თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ წმინდანობა

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 4 2008, 02:08 PM

ხოდა რა მაინტერესებს:

ქრისტიანული ეკლესია ხო წმინდანად შერაცხავს ხოლმე გარკვეულ პიროვნებეს, ვინც, თავისი ცხოვრებით გამორჩეული იყო მრავალმხრივ...

ხოდა:

1. ადამიანი იმიტომ ხდება წმინდანი, რომ მას ეკლესია შერაცხავს წმინდანად (ანუ ადამიანები შერაცხავენ წმინდანად) და იგი შერაცხვამდე წმინდანი არ იყო;

თუ

2. ესა თუ ის ადამიანი ისედაც არის წმინდანი და ეკლესიის მიერ მისი წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ამის აღიარებას (თუ რაღაც მსგავსს) წარმოადგენს.
?


ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი?

მაგალითად, ილია ჭავჭავაძე რომ წმინდანად არ შეერაცხა ეკლესიას, იგი ფრესკებზე და ხატებზე შარავანდედით არ გამოისახებოდა, არ იარსებებდა მისი ტროპარი და სხვა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძე წმინდანი არ იქნებოდა?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 4 2008, 04:24 PM

ციტატა

ანუ წმინდანად შერაცხვა არის წმინდანობის საფუძველი თუ პირიქით, - წმინდანობის შედეგი?

შედეგი...
არიან ბევრი ცხონებულები, მაგრამ მხოლოდ ნაწილია ცნობილი და აღიარებული, როგორც წმიდანად... ხანდახან ღმერთის მადლით ზოგიერთი აღსრულების შემდეგ სასწაულთმოქმედებით განითქვამს სახელს( საფლავი, ან ხილვა , ან ა.შ.), შემდეგ ეკლესია განიხილავს მის ცხოვრებას და ამის შემდეგ გამოაცხადებენ მას წმიდანად, როგორც სამაგალითო ქრისტიანს, რომელსაც სხვებმა უნდა მიბაძონ...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 4 2008, 04:27 PM

ციტატა(KAIROS @ Oct 4 2008, 05:24 PM) *

შედეგი...
არიან ბევრი ცხონებულები, მაგრამ მხოლოდ ნაწილია ცნობილი და აღიარებული, როგორც წმიდანად... ხანდახან ღმერთის მადლით ზოგიერთი აღსრულების შემდეგ სასწაულთმოქმედებით განითქვამს სახელს( საფლავი, ან ხილვა , ან ა.შ.), შემდეგ ეკლესია განიხილავს მის ცხოვრებას და ამის შემდეგ გამოაცხადებენ მას წმიდანად, როგორც სამაგალითო ქრისტიანს, რომელსაც სხვებმა უნდა მიბაძონ...

რა კრიტერიუმებით აფასებს ეკლესია მას, ანუ რომელი თვისბებეით გამოარჩევენ და წმინდანთა დასში შეჰყავთ?

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 4 2008, 04:34 PM

და კიდევ, შეცდომა თუა დაშვებული ? ანუ , იქნებ უფლის თვალში არ არის წმინდანი და ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. თუ ეს გამორიცხულია, ე.ი. ეკლესიის შეუმცდარობაა და ასეთი რამ არ მოხდება?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 4 2008, 05:06 PM

ციტატა
რა კრიტერიუმებით აფასებს ეკლესია მას, ანუ რომელი თვისბებეით გამოარჩევენ და წმინდანთა დასში შეჰყავთ?

მე მგონი სადღაც აქ ამაზე იყო ნაწერი, ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით...
მოკლედ ასე წერია:
შერაცხვა - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანების წმინდანად აღიარება
თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია მისი ცხოვრების დეტალური შესწავლა
ციტატა
შეცდომა თუა დაშვებული ?

ძნელი კითხვაა, არსებობს უიშვიათესი გამონაკლისები,როცა მომხდარა რომ პიროვნება ჯერ ჩაუწერიათ წმიდანთა სიაში, შემდეგ კი გამქრალა, ეს უფრო შორეული წარსულის მაგალითებია ( პეტრე იბერი) , ახლა მსგავსი რამ ფაქტიურად არ ხდება და მორწმუნეს ევალება წმიდანად მიიღოს ყველა ის პიროვნება ვისაც მისი ეკლესია ასეთად შერაცხავს...

პ.ს.
კანონისტას უწერია მაგაზე აქ:
ვ. წმიდათა კანონიზაცია

მართალია, წმიდათა კანონიზაცია არ წარმოადგენს მღვდელმოქმედებას, მაგრამ იგი ხასიათდება გარკვეული სამართლებრივი ხასიათით. იგი სრულდება მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებით. განჩინება წარმოადგენს დოკუმენტს, რომლის ძალითაც ესა თუ ის პიროვნება საღმრთო ნების გამოცხადების საფუძველზე შეიარცხება წმიდათა დასში. წმიდანის კანონიზაციის შესახებ სინოდის განჩინება წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ მის სახელზე დაიწეროს ხატები, ტროპარ-კონდაკები, მსახურების განწესი, აიგოს ტაძარი და სხვა. რაც არ უნდა წმიდად ჩანდეს განსვენებული კაცთა წინაშე, მისი ჩათვლა წმინდანად ოფიციალური სახით ყოვლად დაუშვებელია. ამასთან, ცხადია, დაუშვებელია მის მიმართ ზემოთჩამოთვლილი მოქმედებების შესრულება.
http://www.orthodoxy.ge/samartali/samartali/5-2.htm

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 4 2008, 05:34 PM

KAIROS

მადლობთ. უბრალოდ მე არ შემეძლო ერთისთვის იმ კითხვაზე სწორად პასუხის გაცემა, რაც მე შენ დაგისვი. არსენალში დისკუსია იყო წმ. მეფე ნიკოლოზ II-ზე და გასაგები მიზეზების გამო (ასე თუ ისე), ბევრი ოფიცერი ამბობდა, რომ ის მათთვის წმინდანი ვერ იქნება. ხოდა ამიტომ კაი ხანია მაინტერესებდა მეც ეს, როგორ ხდება კანონიზაცია.ცხადია რაღაც ვუთხარი მეც, რომ შეცდომა გამორიცხულიას პონტში,მარა მაინც smile.gif ვინც მაგ გადაწყვეტილებას ღებულობს, ისინიც ადამიანები არიან და რატომ არ უნდა ცდებოდნენ ვითომო...

პ.ს. მე ერთადერთი იმით "გავამართლე", რომ ის ანუ ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 4 2008, 08:33 PM

ციტატა
ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს.

საკმაოდ კარგი არგუმენტია...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 4 2008, 08:40 PM

KAIROS
იცი რა მაინტერესებს?
წმინდანად შერაცხვის სამი კრიტერიუმიდან, ანუ აქედან, რაც შენ დაწერე:

ციტატა
ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით...

პიროვნება, რომელიც შეირაცხება წმინდანად სამივეს უნდა
აკმაყოფილებდეს თუ მათგან რომელიმეს ან ორს მაინც?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Oct 4 2008, 08:42 PM

ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც...

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 4 2008, 08:44 PM

KAIROS

ციტატა
ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც...

ძალიან კარგი, მადლობა კაიროს smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Oct 6 2008, 02:56 PM

ციტატა(ნაინა @ Oct 4 2008, 09:40 PM) *
პიროვნება, რომელიც შეირაცხება წმინდანად სამივეს უნდა
აკმაყოფილებდეს თუ მათგან რომელიმეს ან ორს მაინც?
ციტატა(KAIROS @ Oct 4 2008, 09:42 PM) *
ერთერთს მაინც... თუმცა შეიძლება იყოს მოღვაწე ქრისტიანიც, აღესრულოს სასწაულებიც და აღსრულებულიყოს მოწამედაც...
ალტერნატიული შემადგენლობა ქვია მაგას სამართალში... tongue.gif






KAIROS
რომანოზი
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისათვის. smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 6 2008, 04:09 PM

staywhite

ციტატა
მე ერთადერთი იმით "გავამართლე", რომ ის ანუ ნიკოლოზ II მოწამეობრივად მოკლეს

ქრისტესთვის?
არ იყო მასე...

მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 6 2008, 06:14 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 6 2008, 05:09 PM) *

staywhite

ქრისტესთვის?
არ იყო მასე...

მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა

ჰო, რუსებს ამ ბოლო პერიოდში რაღაც საოცრება სჭირთ, უხერხულია ამის თქმა, მაგრამ კონვეირული სისტემით რაცხავენ წმინდანებს. არც კი იძიებენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის მოღვაწეებს

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 6 2008, 07:55 PM

კანუდოსელი

ციტატა
ქრისტესთვის?
არ იყო მასე...

მე მაგალითად დღემდე არ ვიცი რატომ არის წმინდანი - მატრონა


არ ვიცი, ზაზა, ეგ კითხვა მეც დავსვი. უბრალოდ იმ ოფიცერს მე ვერანაირად ვერ "გავუმართლე" ნიკოლოზ II-ის წმინდანობა, მხოლოდ ვთხოვე ,რომ ის წმინდანად აღიარებულია და არ არის ლამაზი მაინც ზედმეტი სახელებით მისი მოხსენიება (ახლა გინება და უწმაწურობა იქ არ მოსულა ისედაც, მაგრამ მაინც).

პოსტის ავტორი: vladimer_g თარიღი: Oct 20 2008, 10:46 PM

შეიძლება ვთქვათ რომ რუსეტის ბოლო დროინდელი წმინდანები არ არიან სინოდირებულები მაგრამ მათ მოღვაწეობას ვერ უარყოფ

პოსტის ავტორი: MR.NOE თარიღი: Dec 22 2008, 03:44 PM

წმინდანად აღიარების რამდენიმე ფორმა:- ქრისტიანი არაეკლესიური პირი, რომელმაც ქრისტიანული მრწამის გამო განიცადა ფიზიკური ან ზნეობრივი წამება და დაექვემდებარა აუტანელ ტანჯვას ან ფიზიკურ განადგურებას - 50,000 წამებულის მაგალითი;
- ქრისტიანი არაეკლესიური და საზოგადო მეღვაწე (სახელწიფო მოღვაწეც ამ კატეგირიაში გადის) პირი, რომელმაც რელიგიის დაცვის და განვრცობის თავლსაზრისით ეწეოდა მოღვაწეობას - თამარ მეფე მაგალითისათვის.

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Dec 26 2008, 02:27 PM

MR.NOE

ციტატა
წმინდანად აღიარების რამდენიმე ფორმა:- ქრისტიანი არაეკლესიური პირი, რომელმაც ქრისტიანული მრწამის გამო განიცადა ფიზიკური ან ზნეობრივი წამება და დაექვემდებარა აუტანელ ტანჯვას ან ფიზიკურ განადგურებას - 50,000 წამებულის მაგალითი;
- ქრისტიანი არაეკლესიური და საზოგადო მეღვაწე (სახელწიფო მოღვაწეც ამ კატეგირიაში გადის) პირი, რომელმაც რელიგიის დაცვის და განვრცობის თავლსაზრისით ეწეოდა მოღვაწეობას - თამარ მეფე მაგალითისათვის.

ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება?
რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ?

დავით აღმაშენებელი წმინდანია?

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 28 2008, 01:16 PM

ციტატა
ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება?
რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ?

დავით აღმაშენებელი წმინდანია?

smile.gif ახალი "ბომბი" smile.gif
თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ?smile.gif
ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია smile.gif

ციტატა
ძირითადად სამიკრიტერიუმია კანონიზაციის დასაწყისისათვის აუცილებელი 1) პიროვნების მარტვილად აღსრულება 2) კეთილმორწმუნე ქრისტიანის საფლავზე სასწაულთა აღსრულება ან გამოცხადებებ ( ან სხვა რაიმე ზებუნებრივი ნიშნები) 3) როცა ვინმე პიროვნებას განსაკუთრებით დიდი ღვაწლი მიუძღვის ერისა და ეკლესიის წინაშე, და როცა რაღათქმაუნდა თანადროულად იყო მართლმადიდებელი რწმენით და საქმით...

დანარჩენი ზემოთ წერია...

პ.ს.
ციტატა
50,000 წამებულის მაგალითი;

ეს რიცხვი ცოტა მეუცნაურა smile.gif ასი ათასს ხომ არ გულისხმობდი?

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: Jan 8 2009, 04:48 PM

როგორ ფიქრობთ, წმიდანობის საკითხზე მოკამათე ფორუმელებო, ვიცით ჩვენ რეალურად რამე ამის შესახებ? რამდენი წმიდანი შეიძლება იყოს ერში, ჩვენს გვერდით, ისე, რომ ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდეს?!
შენდობას ვითხოვ თქვენგან, ამ ფორუმის წევრებისაგან და ასევე იმ სასულიერო პირთაგან, ვინც ამას წაიკითხავს: მამა გაბრიელი წლების განმავლობაში იყო გაგდებული ეკლესიიდანაც და ერიდანაც (გაგონილს ვამბობ, მე, სამწუხაროდ, ხორციელად არ ვიცნობდი), ათანებდა სასაფლაოებზე, 15 წელი მათხოვრობდა, ბოლოს, სიკვდილის წინ მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება; კარგია, რომ ჩვენი სასულიერო პირების დიდი ნაწილი დღეს მას აღიარებს წმიდანად, თუმცა, ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი? ის დაბადებიდანვე (და შეიძლება მანამდეც, რა ვიცით ჩვენ?) იყო წმიდანი! ის არის ბოლო ჟამის წმიდანი, რომელიც საქართველოს გადარჩენისათვის იღწვოდა ხორციელად აქ ყოფნისას და იღწვის დღესაც.
ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 8 2009, 05:04 PM

თამარ

ციტატა
ოფიციალურად კანონიზირებული არაა. რა, ეს ნიშნავს რომ სიცოცხლეში არ იყო წმიდანი?

ჯერ ერთი, ეს ვინ თქვა.

მერეც მეორე - "სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი.

ციტატა
ახლა რას ფიქრობთ, მისი კანონიზაციის გაჭიანურება მის წმიდანობაზე ღვთის წინაშე რაიმე გავლენას ახდენს?!

გავლენას ახდენსო, ვინ თქვა? თუ პირიქით ვთქვით?

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Jan 8 2009, 06:10 PM

KAIROS

ციტატა
თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ?smile.gif
ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია

რა გააკეთეს ეკლესიისთვის?
ისეთი რაც წმინდანის რანგში აიყვანს.
კონკრეტული ფაქტები დაიდოს.

თამარ
ციტატა
ის დაბადებიდანვე (და შეიძლება მანამდეც, რა ვიცით ჩვენ?)

"მანამდეს" პასაჟი ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: MR.NOE თარიღი: Jan 11 2009, 07:16 PM

ციტატა(egri3 @ Dec 26 2008, 02:27 PM) *

MR.NOE

ილია ჭავჭავაძე და თამარ მეფე რომელ მაგალითში ჯდება?
რა იცით მისი მართლმადიდებლობის და ეკლესიისადმი დამოკიდებბლების შესახებ?

დავით აღმაშენებელი წმინდანია?

მე ჩამოვთვალე რამდენიმე ფორმა.
სამწუხაროდ ყველა პუნქტი არ მახსოვსbiggrin.gif
ohmy.gif კი დავითი წმინდანია

ციტატა(KAIROS @ Dec 28 2008, 01:16 PM) *

smile.gif ახალი "ბომბი" smile.gif
თამარ მეფეს და დავითს რას უწუნებ?smile.gif
ორივე ერისა და ეკლესიისადმი იღწვოდა, ილიაც მასე იყო, ასე რომ საკმარისზე მოტივებია smile.gif
დანარჩენი ზემოთ წერია...

პ.ს.

ეს რიცხვი ცოტა მეუცნაურა smile.gif ასი ათასს ხომ არ გულისხმობდი?

კი ნამდვილად
მე მაპატიეთ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარ თარიღი: May 31 2010, 01:59 PM

egri3

ციტატა
"მანამდეს" პასაჟი ვერ გავიგე.

smile.gif ფრიად დაგვიანებული პასუხი: მუცლად ყოფნისას. smile.gif ასეთი მაგალითები არსებობს, მაგალითად, წმიდა ნიკოლოზის დაუჯდომელში წერია, დედის მუცლიდანვე რომ მოწოდებული იყო.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 25 2014, 10:02 AM

ციტატა
"სიცოცხლეში წმინდანობა" უფრო ხალხური გამოთქმაა, რადგან ადამიანმა სიკვდილამდე ნებისმიერ წამს შეიძლება უმძიმესად შეცოდოს და ასევე პირიქით - ნებისმიერ წამს უმძიმეს ცოდვა შეინანოს. ამიტომ სიცოცხლეში ეკლესია ერიდება რამე იარლიკი მიაწებოს ადამიანს, რაც არ უნდა მოსაგრე იყოს იგი.
1) სიციცხლეში წმინდანობა ხალხური გამოთქმა კი არ არის, არამედ ეს არის მართლმადიდებლური სწავლება. ამას ასწავლიდნენ დიდი მართლმადიდებელი წმინდანები.

ციტატა
ესე მე-7-სა კიბე არს, რომელი ამას ღირს ქმნილ არს, მეცა შემწე მეყვან, რამეთუ მას აღარა ეხმარების შემწე. ვინაითგან, მე-7-სა ამის კიბისა მიერ შვიდეულთა ამის საწუთროსა დღეთა შინა მოწვეულნი ვნებათა ბილწებანი განუბანიან და წმინდა ქმნილ არს.
იოანე სინელი, "კიბე", გვ. 302


2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა.

ციტატა
ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს. და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.
1 იოანე 3:9


3) წმინდა სვიმონ ახალი ღვტისმეტყველი სიცოცხლეშივე უწოდებდა თავის მოძღვარს წმინდა სვიმონ სტუდიელს. წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:47 PM

guest1

ციტატა

2) ასევე დიდი წმინდანების სწავლებით, სიწმინდეს მიღწეული ადამიანი ცოდვით აღარ დაეცემა.

რომ დააკონკრეტო შეგიძლია ?
ციტატა
წმინდა არსენ იყალთოელი წმინდა დავით მეფეს სიცოცხლეშივე უწედებდა "ბუნებით ღმერთს, მადლით ღმერთქმნილთა შორის".

ამის წყაროც რომ მიმითითო იქნებ ...

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 26 2014, 03:45 AM

A.V.M

ციტატა
ამის წყაროც რომ მიმითითო იქნებ ...


პირველად ეს ვნახე წიგნში, სადაც მამა გიორგის სწავლება იყო გადმოცემული. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0vertwo--00-1--0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-en-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&cl=CL3.8&d=HASH01c4212ad5abf240720b0192&x=1:



მეფესა დავითს - მონაზონი არსენი

სიბრძნის-მოყუარებ შენ, უფროჲსად ბრწყინვალეო, თუალო ყოვლისა სოფლისა მეფეთა ერთგუამობისაო, რომელი-ეგე ჰაეროვან ხარ, ვითარცა სამყაროჲ ხილულსა სოფელსა შორის; საჩინო, ვითარცა მზე, ვარსკულავთა შორის; ბრწყინუალე, ვითარცა ეთერი ნივთთა შორის; ნათლის-ფერ, ვითარცა ელვაჲ ღრუბელთა შორის; ცისკროვან, ვითარცა აღმოსავალი კერძოთა შორის; ტკბილ, ვითარცა არე ჟამთა შორის; ღმრთის სახე, ვითარცა საყუარელი სათნოებათა შორის; გულის-სათქუმელ, ვითარცა ოქროჲ მიწათა შორის; ელვარე, ვითარცა იაკინთი ქვათა შორის; მაღალ, ვითარცა ფინიკი ნერგთა შორის; შუენიერ, ვითარცა ვარდი ყუავილთა შორის; აღმატებულ, ვითარცა სამოთხე ქუეყანასა შორის; ძლიერ, ვითარცა ლომი მჴეცთა შორის; მტკიცე, ვითარცა ანდამატი განუკუეთელთა შორის; სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; უბრძოლელ, ვითარცა აქილლევ ელლენთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშჳდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; შურისმეძიებელ, ვითარცა იოსია შარავანდედთა შორის; უზარო, ვითარცა მაკედონელი მფლობელთა შორის; განმადიდებელ ფლობისა, ვითარცა ავღჳსტოს კეისართა შორის; კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის; მჴურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; საყუარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკჳრცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტეანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თჳთმპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევოდოსი სკიპტრის-მპყრობელთა შორის... ყოველთა ვედრებაჲ, ყოველთა ლიტანიობაჲ, ყოველთა ერთჴმობაჲ, ვითარმედ დავით კეთილად მსახურისა და ღმრთივ-დაცვულისა მეფისა ჩუენისა მრავალმცა არიან წელიწადნი!..




პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 26 2014, 05:40 AM

A.V.M

ციტატა
რომ დააკონკრეტო შეგიძლია ?


მე ღვთისმეტყველი (ანუ განღმრთობილი ადამიანი, რომელსაც ღვთის შესახებ ცოდნა თვით ღვთისაგან აქვს განცხადებული) არა ვარ. ამიტომ, ამ ნათქვამის სისრულეს ვერ ჩავწვდები. ამას ამბობენ თვით წმინდანდები. თუმცა, ჩემი აზრით დაგიკონკრეტებ. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი "სიტყვით, საქმით და გულისხმისყოფით" არ დაეცემა. ეს იმას ნიშნავს, რომ წმინდანის გული უკვე სუფთაა და მასში სიბინძურე ვეღარ დამკვიდრდება; ასეთ გულს ბოროტი ვეღარ დააბინძურებს; ჩვენ, უწმინდურებმა, წმინდანობისა და სიწმინდის არსი უნდა ვისწავლოთ წმინდანებისაგან და არა უწმინდურებისაგან. წმინდანები კიდევ ისეთ რამეებს ამბობენ, რომ ამას ეკლესიაში მოკალათებული ბევრი უწმინდური ებრძვის და ერესს უწოდებს.

არსებობს ასეთი კარგი წიგნი, library.church.ge-ზეც შეგიძლია ნახო, "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" - შეიძლება წაკითხულიცა გაქვს კიდეც. ეს წიგნი დაწერილია ბერძენი მიტროპოლიტის, იეროთეოს ვლახოსის, მიერ. იქ ბევრი რამ წერია ამაზე და საკმაო რაოდენობის ციტატებიც არის მოყვანილი.

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის http://www.bu.org.ge/x741?lang=geo - აბა ნახე მაგ ლინკზე, რამდენი რამ უწერია წმინდანს, რასაც დღეს არ გვასწავლიან და საწინააღმდეგოს გვიმტკიცებენ.

ციტატა
97. ერთია წინ აღუდგე და შეება მტერს, მეორე – აღგავო პირისაგან მიწისა და საბოლოოდ იძლიო მათზე. პირველი განდეგილთა, კეთილშობილთა და ასკეტთა საქმეა, მეორე კი მშვიდთა და სრულქმნილთა.

98. ამგვარი საქმიანობა მხოლოდ სიმშვიდის ნათელში ფეხშედგმულ წმინდანებს ძალუძთ. ისინი კი, რომლებიც მიხვდნენ თუ რაოდენ შორს არიან წმინდანებისაგან, ვალდებულნი არიან თვალი გაუსწორონ სიმართლეს და დაინახონ, რომ უფსკრულისაკენ მიემართებიან.




ციტატა
4. ვითარცა ზეციურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან – მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმიდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოსები წმინდანებს აბრწყინვებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისაგან დამწყალობლებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინამავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმერთივგანმტკიცებულს, ვერარა ძალა ვერ გასწყვეტს.




ციტატა
6. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა.




ციტატა
31. ადამიანს ვნებების დამარცხება შეუძლია, თუმცა არ ხელეწიფება მათი ძირფესვიანად აღმოფხვრა. სიბილწეს თუ არ მოიმოქმედებს, ეს რასაკვირველია, თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ აზრად არ გაივლოს, ეს შეუძლებელია. ღვთისმოსაობა მარტოოდენ სიკეთეთა ქმნა როდია, არამედ ბილწ გულისთქმათაგან განწმენდაც. ვინც შემწიკვლულია არაწმინდებით, არც უმანკო გული ექნება. განა ჩანს რამე დალიბრულ სარკეში?

32. გული წმინდაა, მე ვფიქრობ, მაშინ როდესაც ადამიანს არ აძრწუნებს ვნებები, როცა არავითარი ზაკვა და ამქვეყნიური სულთქმა მის გულს არ ეკარება. მხოლოდ ღვთის ხსოვნა და უსაზღვრო სიყვარული ეღვრება გულში, წმინდათწმინდა ნათელში მზერადაწმენდილი ხედავს ღმერთს და უხინჯოდ უჭვრეტს.

33. ვფიქრობ, ის ადამიანია ვნებათუქმნელი, რომელიც არა მარტო გაურბის ვნებათაღელვას, არამედ ავხორცულ სულთქმათაგან განძარცვულია. უფრო მეტიც, ბილწ გულისთქმათაგან აღმსუბუქებული გონება ზეციურს მიელტვის, ლამობს ხილულისა და გრძნობადის საზღვრებს გასცდეს, გულის კარი დახშული აქვს გრძნობებისათვის და ზეგრძნობადს მიჯაჭვული გონება გრძნობას ისე იმორჩილებს, როგორც არწივი ნისკარტს.




ციტატა
41. წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური.
ვფიქრობ, ეს შენს თხოვნასაც, რომ დავაკონკრეტო წმინდანების დაცემის შეუძლებლობა, პასუხობს.



ციტატა
49. ლოცვით და ცრემლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს.
ამას რას ამბობს წმინდანი (და წმინდანები). წმინდა სვიმეონი (და სხვა წმინდანებიც) იმასაც ამბობს, რომ არაწმინდა მღვდელს აღსარების მიღების უფლებაც კი არა აქვს, ერთის მხრივ. მეორეს მხრივ, წმინდანს, მღვდელიც რომ არ იყოს, შეუძლია მიიღოს აღსარება და როცა წმინდა მოგიტივებს, მაშინ თვით იესო ქრისტე გიტევებს.



ციტატა
87. უწინაც ყოფილან და ამჟამადაც არსებობენ ჩვენს შორის ვნებათუქმნელი, წმინდა და ღვთაებრივი ნათელით მოსილი ადამიანები, დახსნილნი ამა სოფლის რვალთაგან ყოველგვარი ბიწისა თუ ვნებათაღელვის აღხოცვით (შდრ. კოლას. მიმართ. 3,5). ისინი არამც და არამც არ დაუშვებენ არა მარტო იმას, რომ თავად მოიმოქმედონ სისაძაგლე, არამედ ოდეს სხვებშიაც შეამჩნევენ ამგვარ მიდრეკილებებს, მათ ამრეზით ეპყრობიან. მათი გამოცნობა არ გაუჭირდებოდათ ეჭვის თვალით მზირალ ადამიანებსაც კი, ღვთის სიტყვას ურწმუნოდ რომ ეკიდებიან და უნდობლად შესცქერიან სულიწმიდის სიბრძნით განმბრძნობილ საღმრთო საქმეთა თაყვანისმცემლებს. დაე, კეთილგონივრულად განჩხრიკონ საღმრთო წერილი, ყოველდღიურად მათთვის წაკითხული და ნაგალობები, ვინძლო საღმრთო წერილის ცოდნას ისინი ღვთის აღთქმისა და სიკეთით დამწყალობლებაში დაერწმუნებინა. მაგრამ, რაკიღა თავდაჯერებულობისა და უგულისყურობის გამოისობით დაცარიელებული არიან ამ სიკეთისგან ღმრთის თანაზიართ და მისით განმბრძნობილთ დაუჯერებელ ხრიკებში აბამენ.




განსაკუთრებით ამ ნაწილს უნდა დავაკვირდეთ გა კარგად გავაანალიზოთ:
ციტატა
25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.

26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ.



27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36).

28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს.





პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 26 2014, 06:10 AM

აი რას ნიშნავს ცნებები "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი":

ციტატა
1. არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი გახდებიან ღვთისმეტყველნი. არამედ, რამდენადაც ვერ მისწვდება დასავლეთს აღმოსავლეთი, ეგზომ აღემატება ღვთისმეტყველება სინანულს. ავადმყოფს, თითოეულ დღეს ავადმყოფთა შორის რომ ატარებს, ანდა ღარიბ-ღატაკს, ძონძებში გამოხვეულს, მოწყალებისათვის ხელგაწვდილ მათხოვარს ჰგავს სინანულში მყოფი და ჭეშმარიტად სამონანიებო საქმიანობის აღმსრულებელი ადამიანი. ხოლო ღვთისმეტყველნი ემსგავსებიან მეფეთა პალატებში განცხრომაში მყოფ ბრწყინვალე მეფურ შესამოსელში მორთულ-მოკაზმულ, მარადჟამს მეფის თანმხლებ და მასთან მოსაუბრე პირთ, რომლებიც გარკვევით ისმენენ მეფეთ-მეფის ნაბრძანებსა თუ პირად ნება-სურვილებს.
საინტერესოა, დღევანდელი ე.წ. "ღვთისმეტყველები" (სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბლომად გვყავს ისე) მონანულები არიან თუ ღვთისმეტყველნი?



აი კიდევ განღმრთობაზე და განღმრთობილებზე:
ციტატა
21. ვინც შინაგანად სულიწმიდის ნათლით არის მოსილი, მას არ ძალუძს თვალი გაუსწოროს ამ ნათელს. მიწაზე პირქვედამხობილი მოთქვამს და გოდებს უდიდესი რიდითა და ძრწოლით ბუნებითსა, სიტყვითსა და გონებითზე ზეაღმატებულის მნახველი და განმცდელი. იგი ემსგავსება იმ ადამიანს, რომელსაც გულ-გვამს უწვავს ცეცხლი და ვერ დამთმენი მხურვალე და მწველი ალისა, საშინლად იტანჯება და არ ხელეწიფება (შდრ. იერ. 20,9), რომ გონს მოეგოს. მაგრამ უმალვე ცრემლის ნაკადულებში დანთქმული და განგრილებული უფრორე მძაფრად აღინთება ღვთაებრივი სურვილის ცეცხლით, უფრორე უხვად წარმოდინდება ცრემლები თვალთაგან მისთა და უკვე განწმენდილი თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით ანათებს. ხოლო, როდესაც სულმთლად მიინავლება, იქმნება ნათლად, აი, მაშინ, აღსრულდება ამაზე თქმული: ღმერთი ღმრთით განმბრძნობილთა და შემცნობელთა და იმ ხარისხით, რამდენადაც განღმრთობილთა შორისაა და შეცნობილია მათ მიერ.



წმინდა ბერი გაბრიელის სწავლება წაიკითხეთ განღმრთობაზე "განღმრთობისა და ათი ქალწულის იგავის შესახებ", ძალიან საინტერესოა.

მამა გაბრიელი კიდევ ასეთ რამეს ამბობს: "თუ მონასტერში ერთი წმინდანი არ არის, მაშინ ასეთი მონასტერი საერთო საცხოვრებელია და მეტი არაფერიო." ანუ, არამარტო არსებობენ ცოცხალი წმინდანები, არამედ მათი არსებობა ჩვენი ცხონებისათვის აუცილებელია.

ფილოკალიაში ბევრი რამ წერია განღმრთობაზე, წმინდანობაზე და ღვთისმეტყველებაზე.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 26 2014, 11:54 AM

http://www.bu.org.ge/x741?page=1&tab=2:

ციტატა
თუ რამდენად ძალუძთ ადამიანებს იხილონ უფალი ამის შესახებ თავად იესო ქრისტეს მოვუსმინოთ: «ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ» (მათ. 5,8). ამაზე რაღას იტყოდი? თუმცა წინასწარ ვიცი რასაც მიპასუხებ: დიახ, მართლაც იხილავენ უფალს წმინდანი გულითა, მაგრამ არა სააქაო, არამედ საიქიო ცხოვრებაშიო, რამეთუ ვერ გირწმუნებია იმ მადლის არსებობა, რითაც უფალი თითოეულ ჩვენგანს ამწყალობლებს. არც მოუთმენლად ეშურები მიიღო ზეციური მადლი და იმქვეყნიური ცხოვრებისაკენ გაგირბის გული და გონება. მითხარ, ძვირფასო, როგორ შეძლებ იხილო უფალი იმქვეყნად, როდესაც აქ ვერ მოგიხერხებია ეს? თუკი უფალმა ბრძანა, რომ მხოლოდ წმინდა გულს ძალუძს მისი ჭვრეტა, მაშინ თითოეულ ჩვენგანს გულის განწმენდისთანავე ღმერთი შეუძლია იხილოს. თუკი ოდესმე შესძლებ გულის განწმენდას, დამერწმუნე, მყისვე იხილავ უფალს და ჩემი სიტყვების ჭეშმარიტებაშიც ეჭვი აღარასოდეს შეგეპარება. მაგრამ აზრადაც არ მოგსვლია გულისგანწმენდა და აბა, საიდან დაიჯერებდი, რომ ჭეშმარიტად არის შესაძლებელი უფლის ხილვა. მიპასუხე, არის თუ არა შესაძლებელი ამჯერად მაინც უფლის ჭვრეტა. თუ მეტყვი, რომ უფალს ჭვრეტენ მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, მაშინ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ გულისშემუსრვილება მხოლოდ სიკვდილის შემდგომ არის შესაძლებელი. ამრიგად, თუ დაგიჯერებ, უფლის ჭვრეტა არც სიკვდილამდე და არც სიკვდილის შემდეგ არ ყოფილა შესაძლებელი. რამეთუ სიკვდილის შემდგომ სათნოებებს ვეღარ ჩავიდენთ რათა მათი საშუალებით მაინც შევძლოთ გულისგანწმენდა. უფალი იესო ქრისტე კი აი, რას ამბობს: “რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი იგი არს, რომელსა უყუარ მე; ხოლო რომელსა უყუარდე მე, .. მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი. (იოანე. 14,21). რას გულისხმობს უფალი იესო ქრისტე – აწმყო თუ მომავალ ცხოვრებას? რასაკვირველია აწმყოს, რაკიღა მცნებათა აღსრულება მხოლოდ სააქაო ცხოვრებაშია შესაძლებელი და ამისდაკვალად იესო ქრისტე გვწყალობს და გვაცხოვნებს. უფლის განცხადებას კი უცილობლად სდევს სრულყოფილი სიყვარული. რამეთუ უფალი იესო ქრისტეს გამოცხადება რომ არა ჩვენ არც რწმენა გვექნებოდა მისი, არც სიყვარული ვითარცა ჯერ არს.
წმინდანის ეს პასუხი დღესაც აქტუალურია, რადგანაც ბევრი ისვე ამტკიცებს, რომ გწმინდანობა მხოლოდ სიკვიდილის შემდეგ არის შესაძლებელიო და სახარების ის მუხლებს, რომლებიც სხვა საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ.



ციტატა
რატომ იყო, რომ ჩვენი წმინდა მამები უსმენდნენ ღმერთს, რომელიც წმინდა სახარების ენით ამბობს: გულისაგან გამოვლენ გულის სიტყუნი ბოროტნი, კაცის-კლუანი, მრუშებანი, სიძუანი, ცილის-წამებანი, გმობანი, ესენი არიან, რომელნი შეაგინებენ კაცსა» (მათ. 15, 19-20). ისმენდნენ აგრეთვე სახარების სხვა ადგილსაც, რომელიც გვმოძღვრავს, რომ განვსწმინდოთ «შინაგანი იგი სასმენელისა».. .. რათა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა» (მათ. 23, 26), მათ დაუტევეს კიდეც ყველა დანარჩენი სულიერი ღვაწლი, ამ საქმეს შეუდგნენ, რამეთუ მისი წყალობით მსწრაფლ მოიხვეჭდნენ ყოველგვარ სიქველეს, უამისოდ კი, ვერცერთ სათნოებაში ვერ განმტკიცდებოდნენ. ამ სახის ღვაწლს წმინდა მამათაგან ერთნი უწოდებდნენ გულისმიერ მდუმარებას, მეორენი – ყურადღებას, ზოგნი სიფხიზლეს და გულისთქმებთან ჭიდილს, ზოგიც ზრახვათა გადასინჯვასა და გონების სიფრთხილეს. თითოეული მათგანი იყო საოცრად გავარჯიშებული და შეძლეს კიდეც ღვთაებრივი მადლის მოხვეჭა. სწორედ ამას გულისხმობს ეკლესიასტე, როდესაც ამბობს: «იხარებდი ჭაბუკი სიჭაბუკესა შინა შენსა, და რათა გნატრიდეს შენ გული შენი დღეთა შინა სიჭაბუკესა შენსა, და ვიდოდი გზათა შინა გულისა შენისათა უბიწოდ.» (ეკლეს. 11, 9). მსგავსი სიტყვები გვხვდება სხვაგანაც: «უკეთუ სული ხელმწიფების აღჳდეს შენ ზედა ადგილსა შენსა ნუ მოუტევებ» (ეკლეს. 10, 4). წმინდა სახარებაშიც ხომ გვეუბნება უფალი: «ნუცა განჰსცხრებითო» (ლუკ. 1, 29), ესეიგი, გონება აქეთ-იქით ნუ გაგეფანტებათო. კვლავ დაბეჯითებით იმეორებს! «ნეტარ-იყუნენ გლახაკნი სულითა» (მათ. 5,3), ანუ ბედნიერი არიან ადამიანები, რომელთაც არანაირი ამქვეყნიური გულისწადილი არ აღძვრიათ, ამსოფლიურ სულთქმათაგან განძარცვულთ. თითქმის ყველა წმინდა მამას ძალიან ბევრი დაუწერია ამის შესახებ. ვისაც სურს, დაე, წაიკითხოს მათი ნაწერები და თავად იხილავს. წაიკითხოს, თუ რას წერს მარკოზ მონაზონი, რა უთქვამს წმინდა იოანე კლემაქსს (კიბისაღმწერელს), ღირს ისიხს, ფილოთეოს სინაელს, აბბა ესაიას, ბარსონოფი დიდს და ბევრ სხვა წმინდა მამას.




ციტატა
მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანსაც არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს.
აქ წმინდანი პირდაპირ ამბობს, რომ განწმენდილი ადამიანი აღარ დაეცემა და "ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს". გარდა ამისა, ამ ციტატაში ასევე კარგად ჩანს, რომ, როცა ვუარყოფთ პავლე მოციქულისნაირ (ან კიდევ, სიწმინდის საფეხურზე მასზე უფრო მაღლა მყოფ) წმინდანების არსებობას დღევანდელ დღეს, ამით ხიბლში ვიგდებთ თავს.



ციტატა
თუ ვინმეს სურს მოგვითხროს ამა თუ იმ სახლზე, მინდორზე, სასახლეზე ამა თუ იმ სანახაობაზე თავდაპირველად მან უნდა კარგად შეისწავლოს ყოველივე, საქმის ვითარებაში გაერკვეს და მერე მოგვითხროს ამის შესახებ. როგორ შეძლებს ის ადამიანი აღწეროს საგანი, რომელიც თვალითაც არ უხილავს არასოდეს. ამ საგნის შესახებ ხომ მას გონებაში არავითარი აზრი არ გააჩნია? აზრი არა აქვს, დამეთანხმებით, იმ საკითხზე ან საგანზე მსჯელობას, რომელიც თვალითაც არ გიხილავს არასოდეს. თუკი ამქვეყნიურ საგნებსა და მოვლენებზე ასეთი აზრი გაგვაჩნია, რომ თუკი საკუთარი თვალით არ გიხილავს ჭეშმარიტებას ვერასოდეს იტყვი, მაშინ რაღა ითქმის ღვთაებრივ საკითხებზე, წმინდანებსა და ღმერთზე? უკეთ რომ ვთქვათ რა მიმართებაში არიან წმინდანები უფალთან, რას ნიშნავს უფლის ჭვრეტა, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული წმინდანთა სულსა და გულში და ენითუთქმელი ზემოქმედების უნარი შესწევს. ვისაც უფლის ჭვრეტით თვალისმომჭრელი ნათელი არ უხილავს ვერც შეძლებს რაიმე თქვას ამ ნათელის შესახებ.
ახლა ასეთი კითხვა ისმის: დღევანდელ ე.წ. "ღვთისმეტყველებს", როცა ნამდვილ ღვთისმეტყველებს (მამა გაბრიელის, მამა გიორგისა თუ მამა ნიკოლოზის მსგავსებს) უარყოფენ, დევნიან და დასცინიან, საკუთარი თვალებითა აქვთ ნანახი ჭეშმარიტება, როცა ღვთაებრივ საკითხებზე, ღმერთზე და წმინდანებზე "გვასწავლიან"?



ციტატა
ამგვარად, როდესაც ადამიანი თანდათანობით ეზიარება სრულქმნილებას და უფალს დაუახლოვდება, უფლის წყალობით გაისიგრძეგანებს მასზე გარდამოსულ მადლსა და წყალობას, რითაც ძველ წმინდანებთან საერთოს აღმოაჩენს და შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად.
აქ კიდევ ჩანს ის ცრუსწავლება, თითქოს წმინდანებმა არ იციან, რომ წმინდანები არიან, ან კიდევ, თითქოს წმინდანები უარყოფენ თავიანთ წმინდანობას. აშკარად ამბობს წმინდანი, რომ "შერაცხავს საკუთარ თავს მათ შორის უკანასკნელად".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2014, 01:10 AM

guest1

ციტატა
"მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია"

მაქვს წაკითხული .

ახლა მეორე :

ციტატა
საინტერესოა, დღევანდელი ე.წ. "ღვთისმეტყველები" (სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ბლომად გვყავს ისე) მონანულები არიან თუ ღვთისმეტყველნი?

სასულიერო სემინარიაში , ფაკულტეტი რომაა საღვთისმეტყველო თუ იცი ?

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 27 2014, 02:38 AM

A.V.M

ციტატა
ახლა მეორე :
სასულიერო სემინარიაში , ფაკულტეტი რომაა საღვთისმეტყველო თუ იცი ?
კი ვიცი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2014, 04:05 AM

რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 27 2014, 01:17 PM

A.V.M

ციტატა
რაც შეეხება დავითის - ,,ბუნებით ღმერთობას'' , ამაზე შეიძლება ოდნავ ვრცელი საუბარი გამომივიდეს და დრო რომ მექნება დავწერ .
დავით მეფის ბუნებით ღმერთობას თავიდ დავანებოთ. მე თეოლოგი არ გახლავარ. ამის არსს მე ვერ ჩავწვდები, და მე მგონი, ვერ შენ ვერ ჩაწვდები. ეგ ღვთისაგან უნდა გბქონდეს განცხადებული. აქ საქმე სულ სხვა რაიმეს ეხება და სულ სხვა რამის გამო მოვიყვანე ეგ მაგალითი. აქ საქმე ეხება ჩვენს დამახინჯებულ წარმოდგენას წმინდანებზე, წმინდანობაზე და ღვთისმეტყველებაზე.

მარტივი კითხვა დგას ასეთი: მართლმადიდებლური სწავლებით, რა არის ღვთისმეტყველება და ვინ შეიძლება ჩაითვალოს ღვთისმეტყველად? შენ რა პასუხი გაქვს ამაზე? და ის შენი პასუხი რას ეყრდნობა?

ციტატა
მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს.
მიტროპოლიტი იეროთეოსი აცხადებს ამას ფილოკალიის სწავლებაზე დაყრდნობით. დღეს სასულიერო აკადემიაში რომ ღვთისმეტყველები ასწავლიან ღვთისმეტყველებას ისინი განკურნებულნი არიან და ღმერთთან კავშირში არიან? მათ შეუძლიათ კურნების გზა უჩვენონ ქრისტიანებს?

ციტატა
ზემოთ ნათქვამის დასადასტურებლად წმინდა მამათა სწავლებებს მივუბრუნდეთ. ვნახოთ რას უწოდებენ თეოლოგიას და ვის - თეოლოგს. ვფიქრობ, უნდა დავიწყოთ გრიგოლ ღმრთისმეტყველით, რომელსაც ეკლესია შემთხვევით არ უწოდებს ღმრთისმეტყველს. წმინდა მამა თავის ცნობილ საღმრთისმეტყველო სიტყვებში, დასაწყისშივე წერს, რომ ყველა ადამიანს არ ძალუძს ღვთისმეტყველება, ეს არ არის ამქვეყნად "ქვემოთ მოსიარულეთა" საქმე, არამედ მხოლოდ მათი, "ვინც გამოიცადა, ცხოვრება უფლის ჭვრეტაში გაატარა და, უპირველეს ყოვლისა, განიწმინდა, ან კიდევ, უკიდურეს შემთხვევაში მათი საქმეა, ვინც განიწმენდს სულსა და სხეულს".
ჩვენ თუ გვინდა გავიგოთ რა არის ღვთისმეტყველება, ჯერ წმინდანებს უნდა შევეკითხოთ. აგერ გრიგოლ ღვთისმეტყველი, ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამა რას წერს. დღეს სემინარიაში მოქმედი ღვთისმეტყველებიდან რამდენი გამოიცადა და ცხოვრება გაატარა უფლის ჭვრეტაში? რამდენია სულ და გულ გაწმენდილი? რომელს შეიძლება ვუწოდოთ ღვთისმეტყველი ამ განმარტებით?

ციტატა
ადამიანს, რომელმაც თეორიამდე პრაქტიკა გაიარა, შეუძლია ღმერთზე ისაუბროს. და როდის ხდება ეს? "როცა ვთავისუფლდებით გარეშე სიბინძურისა, ჭუჭყისა და შფოთისაგან, როცა ჩვენს სულს არ ერევა შერყვნილი [სახეები] და ცდუნებები". ამიტომ წმინდა მამა ასკვნის: “საჭიროა სრულად მივუძღვნათ თავი უფალს იმისთვის, რომ ის შევიცნოთ". ბერი ნილოსი ღვთისმეტყველებას გონიერ ლოცვას უწოდებს. წმინდა მამათა თხზულებებიდან ცნობილია, რომ ვინც მოიპოვა მადლი გონიერი ან გულისმიერი ლოცვისა, მან ღმერთის შეცნობის პირველი ეტაპი გაიარა. ამდენად, გონებით მლოცველნი უფალთან ურთიერთობენ და ეს ნიშნავს ადამიანისაგან ღმერთის შეცნობას. წმინდა ნილოსი ამბობს: "თუ ღმრთისმეტყველი ხარ, ჭეშმარიტად ლოცულობ. და თუ ჭეშმარიტად ლოცულობ, ღვთისმეტყველი ხარ".
დღევანდელ "ღვთისმეტყველებს" (ცდუნებას ვერ ვუძლებ და კონკრეტულ სახელებსაც დავასახელებ: ედიშერ ჭელიძეს, კურაევს, ოსიპოვს), რომელს აქვს უფლება ისაუბროს ღმერთზე? რომელი მათგანის ცოდნა ღმერთზე ცდება თეორიის და წიგნთმცოდნეობის დონეს? რომელმა მათგანმა მიუძღვნა თავი სრულიად უფალს და რომელმა მათგანმა შეიცნო? რომელ მათგანს გააჩნია ჭეშმარიტი ლოცვა?

საბედნიეროდ, გვყავს ქართველებს ნამდვილი ღვთისმეტყველები, მაგრამ "ღვთისმეტყველნი" იმათ ვერ ვცნობთ, გიჟებს ვეძახით, ხიბლში ყოფნას ვაბრალებთ და დავსდევთ. ამაზე ამბობდა დიდი წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი:
ციტატა
25. როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან.

26. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ.



27. ყბედსა და მოჩვენებითს ხომ უგანათლებულესად და სულიერად თვლიან, ხოლო სიტყვაძვირსა და წყნარს პირუტყვად და ენაბრგვილად სახელდებენ (მათ. 12, 36).

28. სულიწმიდაზე მოლაყბეთაგან, დიდად გონიერნი და დემონური სიამაყით მზვაობარნი მაღალფარდოვნად და ომახიანად მსჯელობენ და მათი სიტყვები განცვიფრებას უფრო იწვევს, ვიდრე გულაჩვილებას და სინანულს. მას, ვინც დოლაბივითაა წყალმარჩხ მდინარეში, მუცლით მეზღაპრეა ან ვაი მეცნიერი და სულის ხსნის ამბებზეც აბდაუბდად მიედ-მოედება, აქებენ და ადიდებენ. ამგვარად, მათ შორის არავინ ჩანს იმდენად კეთილგონიერი, რომელსაც საქმის ვითარების რეალურად შეცნობა და წარმოჩენა შეეძლოს.


ციტატა
წმინდა იოანე სინელი სულიერი სისრულის ყველა საფეხურზე, "კიბეზე" წარმოაჩენს ჭეშმარიტ თეოლოგიას. "სრულყოფილი უბიწოება ღმრთისმეტყველების პირობაა". ვინც სრულად დაუმორჩილა თავის გრძნობები ღმერთს, მას უფალი წარმართავს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ "ამაოა ღმერთის შესახებ საუბარი.
აი მე, მაგალითად, როცა ბატონი ედიშერ ჭელიძე და მისი მსგავი "ღვთისმეტყველნი" მეტყვლებენ ღმერთის შესახებ, ბუნებრივი კითხვა მიჩნდება: არიან ისინი სრულყოფილად უბიწონი, როცა ღმერთზე გვესაუბრებიან? თუ არ არიან, რა უფლებით გვესაუბრებიან ღმერთზე, საღმრთო საქმეებზე, წმინდანებზე? ანდაც, შენთან მაქვს კითხვა: როგორ უნდა ამიხსნა შენ მე დავითის ბუნებით ღვთაებრიობა და როგორ უნდა გავიგო მე შენი ახსნილი? ვართ ჩვენ სრულყოფილად უბიწონი? თუ არა ვართ, მაშინ ამაოა ღვთიურ საქმეებზე ჩვენთვის საუბარი.

ციტატა
პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს"9. უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს". წმინდანები იტანჯებოდნენ "ღვთიურის ვერ შემცნობთაგან" და წმინდა მამათა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღვთისმეტყველებდნენ არა არისტოტელურად, ე.ი. შემეცნებით, არამედ სული წმინდის მადლით, წინდაწინ თუ არ განიწმინდა ადამიანი ვნებათგან და უფრო ფანტაზიისგან, უძლურია უფალს ესაუბროს და მასზე ილაპარაკოს, რადგან "გონება წარმოსახვით ვერ მისწვდება ღმერთს". წმინდანები "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით" ცხოვრობდნენ.
აბა დააკვირდი ახლა აქ რა წერია: ჯერ ერთი, ამას წერენ ისინი, ვინც სრულყოფას მიაღწიეს და ღვთისმეტყველებდენ "სულზე აღბეჭდილი ღვთისმეტყველებით". ანუ, ჩვენთვის ეს არის ღვთის ხმა. ღვთის ხმა კი გვეუბნება: ნუ ენდობით მათ "ღვთისმეტყველებას", ვინც არისტოტელურად მეტყველებენ, ვისაც გული და გონება არ განუწმენდია. ასეთებში დემონები "ღვთისმეტყველებენ". ჩემთვის, გულდაბინძურებული ადამიანისათვის, იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ღმერთის არსება რა არის, ან რა არის სამება, ან ქრისტეს ბუნება როგორია. მე, თავს თუ არ მოვატყუებ, მივხვდები, რომ ამ საკითზებზე ჩემი ცოდნა წიგნისმიერი იქნება მხოლოდ-და-მხოლოდ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრაქტიკულია ჭეშმარიტი მასწავლებელი ვიპოვო, ის ვინც სასუფეველთან მიმიყვანს. ისევე მნიშვნელოვანია ეს ყველა ღვთისმოშიშისათვის და ღვთისმაძიებლისათვის. აი ამაშია პრაქტიკული გაკვეთილები.

წმინდა სვიმონ სალოსის ცხოვრებიდან არის ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი. წმინდანი და მისი სულიერი ძმა წმინდა იოანე უდაბნოში 29 წელს გაატარებენ ერთად. სვიმონ სალოსს უფალი ეტყვის, რომ წავიდეს და ხალხში იცხოვროს. იოანე სვიმონს არ გაყვება, მიუხედავად იმისა, რომ 29 წელი უდაბნოში ასკეტურ ცხოვრებაში გაატარა, ლოცულობდა, მარხულობდა და ღმერთს ესაუბრებოდა: იგი, მაინც არ თვლიდა, რომ მზად იყო ამისათვის. სადღაც 2 მღვდელმონაზონი კამათს დაიწყებს ორიგენის შესახებ. ერთს პრო-ორიგენული პოზიცია უკავია და მეორეს ანტი-ორიგენური პოზიცია. ეს ორივე უდაბნოში მიაკითხავს წმინდა იოანეს, რომ მისგან მიიღოს პასუხი. წმინდანი, მიუხედავად ამხელა ღვაწლისა, ამ ორ მღვდელმონაზონს სვიმონ სალოსთან გაუშვებს და ეუბნება: "მამანო, მე ჯერ კიდევ არ მიმიღია ნიჭი, რათა ღვთიური განსჯა ვიცოდე".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 28 2014, 01:03 AM

guest1

ციტატა
დავით მეფის ბუნებით ღმერთობას თავიდ დავანებოთ. მე თეოლოგი არ გახლავარ. ამის არსს მე ვერ ჩავწვდები, და მე მგონი, ვერ შენ ვერ ჩაწვდები.

თავი დავანებოთ კი არა , რაც შენ დაწერე , რომ დავითი ბუნებითი ღმერთია , ეგ დოგმატური ცდომილებაა . შეგნებულად გადავამოწმე ჩემი მოსაზრება დოგმატიკის ერთ ლექტორთან , აი მისი პასუხი :
,,დიდი დოგმატიკოსობაც არ ჭირდება ამ სიტყვების ჯანსაღად გაგებას. ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა, მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.''

ხოდა , სანამ თეოლოგია-ღვთისმეტყველების შესახებ დამელაპარაკები , ჯერ დოგმატური ცდომილებები არ უნდა თქვა ხოლმე ( თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევ რა თქმა უნდა ) .
ამით მოვრჩი მე .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 28 2014, 07:21 AM

A.V.M

ციტატა
თავი დავანებოთ კი არა , რაც შენ დაწერე , რომ დავითი ბუნებითი ღმერთია , ეგ დოგმატური ცდომილებაა . შეგნებულად გადავამოწმე ჩემი მოსაზრება დოგმატიკის ერთ ლექტორთან , აი მისი პასუხი :
,,დიდი დოგმატიკოსობაც არ ჭირდება ამ სიტყვების ჯანსაღად გაგებას. ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა, მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.''

ხოდა , სანამ თეოლოგია-ღვთისმეტყველების შესახებ დამელაპარაკები , ჯერ დოგმატური ცდომილებები არ უნდა თქვა ხოლმე ( თუ თავს მართლმადიდებლად მიიჩნევ რა თქმა უნდა ) .
ამით მოვრჩი მე .
მართლმადიდებელი ვარ.

დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან. შენს ლექტორს ჯერ შეეკითხე: რა არის თეოლოგია მართლმადიდებლური გაგებით და ვის ეწოდება თეოლოგი? შემდეგ კითხე: აქვს თუ არა უფლება ისაუბროს მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაზე? თუ ამ კითხვებზე შენ დადებით პასუხს მიიღებ, მაშინ წმინდანი გყოლია ლექტორი. არის წმინდანი შენი ლექტორი?

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 28 2014, 07:50 AM

A.V.M

ციტატა
ეს არის დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ეპიტაფია არსენ იყალთოელისა, რომელსაც იმოწმებენ ვითომცდა იმის საჩვენებლად, რომ არსენი საუბრობს დავითზე, როგორც ბუნებით ღმერთზე. ჯერ ხომ ეს წარმოუდგენელი მკრეხელობაა
რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ეს? მაინც რა არის ამაში მკრეხელური?


ციტატა
მარა თავად ტექსტი არ იძლევა ასეთი გაგების არანაირი საშუალებას. დააკვირდი აბა ამ ფრაზას: "კაცთმოყუარე, ვითარცა ჩემი იესო ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი, მადლით ღმერთ-ქმნულთა შორის". არსენი დავითს უწოდებს კაცთმოპყვარეს, ვითარცა იესო, როგორც იესო იყო ღმერთთა შორისო, ანუ მადლით ღმერთთა შორისო, ანუ ადამიანთა შორისო. სხვა გაგება ცხადია არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც უნდა გვეფიქრა, რომ არსენი მრავალღმერთიანობაზე საუბარობს. და სწორედ ეს რომ არ ეფიქრა მკითხველს, ამიტომ დაამატა წინადადების მეორე ფრაზა, ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილთა შორისო, ანუ ეს ფრაზა მიემართება არა დავითს, არამედ ქრისტეს, რომელიც ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნილ ადამიანებთან მოვიდა. კვლავ ვიმეორებ მეორე ფრაზის გარეშე პირველს სრულიად ეკარგება აზრი და რაღაც მრავალღმერთიანობის შესახებ გამოდის საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ მეორე ნაწილი წინადადებისა არის განმარტება პირველი ნაწილისა, და არა ისე რომ ამას დავითზე ამბობს არსენი. თუ ლოგიკურად დაუკვირდება ადამიანი ასეა.''
1) არსენი იყო წმინდანი და შენ არ იცი არსენმა რისთვის ან ვისთვის თქვა ეს; 2) თუ ეგრეა ვითომ (თითქოს არსენმა იმისთვის დაამატა ფრაზაო, რომ მკითხველს არ ეფიქრა მრავალღმერთიანობაზე არ იფიქრონო), მაშინ დავით მეფსალმუნე რატომ არ ამატებს ფსალმუნებში მაგ ფრაზას, როცა ხშირად ხმარობს "ღმერთი ღმერთთა შორის"-ს? რატომ, მაგალითად, დავით მეფე, როცა ამბობს "ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს", არ აკონკრეტებს აქ, სხვადასხვა ხერხებით, რომ ეს ფრაზა არ ნიშნავს მრავალღმერთიანობას? 3) ლოგიკა და ღვთისმეტყველება ძალიან შორს არიან ერთმანეთისაგან. სულ ტყუილად მოვიყვანე გრიგოლი დიდი ღვთისმეტყველის, მაქსიმე აღმსარებელის, სვიმონ ღვთისმეტყველისა და სხა წმინდანების სწავლება ღვთისმეტყველებაზე, ეგრე გამოდის.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 28 2014, 12:29 PM

KAIROS უმტკიცებდა ხალხს, თუ რაში ცდებოდა თურმე მამა გიორგი (მღვდლის წმინდანობასთან დაკავშირებით). იმედია დღეს აზრი შეიცვალა, რაც ძალზედ სასიხარული იქნება.


ციტატა
1. ეძიეთ ცოცხალი წმიდანები.

2. რომ შეიძლება მღვდელმა მოგიტევოს ცოდვა და არ იყოს მოტევებული, ამიტომ უნდა ეძიოთ წმიდა მღვდელი


ის, რომ ცოცხალი წმინდანები უნდა ვეძებოთ, წმინდანების სწავლებაა:
ციტატა
6. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა.
წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი


ციტატა
49. ლოცვით და ცრემლებით ევედრე ღმერთს უვნებო და წმინდა მოძღვარი მოგივლინოს.
სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი.


ის, რომ წმინდა მღვდელის მოტევებული ცოდვა ქრისტეს მიერ არის მოტევებული და განუწმენდელი მღვდლის მიერ ცოდვა შეიძლება არ მოგვეტეოს, ამასაც წმინდანები ასწავლიან. წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველი ასწავლის:
ციტატა
Be careful, I beg you, never to assume the debts of others when you are a debtor yourself; do not dare give absolution without having received in your heart the One who takes away the sin of the world."
ეს ასე ითარგმანების: "ფრთხილად იყავი, გთხოვ, რომ სხვისი ვალი შენს თავზე არ აიღო, როცა თავად მოვალსე ხარ; არ გაბედო ცოდვების მიტევება სანამ პირველად შენს გულში არ მიიღებ მას ვინაც კაცობრიობის ცოდვები აიღო თავის თავზე."






პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 28 2014, 12:55 PM

guest1

ციტატა
რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ეს? მაინც რა არის ამაში მკრეხელური?

რატომ არის წარმოუდგენელი მკრეხელობა ამას ახლავე მოგახსენებ. ჯერ ერთი, რომ მსგავსი უკუღმართობა დედამიწის ზურგზე არავის არ წამოცდენია (ვგულისხმობ საეკლესიო ავტორს, ეკლესიის მამას, რომელიც ქრისტიანული, მართლმადიდებლური დოგმატიკის ტერმინოლოგიურ გამოთქმას გვაწვდის), რომ ადამიანისთვის, როგორი განღმრთობილიც არ უნდა ყოფილიყო ის, ბუნებით ღმერთი ეწოდებინოს, მთელი თავისი შინაარსობრივი გაგებით. ცნება "ბუნებითი ღმერთი" (გინდა საღვთისმეტყველო ახსნა განმარტებით თუ მის გარეშე) მიემართება ოდენ ყოვლიერების შემოქმედს, ყოვლადწმინდა სამებას და არანაირად ქმნილებას, იქნება ეს ანგელოზი თუ ადამიანი.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ის ვინც გამოთქვამს რაღც სწავლებას ვერ არის გარკვეული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიაში და ამ გაურკვევლობის გამო ზოგჯერ უმძიმეს შეცდომას უშვებენ. ანალოგიური რამ ხდება აქაც. ვინც ოდნავ მაინც არის გარკვეული მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში, ცხადზე უცხადესია რომ ადამიანის ბუნებით ღმერთობას ფიქრის დონეზეც კი არ გაივლებს თავში და მითუმეტეს არსენ იყალთოელს არ დააბრალებს იმას, რომ მან დავითის ბუნებითი ღმერთობა იღვთისმეტყველა.

არ დავმალავ გურამის მიერ მოხმობილი წყარო მე ვარ (მას ცოტა გაზვიდება უყვარს ხოლმე) და მთელს ჩემს შეხედულებას ვამყარებ სრულიად თბილისის სასულიერო აკადემიაში მიღებულ საღვთისმეტყველო სწავლებაზე, რომელიც თავის მხრივ ემყარება უცთომელ მართლმადიდებლურ დოგმატურ მოძღვრებას. ჩემი საუბრი რომ მხოლოდ პირად მოსაზრებად არ აღიქვათ, საეკლესიო ავტორთა სწავლებებს დავიმოწმებ აღნიშნული საკითხის ნათელსაყოფად.

ზემოთ ვთქვი, რომ როგორც ხშირად ხდება ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს ტერმინოლოგიური გაუცნობიერებლობა, თუმცა მე მაინც არ ვიტყოდი ასე, რადგან იმას, რომ ადამიანზე არ უნდა ისაუბრო როგორც ბუნებით ღმერთზე, მაინცდამაინც ამას ტერმინოლოგიური გაცნობიერება არ ჭირდება, ამას ელემენტარული საღვთისმეტყველო სწავლების ცოდნაც ეყოფა.

თუმცა რადგან თავად ტემინს ეხება საქმე, ვეცდები ამ ტერმინის მართლმდიდებლური გაგება გამოვკვეთო, რომ შემდეგ საკითხში გარკვევა არ გაჭირდეს.

მაშ რას ნიშნავს ტერმინი ბუნება საეკლესიო სწავლებით?

ამ ეტაპზე, სამწუხაროდ თან არ მაქვს (იმედია საღამოს შევავსებ ამ დანაკლისს) წმ. იოანე დამასკელის ნაშრომი "დიალექტიკა", რომ აღნიშნული ტერმინის უფრო ავტორიტეტული ახსნა-განმარტება შემოგთავაზოთ, თუმცა ქართულ სინამდვილეში უდავოდ ავტორიტეტული პიროვნების ციტატას მოვიყვან (რომლის დაკნინებას ნუ შეეცდებით, რადგან მთელი მისი ნათქვამი გარწმუნებთ ემყარება სწორედ საეკლესიო სწავლებას და ამას აუცილებლად ვაჩვენებ. უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის მინდა ეს განმარტება მოვიყვანო, როგორც უფრო გასაგები ახსნა), ედიშერ ჭელიძის, რომელიც ამბობს:

"ტერმინი “ბუნება” განიმარტება, როგორც იმ თვისებათა ერთობლიობა, რაც აქვს ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა კონკრეტულ ჰიპოსტასს. მაგალითად, ადამიანური ბუნება იმ თვისებათა ერთობლიობაა, რაც ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა პიროვნებას გააჩნია. შეუძლებელია პიროვნებას რაღაც ისეთი თვისება ჰქონდეს, რაც მეორეს არ აქვს და ის ადამიანური ბუნების თვისებად ჩავთვალოთ. რა თვისებებიც ვლინდება აბსოლუტურად ყველა ადამიანში, მხოლოდ ის გახლავთ ადამიანური ბუნება. ანუ ბუნება, კვლავ ხაზს გავუსვამთ, ეს არის ერთობლიობა იმ თვისებებისა, რა თვისებებიც ამ ბუნების მქონე უკლებლივ ყველა ჰიპოსტასს აქვს. მეორე მხრივ, “ჰიპოსტასი” ისაა, რაც თავის თავში ბუნების თვისებებს მოქმედებითად გამოხატავს. მაგალითად, “მოაზროვნეობა” ბუნებითი თვისებაა და ბუნებას გულისხმობს, მაგრამ მოაზროვნე ჰიპოსტასია ანუ ის კონკრეტული პირია, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს მოაზროვნეობის ბუნებითი თვისება ანუ რომელიც თავის თავში ავლენს, თავის თავში მოქმედებითად გამოხატავს, ამოქმედებს ბუნებისეულ მოაზროვნეობას.

არ არსებობს ბუნება უჰიპოსტასოდ (ანუ ჰიპოსტასის გარეშე) და ჰიპოსტასი – უბუნებოდ (ანუ ბუნების გარეშე). ყოვლადწმიდა სამებაში მამას, ძესა და სულიწმინდას ერთი საღვთო ბუნება აქვს, ანუ სამივე პირი თავის თვითმდგომ (ანუ მეორესთან შეურევნელ) პიროვნებაში სრულად გამოხატავს საღვთო ბუნების უკლებლივ ყველა თვისებას. ძე ღმერთმა განკაცებისას თავის საღვთო ჰიპოსტასში ანუ პიროვნებაში საღვთო ბუნებას შეუერთა ადამიანური ბუნება. ეს ნიშნავს: მეორე ჰიპოსტასი ყოვლადწმინდა სამებისა, რომელიც განკაცებამდე მქონე იყო მხოლოდ საღვთო ბუნებისა, ანუ რომელიც თავის თავში გამოხატავდა მხოლოდ საღვთო ბუნების თვისებებს, განკაცების პირველწამიდანვე ანუ ‘უმწვერვალესი შეერთებიდანვე საღვთო ბუნებასთან ერთად მქონე გახდა ადამიანური ბუნებისა ანუ სწორედ იმავე ღმერთ-ჰიპოსტასმა (მეორე ჰიპოსტასმა ყოვლადწმინდა სამებისა) ინება და უზენაესი თავმდაბლობით იტვირთა ადამიანური ბუნების მიღება ანუ თავის თავში, თავის ღმერთ-პიროვნებაში არა მხოლოდ საღვთო ბუნების (როგორც ეს განკაცებამდე იყო), არამედ, საღვთო ბუნებასთან ერთად და საღვთო ბუნებისგან განუყოფლად მან განიკუთვნა ადამიანური ბუნების უკლებლივ ყველა ბუნებითი თვისება და ამ თვისებათა გამოვლენა თვინიერ (გარეშე) ცოდვისა".

http://www.ambioni.ge/rogor-gankacda-ufali

თუმცა აქვე მაქვს (საბედნიეროდ) იგივე იოანე დამასკელის "გარდამოცემა", სადაც შესაძლებელია ("დიალექტიკაში" კონკრეტულად ტემინებზეა საუბარი) ტერმინ ბუნების მნიშვნელობა და არსი გავიგოთ.

მაგალითად გარდამოცემის მე-60 თავში წმ. იოანე ადამიანის შესახებ ამბობს:

"ყოველი ადამიანი ორი ბუნებისგან არის შემდგარი, - სულისა და სხეულისგან, - და იგი უცვლელად ფლობს მათ თავის თავში, რის გამოც მართებულად ითქმის ორ ბუნებად, ინარჩუნებს რა შეერთების შემდეგაც ორივე მათგანის ბუნებისეულ თვისობრიობას. მართლაც, არც სხეულია უკვდავი (არამედ ხრწნადია იგი) და არც სულია მოკვდავი (არამედ უკვდავია იგი); კიდევ, არც სხეულია უხილავი, და არც სულია ხორციელი თვალებით დასანახი, არამედ ეს უკანასკნელი მოაზროვნეობითია, გონისმიერია და უსხეულო, პირველი მათგანი კი - განხშოებული, ხილვადი და არამოაზროვნეობითი; ხოლო რადგან არსობრივად განყოფილნი ერთი ბუნებისანი არ არიან, ცხადია, რომ სული და სხეული არ არის ერთი არსებისა.

და კიდევ: თუ ადამიანი ესაა - მოაზროვნეობითი, მოკვდავი ცხოველი და თუ ყოველი განსაზღვრება ცხადმყოფელია მოცემული ბუნებისა, ხოლო ბუნებისეული ნიშნით მოაზროვნეობითი არ უიგივდება მოკვდავს, ცხადია, რომ ადამიანი, საკუთარი თავის განსაზღვრების კანონით, არ უნდა იყოს ერთი ბუნებისა".

ანუ ადამიანთან დაკავშირებით (როგორც ქმნილებასთან დაკავშირებით) ადამიანურ ბუნებად ვამბობთ იმ თვისებათა ერთობლიობას, რომელიც უცვლელად და გამონაკლისის გარეშე აქვს ამ ბუნების მქონე თითოეულ პიროვნებას (პიროვნების შესახებ ზემოთაც ითქვა, რომ ესაა უკვე კონკრეტული ინდივიდი, რომელიც ამოქმედებს ბუნებისეულ თვისებას და რითაც ის განსხვავდება მეორე პიროვნებისგან (ამოქმედებული თვისების ხარისხით)). ამგვარ თვისებებს შეიძლება დავამატოთ კიდევ: შიმშილის, წყურვილის, ძილის, დაღლილობის... (ესაა ე.წ. უყვედრელი ვნებულებანი, რომელიც ადამიანს ცოდვით დცემის შემდგომ შეეძინა, ამგრამ ამ თვისებებითაც ყველა პიროვნება განუსხვავებელია), ანუ ის თვისებები, რაც ყველას აქვს, გამონაკლისის გარეშე. განსხვავებას პიროვნებათა შორის, როგორც აღვნიშნე, ქმნის ამ თვისებათა ამოქმედების ხარისხი, რომ ყველას ერთნაირად არ შია, არ წყრია და ა.შ. სწორედ ეს განასხვავებს პიროვნებებს ურთიერთისგან, თორემ ბუნებითი თვისებების მხრივ, მათ შორის არანაირი სხვაობა არ არის.

იგივე ითქმის ანგელოზურ ბუნებაზე, ანუ იმ თვისებათა ერთობლიობაზე, რაც ცხრავე დასის ანგელოზებს გამონაკლისის გარეშე ახასიათებთ, მაგრამ მათ შორის ხარისხობრივი განსხვავება ამ თვისებათა გამოვლენის ხარისხშია.

და ეს ორივე - ადამიანის და ანგელოზიც, როგორც შექმნილნი ფლობენ კიდევ ერთ თვისებას, თვისებას ცვალებადობისას, ანუ წარმატებადობისას, ანდა დაცემადობისას.

"ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი". (გარდამოცემა, თ. 3).

მაგრამ რას ვამბობთ საღვთო ბუნების შესახებ?

იმავე გარდამოცემის მე-14 თავში, რომელსაც ეწოდება: "საღვთო ბუნების თვისებები", ვკითხულობთ:

"შეუქმნელობა, დაუსაბამობა, უკვდავება, დაუსრულებლობა, საუკუნოობა, უნივთოება, კეთილობა, შემოქმედებითობა, სამართლიანობა, განმანათლებლობა, უცვლელობა, უვნებობა, გარეშეუწერლობა, დაუტევნელობა, შემოუსაზღვრელობა, განუსაზღვრელობა, უსხეულობა, უხილავობა, მოუაზრებლობა, უჭირველობა, თვითმპყრობელობა, თვითხელმწიფობა, ყოვლისმპყრობელობა, სიცოცხლისმბოძებლობა, ყოვლადძლიერება, უსასრულოდძლიერება, განმწმენდელობა, წილმბოძებლობა, ყოვლიერების გარემომცველობა და შემამტკიცებლობა, ყოვლის წინაგანმგებლობა, - ყოველივე ეს და ამგვარნი ბუნებით აქვს მას; არათუ სხვისგან მიმღებია იგი, არამედ თვით არის ყოველივე კეთილის წილმბოძებელი საკუთარი ქმნილებებისადმი, შესაბამისად თითოეულის მიმღებლობითი ძალისა".

ანუ თუკი ჩვენ ვამბობთ ადამიანზე, ანდა ანგელოზზე, რომ მას ბუნებითად აქვს მოაზროვნეობის თვისება, მეუფებრიობის თვისება (ხატობრივი თვისებები), და.შ. ვგულისხმობთ არა იმას, რომ თავისთავად აქვს მას ეს თვისება, არავისგან მინიჭებული (წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანის მარადიულად არსებობას უნდა დაგვეშვა), არამედ ამგვარი მხოლოდ ღმერთია, რომელიც მარადიულდა არსებულია, უცვალებელია, გარეშემოუწერელია და ა.შ. და ეს ყოველივე არა ვინმესგან მინიჭებული აქვს მას, არამედ თავისთავად, ბუნებით აქვს და იგია წყარო ადამიანისთვის ყოველივე კეთილისა.

შესაბამისად თუკი ჩვენ დავუშვებთ ადამიანის ბუნებით ღმერთობას, მაშინ ის ყველა იმ თვისებით უნდა მოვიაზროთ, რა თვისებებიც იოანე დამასკელმა ჩამოთვალა, რომ ის უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი, გარეშემოუწერელი და ა.შ. აი სწორედ ამიტომ არის გამოთქმა: "ადამიანი - ბუნებითი ღმერთი" მკრეხელობა.

ხოლო ის, რომ ადამიანს ღმერთი (და არა ღმრთეება) ეწოდება წმ. წერილში, აბსოლუტურად ყველა განმმარტებელი აღნიშნავს, რომ აქ საუბარია ადამიანის მადლისმიერ და არა ბუნებით ღმერთობაზე. ანგელოზსს, ისევე როგორც ადამიანის სულს უკვდავი ეწოდება (მაგრამ არა მარადიულად არსებული), თუმცა არა ბუნებით (მაშინ მარადიულად არსებულიც უნდა იყოს) არამედ მადლისმიერად.

"ანგელოზი უკვდავია, მაგრამ არა ბუნებით, არამედ - მადლით, რადგან ყოველივე ის, რაც დაწყებულია, ბუნებით დასრულებადიცაა. მხოლოდ ღმერთია მარადის მყოფი, უფრო კი - მარადისობაზე უზემოესი, რადგან თვით არის ჟამთა შემოქმედი". (გარდამოცემა, თ. 17).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: "ამრიგად, როგორც ხატად მყოფნი ჭეშმარიტი ძისა და ღვთისა, ღმერთებად და ძეებად შეირაცხებიან არა მხოლოდ ანგელოზები, არამედ, აგრეთვე, თვით ჩვენც, რადგან თქმულია: "მე ვთქვი: ღმერთები ხართ და ძეები უზენაესისა ყველანი" (ფს. 81.6). ამრიგად, თუმცაღა ეწოდებათ შესაქმეში შემოსულთაგან ზოგთ ძეობის სახელი (τὸ τῆς υἱότητος ὄνομα), მაგრამ ერთია იგი, ბუნებითი და ჭეშმარიტი, რომლისადმიც დავიხატეთ, შევიძინეთ რა მისგან, მადლის სახით, ესოდენ კეთილსახელოვანი და უსაჩინოესი ზედწოდება". (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი II, PG. 76 948 C - 949 A)

გაგრძელება აუცილებლად იქნება.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Feb 28 2014, 01:36 PM

afxazi

მე რამოდენიმეჯერ ავღნიშნე, რომ ღვთისმეტყველი არა ვარ, უბრალო მოკვდავი და ცოდვილი ვარ-თქო.

თქვენ, ან ედიშერ ჭელიძეს, როცა ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, გისვამთ მარტივ კითხვას და თუ შეიძლება პატიოსანად გამეცით პასუხი: მართლმადიდებლური სწავლებით, რას ნიშნავს სიტყვა "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი"? და, ან თქვენ ან ედიშერ ჭელიძე თუ ბრძანდებით ღვთისმეტყველი?

ძალიან გთხოვთ, წყენად ნუ მიიღებთ ჩემს კითხვებს და ჩემს გულახდილ საუბარს.

მე საერთოდ ვარიდებ თეოლოგიაზე საუბარს თავს, არ არის ეს ჩემი საქმე. მე არ მაქვს ეს განცხადებული ღვთისაგან და რაც არ უნდა ვისაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჩემთვის ეგ იქნება მხოლოდ თეორიული განსჯა, რის წინააღმდეგაც ჩვენი წმინდანები მკაცრად გვაფრთხილებენ:

ციტატა
პირიქით, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, როგორც არსებული, "ვარაუდს გამოთქვამს". უფრო მეტიც, წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, ღმერთზე ვარაუდით საუბარი ცუდია, რადგან ადამიანს აცდუნებს. იოანე სინელმა იცის, როგორ ვითარდება ჩვენს სულში "დემონების თეოლოგია".(ამაოდ მადიდებელ) ცარიელ გულებში, რომლებიც სული წმინდის მადლით არ განწმენდილან. უწმინდური დემონები "სულიერი ცხოვრების დასაწყისში საღმრთო წერილს განგვიმარტავენ". ამიტომაც ვნებით მოცულ ადამიანს არ შეუძლია "ღვთისმეტყველებას მიეახლოს".


გარდა ამისა, მე კი არ მითქვას, რომ წმინდა მეფე დავითი ბუნებით ღმერთია-თქო, არამედ მისმა აღმზრდელმა წიმდნამა არსენმა თქვა. არსენი თეოლოგი იყო. თქვენ და ედიშერ ჭელიძე არ ბრძანდებით თეოლოგები. თქვენ შეიძლება ნაკითხი ხალხი ხართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თეოლოგები.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ უარყოფს ის, თქვენ რაც დაწერეთ ზემოთ, წმინდა მეფის ბუნებით ღმერთობას? საიდან ვიცით, რომ მეფე დავითი ადამიანი იყო და არა ბუნებით ღმერთი? გამოცხადება გვქონდა ამის თაობაზე, თუ რაღაც ჩვენებური ლოგიკით ვასკვნით ამას?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 28 2014, 03:14 PM

guest1

ციტატა
თქვენ, ან ედიშერ ჭელიძეს, როცა ღვთისმეტყველებაზე საუბრობთ, გისვამთ მარტივ კითხვას და თუ შეიძლება პატიოსანად გამეცით პასუხი: მართლმადიდებლური სწავლებით, რას ნიშნავს სიტყვა "ღვთისმეტყველება" და "ღვთისმეტყველი"? და, ან თქვენ ან ედიშერ ჭელიძე თუ ბრძანდებით ღვთისმეტყველი?


აბსოლუტურდ არაფერ შუაშია განსახილველ თემასთან, თუმცა მაინც ვუპასუხებ ამ კითხვას. თავისი არსით ღვთისმეტყველება რ გულისხმობს მხოლოდ თეორიულ განსწავლულობას მართლმადიდებლურ დოგმატიკაში. ქრისტიანი არა მხოლოდ მცოდნე უნდა იყოს, არამედ მოღვაწეც, თანაშერთული უნდა იყოს მასში ცოდნა და მოღვაწეობა. თუმცა ჩვენ ვიცით მოღვაწეები, რომელთაც წერა-კითხვაც კი არ იცოდნენ (მაგ. ანტონი დიდი) თუმცა ისინი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები იყვნენ, მათ ღვთისგან ქონდათ ბოძებული მის შესახებ ცოდნა, მაგრამ პირიქით კი მე პირადად არავინ მახსენდება, რომ მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეცხონებინოს ვინმე.

აქედან გამომდინარე, თუ ეს გაინტერესებთ, ღვთისმეტყველება ქრისტიანული თვალსაზრისით, როგორც ღვთის მეტყველება, ცხადია ცოდნას და მოღვაწეობას აერთიანებს.

მაგრამ ეს არაფერ შუაშია იმასთან, რომ ადამიანმა საღვთისმეტყველო განათლება მიიღოს და შეისწავლოს მართლმადიდებლური დოგმატიკა. მე პირადად ბატონ ედიშერს ვუწოდებ პატროლოგს და არა ღვთისმეტყველს, საუკეთესო მცოდნეს წყაროებისას, რომელმაც უცთომელად იცის მართლმადიდებლური დოგმატიკა. ისევე როგორც არც არავის ვუწოდებ მე ღვთისმეტყველს, ამ ტერმინის არსობრივი გაგებით, არამედ ვუწოდებ საღვთისმეტყველო განათლების მქონეს.

აქედან გამომდინარე ვერ ვხვდები ჯერ ეს რა შუაშია იმასთან დაკავშირებით რაზეც ვსაუბრობთ. ეკლესიამ გამოცხადებით მიღებული უცთომელი სწავლება ტერმინოლოგიურად ჩამოაყალიბა და დოგმატურად გვიანდერძა. აქედან გამომდინარე ნებისმიერი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა სწორედ ამ დოგმატური მოძღვრების ჩარჩოებში იმყოფებოდეს და მისით საზრდოობდეს. შესაბამისად თუკი ეს დოგმატური მოძღვრება მებნება, რომ ბუნებითი თვალსაზრისით ტერმინი ღმერთი მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას ეწოდება, გადავუხვიო ამ სწავლებისგან და ახალი რამ შევიმუშაო? უმალ მწვალებელი არ აღმოვჩნდები?

თუკი მე ვცდები ყოველივე იმაში, რაც ზემოთ დავწერე, ამიხსენი და განმიმარტე იმავე საეკლესიო სწავლების ფონზე, რომელ საეკლესიო სწვლებასაც მე ვიმოწმებ.

ციტატა
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როგორ უარყოფს ის, თქვენ რაც დაწერეთ ზემოთ, წმინდა მეფის ბუნებით ღმერთობას? საიდან ვიცით, რომ მეფე დავითი ადამიანი იყო და არა ბუნებით ღმერთი? გამოცხადება გვქონდა ამის თაობაზე, თუ რაღაც ჩვენებური ლოგიკით ვასკვნით ამას?


რა თქმა უნდა, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. რაღაცნაირად ისე ჩანს, თითქოს მე ან ის ვინც საწინააღმდეგოს გიმტკიცებთ წმ. მეფის პიროვნების დამაკნინებელი გამოვდივარ, ამ ჩემთვის მართლაც უძვირფასესი სახელისა, ხოლო თქვენ პატივის მიმგები. სინამდვილეში კი პირიქითაა. როდესაც პიროვნებას განუკუთვნებ იმას, რაც სინამდვილეში ის არ არის, ეს უფრო მეტად შეურაცხყოფს მას. ასეა ამ შემთხვევაშიც. იმ მოტივით, რომ უფრო მეტი პატივი მიაგოთ მეფეს, უფრო მეტად შეურაცხყოფთ მას.

საიდან ვიცით? "გალობანი სინანულისანი" არ გაქვთ წაკითხული? იხილეთ:

http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/davit-galobani.htm

ციტატები ამ შესანიშნავი ჰიმნოგრფიული ძეგლიდან:

"დაღათუ ესრეთ განვხრწენ ყოველნი გრძნობანი
და ყოვლად ხრწნილება ვიქმენ,
გარნა არავე აღვიხუენ ჴელნი,
არცა დავდე სასოებაჲ ჩემი
ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არცა
უცხო-თესლი რაჲმე სარწმუნოებაჲ
საწურთელ ვყავ სულისა, გარეშე მისსა,
რომელი მასწავეს ღმრთისმეტყუელთა შენთა!"

კი, ცოდვილი ვარო, მაგრამ სარწმუნოებისთვის არ მიღალატიაო, იმ სარწმუნოებსთვის, რომელიც შენმა ღვთისმეტყველებმა მასწავლესო. ეხლა თუ იმის მტკიცებას დამიწყებ, რომ ღმერთი "სწავლობს" რამეს, საერთოდ ხმას აღარ ამოვიღებ.

კიდევ:

"და აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ
ვჴმობ, ვითარცა სხუაჲ მანასე,
მილხინე, ჵ მეუფეო, მილხინე
და ნუ წარმწყმედ ცოდვათა შინა,
და ნუ იჴსენებ ძჳრთა ჩემთა,
და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა,
რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ,
ამაღლებული ზესკნელს ცათა ძალთაგან!"

ვის გაუგია ბუნებით ღმერთი თავის თავს მიმართავდეს ასე: "და ნუ დამსჯი მე ქუესკნელთა თანა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი მონანულთაჲ"?

კიდევ:

"ჟამი რაჲ წულილთა და ჴმელთა აღმოფშჳნვათაჲ წარმოდგეს,
ზარი მეფობისაჲ წარჴდეს და დიდებაჲ დაშრტეს,
შუებაჲ უქმ იქმნნენ,
ყუავილოვნებაჲ დაჭნეს,
სხუამან მიიღოს სკიპტრაჲ,
სხუასა შეუდგენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!"

მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!

კიდევ, აშკარა ხაზგასმა იმაზე, რომ დავითი ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანია:

"ამისთჳს ღმერთ-მამაკაცებრ
მოქმედ იქმნა ზეშთა ღმერთთაჲ,
რაჲთა კაცებრ უწყოდნის
ვნებანი ჩუენნი
და ღმრთეებრ იჴსნიდეს ბრალთაგან, რომელთა
ღმრთისმშობელად ქადაგონ ქალწული დედაჲ"!

"რაჲთა კაცებრ უწყოდნის ვნებანი ჩუენნი". - ამაზე აშკარა მონაცემი რა შეიძლება იყოს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 1 2014, 12:01 AM

guest1

ციტატა
მართლმადიდებელი ვარ.

ხოდა თუ მართლმადიდებელი ხარ , მაშინ დაემორჩილე მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ წმიდა მამებს .
დოგმატური ცდომილებების ლაპარაკს როდესაც მორჩები , მაშინ გავაგრძელებ შენთან საუბარს .

ციტატა
დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან.

ესეც მეორე თნ სერიოზული ცდომილება და არა მხოლოდ ცდომილება , უცოდინარობა საეკლესიო ისტორიისა .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 1 2014, 01:29 AM

A.V.M

ციტატა
ხოდა თუ მართლმადიდებელი ხარ , მაშინ დაემორჩილე მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ წმიდა მამებს.
მე შენთვის არ მომიშვერია ხელი და შენი მართლმადიდებლობის შეფასება არ დამიწყია. მაგის განსჯა, როგორც მართლმადიდებლებმა, უფალს მივანდოთ.

ციტატა
დოგმატური ცდომილებების ლაპარაკს როდესაც მორჩები , მაშინ გავაგრძელებ შენთან საუბარს .
ციტატა
დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან.

ესეც მეორე თნ სერიოზული ცდომილება და არა მხოლოდ ცდომილება , უცოდინარობა საეკლესიო ისტორიისა.
მე მხოლოდ წმინდანთა ციტატები მომყავს. ჩემს მიერ ციტირებული არცერთი წმინდანი არ არის მუსულმანი ან იუდეველი ან ბუდისტი. რატომღაც, მათ ნათქვამებს ყურადღებას არ აქცევ. წმინდა სვიმონმა რომ თქვა "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი"-ო, სერიოზულ ცთომილებას უშვებდა და საეკლესიო ისტორიას არ იცნობდა? რატომ ამ წმინდანთა სწავლებას ვუგულველყოფთ, მე ვერ გამიგია. შენ ამბობ, რომ ის წმინდანები, რომლებიც გვასწავლიან, რომ თეოლოგი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვინ ღმერთს ჭვრეტსო და განწმენდილიაო, დოგმატურ ცთომილებებს უშვებენ და საეკლესიო ისტორიის არცოდნას ავლენენ, ხოლო შენ კარგად გესმის ეს საკითხი. კარგი ბატონო, როგორც გინდა ისე თქვი, მარა მეც მაქვს უფლება შენს შეცდომებს მივუთითო და დიდი მართლმადიდებელი წმინდანების სწავლებით გავამყარო ჩემი ნათქვამი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 1 2014, 01:50 AM

guest1
ეკლესიისათვის იმ ყოვლადშეუსაბამობაზე , რაც დაწერე ბუნებითი ღმერთობის შესახებ , დაპირებისამებრ აღარ ვისაუბრებ .

რაც შეეხება ღვთისმეტყველს . დავითმა მშვენივრად დაგანახა განსხვავება , მაგ სიტყვის გაგებასთან დაკავშირებით , ახლა კი მე დაგანახებ შენივე სიტყვების არასწორობას :

ციტატა

დოგმატური ცდომილება ის არის, როცა ცოდვილი ადამიანები თეოლოგიას გვასწავლიან.

გრიგოლ ნაზიანზელს , საეკლესიო ტრადიციით განეკუთვნება ტერმინი ღვთისმეტყველი .
მეთანხმები ამაზე ?

გრიგოლ ნაზიანზელი , იყო თუ არა ცოდვილი ადამიანი ?

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 9 2014, 03:19 AM

A.V.M

ციტატა
რაც შეეხება ღვთისმეტყველს . დავითმა მშვენივრად დაგანახა განსხვავება , მაგ სიტყვის გაგებასთან დაკავშირებით , ახლა კი მე დაგანახებ შენივე სიტყვების არასწორობას :
მე ვერ დავინახე ვერაფერი. რაც დავითმა დამანახა არის ის, რომ იგი უგულველყოფს წმინდანთა სწავლებას წმინდანობის, განღრთომისა და ღვთისმეტყველების არსზე.

ციტატა
გრიგოლ ნაზიანზელს , საეკლესიო ტრადიციით განეკუთვნება ტერმინი ღვთისმეტყველი .
მეთანხმები ამაზე ?

გრიგოლ ნაზიანზელი , იყო თუ არა ცოდვილი ადამიანი ?
იყო თუ არა გრიგოლ ღვთისმეტყველი ცოდვილი ადამიანი? ამაზე ჩემი პასუხი, და ნებისმიერი არაწმინდა ადამიანის, შეიძლება იყოს მხოლოდ რწმენაზე დამყარებული. მე ვთვლი, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი არ იყო ცოდვილი, იმიტომ, რომ მან სიწმინდეს მიაღწია. წმინდანი ცოდვილი აღარ იქნება და ცოდვით აღარ დაეცემა. ეს არის წმინდანების სწავლება და ეს წერია იოანე ღვთისმეტყველის ერთ-ერთ წერილშიც.

მეც დავსვი კითხვა, მაგრამ არ გიპასუხია ამაზე: წმინდა სვიმონმა რომ თქვა "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი"-ო, სერიოზულ ცთომილებას უშვებდა და საეკლესიო ისტორიას არ იცნობდა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 9 2014, 10:42 PM

guest1

ციტატა
მე ვთვლი, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი არ იყო ცოდვილი, იმიტომ, რომ მან სიწმინდეს მიაღწია.

ეს უკვე საკმარისია რომ აღარ ჩავთვალო საჭიროდ შენთან საუბრის გაგრძელება . ელემენტარულ დოგმატურ საკითხებს რომ გაეცნობი , შემდეგ ვნახოთ . თუ მკითხველს რამე დააინტერესებს , პოსტებს გადახედავს და ნათელი გახდება ყველაფერი .

პ.ს. - ისე , პავლე რომ ამბობს , ცოდვილებში ყველაზე მეტად ცოდვილი მე ვარო , ალბათ არ წაგიკითხავს ხომ ?

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Mar 10 2014, 12:13 AM

არ მინდა გადავიკითხო წინა პოსტები... გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი რაც დამხვდება... მხოლოდ ერთს ვიტყვი ისე თემის სათაურიდან გამომდინარე.... ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს მოწოდება რომ "ქრისტე შევიმოსოთ", და მივემსგავსოთ მას. ასევე ჩვენ ყოველ დღე ჩვენს ლოცვებში (თუნდაც 50-ფსლ.) ვითხოვთ ამ სიწმიდეს.. ვითხოვთ წმიდანობას.... მაგრამ გვავიწყდება ასევე თქმული - "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა... და სხვა მრავალი, სადაც ნათლად სჩანს რომ სიწმიდე მიიღწევა თავმდაბლობით ეს უკანასკნელი კი საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებით...

პ.ს. ხო ეხლა ძალიან მეძIნება და იმედია ძალიან არ ავურიე რაღაცეები, მოკლედ ამას ვფიქრობ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 10 2014, 12:28 AM

†სერგი†
ძმობაში , არ ჩაერთო რა დისკუსიაში . აზრი არ აქვს და დროს დაკარგავ ტყუილად .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 10 2014, 07:37 AM

A.V.M

ციტატა
ეს უკვე საკმარისია რომ აღარ ჩავთვალო საჭიროდ შენთან საუბრის გაგრძელება . ელემენტარულ დოგმატურ საკითხებს რომ გაეცნობი , შემდეგ ვნახოთ . თუ მკითხველს რამე დააინტერესებს , პოსტებს გადახედავს და ნათელი გახდება ყველაფერი .
რამოდენიმეჯერ ავღნიშნე და კიდევ გავიმეორებ: მე თეოლოგი (და შესაბამისად დოგმატური თეოლოგიის მცოდნე) არ გახლავარ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცოდვილი ვარ. წმინდანთა სწავლებით, დოგმატური თეოლოგია არის თვით ღვთისაგან განცხადებული ცოდნა, რომელიც მხოლოდ ეძლევა განწმენილ ადამიანს, წმინანს! ვიმეორებ დიდი წმინდანის სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ნათქვამს: "არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი იქნებიან ღვთისმეტყველნი" მე თეოლოგიაზე საუბრის უფლება არა მაქვს. ყოველნაირი "თეოლოგია", რომელიც წიგნებსა და განსჯას ეყრდნობა, არის დემონის "თეოლოგია" - ამას გვასწავლის დიდი წმინდანი გრიგოლ ღვთისმეტყველი.

ციტატა
პ.ს. - ისე , პავლე რომ ამბობს , ცოდვილებში ყველაზე მეტად ცოდვილი მე ვარო , ალბათ არ წაგიკითხავს ხომ ?
გამიგია, წამიკითხავს. ბევრ დიდ წმინდანს უთქვამს იგივე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ დროს, როცა წმინდანი ამას ამბობს ან ამბობდა, იგი ცოდვილი იყო ან ცოდვით დაეცემოდა. პავლე მოციქული იმასაც გვასწავლის, რომ ღმერთი იმისათვის განკაცდა, რომ კაცი განიღმრთოსო. მაში რა გამოდის? მადლით განღმრთობილი თუ დაეცა ან ცოდვილია, თვით უფალი ყოფილა ცოდვილი. ეს არის მკრეხელობა და არა ის, რასაც მე ვამბობ. მადლით ღმერთი აღარ დაეცემა, იმიტომ რომ ის ღმერთია უკვე, თუნდაც მადლით.

პავლე მოციქული იმასაც გვასწავლის, რომ მე აღარ ვარსებობო და ქრისტეა ჩემშიო მხოლოდ და ქრისტე საუბრობსო. რა გამოდის მაშინ? ძე ღვთისა იყო ცოდვილი, როცა პავლე მოციქული ამას ამბობდა? აი ისევ ეს არის მკრეხელობა.

ჩვენი დროის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი პავლე მოციქულზე ამბობდა: "პავლე მოციქული 30-ე საფეხურზე იყო. მისი წმინდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ ღებულობდა." როგორ უნდა დაცემულიყო ასეთი წმინდანი? იმის თქმა, რომ ასეთი წმინდანი ცოდვით დაეცემა, არის მკრეხელობა. იოანე ღვთისმეტყველზე კიდევ უფრო მეტს ამბობს მამა გაბრიელი: "იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ (ბოროტი აზრები)." თქვენ კიდევ ასწავლით, რომ ასეთი წმინდანი შეიძლება ცოდვით დაეცესო. მე ვერ მივიღებ მაგ სწავლებას და არც არავის ვურჩევ.

†სერგი†
ციტატა
არ მინდა გადავიკითხო წინა პოსტები... გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი რაც დამხვდება... მხოლოდ ერთს ვიტყვი ისე თემის სათაურიდან გამომდინარე.... ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს მოწოდება რომ "ქრისტე შევიმოსოთ", და მივემსგავსოთ მას. ასევე ჩვენ ყოველ დღე ჩვენს ლოცვებში (თუნდაც 50-ფსლ.) ვითხოვთ ამ სიწმიდეს.. ვითხოვთ წმიდანობას.... მაგრამ გვავიწყდება ასევე თქმული - "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა... და სხვა მრავალი, სადაც ნათლად სჩანს რომ სიწმიდე მიიღწევა თავმდაბლობით ეს უკანასკნელი კი საკუთარი ცოდვილობის შეგრძნებით...
კი მეგობარო, გეთანხმები. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდია წმინდანი, მით უფრო თავმდაბალი ხდება იგი წმინდანთა სწავლებით. წმინდანები ასწავლიან, რომ ის უკვე ვინც განღმრთობას აღწევს, ყველაზე მეტად მდაბლდება და ყველაზე მეტად ესმის თავისი ჩადენილი ცოდვების სიმრავლე და სიმძიმე. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი განღმრთობილი ცოდვილია (ან ცოდვილია იმ მომენტში, როცა ამბობს ცოდვილი ვარო) ან ცოდვით დაეცემა. ამის თქმა მკრეხელობაა. განღმრთობილი ადამიანი სრულიად ღმერთთან არის შეერთებული წმინდანთა სწავლებით და მას უკვე თავისი ნება აღარ გააჩნია. თუ ვიტყვით, რომ ასეთი განღმრთობილი ცოდვილია და პოტენციურად შეიძლება დაეცეს, ვამბობთ, რომ მადლით ღმერთი ცოდვილია და ღვთის ნება შეიძლება დაეცეს.

მამა გაბრიელი ამბობს: "განღმრთობილი ფლობს სიბრძნეს დასაბამიდან უკუნისამდე" და კიდევ აი ამას ამბობს: "(განღმრთობილი) ადამიანი მთლიანად და განუშორებლად მყოფობს ღმერთთან, რაც სრული ერთობაა. გონება ჩერდება, აზრები თავიდან სრულიად ქრება და უჩინარდება, აღარც არაფერს ფიქრობს, არამედ მხოლოდ ღმერთს ჭვრეტს და რასაც ღვთისაგან ხედავს და ისმენს, მას აკეთებს და ამბობს."

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 12 2014, 09:49 AM

ნიკიტა სტითატი, ბიზანტიელი თეოლოგი, რომელმაც აღწერა წმინდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველის ცხოვრება, იყო მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანი. იგ თავის ნაშრომში "წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საღმრთო სიყვარულის ჰიმნებისათვის" წერს:

ციტატა
ამგვარად, წმინდა სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის საღმრთო სახელდებების ტკბილხმოვანებას შეესაბამება დიდი დიონისეს სიტყვები დაფარულის შესახებ მიძღვნილ ღვთაებრივ ტრაქტატში. მაგრამ ღვთისმეტყველთა მიერ აღვლენილ საღმრთო საგალობლებში გამოყენებულ თითოეულ სახელდებაში არის მცდელობა გამოწვლილვით იქნეს გამოკვლეული და ნათელი მოეფინოს ღვთაებრივის ბუნებას, რაც რასაკვირველია, უდიდესი სულიერი ძალისხმევისა და საღმრთო წერილის სუფთა გონებით გასიგრძეგანების გარეშე წარმოუდგენელია.


გრიგოლ პალამა წერს:
ციტატა
რამეთუ, ვინც ყოველივე უმოქმედო ქმნადი გახადა დედამიწაზე თუ ცაში – არნახული მოწყალება მიიღო თავისსავე ქმნილებებზე, უდიდესი კაცთმოყვარება აჩვენა, ადამიანთა გადასარჩენად მსხვერპლად გაიღო საკუთარი სიცოცხლე, ჯვარს ეცვა, ივნო და დაეფლა, განა შეედრება რაიმე? უფალმა ყოველი ძე ხორციელი სულისა და ხორცის განსაწმენდად და საკურნებლად თავის სისხლსა და ხორცს გვაზიარა, უკეთესისკენ ლტოლვის სურვილი გააღვიძა ჩვენს არსებაში, თავისთან გაგვათანასწორა, განღმრთობის ღირსნი გაგვხადა.


სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს:
ციტატა
მაშასადამე, თუკი გსურს პავლე მოციქულის პატივდება და ქება-დიდება მიბაძე მას და ეცადე გაეჯიბრო სარწმუნოებაში. აი მაშინ კი ჭეშმარიტად შეედრები პავლე მოციქულს, ისიც მიგიღებს, შეგიყვარებს და შეგივრდომებს ვითარცა მის კვალდაკვალ მავალს, მისი სწავლების დამფასებელს. უპატივცემულობას გამოიჩენდი ღვთაებრივი მოციქულის მიმართ, თუკი მიიჩნევდი, რომ მავანს არ ძალუძს შესწვდეს იმ სიმაღლეს, რასაც პავლე მოციქულმა მიაღწია, დაიხსომე, რომ ამით საკუთარი გადარჩენა გძაგს და დაუდევრად ეპყრობი იმას, რასაც მიაღწიე ცხოვრებაში, ხიბლში იგდებ თავს, უარყოფ პავლე მოციქულს და გაანაწყენებ. თუ გსურს დაგიმტკიცებ, რომ პავლე მოციქული, პატივდებული და სახელდებული იქნებოდა თუკი მას გადააჭარბებდი უფალთან სიახლოვესა და ამაღლებაში. აი, თავად პავლე მოციქულს მოუსმინე: «ვილოცევდ მე შეჩუენებულ ყოფად თავსა ჩემსა ქრისტესგან ძმათა ჩემთათვს, და ნათესავთა ჩემთა ხორციელთა». (რომ. 9,3). ხედავ, იგი მზად არის თავად დაშორდეს უფალს ოღონდ იხსნას სული მოყვასისა. შენ კი გაიძახი – პავლე მოციქულისათვის შეურაცხმყოფელია ჩემისთანა უბირის ლტოლვა ღვთაებრივი სიმაღლეებისკენო. ასე არ არის ჩემო ძმაო! წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს.

მაგრამ გემუდარები მკითხო: ვინც ამის თაობაზე წერდა როგორ მივიდა ამ დასკვნამდე? ან, ისინი ვინც ამჟამად ფიქრობენ ამას როგორღა მიხვდნენ? მიპასუხე ვისი ნააზრევია ეს ყოველივე – რასაკვირველია ადამიანის, ადამიანის საქმენი განცხადებული სიტყვაში. ამას როდესაც ამბობ იცი მეორე ადამიანის სულიერი მდგომარეობა სინამდვილეში? წმინდა პავლე მოციქული ხომ ამბობს: «რამეთუ ვინმე უკუე იცის კაცმან კაცისა, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მასთან? (1კორ. 2,11). თუკი ადამიანს არ ძალუძს, ჩასწვდეს მეორე ადამიანის სულის სიღრმეებს, მაშინ როგორღა მოახერხებს იმის გაგებას თუ რამდენად მიიღო ამა თუ იმ პიროვნების სულმა ღვთაებრივი. მაშასადამე, ის ცვლილებები და მდგომარეობა, რომელიც სულს ემართება განღმრთობის დროს?


ცალკე გამოყოფის ღირსია აი ეს ადგილი:
ციტატა
წმინდანებს შური არა სჩვევიათ, არც გულისთქმები აწუხებთ და არც მიელტვიან დიდებასა და პატივს კაცთა. მათ, უფლის თაყვანისმცემლებსა და წმინდანებს მხოლოდ ერთი სწრაფვა, სურვილი, განცხრომა და ნეტარება აქვთ: უფლის ჭვრეტა. ხოლო ისინი, რომლებიც უფალს ჭვრეტენ, განეშორებიან ორპირობას და ფარისევლობას, რამეთუ უფლის გარდა სააქაო ცხოვრების სიამტკბილობა მათ ცნობისწადილს არ აღუძრავს. არც ჩვეულებრივი მოკვდავი, არც ყოფითი საფიქრალ-საზრუნავი არ აინტერესებთ. არამედ თავისუფალი არიან კაცთათვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობისგან და გონება არ ეფანტებათ უამრავ წვრილმანებზე ფიქრში. სწორედ ამიტომ, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია სიცოცხლეში, ამქვეყნიური ამაოებისაკენ აღარასოდეს გაიხედავს.
ანუ, წმინდანები ცოდვით აღარ დაეცემიან. ღვთის მადლით განწმენდილი ადამიანი აღარ ილტვის ამქვენყნიურისაკენ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 13 2014, 01:23 AM

guest1
მე ნუღარ მომნიშნავ შენს პოსტებში , მაინც არ შემოვალ დისკუსიაში . ( ასაკით უფროსი რომ არ იყო , კიდევ დავფიქრდებოდი) .
მოკვდავ ადამიანს , ,,ბუნებით ღმერთად'' მიიჩნევ და რომელ თეოლოგიურ დისკუსიაში უნდა შემოვიდე შენთან ?ადამიანს პოლითეიზმი გწამს .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 13 2014, 07:44 AM

A.V.M

ციტატა
მე ნუღარ მომნიშნავ შენს პოსტებში , მაინც არ შემოვალ დისკუსიაში . ( ასაკით უფროსი რომ არ იყო , კიდევ დავფიქრდებოდი) .
მოკვდავ ადამიანს , ,,ბუნებით ღმერთად'' მიიჩნევ და რომელ თეოლოგიურ დისკუსიაში უნდა შემოვიდე შენთან ?ადამიანს პოლითეიზმი გწამს .
პირველ რიგში, მე უკვე ბევრჯერ ავღნიშნე, არ ვღვთისმეტყველებ-თქო. ღვთისმეტყველება არ არის მონანულთა საქმეო, ასე ამბობენ წმინდანები. მეკიდევ, ჯერ სინანულიც არ ვიცი რა არის. გარდა ამისა, შენს გარდა სხვაც არის აქ. ვისაც დააინტერესებს წმინდანთა სწავლება წაიკითხავს. კიდევ ის, რომ შენ თუ არ გინდა გიპასუხო, მაშინ მე ნუ დამაბრალებ იმას, რაც არ მითქვამს. მე თუ მწამს ის რომ ამ ქვეყანაზე ყოვლისშემძლე ღმერთს შეუძლია იმდენჯერ მოვიდეს, რამდენიც მისი ნება იქნება და ამას შენ პოლითეიზმს ეძახი, მაშინ დავით მეფსალმუნეც პოლითეისტი ყოფილა, როცა ამბობს "დაჯდა ღმერთი ღმერთებს შორის"; მაშინ მართლმადიდებელი წმინდანებიც პოლითეისტები ყოფილან, როცა განღმრთობაზე საუბრობენ;

მადლით განღმრთობა უკვე იცით რა არის და ბუნებით განღმთობისა გიკვირთ.

მე აქ ყველაზე მთავარი რაც იყო, წმინდანთა სწავლებას ვდებ წმინდანთავე ციტატებზე დაყრდნობით: 1) ადამიანი ცხოვრებაში ხდება წმინდანი; აქ დედამიწაზე აღწევს წმინდანობას; 2) წმინდანი ცოდვით აღარ დაეცემა; 3) ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს მხოლოდ-და-მხოლოდ წმინდანი და ისიც სიწმინდის მაღალ საფეხურზე მყოფი; 4) როცა წმინდა მოძღვარი მიუტევებს ცოდვებს ადამიანს, მაშინ ღმერთი უტევებს ცოდვებს მას. როცა არ მიუტევებს, მაშინ ის ცოდვები ადამიანს არ მიეტევება. აქ, აი ესენი უფრო მთავარია, ვიდრე დავითის მადლით ღმერთობა, რასაც ვერც შენ, ვერც მე და ვერც ბატონი ჭელიძე ვერ გაიგებს, რას ნიშნავს.

შენ კიდევ, მე დოგმატის არცოდნაში მადანაშაულებ და პასუხს ვერ ცემ კითხვას, მაშ რატომ ასწავლიან წმინდანები სხვანაირად ყოველივე ამას.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 15 2014, 11:52 PM

ფილოკალიაში აბა ფილიმონი წერს შემდეგს:

ციტატა
You must purify your intellect completely through stillness and engage it ceaselessly in spiritual work. For just as the eye is attentive to sensible things and is fascinated by what it sees, so the purified intellect is attentive to intelligible realities and becomes so rapt by spiritual contemplation that it is hard to tear it away. And the more the intellect is stripped of the passions and purified through stillness, the greater the spiritual knowledge it is found worthy to receive. The intellect is perfect when it transcends knowledge of created things and is united with God: having then attained a royal dignity it no longer allows itself to be pauperized or aroused by lower desires, even if offered all the kingdoms of the world. If, therefore, you want to acquire all these virtues, be detached from every man, flee the world and sedulously follow the path of the saints.


ქართულად ასე ითარგმნება:
ციტატა
შენ უნდა განწმინდო ისიხაზმის საშუალებით შენი გონება სრულიად და განუწყვეტვლივ უნდა ჩართო იგი სულიერ ცხოვრებაში. რამეთუ, ისევე როგორც თვალი ყურადღებით აღიქვამს მატერიალურ საგნებს და განცვიფრებულია იმით, რასაც ხედავს, ასევე განწმენდილი გონების ყურადღება მიპყრობილია სულიერი რელობისაკენ და იმდენად განცვიფრებულია სულიერი ჭვრეტით, რომ ძნელია ისინი ერთმანეთს დააცილო. რაც უფრო იწმინდება გონება ისიხაზმის საშუალებით ვნებებისაგან, მით უფრო დიდი სულიერი ცოდნის მიღება შეუძლია მას. გონება მაშინ არის სრულყოფილი, როცა იგი გაცდება შექმნილი საგნების ცოდნას და ღმერთთან გაერთიანდება: ამგვარად მიაღწევს რა სამეფო ღირსებას ის აღარასოდეს იქნება ვნებების მსხვერპლი, მაშინაც კი თუ მას მთელი სამყაროს სამეფოებს შესთავაზებენ. მაშ, თუ გნებავს შეიძინო ყველა ეს სათნოება, დაცილდი ყოველ კაცს, გაექეცი წუთისოფელს და ჯიუტად მისდიე წმინდანთა გზას.


ანუ, წმინდანი პირდაპირ გვეუბნება, რომ წმინდანობა ხდება დედამიწაზე და გაწმენდილი ადამიანი აღარ ეცემა ცოდვით.

იგივე აბა ფილიმონი წერს:
ციტატა
The only path leading to heaven is that of complete stillness, the avoidance of all evil, the acquisition of blessings, perfect love towards God and communion with Him in holiness and righteousness. If a man has attained these things he will soon ascend to the divine realm... For when our soul rejoices in the contemplation of true goodness, it does not return to any of the passions energized by sensual or bodily pleasure; on the contrary, it turns away from all such pleasure and receives the manifestation of God With a pure and undefiled mind.


ქართულად ეს ასე ითარგმნება:
ციტატა
ერთადერთი გზა, რომელსაც ცათა სასუფეველისაკენ მივყავართ, არის სრული ისიხია (სიჩუმე), სიბოროტის თავიდან აცილება, ღვთის წყალობის შეძენა, ღვთისადმი სრულყოფილი სიყვარული და ღმერთთან ზიარება სიწმიდით და სიმართლით. თუ ადამიანი მიაღწევს ამ ყველაფერს, ის მალე ამაღლდება ღვთიური სამფლობელოსაკენ... რამეთუ, როცა ჩვენი სული ზეიმობს ჭეშმარიტი სიკეთის განჭვრეტით, ის აღარ უბრუნდება რომელიმე ცოდვას, რომელიც გრძნობითი ან სხეულებრივი სიამოვნებისაგან მოდის; პირიქით, ის ზურგს აქცევს ყოველგვარ ასეთ სიამოვნებას და ღვთის გამოვლინებას ღებულობს წმინდა და უბიწო გონებით.


ანუ, ადამიანი წმინდანი ხდება აქ, დედამიწაზე და ამ ცხოვრებაშივე შეუძლია "ღვთიური სამფლობელოსაკენ" ამაღლება და განწმენდილ ადამიანი არასდროს აღარ დაეცემა.

ციტატა
It is only after we have guarded ourselves rigorously, endured bodily suffering and purified the soul, that God comes to dwell in our hearts, making it possible for us to fulfill His commandments without going astray. He Himself will then teach us how to hold fast to His laws;

ანუ

მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენს თავს დავიცავთ მტკიცედ სიბოროტისაგან, გავუძლებთ სხეულის ტკივილს და განვწმენდთ სულს, მოვა უფალი და დაისადგურებს ჩვენს გულებში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მისი მცნებები დავიმარხოთ და აღარ ავცდეთ გზას. ამის შემდეგ თვით უფალი გვასწავლის, თუ როგორ დავიმარხოთ მისი მცნებები.


ანუ, გარკვეული წესით ცხოვრების შემდეგ, ადამიანში უკვე თვით უფალი დაიმკვიდრებს და ის ასწავლის მას ცნებების დამარხვას და დაიცავს მას ცოდვისაგან დაცემით.


ციტატა
Let us, then, do all we can to cultivate the virtues, for in this way we may attain true devoutness, that mental purity whose fruit is natural and theological contemplation. As a great theologian puts it, it is by practicing the virtues that we ascend to contemplation. Hence, if we neglect such practice we will be destitute of all wisdom. For even if we reach the height of virtue, ascetic effort is still needed in order to curb the disorderly impulses of the body and to keep a watch on our thoughts. Only thus may Christ to some small extent dwell in us. As we develop in righteousness, so we develop in spiritual courage; and when the intellect has been perfected, it unites wholly with God and is illumined by divine light, and the most hidden mysteries are revealed to it. Then it truly learns where wisdom and power lie, and that understanding which comprehends everything, and ‘length of days and life, and the light of the eyes and peace’ (Baruch 3:14). While it is still fighting against the passions it cannot as yet enjoy these things. For virtues and vices blind the intellect: vices prevent it from seeing the virtues, and virtues prevent it from seeing vices. But once the battle is over and it is found worthy of spiritual gifts, then it becomes wholly luminous, powerfully energized by grace and rooted in the contemplation of spiritual realities. A person in whom this happens is not attached to the things of this world but has passed from death to life.

მაშ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ შევიძინოთ სათნოებანი, რამეთუ მხოლოდ ამ გზით შეიძლება მივაღწიოთ ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას, იმ გონებრივ სიწმინდეს, რომლის ნაყოფიც არის ბუნებრივი და თეოლოგიური ჭვრეტა. როგორც დიდი თეოლოგი იტყვის, ჭვრეტისკენ აღმასვლა ხდება სათნოებათა ცხოვრებაში დანერგვით. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ასეთ პრაქტიკას ყურადღებას მოვაკლებთ, ყოველგვარი სიბრძნისაგან დავიცლებით. რამეთუ, რომც მივაღწიოთ სათნოებათა მწვერვალს, მაინც საჭიროა ასკეტური ძალისხმევა რათა სხეულის უწესრიგო იმპულსები და ჩვენი აზრები ვაკონტროლოთ. მხოლოდ ასე შეიძლება დაისადგუროს ჩვენში ქრისტემ რაღაც მცირე დონეზე. განვაგრძობთ რა სიმართლეში განვითარებას, ჩვენი სულიერი სიმხნევეც ვითარდება. და როცა გონება სრულიად განიწმინდება, იგი სრულიად ერწყმის ღმერთს და ნათდება ღვთიური სინათლით. ამის შემდეგ ყველაზე დაფარული საიდუმლოებები გამოეცხადება მას. შემდეგ გული ჭეშმარიტად შეიცნობს, თუ სად არის სიბრძნე და ძალა. ასევე მოდის ის გაგება, რომელიც შეიცნობს ყველაფერს, 'სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა' (ბარუქ წინასწარმეტყველი 3:14). სანამ გული ჯერ კიდევ იბრძვის ვენბათა წინააღმდეგ, ის ვერ დატკბება ამ ყველაფრით, რამეთუ სათნოებანი და ბოროტებანი გულს აბრმავებენ: ბოროტებანი ხელს უშლიან მას რათა დაინახოს სათნოებანი, ხოლო სათნოებანი ხელს უშლიან მას, რათა დაინახოს ბოროტებანი. მაგრამ, როცა ბრძოლა დამთავრდება და გული ღირსი გახდება ამ სულიერი ნიჭისა, მაშინ იგი სრულიად განათდება, ძლიერად გამოიკვებება მადლით და სულიერი რეალობის ჭვრეტაში დამყარდება. ადამიანი, ვისშიც ეს ხდება, აღარ არის მიჯაჭული წუთისოფლის საგნებზე და იგი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადადის.


აქაც ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული: 1) ღვთისმეტყველება არ არის წიგნებიდან მიღებული ცოდნის შედეგი, არამედ უფლის მიერ მიმადლებული ნიჭია, რომელსაც განწმენდილი ადამიანი იღებს; 2) წმინდანობა ხდება დედამიწაზე; 3) განღმრთობა ხდება დედამიწაზე; 4) წმინდანი აღარ დაეცემა ცოდვით.

ვინც სხვანაირად ასწავლის, ის, წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ თქვათ, მკრეხელობს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 17 2014, 01:00 AM

guest1

ციტატა
ვინც სხვანაირად ასწავლის, ის, წმინდა სვიმონ ღვთისმეტყველის სიტყვებით რომ თქვათ, მკრეხელობს.

ქმნილების ბუნებით ღმერთად აღიარება რა არის ?

( ვახ . მაინც ჩავერთე რა . ვსო , მოვრჩი ) .

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 17 2014, 09:53 AM

A.V.M
guest1

ციტატა
ქმნილების ბუნებით ღმერთად აღიარება რა არის ?
ეგ წმინდანს უნდა კითხო, ნამდვილ თეოლოგს და ის გიპასუხებს.

ციტატა
( ვახ . მაინც ჩავერთე რა . ვსო , მოვრჩი ).
biggrin.gif
მე არ ჩავერთობი, დაგზოგავ smile.gif წმინდანთა ციტატებს ვდებ მე უბრალოდ და არა "თეოლოგიური" პაექრობის ჟინი მჭირს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 17 2014, 11:59 PM

guest1

ციტატა
მე არ ჩავერთობი, დაგზოგავ

მადლობა გულმოწყალობისათვის...

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Mar 24 2014, 01:34 AM

ფილოკალიაში, წმინდა ესაია განდეგილი წერს შემდეგს:

ციტატა
If your heart comes to feel a natural hatred for sin, it has defeated the causes of sin and freed itself from them.
ციტატა
თუ გული ბუნებრივ ზიზღს გრძნობს ცოდვისადმი, მაშინ მას დაუმარცხებია ცოდვის მიზეზი და თავისუფალია ცოდვისაგან.



ციტატა
8. If your intellect is freed from all hope in things visible, this is a sign that sin has died in you.
9. If your intellect is freed, the breach between it and God is eliminated.
ციტატა
თუ ბონება იმედს აღარ ამყარებს ხილულ საგნებზე, ეს იმის ნიშანია, რომ ცოდვა მოკვდა შენში. თუ გონება განთავისუფლდა, მაშინ მასსა და ღმერთს შორის საზღვარი მოსხნილია.



ციტატა
When a man has an exact knowledge about the nature of thoughts,* he recognizes those which are about to enter and defile him, troubling the intellect with distractions and making it lazy. Those who recognize these evil thoughts for what they are remain undisturbed and continue in prayer to God.
ციტატა
როცა ადამიანს გააჩნია ზუსტი ცოდნა აზრის (ანუ ფიქრის) ბუნებაზე, იგი ცნობს იმ აზრებს, რომელიც მასში უნდა შევიდეს და გონების წაბილწვა მოახდინოს. მათ, ვისაც ესმის ასეთი აზრების ბუნება, აღარ აწუხებთ ისინი და ღვთისადმი ლოცვას განაგრძობენ.



ციტატა
14. When the intellect rescues the soul’s senses from the desires of the flesh and imbues them with dispassion,* the passions shamelessly attack the soul, trying to hold its senses fast in sin; but if the intellect then continually calls upon God in secret, He, seeing all this, will send His help and destroy all the passions at once.



ციტატა
17. When a man severs himself from evil, he gains an exact understanding of all the sins he has committed against God; for he does not see his sins unless he severs himself from them with a feeling of revulsion. Those who have reached this level pray to God with tears, and are filled with shame when they recall their evil love of the passions. Let us therefore pursue the spiritual way with all our strength, and God in His great mercy will help us. And if we have not guarded our hearts as our fathers guarded theirs, at least in obedience to God let us do all we can to keep our bodies sinless, trusting that at this time of spiritual dearth He will grant mercy to us together with His saints.
ციტატა
როცა ადამიანი ცოდვას აქცევს ზურგს, იგი იძენს ზუსტ ცოდნას ყველა იმ ცოდვის რაოებაზე, რაც კი მას ღვთის მიმართ ჩაუდენია. ადამიანი ვერ ხედავს თავის ცოდვებს, თუ ზიზღით არ შეაქცევს მას ზურგს. ისინი, ვინაც სულიერების ამ დონეს მიაღწია, ცრემლებით ლოცულობენ ღვთის მიმართ და სირცხვილის გრძნობით ივსებიან, როცა წარსულის ვნებებს იხსენებენ.



=======

ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან ჩანს, რომ თუ ადამიანი მიყვება მართლმადიდებელი ბერის მიერ შემოთავაზებულ გზას, ის მიაღწევს უვნებლობას და სიწმინდეს, რომლის შემდეგაც მას ცოდვით დაცემა აღარ ემუქრება.



პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Apr 23 2014, 08:48 PM

ქრისტე აღსდგა

ყველა ქართველ და არაქართველ ქრისტიანს ვულოცავ ამ დღესასწაულს. გისურვებთ ყველას სიწმინდისაკენ სვლას, წმინდა მოძღვრის პოვნას.

განვაგრძობ, თქვენის ნებართვით, წმინდანთა სწავლებას წმინდანობაზე და მღვდლობაზე. ქვემოთ მოცემულია მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის ვრცელი ციტატა მისი წიგნიდან "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია:

ციტატა
დიონისე არეოპაგელის ღვთისმეტყველების თანახმად ეპისკოპოსი სულიერი ცხოვრების მცოდნეა, ღვთისმხილველია და აქვს თავად განღმრთობის გამოცდილება. ამიტომ "მღვდელმთავრის ღვთაებრივი წოდება არის პირველი ღმერთისმხილველ წოდებათა შორის. ეს არის უკანასკნელი ხარისხი"109. მღვდელმთავარი განღმრთობის ნაყოფია, რადგან განღმრთობა განიცადა თავად და ეხმარება სხვა ქრისტიანებს მადლით განღმრთობის გზაზე. "მღვდელმთავრის ხარისხი მოითხოვს თვითსრულყოფას. განღმრთობის განცდას, რასაც გადასცემს მასზე დაბალ საფეხურზე მდგომთ მათი ღირსების შესაბამისად, გადასცემს თავის განღმრთობის ნაწილს"110. დიონისე მღვდელმთავრად ასახელებს "ღმრთივშთაგონებულ და ღვთიურ ადამიანს, რომელიც წმინდა ცოდნის მფლობელია და მისი მაგალითით სრულდება და შეიცნობა მთელი იერარქია"111.
ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, დიონისე არეოპაგელის მიხედვით ეპისკოსპოსი უნდა იყოს არამარტო წმინდანი, არამედ დიდი წმინდანი (ანუ განღმრთობილი).

ვნახოთ ისევ რა არის ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება და რა არის დამახინჯებული "ღვთისმეტყველება":
ციტატა
თეოლოგიაც ვერ ჩაითვლება ფილოსოფიად, ისიც მკურნალი მოძღვრებაა. მართლმადიდებლური თეოლოგია ნათლად გვიჩვენებს, რომ ერთი მხრივ იგი კურნების ნაყოფია და მეორე მხრივ არის კურნებისკენ მიმავალი გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის, ვინც განიკურნა და ღმერთთან კავშირშია, ღმრთისმეტყველია, მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანებს კურნების ჭეშმარიტი გზა უჩვენოს.
ანუ, ღვთისმეტყველი შეიძლება იყოს მხოდლო-და-მხოლოდ წმინდანი (განკურნებული ადამიანი) და არა ცოდვებით დაავადებული.

ღვთისმეტყველი არის მამა გაბრიელი და მისი სულიერი მოწაფე (ან მოწაფეები), რომელსაც მამა გაბრიელმა სულიერი მღვდელთმთავრობის ხელი დაასხა. ღვთისმეტყველი არის მამა გაბრიელის სულიერი მასწავლებლები - ბეთანიელი წმინდა მამები. ხოლო, ედიშერ ჭელიძე, ანდრია კურაევი და სხვები თვით საჭიროებენ მკურნალობას და აქედან გამომდინარე ღვთისმეტყველები ვერ იქნებიან.

აი კიდევ რას წერს მიტროპოლიტი თანამედროვე ღვთისმეტყველებაზე:
ციტატა
ჩემი აზრით, თანამედროვე ღმრთისმეტყველება რაციონალისტურია. მისი საყრდენი “სიმდიდრე” აზროვნებაა. საყურადღებოა არქიმანდრიტ სოფრონისეული შეფასება: “წარმოსახვის ერთი სახეობა, რაზეც გვსურს ვისაუბროთ არის ლოგიკით ღვთაებრივ სამყაროში შეჭრა და მისი განმარტება. ასეთ მცდელობას ყოველთვის წარმოსახვა ახლავს, რასაც მრავალნი უწოდებენ ‘ღმრთისმეტყველების შემოქმედებას’. გონიერი ღმრთისმეტყველების მოღვაწე და წმინდად მლოცველი თავის თავში ებრძვის ამგვარ ‘შემოქმედებას’, რადგან ის ჭეშმარიტი არსებობის საპირისპირო პროცესია და ამ დროს ადამიანი თავად ქმნის ღმერთს საკუთარი წარმოსახვით და თავის მსგავსად”908. არქიმანდრიტი სხვა ადგილას წერს:, რომ ღვთისმეტყველ-რაციონალისტი აგებს თავის სისტემას არქიტექტორის მსგავსად და იყენებს ემპირიულ და მეტაფიზიკურ აზრებს სამშენებლო მასალად და იმას კი არ აქცევს ყურადღებას, რამდენად შეესაბამება მისი იდეალური შენობა რეალურს, არამედ ფიქრობს შენობის დიდებულებაზე. თავის სისტემის ჰარმონიულობაზე ლოგიკური თვალსაზრისით.

რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დიდმა ადამიანებმაც კი ვერ გაუძლეს ამგვარ ცდუნებას, რომლის თავი და თავი არის ამპარტავნება. რაციონალისტი თეოლოგისთვის ისევე ძვირფასია თავისი მოსაზრება, როგორც დედისთვის შვილი. თავის შემოქმედება საკუთარი თავივით უყვარს, მასთან აიგივებს და თავის სფეროში იკეტება. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ადამიანური ჩარევა გარედან უშედეგოა, თუკი თვითონ რაციონალისტ-თეოლოგი არ გამოეთიშება ე.წ. სიმდიდრეს. სხვაგვარად ვერასოდეს ვერ შეძლებს წმინდად ლოცვას და ჭეშმარიტ ჭვრეტას უფლისას"


ციტატა
ზემოთ შევნიშნე, რომ ბევრი ჩვენგანი ღმრთისმეტყველებას მკურნალ მეცნიერებად არ აღიარებს. ჩვენ არ ვიცნობთ მართლმადიდებლური მოღვაწეობის არსს. თუ წავიკითხავთ “სათნოებათმოყვარეობას” (φιλοκαλία), სადაც თავმოყრილია თეოლოგიური მეთოდების ამსახველი მნიშვნელოვანი თხზულებები, დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა სულის ვნებათაგან განკურნებაზე მოგვითხრობს.
ჭეშმარიტად: ჩვენ არ ვიცნობთ მართლმადიდებლურ სწავლებას და იმიტომ არის, რომ მამა გიორგი ბასილაძეს ზოგერთი "ღვთისმეტყველი" აკრიტიკებს. მამა გიორგი არის ღვთისმეტყველი. მამა გიორგის სწავლებაში გადმოცემულია ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც დიდი წმინდა ბერების თხზულებებში, რომელიც თავმოყრილია "სათნოთმოყვარეობაში" ანუ "ფილოკალიაში".

ციტატა
წმინდა სამების სახელით მონათლული და სამპიროვანი ერთარსება ღმერთის ნებას დამორჩილებული ყველა მორწმუნე არის მღვდელმსახური, სულიერი მღვდელი. ტერმინი "სულიერი მღვდლობა" ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ("საყოველთაო", "საერო" მღვდლობა), რადგან "სულიერი მღვდლობა" შეიძლება მიიღოს სასულიერო პირმაც და ერისკაცმაც, მაგრამ არა ყველა მონათლულმა, მხოლოდ იმათ, ვინც უფლის ტაძარი გახდა.

სულიერი მღვდლობა შეუძლია გონებით უწყვეტად მლოცველ ადამიანს, უფრო სწორად იმას, ვინც მადლის იმ სიმაღლეს მიაღწია, როცა ძალმოსილია მთელი სამყაროსთვის ილოცოს. ამას სულიერი მღვდელმსახურება ეწოდება, და ყველასთვის აღესრულება. ამგვარი ადამიანების (თავშეწირვით სხვებისთვის რომ ლოცულობენ) ლოცვაზეა დამყარებული სამყარო და მათით იკურნებიან სულები. ლოცვით ხდებიან ისინი ექსორცისტები და განაგდებენ ადამიანთა შორის გამეფებულ ეშმაკს. ეს რჩეულთა ღვაწლია, მათი, ვინც მთელი დედამიწისთვის ლოცულობს.

წმინდა გრიგოლ სინელი სულიერ სამღვდელოებაზე ამბობს, რომ მისი არსებობა თავად ხელდასხმული სამღვდელოებისათვისაა აუცილებელი. ნაშრომის წინა ნაწილში წარმოვაჩინეთ, რომ მღვდელმსახურად ირჩევდნენ ღვთიური მადლის მატარებელ ადამიანებს. გრიგოლ სინელის სიტყვებით გონებითი ლოცვა "საიდუმლო მღვდელმსახურებაა". საინტერესოა წმინდა მამის გამონათქვამი: "გონებით ლოცვას წინ უძღვის განწმენდა ანუ სული წმინდის ქმედება და შემდეგ გონებით საიდუმლო მღვდელმსახურება"149. ვისაც გონებითი ლოცვის მადლი ეძლევა, ის გრძნობს მადლის ქმედებას (ანუ, წმინდანმა იცის, რომ თვითონ წმინდანია), რაც განწმენდილი, განმანათლებელი და საიდუმლოა. ასეთია სულიერი მღვდელმსახურება და სულიერი საღმრთო ლიტურგია. ამ მდგომარეობამდე ამაღლებული ადამიანი არის მღვდელმსახური. ჭეშმარიტი მღვდელმსახურებისას სული წმინდა მართავს გულს და სხვა აზრებისგან ათავისუფლებს, ასეთ გულში ყველაფერი ითქმის და სრულდება სული წმინდის მადლით"150.

წმინდა მამის მოყვანილი სიტყვები ცხადყოფენ, რომ სწორედ სულიერი სამღვდელოება გადავა მომავალ საუკუნეში, ზეციურ სასუფეველში. სულიერი სამღვდელოება ერისთვის, მისი სამსახურისთვის არსებობს. ის ზეციურ სასუფეველში განაგრძობს მსახურებას წმინდა ტრაპეზთან. ასეთი სულიერი მადლის მატარებელნი შეადგენენ “ჭეშმარიტ სამღვდელოებას”, მათი ღვაწლი ამქვეყნიურ ცხოვრებაში იწყება. ამ სინათლეში შეუძლია შესვლა ყველანაირ ადამიანს, მათ შორის ქალსაც. ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ მართლმადიდებლური ტრადიციით ქალის ხელდასხმა არ შეიძლება. ქალს შეუძლია "სულიერი მღვდელმთავარი" გახდეს. გრიგოლ სინელი სხვა ადგილას წერს: "ყველა კეთილმორწმუნე მეფე და მღვდელმსახური მადლცხებულია ახალი მადლით, ისევე როგორც უწინ. "არქეტიპის მიხედვით" ძველი აღთქმის მღვდელმსახურები იყვნენ წინასახენი ჩვენი ჭეშმარიტებისა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამღვდელოება და მეფეები არ არიან "ერთსახოვანნი და ერთნაირნი"151.

ტყვეობისგან განთავისუფლებული ადამიანური გონება სული წმინდის მადლის მიღებით "სულიერი ხდება და მაშინ ადამიანი საიდუმლოდ ასრულებს მღვდელმოქმედებას საკუთარი სულის სამსხვერპლოზე და ეზიარება უფლის კრავს სულიერი ქორწინებით. სულის გონიერ სამსხვერპლოზე სულიერი მღვდელმსახური იგემებს უფლის კრავს და იმავდროულად თავად ემსგავსება მას. ამდენად, როცა ჩვენს სულში გონებითი ლოცვა აღევლინება, სრულდება უწყვეტი საღმრთო ლიტურგია, რაც ჩვენს არსებობას ასაზრდოებს. წმინდა გრიგოლ სინელი წერს: "სულიერი მღვდელმსახურება სულის საკურთხეველზე აღსრულებული გონიერი ქმედებაა. ზიარებაა უფლის კრავთან და უფალთან ქორწინება". გონიერ საკურთხეველზე კრავის შეჭმა ნიშნავს არა მხოლოდ მასთან ზიარებას, არამედ კრავად გარდაქცევას, მის მიმსგავსებას მომავალში."152

წმინდა გრიგოლი აგრძელებს "ზეციური სასუფეველი უფლის შექმნილ კარავს ჰგავს, სასუფეველსაც მოსეს კარვის მსგავსად ორი შესასვლელი ექნება მომავალ საუკუნეში". პირველ კარავში შევლენ "მადლით განათლებულნი", მეორეში კი ისინი, ვინც იმსახურა "ღმრთისმეტყველებაში, როგორც სრულყოფილმა განმანათლებელმა" და მათგან რომელიც არის უპირატესი წმინდა სამებისა და იესოს წინაშე"153.

უპირატესობა აქვთ მათ, ვინც ღმრთისმეტყველების მადლი ზემოთ გადმოცემული გზით მოიპოვა. უფლის ჭვრეტით შევიდა ღვთიურ სამყაროში, ისინი არიან უფლის მღვდელმსახურები და წარმოადგენენ ჭეშმარიტ, სულიერ სამღვდელოებას და ძალუძთ უძლურთა განკურნება.

ნიკიტა სტითატი ამბობს, რომ ნებისმიერი ღვთიურ მადლთან ზიარებული და წმინდა მამათა მიერ ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი მღვდელი, დიაკვანი და მონაზონიც კი ითვლება "ჭეშმარიტ ეპისკოპოსად" მაშინაც კი, თუ ის ხელდასხმული არ არის მღვდელმთავრად. პირიქით, სულიერ ცხოვრებასთან უზიარებელი ითვლება ცრუ მღვდელმსახურად, თუგინდ ხელდასხმის ღირსებით ამაყობდეს და სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდეს თავს"154.

კურნების მადლის თაობაზე საყურადღებოა სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სწავლება. იგი წერს, რომ ცოდვათა მიტევების უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს ჰქონდათ მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული. თუმცა, როცა ისინი (ეპისკოპოსები) ამისთვის შეუფერებელნი გახდნენ, "ეს საშინელი მოვალეობა მღვდლებს გადაეცა, ვინც უბიწო ცხოვრებით ცხოვრობდა და ღვთიური მადლის ტარების ღირსი იყო". როცა სამღვდელოებაც მიეცა ცდუნებას, მაშინ ცოდვათა შენდობის პატივი გადაეცა ღვთის რჩეულთ, ანუ მონაზვნებს. ეპისკოპოსებს და მღვდლებს კი არ ჩამოერთვათ, არამედ ისინი თავად გაუუცხოვდნენ ამ მოვალეობას"155.
ჩვენმა მღვდლებისა და ეპისკოპოსების დიდმა ნაწილმა რომ გაიგონ რას გვასწავლიან სინამდვილეში დიდი წმინდანები (გრიგოლ სინელი, მაქსიმე აღმსარებელი, იოანე ოქროპირი, სვიმონ ღვთისმეტყველი და მისი სულიერი მოწაფე ნიკიტა სტითატი და ა.შ.) მათ ერეტიკოსებად შერაცხავდნენ და წმინდანები თითქმის აღარ დაგვრჩებოდა. წმინდანები პირადპირ გვასწავლიან, რომ დაიკვანი, მღვდელი და ეპისკოპოსი წმინდანი უნდა იყოს. ვინც წმინდანი არ არის, ის წეშმარიტი მღვდელსახური ვერ იქნება. იგივე წმინდანები გვასწავლიან, რომ სულიერი მღვდელმთავარი, მიუხედავად იმისა მას ეკლესიამ დაასხა თუ არა ხელი (ანუ ერში მოღვაწე არა-მღვდელი ადამიანიც შედის აქ), ღვთისაგან ხელდასხმულია და ისინი საიდუმლოდ აღასრულებენ ჭეშმარიტ მღვდელთმსახურებას. ასევე გვასწავლიან, როგორც სვიმონ ღვთსიმეტყველი აღნიშნავს, რომ ცოდვის მიტევების უფლება მხოლოდ წმინდა მღვდელს (ან ეპისკოპოსს) გააჩნია. ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზია არ არის, არამედ, მოყვანილ ციტატებში პირდაპირ წერია.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 09:23 PM

"მართლმადებლობაში წმინდანთა თაყვანისცემა ყოველთვის ქრისტეცენტრულია.

ამიტომ, იმის თქმა, რომ წმინდანთა თაყვანისცემა იესო ქრისტეს გამომსყიდველობით ღვაწლს ერთგვარად ჩრდილში ტოვებს, იგივე იქნებოდა, გვეთქვა, რომ პატივი, რომელიც ნაყოფს მიეგება, ამცირებს იმ ვაზის მნიშვნელობას, რომელზედაც და რომლის წყალობითაც ეს ნაყოფი იზრდება".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 12 2015, 01:11 PM

marine
გასაგებია ანუ წარმოვიდგინოთ ელჩი რომელიც სხვა ქვეყანაშია და წარმოადგენს საქართველოს, ყველასთვის მისი ქმედება აღიქმება, როგორც საქართველოს ქმედება ხომ ასეა და ჩვენც ელჩები უნდა ვიყოთ ქრისტესი ამ ქვეყანაზე? ვგულისხმობ ჩვეულებრივ ქრისტიანებს არაწმინდანებს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2015, 08:03 PM

"ღმერთი არ დაუშვებს, რომ სხეული, რომელიც მოკავშირე იყო მისი ღვაწლისა, მატლებს მისცემოდა შესაჭმელად. წმინდანთა სხეულები იმიტომაა უხრწნელი, რომ ყველა ქრისტიანს, რომელიც კეთილმოკრძალებით თაყვანს სცემს მათ, წმინდანთა ლოცვით ყველა სათხოვარი აღესრულებათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2015, 08:43 PM

"წმინდანნი სიცოცხლეშივე განიღმრთობიან, უხრწნეულობას, უბერებლობას და სინათლეს აღწევენ, ისინი სიცოცხლეშივე იქცევიან ცოცხალ ხატებად"

/ასმათ ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2015, 09:57 PM

"ღმერთზე საუბარი დიდი საქმეა, მაგრამ უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის"

/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 03:44 PM

"[ნეტარი სამსონი] სულიერი სიმდიდრის გასამრავლებლად, ყველაფერ ამქვეყნიურ სიამეზე თქვა უარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2015, 04:18 PM

"[ნეტარი სამსონი] ღვთისგან ბოძებული ზებუნებრივი ნიჭის შესახებ არავის უხელდა, რადგან არ სურდა, ადამიანებისგან ზედმეტი ხოტბისა და აღტაცების მიზეზი გამხდარიყო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 03:28 PM

"წმინდანებისა და ანგელოზების შარავანდიც, რომელიც ხატებზე გამოსახავენ, სხვა არაფერია, თუ არა მადლის ხელთუქმნელი ნათლის ანარეკლი, რომელიც მათ სულში ბრწყინავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:16 AM

"წმინდანობა იოლი როდია... ასეთებზე საუბარი ჩვენთვის, ცოდვილთათვის რთულია და უხერხული, მიბაძვისათვის კი არც ძალა გვეყოფა და არც მათი ღვაწლის წარმოდგენაა საიოლო, რამეთუ ისინი - განსაკუთრებულნი არიან, ზეციური გოლიათები და სულიერი გიგანტები... ისინი ჩვენსავით მიწიერ, ცოდვილ და უძლურ მოდგმას არ ეკუთვნიან..."

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 11:42 AM

„წმინდა მამებმა საკვირველი სიტყვა წარმოთქვეს: - ეშმაკნი რომ არ ყოფილიყვნენ, არც წმინდანნი იქნებოდნენო... ვისაც მეტი მადლის მიღება სურს, მეტი განსაცდელისთვისაც მზად უნდა იყოსო, - ამბობს წმინდა ისააკ ასური“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 05:50 PM

"იგი სულით და ხორცით ანგელოსს მიაგავს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 09:22 PM

"ბერები დაკრძალვის ადგილს არ ირჩევენ, მაგრამ წმინდანები ამ წესს არ ექვემდებარებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2015, 10:04 PM

"იგი [წმ. ეფრემ ასური] ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხდება ჭეშმარიტი სიბრძნის მაღალი მცნებებისა და ცნობების მფლობელი და სიტყვის სიცხადითა და ბრწყინვალებით, აზრთა სიმდიდრითა და სისწორით აღემატება თავისი დროის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან და სახელოვან მასწავლებლებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2015, 11:03 PM

"მისთვის უცხო იყო ამ ქვეყნის ამაოება და ყოველგვარი ბიწიერება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2015, 08:39 PM

"[ღირსი სერაპიონ სინდონიტი] არასოდეს არ შედიოდა სახლში დასასვენებლად ან დასაწოლად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2015, 01:34 PM

"წმინდანია ის, ვინც გონებას, გულს განიწმინდავს და მუდმივად ღმერთთანაა შეერთებული"

/დეკ. გიორგი სამსონიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2015, 05:32 PM

"წმინდანებს როცა ევედრები, მათი სახელების გულიდან წარმოთქმა უკვე იმას ნიშნავს, რომ გვერდით გვიდგანან მეოხნი. და აი, მაშინ ითხოვე დაუეჭვებლად, რომ შეგეწიონ და შეისმენენ შენს ლოცვა-ვედრებას. თვალის დახამხამებაში წარუდგენენ შენს მუდარას მეუფეს, რომელიც ყველგანაა და ყოველივე უწყის"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2015, 09:36 PM

"რამდენი მთავარი და ძლიერი ამ ქვეყნისა ცხონდა ერში და არათუ ცხონდა, განდიდა კიდეც ეკლესიის მიერ, როგორც წმიდანი! მათ ყოველივე ჰქონდათ, მაგრამ მათი გული ამა სოფლის ხრწნადს კი არა, ზეციურს ეკუთვნოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2015, 04:22 PM

[ღირსი პაისი ათონელი] წმინდათა ცხოვრებაში წაკითხულს საკუთარ ცხოვრებაში ატარებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2015, 09:00 PM

"როცა წმინდანები საკუთარ თავს ცოდვილებს ეძახდნენ, ეს სჯეროდათ, მათი სულიერი თვალები მიკროსკოპების მსგავსნი გახდნენ ამით და თავიანთ მცირეოდენ შეცდომებსაც კი დიდ ცოდვებად ხედავდნენ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 01:51 PM

"მართალი ეწოდება იმ კაცს, რომელიც ღვთის ყველა მცნებას ასრულებს და სათნო ეყოფა ღმერთს. ანუ მართალი წმინდანია. მართალი კაცობა გამორჩეული ნიშანია ყველა ღვთისათვის სათნომყოფლისა"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2015, 08:18 PM

"შინაგანად სიმშვიდის მდგომარეობა ჰკვებავდა წმინდანებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 03:44 PM

"თვით წმინდანებიც ცხონებას მხოლოდ ღვთის წყალობით მოიპოვებდნენ, რადგანაც ბნელი ლაქები მათ სულებშიც კია დარჩენილი"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2015, 06:06 PM

"ათონელები თვლიან, რომ ძვლების ყვითელი ფერი წმინდანობის მაუწყებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2015, 10:06 PM

"ხშირად, როცა ხელზე ვეამბორებოდი [ღირს პაისი ათონელს], წმინდა მირონის მსგავს ზებუნებრივ არომატს ვგრძნობდი. იმავე სურნელს ვგრძნობდი მის ბაგეთაგან, როცა მესაუბრებოდა. არადა, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, მკაცრი მარხვების გამო პირიდან უსიამოვნო სუნი უნდა ამოსვლოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2015, 10:46 PM

"წმინდანობის დაფარვა შეუძლებელია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 07:28 PM

"წმინდანი იხსენიება მისი გარდაცვალების, ანუ ამქვეყნიური ცხოვრების დასრულების დღეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 10:40 PM

"ის, ვინც ღვთისა და ანგელოზების რჩეულია"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2015, 11:24 PM

„სამუელის დედის, ანას მსგავსად აღუთქვა, რომ შვილს უფალს დაუთმობდა“


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 01:05 PM


"იმ წუთიდან წმინდა სვიმეონმა საკუთარი თავი სრულიად დაივიწყა და ანგელოზის სადარი ცხოვრებით ცხოვრობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 01:19 PM

„სახეზე ანგელოზებრივი სხივი გადასდიოდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 06:50 PM

"წმინდანი ღმერთს როგორც ანგელოზი ისე ემსახურებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:18 PM

"[ღირსი ალვიპი მესვეტე] უფალმა თავის სამსახურში ჯერ კიდევ დაბადებამდე ჩააყენა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:40 PM

"მდუმარების აღთქმა რომ არ დაერღვია, პირში ქვა ჩაიდო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 10:01 PM

"შენ კი გამხნევდი და გაძლიერდი, რადგან მთელი სიცოცხლე მე უნდა შემომწირო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 11:02 PM

"[წმ. მართალი მართა] დაიმარხავდა ბაგეს მრავალმეტყველებისგან, მხოლოდ აუცილებელს იტყოდა. უყვარდა დუმილი, ასე ასწავლიდა გონებას ღვთისმეტყველებას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 11:26 AM


„ნეტარი სვიმეონი [მესვეტე (უცროსი)] ანგელოზებრივი ცხოვრების წესის წყალობით, ქერუბიმებს ემსგავსებოდა და გამუდმებით ადიდებდა უფალს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:10 PM

"[წმ. ამბროსი მედიოლანელი] საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მკაცრი, იგი ძალზე კეთილი, ლმობიერი და მისაწვდომი იყო ყველასთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 06:27 PM

"სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ ბოროტმოქმედთა გამო, არამედ - გულმოდგინედ უნდა ვილოცოთ მათთვის, რომ კეთილნი გახდნენ.
წმინდანთა რიცხვი ყოველთვის ცოდვილთაგან ივსება ".

/წმ. ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2015, 11:40 AM

"დიდი დიონისე არეოპაგელის მიბაძვითა და მის მსგავსადვე მიწას მომწყდარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2015, 10:28 PM

"რათა ყველას სცოდნოდა, რომ ისიც კაცია, იულიანეს ცხელება შეეყარა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 10:50 PM

"ის სხეულის თითოეულ ნაკვთს ასწავლიდა სათნოებათა ქმნას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:04 PM

"ამგვარად, მღვდელმთავრის ხარისხით განმშვენებული სათნოებათა ქმნაშიც წარემატებოდა და ყოველგვარი სიკეთით დატვირთულ ხომალდის მსგავსად ღვთის სავანემდე (ყურემდე) მიცურა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2015, 11:14 PM

"ცვილზეც კი ასე ზუსტად არ აღიბეჭდება თითის გამოსახულება, როგორც პოლიქრონიონში აღიბეჭდა დამახასიათებელი თვისებები ამ ნეტარისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 10:57 PM

"თავიანთი სათნო ცხოვრებით ანგელოზთ შეემსგავსნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2015, 03:09 PM

"ქრისტიანი წმინდანს ნიშნავს"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 22 2015, 03:10 PM

marine

ციტატა
"ქრისტიანი წმინდანს ნიშნავს"

არ ვიცოდი მე რატომ ნიშნავს ამას? რაიმე მინიშნება ხომ არაა რომ ჩვენც წმინდანებივით ვიცხოვროთ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 22 2015, 03:40 PM

sanfol

ციტატა
არ ვიცოდი მე რატომ ნიშნავს ამას? რაიმე მინიშნება ხომ არაა რომ ჩვენც წმინდანებივით ვიცხოვროთ?

ყველაფერს ნუ დაიჯერებ რასაც მარინე დაწერს. ეს აბზცაცები ძირითადად კონტექსტიდან ამოგლეილია და ძირითად აზრს მოკლებული.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 22 2015, 04:30 PM

G_saxva
ისე გიორგი მამა თეოდორეს აქვს ნათქვამი ჩვენი მაქსიმუმი ქრისტეაო მიუხედავად იმისა რომ ვერასდროს მივაღწევთო ჩვენითო ის ხო ღმერთი იყოსს მარა ეგრე ჩვენც ხო გვეხმარება ღმერთი და ჩვენშიც ხო მოქმედებსო, წმინდანობა ჩვენი საქმე არააო აბა ვისი საქმეაო თუ რაღაცა ამდაგვარი და ამაზე რას ფიქრობ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 23 2015, 09:47 AM

sanfol

ციტატა
ისე გიორგი მამა თეოდორეს აქვს ნათქვამი ჩვენი მაქსიმუმი ქრისტეაო მიუხედავად იმისა რომ ვერასდროს მივაღწევთო ჩვენითო ის ხო ღმერთი იყოსს მარა ეგრე ჩვენც ხო გვეხმარება ღმერთი და ჩვენშიც ხო მოქმედებსო, წმინდანობა ჩვენი საქმე არააო აბა ვისი საქმეაო თუ რაღაცა ამდაგვარი და ამაზე რას ფიქრობ?

ისე ცოტა გარკვევით წერე ხოლმე თერემ მიჭირს აზრის გამოტანა, სასვენი ნიშნები გამოიყენე უფრო ეფექტური იქნბა. ახლა რაც შეეხება თავად კითხვას, წმინდანობა ჩვენი საქმეა და სვისი არავის, მაგრამ გააჩნია ფორმულირებას როგორ მოვახდენთ, საკითხს როგორ დავსვავთ და ამ ყველაფრისტვის რას გავაკეტებთ. ის რომ წმინდანობა მინდა ამაზე ვსაუბრობ და გულსი ეს აზრიმ მინთია როგორც შენ შემთხვევაში ამპარტავნებაა, მაგრამ თუ მე ვფიქრობ რომ ერთი ჩვეულებრივი ქრიტიანი ვარ ცოდვილი ბუნების და უღირსი, თან ამავე დროს ქრისტეს მცნებებით ვცხოვრობ და იმ გზას გავდივარ რაც მრავალ წმინდანს გაუვლია ეს არა ამპარტავნება არამდედ ის წმინდაობაა რასაც უნდა მივაღწიოთ. განსხვავება ამ ორ შორის ისაა რომ ერთს წმინდანობა უნდა მეორეს კი ქრისტიანული ცხოვრება, საბოლოოდ ერთი ამპარტავნებაში გადადის მეორე კი წმინდანობაში.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 23 2015, 04:19 PM

G_saxva
გასაგებია ცოტა პარადოქსივითაა უბრალოდ თან არ უნდა გინდოდეს მაგრამ თან უნდა გინდოდეს

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 23 2015, 04:32 PM

sanfol

ციტატა
გასაგებია ცოტა პარადოქსივითაა უბრალოდ თან არ უნდა გინდოდეს მაგრამ თან უნდა გინდოდეს

რავიცი მგონი კარგად ავხსენი და პარადოქსი ამაში არაა. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Oct 23 2015, 05:53 PM

G_saxva
თავიდან გადავიკითხე და მივხვდი ანუ თვითმიზანი არ უნდა იყოს არამედ გზაზე აღებული ჯილდო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 26 2015, 09:38 AM

sanfol

ციტატა
თავიდან გადავიკითხე და მივხვდი ანუ თვითმიზანი არ უნდა იყოს არამედ გზაზე აღებული ჯილდო

smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 11:42 AM

„თითოეული კალივა წმინდანს მალავდა, რომლის პოვნა არც ისე ძნელი იყო“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2015, 05:26 PM

„ახლა წმინდანნი არიან მოზეიმე ეკლესიაში“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 11:33 AM

„გხიბლავდა უბრალოებით, რომელიც თანამდევია უფალში მცხოვრები ყოველი კაცისა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 11:48 AM

„თავს ზედმეტი წვეთი წყლის დალევის ნებასაც კი არ აძლევდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 12:02 PM

„თავისი კრძალულებით ეფრემ ასურს დაედარებოდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 03:53 PM

„მამა იოაკიმე არისტოკრატივით უზადო საქციელით გამოირჩეოდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 04:03 PM

„შეუბრალებლად იმონებდა თავის სხეულს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:45 PM

"სატუსაღოს სატანჯველს ისე იტანდა, თითქოს ტაძარში მდგარიყოს, რამეთუ, თუ კაცი ნიადაგ ღმერთზე ფიქრობს, მას ვერავინ და ვერაფერი მოერევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 01:11 PM

"სულიერი სრულყოფის უფრო მაღალ საფეხურებს ესწრაფოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 06:57 PM

"სიმტკიცე თავშეკავებისას"

"მისი გარეგნობა უნებურად მისადმი პატივისცემას აღგიძრავდათ, ხორცში მყოფ ანგელოზად გეჩვენებოდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 07:19 PM

„სახე საკვირველი სიხარულითა და მხიარულებით, საღვთო აღფრთოვანებით უბრწყინავდათ“


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:16 PM

"მის სახეზე ნათლად აღბეჭდილიყო წმინდანობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:07 PM

"წმინდანები თითქოს ღვთის ხელებია, რომელთა მეშვეობით უფალი თავის საქმეებს აღასრულებს"

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 10:28 PM

"დარწმუნებით იტყოდი, რომ შენ წინ წმინდანი იდგა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 06:10 PM

"სახე ისე უბრწყინავდა, მისი შეხედვაც კი სულიერი ძალით აგავსებდათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 10:48 PM


„წმინდანნი, რომელნიც ამქვეყნიურ საგნებს არ არიან მიჯაჭვულნი, იმქვეყნიური ცხოვრების მუდმივ მოლოდინში არიან, არც იმ ადგილთ ეჯაჭვებიან, სადაც ქველ საქმეებს სჩადიოდნენ. ამიტომ უმალ უერთდებიან ზეცას...“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2015, 06:20 PM

"ყოველდღიურად სათანადო პატივი მიაგე წმინდანს ან წმინდანებს (იმ დღეს მოხსენებულთ), ტიპიკონის მიხედვით იმსახურე და წმინდანებიც მოგიხსენებენ - მათ არ უყვართ ვალში დარჩენა"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 09:40 PM

"სპეტაკნი და მომნუსხველნი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2015, 10:53 PM

"წმინდა მამებმა არა მარტო მცნებები დაიცვეს, არამედ ღმერთს ძღვენიც შესწირეს. ძღვენი კი არი ქალწულობა და მოწყალება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 01:03 PM

"გოლიათური სულის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 30 2015, 01:12 PM

"მამა ეფრემს [კატუნაკელი] ფული არ უყვარდა, გაურბოდა თანხის გადანახვას და მხოლოდ ღვთის იმედი ჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2015, 11:22 AM

"კაცი, რომელიც განიკითხავს საკუთარ თავს და მოყვასს ეფერება, წმინდანობას მიაღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2016, 09:25 PM

"იმის მტკიცება, რომ წმინდა მამები აღარ გამოჩნდებიან, დაახლოებით იგივეა ამტკიცო, რომ სულიწმინდამ ეკლესია მიატოვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2016, 11:05 PM

"როდესაც პატივს წმინდანებს მივაგებთ, სინამდვილეში მიმდინარე პროცესში ღმერთს ვცემთ თაყვანს, რადგან ღმერთი ამ ღირსეულ პიროვნებაშია დამკვიდრებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2016, 12:32 PM

"მონათესავე სულები ერთურთს მყისვე შეიგრძნობენ".

"მამა სერაფიმეს ღვაწლი დაფარული იყო კაცთაგან"

„იგი თავისი ცხოვრებით ქადაგებდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 12:33 PM

"იმდენად უმნაკო იყო, რომ საკუთარ თავს ქალებთან დალაპარაკების ნებას არასოდეს აძლევდა, გარდა საკუთარი დედისა, რომელსაც როგორც ძე, პატივს მიაგებდა და ესაუბრებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 05:17 PM

"ნეტარი მამა [წმ. იოანე სინელი] ხორციელად თექვსმეტი წლის გახლდათ, მაგრამ გონებით მას ათასი წლის სიბრძნე ჰქონდა მოპოვებული"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 05:28 PM

"ბაგემ, რომელმაც სიცრუე არ იცოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2016, 11:39 AM

"სიწმინდე უსხეულო ბუნების გათავისებაა".

/წმ. იოანე სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2016, 04:42 PM

"ხორცით შეურყვნელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2016, 06:13 PM

"ღვაწლი ღვაწლს შეჰმატა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 02:06 PM

"ღვთისმეტყველება - ცხოვრების წესია. სრულყოფისაკენ სწრაფვის გარეშე არ შეიძლება ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება არსებობდეს. ამიტომ, წმინდა მამების ერთსულოვანი თვალსაზრისით, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველები - უდავოდ წმინდანები არიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 12:13 PM

"ერთხელ წმინდა სერაფიმე საროველის ხატი დავინახე. მივხდი, რომ ანანია ძალზე ჰგავდა მას. სათნოებებმა ასეთი კვალი დაამჩნიეს მამა ანანიას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2016, 02:52 PM

"ეს არის წმინდანობა, რომ შენი გული მუდმივად უფალთან იყოს და არასოდეს სცილდებოდეს მას".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2016, 09:58 PM

"თუ გსურთ, მოიკლათ სულიერი წყურვილი, მიჰბაძეთ წმინდანებს, რომლებიც ღმერთკაცის ნაბიჯებს მიჰყვებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2016, 10:19 AM

"წმინდანების უმრავლესობა ბერები და მხედრები არიან. რა საინტერესოა. გადახედეთ ეკლესიის ისტორიას და წმინდანთა ცხოვრებას. ბერ-მონაზვნები და მხედრები. არიან სხვებიც, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა ესენი არიან. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოების ამ ორმა ფენამ ყველაზე კარგად იცის ბრძოლის ფასი. ბერებმა, ანუ მონაზვნებმა, რომლებიც დემონებს ებრძვიან და მხედრებმა, ჯარისკაცებმა, რომლებიც ფიზიკურ მტერს ებრძვიან. მათ ყველაზე კარგად იციან ბრძოლის ფასი, გამარჯვების სიხარული. ამ ორ ფენას ყველაზე მეტად აქვს გმირობის ჩადენის უნარიც და სურვილიც, ვაჟკაცობაც ყველაზე მეტი მოსდევთ. და თუ თქვენ არ ხართ მონაზვნები და ბერები, თუ არ ხართ მხედრები, უნდა გახდეთ ასეთები. მხოლოდ მაშინ შეძლებთ ბედნიერების მოპოვებას".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2016, 02:32 PM

"დღესაც ყველგან არსებობენ "ფარული" წმინდანები, რომლებიც განცხადებულნი არ არიან ცნობისმოყვარე და ურჩი გულებისთვის. ხანდახან ისინი იქ ცხოვრობენ, სადაც არ ელი მათ ნახვას. შეიძლება ვერ ცნობ და შენ სიახლოვესაც არიან. შენ მათ სულელებად თვლი და შეხედვის ღირსადაც არ მიიჩნევ, მაგრამ, უეჭველია, რომ სიწმინდე დღესაც არსებობს. მათ არ სჭირდებათ ყვირილი, ელვარება, ხმაური და რეკლამა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2016, 10:42 PM

"თეოდოსის პატივს სცემდნენ არა ძვირფასი მორთულობის, ნათელი ფერის სამოსისა და სიმდიდრის გამო, არამედ უცოდველი ცხოვრების, ნათელი სულის და იმ ღვთიურ შეგონებათა გამო, გულში რომ უდუღდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2016, 03:05 PM

"წმინდანთა რიცხვი ყოფილ ცოდვილთა რიგებიდან მრავლდება".

/ნეტარი ავგუსტინე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2016, 10:25 PM

"ვერ ნახავთ ვერც ერთ წმინდანს, რომ იგი უკმაყოფილო ყოფილიყო თავისი ბედით, საკუთარი მდგომარეობით, ხვედრით. არადა, ჩვენი დაბალი სულიერების მაჩვენებელი სწორედ ის არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად უკმაყოფილონი ვართ ხოლმე საკუთარი ხვედრით, საკუთარი მდგომარეობით, საკუთარი ოჯახით, საკუთარი სამსახურით, საკუთარი მეგობრებით, საკუთარი მრევლით, საკუთარი მოძღვრით, საკუთარი სამშობლოთი".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2016, 10:59 PM

"ეს კაცი ისე იზიდავდა ადამიანებს, როგორც მაკურნებელი წყარო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2016, 02:30 PM

"გაოცებდა თავისი უტკბილესი საუბრითა და ქრისტესმიმბაძველი სიმშვიდით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 12:42 PM

"იგი საკუთარ თავში იმარხავდა (ინახავდა) ღმერთს და ღმერთიც იცავდა ნეტარს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2016, 02:53 PM

„გარეგნობით და შინაგანი თვისებებით ის ანგელოზთა მსგავსი იყო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2016, 06:03 PM

"დღეს ჩვენ ვეძიებთ, როგორ გავხდეთ წმინდანები მცირე შრომით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:02 AM

" - თავი როგორ გაგაქვს, თუ არანაირ ხელსაქმეს არ ეწევი? - ჰკითხა მას ღირსახსოვარმა მამა იოაკიმემ.

- ვმადლობ და ვადიდებ ღმერთს. მივდივარ მონასტერში და პურის ერთ ნატეხს ვთხოულობ, როცა ჩემს კალივაში ვბრუნდები, კიდევ ორ-სამ ცალს ვპოულობ, - უპასუხა მამა ნიკიტამ გასაოცარი უბრალოებით და რისთვისაც მოიწეოდა მასზე ღვთის მადლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:45 AM

„თვით ჩვენს უკანასკნელ, ესქატოლოგიურ დროში მთლად არ გამქრალა სულმამაც გმირთა მიერ გაწეული მოსაგრე და ზეკაცობრივი ძალისხმევა, ღვაწლი და კადნიერება“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2016, 01:10 PM


„ჟამნებსა და ლიტურგიაზე ის გაუნძრევლად იდგა, სასანთელსავით. არც პირს იბანდა, არც ხელებს. მამა ბენიამინი სამუშაოდ პირველი მირბოდა და ყველაზე მძიმე ტვირთს იღებდა. ხშირად პურიც არ ჰქონდა. სიხარულით ავსებული ზეკაცობრივ ღვაწლს ეწეოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 12:17 PM

„წმინდა გონების პატრონი“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 11:34 AM

"ის ყველაზე უწყინარი, ბატკანზე მშვიდი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 12:20 PM

„ - როცა მთაწმინდაზე მოვედი, ვფიქრობდი, რომ ღმერთს მივუახლოვდი, მაგრამ როცა მამა დანიელი დავინახე, მივხვდი თუ რამდენად შორს იყო ღმერთი ჩემგან, - ამბობდა დიდებული, მამა დანიელ კატუნაკელის მორჩილი მწერალი ალექსანდრე მორაიტიდისი, რომელიც შემდგომში მონაზონი ანდრონიკე გახდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2016, 10:23 AM

"შვილო, თუ კაცს მოაშორე საცთურები, ვერავინ მიაღწევს სიწმინდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2016, 09:41 PM

"ე.ი. წმინდანობის აუცილებელი თვისებაა - ჩვენს გულში იყოს მხოლოდ და მხოლოდ უფალი. ჩვენ ვიყოთ ქრისტეშემოსილები, მხოლოდ ქრისტე, სხვა არაფერი და ის, რაც ქრისტესთან ერთად დაეტევა. ეს უფალმა უწყის და ჩვენმა სინდისმაც იცის. ჩვენს გულებში კი ძალზე ხშირად აბსოლუტურად ყველაფერია, მოყვასის გარდა. ჩვენს გულში ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ ეგოისტური, ავი, არაწმინდა ზრახვებია და მათი დაკმაყოფილების სურვილი. სხვა არაფერი. ძალიან ხშირად ეს ინიღბება გარეგნული, მოჩვენებითი სათნოებებით, მოჩვენებითი სიკეთის ქმნით, რადგან ადამიანს არ აწყობს, ამგვარი გამოჩნდეს საზოგადოების თვალში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: შეიძლება საზოგადოება მოვატყუოთ, მოძღვარიც მოვატყუოთ, მაგრამ ღმერთს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვატყუებთ. თუ გვინდა, ვიყოთ ღმერთთან დაახლოებული, ვისწრაფოთ სიწმინდისაკენ, ანუ ღმეთისკენ - აუცილებელია, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ვეკუთვნოდეთ. აქ თავისთავად ცხადია, ჩვენი პიროვნული არჩევანი იგულისხმება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 08:46 PM

"ხედავთ, რას ნიშნავს კიდევ წმინდანობა? წმინდანობა ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ მთელი არსებით მიისწრაფი ღმრთისაკენ და შენს გულში მხოლოდ ქრისტეა, შენ პოტენციური გადამრჩენელი ხარ შენი ახლობლების, ვინც შენს გულში ქრისტესთან ერთად დაეტევა. ამიტომაც ამბობს წმიდა სერაფიმე საროველი, - შენ თუ ცხონდები, შენს გარეშემო ათასები ცხონდებიან, ისინი, ვინც შენს გულში ქრისტესთან ერთად ეტევა. აქ ჩანს წმინდანობის უდიდესი ძალა. შენ თითქოს ხარ ერთგვარი მაცხონებელი სხვა ადამიანებისა. მაცხოვნებელი არა პირდაპირი, არამედ მადლისმიერი გაგებით. როგორც უფალი სხვა ადგილას ამბობს, - თქვენი გული გახდება წყარო ცოცხალი წყლისა, რომლისაგან სხვა ადამიანები დარწყულდებიანო".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2016, 09:10 PM

„სხვათა შორის, განუკითხველობაც აუცილებელი ნიშანია სიწმინდისა, რადგან წმიდანი იმით განსხვავდება ზნეობრივი, მაგრამ უწმინდური ადამიანისაგან, რომ წმინდანი ადამიანის სულს სხვაგვარად უყურებს, სხვაგვარად აღიქვამს. რაც არ უნდა ცოდვა დაინახოს სხვა ადამიანში, მან იცის, რომ ეს საშინელი ცოდვა მასშიც არსებობს პოტენციურად. ხედავთ, წმიდანი საკუთარ თავსაც ხედავს განსხვავებით, უწმინდური, მაგრამ ზნეობრივი ადამიანისაგან, რომელიც საკუთარ თავს ვერ ხედავს, სხვებს - იცოცხლე! რა თქმა უნდა, ხედავს.“

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 01:01 PM

"ერისკაცობაში ის რუსეთის არმიის გენერალი იყო. მისი წმინდა, ფერმკრთალი სახე ზეციური ღიმილით, არამიწიერი სითბოთი იყო განათებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2016, 10:33 PM

"ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ, როგორიც წმინდანები, ჩვენც გვაქვს უფლისგან ბოძებული შესაძლებლობა, რათა ჩვენს გულებშიც ანათებდეს სულიწმინდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 09:23 PM

"წარმოუდგენელ სულიერ სიმაღლეს მიაღწია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 10:23 PM

"გაწმინდანება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2016, 11:53 AM

"ცდილობდა, უბრალოებით დაეფარა მდიდრული სული და ლამაზი გარეგნობა. სამკაულებს არასდროს ატარებდა, გარდა ოქროს ჯვრისა. იმოსებოდა თეთრი, უბრალო ტანსაცმლით. საუბარი და სიარულიც კი სერიოზული და გამოზომილი ჰქონდა. ირინე [კაპადოკიელი] არ იყო ისეთი კონტაქტური, როგორიც კალინიკა. ამჯობინებდა სიმშვიდეს და განმარტოებულ ცხოვრებას. ადამიანებთან ურთიერთობა უყვარდა იმ დონეზე, რომ დახმარებოდა გაჭირვებულებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 07:41 PM

"დამცველი სიწმინდისა - "უზრუნველობაი ხორცთაი და დუმილი და ფარულად წურთაი და არავისი განკითხვაი მცველ არს სულისა და დამცველ სიწმინდისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 10:27 AM

"სიწმინდე შეიტკბეთ ქრისტეს მიერ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 08:45 PM

"სამოსად პირველქმნილი უბიწოება ემოსა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:21 AM

"უფალი მხოლოდ მაშინ აღამაღლებს თავის წმინდანებს და მხოლოდ მაშინ აიძულებს ეკლესიას, მათ შერაცხვას წმინდანებად, როცა იგი - ეკლესია - სრულად თუ, მთელი თავისი წევრებითა და ნაწევრებით, მძიმედაა დასნეულებული უკეთურებათა გამო".

/წმ. სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2016, 11:37 AM

"სიწმინდის რაობა - სწავლა წმიდა მაკარი დიდისა:

"არიან ვიეთნიმე, რომელნი განშორებულ არიან სიძვისა და პარვისაგან და სხუათა ესევითართა საქმეთაგან და ჰგონებენ, ვითარმედ წმიდა არიან იგინი. არამედ არა ვითარცა მათ ჰგონია, ესრეთ იყომცა ჭეშმარიტებაი, რამეთუ უკეთურებაი და ცოდვაი ჯერეთ გონებასა შინა მათსა არს. ხოლო წმინდაი იგი არს, რომლისა წმიდა იყოს შინაგანი კაცი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 11:31 AM

"საკურთხეველში, წმინდანის გარდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო დაკრძალული!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 01:52 PM

"თუკი მე ეკლესიური ვარ, მაშინ უბრალოდ კარგი კი არ მინდა ვიყო, არამედ წმინდანი - ეს სწორია, ამასვე გვეუბნება უფალიც: იყავით წმინდა, რადგან მე წმინდა ვარ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2016, 08:38 PM

"ეცადეთ, ვინმეს განსაკუთრებით არ მიეჯაჭვოთ, თვით წმინდანებსაც კი".

/მეუფე ზინობი (მაჟუგა)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:02 PM

"ასეთი თვისება აქვთ წმინდა კაცებს, იმისთვის, რომ სამუდამოდ გაექცნენ ნებადაურთველ საგნებს, ისინი საკუთარ თავს ბევრ ნებადართულ რამესაც უკრძალავენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2016, 09:29 PM

"სიწმინდე აფართოებს ადამიანის შემეცნების უნარს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:32 PM

"ბევრი მძიმედ დასნეულებული განკურნა [წმ. ვასილისკომ], თვითონ მათგან არაფერს იღებდა, საჭმელსაც არ აკარებდა პირს. წუხდნენ კომანელები, წმინდა ვასილისკო კი ასე ამშვიდებდა მათ: "თქვენ მიწიერი პური გკვებავთ, მე კი უფლის ციური სიტყვები მასაზრდოებს. თქვენთვის სიმდიდრე ოქროა, ჩემთვის კი უფლის სიყვარული, თქვენ, ბედნიერებას მხიარულებაში ეძიებთ, მე კი სულს ლოცვით ვიმშვიდებ, თქვენ ამქვეყნიურ დიდებას ელით, მე - ზეციურს".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2016, 09:58 PM

"საერთოდ, წმინდანები ისე იქცეოდნენ, რომ საზოგადოებამ არ იცოდა, თუ მათ გვერდით წმინდანი ცხოვრობდა. ასეთი მამები დღესაც არიან".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2016, 10:56 AM

"ნეტავი იმას, - ამბობს ერთი ბრძენი, - ვინც არამცთუ ჩვენთან ყოფნით გვწვრთნის, არამედ თავისი სახელის მხოლოდ ხსენებითაცო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:23 AM

"გაფენსუ 1949 წელს გარდაიცვალა პიტესტში. ღმერთი გამორჩეულად მფარველობდა. ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, მძიმედ ავადმყოფობდა... საკმარისი იყო, შეგეხედათ ან, უბრალოდ, გვერდით ჩაგევლოთ, მაშინვე იგრძნობდით მის გავლენას. ვინც კი მის საკანში მოხვდებოდა, იმ წამსვე ივიწყებდა ღვთისმგმობ და ბოროტ აზრებს. გაფენსუს, დიდი სულიერებისა და რწმენის წყალობით, ადამიანთა სულისა და გონების შეცვლა შეეძლო".

/მღვდელი გიორგი კალციუსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 11:46 AM

"წმინდანობა იმას არ ნიშნავს, რომ არ შეუცოდავთ ან რაიმე ნაკლი არ ჰქონდათ. მათ გაიმარჯვეს ცოდვაზე".

/მეუფე ეფრემი (გამრეკელიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2016, 12:15 PM

"ბევრი ფარული მოწამე და მოსაგრე ჰყავს სამყაროს. ისინი რომ არა, დედამიწა დიდი ხნის წინ დაკარგავდა სიცოცხლეს. ჩვენდა ნუგეშად, უფალს არ ძალუძს, მათი გულებიდან ამოსული მადლიანი ღაღადისი არ შეისმინოს. ზოგი მათგანი სამონაზვნე მანტიით შემოსა განგებამ, ზოგიც - სამღვდელმთავროთი, ზოგი კი გარეგნულად სხვათაგან არაფრით გამოარჩია... ერთნი უკვე ზეცაში არიან, სხვანი კი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ, რაოდენ დავალებულნი ვართ მათგან...

ყოველ მათგანს უხილავად დააქვს აუწონელი ზეციური მარგალიტები, თუმცა თავადვე არიან სამყაროს საგანძურნი...

გვეწეოდეს მათი მადლიანი ლოცვები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 06:36 PM

"წმინდანები მთელი სიცოცხლე თავიანთი ცოდვების გამო ტიროდნენ. რატომ? - იმიტომ, რომ თავიანთი სულის იმ სიღრმეებს ხედავდნენ, რომლებსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. წმინდანობას თან სიფხიზლე და გონების სინათლე ახლავს. მოღვაწენი სრულიადაც არ იყვნენ ისტერიულები, ან ის ადამიანები, რომლებიც განუწყვეტელი თვითგვემით სიამოვნებას იღებენ. არა, პირიქით, ისინი მტკიცე ნების ადამიანები იყვნენ, რომლებსაც მოყვასისთვის სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდათ. მაგრამ როცა ლოცვით აღხილვისას საკუთარ სულს ჭვრეტდნენ, რწმუნდებოდნენ, რამდენად მბრძანებლობდა ცოდვა ადამიანზე".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2016, 10:58 PM

"ჩვენი სულის უფსკრული ბნელითაა დაფარული ჩვენთვის და ვერ ვხედავთ, თუ რა ხდება მასში. წმინდანებისათვის კი ის მადლით იყო გასხივოსნებული და ამ ნათელში მას ჯოჯოხეთის ალში გახვეულს ხედავდნენ. ამიტომ მოთქვამდნენ დღედაღამ: "უფალო, შეგვიწყალენ ჩვენ".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2016, 10:57 AM

"ისე მიუახლოვდა უფალს, რომ თვით ქრისტე გამოეცხადა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2016, 07:06 PM

"წმინდანებს თვისთა ცოდვათა ღრმა განცდა ქრისტესთან სიახლოვის გზით აქვთ მომადლებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 08:13 PM

"წმინდანთა დასი გაიყოფა ორ ნაწილად - შეწყალებულებად და განწმენდილებად. ისინი სხვადასხვა გზით მივიდნენ ცათა სასუფეველში. შეწყალებულები სინანულის გზით მივიდნენ, განწმენდილებს კი განუწყვეტელი ლოცვით ურთიერთობა ჰქონდათ ღმერთთან და უკვე მაშინ, მიწიერ ცხოვრებაში სულიწმინდის მადლით იყვნენ განწმენდილნი. ისინი ხორცშესხმული ანგელოზებივით ცხოვრობდნენ!"

/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:28 PM

"ჩვევათა უბრალოება და ურთიერთობათა უშუალობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:03 AM

"უფრო დიდი სასწაული აღასრულა [ღირსი პეტრე გალატელი], ოდენ იგივე ქალბატონი ქადაგებით ფერუმარილის და სამკაულთა სიყვარულისაგან გაათავისუფლა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 01:32 PM

"ის წმინდანია... მასთან საუბრისას ისეთი სიხარული და მხიარულება ვიგრძენი, რომლის მოცემაც მხოლოდ საღმრთო მადლს შეუძლია. გულს ვერ მოატყუებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2016, 12:07 PM

"მათ ხომ ღვთისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარულის გამო უარყვეს საკუთარი თავი და საკუთარ სხეულზე სულის ზეიმს მიაღწიეს".

/გვანცა კოპლატაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:32 PM

"სწორედ ამ ღვთისმიერმა ნათელმა აზიდვინა თავისი დიდი ჯვარი, რჩეულთათვის ხომ არ არსებობს არც წარმავალი სიძნელე, არც ტკივილი და არც ბოროტება, რადგან იციან, რომ დადგება ჟამი და უფალი ყოველ ტანჯულს მოსწმენდს ცრემლს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2016, 12:51 PM

"თანამედროვეთა თქმით მას ჰქონდა საოცრად ღრმა, სუფთა, თბილი და მოსიყვარულე მზერა, რის გამოც იგი ახალგაზრდა ჩანდა, ლამის მოზარდს ემსგავსებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2016, 08:53 PM

"[წმინდა მართალი მართა] იყო მშვიდი, მდაბალი, უბოროტო, არავის უნახავს განრისხებული ანდა ვინმესთან მოკამათე, მწუხარე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 03:10 PM

"უფალმა იცის ამოფრქვევა წმინდანების"

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2017, 07:25 PM

"[წმინდანად ახალშერაცხილი სქემიღუმენია თამარ (მარჯანიშვილის)] სულიერი შვილი, მონაზონი სერაფიმა (ოსორგინა) წერდა: "ამ საოცრად პატარა ტანის ადამიანში უჩვეულო სიძლიერით იგრძნობდით სულიერებას. პირველად ბევრი ეკრძალვოდა მასთან მისვლას და დალაპარაკებას. მაგრამ ეს პირველი კრძალვა, უკეთ, მორიდება, შიშნეულობა, მაშინვე ქრებოდა, როგორც კი შემოგხედავდა. მზერაში დიდი სითბო, სიყვარული და ყურადღება ირეკლებოდა. შესანიშნავი, საოცრად დიდი შავი თვალები ჰქონდა. სიბერის მიუხედავად, სახეს მაინც შეენარჩუნებინა არაჩვეულებრივი სილამაზისა და ქართული წარმომავლობის კვალი. მას ძალიან უყვარდა კავკასია, უხაროდა ახლობლებისა და ნათესავების ნახვა. უყვარდა სამშობლო, მონაზვნები და ბავშვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:06 AM

"იქ წმინდანი მთელის სულით აღიწეოდა ღმერთამდე და თავისი კავშირი უფალთან სასწაულებით დაამოწმა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 11:24 AM

"წმინდა ევსქიმონი ეპისკოპოსი ლამფსაკიისა, სიყრმიდანვე ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, გახდა მეგობარი უფლისა და უკვე სრულყოფილ ასაკში სული თვისი შექმნა ტაძრად სული წმინდისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2017, 12:02 PM

„ამის მერე მას მრავალი ვინმე სტუმრობდა და ხორციელი საკვები მიჰქონდა მასთან, ხოლო სანაცვლოდ ბენედიქტეს ბაგეთაგან სულისთვის ცხოველ პურს იღებდნენ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2017, 08:47 PM

"არაერთხელ უნახავთ, რომ როცა წმინდა ჰერტრუდა ეკლესიაში ლოცულობდა, თავს ცეცხლის ბურთი ედგა და გარშემო ყველაფერს ანათებდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 02:55 PM

“[წმ. ისააკ ასური] ხანდახან ისე მხიარულობდა, ვერ დაიჯერებდი, თუ უდიდეს სათნოებებს ფლობდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:53 PM

"აღმსარებელთა რიცხვს ის წმინდანები მიეკუთვნებიან, რომლებმაც წამებას გაუძლეს და მოწამეებისგან განსხვავებით ცოცხლები გადარჩნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 05:36 PM

"ეს სახელი [წმინდა მამები] მათ ეწოდათ, ვინც, ეკლესიის აზრით, თავის სწავლებაში ღვთაებრივ ჭეშმარიტებას არ გადაუხვია. ვინც მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა, მიჰყოლოდა და ღვთის სიტყვა ადამიანური ცდომილებისა და ერეტიკული აზრებისაგან დაეცვა. ვინც შეძლო, შეზღუდული ადამიანური სიტყვით გადმოეცა, ეკლესიური დოგმატების საცავებში მოეთავსებინა და ეს გამოუთქმელი ღვთაებრივი ჭეშმარიტება შეენახა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 7 2017, 11:36 AM

"ათანასეს გაყინული გული გაულღვა და სინანული გაუჩნდა. მარხვით და ლოცვით, მღვიძარებით, მუხლთადრეკით, დიდი სინანულით ცდილობდა სულიერ წყლულთა აღმოხოცას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2017, 11:33 AM

"უშუალოდ ქრისტეს ბუნების მიერ შეთვისება ადამიანს წმინდანად და განღმრთობილად გადააქცევს. წმინდანები ღმერთის ბუნებას არსობრივად ამ ცხოვრებაში შეითვისებენ - პიროვნებები მთელ ღვთაებრივ ფსიქოფიზიკურ შინაარსს მოიცავენ. ადამიანი "ახალი ზეზეციური ადამიანით, იესო ქრისტეთი შეიმოსება": მისი თვალები მაცხოვრის თვალებად გარდაიქმნება, მისი ყური ღვთაებრივ ყურად, მისი თავი - უფლის თავად, იმისათვის, რომ ის სრულად წმინდა და ცისქვეშეთის ხატის მატარებელი გახდეს - "ღვთაებრივ ნიჭს ზეციური არსებისაგან" ღებულობს..."

/ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2017, 01:23 PM

"წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, "უფალი წმინდანებსა და მათ სახელებში ივანებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2017, 02:08 PM

"თვით მისი [ღირსი პეტრე საკვირველმოქმედი] გარეგნობაც, შინაგანი, ღვთისმიერი სიხარულით და მადლით მოსილი, სიტყვა თუ მოძრაობაც აღძრავდა მიბაძვის სურვილს და სიმკაცრის მიუხედავად ყველას მიმართ კეთილგანწყობილი და გახსნილი გახლდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 04:43 PM

"მაგრამ შეუძლებელია სიწმინდის დაფარვა. იგი ქვესკნელიდანაც ცხადად გამოსჭვრეტს, მისი სხივი სქელ კედელსაც დაუბრკოლებრივ ატანს, მის სინათლეს ვერავითარი შავი ფარდა, ღრუბელი და სისქე ვერ იჭერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2017, 09:41 PM

"ჯერ კიდევ ხორცში მყოფი, თავისუფალი იყო ხორცისაგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 18 2017, 11:04 AM

"ყველგან შეიძლება, წმინდანად იქცე. თქვენს სამუშაოზე, როგორიც უნდა იყოს ის, შეიძლება წმინდანად იქცე სიმშვიდის, მოთმინებისა და სიყვარულის წყალობით. ყოველი დღე სიახლით დაიწყეთ, ახალი აღფრთოვანებით, სიყვარულით, ლოცვითა და მდუმარებით".

/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2017, 08:05 PM

"მოღვაწეებთან შეხვედრისას განსაკუთრებული ცეცხლი მოედება გულს. ეს ცეცხლი კი არ წვავს, არამედ აღაფრთოვანებს კაცს და უცხადებს, რომ არსებობს საიდუმლო "გულის გულში", სადაც განისვენებს უფალი."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:29 PM

"მამა ვიტალი (სიდორენკო) ღამით როდის იძინებდა, არავინ იცოდა. მრავალგზის მუხლს იყრიდა და თაყვანს სცემდა უფალს მიწაზე ჯვრის სახით გაწოლილი. ასეთ მეტანიას ყოველდღე ასრულებდა და სხვათა გამო ჯვარს ევნებოდა. ლოცულობდა მათთვის, იმ მომენტში რომ იტანჯებოდნენ და იხოცებოდნენ: ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსსა და ჩილეში...
როცა რაიმე კატასტროფის ან უბედური შემთხვევის შესახებ შეიტყობდა, იწერდა დაღუპულთა რიცხვს, ანთებდა სანთელს სრულიად უცხო ხალხისთვის და ყოველი მათგანისთვის მუხლს იყრიდა. დაღუპულთა შორის სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი იყო, მაგრამ მამა ვიტალის სიყვარული ყოვლისმომცველი იყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 11:45 AM

"წმინდანებს უსაზღვროდ სძულთ ბოროტება, ცოდვა, მაგრამ ადამიანთა დიდი გულშემატკივრები არიან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 10:50 AM

"ყრმობისას ძილში [წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველმა] სპეტაკი სამოსლით მოსილი ორი უმშვენიერესი ქალწული იხილა. ისინი არც სამკაულებით იწონებდნენ თავს და არც მდიდრული ტანსაცმლით, უბრალოდ იყვნენ ჩაცმულნი, თხელი თავსაფარი კი სახესაც უფარავდათ. თვალები დაეხარათ, ყვრიმალები ქალწულებრივი მორცხვობით შესწითლებოდათ, მდუმარებით უდიდეს თავმდაბლობას გამოხატავდნენ.
უცქერდა მათ გრიგოლი და გულში სიხარული უტრიალებდა. ფიქრობდა, არამიწიერი არსებები არიანო. ქალწულები ღვიძლი შვილივით ეფერებოდნენ გრიგოლს. ვინა ხართ და საიდან მოხვედითო? - ჰკითხა ბიჭმა. პირველმა უპასუხა: მე სიწმინდე ვარო, მეორემ კი - კეთილგონიერებაო. იესო ქრისტეს საყდრის წინაშე ვდგავართ და სხვა ქალწულთა ხილვით ვნეტარებთო. ბოლოს კი უთხრეს: "იყავი, შვილო, ჩვენი თანამოაზრე, გონება შენი ჩვენსას შეუერთე, სახითაც ჩვენ მოგვემსგავსე და მაშინ ნათლით გაბრწყინებულს ზეცად აღგიტაცებთ და ყოვლადწმინდა სამების ახლოს დაგაყენებთო". უთხრეს ეს და ჩიტებივით ზეცად აიჭრნენ. გახარებული უცქერდა მათ გრიგოლი, სანამ თვალს არ მიეფარნენ.
სწორედ ეს ხილვა გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი მიერ ქალწულების დამარხვისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:44 PM

"ალექსი კომნენოსის მეფობისას ბიზანტიაში სერიოზული დავა-კამათი ატყდა, თუ ვინ უფრო დიდი იყო: წმინდა ბასილი, წმინდა გრიგოლი თუ წმინდა იოანე ოქროპირი. ეს შფოთი რომ დამცხრალიყო, სამივე წმინდა მამა გამოეცხადა იოანე ევქაიტელ ეპისკოპოსს და ამცნო: "სამივე თავის დროზე სულიწმინდით ვიღვწოდით და ვქადაგებდით. არ არის ჩვენ შორის არც პირველი, არც მეორე და არც მესამე. უთხარი მართლმადიდებელ ერს, რომ მათაც დაუტევონ დაყოფა. ჩვენ როგორც სიცოცხლეში, ისე გარდაცვალების შემდეგ ვცდილობთ, ყველანი თანამოაზრენი იყვნენ. შეგვაერთე ერთ დღეს და შეგვიდგინე საერთო დღესასწაული; ჩვენ კი ყველა ჩვენს მომხსენებელს მსწრაფლ შევეწევით ცხონების საქმეშიო".
წმინდა იოანემ ეს სასწაულებრივი ხილვა ხალხს გაუმჟღავნა, 30 იანვარს (ახალი სტილით - 12 თებერვალს) დააწესა სამივე დიდი მღვდელმთავრის ხსენება და ამით მშვიდობა ჩამოაგდო ქრისტიანთა შორის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:38 AM

"ყველა წმინდანმა, საკუთარი გამოცდილებით გაიარა დემონებთან ბრძოლის გზა. ისინი ხედავდნენ ამ უჩინარს, ყველგან აწყდებოდნენ მის კვალს, თითქოსდა თოვლზე აღბეჭდილს. მათთვის, მიწიერი ცხოვრება - სულიერ შეტაკებას წარმოადგენდა და მოღვაწეთა ზოგიერთი დღიური, მსგავსია ბრძოლათა მოგონებებისა, რომლებშიც თავად ისინი მონაწილეობდნენ".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 09:10 PM

"სიცოცხლის ბოლოს [მჯდომარე] ანასტასიამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ზეადამიანური მოსაგრეობა. მისი გამბანელი ქალები ამბობდნენ, რომ სკამის ქვეშ კონსერვის ცარიელ ქილას დებდა და ისე ჯდებოდა. მისი ბასრი პირები თითქმის ძვლამდე ჩადიოდა სხეულში, მაგრამ ჭრილობა არ უჩირქდებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2017, 11:35 AM

"გუთების ბატონობის ჟამს რომის კონსულის სიმახის ასული, მშვენიერი ქალწული გალა სიყმაწვილეშივე გაათხოვეს. ერთ წელიწადში დაქვრივდა. მდიდარმა ახალგაზრდა ქვრივმა ამქვეყნიურ განცხრომას და მეორედ გათხოვებას ამჯობინა, ქრისტეს სულიერად დაკავშირებოდა, რაც ცრემლით იწყება და საუკუნო სიხარულით მთავრდება.
გალას ხორციელი განხურვება დაეწყო. ექიმები უმტკიცებდნენ, თუ არ გათხოვდები, უზომო მხურვალებისგან, საწინააღმდეგოდ ქალური ბუნებისა, წვერი ამოგივაო (შემდგომში ასეც მოხდა). მაგრამ წმინდა დედაკაცს არ ეშინოდა გარეგნული უსახურობისა, მთელი გულით უყვარდა ზეციური სასიძო, რომელიც ჩვენში შინაგან კეთილსახიერებას ეძიებს. ამიტომაც ქმრის სიკვდილის მერე გაიძრო ერისკაცული სამოსი და წმინდა პეტრესა და პავლეს მონასტრის ეკლესიაში ყოვლისშემძლე ღმერთის მსახურებას მიუძღვნა თავი. მრავალი წლის მანძილზე გულის უბრალოებითა და ლოცვით განმშვენდებოდა და უხვად ურიგებდა გლახაკებს მოწყალებას. როცა ყოვლისშემძლე ღმერთმა ღვაწლის სანაცვლოდ საუკუნო ჯილდოს მიცემა განუჩინა, მკერდზე სნეულება შემოსდო.
ღამის საათებში მის საწოლთან ორი შანდალი იწვოდა ხოლმე, რადგან ნათლის მეგობარს სძულდა როგორც სულიერი, ისე მატერიალური სიბნელე. ერთხელ, სნეულებით გატანჯულმა, იქვე, შანდლებს შორის მდგარი წმინდა მოციქული პეტრე დაინახა. სითამამე მოიკრიბა, მიესალმა და ჰკითხა: "რაო, ბატონო ჩემო, მომეტევა თუ არა ცოდვები?" მოციქულმა ალერსიანი სახით თავი დაუქნია: "მოგეტევა, წარვედ". გალას ერთი მონაზონი ძალიან უყვარდა და სთხოვა: "გევედრები, და ბენედიქტაც წამოვიდეს ჩემთან ერთად". მოციქულმა - შენთან ერთად წამოვა სხვა, ის კი ოცდაათი დღის მერეო.
თქვა ეს და მოციქული უჩინარი შეიქნა. გალამ მოიხმო მონასტრის წინამძღვარი და ყოველივე უამბო. მესამე დღეს გალა იმ დასთან ერთად დაკრძალეს, რომელზეც მოციქულმა თქვა, ხოლო ის მონაზონი, რომელიც ითხოვა, ოცდამეათე დღეს გარდაიცვალა."

/წმ. გრიგოლ დიოლოგოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2017, 07:10 PM

"კანიდის მღვიმე მთის ძირში მდებარეობდა და ძალზე ნესტიანი გახლდათ, რის გამოც წმინდანს [ღირს კანიდი კაპადოკიელს] დროთა განმავლობაში თმა და წვერი გასცვიდა. თუმცა, იმ ადგილას სამოცდაცამეტი წელი იღვაწა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2017, 11:18 AM

"მიუხედავად ავადმყოფობისა და ფიზიკური ტანჯვისა, სული ისეთ მადლსა და ნეტარებას გრძნობდა, რომ უჭირდა [იოსებ ათონელს] მათი გადმოცემა და ამბობდა, - მგონია, თითქოს შიგნით სამოთხე მქონდესო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:20 AM

"წმინდანი სულიერად გასაოცარი სისწრაფით იზრდებოდა. თავისი სასწაულებით მან შორს გაითქვა სახელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2017, 12:59 PM

"სულიერად ფერნაცვალი მამები თაბორის ნათელით, ხელთუქმნელი ნათელით არიან გაბრწყინებული. გარდაცვალების შემდეგ ბევრი წმინდანის ძვლები კეთილსურნელებენ, მირონს აფრქვევენ. მაგრამ ყოფილა სულიერ სამყაროში ისეთი შემთხვევებიც, როცა ღირსი მამები სიცოცხლეშივე კეთილსურნელებენ. მამა იოსებ ვათოპედელი ჰყვება კვიპროსელ სტავროვუნის ბერზე, დიონისე უმცროსზე: იმ სათნოებათა გარდა, რომელიც ყველასთვის თვალსაჩინო იყო, მას გამოარჩევდა სიფხიზლე და შინაგანი ჭვრეტა. საათობით შეეძლო გაუნძრევლად მდგარიყო, ამ დროს აღტაცებული გახლდათ ღვთის საიდუმლოებათა სამყაროში და განშორებული იყო ჩვეულებრივ ადამიანებს. მისგან ხშირად სულიერი კეთილსურნელება იფრქვეოდა, რომელიც მასზე მყოფ ღვთის მადლს ამჟღავნებდა მათ წინაშე, ვინც იცნობდა. ისინიც გულისხმაყოფდნენ, თუ რა კაცი იყო იგი. ამ მიზეზით მამა დიონისე ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ის 1961 წელს გარდაიცვალა."

"XX საუკუნის ათონის მთის მშვენება იყო მამა ანთიმოზი, წმინდა ანას სკიტელი.
ერთხელ მამა ანთიმოზი საღვთო ლიტურგიას ატარებდა. წმინდა ძღვნის გარდასახვის ჟამს იქვე მდგარმა მამა ვარლაამმა დაინახა, რომ მამა ანთიმოზი ერთიანად ცეცხლში იყო გახვეული. მაშინვე კელიაში გაიქცა, საბანი და პირსახოცი მოიტანა, ცეცხლი რომ ჩაექრო. მაგრამ ამ დროს განეხვნა მას თვალნი და მიხვდა, რა ცეცხლიც სწვავდა მამა ანთიმოზს. უკან დაიხია და ჯვარი გამოისახა.
მამა გაბრიელს, მის პირველ მორჩილს, მრავალჯერ სმენია მამა ანთიმოზის კელიიდან მშვენიერი ხმაშეწყობილი გალობა. მას ხომ რადიო არა აქვს, - გაიფიქრა ერთხელ და დაასკვნა, რომ უფლის ანგელოზები და წმინდანები გალობდნენ მამა ანთიმოზთან ერთად. მრავალგზის უნახავთ - წირვისას მიწას არ ეხებოდა...
"ღამით მესმის, როგორ მოძრაობენ პლანეტები", - მიუთითა ზეცას მამა ანთიმოზმა და ჩაიჩურჩულა, თითქოს არ უნდა ვინმემ გაიგოსო, - ჰყვებოდა ერთი ჟურნალისტი, - მას ვუყურებდი. თავზე ნათელი ადგა. თავი ჩავღუნე, ვინაიდან ვერ დავითმინე ხილვა. მის თავს ზევით ბრწყინავდა ცისარტყელას შარავანდი, რომლიდანაც ყველა მხარეს გამოდიოდა და რიტმულად ერთმანეთში გადაიღვრებოდა პატარა სხივი". მამა ანთიმოზი 1996 წელს გარდაიცვალა და ვითარცა ჩიტი, მისი სული აღიჭრა ზეცად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 09:53 AM

"მამა ეგნატე კატუნაკელზე (+1927) მისი სულიერი ძმები ამბობენ: მის ბაგეთაგან, სიტყვებთან ერთად, მშვენიერი არომატი იფრქვეოდა. როცა ის საუბრობდა, კეთილსურნელებას ვგრძნობდითო. მამა ქრიზანთემოსი უყვებოდა არქიმანდრიტ ქერუბიმს: "მამა ეგნატე ჩემი სულიერი მოძღვარი იყო, ხშირად დავდიოდი მასთან. არა მარტო მისი ბაგე, არამედ ოფლით გაჟღენთილი მისი ტანსაცმელიც კი კეთილსურნელებას აფრქვევდა". ანგელოზებრივი სახე ჰქონდა, ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინებული. შინაგანი ნათლითაც ასხივებდა. "იგი ვიხილე ნათლით შემოსილი, სახე ფერნაცვალი ზეციური მადლით ბრწყინავდა", - ჰყვებოდა მამა
პ-ი. არქიმანდრიტ გაბრიელსაც (დიონისიატი) უხილავს იგი თაბორის ნათელით გაბრწყინებული. მამა ეგნატე 1927 წელს გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ძმებმა მისი საფლავი გახსნეს, მამა ეგნატეს ძვლები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა და ესეც კიდევ ერთი ნიშანი იყო მისი სიწმინდისა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 10:49 AM

"უდიდესმა წმინდანებმა მიაღწიეს სიმაღლეებს, რომელთა ცხოვრება თავიდან ქრისტიანულ წესს არ შეეფერებოდა. პეტრე მოწყალე, მოსე შავი, დავით ავაზაკყოფილი უდიდესი წმინდანები გახდნენ. ამით უფალი გვანახებს, რომ ყველას შეუძლია მიაღწიოს სიწმინდეს. პავლე მოციქული ამბობს: "მე იმიტომ მომაქცია უფალმა, რომ ამით დაენახვებინა, თუ რამხელა ცოდვილები შეიძლება მოაქციოსო".
პავლე მოციქული ეკლესიას დევნიდა, მაგრამ თავისი ცხოვრებით მან უდიდეს სიმაღლეს მიაღწია. "მე უკვე აღარ ვარ, ჩემში უკვე ქრისტეაო", - ბრძანებს. ნახეთ, როგორი ფერისცვალება მოხდა? ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანი თუ გახდება, სულიერ ფერისცვალებას მიაღწევს. ხორციელიდან თუ განთავისუფლდები, სულიერიც გახდები. ხორციელებაში იგულისხმება ჩვენი დაცემული ბუნება. უფალი ამბობს: "ჩემი გზა ეკლიანია და ვიწრო". ადამიანმა უნდა განიმოსოს ძველი სამოსი, სიბრძნე გამოიყენოს და უფლის მიერ ბოძებულ ვიწრო და ეკლიან გზას შეუდგეს."

/არქიმანდრიტი მარკოზი (გურგენიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2017, 12:33 PM

"წმინდა მამა მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა უფალს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:37 AM

ღირს იუსტინე პოპოვიჩს ხარების დღესასწაულზე დაბადების აღსანიშნავად ნათლბისას ბლაგოე დაარქვეს... ხარების დღესასწაულზე გარდაიცვალა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:07 PM

"როცა პატიოსანი ჯვრის კელიაში ცხოვრობდა, ბერი პაისი ხშირად ჩაუვლიდა ხოლმე წმინდა სამების სახელობის მიტოვებულ რუსულ კელიას, საიდანაც ყოველთვის ძლიერ კეთილსურნელებას გრძნობდა. ერთხელ, როცა სულიერ შვილთან ერთად ამ კელიას ჩაუარა, ჰკითხა, - კეთილსურნელებას თუ გრძნობო. კიო, - დაეთანხმა ის. ავიდნენ კელიის საძვალეში. ეს კეთილსურნელება ერთი მოსაგრე ბერის თავის ქალადან მოდიოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:07 PM

"როცა მამა პაისი "წმინდა არსენ კაპადუკიელის ცხოვრებას" გამოსაცემად ამზადებდა, სუროტის რამდენიმე მონაზონთან ერთად იჯდა ოთახში და ტექსტს ასწორებდა. უეცრად საოცარი კეთილსურნელება იგრძნო, არაფერი უთქვამს, აცალა, სხვებიც თუ იგრძნობენო. მალე მონაზვნებმა ერთმანეთის მიყოლებით წამოიძახეს: რისი სურნელია? ეს რა კეთილსურნელებააო. ბერმა მათ განუმარტა, რომ ეს იყო ღირსი არსენის კეთილგანწყობა მისი ცხოვრების გამოცემის გამო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:19 PM

"ადრე წერა-კითხვა არ იცოდა [მამა ორმა], მაგრამ როცა ხალხის საცხოვრებლის სიახლოვეს დასახლდა, ღვთისაგან მიიღო ნიჭი (წერილის გაგებისა). ძმებმა მას ბიბლია მოუტანეს და ისე დაიწყო კითხვა, თითქოს ადრევე ჰქონდა ნასწავლი."

"უდაბნოში ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც სამი წლის მანძილზე მიწიერი საკვები არ მიუღია. ყოველ სამ დღეში ღვთის ანგელოზი მოუტანდა ზეციურ საზრდელს და ის დაუცხრობდა შიმშილსა და წყურვილს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2017, 02:52 PM

"უბრალო ადამიანები გულით გრძნობენ სიწმინდეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 11:50 AM

"ის [ღირსი პიმენ მრავალვნებული] სხეულით და სულით წყაროსთვალივით წმინდა იყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2017, 08:54 PM

"წმინდანი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ახდენდა სასწაულებს და გარდაცვალების შემდეგაც განადიდა უფალმა ნიშ-სასწაულებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2017, 12:50 PM

"ერთხელ კომუნისტი აქტივისტები მამა ვასილის [ფირცხალავა] სახლში შეჭრილან და ხატების დარბევა დაუწყიათ. განსაკუთრებით ორი ქალი აქტიურობდა. მამა ვასილის დედას, მარიამს, მხოლოდ ერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გადარჩენა მოუსწრია, რომელიც შეუმჩნევლად გულში ჩაუკრავს. შინ დაბრუნებულ მამა ვასილს დამწუხრებული დედა დაუმშვიდებია: ხატების შეურაცხმყოფელებს ღვთის რისხვა არ ასცდებათ - ისე დაეშლებათ ძვლები, როგორც ეს ხატები დაიშალაო.

ეს სიტყვები წინასწამეტყველური გამოდგა: ორიოდ თვის შემდეგ ის ქალი, რომელიც ხატების შეურაცხყოფისას განსაკუთრებით აქტიურობდა, მძიმედ დაავადდა (თუმცა მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო) და მალე სწორედ ძვლების დაშლით გარდაიცვალა. მეორე ქალი ქალური სენით შეპყრობილი მისულა მამა ვასილის სახლში და ბერისაგან შენდობა უთხოვია. იგი გადარჩენილა (შემდეგ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაუწყია სიარული და იქ ტაძარსაც ალაგებდა).

ამ მოვლენის შემდეგ ღვთისმებრძოლთა გულში შიში დათესილა და ბერის შეწუხებას ერიდებოდნენ. ხალხს ძალიან უყვარდა ბერი. ელოდებოდნენ მამა ვასილის სოფელში გამოჩენას. მისი სჯეროდათ და ენდობოდნენ - წმინდა კაციაო, ყველას უნდოდა მისი ხელით მონათლულიყო. მათგან დღესაც ბევრია ცოცხალი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:58 AM

"მამა ვასილის [ფირცხალავა] წმინდანად შერაცხვის შემთხვევაში კარი გაიღება მრავალი ადამიანისთვის მადლის მისაღებად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:07 AM

"წმინდანმა მუდმივი ღვაწლით სულიერ სრულყოფილებას მიაღწია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:50 AM

"მის გვერდით უნებლიეთ მოწიწება და პატივისცემა შეგიპყრობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 08:29 AM

"მის [ღირსი ანტონ ჭყონდიდელის] მარხვისგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:34 PM

"რა თქმა უნდა, დღეს რთული დროა, მაგრამ ქალაქებშიც კი არის დაფარული სიწმინდე"

/მამა მოსე (აგიოტარისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 04:04 PM

"სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმინდა მამას [ღირს სვიმეონ გარეჯელს] ღვთისგან სასწაულმოქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. ამბობენ, ერთხელ ღვთისმშობლის ხატიც კი გამოელაპარაკაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2017, 09:18 PM

"ერთხელ ღვთის ანგელოზი გამოეცხადა [ღირს თეოფანე მმარხველს] და აუწყა: - დროა, ერში დაბრუნდე და ადამიანებს ღვთის სიტყვა უქადაგოო.

თეოფანე ლომზე შეჯდა და ასე უქადაგებდა იმ მიდამოთა მკვიდრთ სახარებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2017, 10:30 AM

"ყველა წმინდანი ცნობილი არ არის ქვეყნიერებისთვის, არიან ისეთნიც, რომელნიც უფალმა უცნობი დატოვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2017, 09:47 PM

"წმინდანთა უწინდელ ცოდვებს არ ჩქმალავს ეკლესია, რათა განდიდდეს ღვთის უსაზღვრო მოწყალება და კაცთმოყვარება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 11:37 AM

"წმინდანებისადმი ლოცვით ფართოვდება ჩვენი სული, და ვლოცულობთ რა წმინდანებისადმი, ჩვენ არსებითად ვლოცულობთ ქრისტეს მიმართ, მისი ეკლესიისადმი".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 11:00 PM

"წმინდანები ისინი არიან, ვინც საკუთარი ქმედითი რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით თავის თავში განახორციელეს ღვთის მსგავსება და ამით ღვთის ხატების ძალა განაცხადეს, რითაც ღვთის უსაზღვრო მადლი მოიპოვეს".

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:36 PM

"მამა სერაფიმეს არ ჰქონდა საერო განათლება. მისი აკადემია მონასტერი და უდაბნო იყო. ის უზარმაზარ სულიერ გამოცდილებას და ადამიანთა სულებში შეღწევის ნიჭს ფლობდა. შესანიშნავი მთხრობელი გახლდათ. მას ყველა გატაცებით უსმენდა. სწორედ იმაზე იცოდა საუბარი, რაც ხალხს ნამდვილად სჭირდებოდა და თავის წარსულ ცხოვრებაზე მონათხრობებით პასუხობდა ჯერ კიდევ დაუსმელ შეკითხვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:56 AM

"წმინდა პელაგია ქალწული IV საუკუნეში ცხოვრობდა ასურეთის ქალაქ ანტიოქიაში. ყოფილა მდიდარი ოჯახის შვილი, ქრისტიანი. ავადსახსენებელ დიოკლეტიანეს დროს ქრისტიანთა დევნა დაიწყო. პელაგიას შესაპყრობად ქალაქის მთავარმა ჯარისკაცები გაგზავნა, რომელთაც სახლი ალყაში მოაქციეს. არაწმინდა სურვილით ანთებული ჯარისკაცები 15 წლის პელაგიას ნამუსის ახდასაც უპირებდნენ. ქალწული შეევედრა ჯარისკაცებს, მცირე ხნით მოეცადათ. თვითონ კი ავიდა სალოცავ ადგილას, აღაპყრო ხელნი, ილოცა; მერე, ქალწული რომ ჩაბარებოდა უფალს, გადმოეშვა სახლის ზედა სართულიდან და აღესრულა. პელაგია ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მის ცხოვრებას მორწმუნეებს მაგალითად დაუსახავდნენ წმინდა ამბროსი მედიოლანელი და წმინდა იოანე ოქროპირი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:57 AM

"სქემიღუმენ საბას (ოსტაპენკო) უყვარდა საქართველო. თავის სულიერ შვილებს აკურთხებდა საქართველოს წმინდა ადგილების მოსალოცად და ამბობდა, თუმცა ახლა პალესტინისკენ გზა ჩაკეტილია, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე პალესტინა - საქართველო.
ერთი პერიოდი ის აქ ყოველწლიურად ჩამოდიოდა. მიზნად დაისახა, კომანთან ახლოს ის მღვიმე მოეძებნა, სადაც მრავალი წლის მანძილზე ბიზანტიელი ხატმებრძოლებისგან გადასარჩენად იყო დამალული იოანე ნათლისმცემლის თავი. ეს ადგილი მივიწყებული გახლდათ, სოხუმში არაფერი იცოდნენ მის შესახებ.

მამა საბამ გამოჰკითხა კომანის ახლომახლო მცხოვრებთ, რაიმე ხომ არ გაეგონათ ამ წმინდა ადგილზე. ბოლოს იპოვა ერთი ბერძენი ბერიკაცი, რომელმაც უთხრა, ბავშვობაში ხალხი მთებში ერთ ადგილას დადიოდა სალოცავად, რომელიც იოანე ნათლისმცემელთან იყო დაკავშირებული. იქ მეც არაერთხელ ვყოფილვარო.
მან აჩვენა კლდეში გამოკვეთილი მღვიმე. ამ ნიშის გარეშემო საუკუნეთა მანძილზე დანთებული სანთლის ალს ჩაეშავებინა კლდე, თითქოს ქვის კიოტს შავი ორნამენტი ჰქონდა შემოვლებული. ამგვარად, 60-იან წლებში კვლავ გამოვლინდა ის ადგილი, სადაც ოდესღაც წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი იყო დამალული.

რამდენჯერმე შევხვდი მამა საბას სოხუმში. შეუძლებელია იმ დღის დავიწყება, როცა ის სოხუმის საკათედრო ტაძარში ლიტურგიას აღასრულებდა. გარკვეული მიზეზების გამო დამაგვიანდა. ჯერ ტაძარში არ ვიყავი შესული, რომ განსაკუთრებული რამ ვიგრძენი. თითქოს იქიდან გამოფრქვეული ტალღები გარს შემომერტყა. ეს არ იყო განწყობა სულისა და არც თვითშთაგონება, მე ხომ თითქმის არ მახსოვდა, რომ ამ დღეს მამა საბა მსახურობდა, ეს გახლდათ რაღაც ღრმა და უჩვეულო.

მახსოვს, ტაძრის კედელთან სკამზე ჩამოვჯექი, ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავს რა ხდებოდა. რაღაცნაირი არამიწიერი სიმშვიდე ვიგრძენი, ჩემდა გასაოცრად, არა მარტო სულით, სხეულითაც კი. ასე გაგრძელდა ათი-თხუთმეტი წუთი. მერე გონს მოვედი, თითქოს ახლა მომესმა, რომ ტაძარში ღვთისმსახურება აღესრულება.

საკურთხეველში შევედი. ეს ერთგვარი უწონადობის გრძნობა უფრო მეტად გაძლიერდა. ძნელია სიტყვებით გადმოცემა იმისა, რასაც მაშინ განვიცდიდი. თითქოს გარედან რაღაც ძალა ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში ისხმებოდა, განაახლებდა და განწმენდდა მათ. გულში განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობდი. იგი ერთდროულად ათბობდა და აგრილებდა ჩემს სულს. თითქოს ძველი წყლულები და ჭრილობები მიშუშდებოდა და ფუფხი სცვიოდა მათ. წმინდა, ბავშვურად გულწრფელ სიხარულს განვიცდიდი, ოღონდ უფრო ღრმას.

მამა საბა წმინდა ტრაპეზის წინ იდგა. სახე მისი ნათლით იყო ფერნაცვალი. ეს ნათელი ხან გაცხოველდებოდა, გაღვივდებდა და უფრო მეტად განაბრწყინვებდა მას, ხანაც მინელდებოდა, თითქოს შიგნით შედიოდა. ამ დროს მივხვდი, თუ რას ნიშნავს, მადლის მშვენიერება და ხატება ღვთისა საიდუმლოდ (დაფარულად) რომ სახლობენ ადამიანში.

წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტე მხოლოდ სულიწმინდით შეიცნობაო. მაგრამ სიღრმისეული ლოცვის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როცა სული მისი მადლთან არის შეერთებული, ამ არამატერიალური ნათლით თანდათანობით ქრისტეს ემსგავსება.

რასაც ვხედავდი და განვიცდიდი ამ მსახურებისას, საიდუმლოს გამოცხადებად მეჩვენებოდა, თითქოს მაჩვენეს (რადგანაც ამის აღქმა შემეძლო) ანარეკლი წმინდანთა და ზეციური სამეფოს დიდებისა, დავინახე სხივნი მარადისობიდან მომავალი იმ სინათლისა, რომელიც ზეცას მიწასთან აერთიანებს. ვგრძნობდი, რომ მეტი აღარაფერი მინდა, რომ აქაა ის, რაც სწყურია კაცის სულს და რასაც სხვაგან ვერ იპოვის ამ სოფელში.

თაბორზე მოციქულებმა უთხრეს უფალს: "კეთილ არს ჩვენდა აქა ყოფაი" (მათე 17,4). მათ სურდათ, ყოველთვის ღვთისხილვის (ღვთისჭვრეტის) მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს უნდა დაიმსახურო შრომითა და მისწრაფებით, ამიტომაც ჩაქრა მათი განმაბრწყინვებელი თაბორის ნათელი.

მამა საბასთან ჩემი ურთიერთობა ხოლოდ ამ ერთი მსახურებით რომ ყოფილიყო შემოფარგლული, მაშინაც მისი მადლიერი ვიქნებოდი. ის ჩემთვის იქცა იმ სულიერ ხელმძღვანელად, რომელსაც ძველად "ამბას" ეძახდნენ და მშობელზე ძვირფასი და ახლობელი შეიქნა ჩემთვის. იგი გახლდათ მამა, რომელიც კაცის სულს ეხმარება: არა ამა სოფლისთვის, არამედ საუკუნო სიცოცხლისთვის შობაში, შინაგანად ტანჯვაში იღებს თავისი შვილების სიმძიმეებსა და ტკივილებს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2017, 09:43 AM

"ვითარცა სანთელი, სასანთლეზე დადგმული, სვიმეონი, ყოველმხრივ მზის მსგავსად აფრქვევდა სხივებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:40 AM

"მთაწმინდაზე ცნობილმა მამამ თავისი განსწავლულობითა და სათნოებებით, ათონელ მამათა შორის გამორჩეულმა მღვდელმონაზონმა ათანასე ივერონელმა, უთხრა აწ განსვენებულ მამა ათანასე სტავრონიკიტელს: "როცა მოვკვდები, უთხარი მამა პაისის, ჩემთვის ილოცოს. ჩაებღაუჭოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მოსასხამზე და შესძახოს: "ათანასე შეიწყალე, ათანასე..." ამ დროს მამა პაისი შედარებით ახალგაზრდა და უცნობი იყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2017, 12:02 PM

"მოსაგრესთან ანდა წმინდანთან შეხვედრამ სხვადასხვანაირი გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. მსგავსად სინათლის გაელვებისა, მას შეუძლია გააცისკროვნოს ადამიანის სიცოცხლე და მაშინ სული ამბობს: "ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი, მე ამ კაცში დავინახე აჩრდილი ჩემთვის უცნობი ღმერთისა. მე მისგან სიყვარულის სითბო ვიგრძენი, ადამიანური სიყვარულის კი არა, არამედ იმ სიყვარულისა, რომელმაც შექმნა ჩემი სული და გული. მე მზის ყურება არ შემიძლია, მაგრამ ვხედავ მის სხივებს".


"მამა საბას სულიერ შვილთაგან ერთ-ერთმა თქვა: მამა საბას ბიოგრაფია არ აქვს, მას ცხოვრება აქვსო (როგორც წმინდანს)".

"გასაოცარია ცხოვრებისეული ღვაწლი მამა საბასი [ოსტაპენკო], მაგრამ მისი განმეორება, მგონია, თითქმის შეუძლებელია. ამისთვის გჭირდება განსაკუთრებული მადლი. ვინმემ რომ მოისურვოს მიბაძვა მამა საბას სულიერი დამრიგებლობისა, აღმოჩნდება იმ ექიმის მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელი მომზადებისა და ცოდნის გარეშე ყველაზე რთულ ოპერაციებს აკეთებს და ასახიჩრებს პაციენტებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2017, 08:33 PM

"წმინდანის განდიდებით ჩვენ ვადიდებთ ამ წმინდანის მოღვაწეობას - იგი ჩვენივე მსგავსი ადამიანი იყო, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მომკვდარიყო, ცოდვის ხელმწიფებას კი არ დამორჩილებოდა".

/დეკ. დავით ხაჭაპურიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:41 PM

"წმინდანის ხსენების დღე ერთხელ და სამუდამოდ დგინდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:03 PM

"[ღირსი სერგი რადონეჟელი] საჭიროების შემთხვევაში ხან მშვიდი იყო, ხანაც - მკაცრი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2017, 08:43 PM

"როცა ქრისტიანების დევნა დაიწყო, მრავალმა ღვთისმოშიშმა ადამიანმა უდაბნოებსა და მთებს შეაფარა თავი. მხეცთა შორის ყოფნა ერჩივნათ კერპთაყვანისმცემლებთან ცხოვრებას, რომლებიც აიძულებდნენ უსულო "ღმერთების" თაყვანისცემას.

მთას შეაფარა თავი თურმე ერთმა კორინთელმა ღვთისმოშიშმა ქალმა რუთინამ. ქალი ფეხმძიედ ყოფილა. გასულა ხანი. რუთინას მარტოხელას უმშობიარია და რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილა. შესძენია ვაჟი, რომელსაც კონდრატე დაარქვა.

ყველა იფიქრებს, ყრმა მოკვდებოდაო, მაგრამ სხვაგვარად სჯიდა ღმერთის კაცთმოყვარება. როცა მშიერი პატარა ატირდებოდა, ღვთის ბრძანებით, ღრუბლები დაბლა დაიწევდნენ და მის ბაგეებზე რძესა და თაფლს ამცვრევდნენ. ასე იზრდებოდა პატარა, სანამ თვითონ არ ისწავლა ხილის მოგროვება.

იოანე ნათლისმცემლის მსგავსად, ღვთისგან დაფარულმა კონდრატემ ყმაწვილობის ასაკს მიაღწია, სწორედ მაშინ იპოვეს ქრისტიანებმა. ბიჭმა წერა-კითხვა ისწავლა, ბალახების სამკურნალო თვისებებს იცნობდა და ყოველგვარ სნეულებას კურნავდა.

ქალაქში ცხოვრებას ისევ მთებში ყოფნა ირჩია, ღრმა სიბერემდე მიაღწია და უსჯულო დეციუსის დროს მოწამებრივად აღესრულა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2018, 11:29 AM

"წმინდანისადმი პატივისცემა ნიშნავს მისდამი მიბაძვას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:43 PM

"მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამოიცნოს და მოიცვას წმინდანთა რიცხვი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 08:03 PM

"მამა არსენი იყო ერთ-ერთი ჭეშმარიტი მოღვაწეთაგანი (მონათესავე ადრინდელი წმინდა კაბადოკიელი მამებისა), რომელთაც ჰქონდათ უდიდესი სათნოებანი. არსენ კაბადოკიელმა სხვადასხვა საშუალებით შეძლო თავისი სათნოებების დაფარვა. იყვნენ "ვერდამნახავი" ადამიანები, რომელთაც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ მასზე მისი გარეგნული თავისებურებებისა და მოქმედებების ხასიათის გამო".

"ჩემი სულიერი ხელები შეკრულია მრავალი ცოდვით და არ ძალგვიძს ჯერჯერობით მისი სათნოების გაგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2018, 09:14 PM

"კეთილი საქმეებით ისე გაბრწყინდნენ, ვითარცა ორი ჩირაღდანი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 20 2018, 08:54 PM

"ბატონის იძულებით, ისლამი მიუღია, თუმცა, სრულ ასაკს მიღწეულს კვლავ ქრისტე შეუმოსავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 03:50 PM

"თითოეული წმინდანი - ეს ჯოჯოხეთის მარცხია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 11:50 AM

"გაგიკვირდებათ და ამერიკას მხოლოდ 14 წმინდანი ჰყავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 08:22 PM

"მამა პართენი [აფციაური] იმ უსათნოეს მტრედს მაგონებდა, მთელი ცხოვრება უკაცრიელ ადგილებს რომ დაჰფრენს და ცოდვის ტალახი არასოდეს მოსცხებია. რაღაც არაამქვეყნიური იყო ამ ადამიანში: წუთისოფელში მყოფი თითქოს ვერც ამჩნევდა მას. იგი იმ ძველ მამებს მიაგავდა, უდაბნოებსა და საპყრობილეებშიც რომ ინარჩუნებდნენ რწმენას..."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2018, 01:15 PM

"ვინც წმინდანს გმობს, ის გმობს მასში მყოფ სულიწმინდას. ამიტომაც ასეთი ღვთის მგმობელები ხშირად ისჯებიან მთელი ხალხის თვალწინ. იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კანონიზაციის მერე ერთმა მღვდელმა დაცინვით იკითხა: "როგორ დახატავენ მეფე ნიკოლოზის ხატს, პირში პაპიროსით ხომ არა?" სასჯელი მას მალევე ეწია - ინსულტი დაემართა და გონსმოუსვლელად მოკვდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2018, 05:54 PM

"წმინდა იოანე რუსი რუსებთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩაიგდეს თურქებმა და ბოლოს ერთ არაბს მიჰყიდეს. ბატონი აიძულებდა, ქრისტე უარეყო, მაგრამ უდრეკი იყო იოანე. ბევრ წამებას გაუძლო. ბოლოს უთხრა თურქ ბატონს: ყველაფერს აღვასრულებ, ოღონდ რწმენის შეცვლას ნუ მაიძულებო. თურქი დათანხმდა.

წმინდა იოანე საჯინიბოში დასახლდა. დღისით ცხენებს უვლიდა, სხვა საქმეებსაც აკეთებდა, ღამით კი მუხლმოდრეკილი ლოცულობდა. განთიადისას მცირე ხნით მოასვენებდა დაღლილ სხეულს. თავის საჭმელს გლახაკებს უნაწილებდა, თვითონ კი ხშირად პურსა და წყალზე გადაივლიდა. ყოველდღიური მარხვა და ლოცვა განაძლიერებდა იოანეს. შაბათობით მიდიოდა ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში და ეზიარებოდა უფლის სისხლსა და ხორცს.

1730 წელს 40 წლისა გარდაიცვალა, მაგრამ უკვე დიდი მადლი მოეპოვებინა. სიკვდილის წინ მოინახულა მღვდელმა, თურქებისგან ფარულად ვაშლში ჩამალული წმინდა ზიარება შეუტანა და აზიარა. წმინდა იოანე ეკლესიის ახლოს დაკრძალეს. უამრავი ხალხი - ბერძნები, თურქები, სომხები - მიდიოდა მის საფლავთან და კურნებას იღებდა.

სამი წლის შემდეგ წმინდა იოანე გამოეცხადა მღვდელს და უთხრა, რომ მისი სხეული უხრწნელი დარჩა. გათხარეს საფლავი და წმინდა იოანეს მირონმფრქვეველი უხრწნელი სხეული ტაძარში გადაასვენეს. საუკუნის შემდეგ მუსლიმანებმა წმინდანის სხეულის დაწვა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ყველამ დაინახა, ცეცხლში ფეხზე მდგომი წმინდა იოანე მრისხანე სახით როგორ ემუქრებოდა მკრეხელებს.

წმინდანის უხრწნელი სხეული 1924 წელს კუნძულ ევბეაზე გადაასვენეს და მის სახელზე დიდი ტაძარიც ააგეს. ერთხელ წმინდა იოანე მამა იაკობ ევბეელს გამოეცხადა და უთხრა: ქრისტიანები ფიქრობენ, რომ მე მოვკვდი, მივიძინე, მაგრამ ცოცხალი ვარ და ყველაფერს ვხედავ. სხეული ჩემი სარკოფაგშია, მე კი ხშირად გამოვდივარ იქიდან და ადამიანებს შორის დავდივარ დასახმარებლად. ისინი მე ვერ მხედავენ, მე კი ვხედავ. შემდეგ შევდივარ ჩემს სარკოფაგშიო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:11 PM

"ყოველი წმინდანი უფლის ძალით არის წმინდანი, უფალმა შეიწირა მისი შრომა და მოღვაწეობა და სასუფეველი უბოძა."

"ადამიანის ცოდვილობა არ არის დამაბრკოლებელი იმისათვის, რომ გახდეს წმინდანი".

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

"- გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს - უფალმა განირთხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო თავისკენ მიიზიდა. ამით გამოამჟღავნა ცოდვილთა სიყვარული. განა ვინ იყო უცოდველი ამ სამყაროში?

- უფრო ღირსეულია პიროვნება, რომელიც თავის განსაკუთრებული ტკივილებიდან ამოვა, მძიმე ცოდვისაგან დაიხსნის თავს და წმინდანის საზომს მიაღწევს, ადამიანებში ეს მეტ იმედსა და სასოებას აღძრავს."

/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:22 PM

"წმინდანთა ცხოვრება სამაგალითოა ჩვენნაირი, სოფლის საცდურს აყოლილი ადამიანებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:35 PM

"მართალი ვერონიკა, გადმოცემით, ის სისხლმდინარე ქალია, რომელიც მაცხოვრის სამოსლის ფესვზე შეხებით განიკურნა. ვერონიკამ მიაწოდა გოლგოთაზე მიმავალ ქრისტეს ხელსახოცი, რომლითაც მან ოფლი შეიმშრალა და ზედ სასწაულებრივ თავისი პირისახის ანაბეჭდი დატოვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 03:09 PM

"- რა ხანი უნდა გავიდეს ადამიანის აღსრულების შემდეგ, რომ მოხდეს მისი წმინდანად კანონიზება?

- თუ ადამიანი მოწამებრივად აღესრულა, ასეთ შემთხვევაში მცირე დროც საკმარისია. თუ, დავუშვათ, ცხოვრების წესის მიხედვით ხდება ადამიანის წმინდანად კანონიზება, მაშინ გარდაცვალებიდან უნდა გავიდეს გარკვეული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში, ის თაობა უნდა წავიდეს, რომელიც მას პირადად იცნობდა (ეს წესი არ არის, მაგრამ ასე ხდება ხოლმე).

მაგალითად, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზი წმინდანად ოფიციალურად ცნობამდე ბევრ სურვილს უსრულებდა ადამიანებს, მისი ხატიც კი დაწერეს და ტაძარში შეაბრძანეს. მაშინდელმა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა ხატის ტაძრიდან გატანა ბრძანა, მაგრამ მოხდა სასწაული: ერთხელ იგი ზღვაზე გემით მიდიოდა, გემმა ჩაძირვა დაიწყო. მთავარეპისკოპოსმა გემის გადასარჩენად წყალზე მომავალი წმინდა ნიკოლოზი დაინახა. ამ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ წმინდა ნიკოლოზი წმინდანად შერაცხეს."

/მამა დემეტრე დავითაშვილი/

"რაც მეტი წმინდანი ჰყავს ქვეყანას, მით უფრო ძლიერია იგი."

"წმინდანების მიმართ ლოცვა და მადლიერება ისევ ჩვენ გვიბრუნდება"

/მამა დემეტრე დავითაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2018, 09:21 PM

"- როგორ ხსნის მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანთა სხეულების თუ ცალკეულ ნაწილთა უხრწნელობას? ზოგი თაყვანისცემის უარმყოფელი უხრწნელობის მიზეზად იმ გარემო პირობების - ნიადაგისა და ჰაერის - თავისებურებას მიიჩნევს, სადაც წმინდანის ნეშტი განისვენებს, ნაწილი კი ამტკიცებს, რომ წმინდანთა სხეულები ხანგრძლივი მარხვის შედეგად არის გამოფიტული და ამიტომ არ იხრწნება...

- ეკლესიური მოძღვრებით, წმინდა ნაწილთა უხრწნელობა ღვთის ძალითა და ნებით ხდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც წმინდანის უხრწნელი სხეულის გვერდით გახრწნილი ნეშტიც უპოვიათ. ასევე, უხრწნელი სხეული ერთი ნიადაგიდან სხვა ნიადაგში გადაუსვენებიათ და კვლავ შეუნარჩუნებია უხრწნელობა.

ერთ-ერთი წმინდანის - იოსებ ბულგარელის უხრწნელი სხეულის გაკვეთისას აღმოჩნდა, რომ გულში სისხლი მოძრაობდა".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 09:31 PM

"ის ანგელოზია ღვთისა, ადამიანის სხეულით მოსილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 09:43 PM

"მეუფე იოანეს [მაქსიმოვიჩი] სახელს დიდი პატივისცემით იხსენიებდნენ კათოლიკენიც. ერთი კათოლიკე მღვდელი ეუბნებოდა თავის ახალგაზრდა სულიერ შვილებს: - თქვენ ამბობთ, დღეს აღარ ხდება სასწაულები და არ არიან წმინდანებიო. არ გჯერათ ჩემი და ნათქვამის დამტკიცებას ითხოვთ. რად გინდათ ჩემგან თეორიული დასაბუთება, როცა დღეს პარიზის ქუჩებში ფეხშიშველი დადის წმინდა იოანეო."


"მიუხედავად გარეგნული სიმკაცრისა, სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდა ბავშვებთან. ტაძრის სამღვდელოება შეცბუნებული უყურებდა მღვდელმთავარს, როცა ის წირვისას პატარა ბავშვებს ეთამაშებოდა. ჩვევად ჰქონდა, ლიტურგიის შემდეგ საკურთხეველში მომსახურე ვაჟებს ეხუმრებოდა ხოლმე, ხოლო ურჩებს თავზე კვერთხს უკაკუნებდა, რა თქმა უნდა, მსუბუქად. მეუფე იოანე პირველ რიგში სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და თუ არღვევდა მიღებულ ქცევის წესებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები გამოფხიზლებულიყვნენ სულიერი ინერტულობისგან, ახსენებდა მათ, რომ არის ამ სოფელზე აღმატებული სამყარო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2018, 06:27 PM

"[წმინდა მერკვირი] ისე იბრძოდა, რომ მტრის სისხლით მახვილი ხელზე მიეწება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:16 PM

"- წმინდანთაგან ზოგს მართალი ეწოდება, ზოგს - ღირსი... ვინ არიან ნეტარნი?

- ნეტარებად იწოდებიან ისინი, ვინც უფლის გულისთვის ცხოვრობდა ყოველივე ამქვეყნიური სიკეთისა და ფუფუნების მკაცრი უარყოფით. მთელი თავიანთი ქონება გაყიდეს და მოწყალებად გასცეს, უფალში დაიუნჯეს, თვითონ კი სიგლახაკესა და უპოვარებაში ცხოვრობდნენ."

/დეკ. პეტრე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2018, 01:12 PM

"ერთხელ გეჯეთში მიმავალმა წმინდა ალექსი ბერმა (შუშანია) ერთ პატარა ფაცხაში ჭილოფზე მიგდებული კაცი იხილა. საცოდავს დაქორწინებიდან მალევე წელს ქვემოთ დამბლა დასცემია. ცოლს მიუტოვებია და თან ყველაფერი წაუღია. მას აქეთ გატანჯული კაცი ღმერთს გმობდა, რამდენჯერმე თავის დაწვაც უცდია, მაგრამ კერიამდე ვერ მოუხერხებია გადაგორება.

წმინდა ალექსიმ კაცი ანუგეშა, იობის მაგალითით მოთმინებისკენ მოუწოდა. მერე დაბრუნდა შინ, საბან-ლეიბი და სხვა საჭირო ნივთები წაუღო ავადმყოფს. ეს ამბავი ზამთარში მოხდა. მაისში ეს კაცი ურმით ნოქალაქევის აბანოში წაიყვანა. აბანოში მხარზე მოკიდებულს ჩაიყვანდა და აბანავებდა. ღვთის წყალობით კაცი მოკეთდა და ჯოხით იწყო სიარული.

ერთხელ წმინდა ალექსიმ შეიტყო, რომ სოფელ ნოსირში ჭლექიანი ფაჩულია ახლობლებს უპატრონოდ დაეგდოთ. ავადმყოფს მონაზონი ბარბარე და თებრონე წაუყვანა, რომლებიც მიცვალებამდე უვლიდნენ სნეულს. განსვენებული ეკლესიაში დაასვენა და თავისი ხარჯით დამარხა. მცირე ხანში მიცვალებულის ძმაც ჭლექით დაავადდა, მასაც სიკვდილამდე ემსახურა და ისიც დაასაფლავა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2019, 08:03 PM

"როდესაც წმინდანებზე ვფიქრობთ, წმინდანებიც ფიქრობენ ჩვენზე და გვეხმარებიან. ამგვარად უმეგობრდება ადამიანი წმინდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედოა. ამგვარად, მას, ვინც მარტო ცხოვრობს, იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმინდანებსა და მთელ სამყაროსთან."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2019, 05:13 PM

"ჩვენ არ ვტაცებთ დიდებას მამას, როდესაც მის მიერ აღზრდილ შვილებს განვადიდებთ, ისევე როგორც არ ვამცირებთ მთავარსარდალს, როდესაც მის გამოწვრთნილ მეომრებს ვაქებთ - მათი გამარჯვება ხომ მთავარსარდლის გამარჯვებაა! ამგვარად, ჩვენ თაყვანს ვცემთ წმინდანს, როგორც ტაძარს, რომელშიც თვით ღმერთი მყოფობს."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 27 2019, 03:35 PM

"მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმინდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმინდის მადლის მიერ წარმოითქმება."

/წმ. გრიგოლ სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 09:02 PM

"მოქმედებს გასაოცარი კანონი: უფალი გამოირჩევს ვინმე ერთს, თავისკენ მიჰყავს, რათა შემდეგ მისი საშუალებით მრავალი გაანათლოს და განსწავლოს. ასე გამოირჩია მან აბრაამი, მოსე, დავით წინასწარმეტყველი, პავლე მოციქული, ბასილი დიდი, გრიგოლ პალამა და სხვები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2019, 04:57 PM

"წმინდა ნათლობითა და წმინდა მირონცხებით ყოველ ჩვენგანს მიეცა დიდებული შესაძლებლობა, ახლოს ვიყოთ წმინდანებთან, ანუ ვიყოთ წმინდები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:49 PM

"ადამიანი მადლით ხდება წმინდანი"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:50 PM

"საღვთო სიტყვების შესწავლით შეგიძლიათ, დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოთ სიწმინდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:22 PM

"საიდუმლო ის გახლავთ, რომ სულიერი საკითხავით, შენდა შეუცნობლად, შეგიძლია სწრაფად, უმტკივნეულოდ გახდე წმიდანი. როდესაც მოშურნეობით, მონდომებით და საღვთო ტრფიალებით უღრმავდები ტროპარებს და, განსაკუთრებით, წმინდანების კანონებს, საწადელსაც აღწევ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2019, 07:37 PM

"ერის სიდიადე და სიძლიერე განიზომება იმით, თუ რამდენი წმინდანი ჰყავს ზეცაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:37 PM

"ჩვენ წმინდანებს უნდა ვბაძავდეთ. ეს იქნება პიროვნების ზრდის პროცესი. სანამ ცოცხალია ადამიანი, არ წყდება ეს პროცესი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2019, 05:58 PM

"როგორც ერთი ცეცხლით მრავალი სანთელი ინთება, ისევე წმინდანთა სხეულები, ქრისტეს ეს წევრები, ქრისტესთან ერთად აუცილებლად თავად ერთი და იგივე ქრისტეთი შეიმოსებიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 09:49 PM

"უფალმა განადიდა იგი, რომელიც წმინდა ცხოვრებით მუდმივად განადიდებდა ღმერთს, რომელსა შვენის დიდება უკუნისამდე. ამინ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:27 PM

"მისი სახიდან მადლი და ნუგეში მოედინებოდა. მოღვაწეობისგან მისმა სახემ რაღაც განსაკუთრებული ბრწყინვალება შეიძინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2020, 10:19 PM

"წინაშე ღმრთისა თავი თავშეკავებით განიწმინდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 08:25 PM

"ღმერთი იდიდება წმინდანებში,წმინდანები კი იდიდებიან ღმერთით"

/წმინდა სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:53 PM

"წმინდანებს ესმით ჩვენი ლოცვა, ეს ჩანს წმინდანებთან ლოცვითი მიმართვის განუწყველტელ გამოცდილებიდან. სულიწმინდაში, ჯერ კიდევ აქ, მიწაზე, წმინდანები ღებულობენ ამ საჩუქარს ნაწილობრივ, ხოლო აქედან გამგზავნრებისას იგი იზრდება"

/წმ. სილუანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 07:22 PM

"წმინდანი ისაა, ვინც სულიწმინდას თავის გულში ადგილი მიუჩინა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2020, 04:18 PM

"წყენის ატანა წმინდანობაზე მეტია. თუ წყენა გახსოვს, ესე იგი სიბოროტეს დაუმარცხებიხარ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2020, 08:33 PM

"ჩვენ მხოლოდ აღფრთოვანებას გამოვხატავთ ჩვენი ეკლესიის წმინდა მოღვაწეთა მიმართ და არ გვესმის , თუ რა დიდი იყო მათი შრომა . ეს რომ გავიგოთ , თავადაც უნდა ვიშრომოთ , უნდა შევიყვაროთ წმინდანები და მთელი ძალისხმევა იქით მივმართოთ, რომ მათ მივემსგავსოთ."

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 05:54 PM

"მხოლოდ ორი ტიპის ადამიანს არ შეურაცხყოფს შენიშვნები და რჩევები: წმინდანებს და იმათ, ვინც წმინდანობას ესწრაფვიან"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 01:34 PM

"წმინდანის ნამდვილი სულიერი სიმდიდრე ჩვენთვის თითქმის უცნობია. ის მცირეოდენი, რაც წმინდანებზე ვიცით, ცნობილი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ მათ ან ვერ შეძლეს ამის დაფარვა ან დიდმა სიყვარულმა აიძულა, სულიერი მოწყალება გაეღოთ. მხოლოდ ღმერთმა იცის წმინდანების სულიერი საზომი. თვით წმინდანებმა ეს არ იციან, რადგან ისინი მხოლოდ თავიანთ ცოდვებს ზომავენ და არა სულიერ სიმაღლეს."

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)