IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> პოეზია - ვიქტორინა!, სიტყვა, ტაეპი, სტროფი...
ნათია
პოსტი May 10 2008, 10:35 PM
პოსტი #81


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



nini_1
ციტატა
საკმაოდ ცნობილი ლექსია ისე, პატარა მინიშნებასაც მოგცევ, ამ ლექსის სტროფები ერთ კარგ სიმღერაშია გამოყენებული


ციტატა(nini_1 @ May 10 2008, 09:23 PM) *

ეხლა მე დავსვავ შეკითხვას ჩემო კარგებო.

,,მიაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური''
ვისი ლექსია და რა სათაური აქვს ამ ლექსს?


მარიამი
ციტატა
რატომღაც გალაკტიონი გამახსენდა ამ ფრაზაზე




მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
-მუმლი მუხასა` და ლილეოსი`
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა_
ეს სიმღერაა საქართველოსი
მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,
გესმის არაგვის ხმა საცნაური?
გესმის თერგის და მტკვარის ხმაური?_
ეს სიმღერაა საქართველოსი!
მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,
რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.
გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?
ეს სიმღერაა საქართველოსი!
თავისუფლების მოყვარე ერებს,
ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს.
მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმრერებს,-
ეს სიმღერაა საქართველოსი!
აქ გამარჯვების დროშად წერია:
სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!
თუ რამ სიმღერა გულს უმღერია
ეს სიმღერაა საქართველოსი.
გმირებით სავსე სამშობლო მხარევ,
დღეს გამარჯვების გულით მრელვარევ,
იდიდე. ამ ხმას სხვაში ვერ გარევ,
ეს სიმღერაა საქართველოსი.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი May 10 2008, 10:40 PM
პოსტი #82


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ნათია
ციტატა
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!

კი ნათ, ყოჩაღ, კარგია.
2kiss.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი May 11 2008, 08:24 AM
პოსტი #83


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ახლა მთLიადან გადავხედე თემას, ხოდა ერთი რჩევა დამებადა:

რომ დაგუგლავთ,biggrin.gif ცქნაფოსი არ იყოს, წერტილები და მძიმეები წაშწლეთ ქე მაინც, და ერთი ორი შეცდომაც "დაუშვით" biggrin.gif

აბა რაფედ დევიჯერო ახლა ,წინ წამძღვარებულ წინადადებაში უმარტივესი სასვენი ნიშნების დეფიციტი და ლექსში ზედმიწევნით სწორად დასმული? biggrin.gif

tongue.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი May 11 2008, 03:17 PM
პოსტი #84


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის..... (გააგრძელეთ) smile.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი May 11 2008, 05:48 PM
პოსტი #85


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



ციტატა(ართი ვარდი @ May 11 2008, 07:17 AM) *

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის..... (გააგრძელეთ) smile.gif

ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია ველოდები კვირას.......


ტერენტი smile.gif))


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი May 11 2008, 07:28 PM
პოსტი #86


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif ერთი ფრაგმენტი ცნობილი პოეტის პოემიდან,აბა, ვისია გამოიცანით...

ერთ პატარა გოგონას-
"დედისგან ჩხუბის წამლადა
ბვრჯერ მანდილი ჰსმენოდა."


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი May 11 2008, 09:49 PM
პოსტი #87


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ციტატა(ქეთუ @ May 11 2008, 06:48 PM) *


ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია ველოდები კვირას.......


თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და,ძვიფასო ,ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.

ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.

ელავს ჩემი შორეული სევდა,
ამოვარდა საშინელი ქარი.
მარტო არ ვარ,ვიმყოფები სხვებთან,
იმედია ,რომ დავკეტე კარი.

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი. smile.gif



ქეთ,დიახ ტერენტია smile.gif mpua.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 12 2008, 06:16 PM
პოსტი #88


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



"და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა..."


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 20 2008, 04:54 PM
პოსტი #89


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843




ციტატა
"და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა..."


ვერა და ვერაო? biggrin.gif


მაშინ იმავე ლექსიდან შემდეგ სიტყვებს გეტყვით,ეს უფრო უნდა გეცნოთsmile.gif

"გილიოტინა და ეშაფოტი"


თუ არადა,მერე გამოვტყდები biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი May 20 2008, 05:04 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(სოფი @ May 20 2008, 04:54 PM) *

ვერა და ვერაო? biggrin.gif
მაშინ იმავე ლექსიდან შემდეგ სიტყვებს გეტყვით,ეს უფრო უნდა გეცნოთsmile.gif

"გილიოტინა და ეშაფოტი"
თუ არადა,მერე გამოვტყდები biggrin.gif

ეგ გალაკტიონის ლექსშია თბილისზე smile.gif

მაგრამ... დარწმუნებული ხარ, რომ "და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა..." არის მანდ? unsure.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 20 2008, 05:37 PM
პოსტი #91


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



T I K O
ციტატა
ეგ გალაკტიონის ლექსშია თბილისზე

yes.gif smile.gif

ციტატა
მაგრამ... დარწმუნებული ხარ, რომ "და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა..." არის მანდ?

yes.gif



თბილისი

ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა,
სახლებზე ადის ფერადი ბოლი
და კიბეებზე,ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი.
ჩნდება სინათლის ჩქარი ქაფები.
გზებზე ქარივით მოქარავანე,
და აიმართნენ,ვით ჟირაფები,
მთა არსენალის და მთა სავანე.
სიონი ჩემი ნათელს დამათოვს,
მტკვარიც დაანთებს ნათელ ხარებას,
ათოვს ხიდებს,ათოვს მადათოვს,
ათოვს ზმანებებს და მწუხარებას.
და მესიზმრები შენ,ვისაც ქერა
სამოსი გმოსავს სნეულ ოცნებით
და არ მშორდება ღვთისმშობლის ცქერა,
სავსე ქართული პატიოსნებით.
შემდეგ არაა არსად ახალი,
ცა-ოკეანე,მთვარე-ნაფოტი,
თბილისი ჩემთვის არის მაღალი
გილიოტინა და ეშაფოტი.
ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმა,
მადონას გწვავდეს მზე უვედრები,
და განიცადო ასეთი ჯვარცმა:
უბედურება,რღვევა,ცხედრები,
დახავსებული კარებით შევლა,
სად ყვავილების ჩუმია შფოთი,
და განიცადო ასეთი წყევლა:
გილიოტინა და ეშაფოტი.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი May 20 2008, 09:40 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



სოფი
იცი, სოფი მე ეგ სტროფი ასე წამიკითხავს "და არ მშორდება თბილისის ცქერა, სავსე ქართული პატიოსნებით." თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ესაა სწორი ვარიანტი smile.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 20 2008, 10:58 PM
პოსტი #93


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



T I K O
ციტატა
სოფი
იცი, სოფი მე ეგ სტროფი ასე წამიკითხავს "და არ მშორდება თბილისის ცქერა, სავსე ქართული პატიოსნებით." თუმცა დარწმუნებული არ ვარ რომ ესაა სწორი ვარიანტი

უი,არც გამიგია blink.gif

შენ სად ნახე? ჩემს წიგნში ეგრე წერია და biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი May 22 2008, 11:46 AM
პოსტი #94


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
რომელიღაც წიგნი აშკარად ცდება

biggrin.gif yes.gif

ან ორივე ვერსია მოსწონდა გალაკტიონს biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი