თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ წმ. სინოდის სხდომის შესახებ

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Dec 28 2011, 12:41 PM

ეხლახანს ხომ ჩატარდა სინოდის სხდომა, და არ გამოქვეყნებულა სრულად სადმე სინოდის სხდომის შესახებ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 28 2011, 01:25 PM

ციტატა
ეხლახანს ხომ ჩატარდა სინოდის სხდომა, და არ გამოქვეყნებულა სრულად სადმე სინოდის სხდომის შესახებ?

როგორც ჟურნალ საპატრიარქოს უწყებანის წინა ნომერში ეწერა,ამ კვირის ნომერში უნდა გამოქვეყნდეს სხდომის ოქმი

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 2 2012, 01:30 PM

კიდე არ გამოქვეყნებულა სინოდის სხდომის ოქმი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2012, 01:44 PM

ციტატა
კიდე არ გამოქვეყნებულა სინოდის სხდომის ოქმი?

იმ ჟურნალში არის გამოქვყნებული...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 9 2012, 12:58 PM

id პირადობებზე რა თქვეს?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 9 2012, 01:22 PM

llaasshhaa

მაგ საკითხების შესასწავლად კომისია შეიქმნა: მეუფე იობი, მეუფე საბა, მეუფე იოანე

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 9 2012, 01:28 PM

საქართველოს მართლმმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 20 დეკემბერი 2011 წელი
2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. წმინდა სინოდმა განიხილა შემდეგი საკითხები:
1. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ასეთი მოქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოცაა. ანტირელიგიური ცილისმწამებლური კამპანია ამასოფლის სულის გამუდმებული ბრზოლაა ეკლესიის მიმართ, რომლისგანაც თავდაცვა ღვთის სიტყვისა და საეკლესიო სჯულის კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, სინოდის გადაწყვეტილებები დაცული უნდა იყოს სამღვდელოების და მრევლის სუბიექტური ინტერპრეტაციებისა და ეკლესიის სახელით მათი გავრცელებისაგან. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება სასულიერო პირთა შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას. წმინდმა სინოდმა განაჩინა: აქტუალურ საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისათვის სინოდის სხდომებს შორის გაიმართოს მღვდელმთავართა შეხვედრები საპატრიარქოში ქორეპისკოპოსების მონაწილეობით.
2. საეკლესიო სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი აღემატება ეპარქიების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეკლესია მუდმივად უნდა ზრუნავდეს სასწავლო პროცესის განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია საპატრიარქოსა და ეპარქიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება. წმინდმა სინოდმა განაჩინა: ა) საპატრიარქოს სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს და დანერგოს სტანდარტების საეკლესიო სასწავლებლების, სტრუქტურების, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიკისათვის; ბ) მიღებულ იქნას არქიტექტურისა და არქეოლოგიის სპეციალობები შესაბამის სასულიერო სასწავლებლებში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული საეკლესიო გალობის შესწავლას; გ) ეპარქიებში მღვდელმთავრების ხელმძღვანელობით სასულიერო პირებმა მოამზადონ მოხსენებები საეკლესიო თემებზე. წელიწადში ორჯერ გაიმართოს საეპარქიო კონფერენციები, სადაც წაკითხული იქნება საუკეთესო მოხსენებები. დ) საბჭოთა პერიოდში ხდებოდა თველოსა და მსოფლიო ისტორიის გაყალბება. შეცდომების გამოსასწორებლად შეიქმნას ისტორიკოსთა ჯგუფი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ხელმძღვანელობით.
3. სინოდმა იმსჯელა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეკლესიის მონაწილეობის შესახებ და განაჩინა: ეთხოვოს სახელმწიფოს, დაეხმაროს ეკლესიას სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებაში. ეს ხელს შეუწყობს რაიონებში წარმოებებისა და მეურნეობების გამრავლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდას.
4. სინოდმა იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი).
5. სინოდმა იმსჯელა მასობრივი სასუალებებით არაზნეობრივი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შესახებ და განაჩინა: ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა საღვო წერილის საფუძველზე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის უხეში დარღვევაა. ეკლესია გმობს ანტიზნეობრივი საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებას და მოუწოდებს იმ პირებს, ვინც პასუხს აგებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე, აღკვეთონ უზნეობის პროპაგანდა.
6. წმინდა სიონოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა. ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ აღმსარებელი; დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ მღვდელმოწამე; ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის თავდადებული.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 10 2012, 12:44 PM

ციტატა
მაგ საკითხების შესასწავლად კომისია შეიქმნა: მეუფე იობი, მეუფე საბა, მეუფე იოანე

არადა მეუფე იობი კატეგორიულად გმობს ......



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2012, 08:29 PM

ციტატა
არადა მეუფე იობი კატეგორიულად გმობს ......

არ თქვა ეგ...
არაა ყველაფერი ისე,როგორც ეს ინტერნეტიდან და ტელევიზორიდან ჩანს...
დამიჯერე...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 10 2012, 08:31 PM

ანუ როგორც ვიდეო ქადაგებაში ამბობს არ აიღOთ სულიწმიდა შორდება ამ დროს ადამიანსო აღარ ფიქრობს ასე?

smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jan 10 2012, 08:32 PM

ციტატა(A.V.M @ Jan 10 2012, 08:29 PM) *

არ თქვა ეგ...
არაა ყველაფერი ისე,როგორც ეს ინტერნეტიდან და ტელევიზორიდან ჩანს...
დამიჯერე...

აბ არა მომხრეა? ID ბარათების?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 10 2012, 08:40 PM

...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 11 2012, 08:02 PM

A.V.M

ციტატა
მე არ ვიღებ.და კარგი იქნება და გირჩევ თუ შენც არ იღებ.

ძალიან კაი smile.gif

მეც მაგ აზრზე ვარ ვინც აიღO არამგონია ცხონების შანსი აღარ ქონდეს ...

უბრალოდ სუ რო სულიერებას არ ეხებოდეს და არც ეხება არ უნდა მოსწონდეს არც ათეისტსს და არც არავის ამგვარი მოწმობების და მომვალაში სხეულშI ჩიპების დანერგვა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 11 2012, 08:09 PM

ეგრეა ლაშა...
ყველაფერი ისე არაა როგორც ირტუალურ სამყაროში გვაჩვენებენ და ეს არ გესწავლება შენ...

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 11 2012, 10:48 PM

მე არც მაქ აღებული უბრალოდ ლოგიკურად მასეა

თუმცა მომიწევს და ყველანაირად ვეცდები ახალი არ ავიღO და ძველი თU ვიშოვე არ არი საერთOდ დავიჯერო? sad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 12 2012, 12:17 AM

ციტატა
მე არც მაქ აღებული უბრალოდ ლოგიკურად მასეა

მე ,,ვიყნოსე"რომ ასეთი გაურკვევლობა იქნებოდა,და ზაფხულში გავაკეთებინე ძველი ირადობა.
2015 წლამდე მაქვს ვადა...
მაგრამ პასპორტი არ მაქვს.არადა რამდენიმე წელსი უცხოეთში მინდა სწავლის გაგრძელებას და თუ დამჭირდა რა თქმა უნდა უპრობლემოდ ავიღებ ბიომეტრიულ პასპორტს...
(იქამდე კი იმედია შეიცვლება სიტუაცია)

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 18 2012, 10:44 AM

zaz

ციტატა
6. წმინდა სიონოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა. ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ აღმსარებელი; დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ მღვდელმოწამე; ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის თავდადებული.



ისაკაძის სექტის მოწმეები არ აღიარებენ წმინდანებად

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2012, 03:47 PM

ციტატა

ისაკაძის სექტის მოწმეები არ აღიარებენ წმინდანებად

ეგ მადარდე ეხლა.რას აღიარებენ და რას არა...
ერთხმაში რო დავიწყო გალობა მერე აღიარებენ?ან ცეკვაზე რო უარი ვთქვა?ანდა უცხოელები რო არ შევუშვა ეკლესიაში?ანდა ავდგე და თავპირი გავუერთიანო ოპერატორ-ჟურნალისტებს? biggrin.gif laugh.gif biggrin.gif

მარა ყოველივე ამის მიუხედავად არ არის კარგი რომ მათ სექტანტებს ვუწოდებთ.
ჩვენს ეკლესიასი არიან ბოლო-ბოლო.და სექტანტები რომ იყვენ უწმინდესი გაბრწყინებული ჯვრის მაგივრად ანათემას მისცემდა...
(კარგი იქნება თუ მათ სექტანტებად არ მოვიხსენიებთ,თორე ,,დავქოქე"ლელუაშვილი...) laugh.gif biggrin.gif

ხო,მართლა.ფორუმშიც გვყავდნენ ბლომად ეგენი.მცირე ხნის წინ ისაკაძისტ-ქვლივიძისტები გვპირდებოდნენ მე და აფხაზს: ,,ისეთ 90 ფურცლიან ბროშურას დაგიდებთ ედიშერის 500 გვერდიან წიგნის არგუმენტებს რომ გააბათილებსო"მარა არც ბროშურა ჩანს და არც იუზერი.

(მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად არაა კარგი როდესაც მათ სექტანტებს ვუწოდებთ.)
რას იტყვი ლელუაშვილი?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 18 2012, 04:06 PM

ციტატა
უცხოელები რო - არ შევუშვა ეკლესიაში? -

რატომ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2012, 05:13 PM

ციტატა

რატომ?

რა გითხრა აბა აკაკი.
ამაზე თემაც ქონდა გახსნილი გეორგიოსს მგონი და აინტერესებდა სიონში თუ რატო არ უშვებდნენ წირვის დროს უცხოელებს.
მე გადავამოწმე და მითხრეს,რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდება,როდესაც ტაძარსი მამა გიორგი არაა(ზვიადაძე)და მსახურებას ატარებს მამა დავითი.(მგონი ასე ქვია,ისაკაძის ერთ ,,მეგობართაგანს.")

პოსტის ავტორი: benediqt თარიღი: Jan 19 2012, 12:01 PM

A.V.M

ციტატა
მამა დავითი.(მგონი ასე ქვია,ისაკაძის ერთ ,,მეგობართაგანს.")



კი ეგაა, მღვდელი დავით ლასურაშვილი, მმკ-ს ერთ ერთი სულიერი მამა, რომელიც გამოირჩევა ექსტრემიზმით და ფანატიზმით.


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 19 2012, 02:55 PM

ციტატა

კი ეგაა, მღვდელი დავით ლასურაშვილი, მმკ-ს ერთ ერთი სულიერი მამა, რომელიც გამოირჩევა ექსტრემიზმით და ფანატიზმით.

ჩემი საქმე არაა...
შეუნდოს ღმერთმა...

პოსტის ავტორი: ლევანი. თარიღი: Feb 23 2012, 12:53 AM

გამარჯობა smile.gif
ხომ არ იცით წმიდა ფილიმონ მგალობელის ხსენების დღე როდის არის?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)