IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

74 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
ნათია
პოსტი May 7 2007, 12:16 AM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



„ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად, სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი“

შეუძლებელია სუფთად ილოცო, თუკი შენი გონება შეზრდილია ამქვეყნიურ საზრუნავს, რადგან ლოცვა არის ყოველგვარ მიწიერ გულისთქმათა დატევება. შებორკილს არ ძალუძს რბენა, ასევეა ვნებით შეპყრობილი გონება, - იგი ვეღარ პოულობს ადგილს სულიერი ლოცვისათვის, ვნებითი გულისთქმები აღარ აყენებს ლოცვად.

თუკი ლოცვისას ფიქრობთ, რომ ცოდვების გამო გოდება საჭირო არ არის, - გააცნობიერეთ, რაოდენ შორს დგახართ უფალთან, მაშინ, როდესაც მოვალე ხართ მასთან იმყოფებოდეთ - ამის გააზრება გულთბილ ცრემლს გიბოძებთ.

ჭეშმარიტად ასეა: საკუთარი საზომის გაცნობიერება, საკუთარი სიგლახაკისა და უბადრუკობის განცდა, გულთბილი და ტკბილი ცრემლების წყაროდ გექცევა და წმიდა ესაიას მსგავსად თავის გაკიცხვას დაიწყებ: „...ვაი მე, დავიღუპე, რადგან თვალებმა კი მეუფე საბაოთ იხილეს!“ (ესაია 6,5). მაგრამ თუკი შენი ლოცვა არის ჭეშმარიტი და სულიერი, _ ამის მრავალ დასტურს მიიღებ; ანგელოზნი შეიკრიბებიან შენს გარშემო დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად და განგანათლებენ იმ მიზეზთა შემეცნებით, თუ რა რატომ ხდება. იცოდე, რომ ანგელოზნი აღძრავენ ჩვენში ლოცვის წყურვილს და ჩვენთან ერთად დგანან ლოცვად სიხარულით აღვსილნი და ჩვენთვის მლოცველნი. მაგრამ თუკი უდებებას მივეცემით და ბოროტ გულისთქმებს გავიზიარებთ, - ძალზე განვარისხებთ ანგელოზებს, რადგან მაშინ, როდესაც ისინი ჩვენთვის ამდენ სიკეთეს იქმან, _ ჩვენ საკუთარი თავისთვის არაფერს ვაკეთებთ და ამით უგულვებელვყოფთ უფლისადმი მსახურებას, ვტოვებთ უფალს და საკუთარ გულისთქმებში საუბარს ბოროტ სულებს ვუბამთ.

ილოცე მშვიდად და აუღელვებლად, იგალობე გონივრულად და კეთილგანწყობით - მაშინ ემსგავსები არწივის მართვეს, რომელიც ნელ-ნელა სიმაღლეებს იპყრობს.

ფსალმუნთა გალობა აცხრობს ვნებებს და ბორკავს ხორციელ თავშეუკავებლობას, ხოლო ლოცვა გონებას მისთვის ჩვეულ კეთილგონივრულ სიბრძნეს აზიარებს.

ლოცვა არის გონების ღირსებისთვის შესაფერისი ღვაწლი, უფრო ზუსტად კი - გონების ჭეშმარიტი გამოყენება.

ფსალმუნთა გალობა არის სიბრძნის მრავალსახეობის წარმოჩინება, ლოცვა კი - დასაბამი სულიერი ხედვისა.

სულიერი ხედვა ხელს უწყობს ლოცვას, იგი გონების აზროვნების ძალას ღვთაებრივი ხილვის ჭვრეტამდე აღამაღლებს.

თუკი უფლისგან ლოცვისა და ფსალმუნთა გალობის ნიჭი ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, - ითხოვეთ მუდმივად და აუცილებლად მოგეცემათ.

„...ჯერ არს მათდა მარადის ლოცვაი და რაითა არა ეწყინებოდის ლოცვასა შინა“ (ლკ. 18,1). ნუ მოიწყენთ და ნუ მიეცემით უსასოობას იმის გამო, რომ ლოცვითი განწყობის მადლი არა გაქვთ, რადგან, თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგეცემათ. იგივე იგავში ნათქვამია: „დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხვენის, ამისთვის რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაითა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე... ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაი რჩეულთა მისთაი, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს.“ (ლკ. 18,5,7) ამიტომ შრომისმოყვარეობითა და მოთმინებით იდექით ლოცვად!

ნუ მოისურვებ, იმგვარად ააწყო შენი ცხოვრება, როგორც შენთვის საუკეთესოდ მოგეჩვენება, არამედ იყოს ისე, როგორც ღმერთი ინებებს. თუ ასე მოიქცევი, მადლიერი იქნები და უშფოთველ ლოცვას შეძლებ!

ვილოცოთ...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
milana
პოსტი Dec 20 2008, 11:37 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 278
რეგისტრ.: 14-February 08
წევრი № 3,934



დიდი მადლობა ნათია
ბევრი რამ გავიგე და მართლაც დამეხმარება აქ წკითხული smile.gif


--------------------
”როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ”(რ .ინანიშვილი ”ევა”)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MR.NOE
პოსტი Dec 21 2008, 08:56 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 20-December 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,137



ლოცვა არის გულის და გონების აღვლენა ღვთისადმი, მოკრძალებით საუბარი კაცისა ღმერთთან.
ლოცვაში ჩვენ ვადიდებთ ღმერთს, მის დიდებას და სიბრძნეს, ვთხოვთ ჩვენთა საჭიროებათათვის და ვმადლობთ მოცემულ წყალობისათვის. ამიტომაც არის სამის სახე ლოცვისა _ ლოცვა დიდების მეტყველებითი, თხოvniT მესამე აგარ მახსოვსსsmile.gif


--------------------
სიკეთე-სამოთხის კარს გაგვიღებს
სიმდაბლე-შინ შეგვიყვანს
სიყვარული-უფალს დაგვანახებს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lazare salome nino
პოსტი Dec 26 2008, 02:40 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 26-December 08
წევრი № 6,169



დიდი მადლობა,უფალმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს,რათა არ მოაკლდეს და შეემატოს ტანჯულ ერს შენისთანა ქრისტიანები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mekaje
პოსტი Jan 10 2009, 12:36 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 583
რეგისტრ.: 25-December 08
წევრი № 6,158



ძალიან მიყვარს ბუნებაში განმარტოებით სეირნობა. ფონიჭალაში არის პატარა გორა და ზედ ღვთისმშობლის კოხტა ეკლესია დგას, რომელიც სამწუხაროდ თითქმის სულ დაკეტილია. აი, აქ მიყვარს ხოლმე ასვლა ნაძვნარში და ფიქრი. ასე მგონია ამ დროს ვლოცულობ ყველაზე გულწრფელად და ამ დროს ვარ ყველაზე ახლოს ღმერთთან. girl_angel.gif zafxuli.gif mze.gif


--------------------
ღმერთი სიყვარული არს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Jan 10 2009, 10:50 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(MR.NOE @ Dec 21 2008, 08:56 PM) *

ამიტომაც არის სამის სახე ლოცვისა _ ლოცვა დიდების მეტყველებითი, თხოvniT მესამე აგარ მახსოვსსsmile.gif

რა აღარ გახსოვს შენ თვითონ დაწერე-- სამადლობელი.
აი რას ნიშნავს რო დაიზუთხე და არ გიგრძვნია.
smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MR.NOE
პოსტი Jan 12 2009, 10:58 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 18
რეგისტრ.: 20-December 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 6,137



ციტატა(სარდიონ @ Jan 10 2009, 10:50 PM) *

რა აღარ გახსოვს შენ თვითონ დაწერე-- სამადლობელი.
აი რას ნიშნავს რო დაიზუთხე და არ გიგრძვნია.
smile.gif

აბა ბიჭოbiggrin.gif


--------------------
სიკეთე-სამოთხის კარს გაგვიღებს
სიმდაბლე-შინ შეგვიყვანს
სიყვარული-უფალს დაგვანახებს :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 21 2014, 11:24 AM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ლოცვითი ღვაწლის მიზანი ღმერთზე განუშორებელი ფიქრის მიღწევაა“.
/დეკ. შიო პაიჭაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 4 2014, 01:26 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“თუ ადამიანი ცუდად ცხოვრობს, ესე იგი ცუდად ლოცულობს, ხოლო თუ ცუდად ლოცულობს, იმიტომ, რომ ცუდად ცხოვრობს.“

/მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)/

„ლოცვას ხომ ღმერთთან საუბარი ჰქვია, ხოლო ამ საუბარში, გნებავთ თხოვნაში, საბოლოო სიტყვა ღმერთს ეკუთვნის“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2014, 12:49 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წინასწარმეტყველი ილია თავ-მუხლმოდრეკით ლოცულობდა. რამდენიმე წუთში უფალი მოალბო და მან თავისი რისხვა წყალობად შეცვალა."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2014, 02:47 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვით, ღვთის სიტყვით ყოველგვარი არაწმინდება განიწმინდება. ულოცველად სული მკვდარია მადლის წინ".

/წმ. ნექტარიოსი (ტიხონოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 14 2014, 10:04 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტრაპეზის მზადება გამოსცდის ნაყროვანს, ღვთის მოყვარეს კი გამოსცდის ლოცვის ღვაწლი".

/წმ. იოანე სინელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 15 2014, 09:09 PM
პოსტი #13


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რასაც აკეთებთ, ისე აკეთეთ, რომ სიმხურვალეს უწყობდეს ხელს და გულს არ აციებდეს; კითხვაც, ლოცვაც, შრომაც, სხვებთან საუბარიც, ერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - არ მიგიყვანოთ გულის გაციებამდე.

შესვენების გარეშე მოკლე ლოცვით, თქვენი შინაგანი ღუმელი გაახურეთ და უფთხილდით გრძნობას, რომ მათი მეშვეობით არ გაჟონოს სითბომ.

გარეგანი შთაბეჭდილებები ძალიან ძნელად ეწყობიან შინაგან საქმიანობას".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2014, 07:02 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამს და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღვთის სახელს.
წმნიდა წერილი ამბობს: "მოუკლებელად ილოცევდით" (1თესალ. 5,18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი".

/წმ. ბარსანუფი დიდი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2014, 08:46 PM
პოსტი #15


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ეს დალოცვა ძალიან მომეწონაsmile.gif

"ვინც გაგაჩნია, ყველა გიცოცხლოს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2014, 06:18 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეგობრებო, მოდით, ვილოცოთ ერთად, რომ უფალმა გვაჩუქოს ერთმანეთის დათმენის უნარი და ადამიანებისადმი უანგარო, თავგანწირული სიყვარულის გრძნობა".

/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 11 2014, 09:59 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- ნუ შევდუგებით ლოცვას წინასწარი, თუნდაც ხანმოკლე მომზადების გარეშე;

- ლოცვის დამთავრებისთანავე, მაშინვე ნუ გადახვალთ ჩვეულებრივ საქმიანობაზე;

- შინაგანი ლოცვა უნდა ვითხოვოთ უფლისაგან, როგორც მოციქულებმა სთხოვეს უფალს: "უფალო, გვასწავლე ლოცვაი" (ლუკ. 11,1)"

/მღვდელი იოანე სამხარაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 12 2014, 12:58 PM
პოსტი #18


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება?


--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sanfol
პოსტი Dec 14 2014, 09:17 PM
პოსტი #19


მშვიდობისმყოფელი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,068
რეგისტრ.: 19-October 14
წევრი № 13,848



ციტატა
ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება?



--------------------
მშვიდობა თქვენდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 18 2014, 10:35 PM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,438
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მლოცველის თვალები რაიმე კონკრეტულზე არ ფიქსირდება, სადღაც შორს იყურება, თითქოს გადის ამქვეყნიდან".

/მამა თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

74 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 02:15 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი