IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

10 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> "ჰარი პოტერი-ზმის" - შედეგები
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 02:27 PM
პოსტი #21


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



spam
ციტატა
ეხ მე ჩემი აზრი დავფიქსირე! და თუ მოგწონს შენ შეგიძლია მთელი ტირაჟი დაიწყო სახში!



მე ტირაჟს დავიწყობ თუ ფორუმზე დავრეგოსტრირდები თავად გადავწყვეტ, შენ შენი აზრი არ დაგიფიქსირებია, მხოლოდ პოზიცია გამოთქვი, უარყოფითი პოზიცია, მეტი არაფერი, ანუ რატომ არ კიტხულობმ, რითია სხვაზე უარესი, ვინ გითხრა, რომ აურესია, საერთოდ რა სახის გადაცემებს უყურებ, რა სახის წიგნებს კითხულობ ეს დაწერე და ამის შემდეგ გამოთმული აზრია შენი აზრი გაიგე? მანამდე მხოლოდ პოზიციაა.

k@the
ციტატა
ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პრობლემა ამ ერთი წიგნით არ შემოიფარგლება და ყველა ცოდვას ამ წიგნის ავტორს ვერ ავკიდებთ




ქეთ, ეს წიგნი არ წაგიკითხია? რა არის მასში ასეთი ცუდი ჰა? მე ვერ გავიგე და რა ვქნა! მე წავიკითხე არაფერი ისეთი პირიქით ძალიან მომეწონა, ამ წიგნის ბოლოს სიყვარულის ძალაზეა საუბარი, ტანაც დედის სიყვარულის ძალაზე.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 02:34 PM
პოსტი #22


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მხევალი ნინო @ Sep 29 2007, 12:27 PM) *

k@the
ქეთ, ეს წიგნი არ წაგიკითხია? რა არის მასში ასეთი ცუდი ჰა? მე ვერ გავიგე და რა ვქნა! მე წავიკითხე არაფერი ისეთი პირიქით ძალიან მომეწონა, ამ წიგნის ბოლოს სიყვარულის ძალაზეა საუბარი, ტანაც დედის სიყვარულის ძალაზე.

biggrin.gif
რა ვქნა ნინო, აი ეგეთი ჟანრის წიგნის წაკითხვის ნერვი ნაღდად აღარ მაქ biggrin.gif ასაკი თავისას შვება. biggrin.gif
სამაგიეროდ ფილმი მაქ ნანახი დიდი სიამოვნებით და არც ვამბობ რომ წიგნი საშინელება. უბრალოდ წიგნი წიგნია, წაიკითხავ და კაი ერთი კვირა იქნები იმის გავლენის ქვეშ და მერე ხო მოდიხარ აზრზე, სხვა წიგნის კითხვას იწყებ. მე ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში მიყოლებით ვკითხულობდი წიგნებს. ეხლა ეგ წიგნი, მავანმა ჯიბის გასქელების მსურველებმა აქციეს რაღაც შიზოფრენიულ მოვლენად და მაგას არ ვეთანხმები მე. ნუ კაი რამდენი შეიძლება, ეს საიტებიო, არაფრისმომცემი ფორუმებიო, რაღაც 'ჯადოქრობის სკოლებიო' - ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. თორე წიგნი არ წამიკითხავს და ფილმი მომწონსთქო კი ვაღიარებ biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 02:46 PM
პოსტი #23


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



spam
ციტატა
წიგნებს როვკიტხულობ მაგიტომ ვიძახი ქართული არაფერი იციან და მაგს კითხულობენ! მაგარი არგუმენტებიკი გაქვსს ! კაი შენტან ლაპარაკს ჯობია ხეს ველაპარაკოო




ისე აბოს და ტამარას გასაგონად. ნახეთ აგერ სპამიც არ კითხულობს ჰარი პოტერს, მაგრამ წეკითხა და ცოტა ზრდილობა ესწავლა მეტი არ აჯობებდა? ჰარი პოტერი ამას უარეს რას უზავდა, უფროს უმცოროსბა არ იცის. კარგით რა.

