ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე, ყველაფერი მის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე, ყველაფერი მის შესახებ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 11:43 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ვინც რა იცით ამ პიროვნების შესახებ, დაწერეთ რა... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
afxazi |
Oct 3 2011, 11:50 AM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ეპისკოპოსი ილარიონი (სამხარაძე)
ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე, დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში: კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. 1945-1953 წლებში სწავლობდა თბილისის ვაჟთა N32-ე სკოლაში. რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ, 1953 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის მეტალურგიულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1957 წელს. 1958-1964 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო ინჟინრის სპეციალობაზე. 1953-1969 წლებში საერო სამსახურშია. 1963-1964 წლებში შეთავსებით სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. 1957-1959 წლებში მუშაობდა "თბილმშენში". 1959-1964 წლებში მუშაობდა "თბილწყალსადენში". 1964-1968 წლებში იყო სკკპ წევრი. 1964-1968 წლებში მუშაობდა გეოლოგიურ პარტიაში. 1969 წლის 1 სექტემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდლად და მედავითნედ. 1973 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უენტარესის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც საბუთები გადაიტანა მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო სემინარიაში დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1976 წელს. 1969 წლიდან იგი სხვადასხვა ინსტანციებში აგზავნიდა განცხადება-შეტყობინებებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული ვითარების გამო. 1972 წლის 7 აპრილს, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა ურბნელი მიტროპოლიტი დავითი (დევდარიანი), ავთანდილ სამხარაძემ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მიტროპოლიტ დავითის წინააღმდეგ. იგი აღნიშნავდა, მიტროპოლიტ დავითს არ აქვს უმაღლესი განათლება და არ შეიძლება მისი პატრიარქად არჩევაო. ავთანდილ სამხარაძე დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ვალენტინა ფაილოძეს და დაიწყო ბრძოლა კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის წინააღმდეგ. ეპისკოპოსი ილარიონი შემდეგი გულახდილად წერდა თავის დღიურში: "როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II, მისი ზეპირი ანდერძისამებრ სიონის ზარები სამგლოვიაროთ მაშინვე ჩამოირეკა და რამეთუ სიონის ზარების ჩამორეკვა ერთის მხრივ კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულისა და მეორეს მხრივ კი ჩემთვის ამა ქვეყნიური ცხოვრების ბრძოლის დასაწყისის მანიშნებელი აღმოჩნდა. ჯერ იყო და, კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის გარდაცვალებამ დამამწუხრა და შემდეგ - მისი გარდაცვალებისდა გამო ეკლესიის გარეული მტრებისა და შინაური მოღალატეების თავგასულობამ... ვითარცა სიონის საკათედრო ტაძრის დარაჯ-დამლაგებელმა, ოდეს მივმართე მოვალეობისამებრ საქართველოს სსრ მთავრობას სათანადო განცხადებით: კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე დავითის მოთხოვნა, უარსმეყო განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, არა თუ შევასრულე, არამედ კიროვის რაიპროკურორის თანაშემწეს დავით ქორიძეს 10 გვერდიანი ახსნა-განმარტება დავუწერე." 1972 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა მიიღო მიმართვა XI საეკლესიო კრებისადმი, სადაც აღნიშნული იყო: "ჩვენ, სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრები, შეშფოთებას გამოვთქვამთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის ირგვლივ, რომელიც გამოიხატება კერძოდ თუ ჯგუფურად ხელმოწერილი და ანონიმური განცხადებით, ეკლესიებში და სხვა ადგილებში ზოგიერთ მორწმუნეთა მიერ ცილისმწამებლური პროვოკაციული გამოსვლებით, თავდასხმით მოსაყდრე დავით მიტროპოლიტისადმი და მრავალი სხვა არასასიამოვნო ფაქტით, ვაცხადებთ XI საეკლესიო კრებისადმი, რომ ამ სამწუხარო ამბების მოთავე და ჩამდენი პირები არიან უძველესი ქართული ეკლესიის აშკარა მტრები, რომელთაც სურთ მის შინაურ ცხოვრებაში შეიტანონ არევ-დარევა, შექმნან ქაოსი და დაბრკოლებები. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის მეტად სერიოზულ საკითხში." (42, 3222). 1973 წლის 19 ნოემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა დავით V-მ მედავითნე ავთანდილ სამხარაძე აკურთხა დიაკვნად, 1974 წლის 7 იანვარს - მღვდლად. 1974 წლის 1 სექტემბრიდან 1975 წლის 1 აგვისტომდე ავთანდილ სამხარაძე იყო სამების ეკლესიის წინამძღვარი. 1975 წლის 1 აგვისტოდან 1976 წლის 10 მაისამდე თბილისის წმიდა ბარბარეს ეკლესიის წინამძღვარია. 1975 წლის 12 მაის გამორჩეულ იქნა ბოდბის ეპისკოპოსად, 22 მაისს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილარიონი. 24 მაისს აკურთხეს ეპისკოპოსად. კურთხევას ესწრებოდნენ მიტროპოლიტები: ილია (შიოლაშვილი), რომანოზი (პეტრიაშვილი), ეპისკოპოსი გაიოზი (კერატიშვილი). 1977 წლის 9 ნოემბერს, როდესაც გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი დავით V, ეპისკოპოსი ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში. 1977 წლის 18 დეკემბერს ეპისკოპოსი ილარიონი თავის მომხრეებთან ერთად შეიჭრა საპატრიარქო რეზიდენციაში, რასაც ადასტურებს საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის ლერი თალაკვაძისათვის გაგზავნილი შემდეგი დოკუმენტი: "ამა წლის 18 დეკემბერს, 19 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს შენობაში ძალით შეჭრილან წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი, ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი რომანოზი, ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი. მათ გაუტეხიათ პატრიარქის კაბინეტის კარები, კანცელარიის ოთახში გაუღიათ მდივნის საწერი მაგიდა და სეიფი, პატრიარქის კაბინეტში დაუხევიათ საქმიანი ქაღალდები (მათ შორის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ ილიას არჩევის ოქმი), გამოუყენებიათ პატრიარქის ბეჭედი, უმუშავიათ საბეჭდ მანქანაზე, როგორც ქართულზე, ასევე რუსულზე. როგორც დარჩენილი შავი ნაწერებიდან ჩანს, მათ დაუგზავნიათ პროვოკაციული დეპეშები სხვადასხვა საპასუხისმგებლო პირებთან. პატრიარქის კაბინეტის კარების გასაღები დაუმტვრევიათ და ჩაუსვამთ ახალი. გთხოვთ მიიღოთ ზომები. კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე." (28, 278). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტ ილიას არჩევის შემდეგ ეპისკოპოსი ილარიონი კიდევ უფრო გაღიზიანდა. მართალია, იგი ბოდბელად იწოდებოდა, მაგრამ წირავდა პატარა სამების ეკლესიაში, გახშირდა მის მიერ მორწმუნეთა მიმართ აგრესიული გამოსვლები, რამაც სკანდალების სახე მიიღო. 1978 წლის ივლისში წმიდა სინოდმა ალავერდელ მიტროპოლიტ გრიგოლს (ცერცვაძე) დაავალა შეესწავლა ეპისკოპოს ილარიონის საქმე. მეუფე გრიგოლმა დაწვრილებით შეისწავლა საქმე და წმიდა სინოდს წარუდგინა დასკვნა, რომლის თანახმადაც 1978 წლის 27 ივლისს წმინდა სინოდმა ასეთი დადგენილება გამოიტანა: "ფსიქიკური ავადმყოფობის გამო ეპისკოპოსი ილარიონი მღვდელმთავრის ხარისხის შენარჩუნებით განთავისუფლებულ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველობიდან და გამოყვანილ იქნას წმიდა სინოდის შემადგენლობიდან... წმიდა სინოდი თვლის, რომ მისთვის აუცილებელია მკურნალობა". იმის ნაცვლად, რომ დაფიქრებულიყო, 1978 წლის 7 სექტემბერს მან ასეთი განმარტებით მიმართა წმიდა სინოდს: "წმიდა სინოდმა მიიღო ღვთის შეურაცმყოფელი, წმიდა ეკლესიის შეურაცხმყოფელი, ქრისტიანობის შეურაცხმყოფელი ოქმი." 1982 წელს იგი მკურნალობდა. 1984 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგენილ ერთ წერილში თავის თავს "უფალი იესუ ქრისტე ივერიელ ღმერთკაცს" უწოდებს. 1985 წლის 7 მარტს მეუფე ილარიონმა მსოფლიოს საერთაშორისო ეკლესიის შექმნის ზოგადი მოსაზრებანი და დასკვნები წარუდგინა რელიგიის საქმეთა რწმუნებულის მოადგილეს რატი ტატიშვილს და თავი ამ ახალი ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა. მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. ჩვენს ბიბლიოთეკაში დევს წიგნი "ქართველი მღვდელთმთავრები" (XX საუკუნის). http://library.church.ge/index.php?option=...n&limitstart=14 -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 12:04 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
afxazi
მადლობა ინფორმაციისთვის. აუ სულ ავირიე რა! ციტატა მეუფე ილარიონი ამჟამად მდუმარებაშია კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. მდუმარებაშია? ეს ვიდეო სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Oct 3 2011, 12:22 PM
პოსტი
#4
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
GIORGI LELUASHVILI
ციტატა ეს ვიდეო სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს გააჩნია სტატია რომელი წლისაა. ბევრი რამე იცვლება. რამ აგრია? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
karpaki |
Oct 3 2011, 12:26 PM
პოსტი
#5
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
რა ყველას გიჟად აცხადებენ
მამა გაბრიელი გიჟი იყო ესეც გიჟი ყოფილა ლელუაშვილი ილარიონზე ინფორმაციის მოპოვება თუ გინდოდა თავად ვერ მოიძიე? თუ პროვოკატიული თემის გახსნა გეწადა მოყვასო? GIORGI LELUASHVILI გააჩნია სტატია რომელი წლისაა. ბევრი რამე იცვლება. რამ აგრია? რამდენადაც ვიცი ის აღარაა მდუმარე. გასულ შემოდგომას დაიწყო საუბარი. ილარიონი ცხოვრობს ხის ფიცრულში სადაც ზამთარში არ აქვს გათბობა და მდუმარებაშI გაატარა იქ 23 წელი. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 12:49 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
მხევალი ნინო
ციტატა გააჩნია სტატია რომელი წლისაა. ზედ აწერია, რომ 2011 წლისაა. karpaki ციტატა რა ყველას გიჟად აცხადებენ მამა გაბრიელი გიჟი იყოესეც გიჟი ყოფილა საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელს გიჟად აცხადებენ შურიანი და ნაგლი "სასულიერო პირები", და არა საპარტიარქო, სინოდი. ხოლო მეუფე ილარიონი სინოდმა გამოაცხადა ასეთად. ციტატა ლელუაშვილი ილარიონზე ინფორმაციის მოპოვება თუ გინდოდა თავად ვერ მოიძიე?თუ პროვოკატიული თემის გახსნა გეწადა მოყვასო? სხვების აზრებიც მაინტერებდა ციტატა ილარიონი ცხოვრობს ხის ფიცრულშისადაც ზამთარში არ აქვს გათბობადა მდუმარებაშI გაატარა იქ 23 წელი. ეს ვიცი, მართლა ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს. იქნებ ინანიებს? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 02:09 PM
პოსტი
#7
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
მხევალი ნინო ზედ აწერია, რომ 2011 წლისაა. karpaki საქმე იმაშია, რომ მამა გაბრიელს გიჟად აცხადებენ შურიანი და ნაგლი "სასულიერო პირები", და არა საპარტიარქო, სინოდი. ხოლო მეუფე ილარიონი სინოდმა გამოაცხადა ასეთად. სხვების აზრებიც მაინტერებდა ეს ვიცი, მართლა ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობს. იქნებ ინანიებს? შენი გასარჩევი და კიდე ბრბოს გასარჩევი არაა ვინ რას სად და როგორ ინანიებს. კრიშნას მიხედე შვილო კრიშნას ეგარი შენი საქმე. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 04:59 PM
პოსტი
#8
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
23 არა... მაქსიმუმ რვა წელი ჰა-ჰა ცხრა. მახსოვს მეუფე იობი მივიდა შესახვედრად და არ დაელაპარაკა. მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი: სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი. აბა ლელუაშვილი ჭკვიანია ეგ კაცი მითხარი ეხლა... რაღაცას იგონებ ეხლა შენ წარმოადგინე რუზველტის და ჩერჩილის ხატები წინააღმდეგ შემთხვევაში დეზინფორმატორობ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 05:55 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა შენი გასარჩევი და კიდე ბრბოს გასარჩევი არაა ვინ რას სად და როგორ ინანიებს. ჯერ ერთი მე არაფეს ვარჩევ და მეორე-ნუ ხართ ფანატიკოსები. თუ სინოდის წევრებმა არ დამაინტერესა აბა ვინ უნდა მანტერესებდეს? გურუებზე ვლაპარაკობ-არ მოგწონთ, ესაა და-არაა შენი საქმეო! მოიცათ რა! ციტატა კრიშნას მიხედე შვილო კრიშნას ციტატა მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი:სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი.აბა ლელუაშვილი ჭკვიანია ეგ კაცი მითხარი ეხლა... არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. რატომღაც ჭორის დონეზე დაყვანილი მგონია. ციტატა წარმოადგინე რუზველტის და ჩერჩილის ხატებიწინააღმდეგ შემთხვევაში დეზინფორმატორობ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Oct 3 2011, 06:04 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. რატომღაც ჭორის დონეზე დაყვანილი მგონია. მე თავად მაქვს სურათი ნანახი. სადაც ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონი მაგ ე.წ. ხატითაა გამოსახული. თუ ვინმეს არ ჯერა ეს ჩემი პრობლემაა არაა,ყველა საკუთარი შეხედულებისაებრ იმოქმედოს უნდა დაიჯეროს უნდა ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
George Leluashvili |
Oct 3 2011, 06:11 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა მცირე ხნის წინ კი თავის მომხრეებთან ერთად წარუდგინა ,,მსოფლიოს"ახალი სამების ხატი:სადაც არც მეტი არც ნაკლები სტალინი,რუზველტი და ჩერჩილი არიან გამოსახულნი. ციტატა აი ეს ლინკი კი ეხლა გამომიგზავნა რომელიღაც ახალმა ფორუმელმა,არ ვიცი შიგ რაა,უბრალოდ მითხრა რომ ამ ვიდეოსი საუბრობს სტალინზე და ჩერჩილზეო... http://www.youtube.com/watch?v=TOtyOVZhrTM&feature=related აუ უკვე ნერვები მომეშალა! საიდან მოიტანა ამ ხალხმა, რომ მეუფე ილარიონი სტალინს, ჩერჩილს და რუზველტს სამებას ადარებს? რა სამება, რა შუაშია სამება? თუ მაინცდამაინც სამება იმიტომ დაარქვით, რომ სამი პიროვნებისაა ერთად, მაშინ რამდენი ასეთი "სამების" გამოცხადება შეიძლება? ჩამოვთვალო? მაგ ვიდეოში მეუფე ამბობს, რომ ეს სამი პიროვნება წმინდანია და არა სამება. სტალინის შესახებ იგივეს ამბობს მამა გიორგი ბასილაძე, რომ იგი წმინდანია. ხოლო რაც შეეხება წმინანობას, გაიგეთ, რომ წმინდანობისთვის შარავანდედის დადგმა არაა აუცილებელი. ციტატა მახსოვს მეუფე იობი მივიდა შესახვედრად და არ დაელაპარაკა. ეს ფაქტი არ მოგეწონა? A.V.M ციტატა მე თავად მაქვს სურათი ნანახი. სადაც ყოფილი ეპისკოპოსი ილარიონი მაგ ე.წ. ხატითაა გამოსახული. პრობლემას ვერ ვხედავ! -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 06:26 PM
პოსტი
#12
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
გინდა დამადეზინფორმატორე გინდა... ისე წაიკითხე წინა კვირის ასავალ დასავალში ხატია და კიდევაც წერია მაგის შესახებ. აი ეს ლინკი კი ეხლა გამომიგზავნა რომელიღაც ახალმა ფორუმელმა,არ ვიცი შიგ რაა,უბრალოდ მითხრა რომ ამ ვიდეოსი საუბრობს სტალინზე და ჩერჩილზეო... http://www.youtube.com/watch?v=TOtyOVZhrTM&feature=related ხატის სურათი მინდა და არა რაზე საუბრობს! შენ საკმაოდ მძიმე ბრალდება გააჟღერე აქ ჩEრღილის და რუზველტის ხატები მჭIირდება დაუყონებლივ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 06:31 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
A.V.M
ციტატა ყოფილ ეპისკოპოს ილარიონს კი ვინ მიცა კურთხევა მითხარით? რა დარწმუნებული ხარ, რომ არავის მიუცია? ციტატა გამოდიხარ და ხალხს ახალ სამებას უჩვენე ციტატა როცა ადამიანს უჭირავს ხელში ე.წ. ხატი და ამბობს ესაა ახალი სამება,ამათმა იხსნეს მსოფლიოო...ამაში ვერ ხედავ პრობლემას? ბიჭოოოო! დამიციტირე, ან გამაგონე სად ამბობს, რომ ეს სამებაა! წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მიერ სერიოზულ ცილისწამებასთან გვაქვს ადგილი! karpaki ციტატა ხატის სურათი მინდა და არა რაზე საუბრობს!შენ საკმაოდ მძიმე ბრალდება გააჟღერე აქჩEრღილის და რუზველტის ხატები მჭIირდება დაუყონებლივ რა მნიშვნელობა აქვს, მეუფე ამბობს მაგ ვიდეოში, რომ ამ სამი პიროვნების ხატი მოაბრძანა -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 06:34 PM
პოსტი
#14
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
მდუმარების რამდენიმე გზა არსებობს: 1-როდესაც ადამიანი საერთოდ არ იღებს ხმას. 2-როცა მხოლოდ მსახურების ჩატარებისას საუბრობს ან როცა მარტოა.(ლოცვა,გალობა...) 3-როდესაც იშვიათად საუბრობს. მეც ვიცნობ სასულიერო პირებს რომლებიც მდუმარებაში ან იყვნენ ან არიან მაგრამ მათ კურთხევა ქონდათ ამის. ყოფილ ეპისკოპოს ილარიონს კი ვინ მიცა კურთხევა მითხარით? ნუ,თუ ადამიანი სრულ მდუმარებაშია რა თქმა უნდა არავის უნდა ესაუბროს(არც მეუფეს)მაგრამ მეუფეს რომ არ ელაპარაკები და ფურცელზე უწერ მდუმარებაში ვარო,მცირე ხანში კი გამოდიხარ და ხალხს ახალ სამებას უჩვენე,პატრიარქს განიკითხავ და... როცა ადამიანს უჭირავს ხელში ე.წ. ხატი და ამბობს ესაა ახალი სამება,ამათმა იხსნეს მსოფლიოო... ამაში ვერ ხედავ პრობლემას? შენ რა იცი ვინ მისცა კურთხევა? ვთქვათ და მეუფე აიობს არ შეხვდა და მე შემხვდა ესე იგი მე მეტი ვარ იობზე? სხვათაშორის ეგ მეუფე ძალიან მჭირდებოდა მენახა და სად არ ვდიე და ვერანაირად ვერ მივავლიე მის ასავალ დასავალს თან ერთმა ბერმა გამგზავნა მასთან და წესით ეპისკოპოსი ხალხისთვისაა და არა სანთლით საძებარი. ასე რომ მეოფე იობი იყოს ჯერ ხალხისთვის ხელმისაწვდომი და მერე შეხვდება მას ილარიონი. A.V.M რა დარწმუნებული ხარ, რომ არავის მიუცია? ბიჭოოოო! დამიციტირე, ან გამაგონე სად ამბობს, რომ ეს სამებაა! წინააღმდეგ შემთხვევაში შენ მიერ სერიოზულ ცილისწამებასთან გვაქვს ადგილი! karpaki რა მნიშვნელობა აქვს, მეუფე ამბობს მაგ ვიდეოში, რომ ამ სამი პიროვნების ხატი მოაბრძანა არ მაინტერესებს შენი პოზიცია! არ არის მეთქი აგ გასარჩევი ეს ამბავი და თან ჩვენს მიერ! წავედი მე ამ თემიდან და იკამათე თუ ასე ძალიან გსურს! საერთოდ კი ჭორაობის დონეზე თუ გინდოდა გეთქვა სკაიპი და მოგწრერდი და გეჭორავებოდი. გამოაჭენე აქ თემა თითქოს დიდი მორწმუნე მყავხარ -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 06:39 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა არ მაინტერესებს შენი პოზიცია! არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებს, რა გიყო ახლა... ციტატა არ არის მეთქი აგ გასარჩევი ეს ამბავი და თან ჩვენს მიერ! გარჩევა სხვა რამეა, დაინტერესება-სხვა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 06:41 PM
პოსტი
#16
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki არ გაინტერესებს და ნუ გაინტერესებს, რა გიყო ახლა... გარჩევა სხვა რამეა, დაინტერესება-სხვა. შენს ადგილზე ამხელა ტვირთს არ ავიკიდებდი რა ბრალდებებიც აქ დაიწერა მათი სიმძიმე შენზეც გადანაწილდება რაც არ უნდა უარყო ან ეთანხმო,რადგან გამოდის რომ განიკითხავთ და მერე როგორ მოვრჩი მე ამაზე საუბარს და თავში ქვა გიხლიათ ილარიონს მაინც არაფერი დააკლდება მაგით -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 06:46 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა რა ბრალდებებიც აქ დაიწერა მათი სიმძიმე შენზეც გადანაწილდება რაც არ უნდა უარყო ან ეთანხმო,რადგან გამოდის რომ განიკითხავთ და მერე როგორ ჯერ ერთი, მე რომ ეს თემა არ გამეხსნა, მათი აზრი, ვინც მეუფე ილარიონს განიკითხავს, არც ისე შეიცვლებოდა და არც ასე. მეორე, ამ თემის მიზანი ისაა, რომ გამჟღავნდეს რა ხდება სინამდვილეში და მართლა სწორია თუ არა ამ პიროვნებაზე წამოყენებული ბრალდებები. ეს თუ გამჟღავნდა, რომ სწორი არაა, მაშინ თემასაც შეუსრულებია თავისი მისია და მე ტვირთი კი არ ამიკიდებია, არამედ ცილისმწამებელთათვის ჩამომიხსნია. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
karpaki |
Oct 3 2011, 06:53 PM
პოსტი
#18
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
karpaki ჯერ ერთი, მე რომ ეს თემა არ გამეხსნა, მათი აზრი, ვინც მეუფე ილარიონს განიკითხავს, არც ისე შეიცვლებოდა და არც ასე. მეორე, ამ თემის მიზანი ისაა, რომ გამჟღავნდეს რა ხდება სინამდვილეში და მართლა სწორია თუ არა ამ პიროვნებაზე წამოყენებული ბრალდებები. ეს თუ გამჟღავნდა, რომ სწორი არაა, მაშინ თემასაც შეუსრულებია თავისი მისია და მე ტვირთი კი არ ამიკიდებია, არამედ ცილისმწამებელთათვის ჩამომიხსნია. ჩემო კარგო როცა ადამინს უნდა სწამოს ცილი სწამებს აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა ხოდა რაღAს აღარ დაწერენ აქ? ლანძღვის მეტს არაფერს. აფხაზმა გაგცა პასუხი და მაგაზე მეტი არაფერი არ იყო აქ საჭირო -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Oct 3 2011, 06:58 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
karpaki
ციტატა ჩემო კარგო როცა ადამინს უნდა სწამოს ცილი სწამებს და შენ არაფერი უნდა მოიმოქმედო ამ ცილისწამების შესაჩერებლად? ციტატა აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა მერე რაღა გინდა, მაგ ვიდეოში ამბობს, რომ ეს ხატი მოაბრძანეს ტაძარში. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
A.V.M |
Oct 3 2011, 06:59 PM
პოსტი
#20
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა აგერ არ იცის ადამინმა ხატი არ უნდახავს და რაღაც ვიდეო შემოგვაჩეჩა ეს ვიდეო სულ სხვა ფორუმელმა მითხრა დადეო. მე აზრზზეც არ ვიყავი საერთოდ თუ იყო ფირი. ციტატა ხოდა რაღAს აღარ დაწერენ აქ? ლანძღვის მეტს არაფერს ციტატა აფხაზმა გაგცა პასუხი და მაგაზე მეტი არაფერი არ იყო აქ საჭირო ნამდვილად. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:43 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი