თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ მადლი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 7 2007, 10:15 PM

ყოველი მორწმუნე დღის რაციონში, დიდი წარმატებით მოიხმარს ამ სიტყვას smile.gif მაგრამ ოდესმე ღრმად თუ ჩაძიებიხართ, მართლაც და რას წარმოადგენს მადლი?

კონტექსტი რომლითაც სავარაუდოდ ეს სიტყვა მოგვისმენია, არასაღვთისმეტყველო და ხშირად ხალხურია biggrin.gif

'ცოდვა მადლი' - თითქოს ამ გამოთქმით, ანტიპოდური მხარეები იკვეთება, შესაბამისად მადლში, სათნოებას-მოვიზარებთ.

არის თუ არა ეს ასე?


ზურაბ ეკალაძე, თავის აპოლოგიაში ორ პრობლემას უსვამს ხაზს:

"1. თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი არსის იგივეობრივია (ავუსტინე წერდა: „ყოველივე რაც კი ღმერთშია - მის არსს წარმოადგენს“) და ეს არსი სამყაროსადმი ტრანსცენდენტურია, ვღებულობთ დეიზმს ონტოლოგიაში და აგნოსტიციზმს გნოსეოლოგიაში, ე.ი. ღმერთის ისეთ არსებად მოიაზრება, რომელიც აბსოლუტურად მიღმა მყოფია, არ ერევა სამყაროს მართვაში, ადამიანის, ბუნების და საზოგადოების ცხოვრება საკუთარი კანონზომიერებით ვითარდება და ადამიანს ღვთისკენ მიმავალი ყველა გზა მოჭრილი აქვს. მას შეუძლია მხოლოდ თეორიულად გააჩნდეს წარმოდგენა ღმერთის იდეის შესახებ. რელიგია კი ადამიანის ღმერთთან ცოცხალ კავშირს გულისხმობს, ამიტომაც იყო, რომ დეიზმი, როგორც მიმდინარეობა (ლორდი ჩერბერი, ჯ.ტოლანდი, ა.შეფსტბერი, ა.კოლინზი - ინგლისში, ვოლტერი, ნაწილობრივ რუსო - საფრანგეთში, ლესინგი - გერმანიაში) იოალად გადაიზარდა ე.წ. „განმანათლებლების“ ათეიზმში.

2. იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს სამყაროსადმი იმანენტურად ჩათვლით, მაშინ გარდაუვალია პანთეიზმი - ღმერთი სამყაროს, ბუნების იგივეობად ცხადდება. პანთეიზმი კი საბოლოოდ აუცილებლად ორ შედეგს გვთავაზობს - ან ათეიზმს, ან აკოსმიზმს, ე.ი. ხდება ბუნების გააბსოლუტურება და მასში ღმერთის ცნების წაშლა (მატერიალიზმი), ან პირიქით - ბუნება ილუზიად ცხადდება და ყოველივე უპიროვნო ღვთაებრივ არსში იკარგება (ინდური სისტემები). მიუხედავად იმისა, რომ დეიზმი უფრო პროტესტანტიზმის წიაღში წარმოშობილი მსოფლმხედველობაა, მის წინამორბედად სწორედ გრიგოლ პალამას მოწინააღმდეგე და ღვთაებრივი ენერგიების ქმნილებად გამომცხადებელი ვარლაამ კალაბრიელი გვევლინება, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანს ძალუძს მხოლოდ სიმბოლური წამოდგენა ჰქონდეს ღმერთზე და არა მასთან რეალური ურთიერთობაო. რაც შეეხება პანთეიზმს, მისი იდეების იოანე სკოტ ერიუგენადან მოყოლებული უხვად ასაზრდოებდა კათოლიკურ სქოლსატიკას, რისი ნათელი დადასტურებაცაა, ერთი მხრივ, პანთეისტი ეპისკოპოსის ნიკოლოზ კუზანელის ფილოსოფია და მეორე მხრივ, კათოლიკური ე.წ. „სპეკულაციური მისტიკა“, რომელმაც თავისი განვითარება ყველაზე მეტად გერმანიაში ჰპოვა (მაისტერ ეკჰარტი, იოანე რუისბრუკი და სხვები) (4)."



ანუ ორ რამეს ვეჯახებით:

ღმერთი სრულიად ტრანსცენდენტული არსით,
მაგრამ ამავდროულად სამყაროში მყოფი, შეუქმნელი ენერგიებით რომელსაც მადლს ვუწოდებთ და რომელიც თავად ღმერთია unsure.gif

შეცდომას ვუშვებ?

მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში biggrin.gif


აბა ჰე მცოდნეებო smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 8 2007, 05:51 AM

ციტატა
მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში



smile.gif მაგიჟებს ეს მნათე, ეგ საკითხი შენ კი არა მთელ თეოლოგიურ დასებს აინტერესებთ...

მაშინ მოიცა, ნელნელა მივიდეთ მაქამდე...

პოსტის ავტორი: გუჯა თარიღი: Feb 8 2007, 05:58 AM

ციტატა(KAIROS @ Feb 8 2007, 01:51 AM) *

smile.gif მაგიჟებს ეს მნათე, ეგ საკითხი შენ კი არა მთელ თეოლოგიურ დასებს აინტერესებთ...

მაშინ მოიცა, ნელნელა მივიდეთ მაქამდე...


მე მაგიჟებს მწვალებლებში და კათოლიკებში კი არა, მართლმადიდებლებში გამოთქმული აზრები biggrin.gif

მაგ: ჩემს ტაძარში დიდი მადლია biggrin.gif

ჩემს მამაოში დიდი მადლია smile.gif

ათონელ ბერებში უფრო დიდი მადლია ვიდრე ქართველ ბერებში...

ამ ხატს დიდი მადლი აქვს...

სამწუხაროდ სიტყვა "მადლი"-ს მნიშვნელობა ბევრს არც ესმის, მაგრამ "პრესტიჟის" გულისთვის ხშირად იხმარება ეს სიტყვა smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 8 2007, 10:27 AM

მადლი ეს არის დაუმსახურებელი საჩუქარი ...
ანუ როცა შენ მიიღე ის რაც არ გეკუთნოდა..
ამ შემთხვევაში გადარჩენა იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლით...
რადგან რაც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ ცერ დავიმსახურებთ ღვთის მადლს ჩვენი მცდელობით...

..ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია

ეფესელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე 2:8

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 8 2007, 10:37 AM

არამორწმუნე ადამიანი მადლის სინონიმად დადებით ენერგიას იყენებს, ეს სინონიმი დღეს არის კარგად გავრცელებული.


KAIROS

ციტატა
მაგიჟებს ეს მნათე, ეგ საკითხი შენ კი არა მთელ თეოლოგიურ დასებს აინტერესებთ...

მაშინ მოიცა, ნელნელა მივიდეთ მაქამდე...



დაიწყე, გისმენ სულგანაბული.



მადლი ალბათ ღმერთის არის და ადამიანებს უბოძებს... რ ვიცი ასე ღრმად არ მიფიქრია. თქვენ მე ძალიან ბევრ რამეზე მაფიქრებთ.


ქაიროს, სხვები გისმენთ...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 8 2007, 01:50 PM

ციტატა
მაშინ მოიცა, ნელნელა მივიდეთ მაქამდე...


აჰა, დამავალებ smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 12 2007, 11:40 AM

რატომღაც დავივიწყეთ ეს თემა დასკვნის გარეშე, თქვეით რაიმე მადლის შესახებ. დღეს მადლს უფრო დადებით ენერგიას უწოდებენ. რა არის მადლი?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 12 2007, 02:26 PM

ციტატა
რატომღაც დავივიწყეთ ეს თემა დასკვნის გარეშე, თქვეით რაიმე მადლის შესახებ. დღეს მადლს უფრო დადებით ენერგიას უწოდებენ. რა არის მადლი?


მოკლედ ასე ფორმულირდება-ღვთაებრივი, შეუქმნელი ენერგია...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 12 2007, 03:43 PM

KAIROS

ციტატა

მაგიჟებს ეს მნათე, ეგ საკითხი შენ კი არა მთელ თეოლოგიურ დასებს აინტერესებთ...

მაშინ მოიცა, ნელნელა მივიდეთ მაქამდე...



ქაიროს შენ სადღაც მისვლას აპირებდი, ჩვენ გელოდით, მაგრამ დუმხარ.

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Feb 12 2007, 03:47 PM

ვეფხისტყაოსნის მიხედვით მადლის სიმბოლო ნესტან დარეჯანია, რაც ქართულად რომ გადმოთარგმნო ნიშნავს ,,ის რაც არსად არ არის"...

,,ჩემი აზრით" მადლი შეიძლება იყოს ,,აბსოლიტური არაფერი" რისგანაც ღმერთი მატერიალიზაციას უკეთებს თავის ჩანაფიქრს... ღმერთმა ხომ ,,არაფრისაგან" შექმნა ყველაფერი...

გარდა ამისა ,,მგონია" რომ მადლი ადამიანის არსების (არსის) შემადგენელი ნაწილია, რის გარეშეც ადამიანი უბრალოდ არ არის ადაიანი... ადამიანს, რომ მადლი ქონდეს ალბათ ის გახდებოდა ღვთის მსგავსი...

მე ესეთ პარალელს ვხედავ: მამა (ლოგოსის წყარო), ძე(ლოგოსი), სულიწმიდა (ცხოველს-მყოფელი) <=>

მე მაქვს გონება და გული როგორც აზროვნების წყაროები... მაქვს აზრები ანუ ლოგოსი მაგრამ ვინაიდან მე ღმერთი არ ვარ ჩემს სულს არ გააჩნია ცხოველსმყოფელობის უნარი... თუმცა გააჩნია მისი პოტენცია თუ ის შეუერთდება მადლს...

ჩემი აზრით თუ ადამიანის სული შეუერთდება მადლს მაშინ ადამიანს შეეძლება თავისი აზრების მატერიალიზაცია ანუ ხორცშესხმა... ანუ რეალური ცვლილებების განორციელება...

შესაბამისად თუ ადამიანის გონება და გული აფრქვევენ ისეთ აზრებს რომლებიც შეესაბამებიან ღვთის ნებას ადამიანიც ხდება მადლიანი...

ჰო ეს ჩემი მოსაზრებებია, სინამდვილეში რა ხდება არ ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 12 2007, 03:57 PM

ციტატა(shota1 @ Feb 12 2007, 03:47 PM) *

ვეფხისტყაოსნის მიხედვით მადლის სიმბოლო ნესტან დარეჯანია, რაც ქართულად რომ გადმოთარგმნო ნიშნავს ,,ის რაც არსად არ არის"...


"ნისთ ან დარ ჯეჰან" არ არის მისი მსგავსი (დარი) ქვეყანაზე

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Feb 12 2007, 04:10 PM

smile.gif

ცუდად მახსოვდა

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 12 2007, 04:23 PM

ციტატა(shota1 @ Feb 12 2007, 04:10 PM) *

smile.gif

ცუდად მახსოვდა


არა მასეცაა, გააჩნია როგორ წაიკითხავsmile.gif უბრალოდ, სპარსული ლიტერატურის მცოდნეები, როდესაც ვეფხისტყაოსანზე მსჯელობენ, ხან ასე თარგმნიან ხანაც ისე..
ანუ შეიძლება ასეც ითქვას ": არ არის ის ქვეყანაზე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2007, 02:50 PM

"მ ა დ ლ ი ის არის, თუ ვინმე სინდისის გამო უსამართლოდ იტანჯება და ღვთის გულისათვის იტანს ტანჯვას.

რადგან თუ დანაშაულისათვის გცემენ და ითმენ, რა საქებარია? ხოლო თუ კეთილისმოქმედნი იტანჯებით და ითმენთ, ეს მ ა დ ლ ი ა ღვთის წინაშე.

ამისათვის ხართ მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და მაგალითიც დაგვიტოვა, რათა მის კვალს მიჰყევთ;

რომელსაც არც ცოდვა ჩაუდენია და არც მზაკვრობა გაჰკარებია მის ბაგეს;

რომელსაც ლანძღავდნენ და ლანძღვით არ უპასუხებდა, იტანჯებოდა და არ იმუქრებოდა, არამედ მიენდო სიმართლით განმკითხველს,

რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი ხორცით, რათა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ ცოდვისათვის მკვდრებმა. მისი ჭრილობით თქვენ განიკურნეთ."

I პეტრე 2, 19:24 გვ. 305

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 03:04 PM

"მადლი - როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ღმერთი ადამიანების მიმართ მოწყალე და კეთილია იმიტომ, რომ მას ვუყვარვართ ჩვენ - ესაა ღვთიური მადლის გამოვლინება. თავისი ჯვარცმით უფალმა აჩვენა რაოდენ ძლიერია მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რადგან "ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით".
ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ მთელი ქრისტიანული ცხოვრება თავიდან ბოლომდე ღვთის მადლზეა დამოკიდებული. ჩვენ ღმერთს ვემორჩილებით მისი წყალობის სამადლობელოდ - "გეყოფა ჩემი მადლი, - უპასუხა ღმერთმა პავლეს განსაკუთრებული ლოცვის საპასუხოდ, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა".
პავლეს წერილები ხშირად იწყება ან მთავრდება ღვთიური მადლის შესახებ."

ნიკო აჭარაძე
რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი

მე ეს განმარტება არ მომწონს, რადგან ჩემი აზრით მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ "მოწყალების გამოვლინება".



პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 04:26 PM

მოდით ახლა ვნახოთ კროტოვის ბიბლიოთეკის განმარტება:

Слово, к-рым обозначается Б. (греч χάρις), - не плод лишь исключительно хр-нской мысли; оно встречается в ВЗ.
ეს ემთხვევა, ანუ ძველ აღთქმაშიც ვხვდებით მადლის გამოვლინებას.
Но только в НЗ твердо установился его смысл во всей его широте.
მაგრამ მხოლოდ ახალ აღთქმაში განისაზღვრა მისი მნიშვნელობა.
აი აქ უკვე ზედა განმარტებაში შეცდომაა, რადგან იქ ძველი და ახალი აღთქმისეული მნიშვნელობა გაიგივებულია.
Оно характеризует новое домостроительство, установленное Иисусом Христом, и противополагается домостроительству ветхому: то управлялось 3аконом, это управляется Б. (Рим 6.14 сл; Ин 1.17).
ის მაცხოვრის მიერ ახლის შენების მახასიათებელია და სრულებით საპირისპიროა ძველი აღთქმისეული შენებისა: ის იმართებოდა კანონის ძალით, ახალი კი ღვთის მიერ [და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ვართ სჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა. ჰრომ. 6,14] [რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲსმიერ იქმნა. იოვანე 1,17]
Б. это дар Божий, содержащий все другие, дар Сына Его (Рим 8.32).
მადლი ეს არის ღვთის წყალობა, მომცველი ყველა სხვა (წყალობათა), წყალობაა ძისა მისისა.
Это дар, излучающий щедрость Дарующего и осеняющий ею тварь, принимающую его.
ეს არის წყალობა, არეკლილი ნათელისა მოწყალის სიუხვესა და მოფენილია ქმნილებაზე, რომელიც მიმღებია მისი.
Бог одаряет по Б., и получающий Его дар находит в Нем милость и благоволение.
ღმერთი გაიღებს წყალობას მადლისმიერად, და მიმღები მისი წყალობისა პოლულობს მასში წყალობას და სათნოყოფას.
По знаменательному совпадению как евр. слово, так и греч., по-латыни переводящиеся gratia, могут оба означать и источник дара у дающего, и действие, производимое даром у получающего.
მნიშვნელოვანი დამთხვევის შესაბამისად როგორც ებრაული, ასევე ბერძნული სიტყვა, ლათინურ ენაზე თარგმნილი gratia ორივე ენაზე შეიძლება ნიშნავდეს როგორც როგორც წყალობის წყარო, ასევე ქმედება, წარმოშობილი წყალობის მიმღებლისთვის.

ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით.
მოტევებას ვითხოვ თუ რამე შეცდომა დავუშვი თარგმნისას, თუ რამეს შეამჩნევთ გთხოვთ ჩამისწოროთ.

ცოტა ხანში გავაგრძელებ.


პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 04:47 PM

Можно сказать, что преподание ч-ку высшего дара Божия не полностью отлично от установления связей, объединяющих людей, и что между Богом и нами существу ют аналогичные связи, открывающие Его образ в нас.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანისთვის უმაღლესი წყალობის მინიჭება, თითქმის არ განსხვავდება ხალხის გამაერთიანებელი კავშირის დამყარებისგან და რომ ანალოგიური კავშირი არსებობს ღმერთსა და ჩვენ შორის, რომელიც მის ხატებას დაგვანახებს ჩვენში.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 05:25 PM

Тогда как евр. хен означает в первую очередь милость, благорасположение, по собственному почину оказываемое каким-нибудь высокостоящим лицом, затем - конкретное засвидетельствование этого, показываемое тем, кто дает и милует, и воспринимаемое тем, кто получает и оказывается помилованным, наконец - привлекательность, притягивающую взор и удерживающую милость, греч. χάρις означает, почти в обратном порядке, прежде всего чарующее сияние красоты, затем - уже более внутреннее сияние доброты, наконец - дары, свидетельствующие об этой щедрости.
მაშინ როცა ებრაული xeн უპირველეს ყოვლისა ნიშნავს მოწყალებას, კეთილგანწყობას, როდესაც მაღალიერარქი გამოიჩენს ვინმეს მიმართ, შემდგომ - კონკრეტული დამოწმება ამისა, ჩვენებული მის მიერ, ვინც იძლევა და იწყალებს და აღქმული მის მიერ, ვინ იღებს და შეწყალებულია. და დასასწულს - მიმზიდველობა, რომელიც იზიდავს ყურადღებას და აკავებს მოწყალებას, ბერძნული χάρις ნიშნავს სრულიად საპირისპიროს, პირველ რიგში სილამაზის მომხიბვლელი ნათელი, შემდგომ კი უფრო ღრმა შინაგანი ნათელი სიკეთისა, და საბოლოოდ - ძღვენი, მამტკიცებელი ამ ხელგაშლილობისა.


ეს ბოლო აბზაცი ცოტა ვერ გავიგე sad.gif
ნუ, იდეა კი გასაგებია, მაგრამ მაინც...

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Feb 22 2007, 06:46 PM

ნახეთ რა კარგადაა აქ ყველაფერი ახსნილი
http://www.krotov.info/spravki/temy/b/blagodat.htm

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Mar 19 2007, 08:49 PM

საინტერესოდ აქვს დაწერილი ამ თემაზე მიხეილ პომაზანსკის
მადლი

სიტყვას - „მადლი“ (ბერძნ. χαρίς - სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა) წმიდა წერილში განსხვავებული მნიშვნელობანი ენიჭება.

იგი ზოგჯერ აღნიშნავს ღვთის წყალობას ზოგადად: „ღმერთმან ყოვლისა მადლისამან“ (I პეტ. 5,10). ამ ყველაზე ფართო გაგებით, მადლი არის ყველა დროში ღირსეულად მცხოვრები ადამიანების სათნოყოფა (ასეთნი არიან მაგ. ძველი აღთქმის მართალნი: აბელი, ენოქი, აბრაამი, მოსე წინასწარმეტყველი და გვიანდელი წინასწარმეტყველნი).

ახალ აღთქმაში მადლის ცნება უფრო დაზუსტდა. განასხვავებენ მის ორ ძირითად მნიშვნელობას: პირველი - საღვთო ანუ ქრისტეს მადლში იგულისმხება ჩვენი გადარჩენის მთელი განგებულება, რომელიც ძე ღვთისას ამქვეყნად მოსვლით, ჯვარზე სიკვდილით, აღდგომითა და ზეცად ამაღლებით აღსრულდა: „მადლითა ხართ გამოხსნილ სარწმუნოებისა მიერ, და ესე არა თქუენგან, არამედ ღმრთისა ნიჭი არს: არა საქმეთაგან, რაჲთა არავინ იქადოს“ (ეფ. 2,8-9). მეორე - მადლი ეწოდება სულიწმიდის ნიჭებს, რომლებიც ვლინდება და გარდამოდის ქრისტეს ეკლესიაში მისი წევრების განწმედის, სულიერი ზრდისა და მათ მიერ ზეციური სასუფევლის მისაღწევად.

ამ მეორე, ახალი აღთქმისეული მნიშვნელობით მადლი არის ზეციდან გარდამოვლენილი და ქრისტეს ეკლესიაში დავანებული ძალა ღვთისა, ამაღორძინებელი, მაცოცხლებელი, სრულმყოფი, მორწმუნე და კეთილმსახური ქრისტიანის წარმმართავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ბოძებული ცხონების მისაღებად.

ამიტომ მოციქულები თავიანთ ნაწერებში ხშირად ხმარობენ ბერძნულ სიტყვას χαρίς - მადლი, რომელიც მნიშვნელობით იგივეა, რაც სიტყვა δΰναμι - ძალა. ტერმინს „მადლი“ წმიდა ცხოვრებისათვის ზემოდან მონიჭებული „ძალის“ მნიშვნელობით სამოციქულო ეპისტოლეებში მრავალჯერ ვხვდებით (2 პეტ. 1,3; რომ. 5,2: რომ. 16,20; I პეტ. 5,12; 2 პეტ. 3,18; 2 ტიმ. 2,1; I კორ. 16,23; 2 კორ. 13,13; გალ. 6,18; ეფ. 6,24 და სხვა). პავლე მოციქული წერს: „კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების“ (2 კორ. 12,9).

მხედველობაში უნდა მივიღოთ სიტყვა „მადლის“ უკვე ნახსენებ მნიშვნელობათა შორის განსხვავება და, აგრეთვე, ახალი აღთქმის წმიდა წერილში მისი უპირატესად საღვთო ძალად გააზრების გარემოება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პროტესტანტიზმში დამკვიდრდა სწავლება, რომელიც მაცხოვრის მიერ ჯვარზე აღსრულებულ ღვაწლში - ჩვენი ცოდვებისგან გამოსყიდვის დიად საქმეში, მადლს ზოგად მნიშვნელობას ანიჭებს. პროტესტანტების აზრით, მაცხოვრის ღვაწლით ცოდვებისგან გათავისუფლებული, მორწმუნე ადამიანები უკვე გადარჩენილებად ითვლებიან. მაგრამ მოციქულები გვასწავლიან, რომ ქრისტიანს საჩუქრად ებოძა განმართლება საერთო გამოსყიდვის მადლით. მაგრამ ქვეყნად იგი, როგორც პიროვნება, ჯერ მხოლოდ „ცხორებულია“ (I კორ. 1,18) და ესაჭიროება მადლმოსილი ძალების მხარდაჭერა. ,,... მოუჴედით სარწმუნოებითა მადლსა ამას, რომლითაცა ვდგათ“ (რომ. 5,2): „რამეთუ სასოებით ვცხონდებით“ (რომ. 8,24).

როგორ მოქმედებს მაცხონებელი მადლი ღვთისა?

ადამიანის სულიერი დაბადება, ასევე შემდგომი სულიერი ზრდა ორი საწყისის ურთიერთქმედებით ხდება: ერთი მათგანია სულიწმიდის მადლი, მეორე - მის მისაღებად გულის გახსნა, წყურვილი და სურვილი მისი შეთვისებისა ისე, როგორც წვიმის სისველეს ისრუტავს გამოფიტული, გამომშრალი მიწა; სხვა სიტყვებით, საჭიროა ადამიანის პირადი ძალისხმევა,რათა მოიპოვოს, დაიმარხოს და აამოქმედოს სულში საღვთო ნიჭები.

ამ ორი საწყისის ერთობლივ მოქმედებაზე საუბრობს პეტრე მოციქული: „რომელმან-იგი ყოველივე თჳსისა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ... და თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინა მეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ და ღმრთისა მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ და ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული. რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ“ (2 პეტ. 1,3,5-9). ასევე პავლე მოციქულთან ვკითხულობთ: „შიშითა და ძრწოლით თჳსსა ცხორებასა იქმოდეთ. რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენთანა ნებასაცა და შეწევნასა სათნოებისათვის“ (ფლპ. 2,12-13), ანუ თავად იმოქმედეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყოველივე საღვთო მადლით გეძლევათ. „მეყავნ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხოვრებისა ჩემისასა“ (საკვირაო ცისკრის წარდგომა, ხმა 3).

ამ წმიდა სწავლების შესაბამისად, კართაგენის (III ს.) კრებამ განმარტა: „ვინც ამბობს, რომ საღვთო მადლს, რომლითაც განვმართლდებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, მხოლოდ ჩადენილი ცოდვების მოტევება შეუძლია და არ მოგვმადლებს შემწეობას, რათა შემდგომში აღარ ვცოდოთ, შეჩვენებული იყოს! რამეთუ საღვთო მადლი არა მარტო გვაძლევს ცოდნას, თუ რა უნდა ვაკეთოთ, არამედ სიყვარულს შთაგვბერავს, რათა შევძლოთ, აღვასრულოთ ის, რასაც შევიცნობთ“1.

მართლმადიდებელ მოსაგრეებს თავიანთი გამოცდილება კარნახობს, მთელი ძალით მოუწოდონ ქრისტიანებს, თავმდაბლად შეიგნონ თავიანთი უძლურება, რათა იმოქმედოს ღვთის მაცხონებელმა მადლმა. ამის თაობაზე შთამბეჭდავია ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის დარიგებანი (XI ს.):

„თუ ეშმაკის შეგონებით აზრად მოგივა, რომ შენი ცხოვნება მოხდება არა შენი ღმერთის ძალით, არამედ პირადი სიბრძნითა და ძალისხმევით, და თუკი ამ შეგონებებს სული დაეთანხმება - მას მადლი განეშორება. ჩვენს უკანაკნელ ამოსუნთქვამდე მართებს სულს, მასში აღმოცენებულ ამ ძლიერ და უმძიმეს ბრძოლას ღვაწლით შეეწინააღმდეგოს. როგორც ნეტარი პავლე მოციქული ამბობს, სულმა უნდა იღაღადოს მთელი ხმით, კაცთა და ანგელოზთა გასაგონად, რომ მოქმედებს არა თავად, არამედ „მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა“ (I კორ. 15,10). მოციქულები და წმიდანები, მოწამენი და იერარქები, ღირსნი და მართალნი - ყველა აღიარებს სულიწმიდის ამგვარ მადლს. ისინი ასეთი აღიარებისათვის იღვწოდნენ და მისი (მადლის) შემწეო აღასრულეს ღვაწლი კეთილი და სლვაჲ თჳსი“2.

„ქრისტიანის სახელის მატარებელს, - ვკითხულობთ იმავე მამასთან, - თუ გულით არ სწამს, რომ სარწმუნოებით ბოძებული საღვთო მადლი არის წყალობა ღვთისა... თუ იგი იმ მიზნით არ იღვწის, რომ პირველად საღვთო მადლი ნათლისღებით მიიღოს, ან თუ გააჩნდა და ცოდვის ჩადენის გამო დაკარგა, ისევ მოიპოვოს სინანულით, აღსარებითა და თავის დამამდაბლებელი ცხოვრებით: და ამის ნაცვლად არიგებს მოწყალებას, მარხულობს, მღვიძარებს, ლოცულობს და ა.შ. და თან ფიქრობს, რომ მნიშვნელოვან სათნოებებსა და თავისთავად დასაფასებელ კეთილ საქმეებს ასრულებს, ამაოდ გაირჯება და დაშვრება“3.

რა მნიშვნელობა ენიჭება ქრისტანულ ღვაწლს? იგი იარაღია, რათა დაითრგუნოს „გულისთქუმაჲ ხორცთაჲ, გულისთქუმაჲ თუალთაჲ,სილაღე ამის ცხორებისაჲ“ (I ინ. 2,15-16). მისი საშუალებით განიწმიდება სულიერი ველი ქვათაგან, სარეველებისა და ჭაობის წუმპესგან და მომზადდება წმიდა ნათესისათვის, რომელსაც ზემოდან გარდამოსული საღვთო მადლი მორწყავს.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2007, 02:39 PM

"მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი."

ილია II

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 3 2007, 02:40 PM

ციტატა
"მადლის შესახებ ლოცვაში ვკითხულობთ, რომ იგი არის ძალა "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი."


სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, თავად უფალი არ არის? smile.gif ნელ-ნელა მადლისა და ღმერთის იდენტობას ხაზი ესმება - ამ თემაში smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2007, 03:11 PM

მნათე

მნათუშკა, ეს სიტყვებიც ვნახე: smile.gif

"ღვთის მადლი რომ მიიღო, ადამიანმა ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს, ამიტომაც მიმართა პირველად აღდგომილმა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ასე: "მშვიდობა თქვენთანა!" ღვთაებრივი სიყვარულიდან მომდინარე ამ მშვიდობის გარეშე მარადიული ცხოვრების სიტყვათათვის მოციქულთა გულები სამუდამოდ დახშული იქნებოდა.

სიმშვიდე უდიდესი წყალობაა ღვთისა. მასეზეა დამოკიდებული გარეშე ყოფა: მშვიდობა ოჯახში, საზოგადოებაში, სახელმწიფოსა თუ მთელ სამყაროში."

ილია II

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 3 2007, 03:16 PM

ციტატა
ღვთის მადლი რომ მიიღო, ადამიანმა ჯერ შინაგანი მშვიდობა უნდა მოიპოვოს


ამაზე კი უფლის შესამკობელი გამახსენდა - სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2008, 04:49 PM

"კაცი მადლსა და წყალობას, მადლისმიერი ნიჭებით შემოსვას მაშინ იმსახურებს, როცა ამას თვითონვე ითხოვს ღვთისგან, თავისი ცხოვრების წესით მადლის მოსახვეჭად ისწრაფვის.

უფალი ხომ ბრძანებს: ეძიებდეთ და პოვებდეთო. ღვთის ძიება, შემოქმედისკენ სწრაფვა კი შესაძლოა "ბოლო ჟამს", სიცოცხლის მიწურულსაც დაიწყოს ადამიანმა.

უფალი მხოლოდ იმას ცდილობს, მადლის მიღების ღირსნი გავხდეთ, ეძებს შემთხვევას, რომ ჩვენი გულის კარი გახსნილი ნახოს, რათა შემოვიდეს და დაივანოს."

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2008, 12:01 PM

"ყველაფერს, რაც შემზღუდველია ხორცისა, ძალუძს, ადამიანი მადლით გაამდიდროს."

"ღვთისმსახურნი ხომ გამტარნი არიან ღვთიური მადლისა."

"დაცემული ანგელოზის მსგავსად განიძარცვება მადლისგან ყველა, ვინც თავისი საქმეებით დაშორდება უფალს."

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jun 23 2008, 04:59 PM

განსხვავებულია ღვთის არსი და მისი ენერგიები(მადლი), ისევე როგორც განსხვავდება მზეში დისკო და სხივი , თუმცა ვერავინ იტყვის რომ სხივი დისკოს კუთვნილება არაა. ჩვენ თანაზიარება გვაქს ღვთის ბუნებასთან(არსთან) , ანუ ღმერთთან მადლის (ენერგიების )მეშვეობით, რაც გამოიხატება მოქმედებებში. წაიკითხეთ ჯურნალი ''ხვამლის'' ნომრები და იქ ნახავთ ამაზე მთლიან პასუხს. წმ. მაქსიმე აღმსარებელი და წმ, გრიგოლ პალამა წერს ამაზე. შემიძლია ერთი თხზულება დავდო აქ გრიგოლ პალამასი და გადახედეთ.

წმინდა გრიგოლ პალამა

წმინდა მთის ტომოსი მემყუდროეთა შესახებ

(იმათ წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი გამოუცდელობისა და წმინდანებისადმი ურჩობის გამო უგულებელყოფენ სულიწმინდის საიდუმლო მოქმედებებს, გამოუთქმელად რომ იმოქმედებიან სულით მცხოვრებთა შორის და საქმეთაგან რომ ცხადდებიან, თუმცა კი სიტყვებით ვერ წარმოვაჩენთ მათ)

ამჟამად გავრცელებული, საზოგადოდ ყველასათვის ცნობილი და თავისუფლად ქადაგებული დოგმატები საიდუმლონი იყო მოსეს რჯულისა, სულიწმინდით წინასწარგანცხადებულნი მარტოოდენ წიასწარმეტყველთათვის. ის სიკეთენი, წმინდანებისადმი რომ არის აღთქმულნი სამერმისო საუკუნეში,_საიდუმლონია სახარებისებრ მოღვაწეობისა, რაც გადაეცათ და წინასწარ გაეცხადათ მათ, რომლებიც ღირსნი გახდნენ სულისმიერი მჭვრეტელობისა, თუმცა კი მათაც ზომიერად, თითქოს წინდის სახით.
ისევე, როგორც ვინმე იმჟამინდელი იუდეველთაგანი, თუკი უმადლოდ მოისმენდა იგი წინასწარმეტყველთა ნათქვამს,_რომ სიტყვა და სული თანამარადიულია და საუკუნეთა უწინარესი,_ალბათ, ყურებსაც კი დაიხშობდა, რადგან ჩათვლიდა, რომ ისმენდა იგი კეთილმსხურების მიერ აკრძასლულ და კეთილმსახურთაგან აღიარებული სწავლების საწინააღმდეგო გამონათქვამებს, საწინააღმდეგოს, კერძოდ, ამ სწავლებისა :,,უფალი, ღმერთი შენი, უფალი ერთი არს’’ (მარკ. XII 19), _ ჩანს, ამჯერადაც იგივე შეემთხვევა მას, ვინც უკრძალველად ისმენს სულიწმინდის საიდუმლოებებს, შეცნობილთ მარტოოდენ სათნოების გზით განწმენდილთათვის. თუმცა, როგორც მაშინდელ წინასწარმეტყველებათა ახდომამ ცხადთან თანხმიერად წარმოაჩინა იმჟამინდელი საიდუმლონი და აწ გვწამს მამა, ძე და წმინდა სული, ღმრთეება სამგვამოვანი, ერთი მარტივი ბუნება, შეუდგენელი, შეუქმნელი, უხილავი, მოუაზრებელი,_მსგავსადვე, რაჟამს თავის დროზე გამოცხადდება სამერმისო საუკუნე, _ გამოუთქმელი ცხადჩენისებრ ერთი ღმერთისა სამ სრულ გვამოვნებაში_ყველასათვის ნათელი გახდება, რომ თანახმიერია ცხად საქმეებთან ამჟამინდელი საიდუმლონიც.
გვმართებს განვჭვრიტოთ ისიც, რომ თიმცა ღმრთეების სამგვამოვნება მოგვიანებით გაცხადდა ქვეყნის კიდემდე, არანაირად არ დაუზიანებია იგი ერთმთავრობის შესახებ სწავლებას; პირიქით, ზედმიწევნითაც შეიცნობოდა, თვით საქმეთა ახდომამდე, იმჟამინდელ წინასწარმეტყველთაგან, და კეთილშეწყნარებულიც იყო იმ პირთა მიერ, წინასწარმეტყველთ რომ მაშინ ყური უგდეს.
სწორედ ასევე, არც ამჯამად ვართ უმეცარნი აღსარების სიტყვებისა იმ საქმეთა შესახებ, რაც ცხადსიტყვიერადაც ქადაგებულა და წინასწარაც სულის მიერ საიდუმლოდ გაცხადებულა ღირსეულთათვის.
ერთნი, რომლებიც თვით გამოცდილებით არიან იდუმალგანსწავლულები,_ ისინი, ვინც განუდგნენ ქონების ხვეჭას, კაცთა დიდებას, სხეულთა უკეთურ გულისთქმებს და ამასთან, განამტკიცეს ეს განდეგილობა, დაემორჩილნენ რა ქრისტესეულ ასაკამდე მიღწეულთ, რადგან მყუდროებაში განუბნევლად მიაყურადეს თავის თავსა და ღმერთს, აუმღვრეველი ლოცვით კი თავისი თავის ზემოთ იქმნენ და იქმნენ ღმერთში,_ესენი მისდამი (ღვთისადმი) ზეგონებრივი საიდუმლო ერთობის გზით ზეგონებრივთა შესახებ იდუმალგანისწავლნენ; ხოლო მეორენი იდუმალგანისწავლნენ ამგვარ კაცთა მიმართ კრძალვით, რწმენით და სიყვარულით.
ასევე განვისწავლებით ჩვენც, ვისმენთ რა დიდი დიონისეს მიერ გაიოსისადმი მეორე ეპისტოლეში თქმულს, რომ ,, ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმეთობა, ღმერთმთავრობა, კეთილმთავრობა, და გვჯერა, რომ ამ მადლის მბოძებელი ღმერთი ამ ღმერთობაზე უზემოესია. რამეთუ ღმერთი არ განიცდის მრავალგვარობას (არცთუ ორად იტყვის ვინმე ამ წესით ღმრთეებას’’.
საღვთო მაქსიმე, წერს რა მელქისედეკის შესახებ, ასაბუთებს, რომ უქმნელია ეს ღმერთმყოფელი მადლი ღვთისა და რომ მარადმყოფია იგი მარადმყოფი ღვთისაგან. სხვაგანაც ხშირად უწოდებს მას უშობელ და გვამოვან სინათლეს, ღირსეულთათვის ჩენილს (როდესაც კი ისინი ღირსნი ხდებიან), არათუ მაშინ შექმნილს. თვით ამ სინათლეს იგი სახელდებს ,,ზეგამოუთქმელი დიდების სინათლედ’’ და ,,ანგელოზთა სიწმინდედ’’.
დიდი მაკარი კი უწოდებს მას ,,უსხეულოთა საზრდოს’’, ,,საღთო ბუნების დიდებას’’, ,,სამერმისო საუკუნის მშვენებას’’, ,,საღვთო და ზეციურ ცეცხლს’’, ,,გამოუთქმელ და გონისმიერ სინათლეს’’, ,,სულიწმინდის წინდს’’, ,,სიხარულის წმინდამყოფელ ზეთს’’.
ამიტომ, ვინც მესალიანელებად შერაცხავს და ორღმერთიანებად უწოდებს მათ, რომლებიც ღვთის ამ ღმერთმყოფელ მადლს შეუქმნელად, უშობელად და გვამოვნად ამბობენ, ასეთმა ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს, იცოდეს, რომ ღვთის წმინდანთა მოწინააღმდეგეა იგი და თუ არ მოინანიებს, თავის თავს განაგდებს ცხონებულთა სამემკვიდრეოსაგან, განეშორება რა .წმინდანთა ერთ და მხოლო ბუნებით ღმერთს.
ხოლო ვისაც სწამს, იჯერებს და თანახმიერია წმინდანებისა, ვინც არ იმიზეზებს ცოდვათამიერ მიზეზებს და არ უკუაგდებს ცხადად თქმულს, ასეთი ვინმე, როგორც უმეცარი (რადგან არ იცის მან საიდუმლოს გვარი), ნუ იუკადრისებს ძიებასა და მცოდნეთაგან სწავლებას, რადგან გაიგებს იგი, რომ არათუ არაფერი აქვს შეუსაბამო საღვთო სიტყვებსა და საქმეებს, არამედ უაღრესი საჭიროებისანიც არიან ისინი, რომელთა გარეშე არანაირად არ ექნება მდგრადობა არაფერს, არცთუ საერთოდ ღმრთისმშვენი იქნება საიდუმლო.
ვინც განაჩინებს, რომ მხოლოდ ბაძვითა და მოთვისეობით, სულიწმინდის ღმერთმყოფელი მადლის გარეშე, აღესრულება ღვთისადმი სრული ერთობა (იმათ მსგავსად, რომლებსაც ერთნაირი ჩვევები და ურთიერთის სიყვარული აქვთ) ანუ ვისთვისაც ღვთის ღმერთმყოფელი მადლი მარტოოდენ ბაძვით შეთვისებული ნათვისობაა გონების მქონე ბუნებისა და არა ზებუნებისეული და გამოუთქმელი გაბრწყინება, არა საღვთო მოქმედება, უხილავად ხილული და მოუაზრებლად შემეცნებული ღირსეულთა მიერ, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ჩავარდნილია იგი (არც კი იცის, ისე) მესალიანელთა ცდომილებაში, რადგან თუკი განღმრთობა ბუნებისეული ძალის მიხედვით იქნება და თუ იგი (განღმრთობა), ჩვეულებრივ, ბუნების საზღვრებში თავსდება, მაშინ ყოვლად აუცილებლად ბუნებით ღმერთი გახდება განღმრთობილი.
ამიტომ, ნუ შეეცდება ასეთი ვინმე, საკუთარი ცდომილება თავს მოახვიოს მათ, რომლებიც მყარად დგანან, და ამით ბიწიერჰყოს უბიწონი სარწმუნოებით, არამედ დაიმდაბლოს მან აზრმაღლობა და ისწავლოს გამოცდილთაგან ანთუ გამოცდილთა მიერ განსწავლულთაგან, რომ ყოვლითურთ შეუცავია ღმრთეების მადლი. არ არის ძალა ბუნებაში მისი დამტევი, რადგან მაშინ იგი უკვე მადლი კი აღარ იქნებოდა, არამედ ბუნებისეული ძალის მოქმედების გაცხადება. და თუ განღმრთობის დატევნითი ძალისებრ მოხდებოდა განღმრთობა, აღარც საკვირველი იქნებოდა ეს მოვლენა. შესაბამისად, სამართლიანად ჩაითვლებოდა განღმრთობა ბუნების საქმედ და არა ღვთის საბოძვარად, რის გამოც ამგვარი ვინმე (განღმრთობილი) ბუნებით ღმერთად ყოფნას შეძლებდა და საკუთრივ ასეც იქნებოდა წოდებული, რამეთუ არათუ სხვა რამ არის თითოეული არსთაგანის ბუნებითი ძალა, არამედ მოქმედებისაკენ ბუნების ურღვევი მოძრაობა. შესაბამისად, როგორღა გამიჯნავდა თავისი თავისაგან განღმრთობა განღმრთობილს? თუკი ბუნების საზღვრებში შეიცვება იგი (განღმრთობა), მაშინ აღარ ვიცი, როგორ გავიაზრო ეს გამიჯვნა.
ამიტომ, ღვთის მადლი უზემოესია ბუნებაზეც, სათნოებაზეც, ცოდნაზეც და ეს ყველაფერი, წმინდა მაქსიმეს თანახმად, უსასრულოდაა მისგან განშორებული, რამეთუ ყველა სათნოება და ჩვენთვის შესაძლებელი მიმბაძველობა ღვთისადმი ღმერთთან ერთობისათვის შეამზადებს მათ მფლობელს, ხოლო თვით გამოუთქმელ შეერთებას მადლი სრულმოქმედებს, რადგან ღვთის მადლის მიერ ღმერთი გადადის ღირსეულებში, მთლიანი_მთლიანებში, ხოლო ღვთის წმინდანები გადადიან ღმერთში, მთლიანნი მთლიანად მთლიანში, იწყნარებენ რა ღმერთს, მთლიანს, ნაცვლად საკუთარი თავისა, და მოიპოვებენ თავად ღმერთს, მხოლოს, როგორც მისკენ ზეაღსვლის რამ ჯილდოს,_ღმერთს, რომელიც შემოეზრდება მათ, როგორც საკუთარ ნაწილებს, ვით სული სხეულს და ღირსჰყოფს მათ, რომ მყოფობდნენ მასში.
ვინც ამტკიცებს, რომ მესალიანელები არიან, რომლებიც გონებას გულში ან ტვინში უჩენენ ადგილს, იცოდეს ასეთმა ვინმემ, რომ ბოროტად ესხმის თავს წმინდანებს, რადგან დიდი ათანასე სულის მოაზროვნეობას ( ) ტვინის შიგნით მყოფად ამბობს, ხოლო მაკარი, სიდიადით ნაკლები როდია, გონების მოქმედებას გულში ათავსებს. მათთან თანხმიერია თითქმის ყველა წმინდანი. საღვთო გრიგოლ ნოსელი, რომელიც ამბობს, რომ გონება, როგორც უსხეულო, არც სხეულის შიგნითაა, არც სხეულის გარეთ, არ უპირისპირდება ზემორე წმინდანებს, რადგან ისინი სხეულის შიგნით მყოფად ამბობენ გონებას, როგორც მასთან შეკავშირებულს. ასე რომ, სხვაგვარად ამბობენ რა ამას, არანაირად არ არიან მასთან უთანხმოებაში, რადგან არც იმას, ვინც ამბობს, რომ ღმერთს არა აქვს ადგილი ანდა რომ უსხეულოა იგი, არ ეწინააღმდეგება ის, ვინც ამბობს, რომ გარკვეულ დროს ღვთის სიტყვა ქალწურებრივი და ყოვლად უბიწო საშოს შიგნით იმყოფებოდა, როგორც იქ ჩვენს თბესთან გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ზებუნებრივად შეკავშირებული.
ვინც ამბობს, რომ თაბორზე მოწაფეებისადმი გამოელვებული სინათლე იმგვარი ჩვენება და სიმბოლოა, რაც ჩნდება და უჩინარდება, და რომ არათუ საკუთრივად ჰგიეს იგი და ყოველგვარ შემეცნებაზე უზემოესად, არამედ_როგორც უფრო დაბალი შემეცნების მოქმედება, ასეთი ვინმე აშკარად წმინდანთა აზრების საწინააღმდეგოდ მეტყველებს, რადგან ესენი ქების სიტყვებშიც და ნაშრომებშიც უწოდებენ მას გამოუთქმელს, შეუქმნელს, მარადიულს, უდროოს, მიუახლებელს, უსაზომოს, განუზომელს, შემოუსაზღვრელს, უხილავს (ანგელოზებისათვისაც და ადამიანებისთვისაც), პირველსახოვან მშვენიერებას, უცვლელს, დიდებას ღვთისას, ქრისტეს დიდებას, სულიწმინდის დიდებას, ღმრთეების სხივს და სხვა ამგვარს, რამეთუ ამბობენ, რომ იდიდება ხორცი შეერთებისთანავე და და სხეულის დიდებად ხდება ღმრთეების დიდება. მაგრამ ხილულ სხეულში მყოფი დიდება დაუნახავი იყო მათთვის, რომლებიც ვერ დაიტევდნენ მას, რაც ანგელოზთათვისაც უხილავია.
ამრიგად ფერს იცვლის იგი. არათუ იმას იღებს, რაც არ იყო, არამცთუ იმად გარდაიქმნება, რაც არ იყო, არამედ რაც იყო, იმით გამოუჩნდება თავის მოწაფეებს, თვალებს უხსნის რა მათ და ქმნის რა ბრმათაგან მხედველთ. და თუმცა თვით ჰგიეს იგივეობაში, აწ ხილულად გამოუჩნდა მოწაფეებს, ადრე ჩენილისაგან განსხვავებულად, რადგან თავად არის ჭეშმარიტი ,,მშვენიერება დიდებისა’’.
და გაბრწყინდა იგი, როგორც მზე, თუმცა მკრთალია ეს შედარება, რადგან შეძლებელია დაუკლებლად გამოიხატოს ქმნილებაში ის, რაც შეუქმნელია
ვინც ამბობს, რომ შეუქმნელია მხოლოდ არსება ღვთისა და არა მისი მარადიული მოქმედებანი (რომელთა მიერ აღემატება კიდეც იგი ყველას, ისე როგორც ყოველგვარ ნამოქმედარს_მისი მოქმედი), _ისმინოს ასეთმა ვინმემ წმინდა მაქსიმეს თქმული:
,,ყველა უკვდავი და თვით უკვდავება, ყველა ცოცხალი და თვით სიცოცლე, ყველა წმინდა და თვით სიწმინდე, ყველა სათნო და თვით სათნოება, ყველა კეთილი და თვით სიკეთე, ყველა არსებული და თვით ყოფიერება,_ყოველივე ეს, ცხადია, საქმეა ღვთისა, თუმცა პირველთა არსებობა დროშია დაწყებული, რადგან იყო ოდესღაც დრო, როდესაც არ იყვნენ, ხოლო მეორეთა არსებობა დროში არ დაწყებულა, რადგან არ ყოფილა ოდესმე დრო, როდესაც არ იყო სათნოება, სიკეთე, სიწმინდე, უკვდავება’’.
კიდევ:
,,სიკეთე და ყველაფერი, რაც კი რამ სიკეთის ცნებაში თავსდება, და მარტივად, ყოველი ცხოვრება, უკვდავება, სიმარტივე უცვლელობა, უსაზღვროება,_საერთოდ, რაც ღვთის შესახებ არსობრივად განიჭვრიტება,_საქმეა ღვთისა, დროში არ დაწყებული, რადგან არსებობა უხუცესი როდია სათნოებაზე ანუ სხვა რამ ზემოთქმულზე, თუმცა კი მათთან წილმქონეთა არსებობა, თავის მხრივ, დროშია დაწყებული’’.
დაუსაბამოა ყველა სათნოება, არა აქვს რა მას ჟამი თავის თავზე უხუცესი, რადგან მხოლოდდამხოლოდ ღმერთი ჰყავს საკუთარი არსებობის მარადიულ მშობლად, რომელიც განუზომელი განუზომლობით ზეგანეშორება ყველა არსებულს, წილმქონესაც და წილქონებულდსაც.
ამათგან ისწავლონ, რომ ყველაფერი ღვთივ დაარსებული ჟამიერი როდია, არამედ დაუსაბამოა ზოგი მათგანი. ამ სწავლებას არანაირად არ არღვევს მოძღვრება იმის შესახებ, რომ ერთადერთია ბუნებით დაუსაბამო,_სამობითი მხოლოობა და თავისთავადი ზებუნებისეული სიმარტივე. ასევე გონებაც, თუკი იმ ზებუნებისეული განუყოფლობისათვის მკრთალ შედარებას მოვიტანთ, არანაირად არ არის შედგენილი მასში შთანერგილი აზრების გამო.
ვინც არ ეთანხმება იმას, რომ სულიწმინდისეულ ნიჭთა მიერ, რაც საღვთოდ წარმატებულთა სულშია, სხეულში სულისმიერი მიდრეკილებანი შთაიბეჭდება, ამასთან, ვინც უვნებლობად (განცდებისაგან განთავისუფლებად) ამბობს ვნებადობის (განცდისმიერობის) თვისობრივ სიკვდილს და არა მის თვისობრივ მოქმედებას უმჯობესისაკენ, როდესაც იგი (ვნებადობის ანუ განცდის უნარი) მთლიანად უკუიქცევა უკეთურთაგან და მიიქცევა კეთილისაკენ,, განიშორებს რა უკეთურ ნათვისობებს და გამდიდრდება რა კეთილთაგან,- ასეთი ვინმე, თავისი მოსაზრების შესაბამისად, უარყოფს იმასაც, რომ არსთა უხრწნელ საუკუნეში სხეულითურთ იქნება მყოფობა.
ამგვარად, თუკი მაშინ (სამერმისოდ) სულთან ერთად სხეულიც იქნება წილმქონე გამოუთქმელი სიკეთეებისა, ცხადია, რომ იგი (სხეული), დატევნისებრ, ახლაც თანაწილმქონეა იმ მადლისა, რაც ღვთის მიერ საიდუმლოდ და გამოუთქმელად ეწყალობება განწმენდილ გონებას, და ისიც (სხეულიც) განიცდის საღვთო საქმეებს მისთვის შესაფერისად, როდესაც სულის ვნებადობა (განცდისმიერობა) არათუ თვისობრივად კვდება, არამედ გარდაიქმნება და განიწმინდება და არის რა იგი საზიარო სხეულისა და სულისა, თავისი თავის მიერ განწმენდს სხეულის მიდრეკილებებსა და მოქმედებებს. რამეთუ, წმინდა დიადოქოსის თანახმად, იმათი გონება, რომლებიც სამერმისო სიკეთეთა სასოებით განეშორნენ ცხოვრების სიამტკბილობებს, უზრუნველობის გამო მძლავრად მოძრაობს და თვით შეიგრძნობს რა საღვთო და გამოუთქმელ სიტკბოებას, საკუთარი წარმატების შესაბამისად სხეულსაც მიუბოძებს სიტკბოების ნაწილს, ხოლო ასეთ დროს სულში და სხეულში შთანერგილი სიხარული უცთომელი მოგონებაა უხრწნელი ცხოვრებისა.
სხვა სინათლის აღქმა სჩვევია გონებას, სხვა სინათლისა_გრძნობას. ეს უკანასკნელი ითვისებს გრძნობად სინათლეს, რითაც გრძნობადნი, როგორც გრძნობადნი წარმოჩნდებიან, ხოლო სინათლე გონებისა არის აზრებში მდებარე ცოდნა.
ამრიგად, არათუ ერთი და იმავე სინათლის აღქმა სჩვევია მხედველობას და გონებას, არამედ შესაბამისად თავისი ბუნებისა და ბუნებისეულთა შორის მოქმედებს თითოეული მათგანი.
როდესაც ღირსეულნი მათი გრძნობითა და გონებით კეთილმონაწილენი ხდებიან სულიერი და ზებუნებისეული მადლისა და ძალისა, ისინი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველისებრ რომ ვთქვათ, ყოველგვარ გრძნობასა და ყოველგვარ გონებაზე უზემოესთ უჭვრეტენ, როგორც ეს უწყის მარტოოდენ ღმერთმა და აგრეთვე, მათ, რომლებიც ამგვართა მოქმედების ქვეშ არიან.
ეს გვისწავლია წერილისაგან, ეს მიგვიღია ჩვენი მამებისაგან, ეს შეგვიცვნია მცირე გამოცდილებით, ეს არის ის, რაც მღვდელმონაზონთა შორის უპატიოსნესმა ძმამ ჩვენმა, უფალმა გრიგოლმა დაწერა სამღვდელოდ მემყუდროეთათვის, და რასაც, როგორც წმინდანთა გადმოცემებისადმი ზედმიწევნით მიდევნებულს, წამკითხველთა დასარწმუნებლად ხელს ვაწერთ:

პროტოსი წმინდა მთის ღირს მონასტერთა მღვდელმონაზონი ისააკი.
წინამძღვარი ღირსეული სამეფო და წმინდა ლავრისა, თეოდოსი მღვდელმონაზონი.
ხოლო ჰქონდა ხელმოწერა იბერთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
წინამძღვარი ბატოპედის ღირსეული და სამეფო მონასტრისა, მღვდელმონაზონი იოანიკიოსი.
ხოლო წქონდა ხელმოწერა სერბთა მონასტრის წინამძღვრისა თავის ენაზე.
უნარჩევესმა მღვდელმონაზონმა ფილოთეოსმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი დასულიერი მოძღვარი ესფიგმენის ღირსეული მონასტრისა, აფილოქე.
მღველმონაზონთა შორის უუნდოესმა გერასიმემ, ვნახე რა და წავიკითხე ღვთისმოყვარეობით დაწერილნი და მივიღე რა, ხელი მოვაწერე.
უუნდოესმა ბერმა და მონაზონთა შორის უნარჩევესმა მოსემ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი და სულიერი მოძღვარი ბატოპედიისა თეოდოსიოსი.
წინამძღვარი კუტლუმუსის წმინდა მონასტრისა თეოსტერიქტოს მღვდელმონაზონი.
ცოდვილმა გერონტი მარულელმა, ღირსეული ლავრის ბერთა შორის შერაცხილმა, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე მუძალონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესმა და უნდომ, გრიგოლ სტრაბოლანკადიტელმა, თითქოსდა მემყუდროემ, ვცნობ და ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მაგულას სკიტის ბერთაგანმა და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესმა ესაიამ, ვფიქრობ რა იმავეს, ხელი მოვაწერე.
მონაზონთა შორის უნარჩევესი მარკოზ სინელი.
მაგულას სკიტის ბერი და მღვდელმონაზონთა შორის უნარჩევესი კალისტე.
ჰქონდა, აგრეთვე, სირიელი მემყუდროე ბერის ხელმოწერა თავის ენაზე.
მონაზონთა შორის უნარჩევსი სოფრონი.
მონაზონთა შორის უნარჩევესი იოასაფი.
იერისის და წმინდა მთის მდაბალმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ვარ რა ნასაზრდოები წმინდა მთის და მამათა გადმოცემებით და ვადასტურებ რა, რომ აქ ხელისმომწერ რჩეულთა მიერ მთელი წმინდა მთა ეთანხმება ზემოთქმულს და ხელს აწერს, მეც დავეთანხმე და დავბეჭდე რა, ხელი მოვაწერე. და ამასაც, ყველასთან ერთად, მივაწერ, რომ ვინც არ ეთანხმება წმინდანებს, როგორც ვეთანხმებით ჩვენ და ჩვენზე მცირედით უწინარესი მამები, ჩვენ მის ზიარებას არ შევიწყნარებთ.



''ხვამლის'' ნომრები ბევრი არ არის 2005, 2006 ,2007 წლის ნომრები შეგიძლიათ შეიძინოთ ლესელიძეზე არსებულ საეკლესიო მაღაზიებში.

მადლი ვლინდება მოქმედებებში. სათნოებებში. ანუ მრავალგვარია მისი გამოვლინება. გაიხსენეთ თაბორის ნათელი ისიც არის ღვთის შეუქმნელი ენერგია, რითაც შემოსილი იყო ქრისტე.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Aug 25 2008, 04:21 PM

არადა რა კარგი თემა იყო.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Sep 1 2008, 01:59 AM

"ღვთის ღმერთმყოფელი საბოძვარია ღმერთობა"- "წმ.მთის ტომოსი"

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jan 24 2010, 09:15 PM

არადა რა კარგი თემა იყო sad.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Jan 24 2010, 10:03 PM

ციტატა(მნათე @ Feb 7 2007, 11:15 PM) *

მაინტერესებს მადლის მოქმედებსი საკითხი, მწვალებლებში... ყველაზე მეტად კათოლიკეებში biggrin.gif


ეჰ მნათე sad.gif huh.gif

პ.ს. კაიროსი ამ თემაში 3 წლის წინ განმარტებას და საკითხის გაშლას დაპირებია ფორუმს.. dry.gif

მეც სიამოვნებით მოვისმნდი სამი წლის შემდეგ აღსრულებულს kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2014, 10:00 PM

"უფალს ჩვენი არც მღვიძარება სჭირდება და არც სხვა შესაწირი და სულიერი ღვაწლი; ეს ყოველივე ჩვენ გვჭირდება - უფალთან თანამყოფობისთვის, მისგან მადლისა და წყალობის მისაღებად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2015, 08:42 PM

"ვინც მადლს ეზიარა, მან უნდა განამრავლოს იგი, მოჰფინოს მისი ნათელი თავის გარშემო; თუ ასე არ მოიქცა, ამ მადლს თავადაც კარგავს, რადგან მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე"

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2015, 09:30 PM

"ცოდვასთან ბრძოლას ჩემი აზრით მადლის მოხვეჭაზე ზრუნვა ჯობია ანუ ადამიანი მრუშობას ან სხვა ცოდვებს კი არ უნდა ებრძოლოს, არამედ სიწმინდის მოხვეჭაზე და სათნოებით ცხოვრებაზე უნდა იყოს გადართული და ეს ვნებები თავისთავად მოეხსნება ადამიანს და გაიმარჯვებს"

/მღვდელ-მონაზონი იოანე მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 09:49 PM

"მადლითა ღმრთისაითა ვარ, რაი-იგი ვარ" (1 კორ. 15,10)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2015, 08:21 PM

"ღმერთი მადლს თავმდაბალთ და მდუმარეთ აძლევს. ვინც ეს განძი ჰპოვა, ამის შესახებ ქვეყანას არ მოუყვება, არამედ თავის ბაგეებს მდუმარებით შემოზღუდავს, რათა სულიერმა მპარავებმა არ მოსტაცოს"

/არქმინადრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2015, 10:09 PM

"რამდენადაც გაუხსნი გულს უფალს, იმდენად შემოვა იგი შენში და გაცილებით აღმატებულ მადლს მოგანიჭებს"

"მადლი დაუოკებელი მადაა უფალს მოწყურებული სულისა. უფლის მიერ ბოძებული საკვებია გონებისა, რითაც სულიერად საზრდოობს და იზრდება ადამიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2015, 04:08 PM

"მადლად ის იწოდება, რასაც ყოვლადკეთილი ღმერთი ადამიანს ბუნებაზე აღმატებულს ანიჭებს"

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: May 13 2015, 09:15 PM

Madli ars chemi azrit samebis erterti piris "gamovlebis" konkretulad ki suliwmindis. Xolo suliwminda xom rmertia....anu xom grsmit ra aris suliwminda

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2015, 11:10 PM

"ადამიანი რაც მეტ მადლს მოიხვეჭს და განიღმრთობა, მით უფრო დიდ ნეტარებას მიიღებს უფლისაგან გვირგვინად"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2015, 07:10 PM

"მადლი შეიყვარებს პიროვნებას და აღარ მიატოვებს მას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 25 2015, 06:48 PM

"უფლის სასოებით დანახული, ამოცნობილი ცოდვები სიმდაბლეს შეგძენს და კიდევ მეტად და მეტად მიგაჯაჭვავს ღვთის მადლთან. მადლი კი ზომიერებას, მოკრძალებას, პატიოსნებას გასწავლის. სინდისის ხმას აღამაღლებს და გააძლიერებს შენში. დაცემისას უფალს არ დაგავიწყებს და ფეხზე დგომისას სიმყარეს შეგძენს.

ნუ შეძრწუნდები დაცემისას, რადგან ამით უფალმა ხილულად მიგანიშნა შენში დაფარულ და შენგან შეუმჩნეველ სნეულებაზე. მხოლოდ უფალს მიენდე და მრჩევლად ბევრს ნუ გაიხდი. რჩევა მას ჰკითხე, ვინც ღვთივგანბრძნობილი და ღვთისმოყვარეა.

ყოველი სიტყვა თუ საქმე, რომელიც უფალთან ზიარებაში ხელს შეგიშლის, დაუძინებელი მტერივით მოიძაგე და მოიკვეთე შენგან, როგორც ცეცხლს, ისე განერიდე მას. მხოლოდ ღმერთს მიეწებე და უფალი იყოს შენთვის ყოფიერების საზრდო, სათავე და მიზანი. ამინ".

/დავით სურგულაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 01:45 PM

"მადლი თუ გაქვს მადლიანი ხარ და შენი მადლი შენი სულიდან გამოდის"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2015, 10:32 PM

"მადლის მნიშვნელობის მცოდნე ფულსა და დიდებას არ დახარბდება"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 11:41 AM

"უფლის მადლი ფარავდეს მისი სიმართლის მაძიებელ თითოეულ ქართველს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2015, 11:00 PM

"მხოლოდ უფლის მადლით ვარ შემოსილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:38 PM

"მადლის განსაკუთრებული გადმოფრქვევა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2015, 09:56 PM

"უმადლოდ დარჩენილი ადამიანი ბოროტი ძალისგან ადვილი სამართავი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 04:17 PM

"როცა გონება კაცისა განწმენდილია და განბრწყინვებული, ღვთის მადლის შეწევნის გარეშეც შეუძლია, შორს ჭვრიტოს. ხოლო შემდეგ, როცა განანათლებს მას საღმრთო მადლი, რომელიც ადამიანში შეიძლება მუდმივადაც იმყოფებოდეს, აღიტაცებს მის გონებას ჭვრეტამდე და ხილვებამდე ანდა როგორც ჩათვლის საჭიროდ.

თვითონ კაცმაც, თუ მოისურვებს შეიტყოს რაიმე მისთვის მნიშვნელოვანი, შეიძლება ითხოვოს ლოცვისას, რათა საღმრთო მადლმა აღუსრულოს ეს თხოვნა. ვფიქრობ, კეთილკრძალულნი არ ესწრაფვიან ასეთ ხილვებს, თუ განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს. ყოველ შემთხვევაში, უფალმან "ნებაი მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს" (ფსალ. 144, 19)

/მამა იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 3 2015, 09:11 PM

"მადლის მოძიების უფრო სწრაფი გზა ლოცვით არის შესაძლებელი"

/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 11:11 PM

"საჭირო დროს და საჭირო ადგილას აღმოგაცენათ საღმრთო მადლმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 09:32 PM

"ღვთივმობერილი მადლი"

/დეკ. გიორგი მალხაზიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 04:26 PM

"საკმაოდ ციოდა, მაგრამ ამბერკი ღუმელს მაინც არ ანთებდა, ღვთის მადლი ათბობდა და იფარავდა სნეულებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 03:51 PM

"მადლი ანთებულ კოცონს წააგავს, სულის სახლს რომ ათბობს, მაგრამ თუ გაუფრთხილებლად მოიქეცი, შეიძლება ხანძრად იქცეს და ყველაფერი გადაბუგოს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2015, 09:54 PM

"კურთხევა ზეციური მადლის გავრცელების საშუალებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2015, 08:26 PM

"თუ დაკვირვებიხართ ტაძარში ყოფნის დროს გაურკვეველი სიხარული გვეუფლება ხოლმე. თითქოს დაღლილები ვართ, მაგრამ სიხარულს განვიცდით. ეს არის მადლის მოქმედება"

/მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:18 PM

"ადამიანი ცოდვილია და უძლური; რომ მხოლოდ საღვთო მადლით ეძლევა მას სიკეთის ქმნის ძალა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2015, 07:18 PM

„ზეგარდმო მადლცხებულება“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2015, 11:04 PM

"განათლება ღვთისაგან ბოძებული მადლია. ღირსი უნდა იყოს, რომ უფლის მადლი გადმოვიდეს მის გონებაზე"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:24 PM

"მამა იულიანეზე განსვენებული მადლი ღვთის სულისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 08:15 PM

"მთელი სიცოცხლე ამ მადლს ვეძებდი და ვიპოვე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2015, 07:58 PM

"ვგრძნობდი, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი არის საღვთო მადლი, და არ მინდოდა მადლის ამ ატმოსფეროდან გამოვსულიყავი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2015, 12:18 PM

"მადლი ტოვებს ამ წუთისოფელს, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, შევაკავოთ ღვთის მადლი, რომელიც არ დაუშვებს კაცობრიობის სავსებით გახრწნა-დაღუპვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:02 PM

"ისეთი სულიერი მადლით იყო გარდავსებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 11:16 PM

"ამგვარი ღვაწლის გამო გაიფურჩქნა პოლიქრონიონის ღვთივბოძებული მადლი და მისი ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 09:09 PM

"მას იცავდა რწმენა და მის გამო იბრძოდა მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2015, 09:58 PM

"-რას ნიშნავს კარგი და ცუდი აურა?

- როცა ღვთის მადლია ადამიანში ან ანგელოზია მის წინაშე (ფიზიკური თვალი ვერ ხედავს), მაშინ ადამიანი განიცდის სიმშვიდეს, სიხარულს, რასაც ათეისტები ეძახიან კარგ აურას.

როცა ადამიანი განიცდის ბოროტი სულის ზეგავლენას (ფიზიკური თვალი ვერ ხედავს), მაშინ მისი სული აფორიაქებულია, შიშის გრძნობა აქვს, უიმედობაშია, თვითმკვლელობის აზრები მოსდის. რასაც ათეისტები ეძახიან ცუდ აურას".

/არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:47 PM

"ღვთის მადლის ნათელი აციაგდა მის გულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:08 PM

"გარდამეტებული ღვთის მადლი სახეზე ეწერა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2015, 02:27 PM

"შინაგანი ცხოვრება განსაკუთრებულად უნდა გავააქტიუროთ, თუ გვინდა მაცხოვრის მადლი მივიღოთ და ვცხონდეთ"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 09:59 PM

"სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2015, 01:44 PM

"ღვთიური მადლი ეს არის წონასწორობის დაცვა ჩვენს სულში".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 12:58 PM

"მადლმა იგი მარავალგზის მოიხილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:33 AM

"სკოლის მოწაფეს გიმნაზიის საგნების გაგება არ შეუძლია, გიმნაზისტს - უნივერსიტეტისა. მაგრამ, როცა მადლი შეგეხება, მაშინ მიხვდები, რომ შენ ახლა გიმნაზიის მოწაფე ხარ, ანდა უნივერსიტეტის სტუდენტი. შენ თვითონ მიხვალ აქამდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 08:00 PM

"მადლი ერთისგან გაწირვაა და მეორისგან შეწირვა, თუ ან გამწირველი არ არის, ან შემწირველი, მადლიც არ არის".

/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2016, 07:13 PM

"კართაგენის კრების მამები წერენ: "მადლის გარეშე ჩვენ არა მხოლოდ რაიმე სიკეთის გაკეთება, გაფიქრებაც არ ძალგვიძს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 15 2016, 01:34 PM

"მადლი ღმერთის ბუნების გარე თავისებურებას არ წარმოადგენს, მადლი თავად ღმერთია"

/წმ. გრიგოლ პალამა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2016, 10:45 PM

"მამა არსენი [კაპადოკიელი] თავის სათნოებების დამალვას ცდილობდა, მაგრამ მასში დავანებული ღვთის მადლი გასცემდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2016, 05:40 PM

"თუმცა ის დაფარული გულით ცხოვრობდა და ამსოფილიურ დიდებას გაურბოდა, მაგრამ ღვთის მადლი მას გასცემდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2016, 06:00 PM

„ძალუძს შეისრუტოს მადლი“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2016, 11:09 PM

„ღვთის მადლი რეზერვუარი კი არ არის, სადაც შეიძლება წყალი დაწყდეს, არამედ დაუწყვედელი წყაროა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2016, 11:16 PM

"მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს".

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 10:39 PM

"თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფვით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩვენგან".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 10:26 PM

"მოკრძალება დიდი მადლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2016, 12:56 PM

"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია".

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2016, 06:10 PM

"მადლმა ფერი უცვალა მის შინაგანს, რის გამოც განსაკუთრებულად ეკრძალვოდა არაწმინდა აზრებს, რომ უფლისთვის შეუბღალავად შეენახა თავი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 11:48 AM

"მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავისუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2016, 11:55 AM

"ლოცვისას ისეთმა მადლმა მოიხილა იგი, რომ მას ჩემზეც ასხივებდა. მაშინ გადმოიღვარა ჩემზე მადლის სიმდიდრე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2016, 01:52 PM

"უფლის მადლი შეიძლება შევადაროთ დიდ, ანკარა მდინარეს... მასთან მიდის ხალხი... ზოგი ორი სათლით იღებს წყალს, ზოგი დოქით, ზოგი ჭიქით, ზოგი კი სათითეთი... ზოგს ფეხის დასველება კი არ სურს. სწორედ ასეა ღვთის მადლი. ის უშურველად მოედინება, ყველას შეუძლია მას მიეახლოს, შეიგრძნოს მისი მაცხოვნებელი ძალა; ის ყველასთვის მოედინება, მუდამ სავსეა და ულევი... არასდროს იკლებს, არასდროს მცირდება... მთავარია, როგორი რწმენითა და სურვილით მივეახლებით მას".

/დეკ. რევაზ სიხარულიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2016, 11:09 AM

"ისეთი მადლი იყო მასში, რომ დუღდა მადლიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 09:20 PM

"როდესაც დიდი მადლი გარდამოდის, წერა არ შემიძლია".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 11:10 PM

"მადლის გარეშე ადამიანი სულიერად ბრმაა".

/წმიდა ბერი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2016, 09:38 PM

"ერთ-ერთი ყველაზე დიდი მადლი არის მადლიერება, მაგრამ მადლიერება იქ არის, სადაც სრული უანგარობაა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 12:33 PM

"მისი წმინდა ნაწილები გასცემენ მადლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 03:33 PM

"მასზე ღვთაებრივი მადლი განისვენებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 11:49 AM

"როცა ღმერთი კაცის გულს სურვილისაგან თავისუფალს იხილავს, მაშინ მოდის მადლი. ღვთაებრივი მადლი ენით აღუწერელია. ის აღიქმება სულის განსაკუთრებულ მდგომარეობისას. ერთი ალმაცერი მზერისთვის ადამიანი მადლს კარგავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2016, 10:22 PM

"წმიდა კაცი უფრო მეტად მოიხვეჭს მადლს - სულიწმინდის ნიჭს. ვევედროთ უფალს, რათა ჩვენზე მოვიდეს მცირედი წვეთი სულიწმინდისა, რომ დავიცვათ ამ საკვირველი საიდუმლოს ხსენება და მადლის სასარგებლო ნაყოფი მივიღოთ. ნიჭი გულმოდგინების დროს იძლევა ნაყოფს და ღმერთი კი ყოველივეს ქმნის ჩვენთან ერთად, რამეთუ მისი არს დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2016, 11:42 AM

"მადლი მხოლო ჭეშმარიტებაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2016, 10:47 PM

"იგი მარტოოდენ მასთან ივანებს, ვინც ამას იმსახურებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:16 AM

"წმინდა მამები შიშობდნენ, არ დაეკარგათ სულიწმინდის მადლი. თუკი რაიმე შეემთხვეოდათ, ტიროდნენ სინანულით და უფალი ისევ უბრუნდებდა მადლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:59 AM

"მადლი ხან მიდის, ხან მოდის. როცა კაცის ცხოვრება მადლთან თანაზიარია, ის ბედნიერია და ემსგავსება ზღვაზე მიმავალ ნავს, რომელიც ყველა განსაცდელს მშვიდად და აუღელვებლად აუქცევს გვერდს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2016, 08:18 PM

"უფალი ჩვენც გვაძლევს მადლს, მაგრამ ჩვენ უნდა შევიტკბოთ იგი, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მადლი არის ძალა ღვთისა უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:44 PM

"ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი".

/წმ. ნიკოლოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2016, 10:48 PM

ღირსი კალისტე ქსანთოპულო (XIV ს.):

"შეუძლებელია ღმერთმა დაუტევოს ის, ვინც ღვთის მადლი იგემა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 07:42 PM

"წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ უფლის მადლი, რომელიც სუფევს ადამიანში, გადმოდის მასზე, ეხება, კურნავს, სრულქმნის და ეს მადლი თავად უფალია. ამიტომ რაოდენი მოკრძალებით უნდა ვუცქერდეთ ერთმანეთს, რაოდენი თრთოლვითა და მოწიწებით ვეპყრობოდეთ ერთმანეთს, მიუხედავად ჩვენი უძლურებისა და ცოდვებისა, რამეთუ ხატნი ვართ, მართალია შებღალულნი, მაგრამ მაინც განწმენდილნი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2016, 02:09 PM

"მასზე მოისვენა წინასწარმეტყველების მადლმა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2016, 11:10 AM

"ღვთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა".

/წმ. კირილე იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2016, 09:39 PM

"ღმერთმა ისეთი მადლი მისცა, რომ წყურვილის დათმენა შეეძლო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2016, 11:31 AM

"მადლის მპოვნელი ადამიანი აცნობიერებს ღვთის ამ უდიდეს საოცრებას, აღიქვამს თავის დანიშნულებას და უდიდესი მადლიერებით ემხობა ღვთის სიბრძნისა და წყალობის წინაშე. განა შეიძლება, ამაზე დიდი და ღირებული რაიმე იყოს ამ ქვეყანას? სწორედ გარჯაა საჭირო ჩვენი ცხოვრების მანძილზე, რომ ვიპოვოთ ის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც აუცილებელია ჩვენი მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად".

/მღვდელ-მონაზონი ისიდორე (ქარუმიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:17 PM

"სიტყვა "მადლიერებას" რომ ჩავუღრმავდეთ, თავად გვეუბნება სათქმელს: მადლიერებს მადლი უფლისა მიეცემა, თუ იდრეკს ადამიანი თავს უფლის წინაშე გულწრფელად და სასოებით".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 11:28 PM

"ერთი წმინდა მამა ბრძანებს, რომ ყოველი ჩვენი დღე უნდა იყოს მოვაჭრება მადლისა. როგორც ვაჭარი გადის და ყოველდღიურად ცდილობს, შინ მეტი ნავაჭრით დაბრუნდეს, ასევე ქრისტიანი ყოველი დღის დაწყებით უნდა ცდილობდეს, უფრო მეტი მადლი მოიხვეჭოს. მადლი უნდა მოვძებნოთ ეკლესიური საიდუმლოების შესრულებაში და სიკეთის აღსრულებაში".

/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2016, 10:20 PM

"კეთილმოკრძალებულ კაცზე ღვთის მადლი მოიწევა და განუმშვენებს სულს", - ამბობდა ბერი [წმ. პაისი ათონელი], მაგრამ წუხდა, რომ ადამიანები უყურადღებონი გახდნენ და უკრძალველნი: "თუ კაცს მოწიწება არა აქვს, აგდებულად ეპყრობა საღმრთო საგნებს, მაშინ მას ღვთაებრივი მადლი ტოვებს, ბოროტის ხელში ვარდება და მერე ადამიანები ეშმაკეულნი ხდებიან. საღმრთო მადლი უკრძალველ კაცს არც კი მიუახლოვდება, ის მასთან მიდის, ვინც პატივს მიაგებს". ბერი მოწიწების სინაკლულედ თვლიდა ხატების, საეკლესიო წიგნების, სეფისკვერის და საერთოდ ყველა სიწმინდის დადებას სკამზე, საწოლზე (ბალიშის გარდა)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 07:06 PM

"მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:17 AM

"როგორც იოსებ ათონელი (ისიქასტი) ამბობდა: "მდუმარების გარეშე მადლი არ ჩერდება. მადლის გარეშე კი ადამიანი არარაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 09:51 PM

"ყველაფერს, რაც შემზღუდველია ხორცისა, ძალუძს, ადამიანი მადლით გაამდიდროს".

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2016, 10:04 PM

"ღვთისგან მადლი სხვადასხვა ოდენობით გვეძლევა, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ვართ მოწოდებული და მომზადებული მის მისაღებად. ღმერთი, ყოვლადწმინდა სამება ყველგან მყოფობს, მისგან მომდინარე მადლის მოხვეჭაც ყველგანაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებული შესაძლებლობა ეკლესიაში გვეძლევა, უპირველესად იმის გამო, რომ იქ სულიწმინდის განსაკუთრებული მადლი მყოფობს. ტაძარი გამტარობითაც გამოირჩევა - ღვთისმსახურნი ხომ გამტარნი არიან ღვთიური მადლისა, თანაც ეკლესიაში მოსული ადამიანი მეტად არის განწყობილი მის მისაღებად".

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2016, 07:24 PM

"ცხადია, რაც უფრო მეტად იღწვის, მეტად იხარჯება ადამიანი უფლისთვის, მადლი და წყალობაც მეტად ენიჭება. უმოქმედო კაცის გულში უფალი ვერ დაივანებს, რადგან მისი გული არ არის ღვთისთვის გაღებული. უფლისთვის განუწყვეტელი მოღვაწეობის სანაცვლოდ კი ადამიანი სულიწმინდის მადლით ივსება. ასეთი მოღვაწე სულიწმინდის ჭურჭლად იქცევა".

/მამა იოანე ყურაშვილი/

"მადლს კი ზნეკეთილი ადამიანი იხვეჭს".

/მამა იოანე ყურაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2016, 08:24 PM

"სადაც მადლი არ არის - იქ წყევა სუფევს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2016, 01:40 PM

"ღვთაებრივი მადლით ერთნი განიწინდებიან, სხვანი - გაბრწყინდებიან, ხოლო მესამენი - განიღმრთობიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:31 PM

"საიდუმლოებების საშუალებით მადლი უხვად იმ ადამიანებზე გადმოდის, რომლებიც მადლის მისაღებად შესაბამისად არიან განმზადებულნი. ჩვენ, ადამიანები, არანაირად არ ვართ ღვთისაგან ბოძებული ნიჭის ღირსნი. მაგრამ, ღმერთი უღირსებს ღირსეულებად გვაქცევს. თუმცა ამ დროს აუცილებელია ჩვენი თანადგომა, რაც ჩვენს სინანულში უნდა იყოს ასახული. "ჩვენ ღირსნი ჩვენი სინანულის გამო ვხდებით და მხოლოდ სინანულის საქმით ვუახლოვდებით მას, ვისაც უღირსი ღირსეულად შეუძლია გარდაქმნას".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2016, 08:29 PM

"მადლის მოზღვავება მაშინვე შევიგრძენი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2016, 08:34 PM

"გასაღები უფლის მადლის მოძიებისა, თავმდაბლობაშია".

/დეკ. გიორგი ბასილაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2016, 09:35 PM

"უფალმა მადლი წაჰგვარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:49 AM

"მადლი სულში შედის, როგორც უდიდესი სიმშვიდე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 10:54 AM

"იფუსფუსეთ, ოღონდ ღმერთს ნუ დაივიწყებს თქვენი გონება და ბაგეები. ნურც მის თაყვანისცემას დაივიწყებთ. დაე, გეძნელებოდეთ, მით უფრო დასაფასებელი იქნება თქვენი ღვაწლი და მით უფრო მალე მოგეცემათ მადლი".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2016, 11:07 AM

"გახსოვდეს სულიწმინდის მადლი და ეცადე მის მოპოვებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2016, 11:11 PM

"მადლის შეგრძნების დონე ცვალებადია: ძლიერდება ან სუსტდება. თავად მადლი კი, არც იზრდება და არც მცირდება და რადგან მარად უცვლელია, ჩვენ მიერ ქმედების აღქმაა სხვადასხვაგვარი".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2017, 06:11 PM

"საღმრთო მადლი მამა პაისის ღვთის საიდუმლოებებს გაანდობდა, მან მოიპოვა "გონება ქრისტესი", ხვდებოდა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი, რომელსაც ყველა კაცის ცხონება სურს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 10:02 PM

"უნდა გვასოვდეს, რომ ადამიანი უძლურია, მაგრამ თუ მადლი ღვთისა არის მასში, ის უძლიერესია. ღვთის მადლით გაძლიერებული ადამიანი ყოველგვარ უძლურებას დასძლევს და მტერს დაამარცხებს. ანუ ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში უნდა დაძლიო ვნებები და თუკი ამას შესძლებ, მუდამ ძლიერი იქნება"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 9 2017, 11:19 PM

"მადლი არის იქ, სადაც ქრისტე განდიდებულია".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2017, 11:50 AM

"წმინდა მაკარი [დიდი] მიიჩნევს, რომ მანამდე, სანამ ნება ცოდვის გზაზე არ დადგება, მადლი "ადამიანის თანამდევია, რაღაც მისი ბუნებრივი, განუყოფელი და მასთან მყოფი ერთიანი არსია". ის მოქმედებს და ადამიანის სამშვინველს სიხარულის, მშვიდობის, სიყვარულისა და ჭეშმარიტების შეგრძნების მდგომარეობაში ამყოფებს, შემდეგ ეს შეგრძნებები ადამიანის მთელი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი რჩება. ადამიანს, თავისი ცხოვრების გარიჟრაჟზე, მადლი მოწოდების ნიშნით ეძლევა, ანუ ეს არის სულის მიერ გაღებული წინდი (საწინდარი), რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ეძლევა "ღვთაებრივ ბუნებას ეზიაროს".

ღირსი მაკარი ეგვიპტელის სწავლების მიხედვით, მადლი ადამიანის ნების გარშემოა კონცენტრირებული. აქედან კი მისი გამომხსნელი მოქმედების მრავალფეროვნება გამომდინარეობს, რადგან ამ დროს "სხვადასხვა სახის სიამოვნებების შეგრძნების გამო ნებაში რყევები იწყება". ამ ქმედებებს სასიკეთო ხასიათი გააჩნია" იმ ადამიანისთვის, რომელიც ასკეტურ გზას მიუყვება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2017, 11:15 PM

"...ღვთის მადლით, რომელიც მასზე განისვენებდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:47 AM

"თან რომ არაფერი ებადა ღვთის მადლის გარდა, რომელიც მის გულში სუფევდა".

პოსტის ავტორი: რობინი თარიღი: Mar 7 2017, 01:10 PM

ციტატა(marine @ Feb 9 2017, 11:19 PM) *

"მადლი არის იქ, სადაც ქრისტე განდიდებულია".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/


საოცარი ადამიანი ბრძანდებით მარინე, გადავხედე თემებს და ყველგან ასეთი მოკრძალებული და მშვიდი პასუხები ვნახე გავოცდი. თან დაუღალავად წერთ ამდენს. მიხარიხარ და ზუსტად მაგ ქრისტემ ხელში აყვანილი და ფრთებქვეშ შეფარებული გატაროთ მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ ცოდვილი და შეცდომებით სავსევარ უანგაროდ მიყვარს მეც ქრისტე და ვმწუხვარ რომ ვერ ვარ მისი ღირსეული შვილი. მაგრამ ქრისტე ხომ მამაა ჩვენი მას შემოევლოს მთელი ჩემი სიცოცხლე. მიყვარს მეც ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 05:12 PM

ციტატა(რობინი @ Mar 7 2017, 02:10 PM) *

საოცარი ადამიანი ბრძანდებით მარინე, გადავხედე თემებს და ყველგან ასეთი მოკრძალებული და მშვიდი პასუხები ვნახე გავოცდი. თან დაუღალავად წერთ ამდენს. მიხარიხარ და ზუსტად მაგ ქრისტემ ხელში აყვანილი და ფრთებქვეშ შეფარებული გატაროთ მთელი ცხოვრება. მიუხედავად იმისა რომ ცოდვილი და შეცდომებით სავსევარ უანგაროდ მიყვარს მეც ქრისტე და ვმწუხვარ რომ ვერ ვარ მისი ღირსეული შვილი. მაგრამ ქრისტე ხომ მამაა ჩვენი მას შემოევლოს მთელი ჩემი სიცოცხლე. მიყვარს მეც ...

rolleyes.gif wub.gif იხარეთ!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2017, 11:59 AM

წმინდა გრიგოლ ნოსელი ბრძანებს: "ღრმა ამოოხვრა ადრე განშორებულ ღვთის მადლს აბრუნებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 04:32 PM

"მადლის განაწილება ადამიანთა შორის სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ სულიწმინდის დაყოფა-დანაწილება მიმდინარეობს. "ღმერთში, განუყოფელი დაყოფა და დაყოფილი ერთიანობა მოქმედებს". "ღმერთი განუყოფელად დაიყოფა და დაყოფილად ერთიანდება". და ამის გამო ის "არც მრავლობითია და არც რთულად არის შედგენილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 02:17 PM

"ქრისტიანობის ჭეშმარიტი მქადაგებელი მხოლოდ ისაა, ვინც მოიპოვა მადლი სულიწმინდისა. ის მაშინაც კი ქადაგებს ქრისტეს, როცა დუმს. მომავალ საუკუნეთა საიდუმლო მადლის მიერ განგვეცხადება. ის, ვინც იგი მოიპოვა, თვითონ ხდება უხილავი სინათლის წყარო. ეს საიდუმლო მის თვალებში აისახება, მის სიტყვას სულიერი ძალით აღავსებს. ასეთი ადამიანიდან მოჰბერავს ყოვლისგამჭოლი სითბო, რომლითაც გათბობა მოგინდება, როგორც ზამთრის ღამეში ყინვისგან გაფიჩხულ მგზავრს უნდება, ენატრება აგუზგუზებულ ცეცხლთან გალღობა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 08:03 PM

"ვინც მადლი მოიპოვა, თვითმხილველი და მოწმე ხდება ქრისტიანობის ჭეშმარიტებისა. მეტიც, შესაძლოა ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდება, ქრისტიანობას უცხადებს სამყაროს. განსაზღვრული სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანში მადლი ისე საგრძნობლად მოქმედებს, რომ მისი იმედი მტკიცე რწმენაში გადადის, არ ეეჭვება, რომ მისი ლოცვა შესმენილი იქნება. ამავე დროს, იცის, რომ ამას თვითონ კი არ სჩადის, არამედ მისი მომხილველი მადლი და უფრო მეტად დამდაბლდება საღვთო ნიჭის დიდებულების წინაშე."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 02:44 PM

"ადამიანი რომ გარდაიქმნას, საჭიროა ღვთის მადლი, ღვთის მადლი რომ მოვიდეს, საჭიროა მორჩილება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2017, 02:20 PM

"თუ მადლის ღირსი არ ხარ, მაშინ ცოდვა მოდის შენთან".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:34 AM

"სიტყვა "მადლი" (სიხარული, კმაყოფილება, წყალობა, კეთილგანწყობა)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:16 PM

"ღვთის მადლის ნათელი აციაგდა მის გულში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 10:54 AM

"თუ ადამიანი მადლმოსილია, თუ გაუღებს გულის კარს მადლს, მუდამ გახარებული იქნება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2017, 08:49 PM

"გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა.
უფლისადმი მადლიერება მისგან მონიჭებული ძღვენის გამო არის ჭურჭელი, რომელშიც ღვთის მადლი ახალ ძღვენს დაავანებს".

/იოსებ ათონელი (ისიქასტი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 07:42 PM

"ნუ მიიჩნევ თავს ადამიანად, თუკი მადლი არ მიგიღია".
/მამა იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2017, 01:27 PM

"მხოლოდ ღვთის მადლი მოთოკავს ცოდვას და სულიერ ბრძოლაში კაცს გაამარჯვებინებს. ამიტომაც ასკეტიკის მთავარი ამოცანა მადლის მოპოვება და შენახვაა. მადლი მდაბალ გულში მოქმედებს, სადაც სიამაყეა, იქ მარცხდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:36 PM

"ადამიანში არ უნდა მოიძებნოს ისეთი წერტილი, რომელშიც ქრისტეს მადლი არ იყოს შესული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2017, 10:53 AM

"უსასრულოა რიცხვი წმინდა მადლისა და წყალობისა. ვერანაირი საზომი გაზომავს მის სიდიდესა და სიდიადეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 11:08 AM

"სადაც დიდი მადლია, მეტი ბრძოლაცაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2017, 03:38 PM

"მადლი და სულიერი საწვავი გვაძლევს იმ სულიერ პოტენციალს, რომელიც გზას გვიხსნის წარმატებისკენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:21 PM

"მადლი რა გზითაც წავიდა, იმავე გზით ბრუნდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2017, 01:46 PM

"მამაღმერთის მიერ სულიწმიდით ადამიანში გადმოსულ მადლს აუცილებელია ადამიანის სიყვარულით აღსავსე ძალისხმევა შეეგებოს. ასეთი სინერგიული ურთიერთობის გარეშე ეს უდიდესი სიკეთე ადამიანში ვერ დამკვიდრდება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2017, 09:57 PM

"ვინც მადლს ეზიარა, მან უნდა განამრავლოს იგი, მოჰფინოს მისი ნათელი თავის გარშემო; თუ ასე არ მოიქცა, ამ მადლს თავადაც კარგავს, რადგან მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე".

/წმ. ათანასე დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2017, 11:00 AM

"როგორც ყველაზე ჯანსაღ თვალსაც კი არ ძალუძს რაიმეს დანახვა, თუკი სინათლის სხივით არ არის განათლებული, ამგვარადვე ადამიანსაც არ ძალუძს ღვთის სათნოდ ცხოვრობდეს საღმრთო მადლისავე შეწევნის გარეშე, სულ ერთია, როგორი პატიოსანიც არ უნდა იყოს გარეგნულად".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2017, 11:51 AM

"მასში ღვთის მადლი გაბრწყინდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2017, 01:25 PM

"უფალმა, რომელიც მადლის საბურველით იფარავდა თავის რჩეულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:19 PM

"მადლი ღვთისა ათბობს და იცავს მთელ ხილულ და უხილავ სამყაროს და თითოეულ ჩვენგანს ზეგარდმო გადმოეცემა ღირსების და სულიერი სიწმინდის შესაბამისად. მადლის არსი მსოფლმხედველობითი პრობლემაა. ადამიანური ყოფის ძირითადი აზრი გამოიხატება ზნეობრივი ამაღლების და სულიერი სრულყოფის შედეგად.
მადლი წარმოადგენს კათარზისს, განწმენდის პროცესს, გონების გაბრწყინვება-გაცისკროვნების, სულიერი მჭვრეტელობის საფუძველს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2017, 10:49 AM

"ღვთის ნების გაგება განსაკუთრებული მადლია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 10:23 AM

"მისი სული მადლის ტალღებით აივსო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:42 AM

"ღმერთმა ადამიანს თავისუფალი არჩევანი მისცა - მიიღოს მადლი თუ არ მიიღოს. მადლი ძალით არ მოდის, არა!"

/არქიმანდრიტი კლეოპა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 12 2017, 10:28 PM

"ანთებული სანთელივითაა მორწმუნე ადამიანი. წუთისოფელი ცდილობს, ეს სანთელი ჩააქროს. ნამდვილ მორწმუნეს ულიმიტო რეზერვი აქვს, მადლი. ის, რა თქმა უნდა, გაედინება ჩვენი ცოდვების გამო, მაგრამ მრავლდება კიდეც. მორწმუნე დაკარგულ მადლს სინანულით დაიბრუნებს".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:43 AM

"როგორ შეიძლება არ გწამდეს ღმერთი, რომელიც გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან მადლს ასე უხვად გათოვს ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 10:28 PM

"ეკლესიაში, სადაც ინახება ღვთის მაცოცხლებელი მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2017, 10:13 PM

"ცოდვა მძიმეა, მადლია - მსუბუქიო"

"სულიწმინდის მადლი უხვზე უხვია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 10:35 AM

"მადლი ცოდვისგან თავისუფლებას ნიშნავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2017, 11:16 AM

"მამა ამირანის სულიერ მადლის, სხივმოსილების წყალობა თუ იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:26 AM

"რწმენა არის ღმერთის მადლი. მადლი კი ნიშნავს იმას, რომ იგი არ არის შენი დამსახურება. თუ დაიმსახურე და ღმერთმა მოგცა, მაშინ ეს აღარ ყოფილა მადლი, არამედ - საზღაური. მადლი ხომ დამსახურების გარეშე გვეძლევა. მეორე მხრივ, თუკი რწმენა არის სიყვარული და ღმერთის მადლი, მაშინ რატომ არ აძლევს ღმერთი ყველას ამ მადლს? ასე რომ, მადლისა და თავისუფლების საკითხი ურთულესი საკითხი გახლავთ, რომელსაც ვერავინ ამოწურავს, რადგან ეს არის მისტერია."

/მამა კახაბერ კურტანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:25 PM

"როგორც ჭუჭყიანი შუშა არ ატარებს მზის შუქს, ასე არ ატარებს ადამიანი ღვთის მადლს თავის თავში, თუ არის დაბინძურებული მრავალი უკეთურებით".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 11:30 AM

"სადაც არ უნდა წასულიყო [ღირსი პაისი ათონელი], ირგვლივ მადლს გადმოღვრიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:36 AM

ღირსი პაისი ათონელი ამბობდა: "თუ კაცს შიგნით მადლი აქვს, სადაც არ უნდა წავიდეს, მის გარშემო ელექტრული ველის მსგავსად გადმოიღვრება ის სულიერი სინაზე, რომელიც მის შიგნითაა. თუ კაცს ეშმაკი მძლავრობს, ისიც თავის გარშემო ავრცელებს იმას, რაც მის შიგნითაა. ჩვენი სულიერი მდგომარეობა სხვებზეც მოქმედებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:59 AM

"ჩვენს ცხოვრებას სრულყოფას ანიჭებს მხოლოდ ღვთაებრივი მადლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2017, 11:53 AM

"მადლშესხმული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 08:57 PM

"მადლს დაგიტოვებთ შვილებო წამლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 09:38 PM

"ღვთის მადლი წამითაც რომ განეშოროს სამყაროს, ის ისეთსავე არარაობად იქცევა, როგორი არარაობიდანაც შეიქმნა".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2017, 10:21 AM

"იქ, სადაც ღვთიური მადლი იწყებს გაბრწყინებას, სხვა ყველაფერი უფერულდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2017, 09:33 AM

"მხოლოდ უფალს ეკუთვნის მადლის ფარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:31 AM

"არიან ადამიანები, რომელთაც ჩვეულებრივი ხვირთქლისაგან შეუძლიათ ძელიცხოველის მადლი მიიღონ და არსებობენ კაცნი, რომლებიც ძელიცხოველიდანაც კი ღვთის მადლს ვერ იღებენ."

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:19 PM

"მადლის დაბრუნება დაკარგულის ძიებაშია, მის მიერ მოყენებული ტკივილის განცდაშია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:37 PM

"ღმერთი უსამართლოდ არავის ექცევა. ირგვლივ მიმოფანტავს თავის სიყვარულს, ოღონდ ჩვენში იყოს თავმდაბლობა. ღვთის მადლს ხომ სწორედ ის მიიზიდავს. ვფიქრობ: რამდენად სულელია კაცი, როცა ღვთის მადლი აქვს და მას ფუჭ, ამაო საგნებზე ხარჯავს, მას ხომ შეუძლია ადამიანებს ასე ძლიერად და უმაღლესი ხარისხით დაეხმაროს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:07 AM

"როგორც მცენარე - უწყლოდ, ისევე ვერ გაიხარებს ადამიანი უფლის ცხოველმყოფელი მადლის გარეშე".

/მამა გრიგოლ კუმელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:45 AM

"სიწმინდე და მადლი ყოველთვის უხილავად იზიდავს ადამიანის სულს, როგორც მზე - ყვავილებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 02:55 PM

"ღმერთი მადლს გვაძლევს და სწორად გამოვიყენოთ ეს მადლი".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 09:51 AM

"სულიერი ტელევიზორი - მადლი დაფარულმცოდნეობისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 02:14 PM

"გიხაროდეთ ღმერთისგან მადლის მიღება!
თუ მადლი გაქვს, შეიძლება სიცოცხლე დაკარგო, მაგრამ საუკუნეების მანძილზე შენი ნამოქმედარი გაცოცხლებდეს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/


"მადლის მქმნელი არის ცასთან ახლოს, მადლის მქმნელი არის ღმერთთან ახლოს და მისი სახელი ცაში ღმერთთანაა დაწერილი"

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 11:19 AM

"უფლის მადლი მეფინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2017, 09:21 PM

"არ ვეძებთ მთავარს, არაფერი ვიცით მის შესახებ და ამიტომ არც დათმობა გვიჭირს მისი. სიმდიდრის მფლობელს უჭირს მისი დათმობა და ხშირად სიცოცხლის ფასადაც იცავს მას, მაგრამ ვისაც მხოლოდ სმენია სიმდიდრის შესახებ, განცდით კი არ განუცდია, მისთვის უცხოა მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. უფლის მადლით ავსებულ, მდიდარ სულს გაცნობიერებული, შეგრძნობილი აქვს საოცარი გემო ამ უდიდესი პატივისა; ყოველნაირად ცდილობს, არ მოსწყდეს ამ ენით გამოუთქმელ განცდას, შეგრძნებას ნეტარებისას; არ უღალატებს მას, პირიქით, ყველაფერს დათმობს, რომ არასდროს გაუნელდეს სასუფევლისეული შეგრძნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 11:57 AM

"მადლის ნათება დემონს აბრმავებს, მადლის სითბო კი წვავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2017, 10:33 AM

"რა დიდ მადლს გრძნობდნენ ლოცვისას წმინდა მამები! როდესაც უფალი ლოცვისას ოდნავ შესამჩნევად გვეწვევა, მადლს ცოტათი ჩვენც შევიგრძნობთ"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:22 AM

"თუკი შენი სიტყვით ვინმეს სარგებლობას მოუტან, ღვთის მადლს მიაწერე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 10:10 AM

"მოვიდა მადლი, წამოგაყენა და ანგელოზი გახდი. წავიდა მადლი და შენ ისევ ის ხარ, რაც იყავი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:43 PM

"მადლის სამეფო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 10:55 AM

"უმაღლესმა მსაჯულმა მარონს ღვაწლის მიხედვით შეუთანადა მადლი თვისი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:23 AM

"რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი სხვების დახმარებას, იმდენად მრავლდება მასში უფლის მადლი".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:31 PM

"სკოლის მოწაფეს გიმნაზიის საგნების გაგება არ შეუძლია, გიმნაზისტს - უნივერსიტეტისა. მაგრამ როცა მადლი შეგეხება, მაშინ მიხვდები, რომ შენ ახლა გიმნაზიის მოწაფე ხარ, ანდა უნივერსიტეტის სტუდენტი. შენ თვითონ მიხვალ აქამდე".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2017, 12:17 PM

"დიდ მადლს ასხივებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2017, 01:50 PM

"ჩვენთვის ყველაფერი კარგის, მადლის მომცემი არის ღმერთი, მართალია ვერ ვხედავთ, მაგრამ ყველას გვიგრძნია მისი არსებობა ჩვენში, ჩვენს გვერდით".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:30 PM

"მადლი მხოლოდ საკუთარ თავში ჩაღრმავებულ, ღვთისმოსავ სულში მოქმედებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2017, 10:27 AM

"წმინდა ლევ ოპტელი გვასწავლის: ის, ვინც საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, ვერასოდეს გახდება ღვთაებრივი მადლის სტუმრობის ღირსი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2017, 07:48 PM

"მისი [მადლის] წყალობით ღირსეულებში ღმერთი სრულად თავსდება და წმინდანები სრულ ღმერთში სრულად მკვიდრდებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 02:17 PM

"რწმენის ნაყოფი - მადლი არ იმალება, უხილავად გვიზიდავს, განგვწმენდს, ფერს გვიცვლის უფალში და წინ მიგვიძღვის შემეცნების ურთულეს გზაზე, რადგან შეუძლებელია, ეკლესიისა და მადლის გარეშე ღმერთი შევიმეცნოთ. ახალმოქცეულებს მსურს ვუთხრა, რომ თუკი ეკლესიურად ვიცხოვრებთ, უფალი დროთა განმავლობაში ყველა საიდუმლოს გაგვიხსნის."

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 01:31 PM

“ადამიანი ერთხელ იბადება ამ ქვეყანაზე, მაგრამ მრავალჯერ იშვება და კვდება მადლისა და სათნოებისთვის.”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 07:30 PM

"მიდრეკილნი უნდა ვიყოთ არა ცოდვისკენ, არამედ ღვთის მადლისკენ"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2017, 09:00 PM

"ღვთის მადლის გამამრავლებელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2018, 11:03 AM

"ადამიანის ცოდვილ სულში მადლის რაღაც მარცვლები აღმოაჩინოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2018, 03:45 PM

"უცნაური მადლით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:33 PM

"სადაც ცოდვაა, იქვეა ჯვარცმულიც, მადლიც, რადგან უმისოდ არარანი ვართ და არც არაფერი შეგვიძლია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:24 AM

"ვინც საღმრთო შურით იქნება აღტკინებული და უფლის მცნებებს დაიცავს, არა ბოროტებას, არამედ საღმრთო მადლს დაემორჩილება".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 08:25 PM

"ძველ მამათაებრ მადლიანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 10:32 PM

"მადლი იმას კი არ ეძლევა, ვინც ლაპარაკობს, არამედ იმას, ვინც კეთილად ცხოვრობს".

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2018, 07:38 PM

"მადლის წყაროს წარმოადგენს ეკლესია, ამიტომ განწმენდა და ცხონება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2018, 01:59 PM

"ადამიანის მთავარი ვალდებულებაა, რომ უმადური არ იყოს, არამედ იყოს მადლიანი. და თუ შენ მადლიანი ხარ, ღმერთი ყოველთვის გიფარავს".

"მადლიანი ხარ მაშინ, როცა შეგიძლია სხვას შეუმსუბუქო დარდი".


/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 07:36 PM

"საქართველოში ყოფნის დროს მამა დავითმა ჩემში მადლის მარცვალი ჩადო, მამა ზაქარიამ კი მისი გაღვივების საშუალება მომცა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:18 PM

"მადლის ცხება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:50 PM

"წმინდა მამის [ალექსი შუშანია] ნალოც სენაკში დიდი მადლით აღვივსეთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2018, 08:51 PM

"ყველას თავისი მადლი გაუნათებს მომავალს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 07:23 PM

"ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

"თუკი მადლი არ შემოვა ჩვენში, მაშინ უფალი ჩვენში ვერ იცხოვრებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2018, 11:18 AM

"ჩემო უმცროსო ძმებო და დებო, უფალი მადლისა და ნიჭის ულევი წყაროა... ყოველ ადამიანს რაღაც ნიჭი აქვს... ჩვენი ვალია ვმადლობდეთ მას, ვინც ეს ნიჭი მოგვცა და იგი მის სადიდებლად და ჩვენი მოყვასის სასიკეთოდ გამოვიყენოთ..."

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 04:48 PM

"შენდობას ის შეძლებს, ვის გულშიც მადლი ღვთისა სუფევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:39 PM

"ღვთის მადლის ხელმწიფების ქვეშ იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2018, 09:44 PM

"მუშაობს, ლოცულობს ან თუ კითხულობს ვინმე, ისე უნდა იყოს მომართული, მუდმივად მადლს, ანუ სულიწმინდას იღვაწებდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2018, 08:59 PM

"სულიწმინდის, ყოვლადწმინდა სამების მგმობელს უფლისგან ძალა და მადლი არ და ვერ მიენიჭება."

/მამა პანტელეიმონ მარგველაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:57 PM

"მადლი სიმდაბლის გზით მოდის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2018, 08:56 PM

"ღმერთის საქმე - მადლის შეთავაზებაა, ადამიანისა - მადლის მიღება და შენარჩუნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2018, 09:41 PM

"ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდებს და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2018, 11:21 AM

"უფალი კი არ გამოარჩევს ადამიანებს, არამედ თვითონ ადამიანები აძლევენ საფუძველს უფალს, რომ იყვნენ გამორჩულნი. ღვთის მადლი ყველასთვის იფრქვევა, მაგრამ მას ისინი იღებენ, ვისაც გაღებული აქვს გული ღვთის მადლის მისაღებად, თავისი თავისუფალი ნებით სასოებენ და სრულად მინდობილნი არიან უფალს და ცხოვრობენ წმინდა და მართალი ცხოვრებით."

/მამა იასონ შარიქაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2018, 06:41 PM

"მადლმა იგი მრავალგზის მოიხილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:14 PM

"თუ მხოლოდ ადამიანური კანონებით ვიცხოვრებთ, ღვთის მადლს ვერ მივიღებთ."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:23 PM

"მადლის მოზღვავება მაშინ იგრძნობა, როცა ადამიანი განიცდის დაცემულ ბუნებას"

/მამა მათე ვაშაყმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 07:56 PM

"როგორც მადლი გადადის, ასევე ვრცელდება ცოდვაც"

/არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:14 PM

"როგორც მოციქული პავლე თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს: - არაფერი მაბადია, მაგრამ ყველაფერი მაქვსო. ხილული მართლაც არა გააჩნდა, მაგრამ მადლი ჰქონდა ღვთისგან და ეს იყო მისთვის ყველაზე აღმატებული საფასე."

/მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 08:17 PM

"მადლი უფრო ბევრია ამ ქვეყანაზე, ვიდრე ცოდვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2018, 08:29 PM

"თუ ცოდვილ ადამიანს დაინახავ და არ შეიბრალებ, მაშინ მადლი დაგტოვებს".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2018, 06:02 PM

"გამოცდილება გვიჩვენეს, რომ ადამიანზე ცუდი არ უნდა იფიქრო, რადგან ამის გამო სულიდან სულიწმინდის მადლი მიდის".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2018, 02:19 PM

"ცოდვის საპირწონე არის მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2019, 05:55 PM

"მადლის გარეშე წარმოუდგენელია ღმერთში ცხოვრება. რა შეუძლია კაცს ღვთის გარეშე?!"

/მამა ზაქარია მარგალიტაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 11 2019, 07:12 PM

"როდესაც ადამიანს მადლი მოიცავს, მან არ იცის, რა არის დაღლა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:36 PM

"ერთადერთი მუდმივი და ადამიანის განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაზე, საღვთო მადლის მოხვეჭაა, რათა უფალმა დაივანოს ჩვენს გულებში და განწმინდოს იგი ყოველგვარი მწიკვლისაგან"

"მადლის მთხოვნელი დაუჯილდოებელი არასდროს რჩება"

"მადლი პატარა, ჩვილი, თოთო ბავშვივითაა, მუდამ ყურადღება, ზრუნვა და გაფრთხილება უნდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2019, 08:15 PM

"აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, - თუ სად ვართ? თუ გვსურს, ვიყოთ ქრისტიანები, უნდა მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი, რომელიც დაივანებს ჩვენს სულსა და გულში და გვაცხოვნებს, რადგან უფალი ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა თქვენშია და რასაც მივიღებთ ჩვენს გულში, ის გავხდებით ჩვენც. და აი, სწორედ ეს არის მთავარი!"

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2019, 06:07 PM

"თუკი ადვილად ვღიზიანდებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ არის ჩვენში მადლი, სიმდაბლე და სიყვარული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:33 PM

"ღმერთი გულუხვია, ის მადლს აძლევს ყველას, ვინც მისკენ მიისწრაფვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2019, 03:54 PM

"მადლი - ღმერთის სუნთქვაა, "ღვთაებრივი ჭავლია" სულიწმინდის ცხოველმყოფელი თანამყოფობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 04:40 PM

"ქართველ ადამიანს არ ჭირდებოდა ოქრო და ვერცხლი, სიმდიდრე. ქართველ ადამიანს სჭირდებოდა და სჭირდება მადლი ღვთისა".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 04:59 PM

"გამუდმებით უნდა ვითხოვოთ მადლი სულისა წმინდისა, რაც საფუძველია ჩვენი ცხოვრებისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2019, 01:22 PM

"როგორ არ გავცივდეთ ყინვაში? - შინაგანად გამთბარნი ვიყოთ. როგორ არ გავცივდეთ ამა სოფელში? - გულში სულიწმინდის მადლის სითბო შემოვუშვათ".

/სქიმ იღუმენი საბა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2019, 09:32 PM

" - როგორ დავიცვა ჩემი ახლობლები ავი თვალისგან?

- ეკლესია არ ცნობს თილისმებსა და შელოცვებს. მხოლოდ ღვთიურ მადლს, რომელიც ლოცვის მეშვეობით გვეძლევა, შეუძლია, დაიცვას ადამიანი ბოროტი და ავი თვალისგან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2019, 11:26 PM

"კითხვა: როგორ დავიცვა ოჯახის წევრები ავი თვალისგან?

პასუხი: ეკლესია არ ცნობს არც თილისმებს და არც მაგიურ შელოცვებს. მხოლოდ საღმრთო მადლს შეუძლია, თქვენი ახლობლების დაცვა ბოროტებისგან. იცხოვრეთ ეკლესიურად, ილოცეთ მათთვის და ღვთიური მადლი გადმოვა თქვენზე, თქვენი ოჯახის წევრებზე. ყოველ დილით, სახლიდან გასვლის წინ გადასახეთ პირჯვარი ოჯახის წევრებს, რაც მათ ბოროტებისგან დაიცავს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2019, 07:20 PM

"განგვაცხოველოს და განგვაბრწყინვოს უფლის მადლმა და ძალამ"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:50 PM

"საოცარია მადლმოსილი ადამიანი. სულ რომ დუმდეს და სიტყვაც კი არ თქვას, მისი მადლი უხილავად მაინც გადავა სხვებზე. დიდი მადლი, რომელიც განწმენდილ ადამიანშია, სხვებზეც ეფინება და მასთან ურთიერთობა ყველას დიდ სიხარულს განაცდევინებს"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2019, 09:48 PM

"თუკი ჩვენ ვითხოვთ ღვთაებრივ დახმარებას, ამ თხოვნით ქრისტე თოკით გვაბამს სული წმინდის მადლს და ასე გვაძლიერებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2019, 10:29 PM

"ლოცვით მოზიდული მადლი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:38 PM

"მადლი ასწავლის ადამიანს, როგორ აღმოაჩინოს და მოიშოროს საფარველი ცოდვისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2019, 10:24 PM

"ქვეყნიერების დასაწყისი უფალია და ყველაფრის საწყისად მისი მადლია. ჩვენც ამ მადლს, მის მოპოვებას უნდა ვეძიებდეთ"

/მეუფე ანდრია გვაზავა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:18 PM

"მაშინ გადმოხეთქა ჩემზეც მადლის სიუხვემ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2019, 09:36 PM

"ღვთის მადლს შეკედლებულმა დიდი სიხარული და შვება ვიგრძენი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 09:22 PM

"საღვთო მადლი განუწყვეტლივ აკაკუნებს ჩვენი სულის კარზე და ელის, როდის გავაღებთ, რათა შემოვიდეს ჩვენს მწყურვალე გულში და აღავსოს იგი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2019, 10:15 PM

"როდესაც მადლი მოდის, ხდები უშიშარი და იძენ სიყვარულს, მშვიდობას, სულგრძელებას, სიხარულს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:07 PM

"საღვთო მადლის მდგომარეობას ადამიანი არ განიცდის ყოველთვის ერთი და იგივე სიმძაფრით. არა. მაგრამ, თუ ადამიანი მადლს იგემებს, მაშინ მისი გონება გამუდმებით ამაზე ფიქრობს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 02:31 PM

"როდესაც მადლი მოდის, ყველაფერი ადვილია. საითკენაც გიბიძგებს, იქით მიდიხარ. არ შეგიძლია სხვაგვარად მოიქცე. ანუ, აკეთებ იმას, რასაც ის შთაგაგონებს. არ შეგიძლია განრისხდე, არ შეგიძლია მოიძულო, არ შეგიძლია ვინმეს ავნო"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 04:00 PM

"როდესაც ღვთის მადლში შევალთ, მაშინ ყველაფერი ადვილია. ვართ უფრო თავისუფლები და ძლიერები და ღვთის მადლი გვიფარავს. თუკი ვიღვაწებთ, შევიყვარებთ ქრისტეს, მაშინ ღვთის მადლს მოვიპოვებთ; და როდესაც საღვთო მადლით ვიქნებით აღჭურვილები, აღარ დაგვემუქრება საფრთხე, და ჩვენს დანახვაზე ეშმაკიც გაიქცევა"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 10:26 PM

"ღვთის მადლით ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 05:26 PM

"როდესაც ჩვენზე მადლი გადმოვა, უეცრად შევიყვარებთ ღმერთს. თუ ძლიერ შევიყვარებთ ქრისტეს, ლოცვა თავისთავად წარმოითქმება. ჩვენს გონებასა და გულში გამუდმებით ქრისტე იქნება".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:52 PM

"ვისაც ღვთის სიტყვა უყვარს, ქრისტე მადლით აღავსებს და მისთვის ყველა სიკეთე ადვილი ხდება"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 05:12 PM

"იმისათვის, რომ ადამიანზე საღვთო მადლი გადმოვიდეს და მასში დაიმკვიდროს, საჭიროა წინაპირობები. ღვთისგან ამ ნიჭებს მხოლოდ ის ღებულობს, ვისაც სიმდაბლე აქვს, მიაკუთვნებს ამ ნიჭებს ღმერთს და იყენებს მათ მის სადიდებლად. კეთილი, მდაბალი, ღვთისმოშიში, ღვთისმოყვარე ადამიანი, ის, ვინც სათნოებები მოიხვეჭა, ღვთის მადლით, არ ვარდება ცდომილებაში. ის შინაგანად გრძნობს, რომ ნამდვილად უღირსია და ეს ყველაფერი იმისთვის ეძლევა, რათა უკეთესი გახდეს, და ისიც იღვწის ამისთვის".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 06:03 PM

"ის, რაც მადლმოსილია, იმაში სიხარული, მშვიდობა, სიყვარული და ჭეშმარიტებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 04:41 PM

"ღვთის მადლი ასევე ამშვენებს და ნათელს ჰფენს ყველაზე ღარიბულ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც მადლმოსილი უფლისმიერი მორწმუნე ატარებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 06:08 PM

"მადლის თვისება მატებაა და შეუძლებელია, დაიტიო იგი და არ გასცე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:25 PM

"ღმრთის მადლი დაგიჩრდილავს და გაგაგრილებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:16 PM

"მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც ითხოვს ღვთის წყალობას, არის გახსნილი სულიწმინდის მადლის მისაღებად და იძენს კიდეც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2019, 07:41 PM

"ვინც აივსო მადლით, გახდა ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა, მათთვის სამოთხე აქვე დაიწყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 06:01 PM

"ღვაწლის გარეშე სულიწმინდის განმაღმრთობელი მადლის მონაგრება ჩვენთვის შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:47 PM

"წმინდა მამის სასწაულებში ღვთის მადლმა თავი ცხადად გამოავლინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 10:09 PM

"ეს იყო ცეცხლი მადლისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:22 PM

"ღვთის მადლი რეზერვუარი კი არ არის, სადაც შეიძლება წყალი დაწყდეს, არამედ დაუწყვედელი წყაროა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2020, 05:18 PM

"უფლისაგან ზენაარი მადლით დაჯილდოებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2020, 07:55 PM

"ფიზიკურად სუსტი მღვდელმონოზონი ამბროსი სხვა ძალას ფლობდა - სულიერსა და მადლმომფენელს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:38 PM

"სადაც სიმდაბლეა - იქ არის ქრისტეს მადლი, რომელიც სასუფეველია ცათა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2020, 08:04 PM

"საოცარია, შეუცნობელია მოქმედება მადლისა!..."

/ყოვლად უსამღვდელოესი ბარნაბა (ბელიაევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 03:53 PM

"ჩვენი მიზანი ღვთაებრივი მადლის მოღვაწებაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2020, 07:18 PM

"თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2020, 02:34 PM

"მადლის სრულყოფილი სახე ის არის, რომ ღმერთმა ადამიანი არყოფნიდან მყოფობაში გადმოიყვანა და გამონაკლისის გარეშე ყველა სიკეთე მიანიჭა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2020, 06:19 PM

"მადლი გარდაგვქმნის და ახალ ადამიანად გვაქცევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 24 2020, 07:40 PM

"დაკარგე მადლი? - სინანულით, აღსარებით, ზიარებით შეგიძლია მისი დაბრუნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2020, 10:49 AM

"კვირა დღეს ადამიანმა ამქვეყნიური საქმეები უნდა შეწყვიტოს და უფალთან ერთად იუქმოს, რომ მადლი მოიპოვოს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2020, 08:53 PM

"უფალო, ვინც წვრთნის თავის თავს, მას შენ ანიჭებ შენს ცხოველსმყოფელ მადლს, მას შენ აღავსებ ზეციური სიტკბოებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2020, 05:18 PM

"ადამიანსაც არ ძალუძს ღვთივსათნოდ ცხოვრება საღმრთო მადლის შეწევნის გარეშე, სულერთია როგორი პატიოსანიც უნდა იყოს გარეგნულად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2020, 08:42 PM

"ჩემი სტუდენტობის დროს სასულიერო აკადემიის რექტორი გვარიგებდა, როცა დიაკონი იტყვის - შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო მადლითა შენითა - აუცილებლად შესთხოვეთ უფალს მადლი და პირჯვარი გადაიწერეთო. თქვენც უნდა დაიმახსოვროთ ეს და როცა დიაკონი ამ სიტყვებს წარმოთქვამს, თავი უნდა დახაროთ, პირჯვარი გადაიწეროთ და მადლი ითხოვოთ"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2020, 07:52 PM

"ცხონებისათვის მადლია საჭირო. სად მიიღებ მას ეკლესიის გარეშე? მადლი მოგვეცემა წმიდა საიდუმლოებების მეშვეობით, ეს კი წმიდა ეკლესიაში ინახება. საიდუმლოთა შესასრულებლად საჭიროა სამღვდელოება; ჭეშმარიტი სამღვდელოება კი მხოლოდ ეკლესიაშია. გამოდის, რომ ვინც ეკლესიის გარეშეა, არც სამღვდელოება გააჩნია, არც საიდუმლოებები და არც მადლი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2020, 07:45 PM

"მადლი, ანუ ბიბლიურ ენაზე რომ ვთქვათ, სიცოცხლის სუნთქვა, დასაბამიდანვე მყოფობდა და მოქმედებდა ადამიანში და შემდგომში საშუალებას აძლევდა მას, მაცხოვნებელ ღვთიურ ენერგიებს ზიარებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:17 PM

"ცოდვებისაგან იკარგება მადლი, ხოლო მადლის გარეშე მტერი იტაცებს სულს, ისე როგორც ქარი გამხმარ ფოთოლს ან კვამლს"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:00 PM

"როცა ჩვენ ვეღარ ვგებულობთ, რომ ღვთის დახმარებით წარვემატებით და ვიწყებთ ფიქრს, თითქოს ყველაფერს თავად ვაღწევთ, მაშინ ღმერთი გვართმევს თავის მადლს, იმის გასაგებად, რომ ჩვენი - მხოლოდ სურვილი და ძალისხმევაა, ხოლო ძალა და შედეგი - ღმერთზეა დამოკიდებული".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:43 PM

"ღვთაებრივი მადლის მოხვეჭისთვის ჩვენგან ბრძოლა აუცილებელია"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 09:24 PM

"თუ უფალი არ შეგვეწია, თავის მადლსა და წყალობას არ გვაზიარა, ჩვენი სული უდაბნოსავით გახმება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2020, 09:37 PM

ფსალმუნი 132

2. ვითარცა ნელსაცხებელი თავსა ზედა, გარდამომავალი წუერთა ზედა, წუერთა ზედა აჰრონისთა, რომელი გარდამოვალნ სამხართა ზედა სამოსლისა მისისათა -

აქ ნათქვამია ეკლესიის იერარქიის შესახებ, ის, რომ ეკლესიაში არის იერარქია და სწორედ იერარქიის მიხედვით აძლევს მადლს. გამტარობით საღვთო მადლი სწორედ იერარქიის მიხედვით გადაეცემათ მის წევრებს. თუ ადამიანი თავის თავს განაყენებს ამ იერარქიიდან, ის ვერ მიიღებს იმ საღვთო მადლს, რაც ეკლესიაში სუფევს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:43 PM

"მადლი - ღვთის ნაბოძები ძალაა, რომელიც ადამიანს ქრისტეს მიმართ რწმენის გამო ეძლევა; ის არის გამომქომაგებელი , მწყალობელი, განმანათლებელი, გამომხსნელი, ყოველგვარი სათნოებისაკენ მიმდრეკი ძალა."

/ღირსი მაქსიმე აღმსარებელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:39 PM

"იცოდეთ, რომ სულიწმინდის მადლი ისე არაფრით განგვეშორება, როგორც ფუჭი საუბრებით"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2020, 01:30 PM

"უდიდესი მადლია რჩევის მიცემა ახლობელთათვის"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2020, 07:41 PM

"როცა შენ ახალს იგებ ქრისტიანობაში და გული სიხარულით გევსება, როცა რომელიღაც საუკუნეში წმიდა მამა რაღაცას ამბობს და კითხულობ და გრძნობ და ეთანხმები, რომ შენც ასე ფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენში მადლია სულიწმიდისა."

/დეკანოზი თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:44 PM

"მადლი ღვთის ბოძებული საჩუქარია"

/არქიმანდრიტი იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2020, 01:50 PM

"თუ ვინმე დაუმსახურებლად გლანძღავს, რა განერვიულებს, დაითმინე, მადლს გიგზავნის!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)