თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ თქვა ღმერთმა იქმენინ ნათელი, უმზეოდ!

პოსტის ავტორი: argani თარიღი: Jun 20 2008, 09:11 PM

წიგნი შექმნისა, თავი 1

3. და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი.
4. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი.
5. და უწოდა ღმერთმა ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე ერთი.
8. [...] იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეორე.
13. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მესამე.
14. და თქვა ღმერთმა: იქმნას მნათობები ცის სამყაროში გასანათებლად ქვეყნისა,გასაყოფად ერთმანეთისაგან დღისა და ღამისა და იყვნენ ნიშნებად და დროებად და დღეებად და წელიწადებად,
16. და შექმნა ღმერთმა ორი დიდი მნათობი: დიდი მნათობი - დღის განმგებლად და მცირე მნათობი - ღამის განმგებლად, და ვარსკვლავები.
18. და განაგებდნენ დღეს და ღამეს და ყოფდნენ ერთმანეთისაგან ნათელსა და ბნელს.
19. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი - დღე მეოთხე.

კითხვა: რა საჭირო იყო მზის შექმნა, თუ ნათელი რომელიც უფალმა შექმნა იმავე უფალმა მოსაწონად ჩათვალა და იწვევდა დღის და ღამის გაყოფას?

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jun 20 2008, 09:49 PM

პომაზანსკის წიგნიდან წმინდა ნეტარი ავგუსტინე ამბობს:
შესაქმის დღეთა შესახებ ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „რანაირი არიან ეს დღეები, ამის წარმოდგენა ჩვენთვის უკიდურესად ძნელი ან საერთოდ შეუძლებელიც კია. მათზე უფრო მეტის თქმა არ ძალგვიძს“1.

„ვხედავთ, რომ ჩვეულებრივ დღის ბოლოს, მზის ჩასვლის შემდეგ, საღამო დგება და მზის ამოსვლისას დილა თენდება. მაგრამ გადმოგვცემენ, რომ მზე მეოთხე დღეს შეიქმნა, ანუ პირველმა სამმა დღემ უმიზეზოდ ჩაიარა. მართალია, ნახსენებია, რომ ღვთის სიტყვით დასაწყისშივე შეიქმნა ნათელი, რომ ღმერთმა იგი ბნელისგან გაჰყარა და ნათელს დაარქვა დღე, ბნელს კი - ღამე, მაგრამ რა სახის იყო ეს ნათელი, რა თანმიმდევრობით და რანაირად შეიქმნა საღამო და დილა - ამის შეცნობა არ ძალგვიძს; არ შეგვიძლია ჩავწვდეთ სინამდვილეს. მაგრამ შეუორგულებლად უნდა გვჯეროდეს, რომ ასეა...“


argani ზოგადად შესაქმის შესახებ შეგიძლია აქ წაიკითხო:
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/7.htm (პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება)
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/21.htm (იოანე დამასკელი ამ საკითხზე)
ამ საკითხის გარდა შესაქმის სხვა საკითხებში რომ გაერკვიოთ კარგათ ეს წიგნებია:
1.მეუფე ზოსიმე "ეფრემ ასურის ხუთწიგნეულის განმარტება.
2.ბასილი დიდის "ექვსთა დღეთა " ჰომილიები.
ამ წიგნების რუსული ვერსია ინტერნეტში იქნება ხოლო ქართული მაღაზიებში biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jun 20 2008, 09:58 PM

argani
შენ მიერვე მოტანილი ციტატიდან ჩანს რომ ჯერ ნათელი შექმნა, მერე ბნელი გამოყო , ხოლო მნათობები მოგვიანებით შექმნა.და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიადი.
ესე იგი ჯერ მეტაფიზიკურ უხილავ სინათლეზეა ლაპარაკი მერე კი ხილულზე.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Jun 20 2008, 10:10 PM

argani
ვფიქრობ აქაც შეიძლება ამ თემის გავიტარება.
იყო კიდეც ამაზე საუბარი და არ არის საჭირო ათი თემის გახსნა ერთი და იგივე საკითხზე.
http://church.ge/index.php?showtopic=4365

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)