IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

56 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> კითხვები, და პასუხები
ნათია
პოსტი Jan 16 2008, 12:08 AM
პოსტი #41


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



იცით რა მაინტერესებს, სულიწმინდის განმარტება

სულიწმინდა არის მადლი, ძალა...? unsure.gif

"სულიწმინდა გადმოვიდა..." "სულიწმინდა განისვენებდა მასზე..." "სულიწმინდა განცხადდა იესო ქრისტეს ნათლისღების ჟამს..." "სულიწმინდა გარდამოდიოდა მასზე..." "სულიწმინდა გადმოვიდა, სრულიად აღავსო ის და გაასხივოსნა..." "სულიწმინდა შესაქმეზე უზემოესია, რომ განსხვავებულია იგი ქმნილებათა ბუნებისგან და რომ ღმრთეებისეულია იგი" unsure.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DEMIURG
პოსტი Jan 16 2008, 11:16 PM
პოსტი #42


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,484



წმ. კირილე იერუსალიმელი - სულიწმიდა (ქადაგებათა სინთეზი)

სულიწმიდის შესახებ საუბრისას სულიერი მადლია საჭირო, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით ყველაფერს, რაც მას შეეფერება. ამ თემაზე საბრისას არც თუ ისე პატარა საშიშროებაც არსებობს, თუ გავიხსენებთ მაცხოვრის სიტყვებს: „რომელმან ჰსთქუას სულისა წმიდისათჳს არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას“ (მათე 12,32).

გარდა ამისა, შესაძლოა, საუკუნო სატანჯველს მივეცეთ, თუკი უვიცობით ან მოგონილი მოწიწებით რაიმე შეუსაბამოს ვიტყვით. ამიტომ, შემოვიფარგლოთ მხოლოდ იმის წარმოჩენით, რაც თვით სულიწმიდამ განგვიცხადა წმიდა წერილში.

* * *
ერთი და ერთადერთია სულიწმიდა, ნუგეშინისმცემელი. და როგორც ერთია მამა ღმერთი და არ არსებობს მეორე, და როგორც ერთია მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა და არ ჰყავს ძმა, ასევე ერთია სულიწმიდა. არ არსებობს მეორე მისი თანასწორი სული. იგი არის საღვთო და გამოუცნობი. არის ცოცხალი, გონიერი, ყოველთვის და ყოველგან მყოფი მამასთან და ძესთან ერთად. არ არის ან ერთი ქმედება, ან ერთი ამოსუნთქვა, ან ერთი ქადაგება მამისა ან ძისა, რომელიც განიფანტება ჰაერში, არამედ ერთი სახე, ერთი პირი, ცალკე არსება. ის თვითონ მეტყველებს, მოქმედებს და წმიდაჰყოფს. ის ნათელმოსავს მართალთა სულებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს.

სულიწმიდა არის ძალიან დიდი, საოცარი და ყოვლადძლიერი. დაფიქრდი: რამდენი სული ვართ ამ ქვეყნად? ის იმყოფება ჩვენს შორის და ხედავს ყოველ ჩვენს ქმედებას. კითხულობს ჩვენს ზრახვებსა და სინდისს, აგრეთვე ესმის, რასაც ვლაპარაკობთ. ხედავს, რას ვფიქრობთ, რა გვწამს. საოცარია პირდაპირ!

მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. წარმოიდგინე მთელი მსოფლიოს ქრისტიანები, აგრეთვე ეპისკოპოსები, მღვდლები, დიაკვნები, ბერ-მონოზონები და ყველა ეროვნების საერო პირები. სულიწმიდა მათი დიდი მფარველი და მათთვის სხვადასხვა ნიჭის მიმცემელია: ზოგისთვის - კეთილგონიერების, ზოგისთვის - ქალწულების, ზოგისთვის - მოწყალების, ზოგისთვის - უპოვარების. როგორც მზე თავისი სხივებით ყოველივეს ნათელს ჰფენს, ასევე სულიწმიდა აცისკროვნებს მათ, ვისაც აქვს სულიერი თვალები. ისინი კი, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ნიჭებს, სულიწმიდას კი ნუ დაადანაშაულებენ, არამედ საკუთარ ურწმუნოებას დააბრალონ.

ნახე, რა ძალაუფლების მფლობელია სულიწმიდა მთელ სამყაროში? ახლა ნუ დარჩები დედამიწაზე. ადი უფრო მაღლა. გონებრივად ამოდი ჩემთან ერთად ცაში და ნახე, რამდენი ათასი ანგელოზი, მთავარანგელოზი და მთავრობანია. ადი ცოტა კიდევ, თუ შეგიძლია და დაინახე უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. კიდევ უფრო ზევით კი - სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. სულიწმიდა ყველა მათგანის განმგებელი, მასწავლებელი და განმკითხავია.

* * *
სულიწმიდას აქვს სხვადასხვა სახელი. იმისათვის, რომ ვინმე უცოდინარმა არ დაუშვას მრავალი და სხვადასხვა სულის არსებობა, ეკლესია რწმენის სიმბოლოში ანუ მრწამსში მიუთითებს, რომ არის ერთი, წმ. სამების მესამე პირი: ?პომჟღთ მამისაგან გამოვალს... რომელი იტყოდა წინასწარმჟტგვჟლთა მიჟრ“რაც შეეხება სულიწმიდის სახელებს. ის, როგორც წესი, იწოდება „სულად“ და „სულად ჭეშმარიტებისად“ და „ნუგეშინისმცემელად“, როგორც მას თვით უფალი უწოდებს. აგრეთვე „სულად ღვთისად“ და „სულად მამისად“. მას „ქრისტეს სულად“ იხსენიებს პეტრე მოციქული. „ღვთის სულად“, „“უფლის სულად“ და ასევე „ღვთის ძის სულად“ კი - პავლე მოციქული. მისსავე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ვხვდებით „სულს სიწმიდისა“ და „სულს აღიარებისას“. სხვა ეპისტოლეებში კი „სულს განცხადებისას“, „სულს აღთქმისას“ და „სულს წყალობისას“. ფსალმუნში ის „სახიერ“ და „სამეუფო“ სულადაა მოხსენებული. წინასწარმეტყველი ისაია მას უწოდებს „სულს სიბრძნისას“, „კეთილმნებელობისას“, „კეთილგონიერებისას“, „ძლიერებისას“, „შეცნობისას“, და „სულს ღვთისადმი მოწიწებისას“ და „ღვთისმოშიშებისას“.

სულად იწოდება დემონიც, მაგრამ უწმინდურ სულად. როგორც წმინდა წერილი ადამიანის სულის შესახებ საუბრისას ამბობს: „სული ადამიანისა“, ან ქარის შესახებ „სული ქარიშხალისა“, ან ცოდვის შესახებ „სული მრუშობისა“ და ა.შ., ასეა აქაც. სულიწმიდისათვის წარმოუდგენელია ასეთი რამ. ნუ იყოფინ! გარდა ამისა, არსებობს დიდი განსხვავება. უწმინდური სული როცა შედის ადამიანში (ღმერთმა დაგვიფაროს მისგან), შედის როგორც სისხლისმსმელი მგელი, რომელიც მზადაა დაგლიჯოს ცხვარი. ის გადარევს ადამიანის სულს და თრგუნავს მას, უბნელებს აზროვნებას, ურევს ენას, პირიდან გადმოსდის ქაფი და გაუთავებლად ღრიალებს, ადამიანს მთლიანად მოიცავს წყვდიადი. ფართოდ აქვს გახელილი თვალები, მაგრამ სული ვერაფერს ხედავს. საცოდავი ადამიანი გულშემზარავად კანკალებს. გულმოწყალების და სიბრალულის არმქონე დემონები მისი უსაძაგლესი მტრები არიან.

არაფერი ამის მსგავსი არ ხდება სულიწმიდასთან დაკავშირებით. პირიქით, ყველა მისი ქმედება მიმართულია ჩვენდა სასიკეთოდ და ჩვენი ხსნისთვის. უპირველეს ყოვლისა, მისი ყოფნა იწვევს სიმშვიდეს და კეთილგანწყობილებას. მისი ტვირთი ძალიან მსუბუქია. შემეცნების ელვისებურად ნათელი სხივები წინასწარ გვამცნობენ მის გამოჩენას. მოდის მამისეული სიყვარულით და თანაგრძნობით. მოდის, რომ გვიშველოს, გვიმკურნალოს, გვასწავლოს, დაგვარიგოს, გაგვაძლიეროს და დაგვამშვიდოს. მოდის, რომ გაგვინათოს გონება. დაგვანახოს ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. მოდის და პატარა ადამიანი, ისაიას მსგავსად, გახსნილი ციდან ხედავს უფალს „მაღალ და მედიდურ ტახტზე“ (ისაია 6,1), იეზეკიელის მსგავსად - „ქერუბიმებზე“ (იეზეკიელი 10,18). ხედავს როგორც დანიელი, რომ მას ემსახურებიან „ათასის ათასნი და ბევრის ბევრი ანგელოზები“ (დანიელი 7,10), ხედავს სამყაროს დასაწყისსა და დასასრულს, რადგან ის არის ნათელისა და შემეცნების წყარო და გამოცხადება.

* * *
მოდით, ახლა გადავშალოთ წმინდა წერილი და შევსვათ წყალი წმინდა მამების ჭურჭლებიდან. შევსვათ წყალი ცოცხალი, რომელიც მოედინება ჩვენთვის საუკუნო ცხოვრების მოსანიჭებლად. ასე დაახასიათა ერთხელ უფალმა სულიწმიდა, რომელსაც მიიღებდნენ მორწმუნენი: „და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი“ (იოანე 7,38). იგულისხმება არა ჩვეულებრივი მდინარე, რომელიც გამხმარ მიწას რწყავს, არამედ უხილავი და გონიერი, რომელიც ნათლით მოსავს სულებს.

რატომ შეადარა უფალმა სულიერი მადლი წყალს? იმიტომ, რომ წყალი არის სიცოცხლის ძირითადი ელემენტი, ციდან მოდის წვიმის სახით, აქვს მარტივი ფორმა, მაგრამ მისი მოქმედება არის მრავალფეროვანი. აწვიმს მთელ ბუნებას, მაგრამ ეს წვიმა აძლევს თეთრ ფერს შროშანს, წითელს - ვარდს, მეწამულს - იებსა და სუმბულს. ფინიკის ხეს აძლევს სხვა ნაყოფს და ვენახს სხვას. ხდება „ყოველივეში ყველაფერი“ და ამ დროს არის უბრალო წვიმა.

ასევეა სულიწმიდა. არის ერთი და განსაკუთრებული. თავის ნიჭებს ანაწილებს საკუთარი ნემისამებრ: ერთს სიბრძნისმეტყველების მადლს ანიჭებს, მეორეს - წინასწარმეტყველებისას. მესამეს აძლევს ძალას დემონებთან საბრძოლველად, მეოთხეს წმ. წერილის კვლევის უნარს. ერთს ასწავლის მარხვასა და ასკეტურ მოღვაწეობას, მეორეს ანიჭებს გამოსწორებისა და თავშეკავების უნარს; ზოგიერთს აშორებს მიწიერი საქმეებისაგან და სხვას ამზადებს მოწამეობისათვის, მაგრამ თვითონ მარად იგივეა.

როგორც ნახევრად გამომშრალი ხე მორწყვის შემდეგ ამოიყრის ყლორტებს, ასევე ცოდვილი სული მონანიებით და სულიწმიდის მადლით გამოიღებს ტკბილ ნაყოფს. ხანდახან არ გიფიქრია უმანკოებასა და ქალწულებაზე? ეს ნუგეშინისმცემელის მადლია. რამდენ ქალიშვილს მიუტოვებია ქორწილის სამზადისი და გაჰყოლია ქალწულების მასწავლებელს...

ძალიან ბევრმა ვინც სასახლეში ცხოვრობდა, ერთ მშვენიერ დღეს სულიწმიდის მითითებით მიატოვა ყოველივე: სახელი, პატივი და დიდება... ზოგიერთმა ახალგაზრდამ თვალი აარიდა ხორციელ სილამაზეს და გადარჩა წაბილწვას. ალბათ გინდა გაიგო, ვინ ასწავლა მათ სულებს? ვინ და სულიწმიდამ! რამდენი რამ სახარბიელო არის ამქვეყნად, მაგრამ ქრისტიანები ისწრაფვიან უპოვარობისკენ. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დააპურა სულიწმიდამ.

* * *
მოდით განვიხილოთ წმ. წერილში გადმოცემული სულიწმიდის საქმენი. ორივე აღთქმაში ერთი და იგივე სულია. ძველში იწინასწარმეტყველა ქრისტეს მოსვლა და ახალში გარდამოვიდა ზეციდან მიწად, გვიჩვენა ის და იქადაგა მისი ღმრთეება.

წინასწარმეტყველმა ელისემ განკურნა ნაყამანი კეთრისაგან და ამისათვის არანაირი საზღაური არ გამოართვა. გეხაზი ართმევს ნაყამანს დაუმსახურებლად ფულს და მალავს, მაგრამ წმინდანთათვის არაფერია დაფარული. ბრუნდება გეხაზი და მას ეკითხება წინასწარმეტყველი: - „საიდან მოდიხარ, გეხაზ? გგონია, ჩემი გული არ იყო შენთან ერთად? მე აქ ვიყავი, მაგრამ ღვთის სული, რომელიც მე გამაჩნია, შორსმხედველია. წყვდიადიდან მოხვედი და წყვდიადშივე წახვალ. კეთროვანის მკურნალობა გაყიდე? შენ და შენს შთამომავლობას გადაედოს ნაყამანის კეთრი სამარადისოდ. მე შევასრულე მცნება: „უფასოდ მიიღეთ, უფასოდ გაეცით“. შენ გაყიდე სლიწმიდის მადლი. მიიღე ახლა ის, რაც იყიდე“ (იხ. IV მეფეთა5,1-27).

სულიწმიდის მადლი ანათლებდა ყველა მართალსა და წინასწარმეტყველს: ენუქს, ნოეს, აბრაამს, ისააკსა და იაკობს. თვით ფარაონი დარწმუნდა, რომ იოსებს ჰქონდა ღვთის სული (დაბ. 41,38). ალბათ ხშირად გაგიგონია მოსეზე და იმ სასწაულებზე, რომლებიც მან ნუგეშინისმცემელის მეშვეობით მოიმოქმედა. ამ ძალამ გააძლიერა მრავალვნებული იობი. იგივე ძალით ღოთენიელი გაბატონდა (მსაჯ. 3,10) და გედეონი გაძლიერდა (მსაჯ. 6,34). იფთახმა გაიმარჯვა (მსაჯ. 11,29-33). მიუხედავად იმისა, რომ დებორა ქალი იყო, იბრძოლა (მსაჯ. 4,4) და სამსონმა მოიპოვა ზებუნებრივი გამარჯვებები (მსაჯ. 13,25; 14,6-19). სამუელზე და დავითზე ნათლად ლაპარაკობენ მეფეთა წიგნები. აშკარაა, რომ სასწაულმოქმედნი ილია და ელისე იყვნენ აღვსილნი სულიწმიდით. და თუკი ვინმე გადაშლის წინასწარმეტყველთა წიგნებს, ნახავს უამრავ მოწმობას სულიწმიდის შესახებ.

წინასწარმეტყველი იეზეკიელი ამბობს: „შემოვიდა ჩემში სული და მითხრა: ასე ამბობს უფალი“ (იეზეკიელი 11,5). ამით მას სურს გვითხრას, რომ სულმა ის ალერსით ჩაიხუტა, როგორც იაკობმა იოსები, და როგორც სახარებაში აღწერილმა - უძღები შვილის მამამ თავის სინანულში მყოფი ვაჟი.

სულმა განაბრძნო ახალგაზრდა დანიელი და გაასამართლა მსაჯულები: ცილი დასწამეს სუსანას და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ვინ იხსნა იგი დამსჯელთაგან? უკვე იდგა მოწამებრივ გზაზე. ხალხს უკვე დასასჯელად მიჰყავდა, მაგრამ სუსანას ჰყავდა ყოვლისშემძლე შემწე, ნუგეშინისმცემელი სული ჭეშმარიტებისა. სული ეძახის დანიელს: „შენ ყრმავ, განსაჯე დიდები, რომლებიც სიბერეში ჩავარდნენ ახალგაზრდების ცოდვაში“. და დანიელის ჩარევით გადარჩა უბრალო სუსანა (დანიელი 45).

ნაბუქოდონოსორიც, რომელმაც იცოდა, რომ დანიელის მკერდში წმინდა სული სუნთქავდა, მას მიმართავს: „ბელტეშაცარ, მთავარო! ვიცი, შენში წმინდა ღმერთების სულია და არანაირი საიდუმლო არ არის შენთვის მიუწვდომელი; აჰა, ჩემი სიზმარი, რომელიც ვიხილე და მითხარი მისი განმარტება“ (დანიელი 4,6). ხედავ სულიწმიდის ძლიერებას? სიზმრის მნახველი ვერ ხსნის მას, ხოლო დანიელი, რომელსაც ის არ უნახავს, ხვდება სიზმრის მნიშვნელობას.

* * *
რა თქმა უნდა, შეგვეძლო უფრო ფართოდ და დაწვრილებით გვესაუბრა ძველ აღთქმაზე. მაგრამ დრო არ გვაქვს. საკმარისია, რაც ვთქვით. ახლა გადავიდეთ ახალ აღთქმაზე და აქაც შევაგროვოთ რამდენიმე თავთავი.

სულიწმიდა გარდამოვიდა ქალწულ მარიამზე, რომ ეშვა ქრისტე. ის მოიცვა საღმრთო მადლმა და ნუგეშინისმცემელმა ის მოამზადა ღვთისა და სიტყვის ჭურჭლად. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ დაბადება იყო უბიწო და უმწიკვლო. ეს ისედაც კარგად იცით. მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უთხრა: - „მე ვარ მახარებელი იმისა, რაც უნდა მოხდეს, მაგრამ არა თანამონაწილე. რა თქმა უნდა, მე ვარ მთავარანგელოზი, მაგრამ აქ მთავრდება ჩემი მისია. მე შენ გაუწყებ, რომ „გიხაროდენ მიმადლებულო“, მაგრამ ვერ აგიხსნი შობის საიდუმლოს. „სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაა გფარვიდეს შენ“ (ლუკა 1,26-35).

სულიწმიდა ნათლად გამოჩნდა უფლის ნათლობის დროს. მათე მახარებლის თანახმად, „და აჰა განეხუნეს მას ცანი, და იხილა სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი ვითარცა ტრედი, მივიდა და დაადგრა მას ზედა“ (მათე 3,16). როგორც განმარტავენ ზოგიერთნი, საჭირო იყო ქრისტეს კაცობრივ ბუნებას მისცემოდა სულიწმიდის ის მადლი, რომელიც ეძლევა ადამიანს ნათლობის დროს.

სულიწმიდის წყალობა გაუნაწილა უფალმა მოციქულებს მაშინაც, როცა მისცა მათ ხელმწიფება ადამიანთა ცოდვების მიტევებისა: „მიიღეთ სული წმიდაჲ. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ“ (იოანე 20,22-23) და დაუბარა, დარჩენილიყვნენ იერუსალიმში, ვიდრე არ შეიარაღდებოდნენ მისი ღვთაებრივი ძალით (ლუკა 24,49).

ამაღლდა უფალი ზეცად და შეასრულა დანაპირები. როდესაც მოაწია სულთმოფენობის დღემ, გარდამოვიდა სულიწმიდა მოციქულებზე, რომლებიც ერთ-ერთ სახლში იყვნენ თავმოყრილნი და ელოდებოდნენ მის მოსვლას. გარდამოვიდა, რათა ისინი შემოსილიყვნენ ძლიერებით და მონათლულიყვნენ უფლის დაპირებისამებრ. მოციქულებმა მიიღეს არა რაღაც ნაწილი მადლისა, არამედ - სრული ძალა. როგორც ნათლობის დროს მოსანათლავი მთლიანად შთაიფლება წყალში, ასევე მოციქულები მოინათლენ სულიწმიდაში. წყალი ასველებს მხოლოდ სხეულს ღვთის სული კი - გამსჭვალავს სულსაც და სხეულსაც. ეჭვი გეპარებათ? მოგიყვანთ ერთ უბრალო, მაგრამ თვალსაჩინო მაგალითს: ავიღოთ ცეცხლი და რკინა. ცეცხლი ავარვარებს რკინას, ანუ ცივი ხდება ცხელ! შავი - ძლიერ წითელი და თვალისმომჭრელ! მაშ, რატომ გეჩვენება უცნაურად, რომ სულიწმიდა აღწევს სულის სიღრმეში?

გარდამოვიდა ნუგეშინისმცემელი და ამხელა მადლის გარდამოსვლა შეუმჩნეველი რომ არ დარჩენილიყო, გაისმა ზეციური საყვირის და ძლიერი ქარის გუგუნის მსგავსი ხმა. აივსო მთელი სახლი ნათელით და გახდა გონიერების ემბაზი, რომელშიც მოინათლნენ მოწაფეები. თითოეულ მათგანს ცეცხლოვანი ენები დაეფინა, და განიბანნენ ისინი სულიწმიდის ნათელში. ეზიარნენ ცეცხლს, რომელიც კი არ წვავს და ფერფლად აქცევს, არამედ აღადგენს. ის ანადგურებს ცოდვების ისრებს და განაბრწყინებს სულს. ცეცხლოვანმა ენებმა, როგორც სამეფო გვირგვინებმა, შემოსეს მოციქულთა თავები. ოდესღაც ცეცხლოვანი ორლესული მახვილი იცავდა სამოთხის კარს, ახლა კი ცეცხლოვანმა ენამ განაღო იგი და მოავლინა ცხონება.

„და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მისცემდა მათ სიტყუად“ (საქმე 2,4). გალილეველები პეტრე და ანდრია სპარსულად თუ მიდიურად ლაპარაკობდნენ. იგივეს აკეთებდნენ იოანე და სხვა მოციქულებიც. ყოველი უცხოელი ისმენდა ღვთის სადიდებელ სიტყვებს მშობლიურ ენაზე.

ვინ არის ასეთი დიდი მასწავლებელი, რომელიც უცბად გვასწავლის იმას, რაც არ ვიცით? თუნდ მხოლოდ ბერძნული ენის სწავლას რამდენი წლის მეცადინეობა და გარჯა სჭირდება. სულიწმიდა კი ყველაფერს უცბად ასწავლის. ეს ნამდვილად დიდი სიბრძნე და საღმრთო ძალაა. როგორ უნდა შევადაროთ ერთმანეთს მოციქულების ნაკლებგანსწავლულობა, მათ უეცრად სხვადასხვა ენაზე ამეტყველებას? „ტკბილითა განსავსე არიან (საქმე 2,13) ამბობდნენ მათი შემყურენი და მართალნიც იყვნენ, რადგან მათრობელა მაჭარია სულიწმიდის მადლი.

სულიწმიდის მადლით განათლებული პეტრე, რომელმაც იცოდა, თუ ვინ ჰყავდა მოკავშირედ, დადგა თერთმეტ მოციქულთან ერთად, სიტყვით მიმართა იქ შეკრებილ ხალხს და მჭერმეტყველური ქადაგებით სამი ათასი სულა მოაქცია. ასეთი სიძლიერის იყო ის მადლი, რომელიც ეხმარებოდა მოციქულებს. მისი ძალით ქრისტეს ჯვარმცმელებმა ირწმუნეს უფალი და მოინათლნენ მისი სახელით.

ნუგეშინისმცემელის ძალამ მრავალი საოცარი სასწაული მოახდინა. განიკურნა მრავალი ავადმყოფი და დემონური სულით შეპყრობილი ადამიანი. პეტრეს ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ. არა მხოლოდ თორმეტი მოციქული, არამედ - ჩანასახში მყოფი მაშინდელი ეკლესიის პირველშობილნიც კურნავდნენ, მათ შორის შვიდი დიაკონი. უპირველესად უნდა დასახელდეს პირველმოწამე სტეფანე, აღვსილი რწმენით და სულიწმიდის ნათელით. ის დიდ სასწაულებს ახდენდა და ვერავინ ახერხებდა შეწინააღმდეგებოდა მის სიბრძნესა და სულს, რომლის მეშვეობითაც ის მსჯელობდა. როდესაც მას ცილი დასწამეს და სინედრიონის წინაშე წარადგინეს, სიტყვის წარმოთქმისას სულიწმიდით აღვსილმა ცად აიხედა „და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესო, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“ (საქმე 7,55).

ან როგორ აიხსნება სულიწმიდის ის სასწაულებრივი ქმედებანი, რომელნიც გამოვლინდა მოციქულ პავლეს ცხოვრებაში? იგი სავსე იყო სულიწმიდის ძლიერებით. ნუგეშინისმცემელმა ის „შეიცნო რჩეულ ჭურჭლად“, რათა ეღიარებინა თავისი რწმენა ქრისტეს მიმართ მეფეების, წარმართებისა და იუდეველების წინაშე. ქრისტიანობის მდევნელი გადააქცია მის მხურვალე მქადაგებლად, რომელმაც იერუსალიმიდან ადრიატიკის ზღვამდე იქადაგა უფლის სიტყვა, იქადაგა რომში და ჰქონდა სურვილი მიეღწია ესპანეთამდეც.

როგორ ავუაროთ დუმილით გვერდი მოციქულ პავლეს სასწაულებრივ საქმეებს კვიპროსზე. მოგვ ელიმას დაბრმავებას (საქმე 13,11) და ლისტრაში ხეიბრის განკურნებას (საქმე 14,8-10)? რაოდენ სასწაულებრივია სულიწმიდის ქმედებანი კილიკიაში, ფრიგიაში, გალატიაში, მისიაში და მაკედონიაში! ფილიპიადან განდევნა გრძნეული სული, ღამით კი, მიწისძვრისა და მოციქულ პავლეს ციხიდან სასწაულებრივი განთავისუფლების შემდეგ მოინათლა საპატიმროს ზედამხედველის მთელი ოჯახი (საქმე 16,16).

პავლემ იქადაგა თესალონიკეში (საქმე 17,1-9) და ათენის არეოპაგში (საქმე 17,16-34) კორინთოში და მთელ აქაიაში (საქმე 18,1-17). ეფესოში კი მისი მანდილებით და სარტყლებით ჰკურნავდნენ ავადმყოფებს და განაგდებენ უწმინდურ სულებს (საქმე 19,11-12). ტროადაში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი და უკვე მკვდარი ევტიქი აღადგინა (საქმე 20,9).

როდესაც კესარიაში ხელშებორკილი წარსდგა მმართველთა წინაშე, სულიწმიდისგან იმდენი სიბრძნე და მადლი მიიღო, რომ იუდეველთა მეფე აღრიპამ უთხრა: „მცირედ-ღა და მარწმუნო მე ჭრისტეანე ყოფად“ (საქმე 26,28).

* * *
კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ დრო არ გვეყოფა. ის, რასაც მოციქული პავლე ამბობს სულიწმიდის შესახებ თავის თოთხმეტ ეპისტოლეში, ბევრ ქადაგებას სჯობს. თუკი რაიმე გამომრჩა, სიცარიელეს თავად ნუგეშინისმცემელი შეავსებს. მე შემოგთავაზეთ მცირედი, თქვენ აიღეთ ბევრი. სულიწმიდა იძლევა იმდენს, რამდენის მიღებაც შეგვიძლია. მისი წყალობა ყოველთვის უხვია მათთვის, ვისაც წმინდა გული აქვს. წმინდა გული არის წალკოტი სულიწმიდისა მრავალი კეთილი ნაყოფით: სიყვარულითა და სიხარულით, მშვიდობისთა და მოთმინებით, პატიოსნებითა და სათნოებით, რწმენით, სიმშვიდითა და თავშეკავებით (იხ. 5,22-23).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 20 2008, 11:23 PM
პოსტი #43


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



DEMIURG
ძალიან დიდი მადლობა! შესანიშნავადაა ყველაფერი გადმოცემული smile.gif

სულიწმინდას მტრედით "გამოსახავენ" და რატომ?


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
DEMIURG
პოსტი Jan 21 2008, 03:01 AM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-December 07
წევრი № 3,484



ნათია

იმიტომ რომ სულიწმინდა იესოზე მტრედის სახით გადმოვიდა. ხოლო მტრედის სახით იმიტომ გადმოვიდა, რომ ეს ფრინველი ყოველთვის ითვლებოდა სისუფთავისა და უდანაშაულობის, უბოროტობისა და სიმშვიდის სიმბოლოდ. თუმცა ღვთის სული იესოსთან მკვიდრობდა მარიამში მისი ჩასახვის დღიდან. ხოლო ხილულად იმიტომ გადმოვიდა რომ აღსრულებულიყო მასზე დაწრილი: „რომელსა ზედა იხილო გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა“ (ინ. 1,33). ანუ ხილულად გადმოსვლა მოხდა იმისთვის, რომ იესოში ხალხს შეეცნო ქრისტე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 10 2008, 04:18 AM
პოსტი #45


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



იცით რა მაინტერესებს? აი ანგელოზი რო შეცდა და ცოდვაში ჩავარდა, ანუ ამპარტავნებაში რა, ვინ შეაცდინა იგი? მაშინ ხომ ეშმაკი არ არსებობდა.
ანუ მაინტერესებს რა იყო ამ ცოდვის გამომწვევი მიზეზი?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 10 2008, 08:43 PM
პოსტი #46


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



უჩა
ციტატა
იცით რა მაინტერესებს? აი ანგელოზი რო შეცდა და ცოდვაში ჩავარდა, ანუ ამპარტავნებაში რა, ვინ შეაცდინა იგი? მაშინ ხომ ეშმაკი არ არსებობდა.
ანუ მაინტერესებს რა იყო ამ ცოდვის გამომწვევი მიზეზი?

არ არის აუცილეელი ეშმაკმა აცდინოს აამიანი, რომ მან შესცოდოს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მას შეუძლია აარჩიოს კეთილი ან ბოროტი და ეს ეშმაკის ჩარევის გარეშეც შესაძლებელია.

ერთი ანეგდოტი გამახსენდა, ერთმა მოძღვარმა მოგვიყვა:
ერთი ბერი იყო მონასტერში და ძალიან უყვარდა ჭამაო.
ერთხელაც შუა მარხვისას წინამძღვარი შევიდა მასთან კელიაში და ასეთ სურათს წააწყდა: ამ ბერს სუფრის კოვზზე მოეთავსებინა კვერცხი, სანთლელი შეენთო და ასეთი გზით აპირებდა კვერცხის მომზადებას. გადაირია წინამღვარი, რას აკეთებო...
დაემხო ის ერი და დაიწყო თავის მართლეა: ეშმაკმა შემაცდინა, ეშმაკმა შემაცდინაო...
ამ დროს ეშმაკმა გამოყო თავი საიდანღაც და დაიძახა:
არა, ძმაო, მე ეგეთ რამეს ვერ მოვიფიქრებიო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 10 2008, 08:56 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დათიკოს პოსტის მერე გამიჩნდა ეს კითხვა: ეშმაკი რომ შეგეცოდოს "შეიძლება"?თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს მას აბრალებენ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 10 2008, 08:59 PM
პოსტი #48


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(staywhite @ Feb 10 2008, 07:56 PM) *

დათიკოს პოსტის მერე გამიჩნდა ეს კითხვა: ეშმაკი რომ შეგეცოდოს "შეიძლება"? თუნდაც იმიტომ, რომ ყველაფერს მას აბრალებენ biggrin.gif


არა, არ გაყვე ამ აზრს user.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 10 2008, 09:06 PM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მეც მასე მგონია, რომ უმიზეზოდ არ აბრალებენ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Feb 10 2008, 09:08 PM
პოსტი #50


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(დათიკო @ Feb 10 2008, 07:43 PM) *

უჩა

არ არის აუცილეელი ეშმაკმა აცდინოს აამიანი, რომ მან შესცოდოს. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მას შეუძლია აარჩიოს კეთილი ან ბოროტი და ეს ეშმაკის ჩარევის გარეშეც შესაძლებელია.


ისე ცდუნება რას ნიშნავს?
როგორც ვიცი ადამიანის ნებაზე ეშმაკს არანაირი გავლენა არა აქვს, უბრალოდ ეშმაკი სთავაზობს და ირჩევს ადამიანი.
სიტყვები - შეთავაზება და ცდუნება ამ შემთხვევაში იდენტურია?


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 10 2008, 09:09 PM
პოსტი #51


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დათიკო
ასეთი კითხვები გამიჩნდა:
ანგელოზი დაეცა, რადგან მას ჰქონდა თავისუფალი ნება და მიიდრიკა ბოროტისკენ თავისი ნებით და არა ეშმაკის შთაგონებით (რომელიც მაშინ არ არსებობდა). აქვს თუ არა ანგელოზს ეს თავისუფალი ნება დღესაც? ანუ შეიძლება ანგელოზი დღესაც დაეცეს? რაღაც არა მგონია. ეს მგონი მაშინ მოხდა ერთხელ და აღარ განმეორდება.
რაც შეეხება ადამიანს, ის თავიდანვე ეშმაკის შთაგონებით დაეცა და არა ეშმაკის ჩერევის გარეშე მხოლოდ თავისი ნებით... და მას შემდეგ ებრძვის ადამიანს ეშმაკი, რომელიც არც იძინებს, არც ისვენებს და არც იღლება. ანუ რა მაინტერესებს: რამდენად რეალურია (ალბათობის მხრივ), რომ ადამიანს ეშმაკის "წახმარება" არ დასჭირდეს დაცემისთვის? ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ცოდვაში ჩავვარდი, მაგრამ ეშმაკი არაფერ შუაშია, ეს ჩემით მოვახერხე-თქო?
ის ბერიც, კვერცხს რომ ხარშავდა სანთელზე, ეშმაკის "დახმარების" გარეშე იყო გემოთმოყვარებაში თავისით?
ცოტა რთული საკითხია და მე კარგად არ მესმის unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 10 2008, 11:47 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ალბათ, გემოყვარეობა ეშმაკიდანაა, და მის განსახორციელებლად აუცილებელი "მეთოდების" იდეა კი ადამიანისგან smile.gif sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 11 2008, 02:15 AM
პოსტი #53


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მარიამი
ციტატა
ასეთი კითხვები გამიჩნდა:
ანგელოზი დაეცა, რადგან მას ჰქონდა თავისუფალი ნება და მიიდრიკა ბოროტისკენ თავისი ნებით და არა ეშმაკის შთაგონებით (რომელიც მაშინ არ არსებობდა). აქვს თუ არა ანგელოზს ეს თავისუფალი ნება დღესაც? ანუ შეიძლება ანგელოზი დღესაც დაეცეს? რაღაც არა მგონია. ეს მგონი მაშინ მოხდა ერთხელ და აღარ განმეორდება.
რაც შეეხება ადამიანს, ის თავიდანვე ეშმაკის შთაგონებით დაეცა და არა ეშმაკის ჩერევის გარეშე მხოლოდ თავისი ნებით... და მას შემდეგ ებრძვის ადამიანს ეშმაკი, რომელიც არც იძინებს, არც ისვენებს და არც იღლება. ანუ რა მაინტერესებს: რამდენად რეალურია (ალბათობის მხრივ), რომ ადამიანს ეშმაკის "წახმარება" არ დასჭირდეს დაცემისთვის? ანუ მე შემიძლია ვთქვა, რომ ცოდვაში ჩავვარდი, მაგრამ ეშმაკი არაფერ შუაშია, ეს ჩემით მოვახერხე-თქო?
ის ბერიც, კვერცხს რომ ხარშავდა სანთელზე, ეშმაკის "დახმარების" გარეშე იყო გემოთმოყვარებაში თავისით?
ცოტა რთული საკითხია და მე კარგად არ მესმის

ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული. ანგელოზი არის მოაზროვნე ბუნება, თვითუფლებრივი, განზრახულების მიხედვით ცვალებადი ანუ ნებითცვალებადი, რადგან ყოველივე ქმნილი ცვალებადიცაა, უცვლელი კი მხოლოდ შეუქმნელია. ამასთან, ყოველივე, რაც მოაზროვნეა, თვითუფლებრივია. ამიტომ, იგი, როგორც მოაზროვნე და გონისმიერი, თვითუფლებრივია, ხოლო როგორც ქმნილი, - ცვალებადი, აქვს რა უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. იგი, როგორც უსხეულო, სინანულის ვერმიმღებია, მაშინ როცა ადამიანმა სხეულის უძლურების გამო ჰპოვა სინანული.
წმ. იოანე დამასკელი
მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
თავი მეჩვიდმეტე
ანგელოზების შესახებ
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/17.htm

რაც შეეხება კითხვას, შეუძლია თუ არა დაეცეს ანგელოზი დღესაც:
როგორც წავიკითხეთ: იგი, თვითუფლებრივია, ანუ თავისუფალი ნება მასაც გააჩნია. და ის ქმნილია, შესაბამისად ცვალებადიც, აქვს უფლებამოსილება დარჩეს და წარემატოს სიკეთეში, ანდა უარესისკენ შეიცვალოს. ანუ, მე როგორც მივხვდი ეს სიტყვები ზოგადად ყველა ანგელოზზე ვრცელდება, შესაამისად, ჩემი დასკვნით, მას შეუძლია ცოდვით დაეცეს.





მარიამი
კიდევ ერთი სასაცილო ანბავი გამახსენდა:
აკადემიაში ერთი სტუდენტი არ სწავლობდა და ამის გამო მამა გიორგი (ზვიადაძემ) დაიბარა და მაგრა გაკიცხა. ეს ბიჭი ეუნება: მამაო, ეშმაკი არ მაძლევს საშუალებას ვიმეცადინოო. და ამის გაგონებაზე მამა გიორგიმ წამოიძახა: სადა სცალია შენთვის ეშმაკსო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Feb 12 2008, 01:28 AM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ანგელოზთა დაცემა უკვე აღარ მოხდება. როცა წმინდა იოანე დამასკელი ანგელოზთა შესახებ წერს მართლია იგი ქმნილებაა და თავისუფალი ნებაც გააჩნია მაგრამ , ისინიუკვე აღარ აირჩევენ ბოროტებას, რადგან იხილეს უკვე ის საჯელი რაც დაემართათ დაცემულ სულებს. ისინი პირიქით წარემატებიან სიკეთეშიდა ღვთის დიდებაში. ანუ ისინი დარჩნენ აღუძვრელნი ბოროტებისადმი.

ნათია შენ გაინტერესებდა სახარებებზე. არსებობს რამდენიმე თარგმანი ბიბლიისა: სეპტუაგინტა ანუ სამოცდაათთა, რომლითაც სარგებლობს აღმოსავლეთის ეკლესია; ვულგატა-ლათინური თარგმანი ნეტარი იერონიმესი, რასაც დასავლეთი იყენებს; პეშიტო-სირიული თარგმანი ძველი აღთქმისა; არსებობს კიდე ორიგენეს თარგმინლი ბიბლია. მან გამოიყენა მანამდე არსებული თარგმანები(6 ცალი), შეაჯერა და გამოიყვანა მათგან ერთი. ე.წ. "ჰეგზაპლები".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 13 2008, 11:34 PM
პოსტი #55


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



agmsarebeli
ციტატა
ანგელოზთა დაცემა უკვე აღარ მოხდება. როცა წმინდა იოანე დამასკელი ანგელოზთა შესახებ წერს მართლია იგი ქმნილებაა და თავისუფალი ნებაც გააჩნია მაგრამ , ისინიუკვე აღარ აირჩევენ ბოროტებას, რადგან იხილეს უკვე ის საჯელი რაც დაემართათ დაცემულ სულებს. ისინი პირიქით წარემატებიან სიკეთეშიდა ღვთის დიდებაში. ანუ ისინი დარჩნენ აღუძვრელნი ბოროტებისადმი.

განა ჩვენ არ ვიცით თუ რა არის ბოროტება და მაინც ჩავდივართ ამას? ცოდნა არ ნიშნავს არ ქმნას. ნუ, არ ვიცი შესაძლეელია ანგელოზეში სხვაგვარადაა, მაგრამ ჩემი აზრით თუკი ანგელოზს თავისუფალი ნეა გააჩნია, მას დაცემის ნებაც უნდა გააჩნდეს, რადგან ისიც თავისუფალი ნეით არის შექმნილი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 14 2008, 01:45 AM
პოსტი #56


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
დაცემის ნებაც უნდა გააჩნდე

ნამდვილად ასეა, ოღონდ აქ სხვა რამესთან გვაქვს საქმე, კერძოდ
ადამიანი ცოდავს თავისუფალი ნებით, მაგრამ მაქ აქვს სინანული, ხოლო სინანული, ამბობენ მამები, ხორცთა უძლურების გამო მიეცა მას, ანგელოზებში იდეა, რომ ისინი შეიძლება ისევ დაეცნენ ან პირიქით იდეა, რომ სატანას შეუძლია შეინანოს, მხოლოდ იდეაშივე რჩება, რადგან იქ არის ნების თავისუფლებასთან ერთად , მიღებულ არჩევანში გამყარება, ანუ ორივე მხარე გამყარებულია საკუთარ არჩევანში, შესაბამისად ეს გამყარებაც არის მუდმივი და შესაბამისად მათი სულიერი მდგომარეობაც მუდმივად იზრდება იმ მდგომარეობაში რაც მდგომარეობაშიც არიან, ანუ ერთნი ნეტარებაში იზრდებიან, იგივე სიყვარულში, მორჩილებაში , დიდებაში, მეორენი კი ტანჯავაში მუდმივად იჩეხებიან, იგივე სიძულვილში, შურში, ურჩობაში, გმობაში...

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 14 2008, 03:28 AM
პოსტი #57


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ციტატა
მიღებულ არჩევანში გამყარება, ანუ ორივე მხარე გამყარებულია საკუთარ არჩევანში


ანუ გამყარებულია რას ნიშნავს რომ ეშმაკს ეშმაკად ყოფნა უნდა და მორჩა? თუ როგორ? ანუ ეშმაკი ხო დაეცა ამპარტავნებით და ის ამპარტავნება მას ყოიველთვის ექნება და სურვილიც კი არასდროს არ ექნება რო ღმერთთან ახლოს იყოს?


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 14 2008, 03:40 AM
პოსტი #58


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ანუ გამყარებულია რას ნიშნავს რომ ეშმაკს ეშმაკად ყოფნა უნდა და მორჩა? თუ როგორ? ანუ ეშმაკი ხო დაეცა ამპარტავნებით და ის ამპარტავნება მას ყოიველთვის ექნება და სურვილიც კი არასდროს არ ექნება რო ღმერთთან ახლოს იყოს?

მიახლოებით. ანუ შეიძლებით და თეორიით შეიძლება მანაც შეინანოს და ანგელოზიც დაეცეს, გამომდინარე თავისუფალი ნებიდან; მაგრამ ეს აღარასოდეს მოხდება, ისინი არჩევანში არიან გამყარებულნი და ყოველწამიერად უფრო მეტად მყარდებიან მასში, ასე მუდმივად...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Feb 14 2008, 03:50 AM
პოსტი #59


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



KAIROS
მივხვდი ყველაფერს. მადლობა. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Feb 14 2008, 08:19 PM
პოსტი #60


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



KAIROS
ციტატა
ეს აღარასოდეს მოხდება, ისინი არჩევანში არიან გამყარებულნი და ყოველწამიერად უფრო მეტად მყარდებიან მასში, ასე მუდმივად...

ვფიქრო რომ სწორი მსჯელოაბაა, მაგრამ მე მაინტერესეს რას ეფუძნება ეს მსჯელობა:
ციტატა
მიღებულ არჩევანში გამყარება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

56 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი