თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ გილოცავთ!!!!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 01:05 PM

მეგობრებო,

ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის!

გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!!

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 01:10 PM

ციტატა(კანონისტი @ May 28 2007, 01:05 PM) *

ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

ძალიან სასიამოვნო გადაწყვეტილებაა, ამავდროულად საჭიროც და სამართლიანიც. განსაკითრებით კარგია რომ პრეზიდენტი ასე ფიქრობს და ხელვაცაურში მომხდარის ერთგვარ გამოსყიდვასაც ცდილობს. ადგილიც შესანიშნავადაა შერჩეული, სწორედ მაგ ადგილებში მოხდა ის ცნობილი ტრაგედია 1235 წელს.

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 01:12 PM

ციტატა
მეგობრებო,

ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის!

გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!!

ძალიან კაი გადაწყვეტილებაა, გამიხარდა ძალიან, მეც გილოცავთ
მართლაც შესანიშნავი იდეაა smile.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 01:17 PM

ციტატა(ილია @ May 28 2007, 01:12 PM) *

ძალიან კაი გადაწყვეტილებაა, გამიხარდა ძალიან, მეც გილოცავთ
მართლაც შესანიშნავი იდეაა smile.gif

ყველა მართლმადიდებელს გაუხარდა და გაუხარდება ასეთი ამბავი. კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ პრეზიდენტი არამც თუ ებრძვის ეკლესიას არამედ შეძლებისდაგვარად გვერდშიც უდგას.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 02:27 PM

კარგია... smile.gif მიხარია...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 02:30 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პრ - აბობოქრდააა laugh.gif

ხალხის ყვლეფის ადგილას, ეკლესიას რა უნდა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 02:37 PM

მნათე
საინტერესოა, რა უნდა ქნას პრეზიდენტმა, პრ-იაო რომ არ თქვა?

wink.gif

"ადამიანი ხედავს სახეს კაცისასა, ხოლო უფალი - გულს ხედავს" - ბრძანებს წმინდა წერილი და არ გირჩევ, უფლის კომპეტენციაში შეიჭრა. არავინ იცის დედამიწაზე, რატომ აკეთებს ამას პრეზიდენტი, რწმენით თუ პრ-ით?

ისე, სად არის ის ხალხი, პრეზიდენტი ეკლესიას დევნისო რომ იძახდა?? wink.gif ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პრეზიდენტი რატომ შეუწყობს ეკლესიას ხელს....

კაია, რომ ხელშეწყობა აღიარე, თუნდაც პრ-ის გამო

ციტატა
ხალხის ყვლეფის ადგილას, ეკლესიას რა უნდა?

აქ რა იგულისხმე?

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 28 2007, 03:00 PM

კაია ეკლესიის მშენებლობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2007, 03:10 PM

ძალიან გამიხარდა პრეზიდენტმა ცოდვის სიმძიმე რომ იგრძნო და გამოსყიდვა სცადა ახალი ტაძრის აგების სურვილით..

იმედი მაქვს უფლის რისხვა შეჩერდება ხელვაჩაურის გამგეობის ჩამონგრევის ფაქტზე..

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 03:11 PM

ციტატა(მნათე @ May 28 2007, 02:30 PM) *

ხალხის ყვლეფის ადგილას, ეკლესიას რა უნდა?

არასწორი მიდგომაა. ჯერ ერთი ხალხის ყვლეფის ადგილში რას გულისხმობ, რესტორნების ქსელს? თუნდაც ასე იყოს . . . ეკლესიის მშენებლობით და ამოქმედებით ადგილი გაიწმინდება, მადლს შეიძენს და არა პირიქით. მერეც კიდევ უფრო სწორი იქნებოდა, რომ ეს ადგილი არა მყვლეფი რესტორნების ქსელთან არამედ უბრალოდ 100 000 მოწამის აღსრულების ადგილთან დაგეკავშირებინა, რომელიც დაახლოებით მანდ მოხდა, ცოტა უფრო ქვემოთ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 03:16 PM

ციტატა

არასწორი მიდგომაა. ჯერ ერთი ხალხის ყვლეფის ადგილში რას გულისხმობ, რესტორნების ქსელს? თუნდაც ასე იყოს . . . ეკლესიის მშენებლობით და ამოქმედებით ადგილი გაიწმინდება, მადლს შეიძენს და არა პირიქით. მერეც კიდევ უფრო სწორი იქნებოდა, რომ ეს ადგილი არა მყვლეფი რესტორნების ქსელთან არამედ უბრალოდ 100 000 მოწამის აღსრულების ადგილთან დაგეკავშირებინა, რომელიც დაახლოებით მანდ მოხდა, ცოტა უფრო ქვემოთ.


სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' wink.gif

ამით ორ კურდღესლ დაიჭერს, პრ და ჩადენილი საქმის გაკეთილშობება wink.gif

ამ ხალხს ავიწყდება რომ იესოს ცოცხალი რწმენაა სულიერება და არა ტაძრის აგება, რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში! დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 03:20 PM

მნათე

ციტატა
სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს'


რას ლაპარაკობ?

ანუ თანახმა ხარ რომ იქ ისევ რესტორნები იყოს?

იქ სადაც ქრისტეს სარწმუნოებას 100 000 თბილისელი შეეწირა, რესტორნები უნდა იყოს??

რა ხალხის ყვლეფა, რის სარჩოს წართმევა, მოვალ მე შენს სახლში გამოგასახლებ, მერე მაღაზიას გავხსნი და არ დამიხურავ?

ლევან, ერთი ნიჭია რამე რომ არ იცი და გაჩერდები....

ნუ გჭირთ რა ხალხო პრეზიდენტოფობია....

ციტატა
რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში!

წმინდა წერილის მიხედვით, ეს იცის მხოლოდ უფალმა!

ნუ ეტყობა, კიდევ შენ... wink.gif

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: May 28 2007, 03:22 PM

ციტატა
მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს'


ეგრე თუ წავიდა მაშინ ერთი კაცი მაინც იარსებებს ვინც შენნაირად ფიქრობს და აზრი არ ქონია ეკელიის მშენებლობას საერთოდ რადგან ეკლეიის შნებას ხომ ნებართვაც უნდა სახელმწიფოსგან და გამოდის რომ ასეთი ხალხის ნებართვითააა ნაშენები.

ციტატა
იქ სადაც ქრისტეს სარწმუნოებას 100 000 თბილისელი შეეწირა, რესტორნები უნდა იყოს??

ეგრე, მცხეთა, მთლად დასანგრევი ყოფილა ეს წმინდა ქალქი რომელიც ილიასი არ იყო "სამიკიტნო დაბად ქცეულა"

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 03:25 PM

მამფალი

ციტატა
ეგრე, მცხეთა, მთლად დასანგრევი ყოფილა ეს წმინდა ქალქი რომელიც ილიასი არ იყო "სამიკიტნო დაბად ქცეულა"


კონკრეტული ადგილი სხვაა და ზოგადად ქალაქი - სხვა

მცხეთის ყველა წმინდა ადგილზე დგას ეკლესია

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 03:32 PM

ციტატა
იქ სადაც ქრისტეს სარწმუნოებას 100 000 თბილისელი შეეწირა, რესტორნები უნდა იყოს??


ოლააა laugh.gif გადაკეტე მეტეხის ხიდი, მანქანებს ნუ გაატარებ laugh.gif სხვათაშორის რიყეზე არ შეწირულა 100 000 მოწამე laugh.gif

ციტატა
ლევან, ერთი ნიჭია რამე რომ არ იცი და გაჩერდები....


კარგი რა, ასეთი მიამიტიც არავინაა... შენ ვერ დაამტკიცებ მის ქრისტეანობას...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 03:38 PM

ციტატა
ანუ თანახმა ხარ რომ იქ ისევ რესტორნები იყოს?

მთელ თბილისში რესტორნებია wink.gif უბრალოდ ეგ ადგილი მოუნდა მიშიკოს. არაა ეგ ცუდი... აბა დაანგრიოს ბენდუქიძის აუზი და იქ ააშენოს ტაძარი, მარა რაასი იზამ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 03:44 PM

მნათე
ქავთარაძე

არ გეწყინოთ, ქრისტესმიერი ძმები ხართ, მაგრამ რა მახსენდება იცით? ფსალმუნის სიტყვები: "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი..."

გულწრფელად მეგონა, გაგიხარდებოდათ, ყოველგვარი კუდების გამობმის გარეშე....

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 03:46 PM

საინტერესო გადაწყვეტილებაა! wink.gif


ჰო, კარგით ნუ ჩამქოლავთ ასეთი რეაქციისათვის smile.gif მართლა ძალიან გამეხარდა. მაგრამ განა საჭირო იყო ამ ვანდალიზმის ჩადენა რომ პრეზიდენტის გარემოცვა მიმხვდარიყო რა არის ცოდავა და რა არა?!

იმედი მაქვს პრეზიდენტს სხვა დროს არარ მოუწევს თავისი გუნდის წევრების გამო თითის მოხრა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 03:48 PM

ნიანია

ციტატა
იმედი მაქვს პრეზიდენტს სხვა დროს არარ მოუწევს თავისი გუნდის წევრების გამო თითის მოხრა.


გული მეკუმშება ხოლმე ისეთი ხალხი ჰყავს ზოგიერთი გარშემო....

sad.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 03:54 PM

კანონისტი
გამიხარდა, შურისც არ გამივლია გულს დავით და შეენ კიდევ ამის თქმა ხომ არ გინდოდა ისედაც? დაწყნარდი ჯიგარო და არ გინდა სისულელეების წერა, უფლის ტაძრის მშენებლობა არასოდეს არ მეწყინება, მაგრამ თვალებზე ხელის აფარებას ჩემზე პირადად ვერ მოახერხებს მიშიკო... ვიცი მე ეგ ვინცააა და ჩემს ოჯახის წევრებსაც შეეხო მაგისი პიარ კამპანია პრეზიდენტობამდე და ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ 360 გრადუსით შემოტრიალდა მიშიკო იმის მერე ხალხისკენო. მალე მიხვდება ყველა მაგ "კაი პრეზიდენტის" კაი ადამიანობას. აბა თქვენ იცით. შური გულში არ შეუშვა და გილოცავთ ყველას ამ ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებას. კიდევ ბევრი მიეზღვება ჩვენს ერს ამ დიდი დანაშაულისათვის, იმ შენობის ჩამონგრევა არ კმარა... უარესი გვეკუთვნის რომ ასეთი რაღაცეები ხდება ქვეყანაში.

ციტატა
"შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი..."

შენნაირი მცოდნეები ვერ ვიქნებით ...

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 28 2007, 03:55 PM

ციტატა(მნათე @ May 28 2007, 02:16 PM) *

სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' wink.gif


რა მარაზმი ხარ ხანდახან biggrin.gif შვილო! იმ სარჩოს საშოვარში ხდებოდა მრავალი გარყვნილება, თითქმის ყოველდღE იყო ჩხუბები...არ იცი რა მარაზმია საქართველოში რესტორანი?




პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 03:58 PM

ძველი ტაძრების რეკონსტრუქციაზეც იზრუნოს, ახალი ყოველთვის აშენდება და ის ძველი ეკლესიები ჩამონგრევაზეა და ხელის მოკიდება არ უნდათ.

ეკუმენისტი
დავხუროთ ყველა რესტორანიიი, კაფე, სახინკლე, წყალი გადავკეტოთ ხალხმა არ იჩხუბოს. ერის სულიერებაზე იზრუნოს და შეუქმნან ისეთი სოც პირობები რომ ხალხმა ეკლესიაში სიარული მოახერხოს და დანგრევას შეეშვან რა...

ციტატა
გული მეკუმშება

გული იკუმშება ყოველთვის და იშლება biggrin.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 03:58 PM

ციტატა(მნათე @ May 28 2007, 03:16 PM) *

სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' wink.gif

ამით ორ კურდღესლ დაიჭერს, პრ და ჩადენილი საქმის გაკეთილშობება wink.gif

ამ ხალხს ავიწყდება რომ იესოს ცოცხალი რწმენაა სულიერება და არა ტაძრის აგება, რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში! დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა...

არ შეიძლება ვინმეს დადანაშაულება ან რაიმე კომენტარის გაკეთება, როდესაც უზუსტეს დეტალურ ინფორმაციას არ ფლობ ამა თუ იმ საკითხის ნიუანსების გარშემო. საერთოდ ყველაზე მეტს ციფრები, კანონები და ფაქტები ლაპარაკობენ. ზოგად საუბრებს უამრავი სუბიექტურობა, სხვათა ნათქვამზე დაყრდნობა და ხშირად არასწორი შეფასებები სდევს თან.

"სწორედ მაგას ვგულისხმობ, მე არ მინდა ეკლესია იყოს აშენებული ადამიანის მიერ, რომელმაც იმავე ადგილას ხალხს სარჩოს საშოვარი მოუშალა და ახლა 'სულიერებას უგებს' "

დავუშვათ პრეზიდენტმა მართლაც მოუშალა სარჩოს საშოვარი ხალხს, ეს არავითარი მიზეზი არაა იმისა, რომ ეკლესია არ აშენდეს. ეკლესიის აშენება ყოველთვის წმინდაა და ის ნებისმიერ სიტუაციაში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მრავალი ადამიანის ეკლესიურობა და ცხონება ხშირად კონკრეტულად ამა თუ იმ ეკლესიის აგებასთანაა პირდაპირ კავშირში. ამის ნათელი დადასტურებაა ვაკის სამების ტაძრის მშენებლობა, რომლის შემდეგ უამრავი ადამიანი გახდა ეკლესიური, მაზიარებელი, აღესრულა უამრავი ნათლობა და ა.შ. ბევრმა ადამიანმა სწორედ იქ დაინახა ჭეშმარიტების გზა, არადა ცოტამ თუ იცის რომ ეს ტაძარი თბილისის პოლიციის შეფის სოსო ალავიძის დაფინანსებით აშენდა და ადვილი მისახვედრიცაა თუ რა გზებით იქნებოდა ეს ფული ნაშოვნი, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს. გარდა ამისა უნდა იცოდე, რომ რესტორნების ქსელის მეპატრონეები იქ სამშიერო ლუკმას არ შოულობდნენ. ეს იყო უკანონოდ აშენებული ნაგებობები და უმეტესობა სახელმწიფოსთვის გადასახადების აშკარა დამალვით მუშაობდა. ეს იყო მათი სიმდიდრის წყარო. ყველაფერი რომ ზუსტად შეაფასო საჭიროა იცოდე მშენებლობის ნორმები, კანონმდებლობა, მათი საქმიანობა, აგრეთვე რა ოდენობით გადასახადს მალავდნენ, რამდენი იყო ადგილის მარგი ქმედება და ათასი ნიუანსი, ამათ გარეშე ობიექტური ვერ იქნები.

"ამით ორ კურდღესლ დაიჭერს, პრ და ჩადენილი საქმის გაკეთილშობება"

ხელისუფლება თუ ცუდს აკეთებს მაშინ ეს არის რეალური სახე ხელისუფლების ყველა წევრის, მათ შორის პრეზიდენტისაც, თუ კარგს აკეთებს მაშინ "პიარია" და საკუთარი თავის კეთილშობილად წარმოჩენის სურვილია . . . ასეთი სუბიექტურობა არ შეიძლება. უნდა შეგეძლოს მიუკერძოებლად და ღრმა ანალიზის საფუძველზე შეაფასო ყველაფერი. ისე საქმე საქმეზე რომ მიდგეს ეკლესიის აშენებით "პიარ-კამპანიის" წარმოება ჯობია იმას რაც მეზობელ თუ შორეულ სახელმწიფოებში ხდება. ასე სასარგებლო საქმე მაინც კეთდება და ეკლესიის აშენება ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა არანაირად არაა ბოლოსდაბოლოს და ამასაც დანახვა და სწორი შეფასება უნდა.

"ამ ხალხს ავიწყდება რომ იესოს ცოცხალი რწმენაა სულიერება და არა ტაძრის აგება, რაში გამოხატავს პრეზიდენტი ამას? არც არაფერში! დანარჩენი ნაკლებად საინტერესოა..."

გეთანხმები, მაგრამ ისიც უდავოა რომ იესოს ცოცხალი რწმენა შეუძლებელია მისივე ეკლესიის გარეშე, რასაც აშენებული ტაძარი სჭირდება. ტაძრების გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული. თავისთავად რწმენა ტაძრების რაოდენობით არ გამოიხატება, მაგრამ ფაქტია რომ რაც უფრო მეტია ეკლესიური ადამიანი ერში მით მეტ ტაძარს საჭიროებს ღვთისმსახურებისათვის. რაც შეეხება პრეზიდენტის ცხოველი რწმენის გამოხატულებას, ეს ცალკე საკითხია . . . უპირველეს ყოვლისა ადამიანის, მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის რწმენის ხარისხის შეფასება რიგითი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენი რაიმეს ცოდნაა საჭირო, მაგრამ გარეგნულად რომ პრეზიდენტი ეკლესიის გვერდით დადგომას ცდილობს ეს აშკარად დასტურდება ორი მნიშვნელოვანი ფაქტით:

1) კონკორდატი - იგივე კონსტიტუციური შეთანხმება - რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში და რაღაც კუთხით ბერძნულ სახელმწიფო რელიგიასაც ჯობია. ამ ყველაფრის საფუძველზე ვასკვნით რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაცილებით დიდი საკანონმდებლო მხარდაჭერა და სტატუსი აქვს ვიდრე სხვა რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი სახელმწიფოებისგან.
2) პრეზიდენტის უშუალო კეთილგანწყობა პატრიარქისადმი, რაც აშკარად ჩანს ყველგან, აღლუმზეც გამოჩნდა, დანგრეული ეკლესიის მშენებლობის აღდგენასთან დაკავშირებით პატრაირქთან შეხვედრაზეც და ა.შ.

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 28 2007, 03:59 PM

ეკლესია დაანგრიეს და პრეზიდენტს დაბრალდა, და მასზე განაწყენდით! ეკლესია შენდება და ახლაც მას განიკითხავთ, სასაცილოა რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 28 2007, 04:02 PM

რა კაიააა, ძალიან გამიხარდა,


პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 04:02 PM

ცოტა დავიბენი. რა მაგ ტერიტორიაზე რამე უნდა დაინგრეს რომ ეკლესია აშენდეს ? huh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:05 PM

ეკუმენისტი
შენი ყოფილიყო რომელიმე რესტორანი როგორ ილაპარაკებდი ვნახავდით რა...


ნიანია
კი ხალხს დაუნგრიეს მანდ რესტორნები ...

ციტატა
გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული.

"ხსნა ყველგან არის..."

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:09 PM

ქავთარაძე
არ მეგონა ეკლესიის აშენება თუ გეწყინებოდათ....

რაც არ უნდა ადგილზე იყოს აშენებული

თქვენ არ გაიძახდით, უკანონო რომც ყოფილიყო ფერიის მთის მონასტრის მშენებლობა, მაინც არ უნდა დაენგრიათ, რადგან ეკლესიის ადგილი წმინდააო და ახლა გახდა მიუღებელი?

მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ

ცუდად გაკვირვებული დავრჩი მართალი გითხრა.... sad.gif

ქავთარაძე

ციტატა
"ხსნა ყველგან არის..."

ეს პანეკუმენიზმი როდის მერე?

სხნა ერთადერთგანაა - ესაა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 04:10 PM

ციტატა(ქავთარაძე @ May 28 2007, 04:05 PM) *

"ხსნა ყველგან არის..."

ხსნა ყველგან არისო?! არ შეიძლება ილია ჭავჭავაძის "განდეგილიდან" ამოგლეჯილი ფრაზების დაწერა, რომელსაც კონტექსტური დატვირთვა აქვს. ხსნა ყველგან არ არის. უფრო სწორედ ხსნა მარტო ქრისტეს ეკლესიაშია და არსად სხვაგან. ქრისტეს ეკლესიის გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება.

ყველას ვთხოვ წაიკითხოს ჩემი #23 პოსტი:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=1787&view=findpost&p=97130
და გააკეთოს თავისი კომენტარი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 04:11 PM

ციტატა
მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ


ნუუ laugh.gif და საერთოდ ვინ არის მიშა? ეკლესიასთან რა საერთო აქვს laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:18 PM

კანონისტი
"ხსნა ყველგან, არის ხოლო გზა ხსნისა, ასეთი მერგო მე უბედურსა...}

გააანალიზეთ მე რა ვთქვი და მერე პოსტეთ რააააააა.

ციტატა
მე ისიც არ მჯერა თქვენ მართლა რომ დაგწყდათ გული იმ მონასტრის დანგრევის გამო.... მგონი რომ, უფრო პრეზიდენტის კრიტიკის საბაბის მოცემა გაგიხარდათ

შენ რომელი ხარ? ნათელმხილველი თუუუუ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:18 PM

მნათე

ციტატა
ნუუ და საერთოდ ვინ არის მიშა? ეკლესიასთან რა საერთო აქვს


ლევანი ასე კითხულობს ზიარების წინა ლოცვას ალბათ:
"მრწამს უფალო და აღვიარებ.... შენ ხარ მოსული სოფლად ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან მეორე მე ვარ, ხოლო პირველი არს მიშა..."

საკუთარი ცოდვისა და დაცემულობის ბრწყინვალე განცდა... tongue.gif

26-ში ლოცვაზე ვიყავი დიდ სამებაში, სადაც მობრძანდა ყოფილი პრეზიდენტი ბატონი ედუარდ შევარდნაძე. ნუ ცხადია, ახლანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით არც უწმიდესს შეგებებია, არც კურთხევა აუღია და არც ხელზე მთხვევია, რის გამოც უნებურად განკითხვის აზრები წამომივიდა გონებაში და იქვე მდგომ ჩემ კურსელს გავუზიარე.... მაგრამ უეცრად გავჩერდი....

გავჩერდი იმიტომ, რომ გამახსენდა - ამ ადამიანის ხელმოწერა ამშვენებს კონსტიტუციურ შეთანხმებას და მე ვინ ვარ? რა გამიკეთებია ეკლესიისთვის ამის ფასი, რომ ეს ადამიანი განვიკითხო? შევძლებ კი ამ საქმის მეასედის გაკეთებასაც კი დედაეკლესიისათვის? მაშ რაღატო განვიკითხო, უწმიდესს ლოყაზე რატომ აკოცა-თქო?

განკითხვის აზრები მაშინვე გამეფანტა.....

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:19 PM

_გიორგი_
და შენ რა იცი მე როგორი აზრით დავწერეეეე?

ციტატა
ალბათ

ეს სიტყვა როდის უნდა მოიშალოოთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:20 PM

ქავთარაძე

ციტატა
შენ რომელი ხარ? ნათელმხილველი თუუუუ?


უყურე: ლოგიკის პირველივე გაკვეთილზე ისწავლება:

შემთხვევა 1
დაინგრა მონასტერი, გავაკრიტიკეთ პრეზიდენტი

შემთხვევა 2
შენდება ეკლესია, ვაკრიტიკებთ პრეზიდენტს

დასკვნა:
ჩვენი მიზანია პრეზიდენტის კრიტიკა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:24 PM

ციტატა
თქვენ არ გაიძახდით, უკანონო რომც ყოფილიყო ფერიის მთის მონასტრის მშენებლობა, მაინც არ უნდა დაენგრიათ, რადგან ეკლესიის ადგილი წმინდააო და ახლა გახდა მიუღებელი?

ჩვენ ეკლესია დაგვინგრიეს, რომლის მშენებლობა დაწყებული იყო დათო და შენ ამბობ რომ ადამიანს შეიძლება სარჩო წაართვა და თქვა უF რათ უნდა ამ კაცს ეს რესტორანი მოდი აბა ავაშენოთ ტაძარიო?
ის მიწა ეკუთვნოდა საპატრიარქოს და მორჩა და ეს მიწა ადამიანს ქონდა შეძენილი და რანაირად აშენებ მასზე ეკლესიას როცა ამ ადამიანისაა ეს მიწააა?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 04:27 PM

ციტატა
დავუშვათ პრეზიდენტმა მართლაც მოუშალა სარჩოს საშოვარი ხალხს, ეს არავითარი მიზეზი არაა იმისა, რომ ეკლესია არ აშენდეს. ეკლესიის აშენება ყოველთვის წმინდაა და ის ნებისმიერ სიტუაციაში დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან მრავალი ადამიანის ეკლესიურობა და ცხონება ხშირად კონკრეტულად ამა თუ იმ ეკლესიის აგებასთანაა პირდაპირ კავშირში. ამის ნათელი დადასტურებაა ვაკის სამების ტაძრის მშენებლობა, რომლის შემდეგ უამრავი ადამიანი გახდა ეკლესიური, მაზიარებელი, აღესრულა უამრავი ნათლობა და ა.შ. ბევრმა ადამიანმა სწორედ იქ დაინახა ჭეშმარიტების გზა, არადა ცოტამ თუ იცის რომ ეს ტაძარი თბილისის პოლიციის შეფის სოსო ალავიძის დაფინანსებით აშენდა და ადვილი მისახვედრიცაა თუ რა გზებით იქნებოდა ეს ფული ნაშოვნი, განსაკუთრებით შევარდნაძის დროს. გარდა ამისა უნდა იცოდე, რომ რესტორნების ქსელის მეპატრონეები იქ სამშიერო ლუკმას არ შოულობდნენ. ეს იყო უკანონოდ აშენებული ნაგებობები და უმეტესობა სახელმწიფოსთვის გადასახადების აშკარა დამალვით მუშაობდა. ეს იყო მათი სიმდიდრის წყარო. ყველაფერი რომ ზუსტად შეაფასო საჭიროა იცოდე მშენებლობის ნორმები, კანონმდებლობა, მათი საქმიანობა, აგრეთვე რა ოდენობით გადასახადს მალავდნენ, რამდენი იყო ადგილის მარგი ქმედება და ათასი ნიუანსი, ამათ გარეშე ობიექტური ვერ იქნები.


მე მონასტრის დანგრევაზე უფრო დიდ საშინელებად, ეკლესიური ცნობიერების წაბილწვად და სიმახინჯის მწარე კომედიად მიმაჩნია, რომელიმე სამღვდელოს მხრიდან, ბიწიერი და 30 ვერცხლის დარი ფულის აღება ეკლესიის ასაშენებლად! ეკლესია ვართ ჩვენ ყველა, თუ ტაძარი არ აშენდება ქრისტეანული და პატიოსანი ფულით, მაშინ სულ ნუ აშენდება! წარმოიდგინეთ პეტრე მოციქული, რომელიც რომელიმე ქურდის ხელიდან იღებს ფულს კატაკომბის გამოსათხრელად - და იტირეთ! ეკლესიების ნაკლებობა გვაქვს საქართველოში?! რაში ვიყენებთ თორე კი! შენდება ქვის კედლები და ინგრევა სულიერი ტაძარი! რამდენიც მონათლული ნახე მაგ ეკლესიაში, რატომ გგონია რომ იგივე ფორუმ.გე-ზე იმდენივე დაბრკოლებული არაა ამ ქმედებით? მისი ნაძარცვი ფულით აშენებულ ეკლესიას რომ დაინახავს? მისი შვილების ცრემლითა და შიმშილით დალპობილი ფულით აღვლენილ ღვთისმსახურებას?! ლოცვის აღვლენა შეიძლება ყველგან - მითუმეტეს ამის გაჭირვება საქართველოში ნამდვილად არ არის! ქრისტე ადამიანებს რწმენით უკაკუნებს და ის ყველასთან მიდის ჩვენი საშუალებით და თუ ჩვენ ბიწიერებით მივალთ ადამიანთან, მაშინ? ან რაში ჭირდება სიმართლის უფალს, უსამართლობისა და ხალხის ცრემლის ადგილზე დადგმული ტახტი?

”ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა” (მათე 5,16)

ეკლესიის გუმბათები კი არა, თქვენი ნათელიო!

ციტატა
გეთანხმები, მაგრამ ისიც უდავოა რომ იესოს ცოცხალი რწმენა შეუძლებელია მისივე ეკლესიის გარეშე, რასაც აშენებული ტაძარი სჭირდება.


აშენებული სულიერი ტაძარი! რომელიც უმანკოდ და სიყვარულით დაემკვიდრება მოკრძალებაში..

ციტატა
ტაძრების გარეშე ხალხი ვერ იქნება ეკლესიური და მაშასადამე მათ არ ექნებათ არც რწმენა და არც ჭეშმარიტების გზაზე სიარული.


ამიტომ უნდა გავძარცვოთ ხალხი და ავაშენოთ ეკლესია?

ციტატა
უპირველეს ყოვლისა ადამიანის, მით უმეტეს ქვეყნის პირველი პირის რწმენის ხარისხის შეფასება რიგითი მოქალაქისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, იმდენი რაიმეს ცოდნაა საჭირო, მაგრამ გარეგნულად რომ პრეზიდენტი ეკლესიის გვერდით დადგომას ცდილობს ეს აშკარად დასტურდება ორი მნიშვნელოვანი ფაქტით:


ხე ნაყოფით იცნობა და ეს:

ციტატა
1) კონკორდატი - იგივე კონსტიტუციური შეთანხმება - რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სახელმწიფოებში და რაღაც კუთხით ბერძნულ სახელმწიფო რელიგიასაც ჯობია. ამ ყველაფრის საფუძველზე ვასკვნით რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაცილებით დიდი საკანონმდებლო მხარდაჭერა და სტატუსი აქვს ვიდრე სხვა რომელიმე მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთარი სახელმწიფოებისგან.


თუ კარგი ნაყოფია და პრეზიდენტის ცოცხალ რწმენაზე მეტყველებს, მაშინ ედუარდი რად ჩამოაგდეთ? laugh.gif განა მან არ დადო ეკლესიასთან შეთანხმება? laugh.gif

ციტატა
2) პრეზიდენტის უშუალო კეთილგანწყობა პატრიარქისადმი, რაც აშკარად ჩანს ყველგან, აღლუმზეც გამოჩნდა, დანგრეული ეკლესიის მშენებლობის აღდგენასთან დაკავშირებით პატრაირქთან შეხვედრაზეც და ა.შ.


ნტტტტ, ტყუილია იმ ქვეყანაში სადაც 80% მართლმადიდებელია მაგის მაგარ საქმედ მიჩნევა ელემენტარული მიამიტობაა laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:29 PM

კანონისტი
შენ რა იდეენი ხარ ა?
1)პრეზიდენტზე საუბარიც კი არ მსიამოვნებს.
2)მისი კრიტიკის გარდა არაფერი საქმე არ მაქ?
3) მიშას მე როგორც დალაგებულს ვერ ვუყურებ biggrin.gif
4) ეს დანომვრა რად გინდა მუხლებია? თუუუუუ? ეგა პარლამენტში და კანცელარიაში...

კანონისტი
აფხაზეთის ამბები როგორ მიდის ისე ? ვიბრუნეებთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:35 PM

მნათე
სულიერი ტაძრის აშენება საერო ხელისუფლების კომპეტენცია არ არის. თვით ყველაზე კეთილმსახური მმართველნიც კი მხოლოდ იმით გამოირჩეოდნენ, რომ ეხმარებოდნენ ეკლესიას, რადგან სულიერი ტაძრის შენება ოდენ ეკლესიის უფლება და კურთხევაა

ვიცი, რომ მრავალი ბრკოლდება იმის გამო, რომ ვითომ ნაძარცვი ფულით შენდება ეკლესიები, მაგრამ მერწმუნე, ეს ასე რომ არ იყოს, მერე სხვა რამით "დაბრკოლდებოდნენ"... რადგან ისინი უფალთან არმისვლის მიზეზს ეძიებენ და არა უფალს

პირადად მე თბილისში ვარ დაბადებული, უამრავი ტაძარი იყო მაშინაც და ახლაც, მაგრამ ეკლესიური გავხდი მაშინ, როდესაც აშენდა ვაკის წმ. სამება. უფალი ბრძანებს, დიდი იქნება სიხარული ერთი მოქცეულის გამოო და შენ რატომ ლამობ ამ სიხარულის წყაროს გადაკეტვას?

არ გვინდა ზოგად ფრაზები, რომ ლოცვა ყველგან შეიძლება, რომ თურმე ისეც ბევრი ეკლესიაა თბილისში და ასე შემდეგ. კონკრეტიკაა მთავარი და კონკრეტიკა არის ის, რომ თითოეული ეკლესიის აგება ნიშნავს ასობით გადარჩენილ სულს

მე დავწერე უკვე ერთხელ, რომ არ ვაპირებ პრეზიდენტის პოლიტიკის აპოლოგიას, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ადამიანს, თუკი არ უნდა უფლის არსებობაში ვერ დაარწმუნებ და მე როგორღა შევძლებ მოკვდავი ადამიანის საქმეებში ვინმეს დარწმუნებას? გჯეროდეთ ისე, როგორც გინდათ.... (სპეციალურად ვამბობ "გჯეროდეთ" იმიტომ, რომ რასაც ამბობთ, ეს ცოდნის ფარგლებს ცილდება და უფრო რწმენის, დაჯერების ნაწილშია გადასული)

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 28 2007, 04:41 PM

კანონისტი

ციტატა


ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის!

გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!!

ნამდვილად მოსაწონი გადაწყვეტილებაა, ვუსურვებ პრეზიდენტს ხშირად მიეღოს ასეთი მართებული და დროული გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა პატრიარქის კურთხევით.
დიდება უფალს!!!


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:44 PM

abo
გაიხარე! smile.gif

აი, ქრისტიანის დამოკიდებულება....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 04:45 PM

კაი წავედი ახლა და გიპასუხებ მერე...

ციტატა
აი, ქრისტიანის დამოკიდებულება....


თუ წამრართის დამოკიდებულებად არ მოგეჩვენა ისიც laugh.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 04:45 PM

იმ გადაწყვეტილებას რასაც უწმინდესის თანხმობა ახლავს(როგორც კანონისტი ამბობს) მე რა უფლება მაქვს ეჭვის თვალით შევხედო.

მომიტევოს უფლამა. მაგრამ დარწმუნებული ვარ ამას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება და ბევრი დაბრკოლდება როცა გაიგებენ სხვისი ქონება დაანგრიეს ტაძარი რომ აშენებულიყო.

რა ვიცი, გეუბნებით ცოტა საჩოთირო თემაა და არ მინდა ისედაც ურწმუნო ხალხი მთლად ურწმნუნოებისათვის გავწიროთ

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 04:48 PM

ეკლესიის მშენებლობა თავისთავად კარგია

ცუდი ისაა, რომ ნება მოდის არა ქვემოდან (ხალხი), არამედ ზემოდან (პრეზიდენტი)

სოფელი ვანისქედი გაგიგიათ? გურიაშია. მოსახლეობას დიდი ხანია ძველი ეკლესიის აღდგენა უნდა. ჰგონიათ, რომ მეზობელ უკანავაში მცხოვრებ აჭარლებს მოაქცევენ, მაგრამ ფული არ აქვთ და კაციშვილი პატრონი და გამკითხველი არაა, რომ ამ ხალხს ეკლესიის რესტავრაციაში დაეხმარონ. თან სოფლის მოსახლეობა მუქთა მუშახელია. აეშენებინა პრეზიდენტს ეკლესია იქ
მაგრამ არა!

და კიდევ: რაღა ახლა მოუნდა პრეზიდენტს რიყეზე მშენებლობის დაწყება, რატომ მოჰყვა ეს ფაქტი ფერიის ეკლესიის დანგრევას ასე საეჭვოდ მალე, იქმდე რატომ არ უნდოდა? ან ასე 2 დღეში რამ მოანდომა

არ მითხრათ 26 მაიის უნდოდა ეთქვაო

ძალიან კარგია ეკლესიის მშენებლობა. მე მაგას არ ვეწინააღმდეგები

მე იმსიყალბის წინააღმდეგი ვარ, პრეზიდენტი რითიც გვაბრმავებს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:48 PM

ნიანია
ზუსტად იმ ადგილზე შეიძლება არც შენდება....

მე ვიცი, რომ პრეზიდენტი არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს უწმიდესის აზრის მოსმენისა და მისი კურთხევის გარეშე, არამხოლოდ ეკლესიასთან დაკავშირებულს, საერთოდ, სხვა გადაწყვეტილებებსაც....

იცოდით ეს? wink.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 04:50 PM

კანონისტი

ციტატა
მე ვიცი, რომ პრეზიდენტი არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებს უწმიდესის აზრის მოსმენისა და მისი კურთხევის გარეშე, არამხოლოდ ეკლესიასთან დაკავშირებულს, საერთოდ, სხვა გადაწყვეტილებებსაც....


ეჭვი მეპარება როგორც მაგ ფაქტში, ასევე მის გამართლებულობაში

რატომღაც ბუში რომ მეთოდისტური ეკლესიის ხელმძღვანელს ეკითხებოდეს ყველაფერს

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 04:50 PM

ოჰ დავით, დავით wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:51 PM

ulvashi

ციტატა
სოფელი ვანისქედი გაგიგიათ? გურიაშია. მოსახლეობას დიდი ხანია ძველი ეკლესიის აღდგენა უნდა. ჰგონიათ, რომ მეზობელ უკანავაში მცხოვრებ აჭარლებს მოაქცევენ, მაგრამ ფული არ აქვთ და კაციშვილი პატრონი და გამკითხველი არაა, რომ ამ ხალხს ეკლესიის რესტავრაციაში დაეხმარონ. თან სოფლის მოსახლეობა მუქთა მუშახელია. აეშენებინა პრეზიდენტს ეკლესია იქ
მაგრამ არა!


მიმართეს მერე პრეზიდენტს და უარი უთხრა?

ერთი ამბავი გამახსენდა....

ერთი ფრიად პატივცემული მოძღვარი ერთობ გაბრაზებული იყო პრეზიდენტზე, ეკლესია მოსაპირკეთებელია და არ გვეხმარებაო... მე ვკითხე, მამაო, ნუთუ უარი გითხრათ-მეთქი? - არა, არ მითქვამს მაგრამ არ უნდა იცოდესო? (!)

ნუ ჩემი დაჟინებული თხოვნით (!!) ბოლოს მიაწვდინა ხმა.... დღეს მოპირკეთება დასრულებულია უკვე wink.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:51 PM

კანონისტი
კარგია wink.gif მააგრამ აზრი არ აქვს ჩვენს კამათს, შენ მაინც მიშიკოს ფანატი ხარ და biggrin.gif მოდი შენ პრეზიდენტად და არ გაგაკრიტიკებ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:53 PM

ნიანია

ციტატა
ოჰ დავით, დავით

ეგრეა wink.gif

პატრინოტი,
პატრიოტთა ბანაკები,
ნაციონალური კლუბი "ტაძარი"
ნაციონალური გამწვანების პროგრამა
უფასო სასადილოების პროგრამა

გაიხსენე ნაციონალური მოძრაობის პროგრამები! არცერთი არ დაწყებულა უწმიდესის კურთხევის გარეშე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:54 PM

კანონისტი
მოკლედ დაგიკავშირდები და ბუჩაანთ კარის ეკლესიაზეც მივაწვდინოთ ხმა ეგება რააა? რომ რესტავრაცია გავუკეთოთ... თუ ვინც მაგას აკრიტიკებს არ უსმენს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:54 PM

ქავთარაძე

ციტატა
კარგია მააგრამ აზრი არ აქვს ჩვენს კამათს, შენ მაინც მიშიკოს ფანატი ხარ


მგონი რომ უფრო პირიქით

მე სადაც საკრიტიკოა ვაკრიტიკებ, სადაც არ არის - არა

შენ პირადად (და ზოგი სხვაც) ქრონიკულ კრიტიკაში ხართ გადავარდნილი....

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: May 28 2007, 04:54 PM

ციტატა
სოფელი ვანისქედი გაგიგიათ? გურიაშია. მოსახლეობას დიდი ხანია ძველი ეკლესიის აღდგენა უნდა. ჰგონიათ, რომ მეზობელ უკანავაში მცხოვრებ აჭარლებს მოაქცევენ, მაგრამ ფული არ აქვთ და კაციშვილი პატრონი და გამკითხველი არაა


აი ჩემი სოფლის ამბავი გამახსენდა. წალეკა ჩემი სოფელი იაღოველებმა. მართლა სერიოზულად ვდარდობ. დიდი სოფელია გორის რაიონში, იქვე ქალაქთან ახლოს მაგრამ ერთი ტაძარიც კი არაა. თუმცა ძალიან ახლოა ქალაქიც და ატენის სიონიც სადაც მორწმუნეს შეუძლია წასვლა და ალბათ ამის გამო არ იწუხებ ტავს. მაგრამ იქ მოხუცებიც ცხოვრობენ ვისაც გორში გასვლაც არ შეუძლიათ და იაღოველების გავლენის ქვეშ ექცევიან. შემოდგომაზე საძირკველი ჩაასხეს და აკურთხეს ადგილი ტაძრისტვი და გაზაფხულზე უნდა დამტავრებულიყო მშენებლობა მარა მას მერე ერთი კენჭიც არ დადებულა იქ.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:55 PM

ციტატა
პატრიოტთა ბანაკები,

შემომთავაზეს მანდ წასვლა მარა მონასტერი მირჩევნია smile.gif ბევრად...

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 04:59 PM

ციტატა(კანონისტი @ May 28 2007, 04:51 PM) *

ulvashi
მიმართეს მერე პრეზიდენტს და უარი უთხრა?



ხომ მიხვდი, რომ პრინციპზე და დამოკიდებულებაზე ვამბობდი და არა ფაქტზე. აშენდება ის ეკლესია მიშას გარეშეც, დარწმუნებული ვარ.

შევარდნაძეც მასე აკეთებდა ყველაფერს, კურთხევით.

როგორც მაგის გიორგიდ მოქცევა არ მჯეროდა, ისე ამის "დალოცვილი" საქმიანობის არ მწამს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 05:03 PM

ნება თქვენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ ნუ დაიჯერებთ!

ერთი კია, რომ

დავწერე, პრეზიდენტის ბრძანება არ იქნებოდა ფერიის მონასტრის დანგრევა-მეთქი და დაადასტურა მეუფემ....

დავწერე, პრეზიდენტი ხელს უწყობს ეკლესიას-მეთქი და აგერ, უწმიდესის რამდენი ხნის ნატვრას რიყეზე ეკლესია აშენებულიყო, პრეზიდენტის ხელშეწყობით ასრულება უწერია....

ეს ფრაზები დაიხსომეთ ხოლმე.... კიდევ მრავალი ასრულდება, დიდება უფალს მისი შეწევნითა და მფარველობით და უწმიდესის კურთხევით!

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 05:10 PM

ტაძარზე კაი რა უნდა აშენებულიყო იმ ადგილზეე?
არავისთვის არ წაურთმევიათ თვითონ გადაუფორმეს..
და ეგეც საკითხავია მართლაც როგორი აშენებული იყო მაგ რესტორნები...
თუ მართელბი იყვენენ არავინ არ აჩუქებდა რა სახელმწიფოს..

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 05:18 PM

ილია
გაიხარე, ძმაო

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 28 2007, 05:20 PM

მე პრეზიდენტისტი ნამდვილად არა ვარ, შეიძლება პირიქითაც, მაგრამ ამ ფაქტით ჩემის აზრით პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა საზოგადოების წინაშე აჭარაში მომხდარი ინციდენტის გამო, რაც მისი თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა.რიყეზე ტაძრის მშენებლობა მოსაწონია , მაგრამ იქ არსებული რესტორნების ნგრევის ფონზე....

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 28 2007, 05:20 PM

ციტატა(კანონისტი @ May 28 2007, 12:05 PM) *

მეგობრებო,

ეს წუთია შევიტყვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რიყეზე აშენდება 100 000 ქართველი მოწამის სახელობის ეკლესია. ამით ერთგვარად შევეცდებით იმ ცოდვის გამოსყიდვას, რაც აჭარაში მოხდა, ბრძანა პრეზიდენტმა

იდეა მის უწმიდესობასთან შეხვედრისას წარმოიშვა და პატრიარქმა დალოცა პრეზიდენტი ამ საქმისათვის!

გილოცავთ!!! 100 000 მოწამის მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ პრეზიდენტსა და პატრიარქს, სრულიად საქართველოს!!




რავი რიყეზე რომ აშენდება ეგ კარგი აზრი არა.....

პოსტის ავტორი: ეკუმენისტი თარიღი: May 28 2007, 05:25 PM

ციტატა(მნათე @ May 28 2007, 03:27 PM) *

მე მონასტრის დანგრევაზე უფრო დიდ საშინელებად, ეკლესიური ცნობიერების წაბილწვად და სიმახინჯის მწარე კომედიად მიმაჩნია, რომელიმე სამღვდელოს მხრიდან, ბიწიერი და 30 ვერცხლის დარი ფულის აღება ეკლესიის ასაშენებლად! ეკლესია ვართ ჩვენ ყველა, თუ ტაძარი არ აშენდება ქრისტეანული და პატიოსანი ფულით, მაშინ სულ ნუ აშენდება! წარმოიდგინეთ პეტრე მოციქული, რომელიც რომელიმე ქურდის ხელიდან იღებს ფულს კატაკომბის გამოსათხრელად - და იტირეთ! ეკლესიების ნაკლებობა გვაქვს საქართველოში?! რაში ვიყენებთ თორე კი! შენდება ქვის კედლები და ინგრევა სულიერი ტაძარი! რამდენიც მონათლული ნახე მაგ ეკლესიაში, რატომ გგონია რომ იგივე ფორუმ.გე-ზე იმდენივე დაბრკოლებული არაა ამ ქმედებით? მისი ნაძარცვი ფულით აშენებულ ეკლესიას რომ დაინახავს? მისი შვილების ცრემლითა და შიმშილით დალპობილი ფულით აღვლენილ ღვთისმსახურებას?! ლოცვის აღვლენა შეიძლება ყველგან - მითუმეტეს ამის გაჭირვება საქართველოში ნამდვილად არ არის! ქრისტე ადამიანებს რწმენით უკაკუნებს და ის ყველასთან მიდის ჩვენი საშუალებით და თუ ჩვენ ბიწიერებით მივალთ ადამიანთან, მაშინ? ან რაში ჭირდება სიმართლის უფალს, უსამართლობისა და ხალხის ცრემლის ადგილზე დადგმული ტახტი?


პატარა ბასილ კობახიძევ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 05:32 PM

ვააა მე მაგარი მიკვირს რა, ესეთი კაი საქმე კეთდება კიდე უკმაყოფილოები ვართ..
რიყეზე თუ არუნდა აშენდეს აბა სან უნდა აშენდეს?

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 05:40 PM

ციტატა(ილია @ May 28 2007, 05:32 PM) *

ვააა მე მაგარი მიკვირს რა, ესეთი კაი საქმე კეთდება კიდე უკმაყოფილოები ვართ..
რიყეზე თუ არუნდა აშენდეს აბა სან უნდა აშენდეს?

მეც ეგ არ მიკვირს. გარკვეული ხალხი მაინც მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებს პრეზიდენტს, მაგრამ ბევრი არა. როგორც ჩანს აქ პრეზიდენტის კრიკიტიკა თვითმიზანია თუ რაშია საქმე ვერ გავიგე? ეკლესია ვინ დაანგრია და ვისი ბრძანებით არაა ბოლომდე გარკვეული და მიუხედავად მეუფის სიტყვისა მაინც პრეზიდენტს დავაბრალეთ და ამ ეკლესიის აშენება ნამდვილად პრეზიდენტის სურვილით და პატრიარქის კურთხევითაა და არაა ეს პრეზიდენტის დამსახურებაო, პიარიაო და იქ არ უნდა აშენდესო და ა.შ. სირცხვილია უბრალოდ . . .

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 28 2007, 05:40 PM

მართლა ცოტას მაინც გამოისყიდავს იმ ცოდვას smile.gif

შეგეწიოთ 100 000 მოწამის მადლი smile.gif

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 28 2007, 05:41 PM

ილია
იცი რა არის რიყეზე ირგვლივ მთელ ტერიტორიაზე სულ ტაძრებია და კიდე რო ტაძარი იქნება ....რა ვიცი ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 05:42 PM

just man

ციტატა
იცი რა არის რიყეზე ირგვლივ მთელ ტერიტორიაზე სულ ტაძრებია და კიდე რო ტაძარი იქნება ....რა ვიცი ...

საერთოდ ტაძარი უფრო უკეთესია თუ განსაკუთრებით წმინდა ადგილზე აშენდება

აი, რიყე და მიმდებარე ტერიტორიები ეგეთია

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 28 2007, 05:49 PM

ბევრ ეკლესიას რა ჯობია იყოს უამრავზე უამრავი, ღვთის სახლია მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 28 2007, 05:55 PM

კი მარა მერე მოვა ვიღაც ურწმუნო და გეტყვის:"ესაა ქრისტიანობა?!ყოველ კუთხე კუნჭულში ტაძარი ააშენეს!!!!ვერ გავიგე რა....!" და მე რას ვეტყვი?ვერ აფერს....

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 05:59 PM

ციტატა
კი მარა მერე მოვა ვიღაც ურწმუნო და გეტყვის:"ესაა ქრისტიანობა?!ყოველ კუთხე კუნჭულში ტაძარი ააშენეს!!!!ვერ გავიგე რა....!" და მე რას ვეტყვი?ვერ აფერს....

რახან შენდება ესეგი საჭიროოა და კიდე მეტი უნდა აშენდეს..
არ არსი საკმარის რაც არის ხალხი ვერ ეტევა ტაძრებში... და ვინ უნდა თქვა რამბავიაო ამდენი ტაძარი? მაშინ ის კიდე ბევრ რამეს იტყვის მარა უნდა დაუჯეროთ??

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 28 2007, 05:59 PM

100 000 ქართველი მოწამის სახელზე ეკლესია დიდი ხანია უნდა გაებულიყო სადღაც მაგ მიდამოებში, ამიტომ კარგია, რომ ეხლა მაინც გადაწყვიტეს ამის გაკეთება.

ისე მე კიდევ უფრო მეტად გამიხარდებოდა, ერთი ეკლესია დამატებით აჭარაში, რომ აეშენებინათ.

და საეკლესიო სამართალში რატომაა ეს თემა?

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 06:03 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 28 2007, 05:59 PM) *

და საეკლესიო სამართალში რატომაა ეს თემა?

იმიტომ რომ საეკლესიო სამართალში არის ასეთი ქვეთემა "ეკლესია და სახელმწიფო", სადაც იწერება იმ მოვლენების შესახებ, რომელიც უშუალო კავშირშია ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობასთან. ეს მოვლენაც ერთ-ერთი იმათგანია, რადგან ეკლესია უშუალოდ პრეზიდენტის და პატრიარქის გადაწყვეტილების საფუძველზე შენდება.


პოსტის ავტორი: just man თარიღი: May 28 2007, 06:04 PM

ილია
ხო მართალი ხარ....

ისე მაგას მარტო ბებრუხანა თუ იტყვის,გონზე რომ არაა არაფრის!

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 28 2007, 06:04 PM

ციტატა
100 000 ქართველი მოწამის სახელზე ეკლესია დიდი ხანია უნდა გაებულიყო სადღაც მაგ მიდამოებში, ამიტომ კარგია, რომ ეხლა მაინც გადაწყვიტეს ამის გაკეთება



"ჯობს გვიან ვიდრე არასდროს"

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 06:05 PM

ციტატა
ილია
ხო მართალი ხარ....

ეგრე რაა biggrin.gif
გაიხარე

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 06:07 PM

მე თავიდანვე გამიჩნდა ერთგვარი ოპოზიციური აზრი პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ რაც დღეს აქ მოხდა უბრალოდ ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება. დაუმტიცებელი ბრალდება რომ პრეზიდენტმა ტაძარი დაანგრევია მიუხედავად მეუფის სხვა აზრისა მაინც პრეზიდენტს დავაბრალეთ წარბშეუხრელად, ხოლო ნამდვილი, ცალსახა გადაწყვეტილება პრეზიდენტისა რომ აშენდეს 100 000 მოწამის სახელობის ეკლესია, რომელიც პატრიარქის დასტურით და კურთხევით ხდება საეჭვოდ მივიჩნიეთ, მაინც უკმაყოფილო ვართ, არ ვაფასებთ დადებითად იმიტომ რომ "პიარიაო", იქ არ უნდა აშენდესო, რესტორნების ადგილასო . . . . ეს რა უბედურებაა ხალხო?!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:09 PM

_გიორგი_

ციტატა
ეს რა უბედურებაა ხალხო?!


პრეზიდენტოფობია

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 28 2007, 06:10 PM

_გიორგი_


გამიხარდება, პატრა და მოჩუქურთმებული თუ იქნება, თუმცა მე ვინ მეკითხება, მაგრამ რატომღაც ასე წარმოვიდგინე. ძალიან პატარაც არა, ისე არ გამოვიდეს, რომ ხალხი ვერ ეტეოდეს წირვაზე, მაგრამ ლამაზი მინდა, რომ იყოს. ამ ბოლო დროს ეკლესიის გარეთა მოჩუქურთმებაზე (თუ როგორ ვთქვა არ ვიცი) აღარავინ ფიქრობს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:11 PM

მხევალი ნინო

ციტატა
გამიხარდება, პატრა და მოჩუქურთმებული თუ იქნება, თუმცა მე ვინ მეკითხება, მაგრამ რატომღაც ასე წარმოვიდგინე. ძალიან პატარაც არა, ისე არ გამოვიდეს, რომ ხალხი ვერ ეტეოდეს წირვაზე, მაგრამ ლამაზი მინდა, რომ იყოს. ამ ბოლო დროს ეკლესიის გარეთა მოჩუქურთმებაზე (თუ როგორ ვთქვა არ ვიცი) აღარავინ ფიქრობს.


დიდი იქნება ძალიან, სამნავიანი.... შეიძლება ანჩისხატის ხელაც იყოს... smile.gif

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 28 2007, 06:12 PM

კანონისტი
ფობია არის აკვიატებულ მდგომარეობათა შიში ანუ სხვა რამეა wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:14 PM

marita26

ციტატა
ფობია არის აკვიატებულ მდგომარეობათა შიში ანუ სხვა რამეა

და ქართველოფობია, რუსოფობია არ გაგიგია?

ამ კონტექსტით ვიგულისხმე

პრეზიდენტოფობია - აკვიატებული პრეზიდენტთ მოძულეობა

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 28 2007, 06:15 PM

კანონისტი
მე განვმარტე სამედიცინო ენაზე wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:15 PM

marita26

ციტატა
მე განვმარტე სამედიცინო ენაზე

მე პოლიტიკურზე wink.gif

პოსტის ავტორი: _გიორგი_ თარიღი: May 28 2007, 06:16 PM

ციტატა(კანონისტი @ May 28 2007, 06:09 PM) *

_გიორგი_
პრეზიდენტოფობია

ალბათ. მე მგონი რაღაც ერთგვარი მოდაა თუ პოპულარული დამოკიდებულება, რომ ხელისუფლება მუდმივად უნდა აკრიტიკო ყველაფერში. ყველა დაუფიქრებლად და უშუალოდ ფაქტების, სტატისტიკისა და კანონების გარეშე, რაღაც ზედაპირული ცოდნით ამტკიცებს რომ პრეზიდენტი ეკლესიას ებრძვის და უარესიც რომ საერთოდ იდეაში პრეზიდენტი არც შეიძლება კარგი იყოს . . . საინტერესოა . . .

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:18 PM

_გიორგი_
კურიოზული ის არის, რომ თუ გახსოვს, ამას წინათ თემა გავხსენი "რატომ არის მოდაში მთავრობის ლანძღვა?" და ამ თემაში წავიდა ლანძღვა თუ წავიდა...

მადლობა უფალს, მრავალი ეკლესია შენდება

ჰოოო, მართლა....

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით წლევანდელ წელს, წლის ბოლოს დიდი ღონისძიებები იგეგმება - პატრიარქის აღსაყდრების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: May 28 2007, 06:31 PM

გილოცავთ, ყოველთვის სასიხარულოა ეკლესიის შენება...

მძიმედ იკითხება, რაც ამ ფორუმზე პრეზიდენტთან დაკავშირებით იწერება...
არ იღლებით?


პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 06:34 PM

იოანა

ციტატა
მძიმედ იკითხება, რაც ამ ფორუმზე პრეზიდენტთან დაკავშირებით იწერება...
არ იღლებით?

მე პირადად ძალიან

ნამდვილად არ მეგონა, ამ თემას ასეთი კომენტარები თუ მოჰყვებოდა

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 28 2007, 06:39 PM

აუ მართლა რას ერჩით ამ პრეზიდენტს მე პირადად მომწონს ზოგი რაღაცეებიც ეშლება ხოლმე მაგრამ შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს smile.gif აბა შევარდნაძე იყო კაი თავზე რომ გვემხობოდა ყველაფერი?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 28 2007, 07:48 PM

მომილოცავს კიდევ ერთი მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის დაწყება!

მთავრობის მხრიდან ეკლესიის აგება სწორი და მოსალოდნელი გადაწყვეტილებაა და ამისათვის ნებისმიერ ადგილს მივესალმები!

თუმცა უფრო მეტად მისასალმებელი იქნებოდა ეკლესიების ისეთ ადგილებში აშენება სადაც ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რწმენის უკმარისობას. აჭარა, სვანეთი და სხვა მრავალი ჩვენი დალოცვილი ქვეყნის კუთხე!

მომიტევეთ მარა, ის ეკლესია რომ დაანგრიეს, იქ რა ხდება? ისევ ააშენებენ?

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 08:22 PM

ციტატა
თუმცა უფრო მეტად მისასალმებელი იქნებოდა ეკლესიების ისეთ ადგილებში აშენება სადაც ხალხი ყველაზე მეტად განიცდის რწმენის უკმარისობას. აჭარა, სვანეთი და სხვა მრავალი ჩვენი დალოცვილი ქვეყნის კუთხე!

მომიტევეთ მარა, ის ეკლესია რომ დაანგრიეს, იქ რა ხდება? ისევ ააშენებენ?

კიი შენდებაა თან დაჩქარებულათ smile.gif აქ არის თემა და მაგ ეკლესიაზე შეიხედე
http://church.ge/index.php?showtopic=1755&pid=97157&st=20&#entry97157
ისე კი მართალია იქაც უნდა შენდებოდეს ტაძრები..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 08:32 PM

ციტატა
თვითონ გადაუფორმეს..

biggrin.gif გჯერა ახლა შენი სიტყვის ? აი ამაზე აღარ ვსაუბრობ რა, რატომ გადაუფორმეეეეს რა მოხდაა?

ციტატა
ნამდვილად არ მეგონა, ამ თემას ასეთი კომენტარები თუ მოჰყვებოდა

არ მჯერა ამისის smile.gif იცოდი და თანაც კარგად...

ციტატა
რუსოფობია

ამერიკელოფობია უფრო მაქ...

მოვიცადოთ ცოტა ხანს და ვნახავთ ვინ ვინაა... მე ამ თემაში აღარ მოგაწყენთ თავს... საწინააღმდეგო აზრის გაგება "გიტყდებათ"

პოსტის ავტორი: marita26 თარიღი: May 28 2007, 08:49 PM

ქავთარაძე
მეც მაგას ვიძახი დრო გვიჩვენებს ვინ ვინაა.შევარდნაძე რომ გაეგოთ რას წარმოადგენდა 15 წელი დაჭირდა ხალხს (ყველას არა რათქმაუნდა),ხოდა იგივე დროა საჭირო ახლაც wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 11:36 PM

ბლენა!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 29 2007, 08:54 AM

marita26
ხო მაგრამ რამდენი 15 წელი უნდა გავიდეს კაცი დავბერდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2007, 09:15 AM

ქავთარაძე

ციტატა
კაცი დავბერდი




laugh.gif


არ ვიცი რით დაგამშვიდო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)