IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სპეციალური დადგენილება 23 ივლისთან დაკავშირებით, ფონდისა და ფორუმის ერთობლივი ღონისძიების შესახებ
ნათია
პოსტი Jul 14 2008, 04:54 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ის საქველმოქმედო ფონდის

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

23 ივლისის აღნიშვნის შესახებ



ითვალისწინებს რა იმას, რომ მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს საქველმოქმედო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-სთან,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფორუმი დიდ დახმარებას უწევს ფონდს, კერძოდ, ფონდის სპონსორების სარეკლამო ბანერების ინტერნეტში განთავსების გზით, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე, აგრეთვე პერიოდულად ათავსებს ფონდის მოღვაწეობისა და გეგმების თაობაზე ინფორმაციას,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის დაფუძნება და მიზნების განხორციელება მჭიდრო კავშირშია ფორუმის საქმიანობასთან,
ითვალისწინებს რა იმას, რომ ფონდის საქმიანობის მრავალმხრივი რეკლამირება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპონსორების მოზიდვას და ფორუმის საქმიანობის გაზრდას, და
ითვალისწინებს რა იმას, რომ 23 ივლისს სრულდება 2 წელი ფორუმის შექმნიდან და 1 წელი ფონდის დაფუძნებიდან,

ფონდის გამგეობამ ფორუმის ადმინისტრაციასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმების, ფონდის განაცხადის მიზნების თავის მე-9 პუნქტისა და მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. 23 ივლისი ფონდმა და ფორუმმა აღნიშნონ ერთდროულად.
2. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ფონდი უზრუნველყოფს ღონისძიებების დაფინანსებას, ხოლო ფორუმი ამის თაობაზე რეკლამის უსასყიდლოდ განთავსებას ინტერნეტში, მასობრივი საშუალებების ინფორმირებას და მაღალი რანგის სტუმრების მოწვევას, აგრეთვე იშუამდგომლებს საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრთან ღონისძიებების წმ. სამების საპატრიარქო ლავრის ტერიტორიაზე გამართვასთან დაკავშირებით.
3. დამტკიცდეს ღონისძიებათა ბიუჯეტი 500 ლარის ოდენობით (ხარჯთაღრიცხვა თან დაერთოს)
4. გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს საფინანსო ჯგუფმა
5. გადაწყვეტილება ძალაშია დამტკიცებისთანავე.



ფონდის გამგეობა,
ქ. თბილისი
7 ივლისი, 2008 წ.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 07:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი