IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> თანამედროვე თბილისი, ამბობენ, (გ)აშენდაო...
tamuna m
პოსტი Mar 24 2010, 01:15 AM
პოსტი #1


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



პატ. ადმინისტრაციასთან შეთანხმებით თავს უფლება მივეცი და გავხსენი თემა (პირველად "გალერეის" განყოფილების ისტორიაში)

მინდა გაჩვენოთ ჩემი საცხოვრებელი ადგილი

IPB-ს სურათი

ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი
(ჩემი გადაღებული არ არის)

IPB-ს სურათი
ესეც ხედი ფანჯრიდან
(ჩემი გადაღებულია)
პ. ს. რამ მომიფრინა? biggrin.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 24 2010, 10:38 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს? იქ კია გამოკრული, მაგრამ მაგ ადგილას რომ მანქანა გავაჩერო და თვალიერება დავიწყო, ვიღაცა ჩამქოლავს biggrin.gif

ციტატა
ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი

მისამართი უკვე ვიცით smile.gif ახლა გვითხარი, როდის გესტუმროთ rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 24 2010, 01:01 PM
პოსტი #3


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



მარიამი
ციტატა
გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს

ამ თემის გახსნისას, ზუსტად მაგას ვფიქრობდი, "ნეტავ მაგ ხიდის ფოტოები, როდის დაიდება-თქო" cool.gif
ციტატა
როდის გესტუმროთ

უფ, როცა გინდათ
უსაქმური ვარ და სულ სახლში ვგდივარ biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Mar 24 2010, 01:44 PM
პოსტი #4



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი
ციტატა
გმირთა მოედანზე (და არა მარტო) რომ დიდი მშენებლობებია, იმის მომავალი ხედის ფოტო ხომ არ გაქვთ ვინმეს? იქ კია გამოკრული, მაგრამ მაგ ადგილას რომ მანქანა გავაჩერო და თვალიერება დავიწყო, ვიღაცა ჩამქოლავს


ამფერ რაცხას აპირებენ ეს კაციჭამიები, გენოციდი რომ მოგვიწყვეს არ გვეყოფა? ახლა ავტობანები და ასფალტები უნდათ გვაჭამონ? ვერ გაძღნენ ხალხის დაცინვით? biggrin.gif biggrin.gif


IPB-ს სურათი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Mar 24 2010, 02:18 PM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



უფ, ერთი თუ შეგეშალა ადამიანს, ან დროზე ვერ შეიცვალე სავალი ზოლი რა წრეებზე მოგიწევს სიარული biggrin.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Mar 24 2010, 09:01 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(tamuna m @ Mar 24 2010, 02:15 AM) *


მინდა გაჩვენოთ ჩემი საცხოვრებელი ადგილი

IPB-ს სურათი

ხიდიდან პირველი ღია ლიმნისფერი კორპუსი


[


ხოდა მაგის მოპირდაპირე მხარეს რომ დგას, ხიდს აქეთ პირველივე გრძელი კორპუსი, შინდისფერი სახურავით ეგ კიდო ჩემი სახლია biggrin.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 24 2010, 09:49 PM
პოსტი #7


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



Ligia
ვა, მეზობელი ხარ? biggrin.gif kiss1.gif
მგონი "ეთნო კაფედან" კი არა, მაგ კორპუსის ფანჯრებიდან მეცნობოდი biggrin.gif biggrin.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 24 2010, 10:53 PM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰმ, როგორ არ მომწონს თბილისის ამ მხარის ხედი sad.gif

მაღალი, დაბალი, ყვითელი, თეთრი, მიმობნეული, მეჩხერი...
არანაირი ლანდშაფტი, არანაირი დიზიანი...
თბილისი XXI ს.ში თავიდან უნდა აშენდეს....

ეჰ, რა გვიყო კომუნისტებმა, მახსოვს, ბერლინში ალექსანდერპლაცზე მდგარ სატელივიზიო ანტენაზე რომ ავედი და გამოჩნდა დასავლეთ ბერლინი, ნამდვილი ევროპა, 6-7 სართულიანი ლამაზი და გადაბმული სასახლეები და აღმოსავლეთ ბერლინი 9-12 სართულია წამოყონწიალებული მეჩხრად მდგარი ან ერთამანეთზე მიდგუმული კორპუსები...

http://www.iwishicoulddescribeittoyoubette...xanderplatz.jpg

ნახეთ აქ... ნარუსალი ბერლინი...
და შეადარეთ ნარუსალ თბილისს..

ეჰ...

ესაა "იდეალური ქალაქი"

http://valentinagiannicchi.files.wordpress...itta-ideale.jpg

დაუკვირდით არქიტექტურას, ფერებს, სიმშვიდეს და იდიალიას, ეს არაა რეალური სახლი, ესაა იდეა, ფილოსოფია....

Palmanova საოცრებაა დაუკვირდით.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2010, 12:26 AM
პოსტი #9


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



KAIROS
ციტატა
რა გვიყო კომუნისტებმა

ეჰ, ყველაფერი წინ გვაქვს
აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|
გვპირდებიან, წინ (მშენებლობის ადგილიც ჩანს) იმხელა კორპუსი უნდა აშენდეს, რომ ფუკინულიორს დაფარავსო biggrin.gif
მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ჩემი ფანჯრიდან ეს ხედი: (დაკლაკნილი) მტკვარი ორად ჰყოფს ქალაქს, იქით მთაწმინდა... wub.gif

უბრალოდ ამ ბუნებას კარგი გამოყენება უნდა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 25 2010, 01:01 AM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|

კრიმინალია ეგ!
არცერთი შენობაა არაა პარიზში რომ ეიფელი დაფაროს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეზეა, და არცერთი შენობა არაა რომში, რომ წმიდა პეტრე დაფაროს, ისიც ვაკეზეა.
ორმაგი საზიზღრობაა, ეგ ნარუსალი და ნაქართველარი, თბილისი ულამაზეს ადგილზეა და მოფრთხილებას იმსახურებს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Mar 25 2010, 01:34 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(tamuna m @ Mar 24 2010, 10:49 PM) *

Ligia
ვა, მეზობელი ხარ? biggrin.gif kiss1.gif
მგონი "ეთნო კაფედან" კი არა, მაგ კორპუსის ფანჯრებიდან მეცნობოდი biggrin.gif biggrin.gif


კი მასეა, მასე, რამდენჯერაც აივანზე გამოვიდოდი იმდენი მაგ კორპუსიდან გოგო მეჯღანებოდა, ახლა მივხვდი რომ შენ იყავი biggrin.gif

ეჰჰჰ "ეთნო" როგორ მომენატრა, რა კარგი იყო sad.gif

ციტატა(tamuna m @ Mar 25 2010, 01:26 AM) *


აბა დაუკვირდი, ანძის ქვემოთ ჩამოყოლებაზე რა უაზრო ფორმის კორპუსია.
ახლა ეს ტენდენციაა :|


დედაააა ცენტრ პოინტის სახლები, რომ ვერ გაიგებ რა უნდოდა ახლა მაგეების არქიტექტორს საერთოდ, და რამდენადაც სხვა არქიტექტორებისგან გამიგია, ხარისხითაც ვერ ქაჩავსო, ეგ არ ვიცი, მარა გარეგნულად კოშმაააარ, მთა დამიფარა წინ.

ძველ სახლებს ვინ ჩივის ახლები რას გავს, და ის მიშლის კდიევ ნერვებს გაჩერებული მშენებარე სახლებით რომაა სავსე საბურთალოს ტერიტორია, ვეღარ რომ ისნუთქებ ისე unsure.gif

ციტატა(tamuna m @ Mar 25 2010, 01:26 AM) *

KAIROS

გვპირდებიან, წინ (მშენებლობის ადგილიც ჩანს) იმხელა კორპუსი უნდა აშენდეს, რომ ფუკინულიორს დაფარავსო biggrin.gif


ჰაიატის სასტუმრო, რესტორანი არაგვის მაგივრად, მთლიანი კლდე ჩამოჭრეს, მთელმა მაგათ მშენებლობამ ჩემს ყურებში გაიარა, დილიდან თხრას და ბურღვას რომ იწყებდნენ , აღარ მაძინებდნენ


აი მაშინ ვიკითხო ეგ რომ აშენდება, წინ რომ ვეღარაფერს დავინახავ და მთელს ხედს რომ ჩამიკეტავს sad.gif არა და კაი ხედი მაქვს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 25 2010, 03:59 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არ შეიძლება ასე გაგრძელდეს!
შეხედთ წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათიდან, როგორ მოსუფთავებულია ხედი, არცერთი ყონწიალა კორპუსი ან ჯგრო უცნაური შენობებისა!
სიღნაღი, ქუთაისი და თელავი აჯობებს მალე თბილისს ასე თუ გააგრძელეს, მართლა ანჩისხატი, მთაწმიდა, სიონი და ნარიყალა ხომ არაა მარტო თბილისი?
აი მაგალითები, როგორ უნდა მოაწყო ქალაქი:

რომი:

ხედი სან პიეტროს ბაზილიკიდან, კარგად სჩანს, სახლების და "კორპუსების" უფრო კი პალაცოების, სასახლეების სიმაღლე, როგორაა ყველა ერთ დონეზე და რა სიმფონიაა

IPB-ს სურათი

ეს კი პარიზის ეიფელია, შეხედეთ მხოლოდ თითო-ოროლა ცათამბჯენი და ისიც კი უხდება ისეა

IPB-ს სურათი

აი ბოსტონი! იქით ცათამბჯენები აქეთ ერთნაირი სახლები!

IPB-ს სურათი

ან ნიუ-იორკი ლოუერ მანჰეტენზე სულ ცათამბჯენებია, ხოლო ცენტრალ.-ში და ზევით კი მხოლოდ მაღალი სასახლეები

IPB-ს სურათი


ვინმე ზრუნავს ამაზე?

უშველეთ თბილისს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 25 2010, 10:27 AM
პოსტი #13


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(Giorgi- @ Mar 24 2010, 01:44 PM) *

მარიამი
ამფერ რაცხას აპირებენ ეს კაციჭამიები, გენოციდი რომ მოგვიწყვეს არ გვეყოფა? ახლა ავტობანები და ასფალტები უნდათ გვაჭამონ? ვერ გაძღნენ ხალხის დაცინვით? biggrin.gif biggrin.gif
IPB-ს სურათი

ეს 1-იანით და 2-იანით მონიშნული რას მიგვანიშნებს?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Mar 25 2010, 10:56 AM
პოსტი #14


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თუ მართლა ასე აპირებენ გმირთა მოედანზე გზის გაკეთებას, მემგონი ძალიან სახიფათო იქნება. რთული სქემა ჩანს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Mar 25 2010, 12:23 PM
პოსტი #15


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



KAIROS
რა ლამაზიააა smile.gif smile.gif აი ნიუ იორკის დანახვაზე ცოტა ვითრგუნები რაღაც დაზომბირებული რობოტების პლეადას გავს მთელი ქალაქი sad.gif

...სიღნაღი და თელავი მართლა ძალიან ლამაზია,თელავში კიდეც გრძელდება მემგონი სამუსაოები,ხოდა წავიდეთ და ვიცხოვროთ კახელებში (მე მაინც ხშირად მიწევს იქ ყოფნა და tongue.gif )


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 25 2010, 01:27 PM
პოსტი #16


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(Giorgi- @ Mar 24 2010, 01:44 PM) *

IPB-ს სურათი

რისთვის შენდება მაინც ვერ გავიგე.
გზა მოკლდება, თუ უბრალოდ მოედანი განიტვირთება? unsure.gif
KAIROS
ციტატა
უშველეთ თბილისს!

როგორ?


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 25 2010, 02:09 PM
პოსტი #17


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
რისთვის შენდება მაინც ვერ გავიგე.
გზა მოკლდება, თუ უბრალოდ მოედანი განიტვირთება?

ჩემი მოკლე ჭკუითა smile.gif 1-იანით რომ არის მონიშნული, იმ გზას თუ დაადგები და მერე მარჯვნივ რომ გადასახვევი ჩანს, იქ თუ გადაუხვევ, პირდაპირ ამოყოფ თავს ვაკე-საბურთალოს გზაზე რომ გადაკეტეს ახლა, იქ. ეგ განტვირთავს ვაკეს, იმიტომ რომ ვაკით წავა მარტო ის, ვინც უშუალოდ ვაკეში მიდის. ვინც ვაკის გავლით მიდის ვაჟაზე (მაგ. მეsmile.gif), ქავთარაძეზე, პლატოზე ან სადმე ეგეთ ადგილას, ის მაგ გზით მოჭრის მოკლეზე.

აი, დანარჩენი გზები სად მიდის და როგორ მიდის და რატომ მიდის, ეგ ვერ გავიგე ჯერ unsure.gif

განსაკუთრებით ვერ გავიგე, კოსტავადან რომ ზემოთ ადის და მერე იქვე ქვემოთ ჩადის განტოტვილი, ეგ რა საჭიროა unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Mar 25 2010, 07:45 PM
პოსტი #18


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ?


როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Mar 25 2010, 10:11 PM
პოსტი #19


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(მატასი @ Mar 25 2010, 07:45 PM) *

რიყეზე რას აშენებენ, იცის ვინმემ?
როგორ არ უხდება შუშის შენობები თბილისს...

რას და ხიდს dry.gif

რა სიმახინჯეა რას გავს dry.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Mar 25 2010, 10:53 PM
პოსტი #20


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



სადღაა ის თბილისი რომ იყო... როგორ ეტყობა თანდათან გლობალიზაციის ნიშნები.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 07:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი