IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა"
Believer
პოსტი Mar 27 2010, 09:45 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



საქართველოში "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა" ფუძნდება




დღეს "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართება. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" დამფუძნებლების განცხადებით, კავშირის მიზანს მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობა, ქართული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესის შენარჩუნება-განვითარება წარმოადგენს. "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წევრები ღვთისა და ერის წინაშე პასუხისმგებლობას ვიღებთ, ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვას და ქართული ცნობიერების შენარჩუნებას ვემსახუროთ. ჩვენი დიდი ერთობა იქნება ის ქმედითი ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესებს და ქართულ ეროვნულ ფასეულობებს, მის კულტურასა და ტრადიციებს და რეალურად დემოკრატიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებისათვის თავდაუზოგავად იღვაწებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური ბატალიებით და ქვეყანაში განვითარებული პროცესებით იმედგაცრუებული ქართველობა ნელ-ნელა გამორკვევას იწყებს და ხვდება, რომ ღვთის ძალისა და მისი შეწევნის გარეშე საქართველოს გადარჩენა და აღორძინება შეუძლებელია," - ნათქვამია "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” განცხადებაში. [b]მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია, მოძრაობის წევრები - ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა დევდარიანი, "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე, საქართველოს უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუა, პოეტი რეზო ამაშუკელი, "ქართული ფილმის" პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი, ხელოვნებათმცოდნე ბაია ამაშუკელი, ახალგაზრდული მოძრაობის "წინ" თავმჯდომარე შოთა აფხაიძე, ასევე იური ვაზაგაშვილი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, გურამ ფირცხალავა, დიმა ჯაიანი და სხვები. "სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის" წარდგენა-ბრიფინგი სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.[/b]

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=45027&Itemid=1



ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა


თამარ ჩხეიძე

http://netgazeti.ge/GE/2/News/1208/


სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს.


ახალ ორგანიზაციას დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.

სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი.

"მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“ ამ განცხადებას კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე.

„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.

მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან.

მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება".

ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

„მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“,
– ამბობს მამუკა გიორგაძე.

მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“
კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას: „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ .

თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“

შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Mar 27 2010, 10:15 PM
პოსტი #2


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Mar 28 2010, 02:24 AM
პოსტი #3


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



orthodox-georgia
ციტატა
ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას


+1


საინტერესო ისაა, რა მეთოდით აპირებენ ხალხის დასჯას?

ციტატა
ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“


???????????????


ციტატა
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.


ყველა მართლმადიდებელის სახელით ასეთი განცხადების გაკეთება მართებულია?



--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 28 2010, 03:48 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ვერ შეეშვა ეს ხალხი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის სათავისოდ გამოყენებას

+1
მმკ-ს დანამატი იქნებ ეს სმმ თუ პირიქით მნიშვნელობა არა აქვს, აშკარა ისაა, რომ რუსოფილური ნეომოძრაობები რაც დაიწყო პოლიტიკაში ტარდება ეკლესიაშიც, სამწუხაროდ მათდა ეკლესიის და მართლმადიდებლების სახელით ლაპარაკი არ შეუძლიათ,
ციტატა
ზურაბ ქაფიანიძე,
ეს საერთოდ რა შუაშია მართლმადიდებლობასთან გასაკვირია smile.gif აზრზე არაა საერთოდ, და ქართულ წარმართობას აწვებოდა თავიდანვე (ერთხელ მეც მეკამათა და ცოტაც და მცემდა (არ გაუჭირდებოდა ნამდვილად biggrin.gif) , მხოლოდ იმიტომ რომ პირჯვარი გადავიწერე ტრანსპორტში, სადაც გვერდით მეჯდა, ეგ ებრაელების რელიგიააო და ჩვენ ჩვენ სარწმუნოება გვაქვსო და ა.შ. )...
მოკლედ... კიდევ ერთი მიზეზი რომ ეკლესიას და მართლმადიდებლობას ესროლონ ტალახი...
ორმაგი ეჰ-ით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Mar 28 2010, 04:04 AM
პოსტი #5


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



KAIROS
ციტატა
ორმაგი ეჰ-ით;
კაიროსი!


ციტატა
რომ რუსოფილური ნეომოძრაობები რაც დაიწყო პოლიტიკაში ტარდება ეკლესიაშიც


მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 28 2010, 05:10 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?

შენც იგივე შეცდომას უშვებ, ამ მმკ და სმმ უთანასწორებ ეკლესიის პოზიციას, ეს უნდათ სწორედ ლაფისმსროლელებს და ლაფისგამომწვევებს, მართალს გეტყვი, შენც მამაჯემალისტური იდეები გაქვს და ძალიან არ მინდა ამ ყველაფერზე თავიდან ვისაუბროთ...
თუმცა ამ თემაზე (ხელისმომწერები და ეკლესიის პრორუსულობა) ბოლოჯერ გიპასუხებ:

იმიტომ რომ ეგ ხალხი, უფრო სწორედ ის ვინც ეგ წამოიწყო, სულისჩამდგმელნი ვინც იყო და არა ყველა ხელმომწერი, არა ტკივილით წერდა მაგ კითხვებს, არამედ ბრალდებით, არა სიყვარულით, არამედ ქილიკნარევი ტონით...

და ეგ არაა ის წესი და ის ხერხი, რითაც ეკლესიაში პრობლემები წყდება, ესაა სწორედ ის ლაფის სროლა ეკლესიის წინააღმდეგ, რაზეც წინა პოსტში ვწერდი, ამ ლაფს მმკ და სმმ გამოიწვევენ, და ლაფის მსროლელნი კი საპატრიარქოს დაუმიზნებენ და ა.შ.

ამ თემაზე ჩვენ უკვე ვწერეთ და აღარ გავმეორდები.

იხარე;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 28 2010, 09:31 AM
პოსტი #7


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



უიმე, რა მოძრაობა კაცო, ეკლესიაზე დიდი მოძრაობა რაღა უნდა შექმნან. მრევლის დარქმევა აღარ აკმაყოფილებთ, იდეებს არიან შეჭიდებულები, ხელში დუბინკებით.

ისე, ერთი ჩვენი ძველ ფორუმელი გამახსენდა (ეხლა რომ ტავს დებს ბევრ რამეზე biggrin.gif) ეკლესიის კარებთა ჯოხით უდა დადგე და ყველა არ უნდა შეუშვაო. ნუ როგორც წესი ,,ფანატიკოსებს,, ვერ იტანდა.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Mar 28 2010, 09:43 AM
პოსტი #8


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



საპატრიარქო ვალდებულია, კომენტარი გააკეთოს და განმარტება სთხოვოს ამ მოძრაობას მათ მთავარ მიზანზე, კერძოდ:


ციტატა
ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“





--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 28 2010, 01:13 PM
პოსტი #9


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ეჰ, რა ძალიან ცხელა ზოგიერთის თავში, შუმერი ქაფიანიძე, რუსეთუმე გულაშვილი, მკლავჭიდელი, რეჟისორი და სვანი ჯაჭვლიანი, ედიკას ომბუცვუმენი დევდარიანი. საქართველო გაუძელ ასეთ შვილებს და გაბრწყინდი ივერიავ!!! smile.gif

გულაშვილის დასაცავი ნუ გახადოს უფალმა პატრიარქი. მჯერა ზურგში დანის ჩამცხობია. მაგის გაზეთში არ არის ჩირქი , რომ ეცხება მართლმადიდებლობას?

მე-5-ე კოლონა იქმნება მგონი, მაგრამ ჩანასახშივე წარუმატებლობა გარანტირებული აქვს. მსახიობებმა კინოს მიხედონ ჯობია. მაგათი ადგილი სცენაზეა და არა პოლიტიკაში.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 28 2010, 09:12 PM
პოსტი #10


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“


ლანძღვა ყველას სხვადასხვანაირად ესმის, აი დავუშვათ მე ვაკრიტიკებ ილია ჭავჭავაძეს, და რომ ჩათვალოს ამ გულიაშვილმა თითქოს მე ვლანძღავ, ძალიან მაინტერესებს რითი დამსჯის laugh.gif


ცოტა მმკ–სკენ იხრებიან და რა უბედურებაა ეს ფანატიზმი, ვაჰ : (

ციტატა
მაშინ რას ვერჩით იმ ხალხს, ვინც პატრიარქს კითხვები დაუსვა (250-მდე ხელმომწერი) და კითხვებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პრორუსულ პოლიტიკაზეა საუბარი?

ეგ მეორე უკიდურესობაა, შენ გგონია რამით განსხვავდებიან მმკ–ელებისგან? biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Mar 28 2010, 10:30 PM
პოსტი #11


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მაგათგან არაფერი გამოვა, მაგრამ რაც მაგარია, მაგარია smile.gif



--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Mar 29 2010, 12:57 AM
პოსტი #12


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



გადაცემა "აქცენტები"

http://1tv.ge/Video-View.aspx?VID=711&Loc=...atID=1&LangID=1


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Mar 29 2010, 04:34 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



ციტატა
„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.

არა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2010, 05:40 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მოძრაობის თავმჯდომარე "Georgian Times"-ის რედაქტორი მალხაზ გულაშვილია,


აი ეს ბ.ნი

http://geotimes.ge/index.php?m=home&newsid=19584

როგორ დარბოდა მოსკოვში...

და ახლა როგორ საუბრობს დასჯებზე....ვნახე ზემოთ მინიშნებული "აქცენტის" გადაცემა.
ეს კაცი ან სერიოზული პროვოკატორია, ან სერიოზული ბნელი...
ან ორივე ერთად...
კაცმა ქრისტიანობა კი არა, დემოკრატია კი არა, ზრდილობა არ იცის sad.gif
ესაა საშინელება sad.gif
ციტატა
საპატრიარქო ვალდებულია

პ.ს.
ეგეთებს შეეშვი...
პ.ს.ს.
ციტატა
ეგ მეორე უკიდურესობაა, შენ გგონია რამით განსხვავდებიან მმკ–ელებისგან

+ biggrin.gif ჩაგეთვალა


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Apr 6 2010, 04:18 PM
პოსტი #15


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(Amuza @ Mar 28 2010, 01:13 PM) *

შუმერი ქაფიანიძე,

biggrin.gif არადა მე რაჭველი მეგონა ეგ კაცი... biggrin.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giga tatarashvilis fani
პოსტი Apr 7 2010, 09:05 PM
პოსტი #16


გიგას ფანი გიგას მიმდევარი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 5-April 10
მდებარ.: იქ სადაც გიგაა
წევრი № 8,579



ეს რაღააა? biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 7 2010, 09:12 PM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ბევრი არაფერი ვიცი არც ამ კავშირზე და არც მმკ--ზე .. ერთი მაინტერესებს მართლმადიდებლობა მარტო ეკლესიაში ლოცვააა ???
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
led_guitar
პოსტი Apr 7 2010, 09:23 PM
პოსტი #18


ყავისტი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 104
რეგისტრ.: 25-January 07
მდებარ.: აქაც მე ვარ და მანდაც მე ვარ
წევრი № 914



A.v.B
ციტატა
ბევრი არაფერი ვიცი არც ამ კავშირზე და არც მმკ--ზე .. ერთი მაინტერესებს მართლმადიდებლობა მარტო ეკლესიაში ლოცვააა ???

არა ვინც მართლმადიდებლობაზე ცუდს იტყვის უნდა ცემო მერე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Apr 7 2010, 09:26 PM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(led_guitar @ Apr 7 2010, 09:23 PM) *

A.v.B

არა ვინც მართლმადიდებლობაზე ცუდს იტყვის უნდა ცემო მერე

შენ ცემ ხომე ??
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Believer
პოსტი Apr 7 2010, 10:58 PM
პოსტი #20


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



A.v.B
ციტატა
ერთი მაინტერესებს მართლმადიდებლობა მარტო ეკლესიაში ლოცვააა ???


სულის ცხონებას ცალკეული კავშირები ან მოძრაობები აუცილებლად სჭირდება?

რატომ გავხდით მართლმადიდებლები? იმიტომ რომ ვცხონდეთ, ხო?


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 06:34 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი