IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ანჩისხატის გუნდი
G A B O
პოსტი Jun 27 2007, 11:12 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ანჩისხატის ტაძრის გუნდი
ჩამოყალიბდა 1988 წელს კონსერვატორიაში. ანსამბლი თავდაპირველად მხოლოდ ხალხურ სიმღერებს მღეროდა და მიზნად ჰქონდა დასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელი საშემსრულებლო მანერის აღდგენა და შეძლებისდაგვარად ძველ ქართულ, არატემპერირებულ ბგერათწყობაში მოქცევა. მალე ანსამბლმა ანჩისხატის ტაძარში დაიწყო გალობა. სწორედ ამ გუნდის უდიდესი დამსახურებაა XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მართლმადიდებლურ საეკლესიო ღვთისმსახურებაში ძველი ქართული გალობის აღდგენა და დამკვიდრება. გუნდის წევრებს შორის არიან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თანამშრომლები მალხაზ ერქვანიძე და დავით შუღლიაშვილი, რომლებიც სამეცნიერო და მუსიკალურ- სარედაქტორო მუშაობასაც ეწევიან, გამოცემული აქვთ სანოტო კრებულები. ანჩისხატის ტაძრის გუნდის რეპერტუარშია საგალობლები, მაგრამ ანსამბლ "ძველ კილოებთან" ერთად მღერიან ხალხურ სიმღერებსაც. გუნდს ჰქონდა საგასტროლო ტურნეები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩაწერილი აქვს რამდენიმე კომპაქტდისკი, მათ შორის ძველ კილოებთან ერთად. გუნდის ხელმძღვანელია მალხაზ ერქვანიძე.





მაშ ასე თქვენს წინაშეა ანჩისხატის უკვე შეიძლება ითქვას ისტორიული გუნდი. უნდა აღინიშნოს რომ ამ გუნდმა ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი სიტყვა თქვა ქართულ სიმღერასა და გალობაში. აქ ფორუმზე როგორც ვიცით არის ანჩისხატის წევრი ლევან ვეშაპიძე, შესანიშნავი კრიმანჭული. და ვთხოვო მას რომ იქნებ ხმების მიხედვით გააცნოს ფორუმელებს ანჩისხატის გუნდის წევრები. (მე რომ არ ამერიოს იმიტომ) და ლევან იქნებ სურათებიც დააგდოოო??????? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 27 2007, 11:23 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



შესანიშნავი თემაა, მიკვირდა კიდეც ამდენ ხანს რომ არავინ ხსნიდა smile.gif

თქვენო მაღალ-ყოვლადუკრიმანჭულესობავ რას შემოგვთავაზებთ biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jun 27 2007, 11:32 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



ციტატა
დავით შუღლიაშვილი

ჩემი უფროსია smile.gif საჯარო ბიბლიოთეკაში მუსიკალური განყოფილების უფროსი


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jun 27 2007, 11:51 AM
პოსტი #4


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



დასავლურ სიმღერებს ძალიან მაგრა მღერიან, მეტი რა ვთქვა...
უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული გალობის გადარჩენაში.


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ABRAMA
პოსტი Jun 27 2007, 11:59 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 69
რეგისტრ.: 12-June 07
წევრი № 2,163



პირველია გუნდია !! ძალიან მაგრები! არიან მე პირადად 12 წლის ვიყავი მაგათ გალობას რომ მოვუსმინე მის მერე დავიწყე, ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ ანსამბლს გალობის აგდგენაში და აუცილებლად შევა ისტორიაში !


--------------------
Fადაააააალ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jun 27 2007, 12:23 PM
პოსტი #6


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ვეშაპო სად არის?სურათები და ჩააწერები უნდა ამ ყველაფერს,ბატონოsmile.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jun 27 2007, 02:45 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ქართული გალობა ვისაც ესმის და ვინც იცის მისი მადლი, "ანჩისხატის" საგალობლებს გულით და სულით მოისმენს..ისე ცოტა განსხვავებული მსენელები სჭირდება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berikaci
პოსტი Jun 27 2007, 10:23 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 165
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,224



აგერ ბატონო! ვისაც გაინტერესებთ, ბატონი მალხაზი უკეთ(ყველაზე უკეთ) გაგაცნობთ ანჩისხატის გუნდს.

http://bin.ge/?d=A0D22C7F


--------------------
ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
komisia
პოსტი Jun 27 2007, 10:35 PM
პოსტი #9


ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,265
რეგისტრ.: 18-October 06
მდებარ.: www.Alazani.ge
წევრი № 287



ციტატა

me vTqvi simRera iqneba meTqi rameee...


--------------------
პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი.
2008 წელი, ქრშ-დან.
© "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
siomani
პოსტი Jun 27 2007, 10:42 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 405
რეგისტრ.: 16-March 07
წევრი № 1,395



ანჩისხატი ყველაზე მაგარი გუნდია, ბადალი არ ჰყავთ!!!!!!!!!!!!


--------------------
"ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berikaci
პოსტი Jun 27 2007, 11:19 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 165
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,224



მე ჯერ გაცნობიტ დავიწყე, თორეეეეეე, იმდენს დავდებ თუ ვეშაპო ნებას დამრთავს, რომ... მოდი ჯერ ვეშაპოს დაველოდოთ, ჯერ მან გახსნას.


--------------------
ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 28 2007, 09:46 AM
პოსტი #12


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



შეიძლება სიმართლე ვთქვა? biggrin.gif
მე ადრე ანჩისხატი არ მომწონდა. უფრო მეტიც - ის ხანდახან ნერვებზეც კი მოქმედებდა ხოლმე. ვცდილობდი გამერკვია ამის მიზეზი, რადგან ჩემს გარშემო ყველა გიჟდებოდა და მე კი ვწუხდი რომ ვერაფრით გამერკვია თუ რა იყო მიზეზი ჩემი ანტიპატიისა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამის მიზეზი იყო "ნაძალადევად გახალხურებული" ხმები. ხვდებით ალბათ რაზეც ვამბობ. მომეტებულად მჭახე მეჩვენებოდა მათი გალობა და ხელს მიშლიდა ბოლომდე მესიამოვნა ქართული გალობის დიდებულებით. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ანჩისხატის რეგენტს, ბატონ მალხაზს ბუნებრივად ეგეთი ხმა ქონდა biggrin.gif შემდეგ კაი ხანი ვცდილობდი შეგუებას. დიდი ხანი ვერ ვუსმენდი ვერც რუსთავს, მისი ზედმეტად აკადემიურობის გამო (ამის გამო ტექსტსაც ვერ ვარჩევდი საგალობლებში) და ანჩისხატის მომეტებულად ხისტი ბგერის გამო.
ბოლოს ჩვენმა ვეშაპომ გამომიგზავნა ანჩისხატის მიერ შესრულებული შემოქმედის კილოს საგალობლები და აღმოვაჩინე რომ ძალიან მომეწონა. smile.gif
ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მივხვდი რომ ძალიან მომწონდა. არ ვიცი ამის მიზეზი ის არის, რომ თუ არ ვცდები მალხაზი არ გალობს თავად, შეიძლება ვცდები (მის ხმას ვერ ვიჭერ ჩანაწერში). ანდა შემოქმედის კილოს სწორედ ანჩისხატის ჟღერადობა უხდება ყველაზე მეტად.
მოკლედ ახლა მეც დიდი თაყვანისმცემელი ვარ ამ გუნდისა. მთელი გულით ვუსურვებ მრავალ კარგ კონცერტს, ჩანაწერს და გასტროლს smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 28 2007, 10:00 AM
პოსტი #13


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია.
გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ.
საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც.
როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.
ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია.
ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა.
სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია.
ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.
არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 28 2007, 10:14 AM
პოსტი #14


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



ლეონტი
ციტატა
არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.

მებაღეს გააჩნია wink.gif
არ გეთანხმები თითქმის არაფერში.
ციტატა
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია.

პირველ რიგში ამაში. გალობა იგივე ლოცვაა. ლოცვა კი ყველგან შეიძლება. ეკლესიაშიც, სახლშიც და საკონცერტო დარბაზშიც. მითუმეტეს თუკი ის დადებითად იმოქმედებს მსმენელის სულიერ ზრდაზე.
ციტატა
საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის

საგალობლის ტექტსი ლოცვის ტექსტია იგივე. ის საიდუმლო არ არის. საიდუმლო ლოცვები მღვდლებსა და მღვდდელმთავრებს აქვთ.
ციტატა
როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.

აქ პრინციპში ცოტა გეთანხმები. საგალობელი უნდა იგალობო და არა იმღერო, მითუმეტეს როგორც ხალხური სიმღერა, მაგრამ ვფიქრობ ანჩისხატს ეს არ ეხება. მათ შესანიშნავად იციან რომ გალობა განსხვავდება ხალხური სიმღერიასგან და შესაბამისის მანერიტაც ასრულებენ. ხალხურში რო მოუქცევ, ისე საგალობელში ვერ იზამ.
ციტატა
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.

ნუ, ამაში გეთანხმები. ზედმეტად აკადემიურია ჩემთვის რუსთავის მიერ ნაგალობები საგალობლები.
ციტატა
ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია.

ანჩისხატი თუ ძიებაშია და... biggrin.gif
ციტატა
ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა.
სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია.
ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.

ეს კი სრულიად სხვა თემაა და აქ განხილვა არ მიმაჩნია მართებულად. ოფტოპიკი გამოვა. ისე ერთი ასეთი თემა კი საჭიროა, რომ ამ მართლაც საჭირბოროტო საკითხზე მოვახერხოთ საუბარი. სათქმელი ბლომად გვექნება ყველას. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 28 2007, 11:03 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.
გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია.
გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ.
საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც.
როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.
ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.
ანჩისხატი უფრო სწორ გზაზე დგას , მაგრამ ჯერ ძიებაშია.
ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა.
სცენისთვის რომ არ შექმნილა ფაქტია.
ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.
არა მე კი არ ვკრძალავ , უბრალოდ ვამბობ ხეს რო გადარგავ , მოწყენს მეთქი.


სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

მე მგონია რომ ხე რომ ამოთხარო თავის ადგილიდან და სხვაგან დარგო არ მოუხდება.



ხე რომ ამოთხარო ამის მიზეზიც იქნება და შეიძლება საფიძვლიანი, მაგალითად ცუდ ადგილას იყო დარგული და სხვა ადგილას გადარგეს smile.gif

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *


გალობის ადგილი ლოცვის სახლი ანუ ეკლესია.
.


არასწორი ინფორმაიცია გაქვს. რა სუფრაზე რომ იგალობო არ შეიძლება? სადღეგრძელოს თუ ამბობ და სხვას ლოცავ?, საუზმის სადილის და ვახშმის წინ რომ ლოცვას ამბობ ის შეიძლება და რომ იგალობო რატომ არ შეიძლება??

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *


გალობის ადგილი არაა სტუდია, სცენა, კონცერტი, შოუ, და ა.შ.



რატომაც არა თუ ის სასარგებლოა ხალხისთვის და არის რაღაცის მომცემი ისევე როგორც თავად ლოცვა და გალობაც.....

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

საგალობლის ტექსტი რომ საკრალურია და საიდუმლო ეს ყველამ იცის, ასევეა მელოდიაც.



არაა მართალი, ეს შენ იცი მხოლოდ რომ ესეა.

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

როცა ხალხური სიმღერის მანერა და სული შედის გალობაში, არაა სწორი.



??????????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jun 28 2007, 11:06 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



მაგარი ანსამბლია. მათ კონცერტზე რომ მიდიხარ,ყოველთვის იცი, რომ რაღაც ახალს და გასხვავებულს შემოგთავაზებენ.

G A B O
ციტატა
სამწუხაროდ ვერც ერთ სიტყვაში ვერ დაგეთანხმები

განსაკუთრებით ამაში ხომ:
ციტატა
გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს

biggrin.gif
არა, შენ და ერთი ორი იშვიათი გამონაკლისები ხართ, მაგრამ საერთოდ მასეაsmile.gif


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 28 2007, 11:07 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

ასევე არასწორია აკადემიური განაზება საგალობლისა რაც რუსთავმა გააკეთა საკონცერტოდ და ჩაწერისთვის.



რაც რუსთავმა გააკთა, ეს მაშინ საჭირო იყო თავად გალობის გადარჩენისათვის. მაშინ სამწუხაროდ ესეთი დრო იყო. მახსოვს მითხრს ანზორის უთქვია. ხშირად არტემი ტექსტებს ცვლიდა და გალობას ისე ასწავლიდა. ანუ მელოდია რომ გადაერჩინა და არავინ მიმხვდარიყო რომ გალობას ასწავლიდა. ასე რომ ეს თემა ხელის წამოსაკრავი არაა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 28 2007, 11:12 AM
პოსტი #18


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



სწორად ვერ გამიგეთ... რომელი ქერუბიმთა , მაგალითად , არის საიდუმლო საგალობელი, წირვის დროს სრულდება, სცენისთვის და სუფრისთვის არაა, და უბრალო უფალო შემიწყალე კვერექსისგან, რომელიც ლოცვის სახით ყველგან უნდა იღიღინო, განსხვავდება. ამ დროს კათაკმეველნი გადიან ტაძრიდან.
რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G A B O
პოსტი Jun 28 2007, 11:20 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 307
რეგისტრ.: 7-May 07
წევრი № 1,860



ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 10:00 AM) *

.
ისე ჩვენში დარჩეს და გურული სიმღერა გურულმა უნდა იმღეროს და თანაც იქ , რისთვისაც შეიქმნა ეს სიმღერა.
ასევე კახური კახელმა მომღერალმა და არა ამერიკელმა.



როგორ გეკადრება... მთავარია გულით და სულით აკეთო ეს საქმე, თორემ იცი რამდენი გურული ახალგაზრდაა თვითონ გურიაში რომ ეზიზღება გურული სიმღერა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. და ერთი წუთიც არ გაგიჩერდება სიმღერა რომ დაიწყო. ასე რომ შეიძლება ამერიკელმა უფორ მეტი გააკეთოს ჩვენი ფოლკლორისთვის სიტყვაზე ვიდრე თავად ქართველმა.

მთავარია გაიგო ჩაწვდე სიმღერას, მის შინაარს და იმღერებ, თუნდაც გურულზე უკეთაც. და კახელზე უკეთაც. დღეს აღარააა ის დრო და აღარც დაბრუნდება რომ ყველა თავისი კუთხის სიმღერის მონოპოლისტი იყო. მაშინ სხვა დრო იყო დღეს სხვა დროა.

ციტატა(ლეონტი @ Jun 28 2007, 11:12 AM) *


რაც შეეხება თანამედროვე მგალობელს ან მომღერალს, რომელიც სცენაზე , ნებისმიერ აუდიტორიაში, ნებისმიერი კუთხისდა დამნიშნულების სიმღერას ძაან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით შეასრულებს, და შესაძლოა ამაში ფულსაც უხდიან, არის უბრალოდ არტისტი, და შეიძლება საკმაოდ ნიჭიერიც.


რა ჩასვლეიშვილის გუნდი რომ გამოდიოდა სცენაზე ან თუნდაც სიმონისვილის გუნდი რა არ იყვნენ ფოლკლორული გუნდები? ისინი მართლაც ძალიან ღრმა ფოლკლორისტული მოხერხებულობით ასრულებდნენ ყველა სიმღერას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qarcivadze
პოსტი Jun 28 2007, 11:21 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,460
რეგისტრ.: 30-January 07
წევრი № 971



ლეონტი
"ფოლკლორი სცენისთვის არ არის" დრო წავიდა. ახლა სცენაზეც რომ აღარ იმღეროს ხალხმა,საერთოდ გაქრება.


--------------------
იმედია,თქვენ მაინც გაგიმართლებთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:26 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი