IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> სენატის გადაწყვეტილება, იუზერ KAIROS-ის საჩივართან დაკავშირებით
k@the
პოსტი Dec 19 2008, 04:20 PM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სენატის
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

იუზერ KAIROS-ის საჩივართან დაკავშირებით


იუზერებს KAIROS-სა და სარდიონს შორის მომხდარი ინციდენტის ამოწურვის მიზნით და საჩივრის შემოტანის შემდეგ მოკამათე მხარეებს შორის კეთილი ნებისა და შემწყნარებლობის გამოვლენის გათვალისწინებით, სენატმა გადაწყვიტა:

1. იუზერ სარდიონს მიეცეს მკაცრი სიტყვიერი გაფრთხილება. მოეწოდოს მას, თავი შეიკავოს მომავალში ფორუმისათვის შეუფერებელი გამოთქმებისაგან და მეტი პატივისცემით ისაუბროს თითოეული ფორუმელის აღმსარებლობით კუთვნილებაზე.
2. ეთხოვოს იუზერ KAIROS-ს, მეტი ზომიერება გამოიჩინოს სხვა იუზერთა აზრის კრიტიკისას.
3. ეთხოვოს შესაბამისი განყოფილების მოდერატორს (ლილიანა), თემა გაასუფთავოს თემისგარე პოსტებისაგან და გახსნას.
4. სენატი არ მიიჩნევს საჭიროდ, წესებში განსაკუთრებულად აღმსარებლობის შეურაცხყოფის გამოყოფას, რამდენადაც ზოგადად ყოველგვარი შეურაცხყოფა ამ ფორუმზე დასჯადია. (იხილე დანართი)
5. ეთხოვოს მართლმადიდებელ ფორუმ church.ge -ს მოდერატორებს, დროულად მოახდინონ რეაგირება მათ განყოფილებაში არსებულ დარღვევებზე და იმოქმედონ ფორუმის წესების შესაბამისად.
6. სამომავლოდ, ზედმეტი საჩივრებისა და განაწყენების თავიდან აცილების მიზნით, თემასთან დაკავშირებული უკმაყოფილების მიზეზების თაობაზე, იუზერებმა საკითხი თავდაპირველად გაარკვიონ მოდერატორთან, ხოლო ამის შემდეგ გაასაჩივრონ მიღებული გადაწყვეტილება სენატში.
7. ეთხოვოს admin-ს დაამტკიცოს სენატის გადაწყვეტილება.

სენატის თავმჯდომარე,
k@the




დანართი.
ამონარიდი ფორუმის წესებიდან:

თავი 5. პოსტის გამოქვეყნება

მუხლი 14. პოსტის გამოქვეყნების წესი
1. პოსტი უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას.
2. პოსტი უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს.
3. დაუშვებელია თემისგარეთა პოსტები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა.





--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 06:25 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი