმეროლოგიაზე, ხეთოლოგებმა ხეთოლოგიაზე, არქიტექტორებმა არქიტექტურაზე, მშნებლებმა მშენებლობაზე და ა.შ. ადრეც მინდოდა ამის თქმა მაგრამ ხალხის განაწყენებას მოვერიდე. ეხლა მგონი მოძველდა ეს თემა და ვთქვი მაინც... ანდა თუ მაინცდამაინც გვინდა ამაზე საუბარი ჯერ კარგად შევისწავლოთ და მერე... ინტერნეტული რესურსები დისქოვერის ფილმებისა არ იყოს ხშირად შეცდომებსა და ვარაუდებზეა აგებული. თუმცა ეს ხომ საქართველოა, სადაც მსახიობები მეცნიერები არიან და მასხარები პრეზოდენტები...
და ეს რატი იონათამიშვილი ვინაა ნეტავ გამაგებინა...საიდანა აქვს ეს მეფეთა სია, სადაც ბევრი სახელი შეცდომით წერია. პირდაპირაა ინგლისურიდან გადმოტანილი და ალბათ იმტომ... |
tamuna m |
Mar 25 2008, 10:36 AM
პოსტი
#18
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
marianitta
ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ. მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა. ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე. შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია. ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ? იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება? მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე! მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები! უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ქევანა |
Mar 25 2008, 11:24 AM
პოსტი
#19
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
tamuna m
ციტატა იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება? ყველა არ არის ისეთი მეცნიერი თამუნ, რომლის კეთილსინდისიერებაზე შეიძლებოდეს დაყრდნობა .. და ყველას არ შეუძლია კვლევა-ძიება და ობიექტური ანალიზის გაკეთება.. აბა ნიკო მარი გაიხსენე დამიჯერე, ეს მე ვიცი... როგორც ყველა მხატვარი ვერ იქნება გენიოსი, ასევე მეცნიერებშიც... და არამარტო... რატომ იყო რომ ჯავახიშვილი სიფრთხილით ეკიდებოდა ისტორიოგრაფიაში დაჟინებულ განცხადებების გაკეთებას.. ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
marianitta |
Mar 25 2008, 01:22 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 23-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,305 |
marianitta ეგვიპტოლოგებმა ვერ შეისწავლეს სრულად ეგვიპტე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც ვიცით ერთმანეთს არ გავუზიაროთ. მე, ხელოვბნებათმცოდნე რომ მასწავლიდა არც ის იყო ეგვიპტოლოგი, მაგრამ ცოდნას გვაძლევდა. ეს თემა იმისთვის არის გახსნილი, რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას ეგვიპტეზე. შენც თუ შეგიძლია დახმარება და რაიმე ინფორმაციის მოწოდება, მაგას რა ჯობია. ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ? იქაც მეცნიერები, ხელოვნებთმცოდნეები, ისტორიკოსები, არქეოლოგები და მკვლევარები მუშაობენ და გინდა თვქა, რომ არც მათზე დაყრდნობა შეიძლება? მაპატიეთ, თუ ბევრი დავწერე! მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები! უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე ციტატა მარიანიტა, არც შენი წყენა მინდა, გულწრფელად გეუბნები!უბრალოდ გამიკვირდა ასეთი რამ რომ დაწერე არა კაცო რაა საწყენი, მე პირადად მიმაჩნია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ჯობია ამ ტემაზე ეგვიპტოლოგებმა ილაპარაკონ. დახმარება როგორ არ შემიძლია იმ გაგებით რომ ეგვიპტის მახლობელი უძველესი და დღეისათვის უკვე მკვდარი ქვეყნების კულტურასა და ცივილიზაციას შევისწავლი. მაგრამ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ ინტერნეტულ რესურსებ თუ ვიცი, რომ ის სპეციალურია. თანაც მიმაჩნია, რომ იმ ადამიანებთან პროფესიული ენით ლაპარაკი, რომლებსაც ძველ ცივილიზაციებზე ზედაპირული წარმოდგენა აქვთ არ არის საჭირო, მე რომ ეხლა მათემატიკოსმა უმაღლეს მათემათიკაზე დამიწყოს საუბარი რა თქმა უნდა ვერ მოვუსმენ ამიტომ ჯობია სამოყვარულო დონეზე ვისაუბროთ. ხოლო თუ ვინმე არის ამ ფორუმზე ეგვიპტოლოგი ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან მე ხეთურ, აქადურ და შუმერულ კულტურებს ვსწავლობ და ძალიან საინტერესო იქნებოდა გვესაუბრა ამ ქვეყნების ურთიერთობების ისტორიის თვალსაზრისით. მეც გავიარე ეგვიპტოლოგია და ეგვიპტოლოგი მიკიტხავდა ამ საგანს და არა ხელოვნებათ მცოდნე, მაგრამ მიმაჩნია რომ მაინც არ ვიცი კარგად ეს სფერო კარგად. თუმცა საუბრისათვის მზად ვარ გავცვალოთ აზრები, ძალიან საინტერესო იქნება. ციტატა ისე, დისქავერის ფილმებს რას უწუნებ? აი ეს კი ცალკე თემაა, ყოველთვის როცა დისქავერის ფილმებს ვუყურებ ვხვდები რომ ისინი მხოლოდ სენსაციაზეა გათვლილი. ის არაა პროფესიონალური, მხოლოდ ზოგად ცოდნას იძლევა და იმისათვის რომ კომერციულად მომგებიანი იყოს ხშირად გადაზედმეტებასაც არ ერიდებიან. იცი რას მაგონებს ეგ ამბავი? როდესაც ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის მუმია იპოვა ეს დიდი სენსაცია იყო ისედაც, მაგრამ თითქოს ეს საკმარისი არ იყო მაშინვე ამ მოვლენას მაგიური მნიშვნელობა შესძინეს, რადგან იმ დროს როგორხ მოგეხსენება მეტად მოდური იყო სპირიტიზმი და საერთოდ მაგია. ამის გამო "ვიღაც-ვიღაცეებმა" შექმნეს ლეგენდა ფარაონის წყევლის შესახებ. ტუტანხამონის აკლდამის "გამთხრელები" ჰოვარდ კარტერის, ლორდ კარვარონის, მისი მეუღლის და სხვათა "გარდაცვალება" ეგრევე მაგიურ საბურველში გახვიეს. ამაზე გამომცემლობებმა ფული იშოვეს? აუარება! არადა სულ ტყუილად აგორდა ასეთი ამბავი. წარმოიდგინე ტუტანხამონი ერთერთი უმნიშვნელო ფარაონი იყო ეგვიპტის ისტორიაში, მაშ რაღა უნდა მოსვლოდათ დიდი ფარაონების სამარხების აღმომჩენებს, ან თუნდაც ეგვიპტელ ქურდებს, რომელთა სოფლებიც მრავლად არსებობდა, მითუმეტეს რომ აკლდამების ქურდების "სპეციალობა" მამიდან შვილზე გადადიოდა... ხომ დახოცილა ნახევარი მსოფლიო. ციტატა ასე რომ, ეს დოკ. ფილმები კარგია საყურებლად და ზოგადი წარმოდგენისთვის, მაგრამ როგორც სერიოზული წყარო, არ ვარგა გაიხარე რააა, რაც იცი იცი )) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი