IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ეკლესიის ისტორია, ავტოკეფალობამდე-ავტოკეფალიიდან
მნათე
პოსტი Jan 12 2007, 06:36 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეს საკითხი ერთი შეხედვით ყველამ ამომწურავად ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა რომ უმეტესობა საფუძვლიანად არ ვიცნობთ ჩვენივე ეკლესიის წარსულს sad.gif


მოკლედ გთავაზობთ დავყოთ მთელი ისტორია რამდენიმე მნიშვნელოვან ნაწილად და შემდეგ თითოეული მთგანი განვიხილოთ smile.gif

უდიდეს სამსახურს გაგვიწევთ თუ დადებთ ეკლესიის ისტორიის ამსახველ ძველქართულ ტექსტებს, ნებისმიერი შინაარსისას რასაკვირველია, მოკლედ ვრცლად ვიმსჯელოთ ჩვენს ფესვებზე.

დავიწყოთ ქრისტეანობის პირველი ნაბიჯებით საქართველოში.

მოქცევაჲ ქართლისაჲ



რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ. მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: "წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს. და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.

ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მას-ვე ჟამსა მცხეთას ჴმა ესმა დედასა ელიოზასსა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა: "მშჳდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო! ვინ-მცა უკუე იპოვა ეგე-ვითარი გლოვა, რომელსა თქუენ ღირს ხართ. ხოლო უფროს-ღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა". და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყუსეულად უკუე შეისვენა დედაკაცმან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა.
ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთო/თა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუე მიეგება დაჲ იგი მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კუართი მჴსნელისა ჩუენისა, მყის წადიერებით უკუე და სიყუარულით შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მეყუსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედა-კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათჳს: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამე, ვინათგან მოეჴსენა დედისა-ცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი. ვინათგან უკუე ყოველი-ვე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳს-ცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა. მაშინ უკუე საკჳრველი საქმე იგი დიდი განისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და ვითარცა საცნაურ იქმნა, მეფესა-ცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი. ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მისთჳს და მის მიზეზისათჳს, რომელი-იგი იქმნა, არ-ღა-რა უკუე ინება გამოღებად მკერდისაგან მკუდრისა მის. ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი თჳსი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთ-ვე დამარხნა. ხოლო წმიდა იგი კუართი წმიდა-ვე უკუე დაშთა, და წმიდა-ვე გიეს ვითარცა პირველ-ვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.

და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: "ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა".
მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: "შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ".
რქუა მას მოციქულმან: "ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა" მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა / აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: "მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა". მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა.

ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამის-ვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და / სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.




მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: "უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა". ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს. ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას / მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინ-მე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედა-კაცსა, ვითარმედ: "უცხონი ვინ-მე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა (!) კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ. ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რა-მე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა. ჰრქუა დედა-კაცმან, ვითარმედ: "ვინ ხართ. ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღურება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე-ვითარი თხრობა". მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: "მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების". ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: "შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა". ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: "უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, / ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რა-ოდენი-ცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველი-ვე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედა-კაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: "ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა". ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნეს. ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ. "აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინ-მე-ვიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს.

და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით. ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთ-ვე ერი იგი რომელნი-მე იტყოდეს: "ჯერ არს თაყვანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა", ხოლო რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ: "აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი". და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: "განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთა-ვე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენ/თა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა". და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა.და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა. მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: "დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს". და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა.

ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქული-ცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენ-მე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა. და კუალად-ცა ევედრნეს ქურივი იგი დედა-კაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: "სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა" ხოლო მათ ჰრქუეს: "უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა" მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: "ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს". და მიუთხრა ყოველი-ვე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთ-ცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა. და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშო/ბელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ.

ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა. ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული. ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა.

მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა / აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.


და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა ეათი და პირუტყუებრივი გონება. დაუტევა და წარვიდა. ამისთჳს-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. / ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი. ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ. ხოლო ამის-ვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერის-თავნი სპარსეთისა. მაშინ შეკრბეს ერის-თავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომ-ცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი. ხოლო ამას ადერკის ესხნ/ეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი / და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი.



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
2 გვერდი V < 1 2  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 32)
A.V.M
პოსტი Apr 16 2013, 01:18 AM
პოსტი #21


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
ციტატა
მადლობა, გურამ.
კარგადაა შედგენილი, რაც მთავარია - ინფორმაციულად.

ვა...
როგორც წესი თემებს რომ ვტვირთავ არავინ ეხმანება ხოლმე...biggrin.gif
გახიარე ძმისგულ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი May 26 2013, 04:43 PM
პოსტი #22


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



შეიძლება თემას მთალდ არ მიესადაგება, თუმცა კარგი და საგულისხმო ციტატაა საქართველოს ძველი მდგომარეობის შესახებ:

"V საუკუნის ცნობილი ბერძენი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი ამბობს: `იბერები ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა იმათზე უკეთ იცავენ, რომელთაც ჩვენ ვიცნობთ~ (გეორგიკა, 1965, ტ.II, გვ. 48). "


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2013, 03:34 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



1869 წელს ალექსანდრე II-ის ბრძანებით აღმოსავლეთ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ჩამოერთვა ადგილ-მამულები, 106 ათასი ჰექტარი ტყე, სახნავ-სათესი მიწები და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.

მეფის მთავრობა არც სხვა ერების ეკლესიებს ინდობდა. 1903 წლის 12 ივნისს, მთავრობის განკარგულებით, სომხურ ეკლესიას ჩამოერთვა ქონება და ხაზინას გადაეცა, იქამდე კი დაკეტეს სომხური სკოლები, სომხური წიგნების გამომცემლობა.

სომხების მისამართითაც იგივე გაკეთდა, რაც კეთდებოდა წლების განმავლობაში ქართველების წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა სომხური მოსახლეობის გამოსვლები რუსეთის მთელ იმპერიაში, მოხდა შეტაკებები კაზაკებსა და სომხებს შორის, მათ შორის საქართველოს ქალაქებშიც.

/ირაკლი მახარაძე, „ისტორიანი“, სექტემბერი, 2013/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 20 2013, 01:30 PM
პოსტი #24


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„XIX საუკუნის დასაწყისში (1811 წ.) ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ გაუქმების შემდგომ, მეფის რუსეთის სასულიერო პირები (ეგზარქოსები) მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთშიც მისიონერული საქმიანობის საფარქვეშ, არქიტექტურული ძეგლების რესტავრაციის საბაბით, ქართულ მონასტრებს (ბიჭვინთა, ახალი ათონი, დრანდა, მოქვი) მიზანმიმართულად ამახინჯებდნენ“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 2 2015, 06:47 PM
პოსტი #25


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



წმინდა კირიონის დაბადების 160 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

"...სოფელ პატარძეულის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო ბურდიაშვილმა მოხსენებაში - "ქართულ მწვერვალებზე მეოცნებე პატრიარქი" ხაზი გაუსვა, თუ როგორ იბრძოდა ქართული სამოციქულო ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მიზანმიმართულად, თავგანწირვით სულიერი ზღუდეების გასამაგრებლად კირიონის წინამძღოლობით..."

/"საპატრიარქოს უწყებანი" N39, 2015, ჩანართი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2017, 12:15 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა მუდამ წინ უსწრებდა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას".

/ილია მეორე
"ლამპარი" N9, 2017, გვ.3/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 19 2018, 08:28 PM
პოსტი #27


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საბჭოთა კავშირის ოფიციალური ხელისუფლება საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოსთან თავისუფალ ურთიერთობას უკრძალავდა".

/"სამთავროს მაყვლოვანი" N2, 2017, გვ.9/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 07:15 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

"რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება"
"დღევანდელი კონფერენცია შეიძლება სამაგალითო გახდეს ევროპის ქვეყნებისთვის..."

"სასტუმროს ფოიეში მოეწყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ასახავდა ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი აღიარებისთვის ბრძოლის ისტორიულ ფაქტებსა და ფოტოებს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N6, 2018, გვ.15/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2021, 08:18 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით რუსეთმა დაარღვია მოციქულთა 34-ე კანონი, რომლის მიხედვითაც "ყველა ერის ეკლესია უნდა იმართებოდეს საკუთარი ეპისკოპოსების მიერ".

/"კარიბჭე" N4, 2021, გვ.50/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2022, 07:39 PM
პოსტი #30


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტონ II - ერეკლე მეფის ძე. (1788-1810 წ.წ.) გარდაიცვალა 1828 წელს ნიჟნი ნოვგოროდში. ანტონ II იყო საქართველოს უკანასკნელი კათალიკოს-პატრიარქი ავტოკეფალიის დაკარგვამდე".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2022, 08:12 PM
პოსტი #31


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ავტოკეფალიის გაუქმების დროისათვის ქართლ-კახეთში იყო 13 ეპარქია (თბილისის, მცხეთის, სამთავროს, რუისის, უბრნისის, წილკნის, სამთავისის, ნიქოზის, ალავერდის, ნინოწმინდის, რუსთავის, ნეკრესის და ბოდბეს). არქიეპისკოპოს ვარლამ ერისთავის პროექტით 13 ეპარქიიდან დარჩა 2 - ალავერდის და მცხეთის. 9 არქიმანდრიტის ნაცვლად - 5. საქართველოს ეკლესიას სათავეში ჩაუდგა ვარლამ ერისთავი".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 8/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2022, 07:42 PM
პოსტი #32


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გაზეთი "საქართველო" იუწყებოდა: "დღევანდელი დღე [ავტოკეფალიის აღდგენა 1917 წელს] ბედნიერ ქორწილსა ჰგავს. დღევანდელი დღე ფერების სიხარულია, მასში გაცოცხლდა ძვირფასობა ძველი საქართველოსი, აღმოსავლეთის სიხალისე და თუ ქართული გული მიეჩვია სიბნელეში კვნესას, დღეს იგი სრულიად გათბა და ცახცახებს დაუქრობელი ცეცხლის სიახლოვით".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2022, 08:06 PM
პოსტი #33


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,051
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველი ხალხის დიდი მეგობარი ნიკოლოზ დურნოვო გულწრფელად ულოცავდა ქართველებს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას: "აღდგენა ავტოკეფალიისა, რომელიც ანტიეკლესიურმა სინოდმა დაარღვია, საქართველოს ეკლესიას შეაძლებინებს ასი წლის ჭრილობა გაამრთელოს და ხელახლა განანათლოს სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოებით... საქართველო უნდა განთავისუფლდეს უცხოელ ექსპლოატატორებისაგან. არც ერთ ხალხს, რაც გინდა დიდი იყოს იგი, არა აქვს უფლება შეახოს ხელი საქართველოს ისტორიულ მიწა-წყალს". ასე ფიქრობდა ნ. დურნოვო და რუსეთის სხვა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები, სულ სხვა მიზნებს ისახავდა იმავე ქვეყნის რეაქციული ძალები".

/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 04:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი