სიკვდილი არრა არის რა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიკვდილი არრა არის რა... |
misheli |
Feb 7 2007, 05:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა,მისი წარმოდგენაც კი მზარავს რამდენ ტკივილს მოიცავს ეს პატარა ,მაგრამ დიდი მნიშვნელობის მქონე ფრაზა.
სიკვდილი, თავისი შინაარსით იგივეა რაც გარდაცვალება.აქ თითქოს უფრო რბილდება მისი მნიშვნელობა,რაც ადამიანისათვის ძალზე აუცილებელია და ჰაერივივით ჭირდება. ეს მორწმუნესათვის უფრო ადვილი გასაგებია,რადგან ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება ამ ყოველივეს კარგად გაანალიზებაში და დაძლევაშიც. ერთი ლექსი გამახსენდა გარდაცვალებასთან დაკავშირებით: *** ო ნუ ტირიხარ, გთხოვ გაიღიმე და დამიხუჭე თვალნი თითებით და თუ გიყვარვარ ერთი იწამე, მე არ მოვკვდები,გარდავიცვლები... შენ ჩემს საფლავთან მწარედ იტირებ, მაგრამ ამას გთხოვ, სულ ერთი წამით მოსწყვითტო ცრემლი, როგორც სულს ცოდვა იდუმალ ბაღნარს მიაპყარ თვალი და აჰა ვარდი დამადე გულზე , და საოცრება ჩემი იწამე მე ახლა უფრო ძლიერ მიყვარხარ, მე არ მომკვდარვარ გარდავიცვალე! ,, სიკვდილი არრა არის რა...'' |
marine |
Feb 7 2007, 05:40 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
misheli
გაგახაროს უფალმა, ეს რა ლამაზი ლექსი დაგვიწერე!!!!!! მისი წაკითხვის მერე სიკვდილიც ლამაზია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
Feb 7 2007, 05:58 PM
პოსტი
#3
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
სიკვდილი არა არის რაა
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი მე ისევ მე ვარ შენ ისევ შენ ხარ... რაც ვიყავით ერტმანეტისთვის,იგივენი ვართ საუკუნოდ... ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს... ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია... ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს... გაიცინე რაზეც გეცინებოდა, ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე... ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა ყოველგვარი დაღველის გარეშე სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მიდამ ნიშნავდა... იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა.... რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ? მე შორს არ ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ... ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.... თუ მართლა იცი რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი თუ გძალგიძს გაიგონო ანგლოზთა გალობა და მათ შორის დამინახო.... თუ გძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ... თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება... როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარუნდა მხედავდე და გიყვარდე?... გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა... როცა ერთ დღესაც შენი სულიც სასუფეველში შევა... სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო....იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ.... კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს... შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ.... (ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით) პ.ს. მე ეს სიტყვები დიდი ტკივილის დაძლევაში დამეხმარა,მართლაც სიკვდილი არა არის რაა... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
KAIROS |
Feb 7 2007, 08:23 PM
პოსტი
#4
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საოცარი სიტყვა "გარდაცვალება" იგი მქადაგებლური, ე.წ. ქრისტიანიზირებული ტერმინია, რომელიც ზუსტად გადმოცემს ადამიანური სიკვდილის ნამდვილ არსს, ადრე როცა დევნა იყო ქრისტიანთა, გვაქვს უამრავი შემთხვევა, როცა თვითონ გამოდიოდნენ წამებელთა წინაშე და თამამად აღიარებდნენ ქრისტეს, "ეძიებდნენ სიკვდილს ქრისტესათვის", ქრისტიანისათვის სიკვდილი არ არსებობს, არამედ არის მხოლოდ მიცვალება უფალში, შეხვედრა უფალთან, მამასთან მისვლა...
ციტატა ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით ესეც თქვენ ნეტარი ავგუსტინეს საფლავი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
misheli |
Feb 8 2007, 12:58 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
დიდი მადლობა ყველას
|
kato_Bato |
Feb 8 2007, 01:03 AM
პოსტი
#6
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ
ჩემს შვილს ტატოს ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი), რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი (ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას», თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას») და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა. სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა, თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად, ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _ ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში. მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ. ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა, თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?! ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი? შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა? ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს? ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?! აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე. ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი? ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი. ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული, ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი. სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _ უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი! აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების, რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი, რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე» უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება. თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?! რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება, პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი, საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია, იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი. თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს. შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები! გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს! გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა! შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო! (ვახუშტი კოტეტიშვილი) -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
van111 |
Feb 8 2007, 01:16 AM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 263 რეგისტრ.: 21-December 06 წევრი № 722 |
სიკვდილი: ვისთვის როგორი მისაღებია სიკვდილი, ზოგს ეშინია მისი, ზოგი კი სიხარულით ეგებება მას... იმას არ ეშინია ვინც ძლიერია, ღვთის სათნო ცხოვრებით ცხოვრობს და მართალი დაიარება... მას ეშინოდეს ვინც ამ ცუთებს, საათებს, დღეებს უსაქმურად ატარებს... მეც მეშინია სიკვდილის... მაგრამ თუ მოვინდომებთ სიკვდილსაც შევიყვარებთ, სიკვდილი ხომ მარადიული სიცოცხლის დასაწყისია......
წაიკითხეთ თუ არ დაგეზარებათ ჩემს შვილს ტატოს ახლაღა მივხვდი, რომ ყოველი ჩვენგანი არის ძე შეცთომილი (ან თუ გნებავთ, უძღები შვილი), რომელმაც ერთხელ მიატოვა თავისი ს ა ხ ლ ი (ეს სულ ერთია, რას დავარქმევთ იმ სახლს «არყოფნას», თუ «მარადიულ და ჭეშმარიტ ყოფიერებას») და მას მოუნდა თვალსაწიერს მიღმა გაღწევა. სინამდვილეში გ ზ ა ძალიან მოკლე გამოდგა, თანაც უმიზნო, ვინაიდან რაც მას წინ და შორს ეგულებოდა, იგი აღმოჩნდა სწორედ უკან და ძლიერ ახლო. უცებ იქცა წინსვლა _ უკუსვლად, ანუ შორეთში გამგზავრება _ შინდაბრუნებად _ ისევ ს ი კ ვ დ ი ლ შ ი, მარადიულ აქარყოფნაში. მივხვდეთ ცხოვრების ნებიერნი, საით მივდივართ. ნუთუ არასდროს შეგვპარვია ჭია ეჭვისა, თუ რა სიღრმეებს იტევს სიტყვა, შრეებს და ქანებს?! ავიღოთ თუნდაც წ ი ნ ა პ ა რ ი , რას ნიშნავს იგი? შენ თუკი უკან მოიტოვე, წ ი ნ რატომღაა? ან სიტყვა უ წ ი ნ _ უ ფ რ ო წ ი ნ ა ს რატომ გულისხმობს? ანდა წინანდელს უ კ ა ნ ა ნ დ ე ლ ს რატომ არ ვარქმევთ?! აი, ხომ ხედავ, წინა-უკმოს ვეღარცკი ვარჩევთ და ასე ვცხოვრობთ დროისა და სივრცის გარეშე. ეს შორს წაგვიყვანს. გამახსენეთ, რაზე შევჩერდი? ჰო, რომ ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში. ნოსტალგია ქვეცნობიერი. ზოგში ეს უფრო ძლიერ არის გამოხატული, ვეღარ ეტევა ერთ ადგილას, თავს ვერ იოკებს და გარბის სადღაც. ხალხს ჰგონია რომ ამოძრავებს მას ცისარტყელის ქვეშ გაძრომის უაზრო ჟინი. სინამდვილეში მის სისხლს სხვა რამ აფორიაქებს _ უფრო წინარემშობლიური სივრცის ყივილი! აი, ეს არის «ოდისეა» ჩვენი ცხოვრების, რომელიც თურმე ბევრად უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე ჰომეროსს ეთქმევინა. და კინო-ფირი, რომელსაც თურმე «ნოსტალგია არარსებულზე» უნდა რქმეოდა, შესაძლოა, რომ უცებ გაწყდეს მანამდე, სანამ «დ ა ს ა ს რ უ ლ ი» დაეწერება. თუკი ცხოვრება დაბრუნება ყოფილა მხოლოდ პირველსაწყისში, ამას სიკვდილს რატომღა ვარქმევთ?! რატომღა ისმის უსასრულო მოთქმა-გოდება, პირისხოკვა და თავშიცემა, გლოვა-ტირილი, საფლავის ლოდქვეშ ჩაძახილი, სადაც არ არის ის, ვისაც ვტირით, იქ ხომ მხოლოდ სხეული გდია, იმისი სულის სამოსელი, გამონაცვალი. თავად სული კი დაუბრუნდა მშობლიურ სივრცეს. შეწყდეს ტირილი! დაიწუროს ცრემლის მტევნები! გულის ნაჟური კეთილშობილ ღვინოდ დაღვინდეს! გადალიცლიცდეს მოთმინების ყველა ფიალა! შევსვამ სიკვდილის საკართანოს და ვალმოხდილი მ ო ვ დ ი ვ ა რ, შ ვ ი ლ ო! (ვახუშტი კოტეტიშვილი) ძალიან ძალიან მაგარია, სამწუხაროდ პირველად წავიკიტხე და ძალიან მომეწონა |
misheli |
Feb 8 2007, 01:48 AM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
vaa111
გეთანხმები, მაგრამ ვინც დღეებს უსაქმურად ატაარებს და ცოდვას სჩადის მას არც სიკვდილის და არც ღმერთის არ ეშინია. kato bato da t.l dzalian magari iyo.gaixaret |
marine |
Feb 8 2007, 11:24 AM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ხალხური
* * * წუთისოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება, რასაც ვაამებთ ურთიერთს, იმის მეტი რა შაგვრჩება? სამი ადლი ტილოს მეტი, სამარეში რა ჩაგვყვება? -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
T.L. |
Feb 8 2007, 01:54 PM
პოსტი
#10
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ბინდისფერია სოფელი,ძაან მაგარია....
-------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Feb 8 2007, 02:55 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
t.l.
ხალხური * * * ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, წამოგვეწევა სიბერე, მელივით წამოგვარდება, სიკვდილი გზაში გიყელებს, თვალები გაავდარდება. მოგიგონებენ შვილები, მზეს შეხედავენ მაღლითა: „სოფელში შემოაღამდა, ბინდმა ძაღლივით დაფლითა“. ნეტა სიცოცხლის მამგონი ღმერთი თუ ჯოჯოხეთია? ბევრი სიმწარე მინახავს, ბევრი სხვა გადამხედია. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
tinka |
Feb 8 2007, 04:10 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,549 რეგისტრ.: 20-December 06 მდებარ.: უკვე თბილისი :)) წევრი № 718 |
misheli
t.l. ძალიან კარგი იყო, გაიხარეთ ისე იცით, მაინტერესებს სიკვდილი, როგორი იქნება...? "ვიგრძნობ" ჩემ თავს თუ არა... |
T.L. |
Feb 8 2007, 04:13 PM
პოსტი
#13
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
marine
tinka გაიხარეთ.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
marine |
Feb 8 2007, 04:16 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
t.l.
აჰა, კიდევ ერთი.. (ეს ლექსი ძალიან მიყვარს..) * * * წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება, ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება, რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება, ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება. იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა. შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს – ჭია, კაცის გულს – ჯავრის იარა, მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგვყრის იარაღს, ჩვენ რას წავიღებთ სოფლიდან, სხვას არა წაუღია რა. შენიშვნა: ლექსის ბოლო სტრიქონები ეკუთვნის XX საუკუნის ცნობილ სახალხო პოეტს - მიხა ხელაშვილს. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
kato_Bato |
Feb 8 2007, 04:22 PM
პოსტი
#15
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ერთერთ რუსულ მარლმადიდებლურ ფორუმზე დევს უფლისადმი ბავშვების წერილებიდან ამოღებული ციტატები,
ორი მათგანი: 1.Я Тебя уважаю за веру в человека. Игорь, 3 кл 2.Можно мне не умирать, а? Юля, 1 кл. . ხომ ორივე ძალიან კარგია... უფალს რომ ადამიანის სჯერა, ამაზე მე აქამდე არ მიფიქრია ნება რომ მოგვცა, გვენდო.. გვირწმუნა, ჩენი გულის დაიჯერა, ჩვენი სიყვარულის... რომ ეს სიყვარული როდესმე ისევ მასთან მიგვიყვანდა... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათი87 |
Feb 8 2007, 04:42 PM
პოსტი
#16
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ციტატა გვირწმუნა, ჩენი გულის დაიჯერა, ჩვენი სიყვარულის... რომ ეს სიყვარული როდესმე ისევ მასთან მიგვიყვანდა... სამწუხაროდ , სიყვარულში იმედგაცრუებაც ბევრია... -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
misheli |
Feb 8 2007, 05:07 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-January 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 835 |
"მე არ მეშინია სიკვდილის,ცხოვრება ხომ ნელი სიკვდილია.
ჩვენ ვბერდებით,ვხუნდებით და სუსტები ვხდებით. მე ვამბობ დაე მოკვდეს სუსტი,ჩემი დროც მოვა როცა დავსუსტდები როგორც ყველა.თუ ზურგში მივიღებ "ტყვიას" ესეგი სიკვდილს დავრთე ნება ჩემს უკან ჩრდილი გამხდარიყო.თუ მომკლავენ ესეგი ჩემს მტერზე სუსტი ვარ და მე ვიმსახურებ სიკვდილს." |
დავით ივერიელი |
Feb 8 2007, 05:07 PM
პოსტი
#18
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
QUOTE სიკვდილი -ოჰ რა საშინელებაა ეს სიტყვა და რათ არის საშინელი... -------------------- მერე რა რომ . . .
|
კანონისტი |
Feb 9 2007, 03:07 AM
პოსტი
#19
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საინტერესო ფრაზაა ფერეიდნელ ქართველებში შემორჩენილი
როდესაც მიცვალებულთა შესანდობარს ამბობენ, იტყვიან: ჩონ წასადევნელებ გაუმარჯოი! წასადევნელი - საოცარი შინაარსის მატარებელი სიტყვაა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Feb 12 2007, 03:20 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,000 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შვეიცარიელმა ხაასმა თავის გამოგონებას "მშვიდობის ყუთი" უწოდა. ეს არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა კუბო, რომელიც ძალიან მცირე დროში წყლად და ნახშირორჟანგად იქცევა.
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th May 2024 - 02:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი