სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიზმარი და ინტუიცია, ამოუცნობი ფენომენი თუ ახსნადი მოვლენა? |
guest |
Apr 5 2008, 09:37 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ძალიან დიდ ხანს ვეძებე მსგავსი თემა და ვერ ვნახე,ამიტომ მომიტევეთ თუ მაინც არსებობს და მიუერთეტ მას.
მოკლედ, აქ მინდა შევეხო პირადად ჩემთვის ამოუცნობ მოვლენას, რასაც სიზმარი ქვია,ასევე გარკვეულად ინტუიციას ანუ რაღაცის წინათგრძნობას. პირადი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან იმის თქმა შემიძლია, რომ ადრეული სიყრმაწვილიდან მქონია უცნაური სიზმრები, რომლებიც თითქმის ალეგორიის გარეშე ამხდარა, ასევე წინათგრძნობა წინმდებარე მოვლენების მიმართ, იქნებოდა ეს სასიხარულო თუ სამწუხარო შემთხვევები. როდესაც რწმენაში შევედი, ვეცდებოდი უგულვებელყოფა მომეხდინა საკუთარ თავში ჩემი სიზმრების ასეთი "გაცხადებისა", მუდამ ვარწმუნებდი თავს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობაა, მიუხედავად მათი ინტენსიურობისა. 2006 წლის აგვისტოში კი მესიზმრა ერთი სიზმარი, რომელიც ახდა და რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა,როდესაც უკვე მართლა გარდაუვალი იყო ამ ფიქრების აღიარება, რომ შეუძლებელია ამხელა სიზუსტით მხოლოდ შემთხვევითობა ყოფილიყო. უახლესი ფაქტი კი რამდენიმე დღის წინ მქონდა, რამაც გადამაწყვეტინა დღეს თქვენთვის მომემართა და თქვენი აზრი მომესმინა. ეს მოხდა 31 მარტს, მაგრამ მანამდე რამდენიმე დღით ადრე საოცარი ცუდი შგრძნება მქონდა, სერბიაში ვიყავი სოფელში, გული მიჩქარდებოდა, ისარივით მესობოდა რაღაც ნაღველი და პანიკა, ფიქრებს თავს ვარიდებდი, რომ ეს "ის" არის, ჩემთვის ცნობილი ინტუიცია, ვლოცულობდი და გამუდმებით ვიმეორებდი იესოს ლოცვებს. თავს ვამშვიდებდი, რომ გადაღლილი ვარ ფსიქიურად, დიდი ბავშვები რომ ჩემს გარეშე არიან ვნერვიულობ, ფიზიკურადაც დავიღალე,საგაზაფხულო სამუშაოების გამო და ასევე ალბათ ვიძაბები მოსალოდნელი ომის შიშის გამო. 31 მარტს კი, წამოსვლის წინა ღამეს (დეტალებს არ შევეხები) მესიზმრა ჩემი გარდაცვლილი მამა, რომელმაც მითხრა, რომ მე ხვალ ანუ 1 აპრილს გზას არ დავდგომოდი, გადამედო წასვლა და მე ვუთხარი, აუცილებლად უნდა წავიდე,სხვა გამოსავალი არ მაქვს თქვა. მამამ კი მიპასუხა, ცუდია,მაგრამ რახან არ იშლი, შენს დას ვთხოვ რომ მოგეხმაროსო (ალბათ ლოცვას გულისხმობდა ),მაგრამ იცოდე, სისხლს მაინც ნახავო. ეს თქვა და დაღონებული გამშორდა. თან ძალიან სტრესული სიტუაცია მქონდა, ამჯერად მარტოდ უნდა ჩავსულიყავი ბელგრადში, ისიც ავტობუსით,დიდი ჩანთებით და ასე წვალებით რა ვიცი, იქიდან კი ჩვეულებრივი რეისის ავტობუსით გერმანიაში გამოვმგზავრებულიყავი, რაც ძალიან მაწუხებდა. ამიტომ დილასაც ჩემი ეს განწყობა ამას მივაწერე. ბევრს აღარ გავაგრძელებ და ვიტყვი, რომ ჩემი სიზმარი ახლაც არ "დაცემულა ძირს", უნგრეთში მოუხდა ჩვენს ავტობუსს საშინელი ავარია, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა სისხლიც ვნახე და საშინელებაც: ჩემს თვალწინ "ფრინავდა" ამ ბავშვის სხეულის ნაწილები აღარ დავკონკრეტდები... ეს ბოლო შემტხვევა რაღაც ყველაზე უცნაურად მეჩვენა და მინდა გთხოვოთ, იქნებ განვიხილოთ, რა ხდება ამ დროს, რა არის სიზმარი,საიდან მოდის? სულის ამბავია თუ სამშვინელის? უკვე აღარ ვიცი, ვეცადო თუ არა კიდევ შემთხვევითობას მივაწერო. ან იქნებ თქვენც გქონიათ მსგავსი შემთხვევები. დიდი მადლობა |
ნონა |
Aug 10 2009, 05:20 PM
პოსტი
#61
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ნონა შენ კი თქვი გასაგებად, უბრალოდ ჩემი აზრი ვერ გაიგე მას არ აქვს ჩვენი განსჯის უფლება, შესაბამისად, განკითხვის პროცესი იქ არ უნდა მიდიოდეს. მგონი შენც ვერ გაიგე ჩემი ნათქვამი ბევრი ბერი შეცოდების მომენტში გარდაცვლილა და და სიკვდილისთანავე ასკვნიან (იცი ეს შენ როგორც ხდება) ხოლმე ბერები, რომ უფალმა არ შეუნდო. არადა სულის განკითხვა ასე უცებ არ ხდება ხო..? ვცდები? -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მაშიკო |
Aug 14 2009, 12:14 PM
პოსტი
#62
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
3 ღამეა ისთი სიზმრები მესიზმრება ბალიშზე თავის დადება მეშინია რა....
თან თითქოს ნაწილობრივ ახდა........ -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ნაინა |
Aug 14 2009, 12:17 PM
პოსტი
#63
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
მაშიკო
ციტატა 3 ღამეა ისთი სიზმრები მესიზმრება ბალიშზე თავის დადება მეშინია რა.... შენც უბალიშოდ დაიძინე. ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან თუ არ აჰყვები სიზმრებს და სულ მაგაზე თუ არ იფიქრებ უკეთესია. ხან შეიძლება ისეთი საშინელება გესიზმროს რომ გული გაგისკდეს. მაგრამ არაფერიც არ ახდეს მერე. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მაშიკო |
Aug 14 2009, 05:04 PM
პოსტი
#64
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ნაინა
უბალიშოდ დაძინება არ, მაგრამ ბალიშის გამოცვლაზე კი ვფიქრობ, ეგ ალბათ ცრურწმენებში უნდა დამეწერა ხო -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
ქევანა |
Aug 14 2009, 05:24 PM
პოსტი
#65
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა თან თითქოს ნაწილობრივ ახდა........ ქვეცნობიერმა ლოგიკურად გათვალა და სიზმარში გააჟღერა ბებიაჩემმა კიდე იცოდა თქმა: წყალს გააყოლეო კოშმარებიო რაზე ნერვიულობ გვითხარი, იქნებ მაგის ბრალია? : ) -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
asmoo |
Aug 20 2009, 08:18 PM
პოსტი
#66
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 106 რეგისტრ.: 15-July 09 წევრი № 7,265 |
არ მჯერა სიზმრების
|
tam_ooo |
Aug 28 2009, 05:31 PM
პოსტი
#67
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 28-August 09 წევრი № 7,421 |
სიზმრის ახსნა ცრუ რწმენად მიმაჩნია,
ინტუიცია ხსჰირად მარტლდება ვიდრე სიზმარი -------------------- ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამასა
|
peritoniti |
Dec 5 2010, 08:11 AM
პოსტი
#68
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 67 რეგისტრ.: 14-November 10 წევრი № 9,872 |
მე მჯერა სიზმრების მაგრამ არა ისე როგორც ამას "სიზმრების ახსნა" ამბობს. მე დიდი პატივს ვცემ სიზმარს. ბევრჯერ დამსიზმრებია ისეთი რამე რასაც ჩემი სიცოცხლე გადაურჩენია. რატოა სიზმრის პატივისცემა ცოდვა? ყველანი იმას ამბობს რო ღმერთი არ ჩამოვა, არ დაგენახება, არ მოვადა არ გეტყვის და თუ ასეა კაკარას სიზმარი ყოფილა ის საშუალება რითიც ღმერთ რაღაცას გეტყვის. გარდა ამისა განა ცოტა ფაქტი წერია ბიბლიაში როცა სიზმრად გამოეცხადა ვინმეს უფალი თუ ანგელოზი?
|
Giorgi Dolidze |
Dec 20 2013, 04:02 PM
პოსტი
#69
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 9 რეგისტრ.: 24-November 13 წევრი № 13,445 |
peritoniti გამოცხადება სხვა არის და სიზმარი კიდევ სხვა... სულ სხვადასხვაა ისინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან.... მე მაგალითად ღამე როდესაც ვლოცულობ არანაირად აღარ მესიზმრება არაფერი მაგრამ როდესაც არა, მაშინ მესიზმრება ცუდი, ეშმაკის სიზმრები პირდაპირი გაგებით... მე არ მჯერა და რავიცი თქვენი )
|
marine |
Dec 14 2015, 10:59 AM
პოსტი
#70
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იოანე პეტრიწი აღწერს სიზმრის სამ სახეს, რომელთაგან პირველია წმინდა ძალის მიერ ნანახი სიზმარი, მეორე გახლავთ - ბოროტის ზეგავლენით ნანახი, მესამე კი - ყოველდღიური განცდებითა და სურვილებით აღმოცენებული ზმანება".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 14 2015, 11:29 AM
პოსტი
#71
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
„ზოგჯერ შეიძლება ჩვენი თხოვნითაც ვნახოთ სიზმარი, - როცა მძიმე გასაჭირში ვართ, უნდა ვთხოვოთ უფალს საქმის გადაწყვეტა გვაჩვენოს თვალნათლივ. შეისმენს რა ზენაარი ჩვენს თხოვნას, მოგვივლენს სიზმარ-ალეგორიას, რომლის მიხედვით უკვე ადვილად განვსაზღვრავთ, როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში“
/მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 4 2016, 03:11 PM
პოსტი
#72
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამგვარადვე წერს ღრმა ფსიქოლოგი, მამა ალექსანდრე ელჩანინოვი: "როდესაც ძილში ჩვენი ნორმალური ცხოვრება ქრება, ქრება კონტროლიც საკუთარ თავზე: როდესაც სავსებით გულწრფელნი ვართ და არაფრის სირცხვილი არა გვაქვს - მაშინ სიღრმეებიდან ჩვენი არსების ქვეცნობიერი პირველადი საფუძვლები ამოტივტივდებიან, შიშვლდებიან ყველაზე ძირეული პლასტები სულისა და ჩვენ ამ დროს უფრო მეტად წარმოვადგენთ იმას, რაც ვართ რეალურად. ჩვენი სიზრმებისთვის დამახასიათებელი სახეები, ჩვენებები, ზმანებები და შინაგანი მდგომარეობანი - ჩვენი ნამდვილი პიროვნების შეუბღალავი, შეუფარავი და ყველაზე მართალი გამოვლინებებია".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Oct 5 2016, 06:21 PM
პოსტი
#73
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,034 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა მამები ამბობენ, რომ მხოლოდ გულის სრულყოფილი განწმენდისას გახდება სიზმრები ნათელი და წმინდა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 07:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი