IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდი სჯულისკანონი, მართლმადიდებლობის "კონსტიტუცია"
ალექსანდრე
პოსტი Sep 6 2006, 06:58 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



სიძვისა და მრუშობის შესახებ

დედაკაცი, რომელიც თავის ქმარს დატოვებს და სხვასთან წავა, მრუშია, როგორც იტყვის საღმრთო და დიდი ბასილი იერემია წინასწარმეტყველის სიტყვათა მოხმობით: ''თუ დედაკაცმა დატოვა თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ, შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3,1]; ან კიდევ ''ვისაც ყავს მრუში ცოლი, უგუნური არის და უღმრთო'' [იგავთა 18, 23];
თუ გაირკვა, რომ ცოლი უმიზეზოდ გაშორდა ქმარს, მისი ქმარი შენდობის ღირსია, ხოლო ცოლი - განკანონებისა. შენდობა ქმარს ეკლესიისაგან ზიარების შეიწყვეტლად მიეცეს, მაგრამ ''მამაკაცი, რომელმაც მიატოვოს კანონიერად შერთული ცოლი და სხვა მოიყვანოს, მრუშობის კანონით უნდა დაისაჯოს'' [ლუკა 16, 18] როგორც უფალმა განაჩინა. ასეთები, ჩვენი მამების მიერ, ასე დაისჯებიან: ერთ წელიწადს უნდა შესტიროდნენ (ეკლესიის გარეთ მდგომნი), ორი წელი მსმენელებთან უნდა იდგნენ, სამი წელი შევრდომით (მუხლმოყრით) იყვნენ და მეშვიდე წელს დადგნენ მორწმუნეებთან ერთად და ასე გახდნენ ზიარების ღირსნი, თუ ცრემლით მოინანიებენ თავიანთ ბრალს.
VI მსოფლიო კრების 87-ე კანონი

ვინც გაუშვებს კანონიერად შეუღლებულ დედაკაცს და სხვას მოიყვანს, იგი უფლის განჩინებისამებრ დაისჯება მრუშობის სასჯელით (შდრ. მათე 19,9) და განკანონებულ იქნება ჩვენი მამების მიერ შემდეგნაირად: ერთი წელი უნდა შესტიროდეს, ორი წელი მსმენელი უნდა იყოს, სამი წელი უნდა შეუვრდებოდეს, ხოლო მეშვიდე წელს უნდა იდგეს მორწმუნეებთან ერთად. ამგვარად გახდება იგი ღირსი ზიარებისა თუ ცრემლით მოინანიებს.
ბასილი დიდის 77- ე კანონი.

და - ძმათა სისხლის აღმრევს კაცისმკვლელის სასჯელი ედება.
ბასილი დიდის 67-ე კანონი

ვინც გაბედოს დაქორწინება ნათესავზე, რომელთანაც ქორწინება არ შეიძლებავდა საქმით აღასრულოს ცოდვა, მას მემრუშეთა სასჯელი დაედოს და მათებრ იქნეს განკანონებული.
ბასილი დიდის 68-ე კანონი.

ის, ვინც მამის ცოლთან გაიხრწნება, იმავე სასჯელს ექვემდებარება, რაც განწესებულია თავის დასთან შეგინებულისთვის.
ბასილი დიდის 79-ე კანონი

უფლის განჩინება, რომელიც ამბობს, რომ ქორწინება ''სიძვის მიზეზის გარეშე'' არ უნდა დაირღვეს [მათე 5, 32], თანაბრად ეხება მამაკაცებსა და ქალებს. ჩვეულება კი სხვას გვიჩვენებს. დედაკაცის შესახებ არსებობს ბევრი მკაცრი გამონათქვამი: რომ ''ვინც მეძავს უერთდება, ერთი სხეული ხდება მათთან ერთად'' [I კორინთელთა 6, 16], - ''თუ დედაკაცმა დატოვოს თავისი ქმარი და სხვა ქმართან წავიდეს, ნუღარ მიუბრუნდება თავის ქმარს, არამედ შეგინებით შეიგინოს'' [იერემია 3, 1]
ჩვეულება ქალებს უბრძანებს, რომ არ გაშორდნენ მრუშ და სიძვის ჩამდენ მამაკაცებს. თუ მეუღლე ცემს მას, უფრო მართებულია მოითმინოს და არ გასცილდეს, ვინაიდან არ არის ცნობილი, თუ როგორი დასასრული ექნება ამას, რადგან ნათქვამია: ''რა იცი შენ დედაკაცო, იქნებ გადაარჩინო შენი ქმარი'' [I კორინთელთა 7, 16]; ამის გამო, მრუშია ქმრის მიმტოვებელი ქალი, რომელიც შეუერთდება სხვის ქმარს, ხოლო მიტოვებული შენდობის ღირსია და მასთან შეერთებული სხვა დედაკაცი არ არის დასჯის ღირსი. თუ მამაკაცი მიატოვებს ცოლს და შეუერთდება სხვას, ის მრუშია იმის გამო, რომ ამით ცოლს აიძულებს იმრუსოს, მასთან შეერთებული დედაკაციც მრუშია იმის გამო, რომ სხვა დედაკაცის ქმარი მიისაკუთრა.
ბასილი დიდის მე-9 კანონი

თუ მორწმუნეს ბრალი დაედოს სიძვაში მრუშობაში, ან სხვა რაიმე აკრძალულ საქმეში და იგი ამხილონ, ნუ იქნება მიღებული სამღვდელო დასში.
მოციქულთა კრების 61-ე კანონი

თუ ვისიმე ცოლი იმრუშებს, ან ვისიმე ქმარი მრუში იქნება, შვიდი წელი უნდა გაატაროს (ეპიტიმიის) ხარისხების მიხედვით, სანამ მიიღებს სრულ ზიარებას.
ანკირიის მე- 20 კანონი

თუ ერისკაცის ცოლი იმრუშებს და ამაში აშკარად იქნება მხილებული, ასეთ კაცს არა აქვს უფლება სამღვდელო პირი გახდეს, ხოლო თუ ქმრის ხელდასხმის მერე იმრუშებს, ქმარი უნდა გაშორდეს მას. თუ მასთან იცხოვრებს (ისევ) არა აქვს უფლება შეასრულოს მისთვის დავალებული მსახურება.
ნეოკესარიის მე-8 კანონი.

ვინც სულთა საცდურად მეძავებს შეკრებს და გამოკვებავს, თუ ეკლესიის მსახური იყოს , განიკვეთოს, თუ ერისკაცი იყოს უზიარებელ იქნეს.
VI მსოფლიო კრების 86-ე კანონი

ვინც თავის მიერ გახრწნილ დედაკაცს მოიყვანს ცოლად, იმ გახრწნისათვის ჯეროვნად განკანონებული უნდა იქნეს, მაგრამ ნება მიეცეს, რომ ის დედაკაცი ჰყავდეს ცოლად.
ბასილი დიდის 25-ე კანონი

სიძვა არ არის ქორწინება და არც ქორწინების დასაწყისი, ამის გამო უკეთესია, თუ შესაძლებელი იქნება, სიძვით შეერთებულთა დაშორება. ხოლო თუ ყველანაირად ესწრაფვიან ერთად ცხოვრებას, მათ უნდა შეასრულონ სიძვის კანონი, ხოლო ერთად ცხოვრების უფლება უნდა მიეცეთ, რათა უარესი არ მოხდეს.
ბასილი დიდის 26-ე კანონი

ძალით გახრწნილს ბრალი არ ედება. იმის გამო, თუ მხევალი იძულებულ იქნა ბატონის მიერ, მას ბრალი არა აქვს.
ბასილი დიდის 49-ე კანონი

ჩვენმა მამებმა არ ბრძანეს იმ დედაკაცების გამოაშკარავება, რომლებიც იმრუშებენ და შემდეგ, ღმრთის შიშით, აღიარებენ ცოდვას , ან სხვა სახით გამომჟღავნდებიან, რათა ეს არ გახდეს სიკვდილის მიზეზი მხილებულთათვის. მამებმა მათ მორწმუნეებთან დგომის ნება დართეს, ოღონდ ზიარების გარეშე, სანამ არ შესრულდება მათი სინანულის ვადა.
ბასილი დიდის 34-ე კანონი

თუ ცოლიანი იქორწინებს უცხო დედაკაცთან, ამ ქალის წართმევის შემდეგ, იგი მრუშად არის წოდებული პირველი ცოლის მიმართ, ხოლო მეორე ცოლის მიმართ იგი უდანაშაულოა.
ბასილი დიდის 37-ე კანონი

მრუშ ქმართან მცხოვრები ქალი მრუშია მთელი დროის განმავლობაში
ბასილი დიდის 39- კანონი.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ალექსანდრე   დიდი სჯულისკანონი   Sep 6 2006, 06:58 PM
salome   :unsure: :unsure: :unsure:   Sep 6 2006, 10:46 PM
ალექსანდრე   [size=2]მოტაცების შესა...   Sep 7 2006, 02:23 AM
ალექსანდრე   [size=2]ქორწინები შესა...   Sep 7 2006, 01:07 PM
shota   ალექსანდრე ერთი სი...   Sep 16 2006, 02:29 PM
Solomonia   მწვალებელთა შესახ...   Sep 16 2006, 02:36 PM
ალექსანდრე   shota სწორედ რომ კარგ...   Sep 16 2006, 08:14 PM
Solomonia   ცოდვის შესახებ არა...   Sep 20 2006, 01:53 PM
ალექსანდრე   [size=2]შვილის მომკვლე...   Sep 21 2006, 07:04 PM
ალექსანდრე   [size=2]ეკლესიების აშე...   Sep 28 2006, 04:17 AM
Solomonia   [center]განდგომილებისა...   Sep 28 2006, 09:27 PM
guja   ამ დროში რომელშიც ...   Sep 29 2006, 02:01 AM
ალექსანდრე   guja გეთანხმები   Sep 29 2006, 02:06 AM
Solomonia   მეც გეთანხმებით, მ...   Sep 29 2006, 10:50 AM
fea   გადავხედე სჯულის კ...   Oct 1 2006, 12:18 PM
tekla   გადავხედე სჯულის ...   Oct 1 2006, 02:37 PM
guja   გადავხედე სჯულის ...   Oct 1 2006, 04:55 PM
liliana   ეხლა არ გინდათ ამა...   Oct 1 2006, 05:13 PM
guja   ისე თანამედროვე კ...   Oct 1 2006, 05:28 PM
liliana   ესეთი კაცები რა თქ...   Oct 1 2006, 05:37 PM
guja   liliana არ ვკამათობთ...   Oct 1 2006, 05:17 PM
liliana   liliana არ ვკამათობთ... ...   Oct 1 2006, 05:17 PM
guja   liliana კარგია რომ მიხ...   Oct 1 2006, 05:56 PM
shota   ერთი სიტხვით ქალებ...   Oct 1 2006, 06:29 PM
guja   shota მართალი ხარ, აქა...   Oct 1 2006, 06:34 PM
fea   guja სამწუხაროდ, ვიც...   Oct 1 2006, 07:13 PM
guja   guja სამწუხაროდ, ვიცნ...   Oct 1 2006, 08:22 PM
fea   ერთხელ ქადაგებაზე ...   Oct 1 2006, 07:26 PM
shota   fea გადაბრალება ხომ ...   Oct 1 2006, 07:30 PM
fea   shotaაჰა... ისევ ქალმა??? ...   Oct 1 2006, 07:36 PM
ალექსანდრე   fea ეს კანონები კაცს...   Oct 1 2006, 08:33 PM
ალექსანდრე   fea გეთანხმები, ოჯახ...   Oct 1 2006, 08:43 PM
fea   ალექსანდრე გმადლო...   Oct 1 2006, 10:07 PM
tekla   feaს მეც იმაში დავეთ...   Oct 2 2006, 12:35 AM
Solomonia   ნუ წუხხართ, ძვირფა...   Oct 2 2006, 12:45 PM
კანონისტი   მთავარია რომ ადამი...   Oct 26 2006, 11:34 AM
glaxa   მოიცა ქრისტეს მერე...   Dec 14 2006, 09:36 PM
ალექსანდრე   glaxa ;)   Dec 15 2006, 12:03 AM
კანონისტი   glaxa ცხადია. უფალმა ა...   Dec 15 2006, 04:40 PM
კანუდოსელი   ქრისტეს მაცხოვნებ...   Dec 15 2006, 05:12 PM
მნათე   რჯული გზად მესახე...   Dec 15 2006, 05:36 PM
კანონისტი   კანუდოსელი "მე ვ...   Dec 15 2006, 06:16 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი "მე ვ...   Dec 15 2006, 06:28 PM
მნათე   კაცო ქრისტე გაცხოვ...   Dec 15 2006, 06:42 PM
კანუდოსელი   კაცო ქრისტე გაცხო...   Dec 15 2006, 10:18 PM
glaxa   კანონისტი ამხელა ...   Dec 15 2006, 07:09 PM
მნათე   რა თქმა უნდა :) მხოლ...   Dec 15 2006, 07:37 PM
glaxa   მნათე რჯულიც არის ...   Dec 15 2006, 07:56 PM
მნათე   არა რჯულიც არის და...   Dec 15 2006, 07:58 PM
glaxa   მნათე ქრისტეს მიე...   Dec 15 2006, 08:08 PM
მნათე   სვხათაშორის ორივ...   Dec 15 2006, 08:12 PM
glaxa   მნათე უი არა შემოგ...   Dec 15 2006, 08:22 PM
მნათე   არა ეს შენ ვერ გაი...   Dec 15 2006, 09:03 PM
მნათე   :ალო ტურინია? ჩაარ...   Dec 15 2006, 10:24 PM
კანუდოსელი   :ალო ტურინია? ჩაარტ...   Dec 15 2006, 11:02 PM
Sotiris   სოტირისი დაგემართ...   Dec 22 2006, 03:01 AM
კანუდოსელი   ვერ დაემართებოდა, ...   Dec 22 2006, 04:07 AM
მნათე   რა სასაცილო ხარ :lol: ...   Dec 15 2006, 11:49 PM
KAIROS   საინტერესო დაავად...   Dec 20 2006, 07:55 PM
მნათე   მნათე კანუდოსელთ...   Dec 20 2006, 10:56 PM
glaxa   კანუდოსელი ჰო და ა...   Dec 22 2006, 11:22 AM
tati87   ხალხო დღეს არამგონ...   Jan 2 2007, 08:27 PM
orthodox_82   არამგონია დღესდღე...   Jan 3 2007, 04:15 AM
solomony   იქ ზევით რეები წერ...   Jan 3 2007, 05:21 AM
solomony   ესეც ცოტა ვერ გავი...   Jan 3 2007, 05:31 AM
orthodox_82   ესეც ცოტა ვერ გავი...   Jan 3 2007, 06:06 AM
solomony   მე ვთქვი რომ ადამი...   Jan 3 2007, 06:20 AM
orthodox_82   მე ვთქვი რომ ადამი...   Jan 3 2007, 06:59 AM
glaxa   ხალხო ერთი ფრიად დ...   Jan 3 2007, 11:48 AM
კანონისტი   glaxa ნაწილობრივ მართ...   Jan 3 2007, 01:51 PM
კანუდოსელი   glaxa ნაწილობრივ მართ...   Jan 3 2007, 02:37 PM
glaxa   კანონისტი მაშ მხო...   Jan 3 2007, 01:54 PM
კანონისტი   glaxa განსხავვება უპი...   Jan 3 2007, 03:46 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი რამდე...   Jan 3 2007, 04:31 PM
glaxa   ამასწინათ რამოდენ...   Jan 6 2007, 05:14 PM
გუჯა   ისე, მეც მაინტერეს...   Jan 7 2007, 02:37 AM
კანონისტი   გუჯა სჯულის კანონი...   Jan 7 2007, 03:16 PM
Sotiris   დედათა წესისას ტაძ...   Jan 7 2007, 06:34 PM
marine   "ვინც მთელ რჯულს ...   Jan 24 2007, 03:32 PM
გლახა   Sotiris აუუუუუუუუუუუ ...   Jan 25 2007, 08:17 PM
კანუდოსელი   Sotiris აუუუუუუუუუუუ ს...   Jan 26 2007, 03:15 AM
კანონისტი   კანუდოსელი გლახა ...   Jan 26 2007, 12:04 PM
მხევალი ნინო   ' მართლაც დელიკა...   Jan 26 2007, 01:38 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ამ სა...   Jan 26 2007, 05:19 PM
გლახა   ამას წინათ ერთ ჟურ...   Jan 27 2007, 05:06 PM
კანონისტი   გლახა ფანატიზმი (ყ...   Jan 30 2007, 02:39 AM
გლახა   კანონისტი ჩემო კან...   Jan 30 2007, 01:03 PM
მხევალი ნინო   გლახა ამით რისი ტ...   Jan 30 2007, 02:55 PM
გლახა   მხევალი ნინო გლეხ...   Jan 30 2007, 04:56 PM
კანონისტი   გლახა მართალი ხარ, ...   Jan 30 2007, 05:09 PM
KAIROS   კანონისტ, უფრო ნათ...   Jan 30 2007, 06:43 PM
კანუდოსელი   KAIROS კაიროს შენი ხელ...   Jan 30 2007, 08:55 PM
mendes masieli   მინდა,ერთი რამე ვი...   Feb 17 2007, 04:31 PM
მნათე   აქინაა რჯულისკანო...   Feb 21 2007, 07:03 PM
ალექსანდრე   mendes masieli ასე არ წერია ...   Feb 22 2007, 12:03 AM
KAIROS   კანონისტ! დაძებნ...   Mar 5 2007, 03:09 PM
alex_b   გლახა! მინდა შემ...   Mar 6 2007, 04:32 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 05:44 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი