თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ წმიდა იოანე დამასკელი განსაზღვრებანი ფილოსოფობისანი

პოსტის ავტორი: okropiri თარიღი: Sep 7 2011, 03:56 AM

პირველი, ფილოსოფოსობაჲ არს მეცნიერებაჲ ნამდვილვილთაჲ, უკეთუ ნამდვილვე რაჲ არიან, ესე იგი არს, ცნობაჲ ბუნებისა თვისისაჲ



მეორე, ფილოსოფოსობაჲ არს მეცნიერებაჲ საღმრთოთა და კაცობრივთა საქმეთაჲ



მესამე, ფილოსოფოსობაჲ არს წურთაჲ სიკუდილისა შემთხუევითისაჲცა და ბუნებითისაჲცა.



მეოთხე, ფილოსოფოსობაჲ არს მსგავსებაჲ ღმრთისაჲ ძალისაებრ კაცობრივისა, ხოლო ვემსგავსებით ღმერთსა სიმართლითა და სიწმიდითა და სახიერებიტა. სიმართლე უკუე არს სწორად განმყოფელობაჲ, ესე იგი არს, არცა ცრუვებაჲ არცა თუალხუმაჲ სასჯელისა შინა, არამედ მიგებაჲ თითოეულისაჲ საქმეთა მისთაებრ. ხოლო სიწმიდე და სახიერებაჲ არს ზეშთა სიმართლისაჲ, რაჲცა თავს იდების ცრუთასა და არა ხოლო შეუნდობდეს, არამედ კეთილსაცა უყოფდეს მათ, რომელნი ჰმძლავრობდნენ მას.



მეხუთედ, ფილოსოფოსობაჲ არს ხელოვნებაჲ ხელოვნებათაჲ და მოძღურებაჲ მოძღვრებათაჲ, რამეთუ ფილოსოფოსობაჲ დასაბამი არს ყოველთა ხელოვნებათაჲ, რამეთუ მის მიერ ყოველი ხელოვნებაჲ მოპოვნებულ იქმნა.



მეექუსედ, ფილოსოფოსობაჲ არს სიყვარული სიბრძნისაჲ, ხოლო სიბრძნე ჭეშმარიტი ღმერთი არს. აწ უკუე სიყუარული ღმრთისა მიმართ - ესე არს ჭეშმარიტი სიბრძნე

თარგმანი ეფრემ მცირესი.
(იოანე დამასკელი დიალექტიკა. გამომცემლობა მეცნიერება 1976. გვ. 172)


მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 7 2011, 12:04 PM

ოქროპირ!მართლა კარგი ინფორმაციები მოგიძიებია,მაგრამ რა მაინტერესებს ახლა:
ამ თემაში მარტო ფილოსოფიის გააზრებაზე უნდა ვისაუბროთ იოანე დამასკელისა თუ სხვა საუბრებიც შეიძლება?
და თუ შეიძლება გვითხარი მაშინ რის შესახებ.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Mar 30 2012, 03:08 PM

A.V.M
რადგან მომხმარებელ okropiri–ს ამის მეტი პოსტი არ აქვს,უფლებას ვიტოვებ თემა გადავიბარო,გურამ თუ რაიმეს დაწერა გინდა დაწერე და განავრცეთ თემა,თუ არა იხურება smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)