IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქართული ხალხური ინსტრუმენტები
ვეშაპო
პოსტი Jan 29 2007, 01:42 AM
პოსტი #1


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯეგე
პოსტი Jan 30 2007, 04:21 PM
პოსტი #2


ღორონთქ გოგიმორძგვან!
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 231
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: ორბიტა
წევრი № 970



მოსაზრება არ ვიცი, მარა ლარჭემის სწავლის მუღამი მაქვს, ლარჭემიდან მერე აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.

ამჯერად კი ჭიბონის ჭყვიტინის სწავლა მომიწევს biggrin.gif


--------------------
მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა
დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ
უჩა ზღვაში ქვარა!
-------------------------------------
ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა,
ვამიწუა ანწი ვარი,
გემიჸუნწი ოჯალეში,
დომიხვამი ჸუდე–კარი!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 30 2007, 04:45 PM
პოსტი #3


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



მე ვიცი ფანდურზე და სალამურზე დაკვრა


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Feb 8 2007, 05:55 PM
პოსტი #4


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



საქართველოში ხალხური საკრავები გავრცელებულია უძველესი დროიდან.
არსებობს საკრავების სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყმელი.
ჩასაბერი საკრავებია: სოინარი, სალამური და გუდასტვირი.
სიმებიანი საკრავებია: ფანდური და ჩონგური. მოსაზიდი საკრავებია: ჩანგი და ქნარი.
დასარტყმელი საკრავებია: დოლი და დიპლიპიტო.



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Mar 2 2007, 10:28 AM
პოსტი #5


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



მე ხალხურ ანსამბლში ვუკრავდი ხოლმე. ვიცი ფანდური, სალამური, ბასი, კონტრაბასი და ჩანგი. ყველაზე მეტად ჩანგი მიყვარს.


--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 01:49 PM
პოსტი #6


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოდით ხალხური ინსტრუმენტების ქრომატიულობაზე ვისაუბროთ.
მესმის რომ ის ხალხური მუსიკა რაც საუკუნეების წინ იკვრებოდა, დღეს ქრომატიული ფანდურით ვერ გაჟღერდება.
თუმცა ასეთ ინსტრუმენტებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ.
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები, რაც ქრომატიულზე ფიზიკუირად შეუძლებელი იქნებოდა.
მე ვიცი რომ ფოლკლორისტებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ და სრულებით ეწინააღმდეგებიან ქრომატიკას ხალხურ ინსტრუმენტებში.
მოდით ვისაუბროთ ამ საკიტხზე. მეტად საინტერესოა და პრობლემატური.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Mar 3 2007, 03:38 PM
პოსტი #7


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



დათიკო
ციტატა
თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები,


ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.

მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Mar 3 2007, 08:49 PM
პოსტი #8


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ვეშაპო
ციტატა
ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა.

ჩონგული ისედაც ულადოა, ტემპერირების პრობლემა არ აქვს.
ციტატა
მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები.

რა თქმა უნდა სხვა განწყობას შექმნიან, ისინი ხომ არაქრომატიულები არიან biggrin.gif
მე არც ვადარებ მათ.
უბრალოდ ვამბობ რომ ქართული მუსიკა შესაძლებელია ქრომატიულ ფანდურზეც დაიკრას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დღეს შესრულების ტექნიკა არ მოგვცემს საშუალებას იგივე არაქრომატიულზე დავუკრათ. მე ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც მელოდიის დაკვრა მომდომებია, მაგრამ ხალხური არ მაძლევდა ამის საშუალებას, ქრომატიულზე კი გამოდიოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
QORBUDA
პოსტი Apr 24 2007, 04:23 PM
პოსტი #9


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 14-March 07
წევრი № 1,374



ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif


--------------------
ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა,
ცხვრადვე მამყოფე უფალო,
ოღონდ ამცილდეს მგელობა.

ვ.ფშაველა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Apr 24 2007, 05:07 PM
პოსტი #10


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ციტატა(QORBUDA @ Apr 24 2007, 03:23 PM) *

ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif


და კიდევ ისიც, რომ ფანდური უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ვიდრე დასავლეთში.



--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Apr 24 2007, 05:08 PM
პოსტი #11


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი May 6 2007, 04:06 PM
პოსტი #12


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



ფანდურს, რომელსაც 12 ლადა აქვს კლასიკურს ეძახიანხოლმე, ხშირად გამიგონია.


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 15 2007, 12:03 PM
პოსტი #13


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ეს რა თემა ვნახე!!!!! ქართული მუსიკალური კულტურაში ინსტრუმენტული მუსიკა ჩემი უსაყვარლესი სფეროა!!! მე პირადად ჩონგურზე ვუკრავ, ულადოზე, ანუ ტრადიციულზე, რამოდენიმე ნიმუში ვისწავლე ჩანგზე, უმაგრესი ხმოვანება აქვს, აგრეთვე ვგიჟდები დაირაზე!!!! საერთოდ ჩემი ოცნება იყო საუკეთესო ხალხური ინსტრუმენტალისტი ვყოფილიყავი!


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 15 2007, 12:20 PM
პოსტი #14


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.

ჩონგურსა და ფანდურს შორის პრინციპული სხვაობაა. პირველ რიგში ის რომ ჩონგური ოთხსიმიანია, ფანდური სამიანი, სრულიად სხვადასხვა რეპერტური იკვრება, შესაბამისად კონკურენციას არც უწევენ ერთმანეთს, არამედ ორივე დამოუკიდებელია, და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ; სხვადასხვაა წყობა, ჩონგურს ოთხამდე წყობა აქვს, და არც ერთი არ ემთხვევა ფანდურისას, რომელსაც მხოლოდ ერთი წყობა აქვს; შესრულების ტექნიკაც რამდენადმე განსხვავებული აქვთ; და ზომითაც ჩონგური ბევრად დიდია;

განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი.
ორივე უძველესია, მათ შორის ფანდური ალბათ კიდევ უფრო ძველი, ვინაიდან ჩონგური ბევრად განვითარებულია, არსებობს ვარაუდი, რომ დასავლურ სიმღერებში მეოთხე ხმის გაჩენამ გავლენა იქონია ჩონგურზე, რის შედეგადაც საკრავზე ზილი (მეოთხე სიმი) დაამატეს, ამიტომ ჩონგური თავისი დღევანდელი სახით მეც მოგვიანო პერიოდისა მგონია, მითუმეტეს ფანდურთან შედარებით.


ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში.

ტრადიციულს ლადები სულ არ აქვს, და ნოტებში თუ წყობას გულისხმობ კი ბატონო

ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია smile.gif
ნამდვილად! ორივე განსაკუთრებულია

ციტატა(adamis_nekni @ Apr 24 2007, 05:08 PM) *

შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია

ჩონგურზე უკრავენ გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში...


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი May 15 2007, 01:08 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი May 15 2007, 01:35 PM
პოსტი #16


დაურეგისტრირებელი









ნუ დღეს ფანდურმა დაკარგა სახე, ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად, რასაც ბევრგან ვხვდებით, ასევე არამარტო ფშავ ხევსურეთში იყო გავრცელებული , "სტუმარ მასპინძელში"როდესაც ზვიადაური მიდის სტუმრად ჯოყოლასთან იქ ხვდება კაცი რომელიც არ "დაამღერს" დღეს ძირითადი სახე დაკარგა... ნუ მთაში ყოველ შემთხვევაში.
QORBUDA
არაა ეგრე ფანდური ძველია, ვაჟას თითქმის ყველა ნაწარმოებშია ნახსენები,
ამას გარდა უძველესი დროიდან ვიცით მთაში კაფიობა და დამღერება.


ციტატა
ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?

იბადდება კითხვა biggrin.gif გიერთდები.
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 15 2007, 09:49 PM
პოსტი #17


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM) *


იბადდება კითხვა biggrin.gif გიერთდები.

ზუსტად ამ ტერმინით არ ვიცი, მაგრამ ლადებიანი ჩონგური ზუსტად იმ კონტექსტშია როგორშიც კლასიკური ფანდური

ციტატა(ქავთარაძე @ May 15 2007, 01:35 PM) *

ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად

არა მარტო...
მთელ აღმოსავლეთშია გავრცელებული


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 15 2007, 11:44 PM
პოსტი #18


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



მგონი თემას ეხმიანებაsmile.gif


მე და ჩემი ჩონგური

IPB-ს სურათი


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი May 16 2007, 01:46 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ფანდური კი ვიყიდე მაგრამ რად გინდა დაკვრა არ ვიცი biggrin.gif არადა მაგარი საკრავია smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი May 18 2007, 04:49 PM
პოსტი #20


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



მოდით გავნაგრძოთ ხალხურ ინსტრუმენტებზე საუბარი smile.gif

თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ ჩანაწერები? მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, თქვენ იქნებ უფრო ძველები შემოგვთავაზოთ?


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი