IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ჰერეთი (საინგილო), საქართველოს კიდევ ერთი ჭრილობა...
მატასი
პოსტი Nov 5 2007, 09:08 PM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ალბათ ეს თემა დიდი ხნის წინ უნდა გახსნილიყო...

ვისაც რა ცნობები გაქვთ ჰერეთზე, ან ფოტოები თუ გაქვთ დადეთ რა smile.gif

***
ეს მხარე ფეოდალურ ხანის საქართველოში ისტორიული კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლანდელ აზერბაიჯნის ფარგლებს მოიცავს ბელაქნის ზაქათლისა და კახის ტერიტორიას.
ტერმინი ”საინგილო” XIX საუკუნეში დამკვიდრდა, ინგილოების დასახლების მხარის აღსანიშნავად . საინგილო შედგებოდა 2 პოლიტიკურ ერთეულებისგან ჭარ-ბელაქნისა (კაკ-ენილესილი) და ელისუს სასულთნოსაგან. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეში ძველ ქართველების პროვინციის ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო. XI საუკუნი დასაწყისში ადიმინისტრაცულად მაჭის საერისთავო ფარგელბში მოექცა XVI-XVII საუკუნეში საინგილოს პოლიტიკურ ცვილილებებმა კახეთის სამეფოში ოსმალებისა და სპარსების გამალებულმა აგრესიამ და ფეოდალების თავდახხმებმა ამ მხარის ეკონომიური და პოლიტიკური დაცემა გამოიწვია.


საინგილოს ტერიტორია რომ ისტორიულად სააქართველოს ეკუთვნოდა და იგი მხოლოდ ქართველებით იყო დასახლებული, ეს დასტურდება ქართულ , რუსულ, ევროპულ და თვით აზერბაიჯნულ ენაზეც არსებულ მრვალ ისტორიულ წყაროებშია მოხსენებული.ძვ.წ. I საუკუნიდან ახლანდელი საინგილოს ტერიტორიაზე ქართველები და მათი მონათესავე ჰერები ცხოვრობდნენ, ხოლო IV-V საუკუნიდან მოყოლებული საკუთრივ საქრთველოს ტერიტორია საინგილოსაც მოიცავდა.
XI საუკუნის ბოლოს პეტერბურგში დაბეჭდილ ”ენციკლოპედიურ ლექსიკონში
” რომლიც გამოსცეს ფ. ბროკჰაუზმა და ა.ეფრონმა ვკითულობთ – “ზაქთლის ოლქის ოდესღაც შეადგენდა ჰერეთის ნაწილს, დასახლებული იყო ქართველებით…..
ამ ნაშრომიდანაც ნათლად ჩანს, რომ საინგილო (ზაქათლის ოლქი) წარმოადგენდა ჰერეთის ნაწილს, “რომელიც დასახლებული იყო ქართველებით” და რომ იგი ლეკებმა დაიპყრეს XIII –XIII საუკუნეებში.
შემდეგ სხვა დოკუმენტებში ვკითხულობთ: “საქართველოს დაუძინებელმა მტერმა შაჰ-აბასმა 1587 წელს კახეთის მეფეს ალექსანდრეს ჩამოართვა კაკ-ელისენი, წინანდელი მოურავი ვახვახიშვილი გაამაჰმადიანა, სახელად უწოდა ალიბეგი და ეს ალიბეგი დაადგინა აქ სულთნად.ამიტომ მას ეწოდა აგრეთვე ალისულთანი.
საკუთრივ ქართველები დაყოფილნი იყვნენ რიგ ტერიტორიულ ჯგუფებად, რის გამოც დღემდე შემონახულია ზოგიერთი ეთნოგრაფიული სხვაობა. მათგან უმთავრესი ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ინგილოები, ხევსურები, ფშავლები, თუშები, იმერლები, გურულები, აჭარლები, (მეგრელები, ლაზები, სვანები-გ.ჩ), მესხები. ამ ჯგუფებს შორის განსხვავება, გამომდინარე ადრინდელი ტომობრივი და პოლიტიკური დაყოფით, თანდათანობით წაიშალა და ამჟამად რეალური მნიშვნელობა არა აქვს.
რამდენიმე სიტყვა კიდევ ერთმნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტზე: 1920 წლის 6 მაისს რუსეთის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობასა და მაშინდელ საქრთველოს მთავრობას შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთის მთვრობამ საქრთველო სცნო ამგვარ საზღვრებში: “საქრთველოს საზღვრებში შედიან გუბერნიები: თბილისის და ქუთაისის, ოლქები: ბათუმის, ზაქათლისა და სოხუმის შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი”


ქ.ნუსხალ (შექის) ჩრდილოეთით, 6 კმ. მოშორებით, მდებარეობს გიშის ტაძარი, გიშის-ქურმუხის ყოფილი რეზიდენცია; გიშის საეპისკოპოსო საქრთველოს მეფე ვახტანგ გორგასალს V საუკუნეში გაუხსნია. “აღნიშნული გროგოლიძეთა სამფლობელო ქვეყანა ციხე გიშისთ ქართული ჰერეთის უკიდურეს აღმოსავლეთით ნაწილი იყო…მეფე არჩილმა რომელიც VIII საუკუნეში ააგო ციხეები კახეთ-ჰერეთი ადმინისტრაციულად მოაწყო. ნუსხაში (ახლანდელ შექის) დასახდნენ ქართველები რომლებიც შემდგომში შექლებად წოდებულნი. ამ დრომდე ნუსხის მიდამოებში მცხოვრებელბი წარმართულ რელიგიას მისდედნენ, არჩილ მეფემ გააქრისტიანა.

საინგილოს ტერიტორიის ფართობი უდრიდა 189 000 კვ. კმ-ს, სადაც 5 მილიონი კაცი ცხოვრობდა. ქართველთა ეკონომიური და კულტურულ გაძლიერებას მოჰყვა ქალაქების, სოფლების და კულტურის შესანიშნავი ძეგლების მნიშვნელობა, რომლის ნაშთები ამჟამად საინგილოში მრავლად გხვდება.ამ პერიოდში, საერთაშორის, კულტურისა და ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ შესანიშნავ ცენტრს ბელაქანს წარმოადგენდა. მიუხედავად მომღოლების ბატონობისა, XII ს. დასაარულს ქართველებმა საეკლესიომოღვაწემ პიმენ სალოსმა ქრისტიანობა გაავრცელა დაღესტანში, “ნათესავი ლეკთა წარმომავლობისაგან მოაქცივნა” –გააქრისტიანა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოდან დაღესტანში ქრისტიანობის გარდა, ვრცელდებოდა ქართული ენა, კულტურა, დამწერლობა და ლიტერეტურა.

www.saingilo.iatp.ge


IPB-ს სურათი
ეს ქურმუხოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 6 2007, 12:17 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



_Matasi_

ძალიან კარგი და საჭირო თემაა smile.gif

ეს საიტი http://saingilo.iatp.ge/ საინგილოზე ვრცელი ინფორმაციის მომცემია.

რას ნიშნავს სიტყვა ინგილო

გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” ”ახალად მორჯულებულს”. სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ჩანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღო საახელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან.

საინგილოში, განსაკუთრებით ბელაქნის რაიონში, ბევრი დღევანდელი ლეკის წინაპარი ქართველი იყო. ისტორიამ შემოგვინახა ცნება, რომ ყოფილი ვაჩნაძეები დღეს გალაჯოევის გვარს ატარებენ, ერისთავები—ნასტაგალოვის და სხვა. საინგილოში ბევრმა ლეკმა იცის, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ, იციან თავვიანთი ქართული გვარებიც.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2017, 10:07 AM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ რამდენიმე წლის წინ ჩემი ვაჟი საავადმყოფოში დააწვინეს. თავზე ვედექი. პალატაში პატიმარი იწვა, ერთი გაუბედურებული კაცი იყო, მაგრამ ლუკმას არ ჩაიდებდა უჩვენოდ. ჩემს შვილს სულ იმას ჩასჩიჩინებდა, რაც უნდა გიჭირდეს, ხელი არაფერზე წაგიცდესო.

ახალგაზრდა ქალი მოდიოდა სანახავად. თავიდან ცოლი მეგონა. თანდათან შევეჩვიეთ და, როგორც ქართული წესია, ერთმანეთს ამბები ვკითხეთ. ინგილო ვარო, თქვა და ატირდა. ღამღამობით ვიპარებოდით ეკლესიაში ბავშვები, თორემ იქაურებმა რამდენჯერმე დღისით შესულები გვნახეს და გვცემესო. ერთი ღვთისმშობლის ხატი იყო შერჩენილი კედელზე და იმას ვეფერებოდი და ვეხუტებოდი. მერე ძალით მიმათხოვეს მაჰმადიანს. გამოვექეცი და ქუჩაში აღმოვჩნდი. სოფელში არ ჩემესვლებოდა - მომკლავდნენ და ხელიდან წავედიო. უფალს და ღვთისმშობელს ხშირად ველაპარაკები, ჩემს ცოდვებზე ვტირი. უფალი მკაცრია, ღვთისმშობელი კი მეფერება და მამშვიდებს. ვიცი, არ გამწირავს და ჩემი ცხოვრება ასე ცოდვებით არ დასრულდებაო. ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ღვთისმშობელზე, ისე იხსენიებდა, თითქოს თვალხილულად ხედავდა.

ცხოვრებაში ხშირად ხდება, რომ უბრალო, პატარა განსაცდელის დროსაც საყვედურით ვიტყვით - რატომ, უფალოო. ის კი, საზოგადოებისთვის მიუღებელი და გარიყული ქალი, ამბობდა, - ღირსი ვარ, ღვთისმშობელო, მე ხომ შენ გიღალატეო.

მეც ვიცოდი წუწუნი, მაგრამ მას შემდეგ ვეღარ ვბედავ."

/"კარიბჭე" N23, 2008, გვ.7/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 31 2017, 10:01 AM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საინგილოში - ჰერეთში, სულთმოფენობის დღეობას არასოდეს ივიწყებდნენ, ხანდაზმულები ამ დღეს სულთობას ეძახიან, აკეთებენ საკურთხს. საკურთხზე აუცილებლად დებენ ვარდის კონას".

/"კარიბჭე" N15, 2017, გვ. 10/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 6 2018, 10:49 AM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საინგილოდან, სოფელ თასმალოდან იყო წარმოშობით გენიალური ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი, რაც ქართული საზოგაოდების უმრავლესობისთვის პრაქტიკულად უცნობია".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2017, გვ.17/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 29 2018, 07:25 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 29,642
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს საზღვრებიც მოიხაზა. ამ საზღვრებში საეჭვო იყო ორი რამ: აფხაზეთი და ჭარ-ბელაქანი (ანუ საინგილოს რომ ვეძახით ახლა შეცდომით)".

/"კარიბჭე" N2, 2018, გვ. 29/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2018 - 03:18 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი