იესოს სიტყვები მის მეუფებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იესოს სიტყვები მის მეუფებაზე |
izo |
Jul 30 2007, 10:59 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
მოგესალმებით ყველას!
ჩვენი ფორუმელის რჩევით აქაც ვხსნი თემას იესოს სიტყვების შესახებ, რომელიც მის მეუფებას გვამცნობს: "მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. " (იოან.18.36) მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მისი სიტყვების შესახებ. |
მნათე |
Jul 30 2007, 11:35 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები:
ციტატა უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. " (იოან.18.36) მართლაც საინტერესოა, ის ხომ ბერი საბასი არ იყოს გრიგოლ ხანძთელიდან - მეუფეა "ზეცისა ქუეყნისა და ქუესკნელისა"? პასუხისთვის საჭიროა ცოტა შორიდან დავიწყოთ და საკუთრივ - მესიანური იდეა განვიხილოთ. დაეცა რა ადამი, ღმერთმა ამოარჩია ერი, რომლის საშუალებითაც კაცობრიობას ბავშვივით კვებავდა, ნელ-ნელა აძლევდა სულიერ საკვებს და შემდეგ მის რაციონს ართულებდა, ისევე როგორც ადამიანის ზრთასთან ერთად საჭმელი განიცდის ცვლილებას. აღმზრდელობა კი უკავშირდებოდა, მესიის მოსვლის ნუგეშისმცემელ დანაპირებს - რომელიც იხსნიდა კაცობრიობას. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ებრაელი ერი მიიქცეოდა ხოლმე ტენდენციისკენ რომ - ის რჩეულია განსაკუთრებულობისა და დამსახურების გამო, რასაც უმალვე პასუხობდა ღმერთი სასჯელით. - რა მიზნით აირჩა ეს ხალხი? - ესაა ღვთის სიტყვისა და ჭეშმარიტული ისტორიის საბუთების შენახვა და რაც მთავარია ერთი სიტყვის შეცვლის გარეშე! სწორედ მათზე დაყრდნობითაა შესაძლებელი სწორი შეხედულება ჩამოყალიბდეს შემქმნელზე და ადამიანის ცხოვრების აზრზე. სხვა შემთხვევაში ჟამთა სვლა აუცილევლად იქონიებდა გავლენას და ასეთი ხალხის ისტორია შეიმოსებოდა მითებით... რაც მივიღეთ კიდეც სხვა ხალხებში. იუდეველთა წმინდა წერილში ყველაფერი მკაცრად განსაზღვრული, უცვლელი და ისტორიულია. არ ხდება არც ერთი პერსონაჟის გაღმერთება. წარმოებს ზუსტი ქრონოლოგია და მკაცრად დაცულია გვაროვნულობა. გეოგრაფიული ორიენტაციები ერთიმეორესთან სარწმუნო კავშირშია. ამაშია ერთი უეჭველი მხარე ებრაელთა არჩევისა. არის მეორეც [გაცილებით მნიშვნელოვანი]: - ისრაელი უნდა გამხდარიყო მესიანური იდეის შემნახველ/მატარებელი. მესიანური იდეას საკუთარ თავში მოქონდა ისრაელისათვის ერთდროულად დიდი უპირატესობა და ასევე დიდი განსაცდელი - ის პრაქტიკულად გამონაკლისის გარეშე თვლიდა, რომ მისი არჩევა ნიშნავს უმაღლეს შეფასებას ღვთის თვალში სხვა ხალხთან შედარებით. თავისი არჩევითობა ისრაელმა გაუთანაბრა მიწიერი ბედნიერების, წარმატებისა და პირველობის შეპირებას - აღთქმულ მესიას სწორედ ეს უნდა მოეტანა მათთვის. * * * ერთ დღეს ხალხს თავზარი დაეცა. მოულოდნელად ებრაელთა წიაღიდან გამოვიდა ადამიანი და იწყო ლაპარაკი იმდაგვარად: - თითქოს თავად იყო ყველაფერი არსებულის შემქმნელი ანუ ღმერთი: ერთადერთი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლად მოწყალე; ღმერთი რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც განაგრძობს მის განგებას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. მისი თქმით მას შეეძლო ცოდვათა მიტევება; ის ამბობდა, რომ დაუსაბამია, იყო ყოველთვის და ასევე კიდევ დაბრუნდებოდა კაცობრიობის განსასჯელად;... ერთი სიტყვით, ის ამბობდა: ''მე ვარ წუთისოფლის ნათელი''[9:5] უცნაურია არა? ერი რომელიც ელის მესიას - ვისგანაც ელოდება რომის იმპერიისგან და მომხდური მტრისგან გათავისუფლებას, ელოდება სხვა ხალხზე გაბატონებას, იღებს ვინმე 'ნაზარეველ შეშლილს' (როგორც თავად უწოდებენ, ღმერთმა შეგვინდოს) რომელიც თავს აცხადებს არც მეტი არც ნაკლები, - ღმერთად! წარმოგიდგენიათ? ის ამბობს, რომ არ მოსულა ამ ქვეყანაში ბატონობისთვის, არ მოსულა წოდებად მართალთა არამედ მოვიდა ცოდვილთა სინანულად! ის არ ეძებს და ჩვენც მოგვიწოდებს არ ვეძებოთ ტახტი ამ ქვეყნად, არ დავიუნჯოთ დედამიწაზე სადაც ჩრჩილი ჭამს, ის არ მოსულა ჭიანჭეველების ბუდის სამართავად - მოვიდა სასუფევლის მოსატანად, რომელიც ჩვენ შორისაა, მოვიდა გაბზარული სარკის აღსადგენად აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით. " (იოან.18.36) იმედია კარგად ჩამოვაყალიბე ეს თემა მეც მაინტერესებდა და.. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
izo |
Jul 31 2007, 08:30 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 13-September 06 წევრი № 187 |
yoCag mnate, es shenit dawere Tu romelime literatura moiSvele. saertod, mainteresebs, tu sheidzleba movidzio saxarebis ganmarteba internetshi. maTes saxarebis ganmarteba vnaxe marto. didi madloba pasuxistvis
|
მნათე |
Jul 31 2007, 09:40 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა yoCag mnate, es shenit dawere Tu romelime literatura moiSvele. saertod, mainteresebs, tu sheidzleba movidzio saxarebis ganmarteba internetshi. maTes saxarebis ganmarteba vnaxe marto. didi madloba pasuxistvis მაგრამ წერის პროცესში ლიტერატურა არ დამიხმარებია, (ამიტომ შეიძლება შეცდომები გამპარვოდა) სხვა მხრივ, ბუნებრივია, ინტერესი მეც ერთ დროს ლიტერატურით დავიკმაყოფილე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
სოფიო |
Jul 31 2007, 10:21 PM
პოსტი
#5
|
ს ო ფ ი ო ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 16-March 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 1,383 |
მნათე
ძალიან კარგად და გასაგებად ჩამოაყალიბე -------------------- უფალი გფარავდეთ
|
XAFRAN |
Aug 16 2007, 12:40 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
არაა მისი მეუფება იქ სადაც ბოროტება სუფევს. -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
zeppelin |
Oct 23 2007, 12:26 AM
პოსტი
#7
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
ციტატა არაა მისი მეუფება იქ სადაც ბოროტება სუფევს. მოდი გაცილებით პრაქტიკული ენით ვთქვათ, რომ მისი ადგილი იქ არ არის სადაც შფოთია - და უფრო მეტად მისი ყოფნაა სიმშვიდის გარანტი... ხოდა სანამ ის არ შემოაღებს გულის კარს, მანამ იქნება ასეთი ხორხოზი |
deli |
Oct 25 2007, 11:49 AM
პოსტი
#8
|
codvili ჯგუფი: Members პოსტები: 33 რეგისტრ.: 19-October 07 მდებარ.: tbilisi da sopeli წევრი № 2,998 |
მისი მეუფება ყველგან ვრცელდება. ამ სიტყვებში კი მე ვფიკრობ რომ გამოხატულია ის აზრი რომ მას მეუფება არა ადამიანებისგან,არამედ თვით მამა ღმერთისაგან აქვს მინიჭებული. ასეთია ჩემი აზრი.შენდობას ვითხოვ
-------------------- მოვედით ჩემდა ყოველი ტვირთმძიმენი და მე განგისვენოთ თქვენ.
ღმერთო მილხინე მსასოებელსა შენსა. |
XAFRAN |
Oct 26 2007, 08:07 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 226 რეგისტრ.: 28-July 07 წევრი № 2,532 |
მოდი გაცილებით პრაქტიკული ენით ვთქვათ, რომ მისი ადგილი იქ არ არის სადაც შფოთია - და უფრო მეტად მისი ყოფნაა სიმშვიდის გარანტი... ხოდა სანამ ის არ შემოაღებს გულის კარს, მანამ იქნება ასეთი ხორხოზი სიმშვიდე კი არა, მისი მეუფება არ ვრცელდება იმ არსებებზე რომელთაც ცოდვა აირჩიეს. და ესეც თავისი ნებით, რადგან მანვე მოგვანიჭა არჩევანის თავისუფლება. (მე ასე ვფიქრობ და ეკლესიის პოზიცია ზუსტად არ ვიცი) -------------------- ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 01:59 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი