IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ავტორიტეტი
Dulos
პოსტი Sep 14 2007, 12:04 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ძვირფასო მეგობრებო

ერთი საკითხის გარშემო მინდა შემოგთავაზოთ საუბარი.

ავტორიტეტთან დაკავშირებით არაერთი და არაერთგვაროვანი პოზიციები არსებობს. მართლმადიდებელი ქროსტიანობისათვის ავტორიტეტს ეკლესია წარმოადგენს. კათოლიკურისათვის – იერარქია, პროტესტანტული ეკლესიებისათვის – წმიდა წერილი. სხვადასხვა რელიგიებისთვის – დამფუძნებელი და მათი ნაშრომები.

ვის გააჩნია უმაღლესი ავტირიტეტი? ვის აქვს იმის ძალაუფლება მინიჭებული, რომ ესა თუ ის აზროვნება მწვალებლობად შერაცხოს, სხვა კი ჭეშმარიტებად?

მინდა შემოგთავაზოთ დიალოგი ამ საკითხის გარშემო.

დიდი ხანია გავემიჯნე იმ აზრს, რომ ჩემი აზროვნებიდან განსხვავებული პოზიცია მხოლოდ იმიტომ არის მცდარი, რომ ის განსხვავებულია. როგორც დიდი შოთა წერს "... მაგრამ იტყვის ჩემი სჯობსო, უცოლობლობს ვითა ჯორი". ასე, რომ საინტერესო დიალოგის იმედი მაქვს.

გადავავლე თვალი სხვა განყოფილებებს, მაგრამ ეს ტემა ვერ ვიპოვე. თუ განმეორება გამომდის, მაშნ იქნებ მიმითითოთ სადაც ამ საკითხზე საუბრობთ.

უფალი დაგვეხმაროს და წარგვიძღვეს თითოეული ჩვენგანს

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 14 2007, 01:10 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Dulos
ციტატა
მართლმადიდებელი ქროსტიანობისათვის ავტორიტეტს ეკლესია წარმოადგენს. კათოლიკურისათვის – იერარქია, პროტესტანტული ეკლესიებისათვის – წმიდა წერილი. სხვადასხვა რელიგიებისთვის – დამფუძნებელი და მათი ნაშრომები.


ჩვენ რახან ქრისტიანები ვართ, მივმართოთ წმინდა წერილს. ამაღლების წინ მაცხოვარი მოციქულებს ეუბნება, რომ მათ ეძლევათ ხელმწიფება გახსნისა და შეკვრისა, და თან დასძენს, რომ ეს გადაწყვეტილება არ რჩება მხოლოდ აქ, არამედ გახსნილი და შეკრული ცათა შინაც გახსნილი და შეკრული იქნება

ამას ეუბნება არა ერთ რომელიმე მოციქულს (წინააღმდეგ რომის ეკლესიის სწავლებისა), არამედ მთელ კრებულს მოციქულებისა - ანუ იმათ, რომლებზეც სულ რაღაც 10 დღის მერე სულიწმიდა გადმოვიდა და რომლებმაც დააფუძნეს ეკლესია. ძალაუფლება, როგორც ვნახეთ, არის სრული - რამეთუ ეკლესიას ძალუძს აღასრულოს ისეთი რამ, რაც ზეცაშიც დამოწმდება საღვთო განგებულებით.

ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს და ასწავლის, რომ ძალაუფლება დედამიწაზე აქვს მოციქულთა მემკვიდრეებს - საეკლესიო კრებულს, რომელშიც შედიან სრული სამოციქულო მადლის მატარებელი - ეპისკოპოსები. ამიტომაც, ჩვენთვის ავტორიტეტულია წმინდა წერილთან ერთად წმინდა გადმოცემა, რომლებიც მოციქულთაგან მოგვეცა ჩვენ და საეკლესიო კრებათა გადაწყვეტილებები


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 14 2007, 02:47 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ეკლესიის არაავტორიტეტულობის შემთხვევაში - წმიდა წერილი, ერთი დიდი გნოსტიკური ნათითხნია.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 14 2007, 03:06 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Dulos
ერთი მეტადდ საინტერესო წიგნი მინდა შემოგთავაზო, რომლის ავტორიც ევანგელისტი ქრისტიანი დონალდ ფერბერნია.
Иными Глазами - ასე ქვია წიგნს. ძალიან საინტერესოდ აქვს შედარებული დასავლური ევანელისტუტრი ხედვა და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება. არავითარი ტენდენციურობა, ძალიან კორექტულად და ნათლად აქვს ასახული ყოველი განმასხვავებელი დეტალი.
ეს წიგნი მე ჩვენმა თანაფორუმელმა alexb მ მათხოვა.

ამ წიგნიდანვე დავდებ ამონარიდებს, რომელიც ზუსტად ავტორიტეტულობას შეეხება:

С точки зрения евангельских христиан вопрос авторитета — это первое, что нужно учитывать при формулировании богословия. Для нас вопрос о том кто (или что) имеет право устанавливать, что есть истина, логически предшествует вопросу о том, что является истиной в христианском богословии. Проще говоря: кто имеет право говорить от имени Бога? Являются ли древние пророки и апостолы единственными, имевшими на это право? Если так, то, какие из творений пророков и апостолов являются истинно пророческими или апостольскими? Или, как узнать, какие именно из них имеют Божественное вдохновение? Имеет ли Церковь право выступать от имени Бога? Если так, то кто именно в Церкви имеет соответствующий авторитет? А также, какая Церковь из множества имеет подлинный Божественный авторитет?

Хотя евангельские христиане не могут предложить один общепринятый ими ответ на эти вопросы, фактически все они соглашаются с тем, что сами эти вопросы имеют первостепенное значение. Желая узнать, что есть истина, вначале необходимо определить, кто имеет право устанавливать истину. Конечно, евангельские христиане убеждены, что такое право и авторитет принадлежат исключительно Священному Писанию, а не человеку, группе людей или Церквей. Человека, желающего узнать, что является истиной, евангельские христиане направят не к Папе Римскому или изучению отцов Церкви, не к видному пастору или преподавателю библейских дисциплин, но непосредственно к Библии. Соответственно, один из первых вопросов евангельских христиан заключается в следующем: согласны ли православные с тем, что исключительно Библия имеет право устанавливать, что есть истина в жизни людей, или они принимают и другие источники авторитета?

Однако, задав этот вопрос, обнаруживается, что в православном контексте он является неприемлемым или, возможно, даже не до конца понятным. Из-за различий в подходах к оценке окружающей действительности (см. введение к книге) Православие, как правило, не поднимает вопрос об авторитете, а если и поднимает, то не методом евангельских христиан. Православная Церковь, напротив, понимает Священное Писание и другие аспекты жизни Церкви как выражение одного целого — Предания Церкви.

"პრედანიე ცერკვი"
რაც შეეხება მის ავტორიტატულობას, საკმაოდ დეტალურადაა ესეც განხილული (ამ თავში).
კარგი იქნება თუ გაეცნობი ამ წიგნს.
ჩემი აზრით მეტად საინტერესო წიგნია.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 12th May 2024 - 04:46 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი