IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დავით ქურდაძის შემოქმედება, :)
თათარაშვილი
პოსტი Jan 21 2009, 10:50 PM
პოსტი #1


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ჩემი ძმაკაცი წერს, ძალიან მაგარ ლექსებს...

გადავწყვიტე რომ თქვენც გაიგოთ... და საერთოდ ყველამ გაიგოს... smile.gif

ეს პირველი ლექსი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს:

ვიწრო ბილიკზე გლახაკი იჯდა
და ისვენებდა გზის შუა გულში.
სიმართლეს ჰგავდა მისი თვალები,
რომლითაც თითქოს ჩამხედა სულში.

მითხრა: "არ იცი, როდის მოკვდები,
რატომ დადიხარ ასე უშიშრად?
გზას რომ გიმძიმებს შენი ცოდვები,
რა პასუხს ელი ბოლოს უფლისგან?

ჩვენ თავად ვირჩევთ, რა გვინდა ქვეყნად.
ღმერთმა გვიბოძა ჩვენ ამის ნება.
მაგრამ ვერ შევძლეთ სიმართლის დევნა
და დავივიწყეთ ათივე მცნება."

მოვტრიალდი და გლახაკს შევხედე,
ვეღარ ვიხსენებ დღეს მე მის სახეს,
შეპასუხება ვეღარ შევბედე,
ვიგრძენი, ცნობდა იგი ჩემს სათქმელს.

მიმზერდა როგორც მსაჯული ერთი,
მე კი მიწაზე ვეძებდი სიტყვებს.
და გამახსენდა მაღალი ღმერთი,
შიშით ავხედე თოვლიან, ცივ მთებს.

მისმა სიტყვებმა შემცვალა წამში,
აღარ გავყევი ბოლომდე იმ გზას.
გადავიხედე ცოდვების ჯამში,
თვალი მოვკარი შავ კუბოს ფიცარს.

შეშინებულმა ჩემი ცოდვებით
ხელით მოვძებნე მკერდზე ხის ჯვარი.
შეშფოთებულმა ცივი გრძნობებით
ცრემლით შევაღე მე ტაძრის კარი.

დამარცხებული დავვარდი მუხლზე,
ყურში ჩამესმა შენდობის ზარი.
სანთლის წვეთები დამეცა გულზე
და ამომივსო ეჭვების ბზარი..


(19.01.09)



--------------------------

***

ქართველი კაცი გახლავართ,
არ მევასება ფახლავა.
ხალხი ისე დაგლახავდა
სიმართლემ თავი დახარა.

არაკაცები გამრავლდნენ,
საქმეს უშლიან სხვებს
ხალხს გონს რომ დაუბინდავენ
ამას არქმევენ მსხვერპლს.

მე მეზიზღებით ყველანი
ვინც შურით ივსებთ გულს.
ქართველი ქართველს გასწირავს
და ხელს შეუშვერს ფულს.

წინაპართ სისხლს აშავებენ
საფლავს აძლევენ მტვერს
მეგობარს ზურგს შეაქცევენ
გაამხნევებენ მტერს.

ადათი, წესი დაკარგეს.
პატივს არ სცემენ ღმერთს.
ისტორიას არ იცნობენ
წარსული მისცეს ცეცხლს.

განა ქართველნი არა ხართ?!
რად იშველიებთ სხვებს?!
სიკვდილს რომ თვალს გაუსწორებთ
მერე გაიშვერთ ხელს.

მე თქვენგან კაცობას ვითხოვ,
შენდობა სთხოვეთ ღმერს.
სამართალს ნუ დაივიწყებთ
ფულს ნუ დაარქმევთ კერპს.

ქვეყნად ფუჭად ნუ იცხოვრებთ,
ცუდს ნუ აუვლით გვერდს.
ერთმანეთს მხარში დავუდგეთ,
და ხელი მივცეთ ხელს.

უფროსებს ნუ დაივიწყებთ
პატივი ეცით ძველს
მათ სიტყვას თუ გადაუხვევთ
ბოლოს ინანებთ ბევრს.

სიცოცხლის არ უნდა შეგრცხვეთ,
ნუ დაუჩოქებთ მტერს.
სიკვდილი ყველასთან მივა
ვინ ეკიდება ჭერს.

უსაქმოდ ნუ გაჩერდებით,
ნუ მიენდობით ბედს.
ის ჭამეთ რაც თქვენ გეკუთვნის,
ნუ მოინდომებთ მეტს!

უცოდველ კრავს ემსგავსებით
ნიღაბს რომ ირგებთ თეთრს.
მაგრამ მას ვერ მოატყუებთ,
ვის ძარღვშიც სისხლი ჩქეფს.

სანთელი ანთეთ ღვთის სახლში,
ნუღარ დაკარგავთ წლებს.
ცოდვებს რომ მოინანიებთ,
იგრძნობთ, რომ გული ძგერს!

*** (27.03.08)
ჩემს ჩუმ ფიქრებში ზღვისფრად ანათებს
შენი უძირო, მწვანე თვალები,
მაგრამ რა ვუყო, რომ არ გიყვარვარ
ჩემთან არ ხარ და შორს მემალები.

ეს მერამდენედ დაღამდა ფიქრით
უძირო ფიქრით, შენზე ოცნებით.
ამ მარტოხელა გრძნობას მე გავზრდი
შენ კი გიხილავ მხოლოდ გონებით.

ნუთუ არ ძალმიძს, რომ გულს ვუბრძანო?!
ნუთუ ვერ შევძლებ ყოფნას უშენოდ?!
მაშინ რად ვფიქრობ შენზე უსაზვროდ?!
რატომ დავდივარ უგზოდ, უკვალოდ?!

ნუთუ არსებობს ამ ქვეყნად ის, ვინც
ბედნიერია უსიყვარულოდ?
მაინც არ ვარქმევ ჩემს თავს უბედურს,
და თითქოს ვხარობ, უსიხარულოდ.

ბაგეს ვარხევ და სჩანს რომ ვიღიმი,
მაგრამ თვალიდან სევდა იღვრება,
სულის სარკეში ვინც იხედება
ჩემს ტკივილს მხოლოდ ის თუ მიხვდება.

ალბათ მოვა დრო და აბრწყინდება
ჩემი თვალები, ახლა მდუმარე
ახალი გრძნობა დაიბადება
ერთად მჩქეფი და ერთად მქუხარე.

*** (20 march)

აი ისევ დაღამდა, ისევ მივეცი ფიქრს,
ფიქრს,
რომელიც ჩემს ცხოვრებას ბევრ ნაწილად ჭრის,
ფიქრს,
რომელიც ამ გულიდან ამოანთხევს სისხლს,
ფიქრს,
რომელიც მიზანს სახავს და ვერაფერს ქმნის.

ფიქრს,
რომელსაც ღამე ღვიძავს, მე კი მიფრთხობს ძილს,
ფიქრს,
რომელიც ცხოვრებიდან ითხოვს თავის წილს,
ეს ფიქრია,
რომელსაც არ სურს, რომ ვეგდო ძირს,
ეს ფიქრია,
რომელმაც მე მიმაჯაჭვა წიგნს.

ეს ფიქრია,
რომელმაც სითბო მასწავლა მზის,
მაგრამ ჩემთვის ჯერ კიდევ გადაუღებლად წვიმს.
ამ ფიქრებმა შემასწავლეს სწორი კვალი გზის,
მაგრამ ხშირად ამ ჩემს გზა-კვალს ცივი ქარი ცვლის.

ამ დროს ჩემი სველი გრძნობა ტოვებს ნაკადს წყლის
და ცხელ გულში უმალ ბადებს შავ და უგრძნობ შიშს,
მაშინ ჩემი თეთრი ფიქრი სწუხს და რაღაც სწყინს,
ჩემი ცივი გრძნობის წყაროს გონებიდან შლის.

გონებიდან წაშლილს უმალ, გული მახსენებს ფიცს,
ფიცს,
რომელიც თავად დავდე, სიყვარულად ღვთის,
ჩემს ცხოვრებას არასოდეს, მე არ მოვცხებ ჩირქს,
რადგან ყველა რასაც დასთესს, მხოლოდ იმას მკის.

მაგრამ რა ვუყო რომ მეც ჩემი ტვირთი მაქვს წილ,
ფეხშიშველი ოცნებებით მე ვერ წავალ წინ.
იქნებ სჯობდეს მოვითმინო, ენას ვაჭერ კბილს,
ამით კი სიტყვებს დავფანტავ, კეთილსა და ტკბილს.


*** (4 may)

უკვე შებინდდა, ზღვა არ ჩერდება,
დაუღალავად რბიან ტალღები.
თურმე ამ ქვეყნად ზღვა არ ბერდება,
მას ვერ გასცდება ეს თეთრი გემი.

მარადისობის მსხვერპლი გამხდარა
ეს ჩემი გემი, ცივი და სველი,
ირგვლივ, ხეებიც როგორ გამხმარან,
თითქოს, აღარც მზე არ არის მწველი.

ეს ჩემი ფიქრიც სადღაც გამქრალა
მანაც დაკარგა ხალისი ძველი,
გონებაც კიდევ ერთხელ დამთვრალა
და ჩაიქნია მან მძიმედ ხელი.

უკან გავხედე განვლილ ნაბიჯებს,
ჩემი ხე მოსჩანს შორიდან - ხმელი,
თითქოს ჩემს მზესაც დაუძინია,
მის ნაცვლად ღამე მიცქერის ბნელი.

მხოლოდ ლურჯი ზღვა არის უცვლელი,
ისევ უკიდეგანო და ვრცელი,
მეგონა, არ დადნებოდნენ მთები,
მეგონა, მქონდა გზა გასავლელი.

ერთ წამში შთანთქა ზღვამ ჩემი გემი,
თურმე ყოფილა დაუნდობელი,
გული დამწყდა, რომ აღარ მაქვს წლები,
ახლა დავღვარე ერთბაშად ცრემლი.

დროის დაკარგვა ყოფილა მკვლელი,
უნდა აკეთო, რაც არის ძნელი,
თუ გინდა დარჩეს სახელი შენი
და მოგიგონონ როგორც ქართველი.

*** (20/08/08)

ჩემს სამშობლოში ომია
მტერი კარზე მოგვდგომია,
ბევრ დედიკოს შვილის სისხლი
თვალზე ცრემლად მოდგომია.

ქართველ ვაჟკაცს, სისხლის ფასად
სამშობლოსთვის უბრძოლია,
სიკვდილის წინ, სველ მიწაზე
შვილებისთვის ულოცია.

ჯარისკაცის სველ ფიქრებში
წარსულს მწარედ უთოვია,
ომში წასულს, გამწარებულს
უკან გზა ვერ უპოვნია.

შვილის ცივი სახის ნახვა
მშობელს ნატვრად გაუხდია
და ღვთის სახლში, მის სახელზე
კელაპტარი დაუნთია.

გმირ ბიჭებთა მოსაგონად
საფლავიც ვერ აუგიათ,
გაყინული სხეულები
სველ მიწაზე დაუწვიათ.

მათთვის, ვისაც მტრის ნასროლმა
ტყვიამ მკერდი გაურღვია,
სამშობლოსთვის დაღუპვისთვის
ღმერთს ცის კარი გაუღია.

თუმცა, ბედკრულ საქართველოს
ბრძოლა მაინც წაუგია,
მაგრამ გმირ ქართველთა გვარი
დროსაც კი ვერ წაუშლია.

*** (4/09/08)

ნაცნობ ბილიკზე მივაბიჯებდი მე ფეხშიშველი,
თვალწინ კი მედგა ის წუთები, განვლილი, ძველი.
შენ გამინათე მე ცხოვრებაში, რაც იყო ბნელი,
ახლა კი მხოლოდ ტკივილი დამრჩა მე სულში მწველი.

მეგონა მხოლოდ მე მეკუთვნოდა ხელები შენი,
გამოღვიძებულს, თვალზე ამიკრთა უშრობი ცრემლი.
თვალებდახუჭულს, მე მელანდება თვალები შენი,
თვალის გახელა ჯერ არ ყოფილა ასეთი ძნელი.


*** (07.11.08.)


ეს ღამე თითქოს ადრეც აქ იყო,
ეს გზა მაშინაც ორად გაიყო.
გონებამ ფიქრი ისევ დაიწყო,
ტყეში ფოთლების სუფრა გაიწყო.

ამ ღამეს კიდევ დაველოდები,
კიდევ შევიგრძნობ მე მის ცივ ხელებს.
ამ გრძნობას ისევ დავემონები,
ისევ შევხედავ მე მზის სიბნელეს.

გუშინ არ იყო ასეთი ღამე,
გუშინ ვარსკვლავი აინთო ცაზე.
გუშინ ეს გრძნობაც არ იყო სავსე,
გუშინ ვიდექი გაყოფილ გზაზე.

რაღაც მასწავლა ღამემ ამ ღამით,
ადრეც დაღამდა ასეთი ღამე.
რაღაც მომესმა მე ერთი წამით,
ადრეც მსმენია ასეთი რამე.

არც ვარსკვლავია ცაზე, არც მთვარე.
მხოლოდ ორნი ვართ აქ, მე და ღამე.
მე მიყვარს ერთი სიცოცხლე, მწვანე,
ღამე კი ცდილობს გამანდოს რამე.

ასე მესტუმრა ღამე ამ ღამით,
და გამაოცა თავისი ამბით.
სტუმრობა იყო სულ 2 წამით
და ეს სტუმრობა იყო ამ ღამით.


მინდა აქ იყო..

თითქოს ჩემს სუნთქვას რაღაც აკლია,
მინდა აქ იყო..
ჩემი გრძნობები სევდამ დაძლია,
ზღვისკენ წაიღო.

თეთრი ფიქრები ისევ კვამლშია,
დნობა დაიწყო.
მდინარე ისევ ცეცხლის ალშია,
მზემ არ დაინდო.

წამით გაჩერდა და დაიყვირა
- "მინდა აქ იყო!"
ერთხანს დადუმდა, გაიკვირვა
"ნეტავ გაიგო?!"

დამწვარი ფიქრის ნაგლეჯებს ეცა,
ხელში აიღო.
თვალი დახუჭა და ჩაიკეცა,
წვიმაც დაიწყო..

სველი წვეთები მიწას ყინავდა,
არ გადაიღო.
გათოშილ თვალში ცრემლი ყვინთავდა,
ბინა დაიდო.

გულის მშრალ ქნარზე სითბოს დაკრული
წვიმამ გაიგო.
ფრთხილად მივიდა და გაყინული
გულში ჩაიკრო.

(2 დეკემბერი 2008)

ყველა ლექსის ავტორი : დავით ქურდაძე

smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Jan 21 2009, 11:10 PM
პოსტი #2


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



კარგი ლექსებია ძალიან smile.gif

ციტატა
ჩემს სამშობლოში ომია
მტერი კარზე მოგვდგომია,
ბევრ დედიკოს შვილის სისხლი
თვალზე ცრემლად მოდგომია.

ქართველ ვაჟკაცს, სისხლის ფასად
სამშობლოსთვის უბრძოლია,
სიკვდილის წინ, სველ მიწაზე
შვილებისთვის ულოცია.

ჯარისკაცის სველ ფიქრებში
წარსულს მწარედ უთოვია,
ომში წასულს, გამწარებულს
უკან გზა ვერ უპოვნია.

შვილის ცივი სახის ნახვა
მშობელს ნატვრად გაუხდია
და ღვთის სახლში, მის სახელზე
კელაპტარი დაუნთია.

გმირ ბიჭებთა მოსაგონად
საფლავიც ვერ აუგიათ,
გაყინული სხეულები
სველ მიწაზე დაუწვიათ.

მათთვის, ვისაც მტრის ნასროლმა
ტყვიამ მკერდი გაურღვია,
სამშობლოსთვის დაღუპვისთვის
ღმერთს ცის კარი გაუღია.

თუმცა, ბედკრულ საქართველოს
ბრძოლა მაინც წაუგია,
მაგრამ გმირ ქართველთა გვარი
დროსაც კი ვერ წაუშლია.


ეს განსაკუთრებით მომეწონა smile.gif ki.gif


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jan 22 2009, 11:07 PM
პოსტი #3


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



რა არი ხალხო არავის არ გაინტერესებთ? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KveS_!
პოსტი Jan 22 2009, 11:19 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 15-December 08
წევრი № 6,108



პირველი წავიკთხე ჯერ და სააააგოლ smile.gif მაგარია

კარგი ლექსებია smile.gif ყოჩაღ


--------------------
მხოლოდ შენ აღძრავ ჩემში ცრემლსა და შიშს, უფალო! ( ავ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jan 22 2009, 11:44 PM
პოსტი #5


დაურეგისტრირებელი









გრეით smile.gif
დიდებულია smile.gif
Go to the top of the page
+Quote Post
subterranean
პოსტი Jan 22 2009, 11:46 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,908
რეგისტრ.: 21-September 07
წევრი № 2,804



აუ უცებ დავით აქუბარდია წავიკითხე biggrin.gif biggrin.gif (rofl)
რასაწყალივარ
კარგი ლექსებია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 12:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი