IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვაჟა-ფშაველა, უდიდესი ადამიანი
ქავთარაძე
პოსტი Jan 25 2007, 02:30 PM
პოსტი #1


დაურეგისტრირებელი









ვაჟა ფშაველას შესახებ ბევრი რამ ვიცი, თუ ვინმემ იცით რაიმე საინტერესო ამ უდიდესი პოეტის , მწერლის, საზოგადო მოღვაწის შესახებ დაწერეთ.
სტუმარ მასპინძელიhttp://www.link.ge/file/61040/stumar.mp3.html

სტუმარ ბახტრიონი-baxtrioni
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Floyd
პოსტი Feb 7 2007, 02:15 PM
პოსტი #2


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ციტატა
marine


კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 7 2007, 02:34 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,901
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(Floyd @ Feb 7 2007, 02:15 PM) *

კიდე თუ გაქვს შეგიძლია გვასიამოვნო smile.gif



ა, ბატონი, კიდევ smile.gif

ვაჟა-ფშაველა

ია

უღრანს ტყეში მოსული ვარ... მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულსავსიანს კლდესა, სურნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნჭს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს, მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, - მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავად, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემითვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელ-ნელა მამცვრევენ პირზე თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთაბუმბულით ჩემს წინ დაგოგავენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიათ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთი თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა „წიფლის-ჩიტამ“ ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, - ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.
გუშინ ცამ იჭექა, ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე - მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, - უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალს კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულისკაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.
შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენ წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევ ნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მერმე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა... მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი
ია, მოსული მთაზედა!
ბეჩავს დააზრობს სიცივე,
ან ელვას დაჰკრავს თავზედა;
ღმერთს მიუცია საწყლისად
მოკლე სიცოცხლე ჟამია,
ქვეყნისა მისგან შვენება
ერთი ბეჩავი წამია.
ია დაიწყებს კდომასა,
დაიქვითინებს: „ვაჰმეო!
თუ გამაჩინე, უფალო,
დიდი დღე რად არ მამეო?!“




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ქავთარაძე   ვაჟა-ფშაველა   Jan 25 2007, 02:30 PM
მნათე   კოსმოპოლიტიზმი და ...   Jan 25 2007, 02:31 PM
ქავთარაძე   მნათე ფურთხის ღირს...   Jan 25 2007, 02:33 PM
ქავთარაძე   ბებიაჩემი იცნობდა ...   Jan 25 2007, 02:54 PM
mariami-k   სხვათაშორის ისიც ვ...   Jan 25 2007, 03:10 PM
ქავთარაძე   შეხვეწილი "არწივ...   Jan 25 2007, 03:16 PM
ქავთარაძე   mariami-k სურათებს ავტვი...   Jan 25 2007, 03:25 PM
mariami-k   დროებით გემშვიდობ...   Jan 25 2007, 03:25 PM
ქავთარაძე   [img]http://img206.imageshack.us/img206/6456/vajac...   Jan 25 2007, 03:27 PM
mariami-k   ქავთარაძე შენი სახ...   Jan 25 2007, 03:29 PM
ქავთარაძე   http://img207.imageshack.us/img207/8638/vajadakldi...   Jan 25 2007, 03:35 PM
ალექსანდრე   mariami-k მეც თუ მომიხსე...   Jan 25 2007, 03:44 PM
ქავთარაძე   http://img250.imageshack.us/img250/8963/168327597g...   Jan 25 2007, 03:55 PM
ალექსანდრე   ისე ვაჟას მამა მღვ...   Jan 25 2007, 03:55 PM
ქავთარაძე   [img]http://img228.imageshack.us/img228/5486/kldia...   Jan 25 2007, 04:05 PM
ალექსანდრე   ვაჟას გენეოლოგია ht...   Jan 25 2007, 04:09 PM
ქავთარაძე   მღვდელი იყო   Jan 25 2007, 04:13 PM
კანონისტი   დღეს სტუმარია ის ჩ...   Jan 25 2007, 04:13 PM
ალექსანდრე   სახლი სადაც ვაჟა ც...   Jan 25 2007, 04:17 PM
ქავთარაძე   კანონისტი მაგარი ს...   Jan 25 2007, 04:19 PM
t.l.   [b]კანონისტი მაგარი...   Jan 30 2007, 03:05 PM
ალექსანდრე   ბუხარი, რომლის შუქ...   Jan 25 2007, 04:19 PM
sofi89   უი,ეგ კი ნამდვ...   Jan 25 2007, 04:21 PM
ალექსანდრე   ''ათასს ცოცხალსა...   Jan 25 2007, 04:26 PM
t.l.   მეუღლის, თამარის, მ...   Jan 25 2007, 04:27 PM
sofi89   ჩარგალში არ ვარ ნა...   Jan 25 2007, 04:27 PM
კანონისტი   ძალიან მიყვარს მის...   Jan 25 2007, 05:16 PM
t.l.   მეუღლის, თამარის, მ...   Jan 25 2007, 05:22 PM
sofi89   ვაჟა,როგორც მთის ა...   Jan 25 2007, 08:00 PM
sofi89   სწორედ ამ,დიდი გოგ...   Jan 25 2007, 08:11 PM
ქავთარაძე   sofi89 არა ეს არწივზე უ...   Jan 25 2007, 10:42 PM
marine   ვაჟა-ფშაველა დიდი ...   Jan 26 2007, 03:54 PM
ვალერი   მე ძალიან მიყვარს ...   Jan 26 2007, 04:05 PM
marine   ვაჟა-ფშაველა წმინ...   Jan 26 2007, 04:07 PM
ვალერი   ესეც მნათეს საყვარ...   Jan 26 2007, 04:13 PM
marine   ვაჟა-ფშაველა საშო...   Jan 26 2007, 04:16 PM
ქავთარაძე   ეხლავე დავდებ მეც ...   Jan 26 2007, 04:46 PM
marine   მოდი, მოხშირდი, ჭაღ...   Jan 26 2007, 05:27 PM
marine   ჩემო საყვარელო ფორ...   Jan 30 2007, 11:58 AM
Floyd   ვაჟას ძმა ვარ :) უზო...   Feb 7 2007, 01:44 AM
მნათე   არ მიყვარს..... გამონ...   Feb 7 2007, 01:45 AM
Cotne   შენ რა უცნაური გემ...   Feb 7 2007, 01:47 AM
მნათე   სტუმარ-მასპინძელ...   Feb 7 2007, 01:50 AM
marine   ვაჟა-ფშაველა მთის ...   Feb 7 2007, 02:13 PM
Floyd   კიდე თუ გაქვს შეგი...   Feb 7 2007, 02:15 PM
marine   კიდე თუ გაქვს შეგი...   Feb 7 2007, 02:34 PM
Floyd   გაგახაროს ღმერთმა...   Feb 7 2007, 10:00 PM
zepp   http://testireba.ge/authors/author.aspx?AuthorId=7...   Feb 7 2007, 11:35 PM
beqa.shuxoshvili   ეჰ მარტო იმას ვიტვ...   Feb 8 2007, 04:13 AM
Floyd   პირველად მესმის ე...   Feb 8 2007, 08:51 PM
beqa.shuxoshvili   პირველად მესმის ე...   Feb 8 2007, 10:51 PM
თათი87   მისაღებ გამოცდაზე ...   Feb 8 2007, 10:26 PM
Floyd   მინდა მივემსგავსო ...   Feb 8 2007, 10:29 PM
თათი87   შენ ცადე ემსგავსო ...   Feb 8 2007, 10:30 PM
კანონისტი   ძალიან მიყვარს ვაჟ...   Feb 8 2007, 10:51 PM
მარიამი   ძალიან მიყვარს ვა...   Feb 8 2007, 11:14 PM
ქავთარაძე   beqa.shuxoshvili შენ ნანგრევ...   Feb 8 2007, 11:02 PM
beqa.shuxoshvili   beqa.shuxoshvili შენ ნანგრევ...   Feb 8 2007, 11:07 PM
misheli   ქავთარაძეს ( ნაწყვ...   Feb 13 2007, 02:24 AM
ubralod gio   ვაჟა ფშაველას შეს...   Feb 16 2007, 02:42 PM
Qeti   უდიდესი პიროვნება ...   Feb 24 2007, 06:37 AM
თამარი   ჯოყოლა და ალუდა ჩე...   Feb 24 2007, 05:36 PM
kato_Bato   მე ეს მომწონს აღაზ...   Feb 24 2007, 09:00 PM
ქავთარაძე   kato_Bato ეგ მეც მაგრად მ...   Feb 24 2007, 09:15 PM
adamis_nekni   მე ეს სტროფი მიყვა...   Feb 24 2007, 09:25 PM
SHALVA_3   ''კოსმოპოლიტიზმ...   Feb 25 2007, 03:08 PM
ubralod gio   "ქავთარ ეგ შენ":) ...   Feb 26 2007, 04:20 PM
Floyd   ubralod gio შეიძლება კარგ...   Mar 7 2007, 02:48 AM
t.l.   "თეთრო გიორგი შვი...   Mar 7 2007, 12:21 PM
ქავთარაძე   SHALVA_3 ვაჟას ეგ ნაწარმ...   Mar 7 2007, 01:56 PM
mampali   მაგარი კაცი იყო. წა...   Apr 15 2007, 04:29 PM
nuca_ge   ძალიან მიყვარს ვა...   Jan 22 2008, 02:09 AM
nuca_ge   ჩემი ვედრება ღმერთ...   Feb 5 2008, 01:06 AM
nuca_ge   სიყვარული შენმა ს...   Feb 14 2008, 12:57 AM
Ismail   აუ ეს თემა არ მინახ...   Feb 21 2008, 03:02 PM
ana-bana   საშობაო ამბავი (თქ...   Feb 22 2008, 05:40 PM
CONSCIENTIOUSNESS   ის რომ ვაჟა გენიოს...   Mar 4 2008, 03:40 AM
ქეთუ   ვაჟა... ამ უნივერსალ...   Mar 4 2008, 08:05 PM
cash   ბატონმა ოტიამ თქვა...   Mar 19 2008, 02:48 PM
nuca_ge   მარტოობა აღარ მეს...   Mar 20 2008, 12:28 AM
CONSCIENTIOUSNESS   განა კაცია ტვინთხე...   Mar 25 2008, 01:28 PM
ქავთარაძე   CONSCIENTIOUSNESS მაგარია :D Ismail...   Mar 25 2008, 01:42 PM
Ismail   ქავთარაძე Ismail ისაა...   Jun 6 2008, 09:07 PM
marianitta   გეთანხმები მეც მა...   Mar 25 2008, 01:51 PM
taicko   გეთანხმები მეც მა...   Apr 2 2008, 03:25 PM
ninela   მე როგორც ვიცი, ქარ...   Apr 16 2008, 06:17 PM
შოთაძე   ვ ა ჟ ა ს მომხიბლა, მ...   May 1 2008, 11:32 PM
marselioza   ,,წარსულზე ფიქრი მა...   May 6 2008, 10:09 AM
georgianeli   [i][url=http://www.youtube.com/watch?v=MCQLqilDgT8...   Jun 4 2008, 06:15 PM
georgianeli   დიდოსტატი სეხნიას ...   Jun 6 2008, 07:48 PM
makiki   [url=http://www.youtube.com/watch?v=Y2XT8XXepp8][...   Jun 6 2008, 07:57 PM
veriko7   ვაჟა-ფშაველა ერთერ...   Jun 6 2008, 08:25 PM
tetnuldi   [img]http://i003.radikal.ru/0806/e6/b6e46ec3c3ee.j...   Jun 6 2008, 08:52 PM
kavkazec   გველის წიწილა გველ...   Jun 14 2008, 11:39 PM
kavkazec   (სიმღერა) სიყმე სი...   Jun 17 2008, 08:47 PM
nuca_ge   ჩემი ვედრება ვაჟა–...   Jun 25 2008, 07:23 PM
georgianeli   ჩემი ვედრება ვაჟა...   Jul 19 2008, 04:46 PM
nuca_ge   სიყვარული შენმა ს...   Sep 5 2008, 10:52 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 10:51 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი