ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:42 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აქ ვისაუბროთ, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე.
გამოვთქვათ ჩვენი მოსაზრებები ამა თუ იმ ინსტრუმენტზე, მის წარმომავლობაზე, დამზადებაზე, შემსრულებელზე და ა.შ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ჯეგე |
Jan 30 2007, 04:21 PM
პოსტი
#2
|
ღორონთქ გოგიმორძგვან! ჯგუფი: Members პოსტები: 231 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: ორბიტა წევრი № 970 |
მოსაზრება არ ვიცი, მარა ლარჭემის სწავლის მუღამი მაქვს, ლარჭემიდან მერე აფხარცაზე ვაპირებ გადასვლას.
ამჯერად კი ჭიბონის ჭყვიტინის სწავლა მომიწევს -------------------- მუ ჟამს ორდუ წყარქ დოდგინერქ
გომოჩარტუ შარა დო ზღვინდაფით ქიხუტოლუ უჩა ზღვაში ქვარა! ------------------------------------- ჩქიმი ჯიმა ქორექჷდა, ვამიწუა ანწი ვარი, გემიჸუნწი ოჯალეში, დომიხვამი ჸუდე–კარი! |
adamis_nekni |
Jan 30 2007, 04:45 PM
პოსტი
#3
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
მე ვიცი ფანდურზე და სალამურზე დაკვრა
-------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
შევრდომილი |
Feb 8 2007, 05:55 PM
პოსტი
#4
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
საქართველოში ხალხური საკრავები გავრცელებულია უძველესი დროიდან.
არსებობს საკრავების სამი ძირითადი ჯგუფი: ჩასაბერი, სიმებიანი და დასარტყმელი. ჩასაბერი საკრავებია: სოინარი, სალამური და გუდასტვირი. სიმებიანი საკრავებია: ფანდური და ჩონგური. მოსაზიდი საკრავებია: ჩანგი და ქნარი. დასარტყმელი საკრავებია: დოლი და დიპლიპიტო. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
mariami-k |
Mar 2 2007, 10:28 AM
პოსტი
#5
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
მე ხალხურ ანსამბლში ვუკრავდი ხოლმე. ვიცი ფანდური, სალამური, ბასი, კონტრაბასი და ჩანგი. ყველაზე მეტად ჩანგი მიყვარს.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
დათიკო |
Mar 3 2007, 01:49 PM
პოსტი
#6
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
მოდით ხალხური ინსტრუმენტების ქრომატიულობაზე ვისაუბროთ.
მესმის რომ ის ხალხური მუსიკა რაც საუკუნეების წინ იკვრებოდა, დღეს ქრომატიული ფანდურით ვერ გაჟღერდება. თუმცა ასეთ ინსტრუმენტებს არსებობის უფლება ნამდვილად აქვთ. თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები, რაც ქრომატიულზე ფიზიკუირად შეუძლებელი იქნებოდა. მე ვიცი რომ ფოლკლორისტებს საპირისპირო აზრი გააჩნიათ და სრულებით ეწინააღმდეგებიან ქრომატიკას ხალხურ ინსტრუმენტებში. მოდით ვისაუბროთ ამ საკიტხზე. მეტად საინტერესოა და პრობლემატური. |
ვეშაპო |
Mar 3 2007, 03:38 PM
პოსტი
#7
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
დათიკო
ციტატა თუნდაც იმის გამო რომ დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნიკა, სრულდება ვირტუოზული ნაწარმოებები, ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა. მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
დათიკო |
Mar 3 2007, 08:49 PM
პოსტი
#8
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ვეშაპო
ციტატა ვეცერთი დღევანდელი მეჩონგურე ვერ შეედრება თავისი ტექნიკით გარუჩავას, რომელიც ხალხურ ჩონგურზე უკრავდა. ჩონგული ისედაც ულადოა, ტემპერირების პრობლემა არ აქვს. ციტატა მერე კიდევ, რაც ყველაზე მთავარია, ქრომატიული "ხალხური" ინსტრუმენტები სრულიად სხვა განწყობას ქმნიან, ვიდრე ხალხურები. რა თქმა უნდა სხვა განწყობას შექმნიან, ისინი ხომ არაქრომატიულები არიან მე არც ვადარებ მათ. უბრალოდ ვამბობ რომ ქართული მუსიკა შესაძლებელია ქრომატიულ ფანდურზეც დაიკრას, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ დღეს შესრულების ტექნიკა არ მოგვცემს საშუალებას იგივე არაქრომატიულზე დავუკრათ. მე ბევრჯერ მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც მელოდიის დაკვრა მომდომებია, მაგრამ ხალხური არ მაძლევდა ამის საშუალებას, ქრომატიულზე კი გამოდიოდა. |
QORBUDA |
Apr 24 2007, 04:23 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 306 რეგისტრ.: 14-March 07 წევრი № 1,374 |
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია -------------------- ბალახი ვიყო სათიბი
არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე უფალო, ოღონდ ამცილდეს მგელობა. ვ.ფშაველა |
შევრდომილი |
Apr 24 2007, 05:07 PM
პოსტი
#10
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან. განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია და კიდევ ისიც, რომ ფანდური უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული, ვიდრე დასავლეთში. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
adamis_nekni |
Apr 24 2007, 05:08 PM
პოსტი
#11
|
adamis_nekni ჯგუფი: Members პოსტები: 1,396 რეგისტრ.: 4-January 07 წევრი № 789 |
შევრდომილი
ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია -------------------- უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
|
შევრდომილი |
May 6 2007, 04:06 PM
პოსტი
#12
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
ფანდურს, რომელსაც 12 ლადა აქვს კლასიკურს ეძახიანხოლმე, ხშირად გამიგონია.
-------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
N. R. |
May 15 2007, 12:03 PM
პოსტი
#13
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ეს რა თემა ვნახე!!!!! ქართული მუსიკალური კულტურაში ინსტრუმენტული მუსიკა ჩემი უსაყვარლესი სფეროა!!! მე პირადად ჩონგურზე ვუკრავ, ულადოზე, ანუ ტრადიციულზე, რამოდენიმე ნიმუში ვისწავლე ჩანგზე, უმაგრესი ხმოვანება აქვს, აგრეთვე ვგიჟდები დაირაზე!!!! საერთოდ ჩემი ოცნება იყო საუკეთესო ხალხური ინსტრუმენტალისტი ვყოფილიყავი!
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
N. R. |
May 15 2007, 12:20 PM
პოსტი
#14
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვისაც აინტერესებს და არ იცის სასარგებლო იქნება გაიგოს რომ ფანდური და ჩონგური განსხვავდება ერთმანეთისგან.
ჩონგურსა და ფანდურს შორის პრინციპული სხვაობაა. პირველ რიგში ის რომ ჩონგური ოთხსიმიანია, ფანდური სამიანი, სრულიად სხვადასხვა რეპერტური იკვრება, შესაბამისად კონკურენციას არც უწევენ ერთმანეთს, არამედ ორივე დამოუკიდებელია, და სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ; სხვადასხვაა წყობა, ჩონგურს ოთხამდე წყობა აქვს, და არც ერთი არ ემთხვევა ფანდურისას, რომელსაც მხოლოდ ერთი წყობა აქვს; შესრულების ტექნიკაც რამდენადმე განსხვავებული აქვთ; და ზომითაც ჩონგური ბევრად დიდია; განხვავებებია ის რომ ჩონგური ძველის ძველი საკრავია, ფანდური კი ახალი. ორივე უძველესია, მათ შორის ფანდური ალბათ კიდევ უფრო ძველი, ვინაიდან ჩონგური ბევრად განვითარებულია, არსებობს ვარაუდი, რომ დასავლურ სიმღერებში მეოთხე ხმის გაჩენამ გავლენა იქონია ჩონგურზე, რის შედეგადაც საკრავზე ზილი (მეოთხე სიმი) დაამატეს, ამიტომ ჩონგური თავისი დღევანდელი სახით მეც მოგვიანო პერიოდისა მგონია, მითუმეტეს ფანდურთან შედარებით. ასევე მათ შორის განსხვავებაა ლადებსა და ნოტებში. ტრადიციულს ლადები სულ არ აქვს, და ნოტებში თუ წყობას გულისხმობ კი ბატონო ჟღერადობით კი ორივე მშვენიერია ნამდვილად! ორივე განსაკუთრებულია შევრდომილი ხოო, დასავლეთში ჩონგურია, მასზე იქკვრება მეგრული სიმღერები, ძალიანმაგარია ჩონგურზე უკრავენ გურიაში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში... -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
Nanio |
May 15 2007, 01:08 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა?
-------------------- მეკენდარია? |
ქავთარაძე |
May 15 2007, 01:35 PM
პოსტი
#16
|
დაურეგისტრირებელი |
ნუ დღეს ფანდურმა დაკარგა სახე, ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად, რასაც ბევრგან ვხვდებით, ასევე არამარტო ფშავ ხევსურეთში იყო გავრცელებული , "სტუმარ მასპინძელში"როდესაც ზვიადაური მიდის სტუმრად ჯოყოლასთან იქ ხვდება კაცი რომელიც არ "დაამღერს" დღეს ძირითადი სახე დაკარგა... ნუ მთაში ყოველ შემთხვევაში.
QORBUDA არაა ეგრე ფანდური ძველია, ვაჟას თითქმის ყველა ნაწარმოებშია ნახსენები, ამას გარდა უძველესი დროიდან ვიცით მთაში კაფიობა და დამღერება. ციტატა ქრომატიული ფანდური გამიგია, მაგრამ ქრომატიული ჩონგური რაღა ჯანდაბაა? იბადდება კითხვა გიერთდები. |
N. R. |
May 15 2007, 09:49 PM
პოსტი
#17
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
იბადდება კითხვა გიერთდები. ზუსტად ამ ტერმინით არ ვიცი, მაგრამ ლადებიანი ჩონგური ზუსტად იმ კონტექსტშია როგორშიც კლასიკური ფანდური ადრე ფშავ-ხევსურეთში დასამღერებლად გამოიყენებოდა ძირითადად არა მარტო... მთელ აღმოსავლეთშია გავრცელებული -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
N. R. |
May 15 2007, 11:44 PM
პოსტი
#18
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
-------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
ალექსანდრე |
May 16 2007, 01:46 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ფანდური კი ვიყიდე მაგრამ რად გინდა დაკვრა არ ვიცი არადა მაგარი საკრავია
-------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
N. R. |
May 18 2007, 04:49 PM
პოსტი
#20
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მოდით გავნაგრძოთ ხალხურ ინსტრუმენტებზე საუბარი
თუ ვინმეს გაქვთ იქნებ დადოთ ჩანაწერები? მე მაქვს ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტი, ალეკო ხიზანიშვილის ჩანაწერები, რომელსაც მალე შემოგთავაზებთ, თქვენ იქნებ უფრო ძველები შემოგვთავაზოთ? -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი