თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ დაუსვით კითხვა მოძღვარს _ ზოგადად პასუხებზე

პოსტის ავტორი: დეკ. ანდრია თარიღი: Feb 8 2007, 02:55 PM

ღმერთი გწყალობდეთ ყველას, ვისაც გაქვთ მისი იმედი!

სასიხარულოა, რომ მართლმადიდებელ მრევლს უჩნდება კითხვები სასულიერო პირებისადმი. ეს ცოცხალი სარწმუნოების ნიშანია. გასახარია ისიც, რომ ყოველდღე ემატება კითხვები ამ განყოფილებას, რაც ფორუმის ცხოველუნარიანობას მოწმობს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სასულიერო პირისათვის უპირველესი საურთიერთობო წრე არის მისდამი მინდობილი მრევლი. შემდეგ, ყურადღებას საჭიროებენ პირადი წერილები, რომლებიც ხშირად აღსარებებსაც კი უახლოვდებიან. ამიტომა ფორუმზე შემოსვლა შესაძლებელია მხოლოდ შედარებითი მოცლილობის ჟამს, რაც ზღუდავს პასუხების გაცემის შესაძლებლობას და იწვევს მათ დაგვიანებას. მინდა შენდობა ვთხოვო ყველას, ვინც მოთმინებით ელოდება პასუხს. მართალია, ამ ფორუმზე ორი სასულიერო პირი ვართ, მაგრამ როგორც ხედავთ არ კმარა იმისათვის, რომ პასუხები ყოველდღიურად გამოქვეყნდეს. თუ გვაკურთხევს უფალი, კიდევ გამოჩნდებიან სასულიერო პირები, მანამდე ძნელად წარმოსადგენია რაიმეს შეცვლა.

გახაროთ ღმერთმა მაცხოვარების სიხარულით.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)