მოდერებს ვთხოვ, ამ ბავშვს მიმიხედონ.

k@the
ციტატა
სამაგიეროდ ფილმი მაქ ნანახი დიდი სიამოვნებით და არც ვამბობ რომ წიგნი საშინელება. უბრალოდ წიგნი წიგნია, წაიკითხავ და კაი ერთი კვირა იქნები იმის გავლენის ქვეშ და მერე ხო მოდიხარ აზრზე, სხვა წიგნის კითხვას იწყებ. მე ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში მიყოლებით ვკითხულობდი წიგნებს. ეხლა ეგ წიგნი, მავანმა ჯიბის გასქელების მსურველებმა აქციეს რაღაც შიზოფრენიულ მოვლენად და მაგას არ ვეთანხმები მე. ნუ კაი რამდენი შეიძლება, ეს საიტებიო, არაფრისმომცემი ფორუმებიო, რაღაც 'ჯადოქრობის სკოლებიო' - ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. თორე წიგნი არ წამიკითხავს და ფილმი მომწონსთქო კი ვაღიარებ



ქეთი ეხლა ყველა ცდილობს შემოსავალის მიღებას. შეიძლება სხვა ფილმსაც მაგალითად ბურატინოს ეხლანდელ დროში ანალოგიური გამოხმაურება ჰქონოდა, ხომ გესმის ფან კლუბები მოდაშია. ამის გამო კინომ ან წიგნმა რა დააშავა? ანუ ფანატიზმში არ უნდა გადაგივარდეს არაფერი. იგივეა მსახიობებზეც, ზოგს მოსწონს მსახიობი დე ნირო, ზოგი გიჟდება მისთვის და მისი ფან კლუბის წევრია. ეს უკვე ფანატიზმია, მაგრამ მას როგორც მსახიობს მოუწონელი რა აქვს, ამაშია საქმე. ხომ გესმის რას ვამბობ. მე მით უფრო არ ვარ ჰარი პოტერის ასაკში, მაგრამ მაინც ვსვავ რატომ არ უნდა წაიკიტხონ ბავშვებმა ? რა არის მასში ასეთი ცუდი? მეტი არაფერი.


ხო, მართლა ეს უზრდელი სპამი მომაშორეთ თავისი უზრდელი პმ-ებით.


kato_Bato
ციტატა
დააიგნორე.




ვინ არის საერთოდ რამდენი წლისაა? ვინმე იცნობს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Sep 29 2007, 02:49 PM
პოსტი #24


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



მხევალი ნინო

კარგი მოვრჩეთ მაგაზე, თემაზე ვილაპარაკოთ.


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 29 2007, 03:06 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
რა ვქნა ნინო, აი ეგეთი ჟანრის წიგნის წაკითხვის ნერვი ნაღდად აღარ მაქ

ძლაინ საინტერსოა. თუ არ წაგიკითხავთ რა იცით რომ ცუდია. კინოს სახე კდიე დამოკიდებულია რეჟისირზე. დამეთანხმებით ალბათ ბევრი კინო წიგნს არასწორად აჩვენებს. ისე მაინტერესებს ვინც თქვა შავი მაგიის ელემენტებიაო, რომელია მაინტერსებს შავი მაგიის.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 03:10 PM
პოსტი #26


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



iraklidze
ციტატა
ძლაინ საინტერსოა. თუ არ წაგიკითხავთ რა იცით რომ ცუდია. კინოს სახე კდიე დამოკიდებულია რეჟისირზე. დამეთანხმებით ალბათ ბევრი კინო წიგნს არასწორად აჩვენებს. ისე მაინტერესებს ვინც თქვა შავი მაგიის ელემენტებიაო, რომელია მაინტერსებს შავი მაგიის.




ნუ ირაკლი ქეთის ნანხი მაინც აქვს, ბევრს არც ნანახი აქვს და არც წაკითხული, მაგრამ მაინც კატეგორიული დამოკიდებულება აქვთ< ტან რატომღაც მხოლოდ ამ წიგნის მიმართ, პროტესტი არ უჩნდებათ ამ დაბალი დონის სერიალების მიმართ, რომელიც სხვათა შორის სხვა ცოდვებთან ერთად არანაკლებ გაჟღენთილია მაგიის რიტუალებით.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 29 2007, 03:14 PM
პოსტი #27


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ციტატა(მხევალი ნინო @ Sep 29 2007, 12:46 PM) *

k@the
ქეთი ეხლა ყველა ცდილობს შემოსავალის მიღებას. შეიძლება სხვა ფილმსაც მაგალითად ბურატინოს ეხლანდელ დროში ანალოგიური გამოხმაურება ჰქონოდა, ხომ გესმის ფან კლუბები მოდაშია. ამის გამო კინომ ან წიგნმა რა დააშავა? ანუ ფანატიზმში არ უნდა გადაგივარდეს არაფერი. იგივეა მსახიობებზეც, ზოგს მოსწონს მსახიობი დე ნირო, ზოგი გიჟდება მისთვის და მისი ფან კლუბის წევრია. ეს უკვე ფანატიზმია, მაგრამ მას როგორც მსახიობს მოუწონელი რა აქვს, ამაშია საქმე. ხომ გესმის რას ვამბობ. მე მით უფრო არ ვარ ჰარი პოტერის ასაკში, მაგრამ მაინც ვკითხულობ რატომ არ უნდა წაიკიტხონ ბავშვებმა ? რა არის მასში ასეთი ცუდი? მეტი არაფერი.

ნინო მე წიგნის წინააღმდეგი არ გამოვდივარ და არც ჩემ შვილს დავუშლი მაგ წიგნის წაკითხვას. იმიტომ, რომ მიმაჩნია აკრძალვა უფრო მეტ ხიბლს სძენს აკრძალულ ხილს. smile.gif მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი შიზოფრენიის და ვინმეს ან რაიმეს გაფეტიშების. დღეს, 21-ე საუკუნეში კომპიუტერი მართლაც სერიოზული იარაღია და არ მინდა ჩვენი მომავალი თაობა მოექცეს ვიღაცეების ზეგავლენის ქვეშ, სრულიად გამოეთიშოს გარესამყაროს და საკუთარი აზრი აღარ გააჩნდეთ. ამ იდეით, 'შენ ყოვლისშემძლე ხარ ამ ვირტუალურ სამყაროში' და 'რასაც გინდა იმას გააჩენ/გააქრობ' და ა.შ. ასაზრდოებენ და ახალგაზრდობის ზომბირებას ახდენენ. ისევე როგორც ზომბირებულია ხალხი სერიალების ყურების დროს. ადამიანს არ აქვს საშუალება შეჩერდეს და დაფიქრდეს, ცხოვრებაზე, იმაზე თუ ამ რეალურ ცხოვრებაში ვინაა და რა უნდა რო იყოს! შეაძვრინეს ტელევიზორებში და კომპიუტერებში! დაუკარგეს საკუთარი აზრი! გამოამწყვდიეს ვირტუალურ რეალობაში! და ამ ვირტუალურს ასაღებენ რეალურად! მერე კი ამ ზომბირებულ ხალხს ისეთ მიმართულებას მისცემენ, საითაც მათი 'ჯადოსნური საყვირი' დაუკრავს!
აი ეგ არ მომწონს მე, თორე წიგნი ეგდოს თაროზე, იმას რა ზიანის მოყენება შეუძლია. ერთხელ წაიკითხავ და დააბრუნებ უკან თაროზე.

iraklidze
მაპატიე მარა სად ვთქვი წიგნი ცუდიაო? ჩემს პოსტებს დაკვირვებით თუ არ წაიკითხავ, ვერც შენ გაიგებ ჩემ აზრს მაგ წიგნთან დაკავშირებით smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Sep 29 2007, 03:19 PM
პოსტი #28


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



საქმე იმაში არაა წაიკითხავ თუ არა ჰარი პოტერს,
პრობლემა იმაშია, რომ ბავშვები გმირებად აქცევენ ჰარი პოტერს ანუ უნდათ მისი მსგავსნი იყვნენ.
მე ბავშვობაში მინდოდა დარტანიანი ვყოფილიყავი..
ზემომოყვანილ საიტზე (პირველ პოსტში) საინტერესო ისაა, რომ ბავშვები წაკითხავენ რა ამ წიგნს - ანებებენ თავს სკოლას, უნივერსიტეტს და გარბიან მაგიურ სკოლებში სასწავლებლად,

ანუ აქ უკვე ფსიქიკის გარკვეულ შერყევასთან გვაქვს საქმე..
მე ხომ არ ვანებებდი ბავშვობაში სკოლას თავს დარტანიანის ხათრით?


ეს ერთი,
მეორეც - საქმე იმაშია რომ ეს წიგნი თავიდან ბოლომდე გაჯეჯგილია მაგიური ელემენტებით.
ანუ თავად ავტორი აღნიშნავს, რომ წიგნის დაწერის დროს ხელმძღვანელობდა მაგიის ენციკლოპედიით...
ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა ზღაპრულ მოვლენებთან, არამედ რეალურ მაგიასთან.
მაგია არსებობს,
არსებობს სატანასთან დაგავშირების მთელი რიგი რიტუალები
-ეს რეალობაა.
თავად როულინგი ამბობს, რომ როცა ამ წიგნს წერდა - მას რაღაც არსებები ეცხადებოდნენ..
ანუ თუ ამ მაგიურ რიტუალებთან და სიმბოლოებთან გაქვს შეხება - იხსნება ფარდა ადამიანსა და სატანურ ძალებს შორის - ანუ ისინი უკვე მოდიან შენთან...

არანაირი სურვილი არა ამქვს - ამ წიგნის წაკითხვის მერე - ჩემს შვილებს თუნდაც სიზმარში - რაღაც ან ვიღაც გამოეცხადოს.

ეს წიგნი საშიშია.


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 03:19 PM
პოსტი #29


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



k@the
ციტატა
ნინო მე წიგნის წინააღმდეგი არ გამოვდივარ და არც ჩემ შვილს დავუშლი მაგ წიგნის წაკითხვას. იმიტომ, რომ მიმაჩნია აკრძალვა უფრო მეტ ხიბლს სძენს აკრძალულ ხილს. მე წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი შიზოფრენიის და ვინმეს ან რაიმეს გაფეტიშების. დღეს, 21-ე საუკუნეში კომპიუტერი მართლაც სერიოზული იარაღია და არ მინდა ჩვენი მომავალი თაობა მოექცეს ვიღაცეების ზეგავლენის ქვეშ, სრულიად გამოეთიშოს გარესამყაროს და საკუთარი აზრი აღარ გააჩნდეთ. ამ იდეით, 'შენ ყოვლისშემძლე ხარ ამ ვირტუალურ სამყაროში' და 'რასაც გინდა იმას გააჩენ/გააქრობ' და ა.შ. ასაზრდოებენ და ახალგაზრდობის ზომბირებას ახდენენ. ისევე როგორც ზომბირებულია ხალხი სერიალების ყურების დროს. ადამიანს არ აქვს საშუალება შეჩერდეს და დაფიქრდეს, ცხოვრებაზე, იმაზე თუ ამ რეალურ ცხოვრებაში ვინაა და რა უნდა რო იყოს! შეაძვრინეს ტელევიზორებში და კომპიუტერებში! დაუკარგეს საკუთარი აზრი! გამოამწყვდიეს ვირტუალურ რეალობაში! და ამ ვირტუალურს ასაღებენ რეალურად! მერე კი ამ ზომბირებულ ხალხს ისეთ მიმართულებას მისცემენ, საითაც მათი 'ჯადოსნური საყვირი' დაუკრავს!
აი ეგ არ მომწონს მე, თორე წიგნი ეგდოს თაროზე, იმას რა ზიანის მოყენება შეუძლია. ერთხელ წაიკითხავ და დააბრუნებ უკან თაროზე.



ქეთი შენ რასაც ამბობ, უფრო მეტად გლობალური პრობლემაა ვიდრე ჰარი პოტერის უარყოფითი შედეგი. ორი დღის უკან გადცემა ვუყურე რუსეთზე, რუსები ამბობდნენ, მსოფლიოში ყველაზე მეტად წიგნის კითხვის მოყვარული ერიც კი (რა ტქმა უნდა რუსებს გულისმობდნენ, მსოფლიო პირველობის რა მოგახსენო არ ვიცი, მაგრამ წიგნის კითხცვა, რომ განსაკუთრებულად უყვართ ცხადია) საერთოდ წიგნს აღარ ეკარეობაო. აქ ხომ საერთოდ, ანუ ეს მსოფლიო პრობლემაა. შენი შვილი რას უყურებს და რას კიტხულობს უნდა გააკონტროლო, განსაკუთრებით პატარა ასაკში. ჩვენთან ესე არაა, 6-7 წლის ბავშვები ამ მდარე სერიალებით იზრდებიან, ამას ჯობია ჰარი პოტერს უყურონ გესმის, სერიალის ყურებას ყველაფერი ჯობია. მერე ეს ვის ადარდებს არავის! მტავარია ერთხელ ითქვა ჰარი პიტერში მაგიააო და ატყდა ამბავი, სერიალში ნაკლები მაგიაა? მე პირადად ტელევიზორს თითქიმის არ ვუყურე, მით უფრო სერიალს, მაგრამ ხანდახან, როცა ჩემი ოჯახის წვერათან ერთად აღმოვჩნდები ტელევიზორთან ,,იძულებით,, მიწევს რომელიმე სერილის ყურება, აი მაგები მაგათ ჰყავთ თუ ჰყავთ, ან რანაირი ჩაცმულები რანაირი მაკიაჟით, კარტით ხელში, რაღაც სულების გადასვლაზე თუ რა ვიცი რეებზე მკიტხაობენ, ერთი პერსონაჟი აუცილებლად მკითხავი ჰყავთ თუ მაგი რა ვიცი. აამზე ვინმემ აზრი გამOთქვა? არა! მაშინ არტომ ატყდა ამბავი ჰარი პოტერზე???????????????????


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 29 2007, 03:23 PM
პოსტი #30


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ხალხოოო რატო ვაქცვევთ ამას ამხელა პრობლემად? ბავშვობაში კეთილ და ბოროტ ჯადოქრებზე ზღაპრებს არ გიყვებოდნენ? ან არ ვკითხულობდით? გველეშაპებზე და ბაყ-ბაყ დევებზე... ეგეც იგივეა... უბრალოდ ცოტა მეტი ფანტაზია ჩაიდო ამ წიგნში... და ეს არის რა smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 03:26 PM
პოსტი #31


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



tamara
ციტატა
არანაირი სურვილი არა ამქვს - ამ წიგნის წაკითხვის მერე - ჩემს შვილებს თუნდაც სიზმარში - რაღაც ან ვიღაც გამოეცხადოს.




თამარა, თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ მე არავინ გამომცხადებია. არც ჩემს პატარა დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილებსsmile.gif)) მათგან ყველაზე უმცროსი 11 წლისააsmile.gif)) არც სკოლისთვის დუნებებიათ ტავი, ის ვინც ამას აკეთებს, პრობლემა მათსია გესმის? მათ უჭირთ რაღაც, მათ ფსიქიკას, მათ რაღაცისტვის უნდათ მაგობა, ან სკოლაში აქვთ პრობლემა ან სხვა რამე. ისინი ასეთ რეაქციას სხვა წიგნზეც მისცემდნენ, ან მომავალში სხვა რაიმე ფაქტზე, განა ფან კლუბები, ანუ ფანატების კლუბები ნორმალური მოვლენაა? განა ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის ტავი არ მოუკლავთ ახალგაზრდა გოგონებს? დავიდ დუხოვნის გამო ორმა დაქალმა ერატად მოიწამლა ტავი, რა ხდებოდა ლივერპულელი ოთხეულის გამო ხომ იცი, ანუ ეს მათი ფსიქიკა ვერ არის და არა წიგნი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნოდარიკო
პოსტი Sep 29 2007, 03:28 PM
პოსტი #32


Georgia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,474
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,398



მე ჰარი პოტერის პირველი ნაწილი რომ წავკიხე ზალიან მომეწონა
რა ალიაქოთი ატეხეთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 29 2007, 03:29 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გაფეტიშება არაფერის არ ვარგა. თვით რელიგიისაც კი. გაფეტიშება და გამოშტერება რაღაცაზე ზოგადად ცუდია, გინდ პოტერი იყოს და გინდ ნაცარქექია. მაგრამ საქმე იმაშია რომ ჯერ ერთი მაგიის არ მჯერა, იმიტომ რომ ამს არანაირი მატერიალური საფუძველი არა აქ. არ შეიძლება რამე ბალახებით აფრინდე ან აკცი მოკლა სიტყვების წამროთქმით. მე ამის არ მჯერა და ვერც დავიჯერებ.

და დარტანიანად ყოფნა კაია? დადიოდე მუშკეტით და ხალხს ხოცავდე და დუელებში მონაწილეობდე ან სხვისი ცოლი გიყვარდეს. ხედავთ ყევლაფერში შეიძლება ცუდის დანახვა. არ შეილძება მასე მოუდგეთ ყველაფერს. წიგნები ადამიანების დაწერილია და მათში ადამიასნი ნაკლოვანებეიც ჩანს და პლიუსებიც. მათავარი ისეაა წიგნის იდეა იყოს კარგი.

მეც პირველი მაქ წაკითხული, და მომწეონა. მაგრამ ნანახი ყველა მაქ და კინოც კარგია.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 29 2007, 03:30 PM
პოსტი #34


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



tamara
ციტატა
არანაირი სურვილი არა ამქვს - ამ წიგნის წაკითხვის მერე - ჩემს შვილებს თუნდაც სიზმარში - რაღაც ან ვიღაც გამოეცხადოს.

ეს წიგნი საშიშია.

მაინტერესებს ძალიან თქვენს შვილებს რა სახის გადაცემების ან ფილმების ყურების უფლებას აძლევთ? უამრავი ფილმია რომელიც ძალადობას და ე.წ. უჟასებს აჩვენებს... მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვუყუროთ? ვუყურებთ და ვერთობით კიდეც, მაგრამ გონებაში ამას არ ვუშვებთ ღრმად.
მგონი ნინომ აღნიშნა და სრულიად ვეთანხმები, ვინც მაგიას მიეტანება ამ წიგნის მერე ეს მისი პირადი, გონებრივი პრობლემაა და არა წიგნის ბრალი wink.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 29 2007, 03:35 PM
პოსტი #35


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



iraklidze
ციტატა
აკცი მოკლა სიტყვების წამროთქმით




დაიჯერე, რომ სიტყვით კაცს მოკლავ და ბევრი მომკვდარა.


ციტატა
და დარტანიანად ყოფნა კაია? დადიოდე მუშკეტით და ხალხს ხოცავდე და დუელებში მონაწილეობდე ან სხვისი ცოლი გიყვარდეს. ხედავთ ყევლაფერში შეიძლება ცუდის დანახვა. არ შეილძება მასე მოუდგეთ ყველაფერს. წიგნები ადამიანების დაწერილია და მათში ადამიასნი ნაკლოვანებეიც ჩანს და პლიუსებიც. მათავარი ისეაა წიგნის იდეა იყოს კარგი.




ამაში გეთანხმები.

ნუ სხვა საკIთხებს რაც შეეხება შენ ნამეტანი მატერიალისტი ხარ, არც მასეა საქმე, იმედია შენშიც შეიჩვლება ყველაფერი.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 29 2007, 03:36 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
დაიჯერე, რომ სიტყვით კაცს მოკლავ და ბევრი მომკვდარა.

მაპატიე მაგრამ ვერ დავიჯერებ. შეიძლება ვინმე მოკვდა და სიტყვას დააბრალეს. მარგამ პათანატომმა დაასკვნას ეს კაცი სიტყვამ მოკლაო არ გამიგია. სულ სხვაა სურვილი მაგრამ სიტყვა ჩემთვის მხოლოდ ბგერებია. სურვილიც მხოლოდ იმაზე მოქმედებს ვისაც ეს სურვილი უჩნდება. (ჩემი აზრით)


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamara
პოსტი Sep 29 2007, 08:23 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



მხევალი ნინო
ციტატა
თამარა, თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი, რომ მე არავინ გამომცხადებია. არც ჩემს პატარა დეიდაშვილ-მამიდაშვილ-ბიძაშვილებს)) მათგან ყველაზე უმცროსი 11 წლისაა


შენ დიდი ხარ,
ჩემები პატარები არიან,
როცა გაიზრდებიან და უფრო მყარი ფსიქიკა ექნებათ,
თუ უნდათ მერე წაიკითხონ


ციტატა
მაინტერესებს ძალიან თქვენს შვილებს რა სახის გადაცემების ან ფილმების ყურების უფლებას აძლევთ? უამრავი ფილმია რომელიც ძალადობას და ე.წ. უჟასებს აჩვენებს... მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვუყუროთ? ვუყურებთ და ვერთობით კიდეც, მაგრამ გონებაში ამას არ ვუშვებთ ღრმად.
მგონი ნინომ აღნიშნა და სრულიად ვეთანხმები, ვინც მაგიას მიეტანება ამ წიგნის მერე ეს მისი პირადი, გონებრივი პრობლემაა და არა წიგნის ბრალი

არ ვაყურებინებ სერიალებს (განსაკუთრებით ლათინოამერიკულ) და ე.წ. უჟასებს.
არ ვაყურებინებ მულტფილმებს, რომლებშიც ძალადობა ჭარბობს,
ერთი რამ შევამჩნიე,
როცა ტელევიზორს ნაკლებად უყურებენ - უფრო მშვიდად არიან,
განსაკუთრებით შუათანა ბიჭი -
ყოფილა როცა რამე საშინელი ფილმი უნახავს - ყოფილა შემთხვევა ღამე წამომხტარა ლოგინიდან და შეშინებული კანკალებდა.
ერთხელ მითხრა მარტო ვერ ვჩერდები ოთახში - ძილში ეშმაკუნები მეჯღანებიანო.
ნამდვილად ვიცი, რომ შუათანასათვის არ შეიძლება ჰარი პოტერის ნახვა ან წაკითხვა.
ძალიან მგრძნობიარეა.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Sep 29 2007, 11:04 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



k@the
QUOTE
სამწუხაროდ როგორც ვხედავ ჰარი პოტერი არაა უბრალოდ წიგნი. რაღაც მასობრივი შიზოფრენიის სახე მიიღო და არა მხოლოდ ბავშვებში!!!

ხოდა მაგას ვამბობ მეც, ეს იმის ნიშანია რომ ამ წიგნს დიდი გავლენა შეუძლია იქონიოს სუსტი ნებისყოფის ადამიანზე.ხოლო ძლიერს კი შეურყევს ნებისყოფას. ასეთი მაგიური ძალა მხოლოდ საინტერესოდ საკითხავ წიგნს შეიძლება ქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ნაწარმოები დადებითი მუხტის მატარებელია.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 30 2007, 12:11 AM
პოსტი #39


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



iraklidze
ციტატა
და დარტანიანად ყოფნა კაია? დადიოდე მუშკეტით და ხალხს ხოცავდე და დუელებში მონაწილეობდე ან სხვისი ცოლი გიყვარდეს

ჰეჰ, დარტანიანი მეტი ვერაფრით დაგამახსოვრდა? wink.gif

ციტატა
არ ვაყურებინებ სერიალებს (განსაკუთრებით ლათინოამერიკულ) და ე.წ. უჟასებს.
არ ვაყურებინებ მულტფილმებს, რომლებშიც ძალადობა ჭარბობს,
ერთი რამ შევამჩნიე,
როცა ტელევიზორს ნაკლებად უყურებენ - უფრო მშვიდად არიან,
განსაკუთრებით შუათანა ბიჭი -
ყოფილა როცა რამე საშინელი ფილმი უნახავს - ყოფილა შემთხვევა ღამე წამომხტარა ლოგინიდან და შეშინებული კანკალებდა.
ერთხელ მითხრა მარტო ვერ ვჩერდები ოთახში - ძილში ეშმაკუნები მეჯღანებიანო.
ნამდვილად ვიცი, რომ შუათანასათვის არ შეიძლება ჰარი პოტერის ნახვა ან წაკითხვა.
ძალიან მგრძნობიარეა.

მაინტერესებს ადრე არ იყო ასე? ძველ დროს... თუ ადამიანები უფრო სუსტები გავხდით?.. sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 30 2007, 01:00 AM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
ჰეჰ, დარტანიანი მეტი ვერაფრით დაგამახსოვრდა

მაგაშია საქმე. მე კარგიც მახსოვს, მაგრამ ჰარი პოტერსაც ააქ კარგი, მარგამ მყველა მის შავ მაგას ხედავს. ამიტომაც გავამახვილე დარტანიანის ცუდ თვისებებზე ყურადღება. ისე მაინც მაგარი გარყვნილი ტიპია დარტანიანი smile.gif.

ისე ჩემი აზრით თუ ბავშს აუკრძლავას მერე მაინც ნახავს, და მასში ცუდის ძიებას დაიწყებს და აუცილებად იპოვის, ამიტომ ცუდი შთაბეჭდილება დარჩება და მისთვის ყოველთვის ცუდი იქნება.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

10 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი