IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქართული საგალობლების უძველესი ჩანაწერები
ვეშაპო
პოსტი Nov 11 2006, 09:58 PM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.

მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Nov 11 2006, 11:10 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მადლობა უნიკალური ჩანაწერების მოსმენის საშუალება რო მოგვეცი.
ქართლ-კახური სულს ატკბობს და სინანულისთვის განგაწყობს,აგრეთვე არაამქვეყნიურობის მისტიური სურნელი აქვს.
გურული უფრო ასკეტური და აგრეთვე მისტიური მეჩვენება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Nov 13 2006, 05:16 AM
პოსტი #3


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დღეს შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natuli
პოსტი Jan 7 2007, 12:20 AM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-January 07
მდებარ.: Georgia,tbilisi
წევრი № 805



გამარჯობა,მე ნათია ვარ..იცით რომელი გალობა მიყვარს? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...მაგრამ მე ვიცი რომ ეს საგალობელი რამოდენიმე ვერსიისაა.და მე რომელიც მიყვარს ის ყოფილა სვანური ვერსიი(არ ვიცი რამდენად მართლაია)დ ხომ არ გექნებათ რომ აქ დადოთ?


--------------------
"ქალი იმიტომ კი არ გიყვარს რომ ლამაზია, არამედ ის ლამაზია იმიტომ, რომ შენ გიყვარს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jan 7 2007, 10:22 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(natuli @ Jan 6 2007, 08:20 PM) *

გამარჯობა,მე ნათია ვარ..იცით რომელი გალობა მიყვარს? ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...მაგრამ მე ვიცი რომ ეს საგალობელი რამოდენიმე ვერსიისაა.და მე რომელიც მიყვარს ის ყოფილა სვანური ვერსიი(არ ვიცი რამდენად მართლაია)დ ხომ არ გექნებათ რომ აქ დადოთ?



ქრისტე აღსდგა


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jan 26 2007, 02:15 PM
პოსტი #6


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,886
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კიდევ დადეთ რა საგალობლები. მაგონი მარიამ კ ამბობდა 100მდე ჩანაწერი მაქვსო, გამოიმეტეთ


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IVLITA
პოსტი Mar 20 2007, 10:21 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,396



მშვიდობა!!!უმორჩილესად გთხოვთ,თუ ვინმეს გაქვთ სადა კილოს საგალობლები,დადეთ..წინასწარ დიდი მადლობა\ივლიტა\
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Mar 20 2007, 10:41 PM
პოსტი #8


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



აუ ხო.... სადა კილოს ქერუბიმები იქნებ მოგეპოვებათ.... wub.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 8 2007, 03:30 PM
პოსტი #9


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ვეშაპო, იცი რა მაიტერესებს? ზუსტად რომელი და რამდენი საგალობელია შემორჩენილი ფონო მასალის სახით?


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jun 13 2007, 05:58 PM
პოსტი #10


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



ვეშაპო
ციტატა
შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoშენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoსიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoშენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.sizec/sizec sizeo:2/sizeoმამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.sizec/sizec


აქაჩე არ მუშაობს და ლინკზე და დე რა...


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 13 2007, 10:21 PM
პოსტი #11


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(N. R. @ May 8 2007, 03:30 PM) *

ვეშაპო, იცი რა მაიტერესებს? ზუსტად რომელი და რამდენი საგალობელია შემორჩენილი ფონო მასალის სახით?

ეეე, ეგ მეც მაინტერესებს მაგრამ , ვინ იცის.
ზოგი ერთადერთი ჩანაწერი აი ამ წელს მოკვდება მუზეუმში, რადგან მაგნიტოფირს თავის ვადა აქვს.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
modighliani
პოსტი Jun 15 2007, 03:06 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 15-June 07
წევრი № 2,198



ხალხო... ანგელოზი ღაღადებს მინდა და იქნებ როგორმე მიშოვოთ რა?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ABRAMA
პოსტი Jun 19 2007, 03:28 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 07
წევრი № 2,163



modighliani
მე მაქვს და გამოგოგზავნი სკაიპში


--------------------
Fადაააააალ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 25 2007, 06:24 PM
პოსტი #14


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დანარჩენი პოსტები ბიზანტიური სგაგალობლების თემაში გადავიტანე, ვინაიდან, საერთოდ არ შეესაბამებოდა ამ თემის შინაარსს.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 4 2007, 12:03 AM
პოსტი #15


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ვა ძველი გალობა სუ სხვაა მაინც smile.gif საინტერესოა ასეთი რამ თუ იშოვებოდა არ მეგონა smile.gif დიდი მადლობის მეტი მეთქმის ის რომ თუ რამე ძველი გექნათ გალობა ქართული ოღონდ დადეთ და ძალიან კარგი იქნება smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 10 2007, 09:04 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ადამიანებო!!!
ეს ჩემგან ვერ იწერს თუ საერთოდაა რაღაც გაფუჭებული?


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jul 10 2007, 11:39 PM
პოსტი #17


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



Iona
ციტატა
ადამიანებო!!!
ეს ჩემგან ვერ იწერს თუ საერთოდაა რაღაც გაფუჭებული?

გავაახლელინკები და შეგიძლია გადაიწერო.

აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.

მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.







აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
stch
პოსტი Jul 15 2007, 10:12 PM
პოსტი #18


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 448
რეგისტრ.: 3-July 07
მდებარ.: შორს უფლისგან :(
წევრი № 2,381



ძალიან მაგარი რაღაცეები იყო თუ კიდე გაქვთ დააგდეთ რა smile.gif


--------------------
და განიხარა სულმან ჩემმან უფლისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა :)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი May 25 2009, 06:34 PM
პოსტი #19


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ვეშაპო
ციტატა
აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში.
1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით.
ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები.
სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ.
აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი.

I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს.

II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის).

IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით.

V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი.

შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ.

შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ.

შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ.

მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ.


ვაა ეს საგალობლები არ მაქვს. sad.gif

აუ თუ არ დაგეზარება იქნებ განაახლო რა ლინკები.
ძალიან ძალიან მაგრად მინდა რა. smile.gif

ციტატა
აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები.
ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით.

I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა
II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი
III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი

აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა.
საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო:

ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?"
არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი".
"მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი
ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა:
"თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ."

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.



ამის ლინკიც გაფუჭებულია. ალაზანზე დევს ეს საგალობლები და იმ ლინკებს დავდებ არ გაფუჭდება და ვისაც დაგაინტერესებთ გადაიწერეთ. smile.gif

11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ.



"გალობის ზაპირად მცოდნეთა რიცხვი დღითი დღე კლებულობდა, რაც რუსული იმპერიალიზმის მიერ ავტოკეფალიაწართმეულ ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების ქართულად აღსრულებისა და მასთან ერთად, ქართული გალობის შეზღუდვა-აკრძალვით იყო განპირობებული. XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის გალობის მცოდნენი თითზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ. შემდგომში, ათეისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა გალობის სწავლების ტრადიცია. დღეს უკვე ძველი გალობის მცოდნე ერთი მოხუციც აღარაა სააქაოს, ამ გაწყვეტილი ტრადიციის აღმდგენლად მოგვევლინებოდა. ასეთ ვითარებაში ზემოთ აღნიშნული ათასობით საგალობლის გვერდით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ძველ სამგალობლო ტრადიციაზე აღზრდილი უკანასკნელი წარმომადგენლის, მაღალი ნიჭითა და საოცარი მეხსიერებით დაჯილდოვებული მგალობელ-მომღერალი, არტემ ერქომაიშვილის მიერ გადმოცემული საგალობლები, რომლებიც მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1966 წელს მაგნიტოფირზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა, კახი როსებაშვილმა. ჩაწერა ორი მაგნიტოფონით შესრულდა; ერთ მაგნიტოფონზე ჩაწერილ პირველ ხმას (თქმას, დამწყებს) ჯერ მეორე ხმა (მოძახილი) და შემდეგ მესამე ხმა (ბანი) დაედებოდა მეორე მაგნიტოფონის გამოყენებით. ასე რომ, საგალობელთა სამივე ხმას 79 წლის არტემ ერქომაიშვილი ასრულებს, რადგან გალობის მსავით სრულად მცოდნე ამქვეყნად აღარავინ ეგულებოდა. ასეა ჩეწერილი ასზე მეტი საგალობელი. ეს უნიკალური ჩანაწერები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტში ინახება. ამ ჩანაწერებს (ტექნიკური ხარვეზების სიმრავლის მიუხედავად ფასდაუდებელი და მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ქართული გალობის შესწავლისათვის. მხცოვანი მგალობელი საგალობელთა შესრულებისას იშველიებდა პატარა წიგნაკს საგალობელთა ტექსტებით. არტემ ერქომაიშვილის ეს წიგნაკი ასევე უძვირფასეს განძს წარმოადგენს ქართული გალობის, მისი მუსიკალური დამწერლობის ისტორიის კვლევისათვის, რადგან მასში მრავლადაა საგალობო ნიშნებით შემკული საგალობელი. ნიშნები ფანქრით არის შესრულებული თვით არტემ ერქომაიშვილის მიერ. ეს წიგნაკი მოგვაგონებს ექვთიმე კერესელიძის, მსგავსი ნიშნებით შემკულ ხელნაწერს, რომელსაც ყდაზე აწერია: "ზეპირი გალობა". არტემ ერქომაიშვილის წიგნაკიც გალობის ზეპირად მცოდნეთათვის დამხმარე ნიშნებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველ ნევმირებულ კრებულებში არსებული საგალობო ნიშნებისგან, ამ უკანასკნელთა ამოხსნის ერთ-ერთ გზად არტემ ერქომაიშვილისა და ექვთიმე კერესელიძის ჩანაწერების გულდასმით შესწავლაა, მათში არსებული საგალობო ნიშანთა ზუსტ მნიშვნელობათა დადგენა-გაშიფვრას მივიჩნევთ, რაშიც მათივე აუდიო (ერქომაიშვილის) და სანოტო (კერესელიძის) ჩანაწერების არსებობა გვეხმარება, რომლებშიც, ერთის მხრივ, გალობის ე.წ. "იმერულ-გურული კილო" (ფ.ქორიძე, რ. ხუნდაძე, ე. კერესეკიძე) და მეორეს მხრივ, "ქართლ კახური კილოა" (ძმები კარბელაშვილები) წარმოდგენილი, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერებში მოცემულია სავსებით ორიგინალური, თვითმყოფადი ნიშნების მქონე "კილო" გალობისა. "


დ. შუღლიაშვილი
"ქართული საეკლესიო გალობა" - "შემოქმედის სკოლა"
ნაწყვეტი წინათქმიდან


არტემ ერქომაიშვილის მიერ ჩაწერილი 105 საგალობელი


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jun 19 2009, 03:36 PM
პოსტი #20


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ძალზედ საინტერესოა სხვადასხვა კუთხეებში ექსპედიციაში ჩაწერილი საგალობლები.

საკმაოდ ცოტაა სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში რაც მე ვიცი.

მართალია ეს ჩანაწერები პროფესიონალი მგალობლების მიერ არაა ჩანაწერილი, მაგრამ ნამდვილად დიდ ღირებულებას წარმოედგენს მაინც. მითუმეტეს იმ პირობებში როცა საკმაოდ ცოტა ძველი აუდიოჩანაწერები მოგვეპოვება გალობის და ისიც ძირითადად შემოქმედის სკოლის...
ამ ჩანაწერებს რაც დავაკვირდი ცოტა სასიმღერო ეფექტები დაკრავს მაგრამ მაინც დიდი დანატოვარია დამეთანხმებით ყველა.

დავიწყებ ივეტ გრიმოს ექსპედიციაში ჩაწერილი რამოდენიმე საგალობლით.

ივეტ გრიმოს ექსპედიცია - აღდგომასა შენსა

ივეტ გრიმოს ექსპედიცია - მეუფეო ზეცათაო

ეს ქალი - გრიმო ისევ ცოცხალი ყოფილა დაადგინეს ეხა და კიდევ 300მდე სიმღერა აქვს ჩაწერილიო. და ეხლა უნდათ რომ ჩამოიტანონო.

თან სულ 20 თუ 30 სიმღერაა მაგ ჩანაწერებში რაზეც ხელი მიგვიწვდება რა და 3 თუ 4 საგალობელია იქ და ალბად ის თუ ჩამოიტანეს იმაშიც იქნება რამოდენიმე კარგი საგალობელი. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd June 2018 - 12:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი