IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V « < 14 15 16  
Reply to this topicStart new topic
> იესოს ლოცვა, ჩვენი პრაქტიკა
marine
პოსტი Oct 31 2023, 07:17 PM
პოსტი #301


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გადასაკარგავში მდებარე თავის ქოხში მამა დოსითემ უშველებელი ფუღუროიანი მუხის მორი მოათრია. ბერი ამ ფუღუროში მოკალათდებოდა, რომ საათობით მისცემოდა იესოს ლოცვას - ასე გაურბოდა იგი თვით სკიტის ყოვლედღიურ ცხოვრებასაც კი"

/მიტროპოლიტი ტიხონი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2023, 06:34 PM
პოსტი #302


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთ მოძღვარს იესოს ლოცვის შესახებ დაუსვეს კითხვა: მრისხანების ჟამს ზოგჯერ ამ ლოცვას ვკითხულობ და ტან განვიკითხავო სხვას, სიბრაზეს, გაღიზიანებას განვიცდიო მის მიმართ, ღირს კი საერთოდ ასეთ დროს ლოცვა და მისი დაკნინება, გაუბრალოება ხომ არ არისო ამ შემთხვევაში მისი თქმა. პასუხი ამგვარი გახლდათ: რომ არ ლოცულობდე, შეიძლება ისე გაშმაგდე, გამოხვიდეო წყობიდან, რომ მეტად ავნოო ამით საკუთარ თავსაც და სხვას"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 21 2024, 05:14 PM
პოსტი #303


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე იესოს ლოცვა დედამ მასწავლა. ბავშვები რომ ვიყავით და ჩვენი ცელქობის გამო ის გასაწყრომად მზადი იყო, მესმოდა ხოლმე როგორ იწყებდა ლოცვას: "უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როდესაც ღუმელში პურს გამოსაცხობად შედებდა, დედა წარმოთქვამდა: "სახელითა იესო ქრისტესითა და ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა". როდესაც ცომს ზელდა, ან საჭმელს ამზადებდა, მაშინაც გამუმდებით იესოს ლოცვას აღასრულებდა. ამგვარად იკურთხებოდა თავად ის და იკურთხებოდა ის საჭმელი და პური, რომელსაც ის ამზადებდა, იკურთხებოდნენ ისინიც, ვინც ამ საკვებს მიიღებდა"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2024, 02:22 PM
პოსტი #304


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მთაზე ერთი მუშა მახსოვს, მას იანისს ეძახდნენ, ის ძალიან მძიმე სამუშაოებს ასრულებდა და ორი კაცის საქმეს აკეთებდა. მე მას ვასწავლე,რომ მუშაობისას იესოს ლოცვა შეესრულებინა და თანდათანობით მიეჩვია ამას. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ იესოს ლოცვის აღსრულებისას უდიდეს სიხარულს გრძნობს. "ირიჟრაჟა" მივუგე მე მას. ცოტა ხანი გავიდა და შევიტყვე, რომ ეს ადამიანი ორმა მთვრალმა ბოროტმოქმედმა მოკლა. როგორ ვდარდობდი მაშინ! კიდევ მცირე დრო გამოხდა და ერთმა ბერმა დაიწყო იარაღის ძებნა, რომელიც იანისმა სადღაც დადო, მაგრამ ბერმა ის იარაღი ვერსად ნახა, მაშინ იანისი გამოეცხადა ამ ბერს და უთხრა, თუ სად დადო ეს ნივთი. ანუ იანისმა მიაღწია სულიერ სიმაღლეს და მას შეეძლო, რომ იმ ქვეყნიდან შეწეოდა ადამიანებს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 25 2024, 03:51 PM
პოსტი #305


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მაშასადამე, ხანდახან ვგრძნობ, ლოცვისას როგორ აიტაცება ჩემი შინაგანი კაცი. იქ, სადაც მე ვეღარაფერი მესმის, იქ თავად ჩემი ცნობიერება, ჩემი გონება ლოცულობს ღმერთის მიმართ. და მე, საკუთარი საქმეებით გართული, მოულოდნელად აღმოვაჩენ, რომ წარმოვთქვამ ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" გემით მივცურავ, მანქანით მივდივარ, დასაძინებლად დავწვები თუ საუბარში გავლევ დროს - უცებ აღმოვაჩენ, რომ ჩემი გონება თავისთავად იმეორებს: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!"

გონების ეს აღტაცება ადამიანის შიგნით ხდება და მე ბოლომდე არ მესმის, თუ რა არის ეს. ეს იმას ჰგავს, ბურთს რომ აგდებდე მოედნის მეორე მხარეს, ის კვლავ გიბრუნდებოდეს და შენ ისევ ისროდე. დაახლოებით ამას გრძნობს გონება იესოს ლოცვის კითხვისას. ქრისტე შენთვის ხდება ის, ვინც მოედნის მეორე მხარეს დგას.

გონება მოულოდნელად აღიტაცება, შემდეგ კი უკან უბრუნდება ყოველდღიურ სინამდვილეს, კვლავ მიდის და ისევ ბრუნდება. ლოცვისას გონების ამ აღტაცებაში ადამიანი მეტ სილამაზესა და სიხარულს იძენს, ვიდრე ადრე ჰქონდა"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 9 2024, 05:56 PM
პოსტი #306


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,437
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იესოს სახელი, გონიერი ლოცვა, როგორც წმინდა მამები ამბობენ - ესაა ჭურჭელი მირონისა. ის, ღრიჭოდ გახსნილი ჭურჭლიდან დაღვრილი, გარშემო ყველაფერს სრუნელებით ავსებს. წარმოთქვამ: "უფალო იესო ქრისტე" და გრძნობ სულიწმინდის ნელსურნელებას, თითქოს ჯვარს იწერ მასზე. რადგან "სულიწმინდა გადმოდის ჩვენზე, ჩვენი სიბრალულის გამო" და "სულიერი ლოცვის სურვილს გვიჩენს". ის ლოცულობს ჩვენ მაგივრად, როცა ჩვენ თავად გვავიწყდება, და ფარავს ჩვენს დაყოვნებას, ჭუჭყსა და ჩვენი არსებობის უბადრუკობას. ყოველი ჩვენგანი ხომ უფლის საყდარია და ლოცვისას უდიდესი საიდუმლოს მღვდელმსახურნი ვხდებით. ამაზე დიდებულად თქვა ერთმა ეკლესიის მამამ: "აიღე საცეცხლური, რადგან ქრისტე აქაა, შენს გულში, საიდანაც გამოდის სიტყვები: "უფალო იესო ქრისტე". და დაამატებს: "საცეცხლურის ხმა რომ გვესმის, გვახსენდება, რომ ჩვენც ტაძარი ვართ; მოდი, გონებით ვიგრძნოთ, რომ ვადიდებთ ჩვენში მცხოვრებ ღმერთს, და ქედი მოვუდრიკოთ სულიწმინდის ამ ხატებას"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V « < 14 15 16
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 11:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი