IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი...
სოფი
პოსტი Jul 7 2007, 04:44 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს

ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება, რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს

ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც), რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას. თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფ smile.gif ვფიქრობ ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს.ვიღაცამ შეიძლება საკუთარ მაგალითსაც შეადაროს smile.gif... აქვე მოდი ვისაუბროთ თქვენს სულიერ ცხოვრებაზე ქართველო ემიგრანტებო. გამიგია (ამ ფორუმზეც), რომ ბევრი ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს, ზოგჯერ არის ისეც, რომ ახლომახლო ვერ პოულობენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, თქვენ რამდენად ახერხებთ ამას? თქვენთან რა ენაზე სრულდება წირვა-ლოცვა? როგორ გგონიათ, იქ ყოფნა რამენაირად ხომ არ გაბრკოლებთ სულიერ ცხოვრებაში?

ინტერვიუ აღებულია რამდენიმე ადამიანისაგან,მათ შორის არქიმანდრიტ ლაზარესა და მამა მამუკას (ჩვენთვის კარგად ცნობილი smile.gif) მეუღლისაგან, თინათინ გამცემლიძისაგან...



2001 წლის 25 მარტს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევითა და მიუნხენში მცხოვრები ქართველების ძალისხმევით, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური სამრევლო დაარსდა. ცნობილია, რომ 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა სინოდის განჩინებით, შიქმნა დასავლეთ ევროპის ეპარქია და მის მმართველად დაინიშნა მიტროპოლიტი აბრაამი(გარმელია). შემდეგ ამ ეპარქიას დაექვემდებარა მიუნხენის ქართული სამრევლო, ისევე როგორც დასავლეთ ევროპაში არსებული სხვა ქართული მართლმადიდებლური სამრევლოები.
უწმინდესის ლოცვა-კურთხევით მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის სამრევლოში თავიდან ორი ქართველი ღვთისმსახური მოღვაწეობდა. ამჟამად ღვთისმსახურებას არქიმანდრიტი ლაზარე ( სამადბეგიშვილი) და მღვდელი თამაზ ლომიძე აღასრულებენ..

მამა ლაზარეს მიუნხენში დავუკავშირდი და ვთხოვე, მოეთხრო "კარიბჭის" მკითხველისთვის იქაური ქართველების საერო და სასულიერო ცხოვრებაზე. უცხოეთში გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების გულის წუხილი ხომ ყველაზე მეტად იქ მოღვაწე სულიერ მოძღვარს ესმის. ვიდრე მამა ლაზარესთან ინტერვიუს შემოგთავაზებდეთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება, უფრო საფუძვლიანად გაიცნოს იმ ადამიანების ღვაწლი, ვინც მიუნხენის სამრევლოს და მრევლის ჩამოყალიბებას დიდი შრომა შეალია.

მამა მამუკა თავხელიძე უკვე ერთი წელია,რაც ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მსახურებას დიდი დიღმის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველოში აღავლენს. პარალელურად ივერიის ღვთისმშობლის ხატს დაჰყვება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მასთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ თბილისში არ ბრძანდებოდა. როცა მოძღვრის მეუღლემ, თინათინ გამცემლიძემ შეხვედრის მიზეზი გაიგო, საუბარზე დამთანხმდა. თინათინი თავად არის მონაწილე მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სამლოცველოს შექმნისა. თავად იყო მედავითნე, მგალობელი და ხშირად ქართველი ემიგრანტების გულშემატკივარიც. მიუნხენში ქართული მართლმადიდებლური სამრევლოს დაარსებას ცრემლნარევი სიხარულით იხსენებს და უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველის გულისტკივილს გადმოგვცემს:

_ ყოველი კეთილი საქმის დასაწყისი უფალია. უფალმა შთაგვაგონა ქართული სამრევლოს დაარსებაც. მანამდე მიუნხენის რუსულ ტაძარში ვესწრებოდით წირვა-ლოცვას.თუმცა ვგრძნობდით, რომ ქართულად აღვლენილი ღვთისმსახურება და ქართული გალობის მოსმენა გვინდოდა.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 27 2008, 06:35 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



რატომ მიჩაგრავთ თემასა? user.gif biggrin.gif


მე მივატოვე,და სხვას რაღა ვუთხრა user.gif
მარა აგერ მოვბრუნდი,და ვისაუბროთ კარგებოsmile.gif


ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა,ეს თემა რომ აღმოვაჩინე -> http://church.ge/index.php?showtopic=4625&st=0 smile.gif


გავაგრძელებ,ოდნავ შევამოკლებ სტატიას..


... თავიდან მიუნხენის რუსულ ეკლესიაში გვითმობდნენ ღვთისმსახურებისთვის ადგილს. ბერძნული ეკლესიაც გვეხმარებოდა.დიდი სითბოთი და სიყვარულით მინდა გავიხსენო ბერძენი სასულიერო პირების,მათ სორის მამა ათინაგორასა და მამა აპოსტოლოსის დამოკიდებულება. სანთლებით და სეფისკვერებითაც ისინი გვამარაგებდნენ.დროთა განმავლობაში კი თავად დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება.დასავლეთ ევროპის ეპარქია მაშინ ჯერ არ იყო დაარსებული,უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარების ქვეშ ვიყავით.ცოტა ხნის შემდეგ უკვე დაარსდა დასავლეთ ევროპის ეპარქია.
ამასობაში მოძღვრის გარშემო თანდატან მოიყარეს თავი ქართველმა ემიგრანტებმა.მივმართეთ ქალაქის მესვეურებს,რათა გამოეძებნათ ჩვენთვის უფუნქციოდ დარჩენილი შენობა. ღვთის წყალობით,გამოჩნდა. მერე ნელ-ნელა ნამდვილ ეკლესიას დაემსგავსა და მოძრვარი დღესასწაულებზე წირავდა.
მე მგალობელთა გუნდში ვგალობდი.მედავითნეც ვიყავი. თავიდან ხუცური კითხვა არ ვიცოდი.პირველად მსახურების დროს მოძღვარმა "დავითნიდან" ტექსტი მხედრულით ამომიწერა.თან წირავდა,თან მე მეხმარებოდა.მსახურებამ ნელ-ნელა სრულყოფილი სახე მიიღო და მრევლიც მრავლად შემოვიკრიბეთ.სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ ქართველები. მრევლის სურვილის მიხედვით მამა მამუკა ჩადიოდა ჰამბურგში,ვენაში,ჰანოვერში,ბ
რლინში,ბონში... ხშირი იყო ჯვრისწერა,ნათლობა.იქმნებოდა ქართული ოჯახები.შერეული ოჯახებიც იყო.ბევრი გერმანელი მოინათლა და ჩვენთან ერთად იდგა წირვა-ლოცვაზე. დიდ დღესასწაულებზე ხშირად ვიკრიბებობით,ვტრაპეზობდით.დიდი სიხარული მოგვანიჭა "ანჩისხატის" მგალობელთა გუნდის სტუმრობამ.საფრანგეთიდან მიუნხენში მივიპატიჭეთ.ბერძნულ ტაძარში წირვაც კი დავაყენეთ "ანჩისხატის" გუნდის თანხლებით.


- მიუნხენში ქართული სამრევლო სკოლის დაარსება რატომ გახდა აუცილებელი?

- მომავალ თაობაში ქართული სულის გადარჩენა მხოლოდ სამრევლო სკოლას შეეძლო. როცა ვხედავდით,რომ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ქართულად აღარ საუბრობდნენ,ამან შეგვაშინა. მშობლების გადაწყვეტილებით,დავაფუძნეთ სამრევლო სკოლა,სადაც ისწავლებოდა ქართული ენა,ქართული სიმღერა და გალობა,ხელოვნება და კულტურა,ასევე წირვა-ლოცვის მსახურების განმარტებები...


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Bodbeli
პოსტი Jun 27 2008, 07:40 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 142
რეგისტრ.: 15-April 08
წევრი № 4,565



გამარჯობა სოფი

მე მაგრად მაინტერესებს ეგ სტატია, იქნებ იმოტომაც რომ მიუნხენში ვცხოვრობ. მადლობას გიხდი, რომ ნახულობ დროს ტექსტის ასაკრეფად.

ციტატა
ეს სტატია დაიბეჭდა მართლმადიდებლურ ჟურნალ "კარიბჭეში" (შეიძლება ბევრმა ნახეთ კიდეც),რომელიც ეხება ქართველი ემიგრანტების იქაურ საერო და სასულიერო ცხოვრებას.თქვენის ნებართვით სტატიას სიდიდის გამო ნელ-ნელა ავკრეფsmile.gif ვფიქრობ ასე თუ ისე საინტერესო უნდა იყოს.ვიღაცამ შეიძლება საკუთარ მაგალითსაც შეადაროსsmile.gif... აქვე მოდი ვისაუბროთ თქვენს სულიერ ცხოვრებაზე ქართველო ემიგრანტებო.გამიგია(ამ ფორუმზეც),რომ ბევრი ვერ ახერხებს ეკლესიაში სიარულს,ზოგჯერ არის ისეც,რომ ახლომახლო ვერ პოულობენ მართლმადიდებლურ ტაძრებს


ჩემ აზრს აუცილებლად შემოგთავაზებთ ცოტა მოგვიანებით.



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 1 2008, 08:03 PM
პოსტი #4


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



Bodbeli

ციტატა
მე მაგრად მაინტერესებს ეგ სტატია, იქნებ იმოტომაც რომ მიუნხენში ვცხოვრობ. მადლობას გიხდი, რომ ნახულობ დროს ტექსტის ასაკრეფად.


გაიხარე 2kiss.gif

შენც მადლობა,რომ გაინტერესებს,და ტყუილა არ ვწვალობ biggrin.gif smile.gif

ისე,ვფიქრობ,არამარტო უცხოეთში,არამედ აქ მყოფებსაც უნდა გვაინტერესებდესsmile.gif პირადად მე,ბევრი რამ გავიგე,გულთან უფრო ახლოს მივიტანე ემიგრანტთა გასაჭირი.
ეკლესია მართლაც დიდ როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში,უვსებს სულიერ სიცარიელეს,ასევე საშუალებას აძლევს შეხვდნენ,გაიცნონ იქაური ქართველები.
წარმოიდგინეთ,რა კარგია,როცა ქართულის არმცოდნე ბავშვებს სამრევლო სკოლას გაუხსნი,ყოველგვარ ღონეს იხმარ,რომ არ დაივიწყონ მშობლიური ენა,შეინარჩუნონ ქართული გენი,ქართული სული,ზნე და წეს-ჩვეულებებიsmile.gif



- როგორც ვიცი,მიუნხენში ძალიან ბევრი მართლმადიდებლური სიწმინდეა.


მთავარანგელოზ მიქაელის კათოლიკურ ეკლესიაში ინახება წმინდა კოზმა და დამიანეს თავის ქალები.მამა მამუკა აქ ხშირად ატარებდა პარაკლისებს.ბევრი სიწმინდეა დაცული მიუნხენის მუზეუმის ოქროს ფონდში.საგანგებოდ გამოყოფილ ერთ ოთახში მოთავსებულია ღვთისმშობლის კაბის ნაკვეთი,ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების სხეულის ორი ნაწილი,წმინდა ბარბარეს ხელის ნაწილი,წმინდა იოანე ოქროპირის ხელის ნაწილი,პეტრე მოციქულის თმა და მრავალი სხვა სიწმინდე.


- საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გქონიათ?


- ყოველ ზაფხულს ვახერხებდით საქართველოში ჩამოსვლას და ბავშვებისთვის ბებია-ბაბუის მოსიყვარულებას.უკან დაბრუნება კი გვიჭირდა,მაგრამ მრევლი გველოდებოდა და მათ მიტოვებას ვერ ვბედავდით.ცოტა ხანში საქართველოდან არქიმანდრიტი ლაზარე გამოგზავნეს.ძალიან გაგვიხარდა მიუნხენში კიდევ ერთი მოძღვრის ჩამობრძანება.საქართველოში წამოსვლის შემდეგ ღვთისმსახურებას მამა ლაზარე და მამა თამაზი აღავლენენ. მამა თამაზი მიუნხენის ტაძარში მედავითნეობდა და მართლმადიდებლური თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. მეუფე აბრაამისგან გამიგია,რომ ძალიან რთულია უცხოეთში დიდხანს მსახურება,რადგან ეს დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს. ალბათ ამ დაცლილი ენერგისს შესავსებად საქართველოში დაბრუნება იყო საჭირო.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Sep 17 2008, 05:30 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



უცხოეთში მცხოვრები ქართველების უმეტესობა სამშობლოში დაბრუნდა.ბევრიც კიდევ იქ ყოფნას ამჯობინებს. ვესაუბრე გერმანიიდან ახალდაბრუნებულ ორ გოგონას.

ნინო ჭინთავა ორი წელი მუშაობდა და სწავლობდა გერმანიის ქალაქ ჰანოვერში.სამშობლოს მონატრება მას მამა მამუკამ გადაატანინა.

- მიუნხენი საკმაოდ შორსაა ჰანოვერიდან და ყოველ შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე დასწრება გვიჭირდა.ამიტომ მოძღვარს ტელეფონით,ინტერნეტით,ხან ფოსტითაც კი ვუკავშირდებოდით.ვისმენდით მის ტკბილ და იმედიან სიტყვას.ერთ-ერთ ყველიერის კვირას მგალობლებთან და მედავითნესთან ერთად ჩვენი თხოვნით ჰანოვერშიც გვესტუმრა და რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა.ჰანოვერში დაახლოებით ორი ათასამდე ქართველი ცხოვრობს,ყველას თავისი საქმე აქვს,მაგრამ ამ დღისთვის ყველამ გამონახა დრო და მსახურებაში მიიღო მონაწილეობა.მამა მამუკას მერე არქიმანდრიტი ლაზარე ჩამობრძანდა და წირა ჩვენთან,რუსულ ტაძარში.


- საქართველოს მონატრებას როგორ იქარვებდით?

- ხშირად ერთად ვიკრიბებოდით.საქართველოდან გვიგზავნიდნენ პატრიარქის ქადაგებებს,წირვის ჩანაწერებს,საეკლესიო ჟურნალებს,მათ სორის "კარიბჭესაც". ძირითადად ამით ვკმაყოფილდებოდით.
მერწმუნეთ,უცხოეთში დალხინებული ცხოვრება არავის აქვს.ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს.გერმანიიდან წამოსვლის შემდეგ მამა მამუკასთან დავიწყე ტაძარში სიარული,რადგან ერთი ტკივილი გვაქვს ორივეს გადატანილი.

ნინო შონიასთან საუბარიც ასეთივე ემოციური აღმოჩნდა.ნინოს თქმით,სულიერი მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა,უცხოეთში ცხოვრება უფრო გაუჭირდებოდა. ეკლესიაში სიარულით ქართველებს და საქართველოს უახლოვდებოდა.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 17 2008, 07:09 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 17 2008, 09:14 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(staywhite @ Sep 17 2008, 07:09 PM) *

მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,სამწუხაროდ ეს მე ჩემს ხალხში ვერ ვნახე...აწი აღარც მივალ იქ,სადაც სითბოს ვხედავ,ცხადია იქ დავრჩები. უფალი კი ენების მიხედვით არ არჩევს არც მოძღვარს და არც მრევლს,ამიტომ როგორც აქამდე ვუსმენდი სერბულს,ისე მოვუსმენ აწიც...


მე საერთოდ ამ საკითხისადმი ნამეტანი არატრადიციული დამოკიდებულება მაქვს.
ერთის მხრივ ცხადია აუცილებელია ქართული გარემოს არსებობა უცხოეთში, რადგან ეს იქ არსებულ ადამიანებს უადვილებს ცხოვრებას და ზოგადად ის რაც აღწერილია ზემოთ მოყვანილ წერილში - აბსოლუტურად მართალია. მაგრამ არის ერთი მაგრამ:

ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს და არ უნდა გადაიქცეს ასეთი ეკლესიები ეთნიკურ გეტტოდ. ვამბობ იმას, რომ როგორც წესი ეკლესია მოწოდებულია ახაროს მართლმადიდებლობა მსოფლიოში და როდესაც იხსნება ახალი ეკლესია სადმე, რა თქმა უნდა გამომდინარე ეთნიკური ფაქტორისა, აუცილებელია რომ ეკლესიამ არ დაივიწყოს თავისი მრევლი, მაგრამ ასევე უნდა ახსოვდეს, რომ ის მოწოდბულია ხარებისთვის და იმისათვის რომ ადამიანი მოაქციოს - არ უნდა გახადოს ის ადამიანი: რუსი (თუ "რუსული" ეკლესიაა) ქართველი (თუ ეკლესია "ქართულია").

მე მინახავს ასეთი მართლმადიდებელი იტალიელი, რომელიც გამარჯობასაც ბერძნულად ამბობდა - ერთი შეხედვით არაა ცუდი, მაგრმ პრობლემა ისაა, რომ ასეთ პირობებში არცთუ ბევრი შეიცვლის ეთნიკურობას, რომ გახდეს მართლმადიდებელი. და ამიტომ არცთუ ბევრი მართლმადიდებელია იტალიაში იტალიელი - იმიტომ, რომ მათ უნდა აირჩიონ არა კათოლიციზმსა და მართლმადიდებლლობას შორის მარტო (არადა ეს არის სრულიად საკმარისი), არამეტ შეიცვალონ ეთნიკური მიდრეკილებაც.

მიზეზი ყოველივე ამისა ისაა, რომ რუსულ ეკლესიაში წირვა სლავურადაა მხოლოდ, ბერძნულში - ბერძნულად მხოლოდ და ქართულში ქართულად მხოლოდ, იმის ფონზე რომ კათოლიკურ ეროპაში ძალიან ცოტაა ევროპული სრულფასოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები - უცხოელები არ მოდიან ეკლესიაში.

ანუ, კარგია რომ სამრევლო სკოლები არსებობს ქართული, მაგრამ ქართულ ეკლესიას, ის მისიაც ავალია, რომ იქადაგოს უცხოეთში და თუ ამას არ ასრულებს,და ეს ნიშნავს, რომ წირვა უნდა ტარდებოდეს აგრეთვე ადგილობრივ ენაზე, მაშინ ის თავის დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ ნაწილობრივ.

არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვაყალიბე.

პ.ს.
მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 17 2008, 09:28 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 17 2008, 09:14 PM) *

მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში.

ახალი მიდრეკილება, ეთნოგლობალიზმი მართლმადიდებლობაში.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 17 2008, 09:32 PM
პოსტი #9


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



კანუდოსელი
ციტატა
მიზეზი ყოველივე ამისა ისაა, რომ რუსულ ეკლესიაში წირვა სლავურადაა მხოლოდ, ბერძნულში - ბერძნულად მხოლოდ და ქართულში ქართულად მხოლოდ, იმის ფონზე რომ კათოლიკურ ეროპაში ძალიან ცოტაა ევროპული სრულფასოვანი მართლმადიდებელი ეკლესიები - უცხოელები არ მოდიან ეკლესიაში.


გეთანხმები, არამართლმადიდებლებისთვის მართლმადიდებლობის გასაცნობად და მისაღებად ეს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს

ციტატა
მე მირჩევნია ხოლმე არ მივიდე ქართულ ეკლესიაში როცა უცხოეთში ვარ - ნამეტანი ეთნოფილეტიზმი გამოსჭვივის ხოლმე ჩვენ ეკლესიებს უცხოეთში.


მე მენატრებოდა ქართულად წირვა-ლოცვის მოსმენა smile.gif


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 17 2008, 09:37 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



ციტატა(staywhite @ Sep 17 2008, 07:09 PM) *

მე ცუდი გამოცდილება მაქვს ქართულ წირვაზე დასწრების.მრევლს ვგულისხმობ და არა მოძღვარს. ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ,მე ვიყავი უცხო და არც არავინ დაინტერესებულა ეკითხა რამე,სითბო ეჩვენებინა,შავი ცხვარივით მიყურებდნენ,მაგრამ არც არაფერი, საღამოს ჩემს მოძღვარს ქონდა მსახური სერბების ეკლესიაში და იქ წავედი,იქ მშობლიურად ვარ მიღებული, მთელი ეს წლები მამა მარკომ და მისმა მრევლმა გადამატანინა, სითბო და სიახლოვე არ მომკლებია მათი მრევლისგან,

ეკლესიაში ხალხის გასაცნობად და სალაპარაკოდ კი არა უპირველესდ ლოცვისთვის დავდივართ.
სერბულ ენაზე თუ უფროდ კარგად გესმის ლოცვა ვიდრე ქართულზე ეგ სხვა საქმეა, და ისე ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა ადამიანების სანახავად და მოსაკითხად.
რაც რა თქმა უნდა უცხო არაა ქართული მართლმადიდებლური გარემოსთვის.
და რაც ზემოთ დაწერე შავი ცხვარივით მიყურებდენო, იქნებ იმათი ბრალი არაა, და თეთრი ცხვრის ქურქით რო მიხვიდე?
ეხლა გავიპარე თორე ჯერ ცემა და მერე დახვრეტა ზედ მაქვს.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 17 2008, 09:59 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სარდიონ
ციტატა
ეკლესიაში ხალხის გასაცნობად და სალაპარაკოდ კი არა უპირველესდ ლოცვისთვის დავდივართ.
სერბულ ენაზე თუ უფროდ კარგად გესმის ლოცვა ვიდრე ქართულზე ეგ სხვა საქმეა, და ისე ეკლესიაში ღმერთთან მივდივართ და არა ადამიანების სანახავად და მოსაკითხად.
რაც რა თქმა უნდა უცხო არაა ქართული მართლმადიდებლური გარემოსთვის.
და რაც ზემოთ დაწერე შავი ცხვარივით მიყურებდენო, იქნებ იმათი ბრალი არაა, და თეთრი ცხვრის ქურქით რო მიხვიდე?
ეხლა გავიპარე თორე ჯერ ცემა და მერე დახვრეტა ზედ მაქვს.


ღმერთთან მე სერბულ ეკლესიაშიც მივდივარ და მივდიოდი, და იმ ქართულ წირვაზე კი მხოლოდ იმიტომ წავედი,რომ ჯერერთი ქართულად მენტრებოდა მოსმენა და მეორეც ჩემი ხალხის ნახვა მინდოდა,რაც სრულიად ბუნებრივია უცხოეთში, იქ ტრაპეზი იყო წირვის მერე, არა მგონია სმა-ჭამა ღმერთთან მისასვლელად ქონოდათ გახსნილი,არამედ ერთმანეთის დასაახლოვლებლად. შენ სულაც არ იცი რანაირი მივედი მე, ყველაზე წესიერად ჩაცმული სწორედ მე ვიყავი და მაგ შენი სანაქებო გოგოშკებისაგან განსხვავებით არ მქონდა გადმოყრილი ძუძუ-მკერდი და უკანალი არ მიჩანდა გამომცვევად შარვლებში ან მოკლე სარაფნებში,რომელიც ცხოვრებაში არ ყოფილა ჩემი მახასიათებელი , გარეგნობა და მოქცევის წესები მე არ მაკლია და ახლა ვინმეს თუ თავზე ვერ დავაჯექი,ეგ ჩემი პრობლემა არაა ... ქურქები და მასკები ეკლესიაში არ მჭირდება კიდევ. და შენნაირი კაცები კიდევ მინი კაბებით იყვნენ გართული, ვიდრე "ღმერთთან მისვლით", ასე რომ შეეშვი (************)


კანუდოსელი

გაიხარე, ზაზა kiss1.gif ვინ თქვა წიგნიერება არ განსაზღვრავს კულტურასო 2kiss.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 17 2008, 10:08 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(სარდიონ @ Sep 17 2008, 09:28 PM) *

ახალი მიდრეკილება, ეთნოგლობალიზმი მართლმადიდებლობაში.


არანაირი მიდრეკილება არაა, უბრალოდ ეთნოფილეტიზმს გავურბივარ biggrin.gif

პ.ს.
ეთნოგლობალიზმი არასწორი ტერმინია, თუ გლობალურია, ეთნო ვერ იქნება და პირიქით.
ხოლო გლობალურს რაც შეეხება გლობალისტი ვარ, რადგან ვარ მართლმადიდებელი,ეს კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა ქადაგებს: მრწამს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია,ეს კათოლიკე კი სხვა არაფერია, თუ არა გლობალური.

ეკლესია ქართული არაა, ის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 17 2008, 10:08 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ეკატერინე
ციტატა
გეთანხმები, არამართლმადიდებლებისთვის მართლმადიდებლობის გასაცნობად და მისაღებად ეს მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს


მასეა, მაგრამ სერბულ ეკლესიებში მიდიან ძირითადად ქართველები, თუ ახლოს ქართული არ არსებობს. ესეც რამდენიმე წელია,რაც ქართულები არსებობს (ჩემგან შორს არიას,მარა მაინც), ადრე სად იყო ქართული ეკლესია აქ.ჩემთან სტუმრად რომ ჩამოდიოდნენ მღვდელები საქართველოდან, მამა მარკო თხოვდა ჩაეტარებინათ ქართულად წირვა,ჩემი და რამდენიმე მედავითნე და მგალობელი ქართველების სიყვარულის გამო,თუმცა ამ ქართულ წირვას სერბებიც ესწრებოდნენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 17 2008, 10:54 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კანუდოსელი
ციტატა
პ.ს.
ეთნოგლობალიზმი არასწორი ტერმინია, თუ გლობალურია, ეთნო ვერ იქნება და პირიქით.
ხოლო გლობალურს რაც შეეხება გლობალისტი ვარ, რადგან ვარ მართლმადიდებელი,ეს კი იმიტომ, რომ მართლმადიდებლობა ქადაგებს: მრწამს ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესია,ეს კათოლიკე კი სხვა არაფერია, თუ არა გლობალური. ეკლესია ქართული არაა, ის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა


მაგას ცოდნა უნდა, ხომ იცი, რომ არც პირველია დამცინავი და აგრესიული პოსტები,რომლითაც მხოლოდ საკუთარ თავს დასცინიან...


პ.ს. CERN-ის ამბებზე რამე ინფო თუ გაქვს იქნებ დაწერო შესაბამის თემაში,აქ არ აცხადებენ არაფერს, ჯერ ადრეა smile.gif გარეთ კიდევ არ გავსულვარ რაიმე სპეციალური ჟურნალი რომ ვიყიდო , ინტერნეტში კიდევ სხვადასხვა ინფორმაციაა. ძველ კოლეგებთან კიდევ მერიდება კაი ხნის მერე მიწერა ასე ამის გამო ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Sep 17 2008, 11:00 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



staywhite
kiss1.gif
სულაც არ გავბრაზდი.
laugh.gif


კანუდოსელი
შენ ქართველი ხარ , ესე იგი ხარ ევროპელი.
smile.gif


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Sep 17 2008, 11:11 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



სარდიონ
ციტატა
kiss1.gif
სულაც არ გავბრაზდი.


კაი, რახან ძველი მეთოდი გამოიყენე ქალის შესარიგებლად, აღარ გეჩხუბები...
და მოვშლი იქ რაცხაებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salome zhvania
პოსტი Feb 18 2010, 06:03 AM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-February 10
მდებარ.: USA
წევრი № 8,188



გამარჯობათ!... მე გაცვლითი სტუდენტი ვარ ამერიკაში, სულ რაგაც 10 თვით ვარ აქ, თავიდან მეგონა ძალიან ცოტა დრო იყო და მალე გავიდოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო მიჭირდა აქ ყოფნა, ძალიან ცუდად ვიყავი, ძალიან.... მაგრამ,ღვთის წყალობით, აქ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ვიპოვე და რაც იკ დავიწყე სიარული და მამაოსთან საუბარი, შავი თეთრად შეიცვალა, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ყველაფერი როგორ დაუბრუნდა თავის ადგილს გონებაში, აი, მაშინ მივხვდი თურმე ტაძარს რამოდენა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ "სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია პოვოს ნეტარება", მიუხედავად იმისა რომ წირვა რუსულ ენაზეა, საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ იქ, და ამას ისიც განაპირობებს რომ ძალიან მოსიყვარულე და თბილი მამაო და მრევლია იქ, ძირითადში რუსები... იქ ის მივიღე რაც აქ ყველაზე ძალიან მაკლდა-სითბო და უდიდესი სიყვარული..... აქ უამრავ რელიგიას გადავაწყდი, მაგრამ, არც ერთი აღმსარებლობის ხალხში არ არის ისეთი სუფთა და წმიდა სიყვარული, როგორიც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს გვაქვს, და სწორედ ეს უნდა შევინარჩუნოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს.... რაც შეეხება წირვას, მშობლიურ ენაზე წირვის მოსმენას რა ჯობია ხალხო?! რა ჯობია იმას როცა უფალს საკუთარ ენაზე ადიდებ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 18 2010, 04:35 PM
პოსტი #18


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



salome zhvania
2kiss.gif

ესე იგი შენზე ზედგამოჭრილია ეს სიტყვები
ციტატა
ეკლესია და მოძღვარია ერთადერთი,რაც იქაურებს ასულდგმულებს

biggrin.gif smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salome zhvania
პოსტი Feb 22 2010, 12:28 AM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-February 10
მდებარ.: USA
წევრი № 8,188



smile.gif ჩემთვის მართლა ასე ყოფილა, კი ვერ ვხვდებოდი მაგას თავიდან... მინდა რო ყველასთვის ასე იყოს, და პრინციპში არის კიდევაც, უბრრალოდ ამას ვერ ხვდებიან ჯერ-ჯერობით, დრო უნდა ალბათ ყველაფერს... (და სურვილი რათქმაუნდა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 03:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი