თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მილოცვა _ უბრალოდ მოლოცვები !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 27 2013, 11:13 PM

ამ თემაში დავდებთ ხოლმე მილოცვებს , ოღონდ იუზერთა იუბილეებს და საეკლესიო დღესასწაულებს არა!

დღეს კი ყველას გილოცავთ ახალი პრეზიდენტის არჩევას !
გილოცავთ უპირველესად იმას , რომ მშვიდობიანად და არჩევნების გზით მოხდა ძალაუფლების შევცლა.
ღმერთმა ნურასდროს განგვაცდევინოს რევოლუციისა და არეულობის გემო !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 18 2013, 12:34 AM

გილოცავთ , რიგით მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაციას !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 18 2013, 09:35 AM

A.V.M
აბა მაგან იცის როგორ იპრეზიდენტებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2013, 03:22 PM

კვირას, მამა დავითს ქადაგებისას რომ არ ეხსენებინა დღეს მნიშვნელოვანი დღეაო, არც კი გამახსენდებოდა...

გილოცავთ! არ მჯერა, მაგრამ გაემართლებინოს!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 19 2013, 01:26 AM

marine
მამა დავითი რომელი ?
ქვლივიძე თუ ისაკაძე ?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 09:26 AM

A.V.M
ისაკაძე biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 19 2013, 02:02 PM

A.V.M
G_saxva
მამა დავით შაქარაშვილზე ამბობს მარინე. 13 ასურელის ტაძრის წინამძღვარი ისაა როგორც ვიცი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 19 2013, 02:15 PM

qetevano
მე მივხვდი ისაკაძეზე რომ არ ამბობდა უბრალოდ გურამის კითხვაზე გამეცინა tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 01:55 AM

G_saxva

ციტატა
უბრალოდ გურამის კითხვაზე გამეცინა

ჩემს განყოფილებაში მხოლოდ გაღიმეთ , სიცილის კურთხევა არ მომიცია ჯერ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2013, 09:33 AM

A.V.M
ყველა განყოფილება შენი არ არის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2013, 01:43 PM

ციტატა(qetevano @ Nov 19 2013, 03:02 PM) *

A.V.M
G_saxva
მამა დავით შაქარაშვილზე ამბობს მარინე. 13 ასურელის ტაძრის წინამძღვარი ისაა როგორც ვიცი

ki.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 20 2013, 03:26 PM

A.V.M

ციტატა
ჩემს განყოფილებაში მხოლოდ გაღიმეთ , სიცილის კურთხევა არ მომიცია ჯერ...

(თავშეკავებული სმაილი)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 20 2013, 03:31 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 20 2013, 01:55 AM) *

G_saxva

ჩემს განყოფილებაში მხოლოდ გაღიმეთ , სიცილის კურთხევა არ მომიცია ჯერ...
biggrin.gif

პ.ს ამ ერთხელ შეგვინდე unsure.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2013, 03:25 PM

ახალი წელი რომ მოგილოცოთ , ანათემა არ ამცდება მგონი , მაგრამ მაინც გილოცავთ და ამავესკენ მოგიწოდებთ თქვენც !
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 31 2013, 03:54 PM

გილოცავთ ყველას smile.gif

A.V.M
გილოცავ გადარჩენას smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 31 2013, 05:03 PM

მეც გილოცავთ. ბედნიერი წელი გქონოდეთ. გაგიკვირდებათ და ყველა ძალიან მიყვარხართ. მრავალს დავესწროთ ფორუმზეც დ ისეც... wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2013, 05:38 PM

გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2013, 06:36 PM

სუფრების სურათები დაიდოს გოგოებო !

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 31 2013, 07:21 PM

ციტატა(A.V.M @ Dec 31 2013, 06:36 PM) *

სუფრების სურათები დაიდოს გოგოებო !

Aრა მრტო გგოებო smile.gif))))

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2014, 07:17 PM

მრავალს და მრავალს ჯანმრთელობით, სიხარულით, რწმენით და რათქმაუნდა ღვთისმშობლით!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2014, 06:36 PM

დამდეგს გილოცავთ, ფორუმელებო და გისურვებთ ბევრად აქტიურნი ვიყოთ ახალ 2015 წელს და მრავალი ლამაზი პოსტით გაგვემდიდრებინოს ჩვენი საყვარელი ფორუმი!!!!!!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 06:54 PM

მეც ამავეს გისურვებთ, მაგრამ ერთმანეთს თუ არ დაველაპარაკებით და არ დავეხმარებით ისე აზრს დაკარგავს ყველაფერი გვინდა ჩვენთვის გვიწერია და გინდა ეშმაკებისთვის აზრს ვერ ვხედავ, ადამიანებისაგან დაცარიელებული პლანეტა წარმომიდგენია ხოლმე ფილმებში როა ზომბების შემოსევის ჟამს რა საცოდაობაა ეს ყველაფერი ჩაკეტილი სივრცე, გაგიჟდა ყველა ერთად ამ ფორუმზე და ჩემ თავს ველაპარაკები? კითხვის დასმა აღარ მინდა უკვე იმდენად მიტოვებულია აქაურობა ერთმანეთთან ურთიერთობისაგან sad.gif ბოდიშით შეურაწყოფისთვის მოწყენილობისაგან როგორ დავაღწიო თავს თქო და მაგასაც აღარ წერთ, დასახმარებელი ადამიანი რო არ იყოს ვინმე გადარჩებოდა საერთოდ? რამხელაა ღმერთის მოწყალება რომ გამოგიგზავნათ ჩემნაერი ადამიანი და არ ეხმარებით თქვენ კიდევ, ბოდიშით ბოდიშით კარაგად იყავით თქვენ თუ ეგ გსიამოვნებთ თქვენთვის ყოფნა იყავით მე მოვნახავ სხვაგან მეგობრებს ალბათ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 07:06 PM

sanfol

ციტატა
რამხელაა ღმერთის მოწყალება რომ გამოგიგზავნათ ჩემნაერი ადამიანი

ამის მერე კიდევ გვეტყვი, პასუხს რატომ არ მწერთო და როგორ მოგწეროთ ?
smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 07:22 PM

A.V.M
დიახ კიდევ გეტყვით, ყოველი გაჭირვებული ადამიანი სულიერად თუ ხორციელად ღმერთის დაშვებითაა და მასზე პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ თორე რა მარტივია ღმერთი ყველას დაეხმარებოდა მაშინ ღმერთის საქმე რა არის? რათა დაეხმაროს სხვას და საშუალება მოგვცეს დავეხმაროთ ჩვენც, გაჭირვებული რო არ იყოს ვის დაეხმარებოდი? საქმეებს როგორ მოაგროვებდი? ან ვის გაუზიარებდი შენ სიყვარულს ადამიანები რომ არ არსებობდნენ? და სახარებიდანაც დავამოწმებ ამას:

სახარება იოანესაგან (9, 1-38)
„ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაითა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაი მაგას ზედა“ (მუხლი 3).

ცნობისთვის ჩემნაერში სულიერ სიმდიდრეს მოკლებული ადამიანი ვიგულისხმე

„და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ. ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაი“ (მუხლები 4-5).

მიუხედავად მრავალი საშიშროებისა, ეს ყოველთვის უნდა აღესრულებოდეს; რამეთუ იწურება მისი ვადა; მთავრდება მისი განცხადებული მსახურების დღე, ადამიანთა შორის მისი ყოფნისა და მადლმოსილი მოღვაწეობის დრო. ასევე ახლოვდება ღამე, როცა იგი აღარ განანათლებს მსოფლიოს თავისი მოსვლით; როცა შეწყდება საქმეებიც, ყოველ შემთხვევაში - მის ხელთაგან აღსრულებულნი. სიტყვებით „ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ - უფალი იყენებს მოარულ გამოთქმას, რომელიც ერთნაირად ესადაგება ზეციურ სასუფეველსაც და ქვეყნიურ სამყაროსაც: თუკი დღისით არ გააკეთა თავისი საქმე, ღამით ვერავინ შესძლებს მის გაკეთებას; და ასეთი ადამიანისათვის დგება დრო, როდესაც მას არ ძალუძს საქმის გაკეთება; და ამ კანონიდან უფალი არც საკუთარ თავს არ გამორიცხავს. შემდეგ, წინასწარმეტყველურად მიუთითებს რა თავის მომავალ მოწამეობრივ ღვაწლზე, იგი დასძენს: სანამ თქვენთან ვარ, მე ვარ ნათელი ქვეყნისაო (შდრ. იოანე 1,4). მაშ, სხვა რასაქმე შეიძლება ჩემთვის მახლობელი იყოს, თუ არა ადამიანის გულის თვალთა განათლება-აღხილვა? უმჯობეს სიმბოლოს სხვას რას ვნახავ ჩემი დიდი სულიერი ღვაწლის გამოსახატავად, თუ არ კაცობრიობის დაბნელებული გონების თვალთა ახელას?!

- See more at: http://www.orthodoxy.ge/tserili/diachenko/brmis_kvira.htm#sthash.TfmPCSVR.dpuf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 07:31 PM

sanfol
ექიმმა რომ დაეხმაროს ადამიანს , უპირველესად უნდა იცოდეს რა სჭირს ხომ ?
ნეიტრალურ ადამიანს შენი ნაწერებიდან ამგვარი შთაბეჭდილება რჩება :

1- მართლმადიდებელი არ ხარ ან მცირეწლოვანი ხარ .
2- ანაც გვეღადავები .

როგორ დაგეხმაროთ ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 07:44 PM

A.V.M
დაახლოებით 5 წლის მომნათეს მართლმადიდებლად ანუ რა გამოდის მართლმადიდებელი გავხდი მაგ დროს? მე რეალურად ახლა ვხდები მართლმადიდებელი როცა შევიმეცნებ სრულად ყველაფერს, თქვენ იძახით რა გჭირსო რა უნდა მჭირდეს მაიტნერესებს რას ვცემ თაყვანს და სრული არსი მისი მე რასაც გეკითხებით იმაზე გამეცით პასუხი და ზედმეტი კითხვები საჭირო აღარ იქნება, ამჟამად მოწყენილობის სენით ვარ ავად როგორ დავაღწიო თავი? და ბევრი დაბრკოლება მხვდება თუ გულით არ ვილოცებ მაინც უნდა ვილოცო და მსგავსი რაღაცეები მაწუხებს, ანუ რა გამოდის თუ თავს ვიკავებ მკვლელობისგან მაგრამ მაინც მინდა მოვკლა ვიღაცა ეს ჩემი თავისუფლება კი აღარ გამოდის უბრალოდ აკრძალვაა? თუ არ მინდა ეს რეალურად და მხოლოდ თავის მოტყუებაა? ეს მაგალითად დავწერე კიდევ ბევრი შეიძლება უწყინარი გამარჯობა მაგალითად თუ მე არ მსურს ვინმესთვის გამარჯობის თქმა თუ ეს ჩემი გულიდან არ მოდის როგორ ვუთხრა მოვიტყუო თავი და გაღიმებულმა ვიარო თუ არ ვარ ასეთი?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 01:20 AM

გილოცავთ მრავალს დაესწარით თუ კი ღმერთის ნება იქნება კიდევ დიდხანს გვეცოცხლოს ერთად ძალიან მიყვარხართ ყველანი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 1 2015, 01:39 AM

sanfol
ყველას და ყველაფერს აქვს თავისი სტრუქტურა .
კიდევ გიმეორებ , არსებობს საკითხის თეოლოგიური (სამეცნიერო კუთხე) რომლის შესახებაც ნებისმიერ კითხვაზე მიიღებ პასუხს ჩვენს ფორუმზე .
გარდა ამისა ასევე არსებობს საკითხის ტრანსცენდენული ( ანუ მიღმიერი კუთხე) , რასაც მართლმადიდებელი საკუთარ მოძღვართან არკვევს . ჩვენ ჩვენი კომპეტენცია გვაქვს , მოძღვარს თავისი . ერთმანეთში ვერ ავურევთ .

ციტატა
ამჟამად მოწყენილობის სენით ვარ ავად როგორ დავაღწიო თავი?

ამ კითხვაზე ფორუმიდან ვერავინ გიპასუხებს , ან თუ გიპასუხებენ სხვა გასართობ პორტალზე გადაგამისამართებენ .
ამიტომ თუ არ გეზარება წერე როგორც აქამდე წერდი , თუ არადა ისეთ საკითხებზე ვისაუბროთ , რომელზე ლაპარაკის საშუალებასაც ფორუმის სტრუქტურა გვაძლევს .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 04:00 PM

A.V.M
ოკ მადლობა სხვაგან დავსვი კითხვა და იქ მიპასუხეთ, აქ მარტო გართობაზე არაა მოწყენილობა ზოგადად მე ვფიქრობ უკავშირდება საკუთარი თავის გამოუვლენობას ანუ იმის შეკავებას რასაც მე ვგულისხმობდი თუ ეს შენში არ ზის ანუ თავისუფლების მოსპობას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2015, 06:34 PM

მრავალი შობა გათენდეს ჩვენ ფორუმზე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! wub.gif

ჩემო ძალიან საყვარელო ფორუმელებო, ღმერთმა უთვალავჯერ გაგითენოთ და ყრმა-ღმერთი იშვას თქვენ გულებში, თქვენ ოჯახებში mpua.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 23 2015, 10:21 PM

ვულოცავ ჩემ საყვარელ ფორუმს დაბადების დღეს!!! wub.gif ინებოს უფალმა, რომ კვლავ აქტუალური გახდეს მისი არსებობა და მრავალმა მართლმადიდებელმა თუ არამართლმადიდებელმა სულიერი სარგებელი ჰპოვოს აქ girl_angel.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)