IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

46 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი - მიწიერი ცხოვრების დასასრული
marine
პოსტი Jul 3 2020, 07:27 PM
პოსტი #521


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღვთისმეტყველთა და წმინდა მამათა სწავლებით, უფალს ყველა ადამიანი ზუსტად იმ დროს გაჰყავს ამქვეყნიდან, როდესაც მისი სული ყველაზე საუკეთესო მდგომარეობაში იმყოფება. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი აუცილებლად ცხონდება. ზოგიერთისთვის შესაძლოა, ეს იყოს საცხოვნებელი, ზოგისთვის - სატანჯველი, მაგრამ სხვა დროს რომ გარდაცვლილიყო, უფრო მეტი სატანჯველი მიეცემოდა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2020, 11:11 AM
პოსტი #522


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად გაიგონებთ: ვინ იცის, რომ არსებობს ადამიანთა სულები, ვის უნახავს სამოთხე ან ჯოჯოხეთი? ვინ მობრუნებულა იქიდან? და ა.შ. დავუშვათ, იქიდან დაბრუნებული არავინ გინახავს, მაგრამ აქ დარჩენილი თუ გიხილავს ვინმე?

ის ხომ მაინც იცი, რომ შენი სხეული მიწაა და მიწად იქცევა, დღეს რომ ასე დაჰფოფინებ, ხვალ და ზეგ მატლი და ჭია შეჭამს, რატომ არ ფიქრობ ამაზე?

თუკი ასე ემსახურები შენს ხორცს, რომელიც უმადური ადამიანის მსგავსად ყოველი სიკეთის საფასურს სიკვდილით გიხდის, რატომ არ გიყვარს და უარყოფ სულს, რომელიც უკვდავია და მცირე შრომისთვის, გარჯისთვის მარადიულობას, ზეციურ სასუფეველს გპირდება?

შენი ადამიანობა არა ფიზიკურობით, მატერიალური მდგომარეობითა და სიმდიდრით განისაზღვრება, არამედ სულიერი, შინაგანი ფასეულობებით, როგორიცაა სიყვარული, სიკეთე, სულგრძელობა, სარწმუნოება და ა.შ. ეს სულის ნიჭებია, სულის თვისებანია, "საგზალია" როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო სიცოცხლეში.

ნუთუ ისინი ხორცთან ერთად კვდებიან? ეს რომ ასე იყოს, მაშინ ადამიანის სიკვდილთან ერთად აღარც ისინი იარსებებდნენ, მაგრამ ჭეშმარიტება მარადიულია, ამიტომაც უკვდავია სული, რომელიც მისი მატარებელია. მეორეც: სულის უკვდავების, ზეციური სიცოცხლის შესახებ ადამიანმა ან ანგელოზმა კი არა, თვით მაცხოვარმა, განკაცებულმა ღმერთმა გვახარა, გვიქადაგა.

რატომ არ მიენდობი მას, რომელმაც ბრძანა: "ჩემი მორწმუნე რომც მოკვდეს, მაინც იცოცხლებსო" ან "მე ვარ გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება"? თუ ღმერთისა არ გჯერა, მკვდრეთით აღმდგარისას დაიჯერებდი?"

/დავით სურგულაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 7 2020, 04:08 PM
პოსტი #523


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ სოფლად მოსვლას რა ფასი აქვს, თუ იგი ისეთივე დასტოვე კაცმა, როგორც შენამდის ყოფილა"

/კონსტანტინე გამსახურდია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2020, 09:05 PM
პოსტი #524


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, თავისი დაბადების დღეზე კაცმა რაზე უნდა იფიქროს?

- მომავალ გარდაცვალების დღეზე და მოემზადოს ამ დიდი მოგზაურობისთვის."

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2020, 06:41 PM
პოსტი #525


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყოველი ადამიანი უნდა ფიქრობდეს თავის მიწიერ აღსასრულზე - სიკვდილზე, მაგრამ ამავე დროს ხსოვნა სიკვდილისა შერწყმული, შესისხლხორცებული უნდა იყოს ღვთის იმედთან, სულის უკვდავებასთან, რადგან უფლის რწმენაზე დაშენებული სიკვდილი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლე რწმენისა და იმედის გარეშე - სიკვდილი.

როგორც ბოროტებას არა აქვს არსი და სათავე, რამეთუ ის სიკეთის ნაკლოვანებაა და როგორც წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ბოროტება მაშინ არსებობს, როდესაც მას სჩადიან", ასევე არც სიკვდილს გააჩნია არსი, რადგან ის ურწმუნოებისა და უღმერთობის ნაყოფია, რაც არის დედა (უღვთოება, ბოროტება), ის არის შვილი (სიკვდილი და ტანჯვა-წამება).

ადამიანი, რომელსაც ღმერთი არ სწამს, სიცოცხლისგან, სინათლისგან დაშორებულია, უმადლოა, რაც სულის სიკვდილის დასაწყისია. უღვთო ადამიანი სიცოცხლეშიც, მიწაზევე მკვდარია, განსხვავებით მორწმუნისაგან, რომელიც მკვდარიც ცოცხალია. ფიზიკური სიჯანსაღე, კეთილდღეობა არ არის განმსაზღვრელი ჭეშმარიტი სიცოცხლისა, არამედ შინაგანი, სულისმიერი."

/დავით სურგულაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 16 2020, 11:18 AM
პოსტი #526


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიძლება მკვდარი ვერ გააცოცხლო, მაგრამ ცოცხალი არ უნდა მოკლა!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 03:33 PM
პოსტი #527


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იმერეთის ეპისკოპოს წმინდა გაბრიელის (ქიქოძე) განმარტებით, სიკვდილი, ანუ გარდაცვალება მხოლოდ ამქვეყნიურ მოქმედებას და ხორციელ ცხოვრებას ამთავრებს, ანუ სპობს. სიკვდილი არის გარდაცვალება ანუ გამოცვლა, შეცვლა აწინდელი ცხოვრებისა სხვა უმჯობეს ცხოვრებად, კვდება მხოლოდ ჩვენი ეს მძიმე სხეული. მიწა მიწას მიეცემა, მაგრამ ის შინაგანი გაცოცხლებული სული სიკვდილს არ დაემონება.

გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმერთისგან ჯილდოსა და სასჯელს ვეღარ მივიღებდით. სიკვდილი კაცს ვერ ართმევს იმას, რითაც თითოეული სხვა პირთაგან განსხვავდება.

კაცი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს აქვე, თავისივე ხელით აშენებს. ანგარი, ხარბი და შურიანი იქ ყოველგვარ ნუგეშს მოკლებული გადავა; ღმერთის, სიკეთისა და სიმართლის მოყვარეს კი ბედნიერება ელოდება - რაც უყვარდა, რაც სურდა და რასაც ეძებდა, ყოველივე მიეცემა.

ნეტარება განმზადებულია მათთვის, ვინც ამქვეყნად დაუცხრომლად იღვწის. სიკვდილის შემდგომ ჩვენი სული, ყოველი სოფლიური მწუხარებისა და ამაოებისგან განთავისუფლებული, თავის თვისებებსა და შესაძლებლობებს დაუბრკოლებლად გაშლის და განავრცობს. ცხოვრებისა და მოქმედების ვრცელ ასპარეზზე გავა და ღმერთს, წყაროს ყოვლისა კეთილისა და ნეტარებისა, თანდათან მიეახლება.

ჩვენი ცნობისმოყვარე გონება შემეცნების ისეთ საგანს იპოვის, რომელიც მისთვის საუკუნო საზრდო და მისწრაფების მიზანი შეიქმნება. სიხარულისა და ბედნიერების მაძიებელი ჩვენი გული ბედნიერების ისეთ წყაროს შეემთხვევა, რომლითაც დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას უკუნითი უკუნისამდე აღმოივსებს, აღდგომის შემდეგ კი ჩვენი სხეულიც სულიერი, ჰარმონიული, მსუბუქი და უკვდავი შეიქმნება, რომელიც სივრცესა და ჟამს აღარ დაექვემდებარება; ზეცად ამაღლდება, თუმცა სახე და შედგენილობა იგივე ექნება, - ასე განმარტავს სიკვდილის რაობასა და მომავალი ცხოვრების არსს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, რომელმაც ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში იწვნია თავის თავზე სიკვდილის საშინელება - მოკლე დროში ერთმანეთის მიყოლებით გარდაეცვალა მეუღლე და შვილები.

მისი უმცროსი ვაჟი ისე იყო თურმე შეშინებული დედისა და დედმამიშვილის მოულოდნელი გარდაცვალებით, მამას არ სცილდებოდა. მალე ეს შვილიც დაკარგა და დარჩა ეულად. წმინდა გაბრიელის შვილები თბილისში ვერის სასაფლაოზე, წმინდა პანტელეიმონის ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მხარეს განისვენებენ. "ოჯახის დაკარგვაში მან დაინახა განგების ხელი, რომელიც მას სულ სხვა, უფრო ფართო და ნაყოფიერი გზით წარმართავდა, რის გამოც მალე აღიკვეცა ბერად", - წერს იაკობ გოგებაშვილი.

ქ-ნი გვანცა კოპლატაძის შეფასებით, წმინდა გაბრიელის მთელი ცხოვრება არა მხოლოდ მისი სამწყსოსთვის იყო მისაბაძი მაგალითი და ცოცხალი ხატი ჭეშმარიტი ქრისტიანისა, არამედ ყველასთვის, ვისაც კი სულით ხორცზე ამაღლება სურს და ცდილობს იყოს "სრული, ვითარცა მამაი ჩვენი ზეცათაი სრულ არს..."

როგორც ეს მორწმუნე და სულით მაღალ ადამიანებს ახასიათებთ, გაბრიელი უბედურებას მარადისობის საზომით მიუდგა და პირად მწუხარებაზე ამაღლება შეძლო. თითქოს საზრუნავი ოჯახზე იმისათვის მოაკლდა, რომ ამიერიდან მხოლოდ მოყვასზე ეზრუნა, რომელიც ასევე ღმრთის სამსახურს ნიშნავს. არაფერი საკუთარი თავისთვის და ყველაფერი სარწმუნოებისა და მოყვასისათვის."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2020, 08:16 PM
პოსტი #528


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ფიზიკური აღსასრული ყველას ღვთისგან დადგენილ დროს უდგება. იმასაც ამბობენ, რომ სიკვდილი უმეტესწილად იმ ადამიანს ემსგავსება, რომელსაც უნდა ეწვიოსო".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 23 2020, 02:44 PM
პოსტი #529


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"29 სექტემბერს (მეცხრამეტე საუკუნე, - ავტ.) ღამით ასეთი რამ მესიზმრა, - გვიაბმო გრაფმა მ. ვ. ტოლსტოიმ, - თითქოს ჩემი სასახლის დიდ დარბაზში ვიდექი, სასტუმროდან კი ბავშვთა ჟრიამული ისმოდა, მათ შორის იყო ჩემი გარდაცვლილი ვაჟი ვალოდიაც... სიხარულით გავექანე მისკენ და ჩავეხუტე...

- სად ხარ, ვალოდია?! ნუთუ ეს შენ ხარ?! სად ხარ, მამიკოს სიხარულო, უფალთან ხარ, არა?! - ანგარიშმიუცემლად ვამბობდი ამ სიტყვებს და მონატრებულ შვილს სახეს ვუკოცნიდი...

- არა, მამა, ჯერ უფალთან არ მივსულვარ, მაგრამ მასთან მალე ვიქნები, - მიპასუხა ვალოდიამ.

- ხომ კარგად ხარ, შვილო?

- კარგად, მამა, ბევრად უკეთ, ვიდრე თქვენთან ვიყავი...

- როდის მოიწყენ ხოლმე, შვილო?

- განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ და დედა ჩემს გამო ტირით... მე მაშინ ვნუგეშობ, როდესაც ორივენი ლოცულობთ ჩემთვის და ჩემს სახელზე მოწყალებას გასცემთ... სულ ვლოცულობ და ვლოცულობ დედიკოსთვის, თქვენთვის, ჩემი ძმებისათვის, პაშასათვის (დისათვის) და ყველასათვის, ვისაც ვუყვარვარ... დედა მოიკითხეთ და ასე ძლიერ ჩაეხუტეთ ჩემს ნაცვლად... - და ვალოდია კვლავინდებურად ჩამეკონა...

კინაღამ ცრემლმა დამახრჩო, მაგრამ თავი შევიკავე და ვთხოვე:

- სიხარულო ჩემო, ეგებ დედაც გენახულა?!

- უთუოდ ვნახავ, მაგრამ მაშინ, როდესაც აღარ მიტირებს.

მოულოდნელად დერეფნის მხრიდან ჩემი მეუღლის ხმა შემომესმა და უკან მივიხედე... როდესაც ვალოდიასკენ მოვტრიალდი, იქ აღარავინ დამხვდა... ამ დროს გამეღვიძა კიდეც და მღელვარებისაგან გული ისე ძლიერ მიცემდა, მეგონა, გამისკდება-მეთქი... აქ კი თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავქვითინდი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2020, 09:18 PM
პოსტი #530


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვიბადებით, რათა აქ ღვთისნიერად ვიცხოვროთ, ღმერთს სათნო ვეყოთ, გარდაცვალების შემდეგ, მასთან გადავინაცვლოთ და მის მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 12:45 PM
პოსტი #531


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე ჯანსაღი ადამიანის ცხოვრებაც კი ერთი ამოსუნთქვაა, რომ ყოველ ამოსუნთქვასთან ერთად ის მოკლდება და რომ პულსის ცემა, ისევე როგორც საათის წიკწიკი, ადამიანის უკანასკნელ წუთებს აახლოებს მაშინ, როცა ის ფიქრობს, რომ ამ წუთებამდე დიდი დრო დარჩა"

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2020, 12:14 PM
პოსტი #532


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღმერთი ზოგიერთს სხვისი ხელით სიკვდილს მოუვლენს, რათა იმქვეყნიური სასჯელი შეუმსუბოქოს, ან მის ცოდვილ ცხოვრებას წყვეტს, რათა უსჯულოების გამრავლებით უფრო დიდი სასჯელი არ დაიმსახუროს"

/წმ. იოანე ოქროპირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2020, 06:36 PM
პოსტი #533


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერი კრიზისის გადატანის შემდეგ ლევ ტოლსტოიმ, სხვა ნაწარმოებთა შორის, ერთი პატარა შედევრი შექმნა - იგავი "მოხუცი და სიკვდილი". მისი შინაარსი ასეთია: ტყიდან შეშის მძიმე კონით მომავალმა მოხუცმა დაღლილობის გამო სიკვდილის მოსვლა ინატრა. სიკვდილი მართლაც მივიდა მასთან - რატომ მიხმეო. შეშინებულმა მოხუცმა - მინდოდა, ტვირთის აწევაში მომხმარებოდიო. ამ იგავის მორალი ჩვენი საუბრის თემას ეხმიანება. ნუ მოვუხმობთ და შევუშინდებით ავადმყოფობასა და სიკვდილს, ჩვენი ტვირთი ბოლომდე თვითონვე ვატაროთ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 18 2020, 07:53 PM
პოსტი #534


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ავადმყოფებთან ურთიერთობაც სიკვდილის შეხსენებაა: სარეცელს მიჯაჭვული კაცის სიცოცხლე მყიფე მინას ჰგავს, რომელიც შესაძლოა ერთი მოულოდნელი დარტყმით დაიმსხვრეს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2020, 07:39 PM
პოსტი #535


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკვდილის თემა თითქოს აკრძალული და ტაბუირებულია. ადამიანები გაურბიან სიტყვა "სიკვდილის" წარმოთქმას და ამბობენ: "გარდაიცვალა", "დაიღუპა", "სული განუტევა"... დღესაც კი, როცა ადამიანი უკურნებელი სენით არის დაავადებული, ახლობელები არწმუნებენ მას, იცოცხლებო. ვაისმანმა ამ ფაქტს "სიჩუმის შეთქმულება" უწოდა".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2020, 07:56 PM
პოსტი #536


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვისთვისაც ძვირფასია ცხოვრება, მისთვის სიკვდილიც ძვირფასი უნდა იყოს"

/ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2020, 01:57 PM
პოსტი #537


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- სიკვდილის ხსოვნა ეხმარება შინაგან ღვაწლს?

- დიახ, ძალიან ეხმარება. თუკი ჩვენ გვაქვს სიკვდილის ხსოვნა - ღვთისადმი სასოებასთან შეერთებული, მაშინ ამასოფლის ამაოებას შევიცნობთ და სულიერ შეწევნას ვიღებთ. ამიტომ გონებით გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ღვთის სამსჯავრო და არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მოუნანიებელ ცოდვებზე პასუხისგება მოგვიწევს. - ამას რას ვშვრები?! რად ვცხოვრობ ესოდენ დაუდევრად?! ახლა რომ სიკვდილი მეწვიოს, როგორ მდგომარეობაში აღმოვჩნდები?! განა მე სიკვდილთან შეთანხება მაქვს დადებული?! ხომ ყველა კვდება - დიდიც და მცირეც?! - თუკი იფიქრებ, რომ ღმერთმა ჩქარა უნდა მომიწოდოს თავისთან, აღარ შევცოდავ".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 27 2020, 10:16 PM
პოსტი #538


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გამოტირილი - მიცვალებულის დატირება, დასაფლავების 40 დღეზე ან წლის თავზე შეტირილი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 31 2020, 10:36 PM
პოსტი #539


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიკვდილის ხსოვნას აქვს ის უპირატესობა, რომ სძლიოს ცხოვრების ყველა ცდუნებასა და გულში ღვთისმიერი გლოვა წარმოშვას. ასეთი სინანულის განწყობით შეგიძლია დაიწყო უწყვეტი შინაგანი იესუს ლოცვა"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 2 2020, 10:43 PM
პოსტი #540


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შეიძლება ერთი გარდაცვლილი ყველაზე დიდი ნუგეში იყოს, ვიდრე მთელი მოძრავი სამყარო!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

46 გვერდი V « < 25 26 27 28 29 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 12:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი