IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი
afxazi
პოსტი Jun 28 2011, 03:50 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ასეთი თემა მინდა გავხსნა.

ეს თემა შეიძლება ბევრს არ მოეჩვენოს დადებითი შინაარსისა, მაგრამ ვარწმუნებ ეს ასე არ არის.

ზოგადად როდესაც პიროვნების შესახებ მეორე ადამიანს უნდა პატივისცემა გამოხატოს, მას არც ის უნდა მიაწეროს რაც არ არის და არც ის უნდა უარყოს, რაც მას ახასიათებს.

საინტერესო იქნება როგორ ვუყურებთ ამ ბუმბერაზ პიროვნებას. რა იყო და არის მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში, რა გააკეთა მან ისეთი, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის ცხოვრებაში.

კვლავ ვიმეორებ, ეს თემა არ ისახავს პატრიარქის შეფასებას (ეს ისტორიის საქმეა), მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ მის მოღვაწეობაზე. რა მხოდა მისი პატრიარქობის პერიოდში. ვფიქრობ მავანთა მხრიდან მისი უწმინდესობის დაუფასებლობისა სწორედ იმ პერიოდის არ ცოდნაა, როდესაც პატრიარქი ილია II მოღვაწეობდა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 26 2013, 10:48 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

- როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?
- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?
- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.
ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?
- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".
დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.
მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის

ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე.

ბოლოს შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: "მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ?" უმალ დამთანხმდა: "ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!" ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" "მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი", - შევუსწორე. მან კი კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/93395-eqs...l#ixzz2obmTkdmG


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   ჩვენი თვალით დანახული პატრიარქი   Jun 28 2011, 03:50 PM
GIORGI LELUASHVILI   გადავხედოთ იმ პერი...   Jun 28 2011, 06:23 PM
A.V.M   ,,მან სუდარაგადაფა...   Jun 28 2011, 07:21 PM
afxazi   A.V.M ეს რა თქმა უნდა, ...   Jun 29 2011, 10:27 AM
.zakaria.   მე მაგალითად უპირ...   Sep 28 2011, 02:31 PM
A.V.M   afxazi გეთანხმები,   Jun 29 2011, 08:24 PM
GIORGI LELUASHVILI   ერთი სიტყვით ოქროს...   Jun 30 2011, 02:18 PM
A.V.M   ერთი საინტერესო ფა...   Jun 30 2011, 08:44 PM
tatilinta   მიყვარს ჭკვიანია ნ...   Jun 30 2011, 10:58 PM
orthodox-georgia   CNN-ის რეპორტაჟი პატ...   Jul 8 2011, 12:11 PM
.zakaria.   ესეც ვაღიაროთ რომ ...   Sep 19 2011, 02:03 PM
tatilinta   .zakaria. ესეც ვაღიაროთ ...   Sep 19 2011, 03:27 PM
A.V.M   შეცვლის მხოლოდ იმ...   Sep 19 2011, 05:16 PM
tatilinta   A.V.M ეეჰ ნეტა ყველა ე...   Sep 19 2011, 06:33 PM
A.V.M   ნეტა :rolleyes: :rolleyes:   Sep 19 2011, 07:08 PM
terra   tatilinta გეთანხმები, ხშ...   Sep 19 2011, 07:19 PM
A.V.M   ანუ?   Sep 19 2011, 07:24 PM
terra   ანუ? ანუ ის, რომ, თუ ...   Sep 19 2011, 07:40 PM
A.V.M   აღარ გვინდა ამაზე ...   Sep 19 2011, 07:51 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M terra საერთოდ, ჩემი ...   Sep 19 2011, 09:09 PM
orthodox-georgia   .zakaria. პირიქით. გაიზრ...   Sep 19 2011, 11:33 PM
A.V.M   ნუთუ, უფლება გვაქვ...   Nov 12 2011, 02:44 PM
A.V.M   ...   Nov 29 2011, 10:50 PM
A.V.M   წმიდესი და უნეტარე...   Dec 17 2011, 07:02 PM
A.V.M   ქართვლის მნათობო...   Jan 13 2012, 07:53 PM
A.V.M   kent5 პოსტი დღეს, 02:21 PM პ...   Mar 5 2012, 07:30 PM
A.V.M   ერთხელ ვნახე ვიდეო...   Jul 16 2012, 01:25 PM
George Leluashvili   rKg47FE62Ro ეს არის გურამ...   Jul 19 2012, 04:35 PM
A.V.M   ძალიან კარგი ვიდეო...   Jul 21 2012, 03:39 PM
ილია94   მისი უწმიდესობის პ...   Jul 22 2012, 04:18 PM
ილია94   George Leluashvili ძაან კაი ვი...   Jul 22 2012, 04:30 PM
A.V.M   შენ აღარ ხუმრობ ილ...   Jul 22 2012, 05:04 PM
Mariam.Q   ჩვენი უტკბესი და უ...   Aug 19 2012, 08:58 PM
A.V.M   Mariam.Q გაგახაროს ღმერ...   Aug 19 2012, 09:06 PM
Mariam.Q   გაიხარე!   Aug 19 2012, 09:24 PM
marine   “პატრიარქის ღვაწლ...   Sep 14 2012, 04:33 PM
qetevano   მახსოვს ერთხელ აკა...   Oct 16 2012, 01:48 AM
A.V.M   დეკანოზმა შალვა კე...   Oct 21 2012, 12:27 AM
marine   qetevano A.V.M რა ლამაზი სი...   Oct 22 2012, 04:48 PM
marine   [img]http://imageshack.us/a/img577/6804/2473933640...   Oct 23 2012, 04:28 PM
A.V.M   marine პატრიარქის და ზ...   Oct 24 2012, 02:19 AM
marine   marine პატრიარქის და ზ...   Oct 24 2012, 04:48 PM
marine   "მშვიდობისმყოფე...   Nov 19 2012, 02:18 PM
marine   უნეტარესო, შეგვაშვ...   Dec 14 2012, 01:42 PM
A.V.M   marine გაიხარე... :rolleyes: :roll...   Dec 14 2012, 11:54 PM
marine   [b]marine გაიხარე... :rolleyes: :...   Dec 18 2012, 10:49 AM
marine   "ჩვენი დროის პატრ...   Dec 25 2012, 02:20 PM
qetevano   როგორ მშურს უწმინდ...   Dec 26 2012, 03:54 PM
marine   როგორ მშურს უწმინ...   Dec 26 2012, 03:56 PM
A.V.M   პატრიარქთან ყველა...   Dec 27 2012, 02:07 AM
A.V.M   ასე ,, დაინახა '' უ...   Jan 5 2013, 02:38 AM
A.V.M   ვლადიმერ პუტინის ს...   Jan 12 2013, 12:42 AM
A.V.M   ერთი ჩვეულებრივი რ...   Feb 25 2013, 10:24 PM
A.V.M   უნდა დავბრუნდეთ სა...   Mar 28 2013, 12:10 AM
A.V.M   გამოკითხულთა 92%-ს ყ...   Apr 23 2013, 10:45 PM
marine   გამოკითხულთა 92%-ს ყ...   Apr 24 2013, 04:21 PM
A.V.M   დღეს უწმინდესმა 10 ლ...   May 5 2013, 11:51 PM
აკაკი   A.V.M რომელიმე წიგნის...   May 6 2013, 03:00 AM
A.V.M   ვლადიმერ პუტინი - ...   Jun 12 2013, 10:14 PM
qetevano   ესეც კი მიხვდა და ...   Jun 12 2013, 10:18 PM
marine   ესეც კი მიხვდა და ქ...   Aug 29 2013, 02:35 PM
A.V.M   NDI - მოწონების რეიტი...   Sep 26 2013, 11:19 PM
marine   "უწმინდესმა ილია ...   Oct 2 2013, 12:31 PM
A.V.M   ირაკლი ღარიბაშვილ...   Dec 25 2013, 03:09 PM
A.V.M   ექსკლუზიური ინტერ...   Dec 26 2013, 10:48 PM
A.V.M   სასჯელაღსრულების ...   Jan 7 2014, 04:46 PM
A.V.M   საქართველოს პრემი...   Jan 7 2014, 07:31 PM
A.V.M   პარლამენტის თავმჯ...   Feb 22 2014, 12:55 AM
A.V.M   შტეფან ფულე: პატრი...   Mar 4 2014, 01:42 PM
G_saxva   მაგრამ ეს ღირებულ...   Mar 4 2014, 02:37 PM
A.V.M   G_saxva კაცმა დღესაც თქ...   Mar 4 2014, 08:26 PM
G_saxva   A.V.M ეჰ გურამ ეგ ახლა ...   Mar 5 2014, 09:17 AM
terra   ეს არის ცხვრის ტყა...   Mar 5 2014, 10:43 AM
G_saxva   terra გეთანხმები რომ ე...   Mar 5 2014, 10:44 AM
A.V.M   G_saxva რატომ განვიხილ...   Mar 5 2014, 12:56 PM
G_saxva   მე ერთსქესიანთქ ა...   Mar 5 2014, 01:13 PM
A.V.M   G_saxva რას ქვია ხელშეუ...   Mar 5 2014, 10:06 PM
G_saxva   რას ეძახი კანონის ...   Mar 6 2014, 09:27 AM
terra   სუსტი პოლიტიკოსე...   Mar 6 2014, 10:53 AM
G_saxva   სისუსტეზე და სიძლ...   Mar 6 2014, 11:03 AM
terra   ჩემი აზრით პოლიტი...   Mar 6 2014, 11:08 AM
G_saxva   ვერ მოკითხავ, მაგრ...   Mar 6 2014, 11:15 AM
terra   G_saxva ხენეში ხე, კეთილ...   Mar 6 2014, 11:18 AM
A.V.M   G_saxva ვინ გითხრა რომ ...   Mar 6 2014, 11:41 PM
G_saxva   ეგ ყველაფერი ჩემო ...   Mar 7 2014, 09:09 AM
A.V.M   G_saxva ფაქტია რომ ნები...   Mar 7 2014, 01:47 PM
G_saxva   ერთია სურვილი მეო...   Mar 7 2014, 02:11 PM
A.V.M   "რა იყო, დაგვაჩმო...   Sep 9 2014, 10:09 PM
shako1993   საქართველოს პატრი...   Sep 9 2014, 10:58 PM
G_saxva   shako1993 ნებისმიერ საი...   Sep 10 2014, 09:51 AM
A.V.M   რესპონდენტთა უმრა...   Dec 31 2014, 01:51 AM
A.V.M   ტელეწამყვანი ინგა ...   Jan 9 2015, 05:40 PM
marine   უწმინდესო, დიდხანს...   Dec 27 2021, 09:19 PM
marine   "ყველაზე დიდ სიმშ...   Jan 29 2022, 12:38 PM
marine   "[დედა პელაგია ქს...   Dec 19 2023, 01:47 PM
marine   "დღევანდელი დღე მ...   Feb 29 2024, 06:07 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 06:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი