IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > »   
Reply to this topicStart new topic
> რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები.
lingvo
პოსტი Jan 18 2010, 02:45 PM
პოსტი #61


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



k@the
გასაგებია შენი აზრი ქეთი. საბოლოოდ ადამიანის გადასაწყვეტია ვის მიაჩნია დასაშვებად და ვის დაუშვებლად.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 18 2010, 02:57 PM
პოსტი #62


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456





საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს


"სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს," - აცხადებს ჟორდანიას სახ. ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის, დაუშვებელია: "ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია."

გასულ კვირას თსუ-ში მედიკოსთა პირველი ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო კონფერენცია თემით "ადამიანის რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე საკითხები და პრენატალური მედიცინა" გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს და შვეიცარიის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მოხსენებებით გამოვიდნენ. საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენებით ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძე გამოვიდა.

როგორც ხომასურიძე ამბობს, კონფერენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოში რეპროდუქციის სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კიდევ ბევრი სამუშაოა. საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს. ეს საკმაოდ ბევრია. მათ შორის ყველაზე უფროსი უკვე 8 წლისაა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა 300 ათასიდან 15 ათასამდე დავიდა. არც ესაა ცუდი მაჩვენებელი. მართალია, ამის საპასუხოდ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეპროდუქციული აქტივობა, ანუ მშობიარობის რაოდენობა, შემცირდა. 1987 წელს მშობიარობის რაოდენობა 100 ათასი იყო, ახლა 50 ათასია, ანუ ორჯერ ნაკლები. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ აბორტების რიცხვიც 20-ჯერ შემცირდა. სპეციალური კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კონტრაცეპციის მოხმარების სიხშირემ ქვეყანაში 50%-ს, ხოლო თბილისში 65%-ს მიაღწია. ანუ, თბილისში მცხოვრები ქალების 65% კონტრაცეპტივებით სარგებლობს. 1987 წელს კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი 0% იყო. მაშინ მხოლოდ აბორტს მიმართავდნენ.

არჩილ ხომასურიძე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც ქალებს უშვილობის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ შველით. ს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.

რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.


ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.

ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა მათ რიგებს უნგრეთიც დაემატა, ხელოვნური განაყოფიერების სამი მცდელობის საფასურს სახელმწიფო იხდის. ჟორდანიას ინსტიტუტში დღეში ორი ბავშვის ჩასახვა ხორციელდება. 18 წლის მანძილზე სახელმწიფოსგან არაფერი არ მიუღიათ. ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ დეპოპულაცია, ანუ ერის გადაგვარება ხდება. ამ დროს უშვილობის მკურნალ საავადმყოფოს ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩილ ხომასურიძის თქმით, საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ მათი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს.
უშვილობისას ქალებში ძალიან პრობლემატურია ანოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება. ეს ძირითადად ენდოკრინული ტიპის უშვილობაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. საქართველოში ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენს ქალებში ძალიან გავრცელებულია პოლიკისტოზი. ამ დაავადების მაჩვენებელი ჩვენთან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამის მიზეზი არავინ იცის და ეს ანოვულაციაში, უშვილობაში და ჭარბთმიანობაში მჟღავნდება. მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, გამომწვევი მიზეზები არავინ იცის. დროულად თუ ჩაერევით, 90% განიკურნება და ორსულობაც შედგება.

არანაკლები პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მამაკაცები. ქალებს სპეციალური სამსახური და ექიმები ემსახურებიან. მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია სრულიად მიუხედავია. მთელს ქვეყანაში ანდროლოგიური განყოფილება, ანუ მამაკაცებისთვის სპეციალური განყოფილება მარტო ჟორდანიას ინსტიტუტშია. მსოფლიოშიც ასეა, სპეციალური ანდროლოგიური საავადმყოფოები ან კონსულტაციები არაა. ევროპაშიც ასეთი დაწესებულება თითო-ოროლაა. ასე რომ, მამაკაცები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ძალიან დაჩაგრულები არიან.
სპერმატოგენეზის დარღვევისა და იმპოტენციის მიზეზი ძირითადად ეკოლოგია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ყველაზე ცუდ გავლენას დაბინძურებული ეკოლოგია ახდენს. სპერმაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ ანტიბიოტიკები. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან. ყველა ერთნაირად აზიანებს სპერმატოზოიდებს. ასევე მნიშვნელოვან და ცუდ გავლენას ახდენს სიმსუქნე. ეს მამაკაცებისთვის საშინელი დაავადებაა.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ბაქტერიების ეპოქა დამთავრდა და ახლა ვირუსების სირთულის წინაშე ვდგავართ. ვირუსზე არავითარი ანტიბიოტიკი და არც სხვა რამ არ მოქმედებს. ვირუსთა შორის განსაკუთრებით საშიშია პაპილომის ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ქალების 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 99%-ია ინფიცირებული, ხოლო ციტომეგალოვირუსიც დაახლოებით ამავე მასშტაბებს მოიცავს. ის ქალებში ორსულობას წყვეტს. დანარჩენი ვირუსები სხვებთან შედარებით ნაკლებად საშიშია.

ნინო ფრანგიშვილი


წყარო: http://www.medportal.ge/pg2.php?Id=1650&ac...d=130&act2=full

2008.02.12


ვიმსჯელოთ ამ სტატიაზე.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 18 2010, 09:41 PM
პოსტი #63


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
ვიმსჯელოთ ამ სტატიაზე.

სამწუხაროა, რომ ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამგვარი დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად ძალიან მცირედი ყურადღება ექცევა ხელოვნური განაყოფიერების ამაღლების დონეს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 18 2010, 11:07 PM
პოსტი #64


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ციტატა( გიორგი @ Jan 18 2010, 09:41 PM) *

lingvo

სამწუხაროა, რომ ისეთ მცირერიცხოვან ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამგვარი დემოგრაფიული პრობლემების მიუხედავად ძალიან მცირედი ყურადღება ექცევა ხელოვნური განაყოფიერების ამაღლების დონეს.

პირიქით, მე მიხარია რომ არ პოვა ამ მეთოდმა გავრცელება. ეს მეთოდი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ესეც კიდევ ერთი არგუმენტი შენთვის.

ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია.

რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს.

ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 19 2010, 10:43 AM
პოსტი #65


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
პირიქით, მე მიხარია რომ არ პოვა ამ მეთოდმა გავრცელება.

აქ სასიხარულო არაფერია. ერთის მხრივ ეს უარყოფითად აისახება ჩვენს დემოგრაფიაზე, მეორეს მხრივ კი გარკვეული რაოდენობის უშვილო ოჯახებს დაანგრევს. ბევრი საკმაოდ შეყვარებული წყვილი აბსოლუტურად უჩხუბრად და უკონფლიქტოდ დაშორებია ერთმანეთს უშვილობის მიზეზით. (თუმცა, თავის მხრივ, არც ეს არის სწორი, მაგრამ ფაქტია...)
ციტატა
ეს მეთოდი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის ესეც კიდევ ერთი არგუმენტი შენთვის.

კიდევ ერთი არგუმენტიო? აქამდე ხომ უამრავი არგუმენტი დაიწერა... rolleyes.gif

არ ვიცი, ამაზე სამედიცინო სფეროში გარკვეული ადამიანები უკეთესად დაწერენ, ისე ნებისმიერი ოპერაცია/მკურნალობა შეიცავს რისკებს/უკუჩვენებებს, მაგრამ ამისთვის საჭიროა არა მასზე უარის თქმა, არამედ მეთოდების დახვეწა და გარანტიების ალბათობის ამაღლება.

ციტატა
ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია.

ციტატა
ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს.

მერე?
ჩემი აზრით ისე უნდა დაიხვეწოს ეს პროცესი რომ 80-90% იყოს გარანტია.




--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Jan 19 2010, 06:59 PM
პოსტი #66


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



გიორგი
მოკლედ გიორგი ვერაფერში შევთანხმდით. შენ მომხრე ხარ ამ მეთოდის და მე წინააღმდეგი. სამედიცინო სფეროში გარკვეული ადამიანი ვარ და როგორ დაგიწერო უკეთ, რაც აქ მოგიყვანე არგუმენტები (პროცენტულადაც) რამხელა რისკთანაა დაკავშირებული ეს ჩარევა, მაგრამ შენ ადარებ ნებისმიერ ოპერაციას რომელიც რისკთანაა დაკავშირებული და ასე საერთოდ ცხოვრება რისკთანაა დაკავშირებული და მივდივართ აბსურდამდე და უაზრო დისკუსიამდე. ერთი სიტყვით რაც დაიწერა ვისაც უნდა დაიჯერებს და ვისაც არ უნდა არა smile.gif

მამა ანდრიას პასუხიც მოვიძიე: http://church.ge/index.php?showtopic=4860


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jan 19 2010, 09:42 PM
პოსტი #67


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



lingvo
ციტატა
მამა ანდრიას პასუხიც მოვიძიე

ეს პასუხი ოდნავ სხვაგვარია. საქმე ეხება ჩანასახის მკვლელობას. ამის მომხრე არც მე ვარ, რადგან ის (ჩანასახი) სრული გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია - მაშასადამე ადამიანიც.

ის იდეაც გაუგებარია ჩემთვის თუ რას ნიშნავს ის რომ ჩანასახს მოგვიანებით ეძლევა სული. ესიც თითქმის აბსურდია. ამაზე უფრო ლოგიკური ისაა, რომ საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს სული. ეს ყველაფერი მიწერია ზემოთ.

ანუ მკვლელობა - არა. no.gif

მე პრინციპული წინააღმრდეგი ვარ მკვლელობის, მაგრამ თუ მოხერხდება ხელოვნური განაყოფიერება მკვლელობის გარეშე, შემცირდება შედეგიანობის რისკები და ა.შ. თვითონ ხელოვნური განაყოფიერება დასაშვებია.


ციტატა
რამხელა რისკთანაა დაკავშირებული ეს ჩარევა

რამხელაც არ უნდა იყოს ეს რისკი...
საჭიროა მეთოდების დახვეწა და შედეგიანობის ამაღლება. ვინც რისკავს ის საკუთარ თავზე იღებს ამ ყველაფერს და მას აქვს უფლება საკუთარი სიცოცხლითაც აგოს პასუხი თუ ასე ძალიან უნდა შვილი და ამდენად უღირს რისკი.


P.S. დიპლოიდური უჯრედის (ზიგოტას) განადგურება ძალიან ძალიან ცუდია... ამას ბევრი ათეისტიც კი ეწინააღმრდეგება და ძალიან ხანგრძლივი დისკუსიის საგანია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 15 2010, 10:11 PM
პოსტი #68


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



იცით რა მაინტერესებს? ნებისმიერი ქორურგი და მიკროქირურგი იყენებს ადამიანის გვამებს, უკეთ რომ შეისწავლონ ადამიანის ანატომია.

ერთის მხრივ, კარგია ეს მეთოდი, ანატომიის უკეთ შესასწავლად, მაგრამ მეორე მხრივ ცოდო არ არის ის ადამიანი, ესე რომ აწვალებენ,მერე რა რომ გარდაცვლილია. user.gif

საინტერესოა ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხზე (თუ იცით, რა თქმა უნდა)


იმედია მიმიხვდით, რა ვიბოდიალე


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 15 2010, 10:32 PM
პოსტი #69


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ა ნ უ კ ა

ის ადამიანი ნაკლებად არის ცოდო, ვის გვამსაც იყენებენ ანატომიის, პათანატომიის თუ ტოპანატომიის შესასწავლად.
ცოდვას სჩადის (და შესაბამისად ცოდოა) ადამიანი, ვინც იყენებს ადამიანის გვამს ამ მიზნისთვის.
გამოსავალი : მეტნაკლებად სრულყოფილი მულაჟები (თუმც, ისინი ვერანაირად შეცვლიან სრულფასოვნად ნატურალურ სხეულს)


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 15 2010, 11:27 PM
პოსტი #70


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ა ნ უ კ ა
ციტატა
ერთის მხრივ, კარგია ეს მეთოდი, ანატომიის უკეთ შესასწავლად, მაგრამ მეორე მხრივ ცოდო არ არის ის ადამიანი, ესე რომ აწვალებენ,მერე რა რომ გარდაცვლილია


ზრუნვა და მოფრთხილება ჩემი აზრით სხეულში მოთავსებულ სულს უფრო უნდა. უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა. ინკვიზიცია ხომ არ არის...
გიორგი
lingvo
ხელოვნური ჩასახვა ორი კუთხით უნდა განვიხილოთ, პირველი სულიერი და მეორე მეცნიერული მხრივ, რომელიც დემოგრაფიასაც იტევს.
უპირველეს ყოვლისა სულიერი მხარე განვიხილოთ: ვინაიდან უშვილობას ან ერთი მშობლის ან ორივეს ერთად პათოლოგია განაპირობებს, ჩდება კითხვა, ხომ არ არის ეს ფაქტი ღვთის მინიშნება, ან უარესი -სასჯელი? პასუხიც იქვეა... თუ უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება და თმის ღერიც არ ვარდება ძირს, ხომ არ არის უფლის ნების წინააღმდეგ წასვლა ეს ხელოვნური ჩარევა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია-კი.
მეორე ვერსიით: მიუხედავად იმისა რომ ეკლესია არ ეწინააღმდეგება მეცნიერებას და არც არსად თქმულა ამის შესახებ, მეცნიერება ყოველთვის სწორ გზას ვერ ირჩევს თავის კვლევებში. მახსენდება მაიმუნის და ადამიანის შეჯვარების მცდელობა გასული საუკუნის 40-47-იან წლებში. რაც შემდეგაკრძალეს. საბჭოთა მეცნიერი კი ევროპაში გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ვინაიდან ადამიანი უფალმა მის ხატად შექმნა და უბოძა მას დედამიწის (სამყაროსაც?) მეუფება, აქედან ცხადია რომ უსაზღვროა ადამიანის გონი და შესაძლებლობა, მან ხელოვნურად რობოტიც შეექმნა და ახლა ხორციელ შექმნასაც ცდილობს დაეუფლოს. შემქმნელი ხომ არ უტოლებს ამით უფალს თავს და შესაქმეს ხომ არ ანხორციელებს? მე მგონი კი. უფლის საქმეში ჩარევა კაცობრიობას სიკეთეს ვერ მოუტანს. ამპარტავნებით კი დაჯილდოვდება. ამპარტავნება არ არის იმის იმედი რომ დავხვეწავთ და რისკი შემცირდებაო?
ეს ყველაფერი ათეისტური მსოფხედველობისათვის არ არის განკუთვნილი და ტყუილად ნუ ჩაერევა ათეისტი.
ათეისტს რომ კითხო მეცნიერების გამვითარებით თვით ღმერთის შექმნაც შეიძლება (უფალო შემინდე მარხვაში მსუბუქი ცინიზმი)... რაც შეეხება დემოგრაფიულ მაჩვენებლებს ხელოვნურად ჩასახული ბავშვების ხარჯზე ღიმილისმომგვრელია... მაგას ის ჯობს უკვე შექმნილებს გაუფრთხილდეთ და საზარბაზნეთ ნუ გავიმეტებთ ხალხს. (არსებობს ამის ფაქტები და არა მარტო ჩვენთან)ან აურაცხელი აბორტები რომ კეთდება იმაზე გავახილოთ თვალი.
ხელოვნური ჩასახვა ხალხის საკეთილდღეოდ კი არა უგვარტომო უნივერსალური ადამიანის შესაქმნელად არის შემოტანილი. მაგის დახვეწა და მეუღლის ფენომენიც გაქრება, და გეტყვიან აი ბრილიანტივით სპერმაო, რასაც ვერ გაუწევ წინააღმდეგობას მანამდე მაგის განკარგულებაც გამოვა ტან სამშობლოს საჭიროებისათვისო გეტყვიან...
ბევრი შეიძლება ამაზე ისაუბრო, მაგრამ ღმერთთან გატოლების სურვილი ლუციფერის შემდეგ ადამიანსაც თუ გაუჩდებოდა არ მეგონა... კიდევ იტყვით რა....
ჩამორჩენილიtongue.gif , მაგრამ მაინც სწორი
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 16 2010, 12:37 AM
პოსტი #71


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(abo @ Feb 15 2010, 11:27 PM) *

უსულო სხეულზე ზემოქმედება არამგონი ცოდვა იყოს, თუმცა არც სასიამვნოა.

ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 16 2010, 02:11 AM
პოსტი #72


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



terra
ციტატა
ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.

ვერ შეგეწინააღმდეგები, მეც მაგ აზრის ვარ, მაგრამ იქვე მახსენდენა უფლის სიტყვები: თქვენ მე წამომყევით, მიცვალებულს მიცვალებულები მიხედავენო. მოციქულებმა უდროობა რომ მოიმიზეზეს.
უსულო სხეული ფაქტია გაპატიოსნებას მოითხოვს და დაკრძალვას, მაგრამ ეს ყველაფერი მე მგონი სულის საპატივცემულოდ კეთდება, თუ არა მიწა ხარ და მიწად იქეციო უფალი გვეუბნება. ე.ი. სხეული უკვალოდ ქრება. მაგრამ სათნოებას მაინც ვერ გაურბივარ.ისე სათნოებაა პატიმრის მონახულება და ავადმყოფის მოვლა, მაგრამ თუ ვერ მოვახერხეთ ცოდვაში არ გვეთვლება ალბათ. არა არა მაინც შენ ხარ სწორი.
აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 16 2010, 02:33 AM
პოსტი #73


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(terra @ Feb 16 2010, 12:37 AM) *

ამაში კატეგორიულად ვერ გეთანხმებით.
გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი სათნოება, სწორედ, მიცვალებულთა დაფლვაა.
ასევე, არსებობს ისეთი მოვლენა, როგორიცაა მიცვალებულის გაპატიოსნება.
რაღაც არ მგონია, ღმერთმა სათნოებად შეგვირაცხოს ცხედრის ჯიჯგვნა, თუნდაც კეთილი მიზნებისთვის.

აი მეც ესე ვფიქრობ და იმიტომაც ვიკითხე

ერთ გადაცემაში ვუსმენდი, მიკროქირურგი ამბობდა: არტერიაში წითელ მელანს ვასხამთ, ვენაში-ლურჯსო და პრაქტიკანტები მუშაობენო blink.gif

abo
ციტატა
ზრუნვა და მოფრთხილება ჩემი აზრით სხეულში მოთავსებულ სულს უფრო უნდა

მართალი ხართ აბო ძია. მითუმეტეს ჩემი პროფესია გვამების ძიძგვნას ეხება huh.gif

მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცი ჩემი გულის პატრონი ამას თუ გაუძლებს wacko.gif მე მგონი, მეც გვამად ვიქცევი biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Feb 16 2010, 11:35 AM
პოსტი #74


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



abo
აბო სრულიად გეთანხმები ხელოვნური განაყოფიერების შესახებ რაც დაწერე. მაგრამ მიუღებლად მიმაჩნია მიცვალებულის სხეულის სწავლების მიზნით გამოყენება. მით უმეტეს, როცა მეორედ მოსვლის ჟამს ეს სხეული სულთან ერთად აღდგება. არამგონია მიცვალებულის სხეულზე ნასწავლი ტოპოგრაფიული ანატომია სწორი გზა იყოს. არსებობს უამრავი ატლასი და რაც შეეხება ქირურგიას, ვისაც ქირურგობა სურს ის ოპერაციებს ესწრება და ასისტენტობასაც უწევს ქირურგს. ასე ხდებიან ქირურგები smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 16 2010, 12:40 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 16 2010, 02:33 AM) *

მითუმეტეს ჩემი პროფესია გვამების ძიძგვნას ეხება huh.gif

ნორჩი აიბოლიტი ხარ? rolleyes.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Feb 16 2010, 04:31 PM
პოსტი #76


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(terra @ Feb 16 2010, 12:40 PM) *

ნორჩი აიბოლიტი ხარ? rolleyes.gif

არა tongue.gif

ექსპერტიზა-დიაგნოსტიკა დავამთავრე tongue.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Feb 16 2010, 05:38 PM
პოსტი #77


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Feb 16 2010, 04:31 PM) *

არა tongue.gif

ექსპერტიზა-დიაგნოსტიკა დავამთავრე tongue.gif

რა ძალა გედგა. კარგი მოწყალების და დადგებოდა შენგან sad.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Jun 24 2010, 12:57 AM
პოსტი #78


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



terra
ციტატა
რა ძალა გედგა. კარგი მოწყალების და დადგებოდა შენგან

ისევ დამცინის biggrin.gif ნუ მიწვევთქო გაფრთხილებ biggrin.gif




ეხლა რა მაინტერესებს .... ამ დღეებში გავიდა სიუჟეტი ტვ-ში, ინცესტით დაბადებული ბავშვის შესახებ

ამ შემთხვევისგან ჩასახული ბავშვის აბორტით მოშორება არ შეიძლება? (უგულო კითხვა დავსვი, მაგრამ მაინტერესებს პასუხი sad.gif )


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jun 24 2010, 01:24 AM
პოსტი #79


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jun 24 2010, 01:57 AM) *

terra

ისევ დამცინის biggrin.gif ნუ მიწვევთქო გაფრთხილებ biggrin.gif
ეხლა რა მაინტერესებს .... ამ დღეებში გავიდა სიუჟეტი ტვ-ში, ინცესტით დაბადებული ბავშვის შესახებ

ამ შემთხვევისგან ჩასახული ბავშვის აბორტით მოშორება არ შეიძლება? (უგულო კითხვა დავსვი, მაგრამ მაინტერესებს პასუხი sad.gif )


სული აქვს ეგეთ ბავშვსაც smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 29 2010, 12:23 PM
პოსტი #80


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



საინტერესო სტატიაა რუსულ მართლმადიდებლურ საიტზე ხელოვნური განაყოფიერების შესახებ:

IPB-ს სურათი

Экстракорпоральное оплодотворение: от медицины к биоэтике

IPB-ს სურათიБесплодный брак и бездетность — это боль многих семей, равно как и людей, своих семей не создавших. Отсюда популярность и востребованность вспомогательных репродуктивных технологий (ВРТ), широкий спектр которых предлагает современная медицина.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 2 3 4 5 6 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 12:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი