თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საქართველოს პრეზიდენტი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2006, 05:52 PM

შეიძლება ვინმეს ცოტა შეუსაბამოდაც კი ეჩვენოს ამგვარი შინაარსის თემის გახსნა, თუმცა კი, მიმაჩნია, რომ იგი აუცილებლად უნდა იყოს.

ცხადია, აქ თავი უნდა შევიკავოთ ისეთი გამონათქვამებისაგან, რაც არც პრეზიდენტს ეკადრება და არც მართლმადიდებელ ქრისტიანს. ამავე დროს, კარგი იქნება, თუ მივუთითებთ კონკრეტულ დადებით ან უარყოფით ფაქტებს, რაც უშუალოდ ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას.

მქონდა ბედნიერება, რომ გარკვეული ხნის მანძილზე მქონოდა ურთიერთობა ბატონ პრეზიდენტთან და ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და ყველა დავარწმუნო არის ის, რომ ბატონი სააკაშვილი უაღრესად კეთილგანწყობილია ეკლესიის, და განსაკუთრების მისი საჭეთმპყრობლის უწმიდესი ილია II-ის მიმართ.

პირველი რაც მომაგონდა, სჯობს ალბათ მართლმადიდებლებამდე მივიტანოთ ის სამართლებრივი აქტები, რომელსაც გამოსცემს პრეზიდენტი სააკაშვილი ეკლესიისათვის ხელშეწყობის მიზნით. ამჯერად წარმოგიდგენთ მის განკარგულებებს 2006 წლის 1 იანვრიდან დღემდე.

სხვა აქტებს შემდგომ მოგაწვდით.

ისევ ვიმეორებ, ამ თემის მიზანია, რომ შეიქმნას ობიექტური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ახორციელებს პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

მინდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობა უდიდესი წინაპირობა იქნება ივერიის გასაბწრყინებლად.

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 198 2006 წლის 18 აპრილი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის მიწის
საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიის მშენებლობისათვის საკუთრებაში გადაეცეს მცხეთის რაიონის დაბა ზაჰესში, ენერგეტიკის ქუჩაზე მდებარე 1900 (ათას ცხრაასი) კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

2. მცხეთის რაიონის გამგეობამ მიწის გადასაცემად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 289 2006 წლის 19 მაისი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის წყალტუბოს რაიონის
სოფელ თერნალში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის
პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ტაძრის ასა-შენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს წყალტუბოს რაიონის სოფელ თერნალში მდებარე 1800 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის გადაცემასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 315 2006 წლის 6 ივნისი ქ. თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს წყალტუბოს რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. წყალტუბოში, რუსთაველისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. წყალტუბოს რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვა-ლისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N412 2006 წლის 28 ივლისი ქ.თბილისი

სახელმწიფო ქონების საქართველოს საპატრიარქოსათვის
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროში ყოფილი სამხედრო ნაწილის N 9 რეგიონალური ბაზის ს/ნ 05647 ს/ქ N 2, N 14 ყაზარმის მიწის ფართობი (4202 კვ.მ.), N 16 შტაბის შენობის მიწის ფართობი (2359 კვ.მ.), N 13 სასადილოს მიწის ფართობი (5493 კვ.მ.), N 71 საწყობის მიწის ფართობი (1985 კვ.მ.), N 17 სანიტარიული ნაწილის მიწის ფართობი (2881 კვ.მ.), N 64 გამშვები პუნქტის მიწის ფართობი (187,2 კვ.მ.) სიმბოლურ ფასად, 1000 (ათასი) დოლარის ეკვივალენტ ლარად, პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცეს საქართველოს საპატრიარქოს.

2. მყიდველმა ობიექტის საფასურის გადახდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 454 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის
წესით გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ახალსოფელში ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 0,57 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 453 2006 წლის 15 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის
წესით გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს გორის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს საპატრიარქოს მართლმადიდებლური ეკლესიის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე 936,0 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გორის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოლს პრეზიდენტის
განკარგულება
N 479 2006 წლის 23 აგვისტო ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გარდაბნის რაიონის
სოფელ ფონიჭალაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში
არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში
გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს გარდაბნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს გარდაბნის რაიონის სოფელ ფონიჭალაში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. გარდაბნის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 538 2006 წლის 15 სექტემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩასა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (დიღმის მასივის II კვარტლის მიმდებარედ) შორის არსებული მიწის ნაკვეთი (2000 კვ.მ).

2. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 18 2006, 09:51 PM

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!!!

პოსტის ავტორი: guja თარიღი: Oct 19 2006, 06:43 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 20 2006, 11:01 AM

guja

ციტატა
დილის ლოცვანის დროს რამდენი ადამიანი ავედრებს უფალს მოხსენიებით მთავრობას? იმედი მაქვს ღმერთი შეიწირავს ჩვენს ლოცვას

სხვათაშორის, დაკვირვებული ვარ: როდესაც პრეზიდენტი ტაძარში ბრძანდება, კვერექსში მას სახელდებით მოიხსენიებს არქიდიაკონი

ვაგრძელებ ნორმატიულ მასალებს ეკლესიასთან დაკავშირებით:

საქართველოს კანონი

„საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“

მუხლი 58. საქართველოს საპატრიარქო

განისაზღვროს საქართველოს საპატრიარქოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2 114.6 ათასი ლარის ოდენობით.

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები:

სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი - 996,4 ათასი ლარი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი - 503,7 ათასი ლარი

ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა გიმნაზია-პანსიონი - 324,9 ათასი ლარი

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატი - 70,0 ათასი ლარი

ფერეიდნელი ქართველებისათვის სულიერ-კულტურული ცენტრის მოწყობა - 216,6 ათასი ლარი

სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი მოხმარდება ორ სასულიერო აკადემიას, გელათის მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხუთ სასულიერო სემინარიას და 20-ზე მეტ გიმნაზიას.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრი არის განსაკუთრებული ტიპის სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოიცავს ობოლი, მშობლებისგან მიტოვებული, მზრუნველობამოკლებული, უსახლკარო და უკიდურესად გაჭირვებული ბავშვების პანსიონატს, რამდენიმე ბაგა-ბაღსა და გიმნაზიას ზესტაფონსა და ხარაგაულში. ამ ცენტრის დაფინანსება განკუთვნილია როგორც მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებისათვის, ისე ბავშვთა კვების, ჩაცმა-დახურვის, მკურნალობისა და საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის.

2006 წლის ბიუჯეტიდან საპატრიარქოს ტრანსფერი 2005 წელთან შედარებით გაზრდილია 65%-ით.
2007 წლის ბიუჯეტის მონაცემებს დამტკიცებისთანავე გაცნობებთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 30 2006, 04:51 PM

ვაგრძელებ ეკლესიასთან დაკავშირებული პრეზიდენტის ახლადგამოცემული სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას:

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N600 2006 წლის 12 ოქტომბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. თბილისში, ცაიშის ქუჩის გასწვრივ მახათას საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

2. ქ. თბილისის მერიამ უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2006, 11:53 AM

სჳმეონი

ციტატა
ბოდიში, მაგრამ "ასე რომ" დასკვნა ლოგიკურად არ გამომდინარეობს თქვენივე ზედა ორი მოყვანილი პოსტულატიდან

რატომ? ცილისწამების შემთხვევაში თუკი იგივე სასჯელით დაისჯები, როგორც ამის ჩამდენი, პრეზიდენტი თუ მასონი არ არის, ამის მთქმელი ხომ იმავე სასჯელით დაისჯება როგორც მასონი? ჰოდა თუ დაისჯება სად? ამქვეყნად? ამქვეყნად სასჯელს კანონიკური სამართალი არ ითვალისწინებს, ყველა სასჯელი იმქვეყნიურია...

ციტატა
ცოტა ეჭვს მიღძრავს სარწმუნოებისადმი მისი კეთილგანწყობისადმი.

მართალია, სამწუხაროდ პრეზიდენტი არ ავლენს ისეთ დამოკიდებულებას სარწმუნოებისადმი, როგორიც ჯერ არს, თუმცაღა არც ისეთი უკიდურესია, როგორ ჭორებსაც უვრცელებენ. პირადად ვიცი...

გამოიცა კიდევ ერთი აქტი:

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 630 2006 წლის 19 ოქტომბერი ქ.თბილისი

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო
ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, სოფელ წავკისში მდებარე საპატრიარქოს უმწეოთა თავშესაფრის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუყოს 10000 (ათი ათასი) ლარი.

მიხეილ სააკაშვილი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 8 2007, 01:25 PM

საქართველოს პრეზიდენტის
განკარგულება
N 842 2006 წლის 31 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის გათვალისწინებით, საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მშენებლობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს ქ. თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, სარაჯიშვილის ქუჩა N 6-ში მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2. ქ. თბილისის მერიამ (გ. უგულავა) უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გადასაცემად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მიხეილ სააკაშვილი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 9 2007, 01:32 PM

საქართველოს კანონი
"2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ"

მუხლი 61. საქართველოს საპატრიარქო

განისაზღვროს საქართველოს საპატრიარქოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 3 მილიონ 395 ათასი ლარის ოდენობით.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

შედარებისთვის:
2004 წელს - 1 285.6 ათასი ლარი
2005 წელს - 1 290.1 ათასი ლარი
2006 წელს - 2 114.6 ათასი ლარი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 11:14 AM

კანუდოსელი

ციტატა
სახელმწიფო რომ აფინენსებს ეგ რომელი პუნქტით არის განსაზღვრული?

კონკრეტულად არცერთით, უბრალოდ კონსტიტუციური შეთანხმება სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს ეკლესიას და ხელშეწყობაში ფინანსური დახმარებაც შეგვიძლია მოვიაზროთ, სამართლის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით

ulvashi
ბოდიში, რა პროფესიის ბრძანდებით?

ციტატა
არავითარ შემთხვევაში, ეს არის მე-9 მუხლის არასწორი წაკითხვა, იქ არანაირი უპირატესობა არაა ნახსენები და ნაგულისხმევი

იქ არის საუბარი მხოლოდ წარსულზე და არა ამჯამინდელ უპირატესობაზე

ისტორია არ არის სტატიკური, გუშინდელი დღე დღეს ისტორიაა უკვე, ამასთან კონსტიტუციურმა შეთანხმებამ გარკვევით განმარტა, რომ "მართლმადიდებლობა, ევროპის ერთ-ერთი ტრადიციული აღმსარებლობა, საქართველოში ისტორიულად სახელმწიფო რელიგია იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურა, ეროვნული მსოფლმხედველობა და ფასეულობები", ანუ ამით აღიარა მისი უპირატესი სარწმუნოება. ამასთან, სახელმწიფო სიმბოლიკაზე რელიგიური სიმბოლოები და ოფიციალური უქმე დღეების უმეტესის რელიგიური დატვირთვა ეკლესიის ამ სტატუსს დე-ფაქტო განამტკიცებს

ციტატა
ასე რომ მისი სახელმწიფო დაფინანსების სასტიკი წინააღმდეგი ვარ

თქვენ თქვენი აზრი შეგიძლიათ გქონდეთ, მაგრამ პრეზიდენტი და პატრიარქი სხვაგვარად ფიქრობენ

ციტატა
სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება არ შეესაბამება ქრც კონსტიტუციას, არც საერთაშორისო სამართლის ნორმებს, არც კონსტიტუციურ შეთანხმებაში წერია მსგავსი რამ

რას ლაპარაკობ? biggrin.gif

არ ვიცოდი ევროკავშირის სახელმწიფოების ნახევარი საერთაშორისო სამართალს თუ არღვევდა..... wink.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:15 AM

ილია

ციტატა
ამ სახლემწიპოს დიდი უმრავლესობა მართლმადიდებელია და ისენი ავსებენ ამ ბუჯეტს, ცუდი არაფერია იმაში რომ რასაც თვითონ იხდიან იმაში გამოიყენონ რაშიც თვითონ თვლიან საჭიროდ... და არა იმაში უაზრო ცეკვათამაშებში და ასე შემდეგ.

არაა მართალი, უმცირესობამ რა დააშავა?
მეორეც: ვისაც მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება უნდა, შეუძლია შესწიროს რამდენიც უნდა, უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო აძლევს

მაგალითად, ადრე საქართველოში წლიური შემოსავლის მეათერდს ეკლესიას უხდიდნენ. მრევლის ნებისმიერ წევრს შეუძლია მაგის გაკეთება, სულ არ არის საჭირო მაგისათვის სახელმწიფო გადასახადების გამოყენება

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 25 2007, 11:16 AM

ციტატა(ილია @ May 25 2007, 10:12 AM) *

ცუდი არაფერია იმაში რომ რასაც თვითონ იხდიან იმაში გამოიყენონ რაშიც თვითონ თვლიან საჭიროდ... და არა იმაში უაზრო ცეკვათამაშებში და ასე შემდეგ. smile.gif

რომაელთა პრინციპი ძალაშია, რადგან დრო გადის, კაცობრიობა კი არ იცვლება.
მიეცი ხალხს სანახაობა და ნუ დაამშევ.
მერე კი იბატონე ბედნიერად.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 11:18 AM

ulvashi

ციტატა
არაა მართალი, უმცირესობამ რა დააშავა?

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაში გატარებულია უმრავლესობის აზრი, ხოლო უმცირესობის - დაცულია

უმცირესობის აზრის გატარება ფეოდალიზმში გამიგია მე და მგონი XXI საუკუნეა უკვე.....

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 11:22 AM

ციტატა
არაა მართალი, უმცირესობამ რა დააშავა?
მეორეც: ვისაც მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება უნდა, შეუძლია შესწიროს რამდენიც უნდა, უფრო მეტი, ვიდრე სახელმწიფო აძლევს

მაგალითად, ადრე საქართველოში წლიური შემოსავლის მეათერდს ეკლესიას უხდიდნენ. მრევლის ნებისმიერ წევრს შეუძლია მაგის გაკეთება, სულ არ არის საჭირო მაგისათვის სახელმწიფო გადასახადების გამოყენება

მაშინ ის ადამიანები განთავისუფლონ გადასახადებისგან ვსაც უნდა რომ ეკლესიას გადაუხადოს და რასაც სახელმწიფოს უხდის ეკლესიას გადაუხდის იმსას...
ციტატა
ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაში გატარებულია უმრავლესობის აზრი, ხოლო უმცირესობის - დაცულია

უმცირესობის აზრის გატარება ფეოდალიზმში გამიგია მე და მგონი XXI საუკუნეა უკვე.....

სრულიად გეთანხმები.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:22 AM

კანონისტი

ციტატა
ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებაში გატარებულია უმრავლესობის აზრი, ხოლო უმცირესობის - დაცულია

უმცირესობის აზრის გატარება ფეოდალიზმში გამიგია მე და მგონი XXI საუკუნეა უკვე.....

მერე სადაა უყმცირესობის აზრი დაცული, იკითხა ვინმემ, მოსწონს თუ არა უმცირესობას ერთი რელიგიის დაფინანსება

სამართლიანობის შემთხვევაში იყოს პროპორციულად დაფინანსებული ანუ 83% მართლმადიდებლურს, 7% მუსლიმებს და ა.შ. მაგრამ ესეც სისულელეა არ არსებობს სხელმწიფო იმისათვის, რომ ადამიანის რელიგიურ გრძნობებს დაუჭიროს მხარი
მისი ერთადერთი მოვალეობაა, იყოს ნეიტრალური და არ შელახოს არავის უფლებები

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 11:25 AM

ციტატა
მერე სადაა უყმცირესობის აზრი დაცული, იკითხა ვინმემ, მოსწონს თუ არა უმცირესობას ერთი რელიგიის დაფინანსება

სამართლიანობის შემთხვევაში იყოს პროპორციულად დაფინანსებული ანუ 83% მართლმადიდებლურს, 7% მუსლიმებს და ა.შ. მაგრამ ესეც სისულელეა არ არსებობს სხელმწიფო იმისათვის, რომ ადამიანის რელიგიურ გრძნობებს დაუჭიროს მხარი
მისი ერთადერთი მოვალეობაა, იყოს ნეიტრალური და არ შელახოს არავის უფლებები

აქ უმციროსობის უფლებები უფროა დაცული სახელმწიფოს მხრიდან ვიდრე უმრავლესობის.. შენ რომელიმე სექტის საქუთრების დანგრევა გინახია ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან? აი მართმადიდებლური ტაძარი კი დააანგრიეს ეხა თქვი ვისი უფლებებია დაცული უფრო?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 11:28 AM

ulvashi

ციტატა
მერე სადაა უყმცირესობის აზრი დაცული, იკითხა ვინმემ, მოსწონს თუ არა უმცირესობას ერთი რელიგიის დაფინანსება

თუკი უმცირესობას ვკითხავდით აზრს და მას გავატარებდით, ეგ დაცულობა აღარ იქნებოდა....

ციტატა
არ არსებობს სხელმწიფო იმისათვის, რომ ადამიანის რელიგიურ გრძნობებს დაუჭიროს მხარი
მისი ერთადერთი მოვალეობაა, იყოს ნეიტრალური და არ შელახოს არავის უფლებები

ის, რომ პრეზიდენტი მიდის და ულოცავს რელიგიურ უმცირესობებს დღესასწაულებს, ხდება კულტურული ღირებულების მქონე რელიგიური უმცირესობების საკულტო ტაძრების რემონტი, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს უფლება ექნებათ, რომ მათ დღესასწაულებზე დაისვენონ, ნიშნავს იმას, რომ მათი უფლებები სრულად არის დაცული

ციტატა
მისი ერთადერთი მოვალეობაა, იყოს ნეიტრალური და არ შელახოს არავის უფლებები

ნეიტრალური პოზიციაც პოზიციაა და მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი. ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, სახელმწიფოს ხელისუფლება უნდა იყოს ქრისტეს მსახური და მესსიის მახვილი, სხვა პოზიცია ჩვენ უფლებებს დაარღვევს

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:37 AM

სექტის დანგრეული ეკლესიაც მინახავს და მართლმადიდებლურიც

ციტატა
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, სახელმწიფოს ხელისუფლება უნდა იყოს ქრისტეს მსახური და მესსიის მახვილი, სხვა პოზიცია ჩვენ უფლებებს დაარღვევს

სამაგიეროდ სხვისას შელახავს

არ შეიძლება ერთი პირის უფლებების დაცვით შეილახოს სხვისი უფლებები საქართველოს კონსტირუციის 44 მუხლი (ციტატა სიტყვა-სიტყვითი არ არის)

პრეზიდენტი რას აკეთებს, ულოცავს თუ არა, ეს არ არის სახელმწიფოს დამოკიდებულების გამომხატველი. სახელმწიფო არაა პრეზიდენტი, რომელიც დღეს არის და ხვალ სხვა იქნება და ზეგ კიდევ სხვა
სახელმწიფო გამოხცატულია კანონებით, რომლებმაც არ უნდა შელახონ უმცირესობის უფლებები
ათეისტის ან არაქრისტიანის გადახდილი გადასახადი რატომ უნდა მიეცეს სხვა ეკლესიას, სულ ერთია, ვის, აქ დარღვეულია სამართლიანობა.

სწორედ იმიტომ ირღვევა რელიგიის თავისუფლება საქართველოში, რომ სახელმწიფო ბევრს იღებს საკუთარ თავზე (ირღვევა ყველა რელიგიის წარმომადგენლის უფლებები)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 11:40 AM

ulvashi
ეგრე არ არის

ჩემი გადახდილი ფულით რატომ ფინანსებდა აბორტი?

ყველას უფლებას ვერ დაიცავ ერთნაირად.....

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 11:42 AM

ციტატა
სექტის დანგრეული ეკლესიაც მინახავს და მართლმადიდებლურიც
ციტატა

რომელი ეკლესია დაანგრია კიდე სახელმწიფომ? თან სექტის? ეგრევე ატყდებოდა ერთი ამბავი..
და რელიგიურ უმცირესობა რა უფელბები აქ ეგეთ რო ირღვევა? სახელწფო ვალდებულია გაითვალისწინოს მართმადიდებელი ხალხის აზრი იმიტომ რო უმრავლესობაა და შემდეგ არჩევნებზე მაგისათვის შეილება ხმები დაკარგოს
ნუ არჩევნები კიდე სხვა საკითხია როგორ ტარდება..

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:48 AM

სახელმწიფომ არ დაანგრია, მაგრამ არ დაიცვა, როგორც კერძო საკუთრება, მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო ვალდებულია, არ შეურაცხყოს რელიგიური გრძნობები არცერთი მოქალაქისა

ციტატა
ჩემი გადახდილი ფულით რატომ ფინანსებდა აბორტი?

აბორტი შენი გადახდილი ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს, მართალი ახრ, ვინც იკეთებს, იმან გადაიხადოს, ისე როგორც არ უნდა ფინანსდებოდეს ეკლესიები

ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის სახელმწიფო იქით, რომ ნაკლებად ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და ეს კარგია

სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 11:51 AM

ulvashi

ციტატა
ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის სახელმწიფო იქით, რომ ნაკლებად ერეოდეს ეკლესიის საქმეებში და ეს კარგია

პირიქით, მეგობარო, პირიქით.... tongue.gif

მინდა დაგამწუხრო, რომ სახელმწიფო რელიგიისკენ მივდივართ და ეს ძალიან მახარებს.... wink.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:53 AM

ციტატა
სახელმწიფო რელიგიისკენ

ეგღა გვაკლია ამ ისედაც აყვავებულ დემოკრატიაში

გამორიცხულია, ტყუილად არ გქონდეს მაგის იმედი

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 11:55 AM

კი უნდა წავიდეს რელიგიისკენ ოღონდ რაღაც ფარგლებსი..
მაგალითად სკოლაში უნდა ტარდებოდეს გაკვეთილები რელიგიაზე მართლმადიდებლობაზე.. და ბევრი რამ კიდე

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 11:59 AM

ილია

ციტატა
მაგალითად სკოლაში უნდა ტარდებოდეს გაკვეთილები რელიგიაზე მართლმადიდებლობაზე..

არც ეგ მოხდება, განათლება ერთადერთი სფეროა, სადაც საბოლოოდ მოხდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნა

მართლმადიდებლობის სწავლა თუ გინდა, ეკლესიაში იარე, ქადაგებებს უსმინე, წმინდა წერილი იკითხე ან სამრევლო სკოლაში შედი, საჯარო სკოლა ყველასია და არა ერთი რელიგიის

საქართველოში 20%-მდე მართლმადიდებელია, რომელიც კვირაობით წირვაზე დადის (ისე 83 % ამბობს მართლმადიდებელი ვარო, მაგრამ მარტო პირჯვრის გადაწერით გამოხატავენ), არ შეიძლება 20%-ზე აიგოს მთელი ქვეყანა

პროცენტები შეიძლება ოდნავ შეცვლილი იყოს, 2005 წლის მონაცემებია

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 12:03 PM

ეგ ვისი მონაცემებია? სკოლაში ბავშვებმა რაიციან რარი ეკლესია და ასე შემდეგ თვითონ როგორ გადაწყვეტს მაგას სად იაროს? თუ მშობელმა არმიიყვანა? რამდენ ევრობულ ქვეყანაში ისწავლება რელიგია
ის დემოკრატიაა და აქ რო ისწავლებოდეს არარი დემოკრატიაა?
ხო სოროსელი ლომაია რო იქნება მინისტრი კიდე კარგათაა განათლებასი საქმე..

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 12:05 PM

ევროპულ ქვეყნებში ისწავლება რელიგიის ისტორია, თან სხვადასხვა რელიგიების და ნეიტრალურად
საქართველოში რელიგიის მასწავლებლები ლოცვას აძლაებდნენ ბავშვებს და ეშმაკის ფოტოებს აჩვენებდნენ (!!!)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 12:10 PM

ulvashi

ციტატა
გამორიცხულია, ტყუილად არ გქონდეს მაგის იმედი

შენ არ გქონდეს მაგის იმედი.... wink.gif

ციტატა
განათლება ერთადერთი სფეროა, სადაც საბოლოოდ მოხდა სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამიჯვნა

რას ამბობ? მალე ხელშეკრულება რომ გამოვა სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის, ცოტა ცივი შხაპივით კი იქნება, მაგრამ არა უშავს... wink.gif

ulvashi
ციტატა
ევროპულ ქვეყნებში ისწავლება რელიგიის ისტორია, თან სხვადასხვა რელიგიების და ნეიტრალურად

შენ,
ბრიტანეთს,
შვედეთს,
ნორვეგიას,
ფინეთს,
საბერძნეთს,
ირლანდიას,
იტალიას ევროპულ ქვეყნებად არ თვლი??

biggrin.gif biggrin.gif

ბოლშევიზმი და 20 საუკუნოვანი ეკლესიის თანასწორობა გუშინდელ სექტასთან არ განმეორდება wink.gif

რელიგიური თანასწორობა კიდე სხვაა და რელიგიურ ორგანიზაციათა თანასწორობა - სხვა. ეს უკანასკნელი უცხოა დასავლეთისათვის

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 12:10 PM

ციტატა
ევროპულ ქვეყნებში ისწავლება რელიგიის ისტორია, თან სხვადასხვა რელიგიების და ნეიტრალურად
საქართველოში რელიგიის მასწავლებლები ლოცვას აძლაებდნენ ბავშვებს და ეშმაკის ფოტოებს აჩვენებდნენ (!!!)

ლოცვას როგორ აძალებენ? ცემენ და ილცეო?..
და ეშმაკის სურატებს როგორ ანახებენ? სად ნახე ეგეთ რამე?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: May 25 2007, 12:21 PM

ილია
ლოცვას არავინ არ აძალებს მეც რომ ვსცავლობდი სკოლაში ძველი ახთქმა აუცილებელი საგანი იყო და მის გარე ვერც უნივერსიტეტში ვერ მოწცხობი აქ მაგრამ ბევრჯერ უთქვია გაკვეთილზე ჩემ მასწავლებელს რომ თქვენ გინდ დაიჯერეთ გინდ არაო ჩემი მოვალეობა არის გასწავლოთ და დაიმახსოვროთო.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 25 2007, 12:27 PM

აუფფფფ, რელიგიური ორგანიზაცია და სახელმწიფო ერთი არ არის ხალხოოო, 'ქართული ცნობიერების ჩამომყალიბებელი' ისეთივე ფარატინა და არაფრისმთქმელი სიტყვებია როგორიც 'აღიარებს განსაკუთრებულ როლს' და მისთ..

საკანონმდებლო დონეზე, რამდენად მართებულია, ერთი რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსება - ბიუჯეტიდან!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 25 2007, 12:57 PM

მომიტევეთ და როცა ევროპაზე საუბრობთ ასე თამამად, ჩემს პირად გამოცდილებასაც გეტყოდით თუ დაგაინტერესებთ.
კერძოდ გერმანიაში ორი აღმსარებლობა: კათოლიკეები და პროტესტანტები ფინანსდება სახელმწიფოსაგან, შესაბამისი აღმსარებლობის ხალხზე დამატებითი საეკლესიო გადასახადის დაკისრების ხარჯზე!
მე რომ ვარ მართლმადიდებელი, ჩემი ხელფასიდან არ იქვითება არანაირი საეკლესიო გადასახადი! ანუ ამით ჩემი უფლებები დაცულია!

მეორეს მხრივ არც მე მიმაჩნია სწორად, სახელმწიფოსაგან ეკლესიის ისეთი ფორმით (ვალდებულებითი) დაფინანსება როგორიც აქაა! ამ ქვეყანაში რელიგიას და ეკლესიას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს მიცემული. ეკლესიაში ახალგაზრდა ადამიანს ვერ დაინახავ წირვაზე. მოქალაქეები მასიურად უარს ამბობენ აღმსარებლობაზე იმისათვის, რომ საეკლესიო გადასახადი არ გადაიხადონ! ამის გამოა რომ დღეს აქაურ ეკლესიას საკმაოდ გაუჭირდა და ეხლა ეკლესიისაგან განდგომა უფასო აღარაა smile.gif) ანუ თუ აღარ გინდა ეკუთვნოდე შესაბამის აღმსარებლობას ამისთვისაც უნდა გადაიხადო!
აი ასე ცდილობს აქ ეკლესია თავისი მრევლის შენარჩუნებას! smile.gif

მე თანახმა ვარ სახელმწიფომ დააფინანსოს მართლმადიდებლური ეკლესია, მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეების ნებაყოფლობითი დამატებითი სახელმწიფო გადასახადის ხარჯზე!

ნებაყოფლობიითი, რადგან: მე გაჭირვებულ ქართველ ადამიანს, რომელიც მართლმადიდებელია (თუმცა შესაძლოა ტაძარში სულაც წელიწადში ორჯერ მიდიოდეს) ეკლესიისაგან განკვეთისაკენ (ან უარესი, რომელიმე სექტისაკენ!) ვერ ვუბიძგებ, მხოლოდ იმიტომ რომ მას გადასახადის გადახდა არ შეუძლია!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 25 2007, 01:04 PM

k@the
შენ მხოლოდ გერმანიის მაგალითზე თქვი

ციტატა
ნებაყოფლობიითი, რადგან: მე გაჭირვებულ ქართველ ადამიანს, რომელიც მართლმადიდებელია (თუმცა შესაძლოა ტაძარში სულაც წელიწადში ორჯერ მიდიოდეს) ეკლესიისაგან განკვეთისაკენ (ან უარესი, რომელიმე სექტისაკენ!) ვერ ვუბიძგებ, მხოლოდ იმიტომ რომ მას გადასახადის გადახდა არ შეუძლია!

აი, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეთანხმებით სახელმწიფო უშუალოდ თვითონ აფინანსებს ეკლესიას ყოველგვარი დამატებითი გადასახადების შემოღების გარეშე

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 25 2007, 03:58 PM

ციტატა
მე თანახმა ვარ სახელმწიფომ დააფინანსოს მართლმადიდებლური ეკლესია, მხოლოდ მართლმადიდებელი მოქალაქეების ნებაყოფლობითი დამატებითი სახელმწიფო გადასახადის ხარჯზე

რა შუაშია სახელმწიფო? ეს აზრი სხვა აქ გამოთქმულებთან შედარებით სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო საღია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რატომ სჭირდება მოქალაქეს სახელმწიფო ეკლესიის დასაფინანსებლად? ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს თავს, გადაუხადოს მას ნებაყოფლობით შემოსავლის მეათედი, როგორც ეს საეკლესიო წესებშია და დაანებეთ სახელმწიფო გადასახადებს თავი

სახელმწიფო აღიარებს განსაკუთრებულ როლს ნიშნავს: დიდი მადლობა წარსული ღვაწლისთვის. მეტი არაფერი

რელიგიური თანასწორობა სწორედ რელიგიურ ორგანიზაციათა თანასწორობაა, რაგდან ყველა რელიგია გარკვეული ორგანიზაციული ფორმით არსებობს

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 25 2007, 05:44 PM

ციტატა
კანონისტი
აი, სწორედ ამიტომ, პრეზიდენტისა და პატრიარქის შეთანხმებით სახელმწიფო უშუალოდ თვითონ აფინანსებს ეკლესიას ყოველგვარი დამატებითი გადასახადების შემოღების გარეშე

თუ ეს ასეა, მაშინ მე ვთვლი სახელმწიფოს სხვა ათასი ხარჯი აქვს და არც ისე დიდი ბიუჯეტი, რომ მან მართლმადიდებლური ეკლესიის 'დაფინანსება - დახმარება' გადაწყვიტოს. ესეთი სახის დახმარების უანგარობის მე არ მჯერა!

ციტატა
ulvashi
რა შუაშია სახელმწიფო? ეს აზრი სხვა აქ გამოთქმულებთან შედარებით სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო საღია, მაგრამ ჩნდება შეკითხვა: რატომ სჭირდება მოქალაქეს სახელმწიფო ეკლესიის დასაფინანსებლად? ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს თავს, გადაუხადოს მას ნებაყოფლობით შემოსავლის მეათედი, როგორც ეს საეკლესიო წესებშია და დაანებეთ სახელმწიფო გადასახადებს თავი

მე ვიგულისხმე, რომ თუ დღეს ეკლესიას უჭირს, მაშინ მას შეუძლია სახელმწიფოს, როგორც შუამავალს მიმართოს და სახელმწოფომ დაარეგულიროს, სხვა გადასახადებთან ერთად ეკლესიის გადასახადიც ჩემი ზემოთ აღნიშნული წესით (ბოლოსდაბოლოს ეკლესია ხომ არ დაივლის და აკრიფავს გადასახადს). ხოლო თუ ეკლესიის მრევლის შეგნება იმდენად დიდია, რომ იგი ყოველგვარი ბიძგის (ვგულისხმობ ვალდებულებას რომელსაც ის იკისრებს ნებაყოფლობით) გარეშე იღებს დახმარებას და აქედან გამომდინარე თუ დღეს ეკლესიას არ უჭირს, მაშინ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, სახელმწიფოს ინიციატივაში დაეხმროს მას!

აი სულ ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი smile.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 25 2007, 06:58 PM

ციტატა
მე ვიგულისხმე, რომ თუ დღეს ეკლესიას უჭირს, მაშინ მას შეუძლია სახელმწიფოს, როგორც შუამავალს მიმართოს და სახელმწოფომ დაარეგულიროს, სხვა გადასახადებთან ერთად ეკლესიის გადასახადიც ჩემი ზემოთ აღნიშნული წესით (ბოლოსდაბოლოს ეკლესია ხომ არ დაივლის და აკრიფავს გადასახადს). ხოლო თუ ეკლესიის მრევლის შეგნება იმდენად დიდია, რომ იგი ყოველგვარი ბიძგის (ვგულისხმობ ვალდებულებას რომელსაც ის იკისრებს ნებაყოფლობით) გარეშე იღებს დახმარებას და აქედან გამომდინარე თუ დღეს ეკლესიას არ უჭირს, მაშინ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, სახელმწიფოს ინიციატივაში დაეხმროს მას!

აი სულ ეს იყო ჩემი მოკრძალებული აზრი

საქართველოში ყოველთვის ეხმარებოდა ეკლესიიას სახალმწიფო მფეები გავიხსენოთ აგებდნენ ეკლესია მონასტრებს უამრავ შეწირულობებს წირავდნენ და ასე შემდეგ.. ეხა რატ არ შეილება ვითომ? რატო არუნდა ისწავლებოდეს რელიგია? მე ვფიქრობ რომ სახელწიფო უფრო აქტიურად დაეხმაროს ეკლესიიას.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 25 2007, 11:47 PM

ციტატა(ილია @ May 25 2007, 04:58 PM) *

საქართველოში ყოველთვის ეხმარებოდა ეკლესიიას სახალმწიფო მფეები გავიხსენოთ აგებდნენ ეკლესია მონასტრებს უამრავ შეწირულობებს წირავდნენ და ასე შემდეგ.. ეხა რატ არ შეილება ვითომ? რატო არუნდა ისწავლებოდეს რელიგია? მე ვფიქრობ რომ სახელწიფო უფრო აქტიურად დაეხმაროს ეკლესიიას.

მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს ეკლესიით მანიპულირების ბერკეტი. ხოლო თუ ის მის დაფინანსებას დაიწყებს, ანუ ეკლესიას ფინანსურად მასზე დამოკიდეულს გახდის, ცხადია ეს ესეც იქნება.

მე არ ვაცხადებ, რომ დღევანდელი ჩვენი მთავრობა ამ ბერკეტს ბოროტად გამოიყენებს, მაგრამ ეს მთავრობა მუდმივი არაა, ხოლო ბერკეტი ერთი 'კარგიდან' შესაძლოა მეორე 'ცუდ'-ს გადაელოცოს!

პოსტის ავტორი: a-l-e-q-s-a-n-d-r-e თარიღი: May 26 2007, 03:24 PM

ჩვენი პრეზიდენტი მზიურში ბანაობს? biggrin.gif გადავყურებ ზევიდან biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 28 2007, 10:47 AM

ციტატა(კანონისტი @ May 25 2007, 11:51 AM) *

მინდა დაგამწუხრო, რომ სახელმწიფო რელიგიისკენ მივდივართ და ეს ძალიან მახარებს.... wink.gif

სახელმწიფო რელიგია თეოკრატიაშია შესაძლებელი და არა დემოკრატიაში, ხოლო შუალედური წყობა: თეო-დემოკრატია ჯერ არავის მოუგონია

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: May 28 2007, 11:12 AM

ციტატა
მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს არ უნდა გააჩნდეს ეკლესიით მანიპულირების ბერკეტი. ხოლო თუ ის მის დაფინანსებას დაიწყებს, ანუ ეკლესიას ფინანსურად მასზე დამოკიდეულს გახდის, ცხადია ეს ესეც იქნება.

მე არ ვაცხადებ, რომ დღევანდელი ჩვენი მთავრობა ამ ბერკეტს ბოროტად გამოიყენებს, მაგრამ ეს მთავრობა მუდმივი არაა, ხოლო ბერკეტი ერთი 'კარგიდან' შესაძლოა მეორე 'ცუდ'-ს გადაელოცოს!

ხო შეიძლება ისეთ რამე მოიფიქრონ რომ ბერკეტები არქონდეს ხელისუფლებას? ან დაფინანსებას ჯიბეში ხო არ იდებენ მოხმარდება ისევ ეკლეესიას, მონასტების რეაბილიტაციას და ასე შემდეგ.. ეს ბრკეტი ხოარაა?

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 28 2007, 11:12 AM

ციტატა(კანუდოსელი @ May 28 2007, 09:47 AM) *

სახელმწიფო რელიგია თეოკრატიაშია შესაძლებელი და არა დემოკრატიაში, ხოლო შუალედური წყობა: თეო-დემოკრატია ჯერ არავის მოუგონია

და ვერც მოიგონებს, ესე რო თავს ნუ ვიტყუებთ, ილუზიებით.
wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 12:49 PM

კანუდოსელი

ციტატა
სახელმწიფო რელიგია თეოკრატიაშია შესაძლებელი და არა დემოკრატიაში, ხოლო შუალედური წყობა: თეო-დემოკრატია ჯერ არავის მოუგონია

ბერძნებმა მოიგონეს.... tongue.gif wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 01:20 PM

ციტატა
ბერძნებმა მოიგონეს....

ხოდა მაგაზე დიდი სიმახინჯე ჯერ არ გვინახავს laugh.gif ეკლესია ეკლესიას არ გავს და სახელმწიფო სახელმწიფოს laugh.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 01:44 PM

ციტატა
ან დაფინანსებას ჯიბეში ხო არ იდებენ მოხმარდება ისევ ეკლეესიას, მონასტების რეაბილიტაციას და ასე შემდეგ

და სახელმწიფო რად უნდა მაგას? თუ მრევლის წევრი ხარ, შენ თვითონ შეეწიე შენს მრევლს. სხვებს რატომ ავალდებულებ, რომ მიუხედავად სურვილისა, ყველამ აფინანსოს ერთი ეკლესია?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 01:54 PM

მნათე

ციტატა
ხოდა მაგაზე დიდი სიმახინჯე ჯერ არ გვინახავს ეკლესია ეკლესიას არ გავს და სახელმწიფო სახელმწიფოს

ჰო რა ვიცი რა ვიცი....

მგონი ცუდი არ უნდა იყოს, მაგალითად, პარლამენტში კანონპროექტი ათონის მთის კინოტის დასკვნის გარეშე რომ არ შედის

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 02:03 PM

კანონისტი

ციტატა
მგონი ცუდი არ უნდა იყოს

უფრო ცუდი ძნელად წარმოსადგენია
რა დასკვნა შეიძლება დაწეროს ეკლესიამ მაგალითად ინკლუზიის შესახებ კანონპროექტებზე? დაწერს უარყოფითს. სამღვდელოები არიან ინკლუზიის წინააღმდეგნი, მაგრამ ინკლუზია აუცილებელია.
ან კიდევ სისხლის სამართლის კოდექსზე რა უნდა დაწეროს ეკლესიამ? შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს, იმიტომ რომ არაქრისტიანულიაო?

ორივე არის ისეთი შემთხვევა, როცა ეკლესიის აზრი არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის კატეგორიულად მიუღებელი. და ასეა ძალიან ბევრ საერო საკითხში. საერო საკითხებს ისევე არ უნდა წყვეტდეს ეკლესია, როგორც სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს რწმენის საკითხებს

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 02:28 PM

ციტატა
ორივე არის ისეთი შემთხვევა, როცა ეკლესიის აზრი არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსათვის კატეგორიულად მიუღებელი. და ასეა ძალიან ბევრ საერო საკითხში. საერო საკითხებს ისევე არ უნდა წყვეტდეს ეკლესია, როგორც სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს რწმენის საკითხებს

აზროვნების ზეიმი!

მე ვარ ეკლესიის წევრი! ამასთან კეისარს კეისრისას ვაძლევ და ეს სრულიად საკმარისია!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 02:33 PM

ulvashi

ციტატა
საერო საკითხებს ისევე არ უნდა წყვეტდეს ეკლესია, როგორც სახელმწიფო არ უნდა წყვეტდეს რწმენის საკითხებს

ამ სიტყვებს იაზრებ რა თქვი?

ანუ, საერო საქმე რომელია ერთი, თავისი სულიერი მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს?

მნათე
ციტატა
აზროვნების ზეიმი!

სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები, უფრო დილეტანტიზმის ზეიმია (მომიტევეთ)

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 28 2007, 03:22 PM

ციტატა
სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმები, უფრო დილეტანტიზმის ზეიმია

კი, როგორ არა biggrin.gif

ყველაზე დიდი პაპისტი შენ ხარ და მე მაბრალებ laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:09 PM

კანონისტი
მიშა რატომ არ აცხადებს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად?

კანონისტი
ეკლესიის საქმეებში ცხვირს არ უნდა ყოფდეს ხელისუფლება აი ამას ვიზიარებ მე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 28 2007, 04:12 PM

ქავთარაძე

ციტატა
მიშა რატომ არ აცხადებს მართლმადიდებლობას სახელმწიფო რელიგიად?

ეკლესიის საქმეებში ცხვირს არ უნდა ყოფდეს ხელისუფლება აი ამას ვიზიარებ მე.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხები არის იმ ფორმით, როგორც ნებავს უწმიდესს და პრეზიდენტიც მის აზრს ატარებს

რაც შეეხება ცხვირის ჩაყოფას, სასაცილოა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:14 PM

კანონისტი
იცინე მერე თუ სასაცილოა ... wink.gif შენ აზრებზე მეც მეცინება...

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 28 2007, 04:36 PM

ციტატა
სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხები არის იმ ფორმით, როგორც ნებავს უწმიდესს

კარგია, რომ უწმინდესს სახელმწიფო რელიგია არ ნებავს. ამ სიტყვებიდან ეს აზრი გამოვიტანე

ძალიან კარგად ვიაზრებ

სახელმწიფო არ უნდა ასწავლიდეს სკოლაში, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობაა, იმიტომ რომ სახელმწიფოში სხვა რელიგიის წევრებიც ცხოვრობენ, მათი შვილებიც სკოლებში დადიან და მათიც ისევეა ეს სახელმწიფო, როგორიც ჩვენი

ეკლესია არ უნდა წყვეტდეს, მაგალითად, პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხს. ადამიანი იმის გამო კი არ უნდა ერიდებოდეს მეძაობას, რომ დაიჭერენ, არამედ იმის გამო, რომ ცოდვაა

და უამრავი ასეთი მაგალითი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 28 2007, 04:49 PM

ციტატა
ეკლესია არ უნდა წყვეტდეს

ნარკოტიკების ლეგალიზაცია რას გამოიწვევს ულვაშო იცი? ხალხის განარკომანებას და ისინი იმ ასაკამდე მოწევენ და გაიკეთებენ სანამ დაულაგდებათ აზროვნება და გამოდის რომ ახალგაზრდობის 80% ნარკომანი იქნებაააა.

ციტატა
სახელმწიფო არ უნდა ასწავლიდეს სკოლაში, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია მართლმადიდებლობაა

wink.gif ნუ ამაზე აღარაფერს გეუბნები რა... იმაზეც ისაუბრე მეუფე დიმიტრიმ რომ რომ მოყვა,სექტანტები რო ინგლისურის მასწავლებლებად შევიდნენ სკოლაში და ჩუმად ნათლავდნენ ბავშვებს აბანოებში... უნდა ისწავლებოდეს ნებაყოფილობით რააა...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 28 2007, 06:57 PM

ისევ შემოგეჭრებით ჩემი აზრებით smile.gif

მართალია ეკლესიების მშენებლობა და სხვა მრავალი დახმარება ეკლესიისათვის კარგია სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ რას იტყვით უპატრობო ბავშვთა სახლებზე? რას იტყვით უსახსრო ადამიანების სამედიცინო დახმარებაზე? რას იტყვით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაზე? რას იტყვით ინვალიდებისა და ფსიქიკურად შეშლილ ადამიანთა სახლებზე? რას იტყვით აუტანელ პირობებში მყოფ პატიმრებზე?
თვითოეულ ამ საკითხს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური დახმარება და ეკლესიის მხრიდან სულიერი!
ჩემი აზრით სწორედ ეს საკითხები მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან უმეტეს ყურადღებას! რასაც ყოველი საქართველოს მოქალაქის მიერ გადახდილი გადასახადიან ნაწილი უნდა მოხმარდეს! აი ესაა ყოველი მოქალაქის ვალი!

რაც შეეხება სკოლაში რელიგიის სწავლებას. მე ყოველთვის ნებაყოფლობითობის მომხრე ვარ. მე მომხრე ვიქნებოდი მაგალითად ჩემს შვილებს (მომავალს smile.gif) სკოლაში ერთი გაკვეთილით მეტი ჩაუტარდეს რელიგიის სახით. თუმცა არ ვთვლი სწორად სხვა რელიგიის მქონე ბავშვი აიძულო ამ გაკვეთილზე დასწრება!
მგონი, რომ მოხდეს სკოლაში არჩევითი საგნის სახით რელიგიის გაკლეთილის შემოღება, მართლმადიდებელ ქართველთა უმეტესი ნაწილი ამ გაკვეთილს ბავშვს მოასმენინებს, თუნდაც ამისათვის 45 წუთით მეტი დარჩეს ბავშვი ერთი დღე სკოლაში.

და საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაციის სასტიკი წინააღმდეგი ვარ! (არ ვიცი ეს საკითხი საიდან წამოიჭრა)

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 28 2007, 07:00 PM

საქართველოს მთავრობა არ ყავს smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 09:27 AM

ნარკოტიკები არ მიხსენებია, პროსტიტუცია ვახსენე, მაგრამ მაგალითად და არა იმიტომ, რომ მაგაზე გვემსჯელა, შეგვიძლია ცალკე ვიმსჯელოც მაგაზეც

ციტატა
სექტანტები რო ინგლისურის მასწავლებლებად შევიდნენ სკოლაში და ჩუმად ნათლავდნენ ბავშვებს აბანოებში

არ უნდა ხდებოდეს ეგ, არ შეიძლება სკოლაში რელიგიის ქადაგება, სკოლა უნდა იყოს თავისუფალი ყველა რელიგიური ორგანიზაციის გავლენისაგან. მშობელს უფლება აქვს, რა რელიგიაც უნდა, ის ასწავლოს ბავშვს,თუ ძალადობას ან იძულება არ იყენებს

ნებაყოფლობით რელიგიის სწავლას არ სჭირდება განათლების სამინისტროს მხრდიადან რელიგიის საგნის დამატება

განათლების შესახებ კანონით მშობლებს შეიძლიათ მოიწვიონ ის, ვინც უნდათ და გაკვეთილების შემდეგ ნებისმიერ დროს სკოის ტერიტორიაზე ჩაატარებინონ გაკვეთილი რა ფორმითაც უნდათ. არ შეიძლება ამ გაკვეთილზე დასწრების იძულება ეგაა და ეგ.

ასევე უნდა მოხდეს ეკლესიისა და სახელმწიფოს დისტანცირება სხვა სფეროებშიც

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 09:53 AM

როგორც არასრულყოფილია ადამიანი, თუ მისი სული და სხეული ერთად არ არის, ისევე არასრულყოფილია ერი, თუკი მისი სახელმწიფო და ეკლესია ერთად არ არიან. ეს ადრე თუ გვიან უარყოფით შედეგებამდე მიიყვანს მოსახლეობას

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 10:00 AM

ციტატა(კანონისტი @ May 29 2007, 09:53 AM) *

როგორც არასრულყოფილია ადამიანი, თუ მისი სული და სხეული ერთად არ არის, ისევე არასრულყოფილია ერი, თუკი მისი სახელმწიფო და ეკლესია ერთად არ არიან. ეს ადრე თუ გვიან უარყოფით შედეგებამდე მიიყვანს მოსახლეობას

სულაც არაა სახელმწიფო ჩემთვის სხეული. სახელმწიფო არის ბოროტება თავისი არსით, ძალადობის იარაღი და წარმოუდგენელია მისი და ეკლესიის ერთ ქოლგას ქვეშ მოქცევა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 10:11 AM

ulvashi

ციტატა
სულაც არაა სახელმწიფო ჩემთვის სხეული

შენთვის არა, ერისთვის

იმ ერებს, რომლებსაც სახელმწიფო არ ჰქონიათ, სრულყოფილი და ღრმა კულტურა ვერ შექმნეს

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 10:21 AM

ციტატა
იმ ერებს, რომლებსაც სახელმწიფო არ ჰქონიათ, სრულყოფილი და ღრმა კულტურა ვერ შექმნეს

რატომ გგონია, რომ მაგალითად ხორვატებს არ აქვთ სრულყოფიული და ღრმა კულტურა? იმიტომ რომ არ გაგიგია ხორვატი მხატვარი ან მუსიკოსი?

ან კარელებს, მაგალითად.

სახელმწიფო არ არსებობს ერისთვის, სახელმწიფო არსებობს მისი ყოველი მოქალაქისათვის, განურჩევლად ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა. საქართველო არ არის მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველების ქვეყანა. საქართველო არის სომხებისაც, აზერბაიჯანელებისაც, ჩინელებისაც კი, ყველასი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა და სახელმწიფო, რომელიც არსებობს ამ ადამიანების მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე, ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს ყველას და თანასწორად მოექცეს მათ, არ გამოარჩიოს ერთი ჯგუფი მეორისაგან არჩერთი დისრკრიმინაციული ნიშნით

კონსტიტუციის მე-14 მუხლი: ყველა ადამიანი თანასწორია, მიუხედავად ----რელიგიისა, მრწამსისა,-----------ეთნიკური კუთვნილებისა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 29 2007, 10:23 AM

ციტატა
საქართველოს მთავრობა არ ყავს

ახალი ამბავი biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 10:27 AM

ulvashi

ციტატა
რატომ გგონია, რომ მაგალითად ხორვატებს არ აქვთ სრულყოფიული და ღრმა კულტურა? იმიტომ რომ არ გაგიგია ხორვატი მხატვარი ან მუსიკოსი?

და... ხორვატებს სახელმწიფო არ აქვთ?
ან კარელებს?? smile.gif

შენ ბოშების, ქურთების, ბედუინების მსოფლიო დონის კულტურული შედევრი გაგიგია?

ეს ფრაზა ჩემი მოგონილი არ არის, ეგ მეცნიერთა შორის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს

ციტატა
საქართველო არ არის მხოლოდ მართლმადიდებელი ქართველების ქვეყანა. საქართველო არის სომხებისაც, აზერბაიჯანელებისაც, ჩინელებისაც კი, ყველასი, ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეა

თავად მრავალეროვანი - კომუნისტური ტერმინია. საქართველოში, გარკვევით ბრძანა პრეზიდენტმა, არ არსებობს მრავალი ერი - აქ არის ერთადერთი ერი და ეს არის ქართველი ერი, რომელსაც აქვს მრავალეთნიკური წარმოშობა.

ციტატა
ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს ყველას და თანასწორად მოექცეს მათ, არ გამოარჩიოს ერთი ჯგუფი მეორისაგან არჩერთი დისრკრიმინაციული ნიშნით

მაშინ ასეთი კითხვა მექნება:

არის თუ არა კონსტიტუციის მე-8 მუხლი, ანუ სახელმწიფო ენად ქართული ენის, ეთნიკური ქართველების დედაენის აღიარება დისკრიმინაცია?

თუ დიახ, რატომ? თუ არა, რატომ?

ქავთარაძე
ციტატა
საქართველოს მთავრობა არ ყავს

ახალი ამბავი

ნუ ზოგიერთისთვის საქართველოს პატრიარქიც არ ჰყავს, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა პატრიარქის wink.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 10:34 AM

ხორვატება სახელმწიფო 10 წელია შექმეს, კულტურა კი დიდი ხნის აქვთ. კარელები კიდე გადაშენდნენ, ცნობისთვის, ურმანსკის ოლქში შედიოდნენ და ძალიან საინტერესო ისტორიაა მაგათი ასიმილაცია

ეს ძალიან გავს ფაშისტურ დაყოფას კულტურის შემქმნელ, კულტურის მხარდამჭერ და კულტურის დამანგრეველ რასებად. სწორედ ესენი მიაჩნდათ ფაშისტებს კულტურის დამანგრევლებად (პლუს ებრაელები). სახიფათოა ასეთი აზროვნება

არა, იმიტომ რომ სახელმწიფო ენა არ გულისხმობს, ყველამ ქართულად ილაპარაკოს, ყველას შეუძლია საკუთარ ენაზე ილაპარაკოს და დაიცვას და არის კიდეც უმცირესობების დამცავი მუხლები კონსტიტუციაშიც და უმცირესობების ენათა შესახებ ჩარჩო კონვენციაც აღიარა საქართველომ (სხვათაშორის, ამ პრეზიდენტის ხელმოწერილია და უფრო შეიცავს საქართველოსთვის საშიშ მომენტებს, ვიდრე სხვა აქტები)
ამასთან, სახელმწიფო ენის არსებობა აუცილებელია, მის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს, რასაც ვერ ვიყყვით რელიგიაზე. აქ საქმე პირიქითაა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 10:46 AM

ulvashi

ციტატა
ხორვატება სახელმწიფო 10 წელია შექმეს, კულტურა კი დიდი ხნის აქვთ.

ზოგიერთისთვის ჩვენც 15 წელია, რაც სახელმწიფო შევქმენით

დალმაციის სამთავრო, რომელსაც დღეს როგორც ტერიტორიულად, ისე კულტურულ-ეთნიკურად ეფუძნება ხორვატიის სახელმწიფოებრიობა, ჯერ კიდევ IX საუკუნეში ყალიბდება. 925 წლიდან კი უკვე სამეფოა ტომისლავ I-ის მეთაურობით. 1943 წლიდან იუგოსლავიის ფედერალურ სოციალისტურ რესპუბლიკაში უკვე არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი - ხორვატისი სოციალისტური რესპუბლიკა

ციტატა
ეს ძალიან გავს ფაშისტურ დაყოფას კულტურის შემქმნელ, კულტურის მხარდამჭერ და კულტურის დამანგრეველ რასებად. სწორედ ესენი მიაჩნდათ ფაშისტებს კულტურის დამანგრევლებად (პლუს ებრაელები). სახიფათოა ასეთი აზროვნება

მე არ მითქვამს, რომ ბოშები ან ქურთები მეორეხარისხოვანი ხალხია. ის, რომ საოპერო კულტურა იტალიას ჩვენზე დიდი აქვს, სულაც არ აკნინებს ქართველ ერს. ეს ფაქტია. ასევე ფაქტია, რომ ერები, რომლებსაც გააჩნდათ სახელმწიფოებრიობა, ქმნიდნენ უფრო დიდ და ღრმა კულტურას

ციტატა
არა, იმიტომ რომ სახელმწიფო ენა არ გულისხმობს, ყველამ ქართულად ილაპარაკოს, ყველას შეუძლია საკუთარ ენაზე ილაპარაკოს და დაიცვას

არც სახელმწიფო რელიგია გულისხმობს იმას, რომ ყველა მართლმადიდებელი უნდა იყოს. სახელმწიფო რელიგიის დროს ეს რელიგია გამოიყენება სახელმწიფოებრივი საკითხების გადასაწყვეტად, უმცირესობების წარმომადგენლებს კი შეუძლიათ დაუბრკოლებლად აღიარონ თავიანთი რელიგია

სახელმწიფო რელიგია დისკრიმინაციული რომ ყოფილიყო, დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნახევარს ასეთი სტატუსის ეკლესიები არ ექნებოდა

ციტატა
ამასთან, სახელმწიფო ენის არსებობა აუცილებელია, მის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებებს, რასაც ვერ ვიყყვით რელიგიაზე. აქ საქმე პირიქითაა

ჯერ ერთი, შეიძლება იყოს 2, 3 ან 4 სახელმწიფო ენაც. მეორე კიდევ, ჩემი აზრით, სახელმწიფოში რომელიმე რელიგიის განსაკუთრებული სტატუსი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ათეიზმი გამოდის განსაკუთრებული სტატუსის, რაც მაინც დისკრიმინაციაა

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 10:50 AM

სახელმწიფო რელიგია გულისმხობს კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას, გაწყობს?
არ შეიძლება ხელშეკრულება იდებოდეს ერთსა და იმავე სუბიექტს შორის

ესაინტერესოა, ეკლესიამ ოფიციალურად თუ მოითხოვა, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეთო? მართლა მაინტერესებს, ოღონდ ვგულისხმობ, უწმინდესმა თუ დააფიქსირა დამე ეს, ეპისტოლეში, ან თავის წიგნებში, ან სინოდმა
ისე ამ თემაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს

გარდა ამისა, მაინტერესებს, რომელი სახელმწიფოებრივი საკითხის გადასაწყვეტად გინდა, რომ ეკლესიის პოზიცია გამოიყენებოდეს? იცი თუ არა, რამდენ შეცდომამდე მიგვიყვანდა ეს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 10:56 AM

ulvashi

ციტატა
სახელმწიფო რელიგია გულისმხობს კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმებას, გაწყობს?
არ შეიძლება ხელშეკრულება იდებოდეს ერთსა და იმავე სუბიექტს შორის

სახელმწიფო რელიგიის უამრავი მოდელი არსებობს. შენ რასაც ამბობ, ეგ არის სახელმწიფო ეკლესია (დანიის კონსტიტუცია), მე მომხრე ვარ მართლმადიდებლობის სახელმწიფო სტატუსის (საბერძნეთი)

ციტატა
ესაინტერესოა, ეკლესიამ ოფიციალურად თუ მოითხოვა, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად აღიარეთო? მართლა მაინტერესებს, ოღონდ ვგულისხმობ, უწმინდესმა თუ დააფიქსირა დამე ეს, ეპისტოლეში, ან თავის წიგნებში, ან სინოდმა

უწმიდესმა ბრძანა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო რელიგია არ შეიძლებაო. მე ასე აღვიქვი ეს ნათქვამი, რომ "ამ ეტაპზე" ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება დადგეს ეს დროც. მიზეზი ალბათ არის ის, რომ მართალია მოსახლეობის 84%-ია მართლმადიდებელი, მაგრამ ეკლესიურად 10-12% თუ ცხოვრობს და შესაბამისად, სახელმწიფო რელიგიის აღქმა შესაძლოა არასათანადოდ იქნეს გაგებული

ციტატა
გარდა ამისა, მაინტერესებს, რომელი სახელმწიფოებრივი საკითხის გადასაწყვეტად გინდა, რომ ეკლესიის პოზიცია გამოიყენებოდეს? იცი თუ არა, რამდენ შეცდომამდე მიგვიყვანდა ეს?

რა გითხრა აბა.... შეცდომამდე არანაირად და უამრავ სიკეთემდე - კი

არ გეწყინოს და, მე მგონია, რომ მართლმადიდებლობა ფილოსოფიური ტრაქტატი გგონია. მართლმადიდებლობა არის ცხოვრების წესი - პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ, ქრისტიანი ჭამაშიც ქრისტიანი უნდა იყოს, არათუ სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტაში

რაღაც ნაჭუჭში რელიგიის მოქცევა უდიდესი დისკრიმინაციაა თავად რელიგიის და ათეიზმის გამოვლინება

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:01 AM

საშინელებაა, ის, რაც ხდება საბერძნეთში. თვითონ ეკლესიის მდგომარეობაც ვერაა კარგად, 4-ადაა გაყოფილი.

უწმიდესმა ბრძანა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო რელიგია არ შეიძლებაო. მე ასე აღვიქვი ეს ნათქვამი, რომ "ამ ეტაპზე" ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება დადგეს ეს დროც. მიზეზი ალბათ არის ის, რომ მართალია მოსახლეობის 84%-ია მართლმადიდებელი, მაგრამ ეკლესიურად 10-12% თუ ცხოვრობს და შესაბამისად, სახელმწიფო რელიგიის აღქმა შესაძლოა არასათანადოდ იქნეს გაგებული
[/quote]

მეც მანდ ვარ. მე თავს უფლებას მივცემ, შენგან განსხვავებულად აღვიქვა უწმინდესის სიტყვები. მე ასე მესმის, რომ არ შეიძლება სახელმწიფო რელიგია და ფრაზა "ამ ეტაპზე" ზოგიერთების დასამშვიდებლად იყო ნათქვამი.
ეკლესიურად 10-12% რომ ცხოვრობს, ვიცი, ადრეც ვთქვი ერთ-ერთ თემაში და არ დამიჯერეს.

ასეთი აზრი მაქვს: ელოდეთ "იმ ეტაპს", "იმ ეტაპის" დადგომამდე, ნუ ითხოვთ იმას, რაზეს უწმინდესობამ თქვა არ შეიძლებაო. მინიმუმ 10 წელი რომ იგულისხმება, ხვდები ალბათ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:03 AM

ulvashi

ციტატა
საშინელებაა, ის, რაც ხდება საბერძნეთში. თვითონ ეკლესიის მდგომარეობაც ვერაა კარგად, 4-ადაა გაყოფილი.

გეთანხმები, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება სახელმწიფო სტატუსს. ძირითად გაყოფა ელადის ეკლესიის მიერ ახალ სტილზე გადასვლამ გამოიწვია

ციტატა
მინიმუმ 10 წელი რომ იგულისხმება, ხვდები ალბათ

ეგეც ვიცი

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:07 AM

ციტატა
ძირითად გაყოფა ელადის ეკლესიის მიერ ახალ სტილზე გადასვლამ გამოიწვია

ვიცი, და მაგიტომ მირჩევნია, ძველ სტილზე ვიყო და არ იყოს ჩემი რელიგია სახელმწიფო სტატუსის მქონე, ვიდრე ბერძნებივით ვიყო

სხვათაშორის, საბერძნეთს ძალიან ბერვი უჯდება რელიგიის თავისუფლების შემზღუდველი კანონმდებლობა, იმიტომ რომ ბევრ სასამართლო პროცესს აგებს სტრასბურგში მაგ კუთხით. შემდეგ იმ კანონის გაუმქებაც უწევს და დიდი კომპენსაციების გადახდაც, ის კმპენსაცია თავის მხრივ მართლმადიდებელ მრევლს აწვება ზურგზე, როგორც გადასახადის გადამხდელს და რომაგად წაგებულები გამოდიან

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:08 AM

ulvashi
სამაგიეროდ, სულიერად არიან მოგებულები

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: May 29 2007, 11:15 AM

ციტატა
ნუ ზოგიერთისთვის საქართველოს პატრიარქიც არ ჰყავს

ამით რისი თქმა გინდა? ნუ მეუხეშები...

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:15 AM

ქართველები რატოიმ არიან სულიერად წაგებულები? სახელმწიფო რელიგია რომ არ აქვთ., იმიტომ?

კატაკომბებში რომ ხალხი მოღვაწეობდა და ეწამებოდა და ა.შ. ისინი უფრო იყვნენ მოგებულები თუ ბერძნები. იმათ სახელმწიფო რელიგია კი არა, ჩაგვრის მეტი არაფერი ქონდათ სახელმწიფოსგან.

სულიერად მოგებული რომ იყო, ეკლესიაში უნდა იარო და ქრისტეს გზით იცხოვრო, სახელმწიფო არაფერ შუაშია, საეღტოდ არანაირი მნიშვნელობა აქვს როგორ სახელმწიფოში იცხოვრებ, ყველგან შესაძლებელია ცხოვრება ისე, როგორც შენ გინდა

ამიტომ სახელმწიფოსგან ვითხოვ ერთ რამეს: ხელი არ შეუძშალოს არცერთ ეკლესიას და არცერთ ადამიანს საკუთარი რწმენის აღმსარებლობაში. არც პირდაპირ, ანუ აკრძალლვებით, არც ირიბად, ანუ სხვისთვის შეღავათებით, განსაკუთრებული ხელშეწყობით და ასე შემდეგ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:21 AM

ქავთარაძე

ციტატა
ამით რისი თქმა გინდა? ნუ მეუხეშები...

შენ არ მოიაზრები იმ "ზოგიერთებში"... wink.gif

ulvashi
კაი ბატონო....

მე ჩემ აზრზე ვრჩები. ეკლესია დიახაც ძლიერი იყო მოწამეების დროს, მაგრამ აყვავებული მაშინ - როცა სახელმწიფო აქტიურად უწყობდა ხელს. ეს ისტორიული გამოცდილებაა

ოქროს ხანა ჩვენთვის არა ჯალალედინის შემოსევაა, როცა 100 000 მლოცველი შევიძინეთ ზეციურ საქართველოში, არამედ დავითისა და თამარის დრო, როცა სულ 20-მდე წმინდანია კანონიზებული

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:24 AM

რა იყო მე-12 საუკუნეში მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს სახელმწიფო ხელისუფლება უნდა იყოს შეზღუდული და კიდევ კარგი, აქითკენ მივდივართ

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: May 29 2007, 11:27 AM

unsure.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:29 AM

კანონისტი

ციტატა
თავად მრავალეროვანი - კომუნისტური ტერმინია. საქართველოში, გარკვევით ბრძანა პრეზიდენტმა, არ არსებობს მრავალი ერი - აქ არის ერთადერთი ერი და ეს არის ქართველი ერი, რომელსაც აქვს მრავალეთნიკური წარმოშობა.

სად არის ერთადერთი ერი? საქართველოშიი? blink.gif მაგრა გამაცინე laugh.gif ქუჩაში რო გავდივარ ხან ჩინეთში, ხან აზერბაიჯანში, ხან სად ხან სად აღარ მგონია თავი sad.gif მალე მემგონი გაგვასახლებენ biggrin.gif და ამას მთავრობა ხელს შეუწყობს laugh.gif

ციტატა
ნუ ზოგიერთისთვის საქართველოს პატრიარქიც არ ჰყავს, მაგრამ ეს მისი პრობლემაა და არა პატრიარქის

აი აქ უკვე ძალიან მწარედ შეცდი, პატრიარქი ჩემთვის ყველაფერია და ვიცი შენთვისაც smile.gif მაგრამ აი პრეზიდენტი კი მართლა არ გვყავს გამონაკლისების გარდა laugh.gif

p.s ხოდა თუ გაინტერესებთ რატომ დაანგრიეს ბათუმში ეკლესია გეტყვით smile.gif იმიტომ რო ჩვენს პრეზიდენტს მოეწონა ეგ ადგილი smile.gif მაგ ადგილიდან მთელი აჭარა ხელის გულზე იშლება და მაგიტოოო smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:30 AM

მეც მასეთი ეჭვი მაქვს, პრეზიდენტის მიერ ადგილის მოწონებას ვგულისხმობ

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:33 AM

კანონისტი

ციტატა
შენ არ მოიაზრები იმ "ზოგიერთებში"...

მემგონი მე მოვიაზრები და გაგეცი უკვე მაგაზე პასუხი smile.gif და ეგრე რატო იქაცევი? სრულიად მაკვირვებს შენი საქციელი smile.gif smile.gif მემგონი ძალიან გადაჭრილი ხარ გრძნობებში და რამსები გაქვს არეული laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:37 AM

ნიკოლოზ_V

ციტატა
ხოდა თუ გაინტერესებთ რატომ დაანგრიეს ბათუმში ეკლესია გეტყვით იმიტომ რო ჩვენს პრეზიდენტს მოეწონა ეგ ადგილი მაგ ადგილიდან მთელი აჭარა ხელის გულზე იშლება და მაგიტოოო

ნენა რას ამბოოობ?

არ მეგონა უწმიდესმა და მეუფე დიმიტრიმ ტყუილები თუ იცოდნენ.... wink.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:39 AM

კანონისტი

ციტატა
ნენა რას ამბოოობ?

ღმერთმა მომიტევოს თუ რამე ტყუილს ვამბობ smile.gif მაგრამ მე ესე ვფიქრობ და არც გამიკვირდება ესე რო იყოს smile.gif და დარწმუნებული ვარ რო ესეა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:40 AM

ნიკოლოზ_V

ციტატა
ღმერთმა მომიტევოს თუ რამე ტყუილს ვამბობ

მოგიტევოს ღმერთმა პრეზიდენტის უმძიმესი ცილისწამება....

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:40 AM

კანონისტი
მე პრეზიდენტი არ მყავს და ვის დავწამე ცილი? laugh.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:41 AM

საქართველოში ქუჩაში მენაგვეს ვერ მოხსნი და სხვას ვერ დანიშნავ, პრეზიდენტმა რომ არ იცოდეს და როგორ დავიჯერო, რომ თუ მისი სურვილი არ იყო, არ იცოდა მაინც.

ჯანდაბას პრეზიდენტი, ვარშალომიძემ არ იცოდაო, ვინმემ არ თქვას. რატომაა ვარშალომიძე კიდევ თავის ადგილზე? დავუშვათ, პრეზიდენტმა არ იცოდა, ვარშალომიძემ რომ იცოდა და არ უთხრა და ასეთი საშიელება გააკეთა, არ უნდა მოეხსნა?

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:44 AM

ჩემი თავის და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი მე ვარ

ulvashi
ეჰ ძმაო ვინ უნდა მოიხსნას კაცო? მერე ჯიბეები ვინღა უნდა გაუსქელოს? biggrin.gif biggrin.gif

დიდი კორუფციაა მთავრობაში smile.gif არა და როგორ გავრბოდი მიშაზე ხმის მისაცემად smile.gif საარჩევნო უბანი გახსნილი არ იყო იქ რო ვიყავი უკვე smile.gif მეგონა რამე შეიცვლებოდა laugh.gif მაგრამ შენც არ მომიკვდე laugh.gif ვირი გაყიდე ვირი იყიდე რა აზრი აქვს? არანაირი laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:44 AM

ulvashi
ნიკოლოზ_V
თემისგან გადახვევას თუ კიდევ გააგრძელებთ და თან ასეთი დაუსაბუთებელი და ოპოზიციური აზრებით, მიიღებთ ვორნს

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 11:50 AM

ციტატა(ნიკოლოზ_V @ May 29 2007, 11:44 AM) *

ჩემი თავის და ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი მე ვარ

ulvashi
ეჰ ძმაო ვინ უნდა მოიხსნას კაცო?

ვინ და ყველა გუბერნატორი მოსახსნელია
სულ არაა დანიშნული გუბერნატორი საჭირო. პრეზიდენტიც არაა საჭირო. საქმის გაფჭების მეტს არაფერს აკეთებს. .

კანონისტი
ოპოზიციური აზრი თუ ისჯებოდა, პირველად გავიგე.
დაუსაბუთებელია აზრი თუ დასაბუთებული, მსჯელობის საგანია და არ შეიძლება ერთიანი შეფასების გაკეთება
თემისთვის არ გადამიხვევია, გუბერნატორის ხსენებას თუ არ ჩავთვლით
პრეზიდენტის პოლიტიკაზე ვსაუბრობ ეკლესიასთან მიმართებით და სად ვცდები თემას?

მომეცით ვორნი!

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 11:57 AM

კანონისტი

ციტატა
თემისგან გადახვევას თუ კიდევ გააგრძელებთ და თან ასეთი დაუსაბუთებელი და ოპოზიციური აზრებით, მიიღებთ ვორნს

გავსკდი სიცილით იმდენი ვიცინე laugh.gif დავიით ძმურად მითხარი რა სად გადავუხვიე თემას? თორე ვიტირებ laugh.gif ოპოზიციას უტევენ ფორუმში biggrin.gif მომეცით ვორნი დიდი სიამოვნებით მივიღებ smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 11:58 AM

ulvashi

ციტატა
ოპოზიციური აზრი თუ ისჯებოდა, პირველად გავიგე.

ეს მართლმადიდებლური ფორუმია და არა პოლიტ-რინგი

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 12:01 PM

ციტატა(კანონისტი @ May 29 2007, 11:58 AM) *

ulvashi

ეს მართლმადიდებლური ფორუმია და არა პოლიტ-რინგი

და ოპოზიციური აზრი აუცილებლად პოლიტიკურად ოპოზიციურს გულისხმობს?
განსხვავებული აზრი თუ არ გინდათ, ფორუმი რაღა საჭიროა, დაეთანხმეთ ყველანი ერთმანეთს და დაიშალეთ
მე ჩემს შეხედულებას ვწერ პრეზიდენტის პოლიტიკაზე ეკლესიის მიმართ და თუ არ მოქწონთ, თემა წაშალეთ. მე არ გამოხსნია

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:03 PM

ulvashi

ციტატა
და ოპოზიციური აზრი აუცილებლად პოლიტიკურად ოპოზიციურს გულისხმობს?

მე პოლიტიკურად ოპოზიციური აზრი ვიგულისხმე და არა განსხვავებული აზრი

მთელი ამდენი ხანია განსხვავებულ აზრს წერ და არავის არაფერი უთქვამს ხომ?

და ისე, შენიშვნა ძირითადად ნიკოლოზ_V-ს ეხებოდა

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:05 PM

კანონისტი

ციტატა
ეს მართლმადიდებლური ფორუმია და არა პოლიტ-რინგი

თუ თვალები არ მაწუხებს და კარგად ვხედავ თემას ქვია საქართველოს პრეზიდენენტი laugh.gif ხოდა რახან უკვე ფორუმზე გაჩნდა პოლიტიკური თემა მე ვერავინ დამიშლის ჩემი აზრის გამოხატვას smile.gif რასაც მინდა დავწერ smile.gif ოპოზიციაში ვარ laugh.gif
და თუ ეგრეა მართლმადიდებლურ ფორუმში რა უნდა საქართვეოს პრეზიდენტის თემას???? ვერ გამიგია

კანონისტი
ციტატა
და ისე, შენიშვნა ძირითადად ნიკოლოზ_V-ს ეხებოდა

შენ რაიყო, ჩემზე ჩაციკლული ხარ? laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:08 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
თუ თვალები არ მაწუხებს და კარგად ვხედავ თემას ქვია საქართველოს პრეზიდენენტი ხოდა რახან უკვე ფორუმზე გაჩნდა პოლიტიკური თემა მე ვერავინ დამიშლის ჩემი აზრის გამოხატვას რასაც მინდა დავწერ ოპოზიციაში ვარ
და თუ ეგრეა მართლმადიდებლურ ფორუმში რა უნდა საქართვეოს პრეზიდენტის თემას???? ვერ გამიგია

ეს თემა არ ეძღვნება პოლიტიკას. აქ არ გაქვს უფლება შეაფასო ვთქვათ პრეზიდენტის ვიზიტი იორდანიაში

სანამ დაპოსტავ, ამ ქვეგანყოფილების წესებს გადახედე.

ციტატა
შენ რაიყო, ჩემზე ჩაციკლული ხარ?

შენ არაფერ შუაში ხარ პირადად. მთავრობა ქრთამს იღებს თუ არა, ეგ ამ ფორუმზე განსახილველი არ არის

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:20 PM

კანონისტი

ციტატა
შენ არ მოიაზრები იმ "ზოგიერთებში"...

ციტატა
შენიშვნა ძირითადად ნიკოლოზ_V-ს ეხებოდა

ვერაფერი ვერ გავიგე laugh.gif laugh.gif

ციტატა
შენ არაფერ შუაში ხარ პირადად

პოსტებს მიშლიან, მიშააა laugh.gif

I. განყოფილება "საეკლესიო სამართალი"
1. განყოფილება წარმოადგენს ფორუმის ნაწილს და განკუთვნილია ფორუმზე დარეგისტრირებული წევრების მიერ საეკლესიო სამართალთან, ეკლესიისა და სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოსაზრებების, იდეებისა და შეხედულებების გამოსახატად.
2. განყოფილებაში მოქმედებს ფორუმის საერთო წესები.
3. განყოფილების თემად ითვლება ყველა ის თემა ან ქვეთემა, რომელიც ეხება:
3.1. უშუალოდ საეკლესიო სამართალს;
3.2. ცხოვრებისეულ იმ საკითხებს რომელსაც საეკლესიო სამართალი პირდაპირ განსაზღვრავს;
3.3. ყველა იმ სფეროს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის სამართლებრივი ცხოვრებისათვის;
3.4. საქართველოს სახელმწიფოს და მის უმაღლეს ხელისუფლებას;
3.5. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.
4. განყოფილების ენა არის ახალი ქართული.
4.1. ყოველი მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი ქართული მხედრული ანბანით.
4.2. არაქართულენოვანი მოსაზრების ან ციტატის დაწერა დასაშვებია მაშინ, თუ ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს.

II. მოსაზრების (ე.წ. "პოსტი"-ს) დაწერის წესი
1. მოსაზრება უნდა იქნეს დაწერილი გასაგებად და მკაფიოდ, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მართლმადიდებლურ სწავლებას.
2. მოსაზრება უნდა შეესაბამებოდეს თემის შინაარსს.
3. დაუშვებელია თემისგარეთა მოსაზრებები (ე.წ. "ოფტოპიკი"), ლაყბობა (ე.წ. "ჩეთი") ან თემიდან სხვაგვარი გადახვევა.
4. დაუშვებელია შეურაცხყოფა, გადაკიდება და განკითხვა.

III. ახალი თემის გახსნა
1. ახალი თემა უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის I ნაწილის მე-3 პუნქტს.
2. დაუშვებელია ახალი თემის გახსნა მაშინ, როდესაც არსებობს მსგავსივე შინაარსის სხვა თემა ამავე ან სხვა განყოფილებაში.
3. ფორუმის 10 წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მნიშვნელოვანი თემის მიჭიკარტება (ე.წ. "მიპინვა").

IV. მოდერატორი
1. ფორუმზე დადგენილი წესების შესაბამისად განყოფილებას აკონტროლებს მოდერატორი.
2. მოდერატორს უფლება აქვს:
2.1. შეაერთოს, გადაიტანოს, მიაჭიკარტოს, ჩამოაჭიკარტოს, წაშალოს, ჩაასწოროს ან დახუროს თემა ან შესაბამისად ცალკეული მოსაზრება;
2.2. გაფრთხილება (ე.წ. "ვორნი") მისცეს ფორუმის წევრს ამ წესების ან ფორუმის საერთო წესების დარღვევისათვის;
2.3. შეასრულოს მისთვის დადგენილი სხვა უფლებამოსილებები.
3. ფორუმის წევრს უფლება აქვს გაასაჩივროს მოდერატორის ნებისმიერი გადაწყვეტილება ადმინისტრატორთან.

V. წესებში ცვლილების შეტანა
1. წესებში ცვლილების შეტანა ხდება მოდერატორის მიერ საკუთარი ან არანაკლებ 15 წევრის ინიციატივით.

გადავხედე ამ განყოფილების წეესბს smile.gif და მაინტერესებს მე და ულვაშმა როელი პუნქტი დავარღვიეთ? ?? unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:21 PM

ქვეგანყოფილება ეკლესია და სახელმწიფო-ს წესები:

1. აქ გახსნილი თემა უნდა ეხებოდეს როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ზოგად ურთიერთობებს, ისე კონკრეტულად საქართველოს რეალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. დასაშვებია სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების გატარებული პოლიტიკისა თუ საქმიანობის შეფასება იმ პირობით, რომ სრულად იქნება დაცული საქართველოს საერო კანონმდებლობა და კანონიკური სამართლის მოთხოვნები.
3. შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას, თავისუფალი უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ორაზროვანი ფრაზებისაგან.
4. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დახურავს ან წაშლის თემას, ხოლო დამრღვევთა მიმართ გატარდება ფორუმის წესებით გათვალისწინებული ზომები.

ეს ორი დაარღვიეთ wink.gif განსაკუთრებით შენ

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:27 PM

კანონისტი

ციტატა
1. აქ გახსნილი თემა უნდა ეხებოდეს როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ზოგად ურთიერთობებს, ისე კონკრეტულად საქართველოს რეალობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. დასაშვებია სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების გატარებული პოლიტიკისა თუ საქმიანობის შეფასება იმ პირობით, რომ სრულად იქნება დაცული საქართველოს საერო კანონმდებლობა და კანონიკური სამართლის მოთხოვნები.
3. შეფასება უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას, თავისუფალი უნდა იყოს შეურაცხმყოფელი და ორაზროვანი ფრაზებისაგან.
4. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დახურავს ან წაშლის თემას, ხოლო დამრღვევთა მიმართ გატარდება ფორუმის წესებით გათვალისწინებული ზომები.

ეს წესები ეხლა დაწერე?? laugh.gif ესეთი რაღაცეები არ წერია შენს აქამდე ყოფილ წესებში laugh.gif

და მაინც სად დავარღვიე იქნებ მიმითითო smile.gif

ვნახე ვნახე აღარ გინდა ლინკის მოცემა smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 12:29 PM

საქართველოს საერო კანონმდებლობის და კნონიკური სამართლის მოთხოვნები არავის დაურღვევია აქ.

რაც შეეხება ობიექტურ ინფორმაციას. აქ გამოითქვა ეჭვი. ეჭვი თავისთავად არის შეფაება, რომელიც არ შეიძლება ობიექტურ ინფორმაციას ეყრდნობოდეს, იმიტომ რომ მაშინ ფაქტი იქნებოდა და არა ეჭვი.

იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა იცოდა ეკლესიის ნგრევის შესახებ, არ არღვევს მაგ წესს. ეს არაა ყურით მოთრეული, საზოგადოებაში არის ამ საკიტხზე ლაპარაკი, ძალიან ბევრს ჰგონია ასე და იმ გარემოებებით, რაც ამ საკითხის ირგვლივ იყო, სრულიად მოსალოდნელი იყო მსგავსი აზრის გაჩენა.

ეს არის ჩემი აზრი, მე არ ვამტკიცებ, რომ პრეზიდენტმა იცოდა ან არ იცოდა. არ მჯერა, რომ არ იცოდა მეთქი.
მგონი არცერთ ჩვენგანს არ დაურღვევია აქ რაიმე

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:30 PM

ციტატა
რომ სრულად იქნება დაცული საქართველოს საერო კანონმდებლობა და კანონიკური სამართლის მოთხოვნები.

რომელ კანონიკურ სამართალზე ლაპარაკობ დავით? სქართველოში კანონი არსებობს? :დიდიგაოცების სმაილი: ნამდვილად არ ვიცოდი laugh.gif რაის კანონებზე მეალაპარაკები თუ ძმა ხარ smile.gif შენ მართლა ვერ ხედავ რა ხდება საქართველოში თუ არ გინდა რო დაინახო??? ზოგჯერ მართლა მაოცებ ხოლმე ძმაო ohmy.gif huh.gif blink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:32 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
რომელ კანონიკურ სამართალზე ლაპარაკობ დავით? სქართველოში კანონი არსებობს?

შენ კანონიკური სამართალი და კანონები ერთიდაიგივე გგონია??

laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:34 PM

მე ზოგადად საქართველოში მოქმედ კანონებს შევეხეsmile.gif ისე და რა განსხვავებაა?? ერთი ვიცი რო საქართველოში ამ დროისთვის არანაირი კანონი არ მოქმედებს smile.gif გარდა საკუთარი სურვილებისა smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:40 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
მე ზოგადად საქართველოში მოქმედ კანონებს შევეხე ისე და რა განსხვავებაა?? ერთი ვიცი რო საქართველოში ამ დროისთვის არანაირი კანონი არ მოქმედებს გარდა საკუთარი სურვილებისა

კანონიკური სამართალი არის საეკლესიო სამართალი იგივე, ამდენად უნებლიეთ ეკლესიის გმობაში ჩავარდი wink.gif

ესაა ჩემი თხოვნა: წერეთ იმაზე, რაც იცით...

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:43 PM

კანონისტი
ღმერთმა შემინდოს smile.gif

კარგი მაშინ ასე გამცეპასუხი რომელი წესი დავარღვიე კანონიკურ სამართალში? ვორნს რო მკიდებ laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:45 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
კარგი მაშინ ასე გამცეპასუხი რომელი წესი დავარღვიე კანონიკურ სამართალში? ვორნს რო მკიდებ

ვინც აუგს იტყვის მეფეზე ან მთავარზე, უზიარებლობით დაისაჯოს
მოციქულთა 84-ე კანონი

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 12:48 PM

კანონისტი

პრეზიდენტი რომელსაც არ აინტერესებს საქართველო, და მისი ღირსშესანიშნავობები smile.gif რომელიც ყიდის მთელ საქართველოს რითი უნდა დაიაჯოს? ან ესეთი პრეზიდენტი გვინდა?

არც მეფე გვყავს და არც მთავარი smile.gif და რომელზე ვთქვი აუგი?

და მართლა ძალიან მაინტერესებს მიშა ეზიარება ხოლმე ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 12:52 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
პრეზიდენტი რომელსაც არ აინტერესებს საქართველო, და მისი ღირსშესანიშნავობები რომელიც ყიდის მთელ საქართველოს რითი უნდა დაიაჯოს? ან ესეთი პრეზიდენტი გვინდა?

სჯულისკანონი არ აზუსტებს, კაი და გადასარევი პრეზიდენტი თუ გყავს, მაშინ არ თქვა აუგიო. საერთოდაც, აუგი ცუდზე რომ არ უნდა თქვა (თუკი ასეთად თვლი), ეგაა ქრისტიანობა, თორემ კარგი თუა და შენ ცუდს ამბობ, ესე იგი ვერ ხარ მთლად კარგად tongue.gif biggrin.gif

ციტატა
არც მეფე გვყავს და არც მთავარი და რომელზე ვთქვი აუგი?

და.... კანონიკური ნორმების განმარტება როდის მერე დაიწყე?? biggrin.gif biggrin.gif

ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით მთავარი (ბერძნულად - არხონტოს) ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ მეთაურს, ანუ დღევანდელი გაგებით - პრეზიდენტს

ციტატა
და მართლა ძალიან მაინტერესებს მიშა ეზიარება ხოლმე ?

სამწუხაროდ არა. მგონი ისე, ნაზიარები უნდა იყოს (როგორც ვიცი)

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 01:00 PM

კანონისტი

ციტატა
სამწუხაროდ არა.

sad.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 01:00 PM

ციტატა
ვინც აუგს იტყვის მეფეზე ან მთავარზე, უზიარებლობით დაისაჯოს
მოციქულთა 84-ე კანონი

ჩემი მოძღვარი არ მსჯის მაგის გამო.
ამ პრეზიდენტს ყოველთვის გავაკრიტიკებ, სანამ ზოგი საკითხის მიმართ დამოკიდებულებას არ შეიცვლის. თუ მასზე ცუდის თქმა არ შეიძლება, თემა რისთვის არსებობს? ყველამ რომ ვთქვათ, რა კარგი პრეზიდენტი გვყავს?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 01:03 PM

ulvashi

ციტატა
ჩემი მოძღვარი არ მსჯის მაგის გამო.

არ გეწყინოს, მაგრამ შენი მოძღვარი სჯულისკანონს არღვევს wink.gif

აღსარების სიაშიც ხომ არის - საერო ხელისუფლების უპატივცემლობა

ციტატა
თუ მასზე ცუდის თქმა არ შეიძლება, თემა რისთვის არსებობს? ყველამ რომ ვთქვათ, რა კარგი პრეზიდენტი გვყავს?

თუ მეორე აზრი გაქვს, შეგიძლია არაფერი თქვა - ეს ერთი

მეორეც, ეს თემა იმისთვის გაიხსნა, რომ მას საინფორმაციო (და არა მსჯელობითი ხასიათი ჰქონოდა) და დამედო ის აქტები, რომლებიც ეკლესიას ეხება

აბა ნახე დასაწყისი პოსტები

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 01:11 PM

არ ც მე მეწყინება და არც ჩემს მოძღავრს ეწყინება smile.gif
დასასჯელი ყოფილა ნახევარი საქართველო, ყველა მიშას ლანძრავს და smile.gif
ჰოდა მიშა რასაც შევარდნაძეზე ამბობდა, მოციქულთა 84-ე კანონი კი არა ყველა საეკლესიო ძეგლი ვერ დაიტევს მაშინ მაგის ცოდვებს smile.gif

ასეთი ლოგიკა დავინახე: თუ მოგწონს პრეზიდენტი, წერ რომ მომწონს, მაგრამ თუ საწინააღმდეგო აზრი გაქვს, იმას კი არ წერ, არამედ ჩუმად ხარ და გადიხარ

აქტებს ისედაც წავიკითხავ, აქ რომ არ დადო. ფოუმს, ზოგადად აზრთა გაცვლა-გამოცცვლის ფუნქცია აქვს და არა მხოლოდ ინფორმაციის

რაც ამაზე დაიწყე საუბარი, მას მერე მართლა გავცდით თემას

მე მაინც დავწერ ხოლმე ჩემს თუდანც ძალიან მძაფრ კრიტიკულ მოსაზრებებს პრეზიდენტზეც და სხვაზეც.
შენ შეგიძლია ვორნი მომცე, შენი უფლებაა და ვერაფერს ვიზამ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 01:30 PM

შეწყდება თუ არა აქ ასეთი პოსტები??

დარეგისტრირდით აქ: http://forum.ge/ და წერეთ, რამდენიც გენებოთ

სენატზე როცა გადიოდა ამ ქვეგანყოფილების გახსნის საკითხი, საგანგებოდ მთხოვეს, რომ ასეთი პოსტები არ დამეშვა. ასე რომ, გთხოვთ შეწყვიტოთ....

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 01:31 PM

კანონისტი
არა დავით შენ სულ სხვა რამეებს ამბობ ხოლმე ამ აზრიდან ზოგადად განსხვავებულს smile.gif გადახედე შენს პოსტებს smile.gif შენ პრეზიდენტი იდეალურად გყავს დახატული, რომელიც ხალხის გამო ყველაფერზე მიდის smile.gif მე სწორედ ამაზე მტკივა გული რო არაფერს აკეთებს ხალხისთვის, და საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება, და ამის გაგება რატო არ გსიამოვნებს sad.gif ნუთუ ეს ხალხი შენი თანამემამულეები არ არიან? რატო არ გტკივა ის რო ნახევარი საქართელო რო გაიყიდა? და ეს არ მითხრა ეხლა რო პრეზიდენტის ბრალი არ არისო sad.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 01:32 PM

ნიკოლოზ_V

ციტატა
ნუთუ ეს ხალხი შენი თანამემამულეები არ არიან?

ფულს მიხდის სოროსი.... biggrin.gif biggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2007, 01:33 PM

ჩვენ მე მგონი ჯერ საერთოდ არა ვართ მზად ვისაუბროთ ხელისუფლებაზე, ამიტომ კარგია დროებით თუ დაიხურება ასეთი თემები, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი სახე მიიღო ფორუმმა, როგორც იტყვიან ,,დაიგრუზა,,, გაოფტოპიკდა. მხოლოდ ახალი ამბების სახით იყოს გახსნილი, როგორც სასაუბროში გვაქვს, კაიროსის მიერ გახსნილი თემა, ახალ ამბებზე. მართლა ზალიან ცუდი სახე და მიმართულება მიიღო.

ერთი საიტი მაინც შეგვარგეთ სადაც დავისვენებთ პოლიტიკიდან და უარყოფითი ემოციებიდან.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 01:34 PM

მხევალი ნინო

ციტატა
ერთი საიტი მაინც შეგვარგეთ სადაც დავისვენებთ პოლიტიკიდან და უარყოფითი ემოციებიდან.

მართალია. მეც ამას ვითხოვ

პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: May 29 2007, 01:39 PM

მხევალი ნინო
რატომ?? ჩვენ არ ვართ ფრთიანი ხალხი როგორც ვიცი smile.gif ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ როგორც ყველა smile.gif ნუთუ არ გაინტეესებს ან არ გტკივა გული? მე გაოცებას ვერ ვმალავ sad.gif რატომ არ უნდა იყოს ესეთი თემა ფორუმზე? მითუმეტეს რო მართლმადიდებლურია smile.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 01:59 PM

ციტატა
შეწყდება თუ არა აქ ასეთი პოსტები??

როგორი? პრეზიდენტის კრიტიკა? თუ ქებაა, კრიტიკაც იყოს. მაშინ დახურე საერთოდ მთელი განყოფილება.
პოლიტიკისგან დასვენება ვისაც უნდა, ნუ წაიკითხავს.
მე აქ ვწერდი ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე, მართლამადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, პრეზიდენტის როლზე ეკლესიის დაგრევაში და ა.შ
ვისაც არ მოგწონთ, ნუ შემოხვალთ ამ განყოფილებაში. გაუგებარია უკვე, რატომ უნდა დაეოდოს ამ ერთ ადამიანს ტაბუ
ლომაია ვლანძღო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2007, 02:11 PM

ulvashi

ჩემო კარგო, ზუსტად ვიცი სად უნდა შევიდე, თუ ამაზე

ციტატა
მე აქ ვწერდი ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობაზე, მართლამადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე, პრეზიდენტის როლზე ეკლესიის დაგრევაში და ა.შ

ისაუბრებ, ჯკარგია, მაგრამ აქ ურთიერთობაზე კი არ არის საუბრი, ჩხუბია, უსიამოვნება და გაბუტვა.

საინტერესო სახელმიწფოს და ეკლესიის ურთოერთობა, ამაზე ლექცისაც კი შეგვპირდნენ, როგოც მახოვს... მერე მოვუსმინოთ ლექციას და გავარჩიოთ.

თუ დაუკვიდებით გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები, ოდესრაც ასეთი აქტუალური თემა, დღეს ლამის დაიკეტოს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა თემაში ვჭორაობთ და რასაც გვინდა ვამბობთ.

თემას აქვს სათაური, გავყვეთ სათაურს. უფრო სწორედ ეს ქვესათაური, ამ ფორუმის სათაური მართლმადიდებლური ფორუმია ქვესათაური ეკლესია და სახელმწიფო რა შუაშია აქ ლანძრა გამაგებინეთ ან გაბუტვა პოლიტიკური მიზეზით.

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 02:18 PM

მხევალი ნინო
ჩხუბი, უსიამოვნება და გაბუტვა არ გვინდა, მართალია

საუბარი იმაზე იყო, პრეზიდენტის აუგად ხსენება არ შეიძლებაო და მე ვამბობ, რომ კრიტიკის, თუნდაც მძაფრის, გარეშე ამ თემაზე მსჯელობა არ გამოვა და არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ ამ თემაზე ისე ვიმსჯელებთ, რომ პრეზიდენტზე ვინმემ საკუთარი უარყოფითი შეხედულება არ გამოხატოს.

პირადად მე მირჩევნია, კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და არა ზოგადა. მაგალიტად, რატომ არ იღებენ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონს
ან რატომ არ ასრულებს სახელმწიფო კონსტიტუციურ შეთანხმებას?
უამრავი განსახილველი და საჭირბოროტო თემაა, მაგრამ თუ ისე გვინდა, რომ პმიშაზე მატო კარგი ვთქვათ, ეგრე არ გამოვა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 29 2007, 02:19 PM

ulvashi

ციტატა
პირადად მე მირჩევნია, კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელოთ და არა ზოგადა. მაგალიტად, რატომ არ იღებენ რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონს
ან რატომ არ ასრულებს სახელმწიფო კონსტიტუციურ შეთანხმებას?

მერე? საუბრობდა ამაზე ვინმე?

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: May 29 2007, 02:26 PM

როცა ვსაუბრობდით ფერიის მთის ეკლესიაზე, პირდაპირ უკავშირდება კონსტიტუციურ შეთანხმებას. კონსტიტუციური შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო და ეკლესია გამოყოფილია ეკლესიისაგან
იქ კი დაირღვა ეკლესიის უფლებები. არ არიან დასჯილები დამნაშავეები, არ მოხსნილა ვარშალომიძე. ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტის პოლიტიკასთან ეკლესიის მიმართ, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არაფერი ხდება ისე, პრეზიდენტი საქმის კურსში რომ არ იყოს.
მე მგონია, უფლება გვაქვს ამ თემაზე ვიმსჯელოთ

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: May 30 2007, 04:44 PM

IPB-ს სურათი
ხო ეხლა გამახსენდა ეს ფოტო
ის რომ "საქართველო იქნება მთლიანი" სიტყვები მიხელი სააკაშვილს ეკუთვნის და აწი ბრჭყალებით უნდა ვიხმაროთ წერისას smile.gif
არ ვიცი გამეცინა ეს რომ ვნახე
მართლაც ღმერთმა ქნას გვენახოს გამთლიანებული
მაგრამ რაღაციით კომუნიზმს მომაგონებს, თან როცა მთელი ბაზა მაგვარი წარწერებით არის რომელიც ყველა პრეზიდენტს ეკუთვნის

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 30 2007, 04:48 PM

piligrimi
იქნება კიდევაც, ძმაო

არ იდარდო

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 22 2007, 02:51 PM

გათავისუფლებულია თანამდებობიდან რუსთავი 2-ის გენდირექტორი კობა დავარაშვილი.

http://www.civil.ge/geo/article.php?id=16394

აღნიშნულის მიზეზად კულუარულ წრეებში დასახელდა მისი უწმიდესობის ზარი პრეზიდენტთან, რომელიც შეეხებოდა ჯეობარ 4-ში ჰომოსექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდის მიღებას. პატრიარქმა კატეგორიულად მოთხოვა პრეზიდენტს ამ უმსგავსობის აღკვეთა, რაზეც პრეზიდენტი დაპირდა, რომ გაათავისუფლებდნენ თავად დავარაშვილსაც

ამის თაობაზე მე ინფორმაციას ვფლობდი რამდენიმე დღით ადრე, რის თაობაზეც ფორუმელთაგან ვაცნობე ადმინს (სიტყვიერად) და მნათეს (სკაიპით)

ციტატა
[10/18/2007 3:25:24 PM] Davit Chikvaidze says: bijo
[10/18/2007 3:25:27 PM] Davit Chikvaidze says: gaige martla?
[10/18/2007 3:25:28 PM] Davit Chikvaidze says: ohmy.gif
[10/18/2007 3:25:30 PM] Davit Chikvaidze says: patriarqs
[10/18/2007 3:25:31 PM] Levan Sutidze says: ra?
[10/18/2007 3:25:36 PM] Davit Chikvaidze says: prezidentistvis
[10/18/2007 3:25:38 PM] Davit Chikvaidze says: daurekavs
[10/18/2007 3:25:44 PM] Davit Chikvaidze says: Geobar 4-is gamo
[10/18/2007 3:25:45 PM] Davit Chikvaidze says: ohmy.gif
[10/18/2007 3:25:47 PM] Davit Chikvaidze says: ohmy.gif
[10/18/2007 3:25:49 PM] Levan Sutidze says: ?????//
[10/18/2007 3:25:53 PM] Davit Chikvaidze says: xoooo :S
[10/18/2007 3:26:04 PM] Davit Chikvaidze says: sanamde unda mivides es umsgavsobao?
[10/18/2007 3:26:08 PM] Davit Chikvaidze says: da saakashvils
[10/18/2007 3:26:13 PM] Levan Sutidze says: vaaa
[10/18/2007 3:26:14 PM] Levan Sutidze says: ra ici shen?
[10/18/2007 3:26:15 PM] Davit Chikvaidze says: sul deda uginebia
[10/18/2007 3:26:20 PM] Davit Chikvaidze says: rustavi2-is
[10/18/2007 3:26:24 PM] Davit Chikvaidze says: prezidentistvis
[10/18/2007 3:26:26 PM] Davit Chikvaidze says: ohmy.gif
[10/18/2007 3:26:33 PM] Levan Sutidze says: ra ici?
[10/18/2007 3:26:35 PM] Davit Chikvaidze says: ravi, aq tqves
[10/18/2007 3:26:37 PM] Davit Chikvaidze says: :|
[10/18/2007 3:26:43 PM] Levan Sutidze says: racxa ar mgonia
[10/18/2007 3:26:44 PM] Davit Chikvaidze says: da sheidzleba moxsnan
[10/18/2007 3:26:44 PM] Levan Sutidze says: :S
[10/18/2007 3:26:46 PM] Davit Chikvaidze says: maleo
[10/18/2007 3:26:48 PM] Davit Chikvaidze says: davarashvili
[10/18/2007 3:26:51 PM] Davit Chikvaidze says: da vnaxot aba
[10/18/2007 3:26:58 PM] Davit Chikvaidze says: tu moxsnes - ei martali yofila

სასიამოვნოა, რომ ასე ავტორიტეტულია პატრიარქის აზრი და რომ მის აზრს ასე ითვალისწინებს პრეზიდენტი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 22 2007, 03:00 PM

ციტატა
ამის თაობაზე მე ინფორმაციას ვფლობდი რამდენიმე დღით ადრე, რის თაობაზეც ფორუმელთაგან ვაცნობე ადმინს (სიტყვიერად) და მნათეს (სკაიპით)

ასე იყო ნამდვილად...

ციტატა
სასიამოვნოა, რომ ასე ავტორიტეტულია პატრიარქის აზრი და რომ მის აზრს ასე ითვალისწინებს პრეზიდენტი

სასიამოვნოა და გასაგებია biggrin.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 22 2007, 03:01 PM

პირველ რიგში ამ კონკრეტული ფაკტისთვის მადლობა პრეზიდენტს
მაგრამ მე ვერ დავიცავ პრეზიდენს თუნდაც ეკლესიის მიმართებაში, იმიტო რომ მისი მოსვლიდან უამრავი დანაშაული დაგროვდა ეკლესიის მიმართებაში და თუნდაც ეს პრეზდენტს არ დომოდა მაშინ ის ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დასჯილი დამნაშავეები. მაგრამ მე ამას ვერ ვხედავ.
დავით იმედია არ გეწყინება smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 22 2007, 03:03 PM

shota_shotadze

ციტატა
დავით იმედია არ გეწყინება

ცხადია არა smile.gif

იმ ფაქტების გამოუძიებლობა მეც მაწუხებს, მაგრამ მანდაც ვიცი, რომ სიტუაცია სხვაგვარადაა

აგიხსნი ცალკე smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 22 2007, 03:11 PM

კანონისტი
მდააა. პრეზიდენტი ხალხს დედას აგინებს? სასიამოვნოა biggrin.gif
ისე პატრიარქს რომ არ დაერეკა მანამდე არ იყო ეგ გადაცემა დასახური?

ციტატა
"საქართველო იქნება მთლიანი"

ეგ მეც მეკუთვნის და ბრჭყალებში არ წერდი აქამდე? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 22 2007, 03:15 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 22 2007, 10:51 AM) *

გათავისუფლებულია თანამდებობიდან რუსთავი 2-ის გენდირექტორი კობა დავარაშვილი.

http://www.civil.ge/geo/article.php?id=16394

აღნიშნულის მიზეზად კულუარულ წრეებში დასახელდა მისი უწმიდესობის ზარი პრეზიდენტთან, რომელიც შეეხებოდა ჯეობარ 4-ში ჰომოსექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდის მიღებას. პატრიარქმა კატეგორიულად მოთხოვა პრეზიდენტს ამ უმსგავსობის აღკვეთა, რაზეც პრეზიდენტი დაპირდა, რომ გაათავისუფლებდნენ თავად დავარაშვილსაც

ამის თაობაზე მე ინფორმაციას ვფლობდი რამდენიმე დღით ადრე, რის თაობაზეც ფორუმელთაგან ვაცნობე ადმინს (სიტყვიერად) და მნათეს (სკაიპით)
სასიამოვნოა, რომ ასე ავტორიტეტულია პატრიარქის აზრი და რომ მის აზრს ასე ითვალისწინებს პრეზიდენტი

რა არის სასიამოვნო, და გასახარებელი? ის რომ ადამიანის უფლებები იზღუდება, თავისუფალი და განსხვავებული აზრი იზღუდება, და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ ამის მერე? blink.gif არ მესმის ასე ადამიანის მოკვეთა საზოგადოებიდან! ვინმე, ეკლესიის წარმომადგენელი მივიდა ჯეობარში? სასულიერო პირი მივიდა მათთან? ანუგეშა და უქადაგა მათ?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 22 2007, 03:15 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 22 2007, 02:51 PM) *

გათავისუფლებულია თანამდებობიდან რუსთავი 2-ის გენდირექტორი კობა დავარაშვილი.

http://www.civil.ge/geo/article.php?id=16394

აღნიშნულის მიზეზად კულუარულ წრეებში დასახელდა მისი უწმიდესობის ზარი პრეზიდენტთან, რომელიც შეეხებოდა ჯეობარ 4-ში ჰომოსექსუალური ორიენტაციის ახალგაზრდის მიღებას. პატრიარქმა კატეგორიულად მოთხოვა პრეზიდენტს ამ უმსგავსობის აღკვეთა, რაზეც პრეზიდენტი დაპირდა, რომ გაათავისუფლებდნენ თავად დავარაშვილსაც

ამის თაობაზე მე ინფორმაციას ვფლობდი რამდენიმე დღით ადრე, რის თაობაზეც ფორუმელთაგან ვაცნობე ადმინს (სიტყვიერად) და მნათეს (სკაიპით)
სასიამოვნოა, რომ ასე ავტორიტეტულია პატრიარქის აზრი და რომ მის აზრს ასე ითვალისწინებს პრეზიდენტი

პატრიარქის ჩარევის გარეშეც უნდა მიმხვდარიყვნენ ამას smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 22 2007, 03:18 PM

ზებედე

ციტატა
სასულიერო პირი მივიდა მათთან? ანუგეშა და უქადაგა მათ?

inclusive-ს რომ ვუქადაგეთ აქ, ხომ სულ ცრემლით შეინანა, აი!

ისე, მეეჭვება, რომ ის პაკო სწორედ რომ inclusive იყო, რადგან მასაც პაკო ერქვა და ამასაც wink.gif

თათარაშვილი
ციტატა
პატრიარქის ჩარევის გარეშეც უნდა მიმხვდარიყვნენ ამას

ეგ სხვა საკითხია smile.gif

ამ საკითხის წამოწევის მიზანიც ისიც არის, რომ როცა ვწერ, რაიმე ინფორმაციას ვფლობ-მეთქი, იქნებ დამიჯეროთ wink.gif

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 22 2007, 03:22 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 22 2007, 03:03 PM) *

მაგრამ მანდაც ვიცი, რომ სიტუაცია სხვაგვარადაა

აგიხსნი ცალკე smile.gif

ვხვდები რომ იტყვი ბოკერია მართავს ამ მთავრობასო მაგრამ პრეზიდენტს თუ უნდა აკეთოს ის რაც კარგია და მისაღებია ყველასთვის მაშინ წინ ვეღარავინ ვერ აღუდგება და დღეს რაც ხდება სრულიად ეწინააღმდეგება დემოკრატიას, ის ფაქტები რაც ხდება ვანდალიზმი უფრო არი ვიდრე დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამრტო ეკლესიის დანგრევა არამედ ჯვის აღებები, ეკლესიაში შევარდნა და გაჩხრეკა და სხვა მრავალი, კი შეილება უწმინდესთან მოხდა შეთანხმება მაგრამ თუ კანონზე ლაპარაკობენ და დემოკრატია უნდათ მაშინ რატომ არ ისჯება უშვალოდ შემსრულებლები დამკვეთებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ღმერთმა შეუნდოთ რადგან არ იციან რას სჩადიან.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 22 2007, 03:23 PM

მაინტერესებს პრეზიდენტი მაზიარებელია თუ არა ?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Oct 22 2007, 03:23 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 22 2007, 11:18 AM) *

ზებედე

inclusive-ს რომ ვუქადაგეთ აქ, ხომ სულ ცრემლით შეინანა, აი!

კანონ, ჩვენ სასულიერო პირები არ ვართ, და ისიც უნდა ითქვას რომ მას მთელმა ფორუმმა გადაუარა იმ თემაში! ის ქადაგება კი არ იყო, იყო ბრძოლა ვინ უფრო დაამცირებდა ჰომოსექსუალს "წმინდა წერილით"

ციტატა
ისე, მეეჭვება, რომ ის პაკო სწორედ რომ inclusive იყო, რადგან მასაც პაკო ერქვა და ამასაც wink.gif

კი, შენ გუჯაც კათოლიკე გეგონა biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 22 2007, 03:30 PM

კეთილგანწყობა სამწუხაროდ არაფერს არ ნიშნავს,

ნელთბილობა გაცილები უარესია ვიდრე ცივობა, ცივი ცივი რომაა ეგ მაინც იცი ნელთბილი კი როდის გაცივდება მოულოდნელად მაგას ვერავინ იტყვის...

ქვეყნის მართვა ძალიან რთულია, და რთულია ყველაფერში ჩახვიდე და ყველაფერს ყურადრება მიაქციო, მაგრამ სამწუხაროდ კულტურული ფილტრების არსებობა რომ აუცილებელია ამას პრეზიდენტი პირველ რიგში უნდა ხედავდეს...

ეკონომიკური კეთილდღეობა და სახელმწიფოებრივი მთლიანობა რა თქმა უნდა პრიორიტეტებია მაგრამ არ შეიძლება ესენი სულიერ მდგომარეობაზე, სიწმინდეზე და სიყვარულზე წინ დააყენო...

მე მგონია რომ ეს არის ძირითადი შეცდომა რასაც პრეზედენტი უშვებს...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 22 2007, 03:36 PM

ზებედე

ციტატა
კი, შენ გუჯაც კათოლიკე გეგონა

ჰოოოო, იყავი მაგ იმედით

დაგიდო სენატში ჩემი პოსტები, შენზე რომ ვიცინოდი? wink.gif

კათოლიკე არა ტოროლა tongue.gif

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Oct 23 2007, 10:19 PM

კანონისტი
დავით ნეტავ ზღაპრებს არ ჰყვებოდე რა. დავარაშვილის მოხსნა საერთოდ მიშას ვინ ეკითხება?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 23 2007, 11:24 PM

პატრიოტი
მეც მასე მგონია

პოსტის ავტორი: mirian17 თარიღი: Oct 26 2007, 02:00 PM

ეჭვი მეპარება,რომ პრეზიდენტი მართლმადიდებლობის ქომაგი იყოს ,მაშინ ის არ მოხდებოდა რაც დღეს განათლების სამინისტროში ხდება, ოღონდ ღმერთი არ ახსენონ სადმე სკოლის სახელმძღვანელოში და ყველაფერზე წამსვლელები არიან

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Nov 6 2007, 02:39 AM

სრულიად არ მომწონს მისი პოლიტიკა ნუ არც ისე და ეხლა ხომ საერთოდ! ხალხის გარდა ყველაფერი აინტერესებს!

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Nov 6 2007, 03:51 AM

ეჰ რავიცი რავიცი...
არც მე არ მომწონს ჩვენი პრეზიდენტის პოლიტიკა.sad.gif

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს და დაანახოს თავისი შეცდომები.smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 6 2007, 04:44 PM

როცა ადამიანი ვინც არ უნდა იყოს იგი შემჩნეულია ეკლესიის მტრებთან მეგობრობაში და თანამშრომლობაში,ეხლა თამამად შემიძლია განვაცხადო (და არამარტო მე) მათ ხელში მძევლად ყოფნაში, ძალიან გთხოვთ მის დამოკიდებულებას ეკლესიასთან,ცოტა უფრო სერიოზულად შევხედოთ.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Nov 6 2007, 05:18 PM

მართალი ხარ , მართა, სულ მაგას ვფიქრობ მეც, რომ ან აშანტაჟებს ვინმე ან თუნდაც "ტყვეობაშია" და "ვალდებულია" იმათ მიმართ რაღაცით sad.gif

ღმერთმა გააძლიეროს ჯერ სულიერად რათქმაუნდა და აუხილოს გონების თვალი, სიყვარულით ემოქმედოს იმაზე მეტად, რამდენადაც შესაძლებლად მიაჩნია.

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Nov 8 2007, 04:09 AM

http://www.link.ge/file/190049/New-Folder--3-.zip.html ეს თქვენ მიშიკოს ფანებო!! იცოდეთ ეს არ შეგრცებათ არავის თქვენ კისერზეა ამ ხალხის ესეთი მდგომარეობა!
P.S. სურათები აღებულია www.boke.ge

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 8 2007, 11:26 AM

მინდა შეგახსენოთ რომ თქვენ მართლმადიდებლობაზე აცხადებთ პრეტენზიას.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ აქ დაწერილი პოსტები ქრისტიანებს არ უნდა ეკლუთვნოდეთ.

თუმცაღა ჩვენ ერთი დიდი სენი გვჭირს: მთავარია სახელი და არა ამ სახელის გამართლება!!!

ვისაც ეს არ ეხება ნუ მიიღებს თავის მიმართ ნათქვამს...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 8 2007, 01:37 PM

iraklidze
შენი პოსტი გადამაქვს "გავუზიაროთ"-ში

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Nov 19 2007, 06:20 PM

QUOTE
დავით ნეტავ ზღაპრებს არ ჰყვებოდე რა. დავარაშვილის მოხსნა საერთოდ მიშას ვინ ეკითხება?

ეს სიტყვები პირდაპირ ანეგდოტების თემაში! თუ არაა ასეთი თემა, გახსენით რა, იმსახურებს !

რაც შეეხება, მიხეილს, პრეზიდენტია და საქმეს აკეთებს, ამ ხალხს რა უნდა პრეზიდენტისგან არ ვიცი. მართლა დამოუკიდებელი გგონიათ ის კაცი? რასაც თვითონ უნდა მარტო იმას ხომ ვერ გაააკეთებს?

მაგრამ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ასე აზროვნებს - თუ პრეზიდენტია, უნდა მარჩინოს, უნდა გამიკეთოს, უნდა მომმითმინოს და უნდა მემსახუროს!

ახლა ნახეთ რამდენი დამიწერს, აბა როგორო, ხომ ავირჩიეთო, ზნაჩიტ ეგრეაო.

ერთს ვიტყვი და აღარ გავიმეორებ: სააკაშვილზე უკეთესი თუ ვინმე გყავთ ის დაასახელეთ და არჩევნებში გაამარჯვებინეთ, თუ არა და დაანებეთ ამ კაცს თავი - მის დროს რომ საქართველოში საქმე გაკეთდა მე არ ვიცი მსგავსი - აეროპორტი, ბათუმშიც, გზები, სისუფთავე, პოლიცია, ჯარი, აფხაზეთის თემის გაღვიძება, ეკლესიის მხარდაჭერა...

უბრალოდ ხალხმა არ ციის რას ნიშნავს თუნდაც მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა და რამდენად რთულია ეს...

საზოგადოდ სააკაშვილი საკმაოდ განათლებულია, მისი სიტყვები საგარეჯოს შეხვედრაზე ძალიან მომეწონა - რაც მართალია, მართალია. მან ახსენა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტები - მისი გამოისობით აყვავდა ყვარელი, გაიზარდა სახლების ფასები, აქედან გამომდინარე გლეხებს საშუალება მიეცათ ან გაყიდონ, ან სესხი აიღონ და ბიზნესი აწარმოონ.

სხვა რა უნდა მოესწრო მაინც, არ ვიცი... 4 წწ-ში რომ გერმანიას ვერ გააკეთებდა საქართველოსგან ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?

მთავარი ფინანსებია და ბიუჯეტს შეხედეთ მარტო! ქვეყანა ხომ გამდიდრდა?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Nov 19 2007, 06:52 PM

ციტატა
მის დროს რომ საქართველოში საქმე გაკეთდა მე არ ვიცი მსგავსი - აეროპორტი,

უჰუ, აღნიშვნის ღირსია.. და წამოხადა ქარმა სახურავი აეროპორტს.. biggrin.gif

ციტატა
ქვეყანა ხომ გამდიდრდა?

კი და ამდენი მათხოვარი ქუჩაში ეს სიმდიდრის მაჩვენებელია.. biggrin.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Nov 19 2007, 06:56 PM

QUOTE
უჰუ, აღნიშვნის ღირსია.. და წამოხადა ქარმა სახურავი აეროპორტს..

და რა მერე? აღარ ეხურება??

QUOTE
კი და ამდენი მათხოვარი ქუჩაში ეს სიმდიდრის მაჩვენებელია..

გაგიკვირდება და შენგან მეტ პასუხს არც მოველოდი wink.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 19 2007, 07:35 PM

სააკაშვილი სულ მაკვირვებს ლომაიას უშიშროების თავჯდომარედ ნიშნავს და თუ გაიმარჯვა ალბათ პრემიერ მინისტრადაც დანიშნავს,ხოლო ლომაიამ ასევე რომ შეძლოს განათლების სამინისტროს მართვა ნიშნავს თავის ადგილზე ფორმალურად ბელა წიფურიას ნეტა რა კრიტერიუმით? არადა პრეზიდენტს რომ მთავრობოდან გაეშვა ლომაია ბოკერია და მსგავსნი ხალხი მართლა დაუჭერდა მხარს,ხოლო იგი პირიქით.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 19 2007, 08:56 PM

Lenus

ციტატა
ერთს ვიტყვი და აღარ გავიმეორებ: სააკაშვილზე უკეთესი თუ ვინმე გყავთ ის დაასახელეთ და არჩევნებში გაამარჯვებინეთ, თუ არა და დაანებეთ ამ კაცს თავი - მის დროს რომ საქართველოში საქმე გაკეთდა მე არ ვიცი მსგავსი - აეროპორტი, ბათუმშიც, გზები, სისუფთავე, პოლიცია, ჯარი, აფხაზეთის თემის გაღვიძება, ეკლესიის მხარდაჭერა

აფხაზეთის თემის გაღვიძებით რა მოვიგეთ?(წაგებით თუ არა) გზები მისი გაკეთებული არაა უამრავი ფულია გადმორიცხული მსოფლიო ბანკის მიერ და იქედანაც ანუ ნაწილი თანხისა მითვისებულია,აეროპორტით უამრავი თანხები ჩაიჯიბეს მოგებული სამშენებლო კომპანიისგან,პოლიცია ძირითადად უდანაშაულო ხალხის წამებით და დაკავებითააა "დაკავებული" ჯარი რომელიც ნატოს სტანდარტებს უნდა მივუახლოვოთ ასევე მხოლოდ ხალხზე მოპარული ფულების მქონე ხელისუფლების დაცვითაა დაკავებული ეკლესიის მხარდაჭერას რაც შეეხება ვერ ვიტყოდი ასე ცალსახად რადგან მას არ შეუძლია გარდა ნეიტრალიტეტური პოზიციისა გამოხატოს და მე ვერ დავინახე ეკლესიიდან მიშას დაყვავება თუ ეს თქვენ გინდათ დაინახოთ ეს სხვა საკითხია დიდი ხანია ეკლესიას აქვს ამ ხელისუფლებაზე აზრი.მე მიხდება უამრავ სასულიერო პირთან შეხვედრები და მიუხედავათ მათი აპოლიტიკური საქმიანობისა ბერები და მონაზვნებიც კი გმობენ მათ ბევრ საქციელს ამას საჯარო სახეს რა თქმა უნდა ვერ მისცენენ და ეს არ უნდა გაძლევდეთ არც თქვენ და არც ხელისუფლებას იმის იმედს რომ ეკლესია საზოგადოების მოთხოვნას არ ეთანხმება!რაც შეეხება მიშაზე უკეთესს ერთი რომ მასზე უკეთესად მე ნებისმიერი ქართველი და პატრიოტი მიმაჩნია და მეორეც მე პირადად არ მსურს მისი შემცვლელის პოვნა რადგან ვიზიარებ მოსაზრებას იმის შესახებ რომ საჭიროა საპარლამენტო მმართველობა რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს საკონსტიტუციო მონარქიას! ეს ეკლესიის სურვილიცაა თუ უარყოფთ?

Lenus
ციტატა
საზოგადოდ სააკაშვილი საკმაოდ განათლებულია

არ გეთანხმებით არც ამ მოსაზრებაში იგი აბსოლიტურად არ იცნობს იმ ქვეყნის ისტორიას რომლის პრეზიდენტიცაა და არც ამ ქვეყნის მწერლობას მეცნიერულ მიღწევებს მისი აბსურდული უამრავი სეცდომით გაჯერებული საჯარო გამოსვლების მოწმე ბევრჯერ ვყოფილვარ არ მახსოვს მოეყვანოს ჩვენი რომელიმე მწერლის ან პოეტის ციტატა და ის სწორი ყოფილიყო ფრაზის მართებულებას ვინ დაეძებს ავტორის გვარებიც კი ეშლება!

ენების დაზუთხვა რაც არ უნდა ბევრი იცოდე მის განათლების დონეს მაღლა არ სწევს ჩემს თვალში კიდევ არის აბსოლიტურად უტაქტო და უცერემონიო,ხანდახან უზრდელიც!

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Nov 21 2007, 10:36 AM

მართა

QUOTE
ნების დაზუთხვა რაც არ უნდა ბევრი იცოდე მის განათლების დონეს მაღლა არ სწევს ჩემს თვალში კიდევ არის აბსოლიტურად უტაქტო და უცერემონიო,ხანდახან უზრდელიც!

განათლება და ტაქტი სხვადასხვა მცნებებია, მე შმიძლია გაჩვენოთ სულ რაღაც 30 წლის წინ როგორ უცენზუროდ და უცერემონიოდ იქნეოდნენ ამერიკის სენატორების სენატის სხდომაზე, ეს მათ პოლიტიკურობას არ აკნინებდა.

QUOTE
აფხაზეთის თემის გაღვიძებით რა მოვიგეთ?(წაგებით თუ არა)

როგორ?? აბა დავივიწყოთ? შევადრნაძის დროს ასეთი ცდები ნამდვილად არ ყოფილა! ზემო აფხაზეთი? დაკადასტრებული ავია-ნახაზები ქართველთა სახლებისა? რუსეთის წინააღმდეგ ყოველდღიურ ბრძოლებში ყოფნა თითოეულ მცირე საკითხზე აფხაზეთთან მიმართებაში?

QUOTE
გზები მისი გაკეთებული არაა უამრავი ფულია გადმორიცხული მსოფლიო ბანკის მიერ და იქედანაც ანუ ნაწილი თანხისა მითვისებულია

კარგით, ხალხო. უამრავი ფული რას ნიშნავს? გზისთვის საკმარისი გადმოირიცხა და გაკეთდა, მე დიდ ტრასაზე არ ვამბობ მხოლოდ, ვამბობ სხვა გზებზეც (ნახალოვკა არ შედის ამაში smile.gif). რაც გაკეთდა, ვაღიაროთ რომ გაკეთდა!
ისე, შუქებიც აღარ ქრება მეორე ზამთარია უკვე...

QUOTE
აეროპორტით უამრავი თანხები ჩაიჯიბეს მოგებული სამშენებლო კომპანიისგან

ყველა ქვეყანაში ხდება და არც გამიკვირდება აქაც თუ მოხდა. ხაზს ვუსვმევ - ყველა ქვეყანაში!!

QUOTE
პოლიცია ძირითადად უდანაშაულო ხალხის წამებით და დაკავებითააა "დაკავებული" ჯარი რომელიც ნატოს სტანდარტებს უნდა მივუახლოვოთ ასევე მხოლოდ ხალხზე მოპარული ფულების მქონე ხელისუფლების დაცვითაა დაკავებული

აუჰ, ასე აზროვნება როგორ შეიძლება?? პოლიცია გაუმჯობესდა ათასმაგად! ჯარი ათიათასმაგად! ამის არდანახვა როგორ შეიძლება?? ეს ჯარიც და პოლიციაც ისედაც სახელმწიფო სამსახურში უნდა ყოფილიყო, ოღონდ იქნებოდა წარსული, საბჭოთა ტიპის და ან თანამდეროვე, დასავლური ტიპის. რა გაფუჭდა მათი გაუმჯობესებით???

QUOTE
ეკლესიის მხარდაჭერას რაც შეეხება ვერ ვიტყოდი ასე ცალსახად რადგან მას არ შეუძლია გარდა ნეიტრალიტეტური პოზიციისა გამოხატოს და მე ვერ დავინახე ეკლესიიდან მიშას დაყვავება თუ ეს თქვენ გინდათ დაინახოთ ეს სხვა საკითხია დიდი ხანია ეკლესიას აქვს ამ ხელისუფლებაზე აზრი

წესიერად ვერ გავიგე, მაგრამ ამდენი გადაცემული ტერიტორიები ეკლესიისადმი მგონი გამსახურდიას დროსაც არ ყოფილა. უთანხმოებებს აქვს ადგილი, მაგრამ ეს არ შეიძლება მხოლოდ სააკაშვილს დავაბრალოთ, მითუმეტეს რომ ასეთი უთანხმოებები საბოლოოდ ყველა გადაჭრილია.

მე ზოგადად იმაზე მაქვს საუბარი, რომ უარყოფითად არ შეიძლება ვუყურებდეთ ყველაფერს, მხოლოდ იმის გამო რომ მისი ცალკეული მანერები ან ტონი ან საუბარში შეცდომები არ მოგვწონს. ეს მაქსიმალიზმის ნიშნებია და ნადვილად არაა სასარგებლო არც პიროვნებისთვის და არც ქვეყნისთვის.

რაც შეეხება კონსტიტუციურ მონარქიას, მე ვინ მიცნობს კარგად იცის რომ თავგამოდებული მონარქისტი ვარ და თნაც დიდი ხანია (ანუ იმ დრომდეც კი, სანამ პატრიარქი ამას გააჟღერებდა).

ეს სიტუაციას არ ცვლის. თქვენ ცდილობთ კონფრონტაციის ელემენტი იპოვოთ და ამიტომ აპირისპირებთ ამ ორ პიროვნებას ამ კონტექსტში. აპტრიარქმა თუ თქვა რომ კონსტიტუციური მონარქიაა მისაღები ფორმა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მიხეილი საზიზღარი პიროვნებაა და სდაუყონებლივ უნდა მოშორდეს აქაურობას ...

იმედია მიმიხვდით რას ვგულისხმობ. არ გინდათ რა ასეთი კონფრონტაციული მიდგომა და აზროვნება. კაცმა რომ ლომი დაამარცხოს, დაჭმუჭნული საროჩკა ეცვაო ხომ არ შეიძლება ვთქვათ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 21 2007, 11:58 AM

მართა
Lenus
უფრო მშვიდად თუ შეიძლება. თან თემა ეხება არა პრეზიდენტის ზოგადად პოლიტიკას, არამედ მის მოღვაწეობას ეკლესიასთან მიმართებაში.

პრინციპში როგორც იურისტს შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დანარჩენ 2 პრეზიდენტთან შედარებით ყველაზე მეტი ობიექტი გადაეცა საპატრიარქოს და რაც მთავარია, ისეთი არაერთი ობიექტიც, რომელიც ისტორიულად არ წარმოადგენდა ეკლესიის საკუთრებას (საავადმყოფოები, სკოლის შენობები და ა.შ.)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 21 2007, 06:41 PM

საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეთანხმებით გაისად იწყება ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რეაბილიტაცია-აღდგენა.

თავდაპირველად ოშკის ტაძარი გარემონტდება

ღირსი გრიგოლის ლოცვით უფალმა ინებოს ამ მიწაზე ქართული ლოცვის აღდგენაც..... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 21 2007, 10:40 PM

კანონისტი
პირდაპირ საოცარია დავით თქვენი ქმედება მოგვიწოდებთ ამის გარეშეც ისედაც მშვიდად მყოფ ადამიანებს სიმშვიდისკენ და თან ისე სხავათაშორის ამატებთ თქვენს მოსაზრებას რასაც თურმე არამშვიდ მდგომარეობაში მყოფ მოკამათეებს კიდევ უფრო დაძაბავდით აჰ იქნებ ვტყუი? biggrin.gif tongue.gif biggrin.gif ეს ისე შენიშვნის სახით და მეორე მე პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებ ჩემთან მოსაუბრეს ამიტომ იძულებული ვარ ცოტათი გადავუხვიო თემას.

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Nov 21 2007, 11:05 PM

QUOTE
საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეთანხმებით გაისად იწყება ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რეაბილიტაცია-აღდგენა.

თავდაპირველად ოშკის ტაძარი გარემონტდება

ღირსი გრიგოლის ლოცვით უფალმა ინებოს ამ მიწაზე ქართული ლოცვის აღდგენაც.....

ღმერთმა გაგახაროს ასეთი კარგი ამბისთვის!

მართა

ცოტა ემოციურად ვიცი ხოლმე აზრის გამოხატვა, დავითის სამართლიანი შენიშვნა მე მეხებოდა და არა შენ. უკაცრავად.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 21 2007, 11:07 PM

Lenus

ციტატა
ეს მათ პოლიტიკურობას არ აკნინებდა

ბატონი პრეზიდენტის პოლიტიკურობას უკვე უცენზურობა კი აღარ აკნინებს არამედ ზუსტად აპოლიტიკური და ღრმად მცდარი ქმედებები მსოფლიო პოლიტიკურ არენაზეც კი თუ არ ჩავთვლით შინაურ პრობლემების გადაუჭრელობას!
ციტატა
ზემო აფხაზეთი

ვის წავართვით ვიღაც გაუთლელ ბანდით კვიციანს ხო თუ ვცდები? ეგ რა გამარჯვებაა? ისედაც ჩვენი იყო
ციტატა
დაკადასტრებული ავია-ნახაზები ქართველთა სახლებისა

ეს უკვე ბავშვობაა ამას ნებისმიერი შეძლებდა კაი რა... კოსმოსი რამე-რუმე
ციტატა
რაც გაკეთდა, ვაღიაროთ რომ გაკეთდა!

სხვაგან ვერ დავიჯინებ მაგრამ ქუთაისში კომპეტენტური პირებისგან ვიცი სხვათაშორის მათივე წრეებისგან როგორი სიცილით მიხსნიდა როგორ ითვისებენ ამაში გადმორიცხულ თანხებს ე.ი. ხდება მოპარვა ასფალტირებული ფენის სისქეშიც და სიგანეშიც biggrin.gif რაც ვერ წარმოიდგენ იმდენ ფულს ტოვებსო...ეს მოხდა ყველგანო..
ციტატა
შუქებიც აღარ ქრება მეორე ზამთარია

ყბადაღებული თემა ,ვიხდით ორმაგ თანხებს და რატომ არ უნდა გვქონდეს? ეს ერთი და მეორე თუ ვერ გადაიხადა მოსახლეობის უმეტეს ნაწილმა რა აზრი აქვს ასეთ შუქს?მე პირადად მაკვირვებს უხვმდინერეებით განთქმულ ქვეყანას რატომ გვჭირდება დენის ყიდვა? მამაჩემს მაგ. შეუძლია მინი კაშხალი მოაწყოს და რამოდენიმე ოჯახს( ეს ისე უბრალოდ ) დამოუკიდებელი ელექტრომომარაგება ჰქონდეს რა გახდა ამ ქვეყანაში ამ გეგმის განუხორციელობა?
ნუ ჯარზე აღარ დავწერ არც პოლიციაზე მე არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას რომ შევაქო ის პოლიცია რომელიც დამნაშავეებს არ აკავებს და ძირითადი საქმიანობა ხელისუფლების დაცვისკენაა მიმართული ( აგენტურის გამოკვლევა და მოსმენები და უბრალოდ აბსურდი ნებისმიერი იურისტისთვის სასაცილო)ჯარი კიდევ აშშ თაოსნობით აღორძინდა რადგან სჭირდებათ საქართველოში გამართული ჯარი და არა ამ კაცის პატრიოტული მოსაზრებიდან გამომდინარეობს ეს მიღწევები.
რაც შეეხება მონარქიას სხვათაშორის მეც თქვენსავით ვყოფილვარ და მას შემდეგ რაც წერა-კითხვა ვისწავლე და გავეცანი საქართველოს ისტორიას მე ამ წყობის მოტრფიალე გავხდი,ალბად თავიდან ბავშვური გატაცებით მაგრამ შემდეგ უკვე არგუმენტირებული და შეგნებული მოსაზრებით. მიხარია ამ საკითხში ჩვენი აზრთათანხვედრა.ეკლესიასა და მის კავშირს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ,ადამიანი გაჩერებული ერთ წირვაზე მაინც გინახავთ?რამიშვილი-ბოკერიას კანონებზე მოსიარულეს ეგ მიღწევები რაც მას ეკლესისთან გააჩნის ფარისევლურად არ მიგაჩნიათ? მე კი.. ქულების დაწერა და ეგაა რა... ბოლო-ბოლო სკოლებში (ერთი-ორი ვიცი) ხატები ჩამოახსნევია მისმა მინისტრმა...არ მინდა მე ასეთი მინისტრების მაქებარი პრეზიდენტი სადაც ვანო ხერხემალია და ლომაია ყველაზე მაგარი რეფორმატორი!!!

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2007, 11:41 PM

მართა
მარტა არ გეწყინოს და რასაც შენ წერ პირდაპირ უმადურება და მეტი არაფერი, ბევრი ცუდიც და შეცდომებიც გაკეთა პრეზიდენტმა მაგრამ რაც კარგი გაკეთა მაგაზე რატომ ცდილობთ ყველანირად დაფარვას?
თუ თქვენ საქართველოში 2003 წლამდე და მის მერე განსხვავებას ვერ ხედავ მაშინ ეჭვი მეპარება რომ რომლეიმე სხვა ხელისუფლების კარგი კიდე დაინახოთ.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 21 2007, 11:50 PM

ციტატა(Lenus @ Nov 19 2007, 05:20 PM) *

ერთს ვიტყვი და აღარ გავიმეორებ: სააკაშვილის დროს რომ საქართველოში საქმე გაკეთდა მე არ ვიცი მსგავსი - აეროპორტი, ბათუმშიც, გზები, სისუფთავე, პოლიცია, ჯარი, აფხაზეთის თემის გაღვიძება, ეკლესიის მხარდაჭერა...

უბრალოდ ხალხმა არ ციის რას ნიშნავს თუნდაც მხოლოდ ინვესტიციების მოზიდვა და რამდენად რთულია ეს...

საზოგადოდ სააკაშვილი საკმაოდ განათლებულია, მისი სიტყვები საგარეჯოს შეხვედრაზე ძალიან მომეწონა - რაც მართალია, მართალია. მან ახსენა ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ფაქტები - მისი გამოისობით აყვავდა ყვარელი, გაიზარდა სახლების ფასები, აქედან გამომდინარე გლეხებს საშუალება მიეცათ ან გაყიდონ, ან სესხი აიღონ და ბიზნესი აწარმოონ.

სხვა რა უნდა მოესწრო მაინც, არ ვიცი... 4 წწ-ში რომ გერმანიას ვერ გააკეთებდა საქართველოსგან ვინმეს ეჭვი ეპარებოდა?

მთავარი ფინანსებია და ბიუჯეტს შეხედეთ მარტო! ქვეყანა ხომ გამდიდრდა?

სააკაშვილის დროს დაინგრა ეკლესია, აპირებდნენ ეკლესიის გაყიდვას, გაყიდეს მუზეუმები, სკოლებში შეაქვთ სექსოლოგიის საგანი და აუქმებენ რელიგიას, გიორგობის დღე უფრო ვარდების რევოლიციად აღნიშნავენ ვიდრე წმინდა დღესასწაულად და ამას პატარებში დიდი გავლენა მოაქ, საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად მიღებულ ადამიანებს ხან რა შეურაცყიფას აყენებენ ხან რას, მასზე ბევრად განათლებულ ადამიანებს საჩმელიც არ აქვთ სახლში,არ მუშაობს ახალგაზდობისთვის მავნე ძეგავლენის მოქმედების შესამცირებლად(ტელევიზია,ინტე
რნეტი,ცივი იარაჭის გაყიდვა,) , რეზერვისტებს ფსიქოლოგიურად ანადგურებენ და უნერგავენ რუსეთი ცუდი არის და ამერიკა კარგიო,
უამრავი მკვლელობა, ბოკერია პატრიოტი და ოთარ მეღვინეთუხუცესი და ნინელი ჩანკვეტაძე, ქეთი დოლიძე ლამის მოღალატეებად წარმოაჩინეს,
ამის შემდეგ თქვი რატო არ ემორჩილები პრეზიდენტსო და მთავრობასო, მე არ მინდა ასეთი პრეზიდენტი საქართველოში მოგვაწეობდეს და თუნდაც ქართველი იყოს,
მე ასეთი ხელისუფლემა ჩემთვის და ქართველი ადამიანის მტრად აღვიქვამ და დავუმტკიცებ კიდეც რომ ის საქართველოს მტერია და არა პატრიოტი, ქართველმა შეიძლება ფინანსური გაჭირვება გადაიტანოს მაგრამ ეკლესიის დანგრევას შენივე პრეზიდენტისგან ვერ შეეგუება და მე ამას ჩემი უფლების უდიდეს დარღვევად მივიჩნევ სხვას რო თავი დავანებოთ,
და ბოლოს ვიტყვი რომ მე არც ოპოზიციის მხარდაჩერი ვარ არც რუსეთის არც ამერიკის და ევროპის იმიტომ რო 21 საუკუნის განმავლობაში საქართველოს მეგობარი ქვეყანა არ ყოლია, ყველა ქართველის დამარცხებას წდილობს სხვადასხვანაირად და ახლაც ასე ხდება,
და თუ ეკლესია დამინგრიეს და მერე მილიარდები აჩუქეს საქართველოს ეს როგორ უნდა მოვიწონო?

ციტატა(შოთა @ Nov 21 2007, 10:41 PM) *

მართა
მარტა არ გეწყინოს და რასაც შენ წერ პირდაპირ უმადურება და მეტი არაფერი, ბევრი ცუდიც და შეცდომებიც გაკეთა პრეზიდენტმა მაგრამ რაც კარგი გაკეთა მაგაზე რატომ ცდილობთ ყველანირად დაფარვას?
თუ თქვენ საქართველოში 2003 წლამდე და მის მერე განსხვავებას ვერ ხედავ მაშინ ეჭვი მეპარება რომ რომლეიმე სხვა ხელისუფლების კარგი კიდე დაინახოთ.

ძალიან გთხოვ იქნებ მითხრა გამსახურდიამ ან შევარდნაძემ ეკლესია დაანგრია?

და იქნებ მითხრა ეკელსიას რომ დაგინგრევენ და ამისმერე გეტყვის მერე რამოხდა ჩვენ ხო ნატოში უნდა შეგიყვანოთო და ნუ ცდილობთ ნატოში შესვლას წინ გადაუდგეთო
შეიძლება ამას ქართველი შეეგუოს?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 21 2007, 11:59 PM

შოთაძე
მაგათ დროს ამდენი ტერიტორიები გადასულა ეკლისის ხელში და არც ამდენი ეკლესიები აშენბულა.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 22 2007, 12:04 AM

ციტატა(შოთა @ Nov 21 2007, 10:59 PM) *

შოთაძე
მაგათ დროს ამდენი ტერიტორიები გადასულა ეკლისის ხელში და არც ამდენი ეკლესიები აშენბულა.

ერთ შეკიტხვასაც დაგისვამ თუ არ გეწყინება

სვეტიცხოველის დანგრევა რომ დააპირონ და 1000 ეკლესია რომ ააშენონ რას იზამ? მერე ხომ არ იტყვი ამდენი ააშენეს და მერე რამოხდაო
შეიელბა ის არ იყო აშენებული მაგრამ ის ნაკურთხი იყო და ნახევრად აშენებული და მასში უდიდესი შრომა იყო ჩადებული

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 22 2007, 12:16 AM

შოთაძე
ეჰჰ მაგით რა გინდა თქვა ვინ დაპირა სვეტისთ ცხვოელი ვინ ანგრევს მერე, ან საკაშვილმა რომელი სხვა დანგრია კიდე? მაგი ადგილობრივი ხელისუფლები ს მოტივაცია იყო და რამდენათაც ვიცი პრეზიდენთის და პატრიარქის გადაწყვეტილებით მაგ ადილზე ბევრათ დიდი ეკლესის აშენება გადაწყდა

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Nov 22 2007, 12:30 AM

ციტატა(შოთა @ Nov 21 2007, 11:16 PM) *

შოთაძე
ეჰჰ მაგით რა გინდა თქვა ვინ დაპირა სვეტისთ ცხვოელი ვინ ანგრევს მერე, ან საკაშვილმა რომელი სხვა დანგრია კიდე? მაგი ადგილობრივი ხელისუფლები ს მოტივაცია იყო და რამდენათაც ვიცი პრეზიდენთის და პატრიარქის გადაწყვეტილებით მაგ ადილზე ბევრათ დიდი ეკლესის აშენება გადაწყდა

მე მაგალითი მოვიყვანე, ღმერთმა არ ქნას საქართველოში კიდევ მოხდეს ეკლესიის დანგრევა.

და მაშინ რატომ არ დაისაჯა ვინც ბრძანება გასცა? სხვა რაგაცაზე რო იძახიან კანონი უნდა კანონობდესო და არ გეპატიება რაც ჩაიდინეო, თუ კანონი კანონობს მაშინ ბრძანების გამცემიც უნდა დაისაჯოს, ისე კი მე არ მჯერა რომ ის ბრძანება მარტო გამგეობას გაეცა, მითუმეტეს საპარლამენტო უმრავლესობამ თქვა ის ეკლესია უკანონო იყოო და კიდევ დავით გარეჯში დაძზიანებული ფრესკებზე კულტურის მინისტრის მოადგილემ უმნიშვნელო დაზიანება არისო და ყველამ კარგად ვნახეთ თუ როგორი დაზიანებულიც იყო

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Nov 22 2007, 12:39 AM

მე პირადად მარტო იმას ვიტყვი ჩვენს მიშიკოზე რომ არ მომწონს ის რომ "მხოლოდ გარეგნულზე ზრუნავს".....

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Nov 22 2007, 01:07 AM

შოთა
რაო შოთა რა გადავიდა რა გადმოვიდაო? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:08 AM

მიშიკო უნდა დაღვინდეს....
რა ქნას არც ბრძენი მრჩეველი ჰყავს გარშემო..

უი ამას წინათ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვნახე რომელიღაც არხზე..
და რომ გავიფიქრე ეს უნდა იყოს ჩემი პრეზიდენტი მეთქი...ლამის გული შემიწუხდა.. sad.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 22 2007, 01:16 AM

ერთი რაც არ მომწონს ნუ რაც მაღიზიანებს ეს არის "დიქტატორული გამოსვლები" ანუ ძაან რო ყვირის დაა ვითომ ვიღაცეებს რო აშინებს....აუ ძაან მაღიზიანებს და რა ვქნა sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:17 AM

ციტატა
უი ამას წინათ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ვნახე რომელიღაც არხზე..
და რომ გავიფიქრე ეს უნდა იყოს ჩემი პრეზიდენტი მეთქი...ლამის გული შემიწუხდა..

მაისაშვილი? yes.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 22 2007, 01:18 AM

ციტატა
"მხოლოდ გარეგნულზე ზრუნავს".....

აუ როგორ გეთანხმები.....დღესაც გასაუბრებაზე მივდიოდი და სამარშუტო ტაქსიდან გავიხედე და რომელიღაც შენობას არემონტებენ და გაკრული იყო პლაკატი თუ როგორი უნდა იყოს...ანუ ძველის ახლად გამოჩეკა .....გულში გამეფიქრა ასეა საქმე ქვეყანაშიც თქო ...ჯერ ეგ რა არის და მერე ...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:21 AM

ციტატა(leluka @ Nov 22 2007, 01:18 AM) *

აუ როგორ გეთანხმები.....დღესაც გასაუბრებაზე მივდიოდი და სამარშუტო ტაქსიდან გავიხედე და რომელიღაც შენობას არემონტებენ და გაკრული იყო პლაკატი თუ როგორი უნდა იყოს...ანუ ძველის ახლად გამოჩეკა .....გულში გამეფიქრა ასეა საქმე ქვეყანაშიც თქო ...ჯერ ეგ რა არის და მერე ...

ჯერ ადამიანების შავ თეთრი ყოფა უნდა "გააფერადოს" და შემდეგ "კორპუსები" yes.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:21 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Nov 22 2007, 04:17 AM) *

მაისაშვილი? yes.gif

არა, აი ის ძმა რომ მომღერალი ჰყავს...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:24 AM

ციტატა(გლახა @ Nov 22 2007, 01:21 AM) *

არა, აი ის ძმა რომ მომღერალი ჰყავს...

გაჩეჩილაძე wink.gif

პატრიოტი ადამიანია თუმცა როგორც პრეზიდენტი ძნელი წარმოსადგენია smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:26 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Nov 22 2007, 04:24 AM) *

გაჩეჩილაძე wink.gif

პატრიოტი ადამიანია თუმცა როგორც პრეზიდენტი ძნელი წარმოსადგენია smile.gif

შენ არ ხარ პატრიოტი?

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 22 2007, 01:27 AM

ციტატა
ჯერ ადამიანების შავ თეთრი ყოფა უნდა "გააფერადოს" და შემდეგ "კორპუსები"
აბნელებს უფრო და უფრო sad.gif
ციტატა
გაჩეჩილაძე
დღეს იყო სამებაში შეამჩნიეთ ? smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:29 AM

ციტატა(leluka @ Nov 22 2007, 04:27 AM) *

აბნელებს უფრო და უფრო sad.gif
დღეს იყო სამებაში შეამჩნიეთ ? smile.gif

ხო ძაან მორწმუნეებად მოაქვთ თავი ამ ოპოზიციას და რუსთაველზე ტრიბუნებიდან რომ ილანძღებოდნენ მაშინ თუ ეკითხებოდნენ პატრიარქს ვიგინებით და კარგიაო?

საქართველოს რანაირი პრეზიდენტიც არ უნდა ჰყავდეს, მაინც არ ეშველება!!
იქნება ისე როგორც მუდამ იყო...

მოღალატეების ქვეყანად...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 22 2007, 01:33 AM

ციტატა
მორწმუნეებად მოაქვთ თავი
ღმერთი ყველაფერს ხედავს smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:35 AM

არც არავისი მეშინია და არც არავისი მჯერა...
მოკლედ პრეზიდენტი ასახვაა საზოგადოებისა..
ჩვენი ხალხიც გარეგნულად მაკიაჟს იკეთებს, ტყავს იცვამს, ფეხსაცმელს იპრიალებს, მაგრამ შინაგანად რა არიან აი ეგ არ აინტერესებთ..
მოკლედ ასეა...

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 22 2007, 01:35 AM

ციტატა(გლახა @ Nov 22 2007, 01:26 AM) *

შენ არ ხარ პატრიოტი?

მე რა შუაში ვარ? როგორც ვიცი პრეზიდენტებზეა საუბარი. შენ მე ხომ არ აღმიქვავ საპრეზიდენტო კანდიდატად ohmy.gif biggrin.gif

პ.ს პატრიოტი ვარ (ოღონდ არა ისეთი, სტაფილოსფერი ტანსაცმელი რომ აცვიათ და "ფორმალობის პატრიოტები" რომ არიან wink.gif )

მთავარია პატრიოტი გულში და სულში უნდა იყო...

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Nov 22 2007, 01:36 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Nov 22 2007, 04:35 AM) *

მე რა შუაში ვარ? როგორც ვიცი პრეზიდენტებზეა საუბარი. შენ მე ხომ არ აღმიქვავ საპრეზიდენტო კანდიდატად ohmy.gif biggrin.gif

პ.ს პატრიოტი ვარ (ოღონდ არა ისეთი, სტაფილოსფერი ტანსაცმელი რომ ახურავთ და "ფორმალობის პატრიოტები" რომ არიან wink.gif )

მთავარია პატრიოტი გულში და სულში უნდა...

არა სენ რა შუაში ხარ ..
ისე თუკი ყველა საკუტარი თავის პრეზიდენტი ვიქნებით- კარგი იქნება smile.gif
აბა ჰე smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 23 2007, 03:09 PM

შოთა
არა არ მწყინს რას ამბობ მე ყოველთვის დიდ პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს,უმადურობას რაც შეეხება ერთს ვიტყვი მე პირადად არც მშია არც უგაზობა არც უშუქობა და არც უმუშევრობა მაწუხებს და კიდევ ბევრი სხვა რამ რაც კომუნიზმს ახასიათებს ანუ ყველა კარგად ვართ გჯერა ამისი? მე არ მჯერა და რატო ახლა იმას დავწერ მე მიტინგზე მივედი იმის გამო რომ კომუნიზმისთვის დამახასიათებელი ერთპარტიულობა მოისპოს საქართველოში ეს პარლამენტი მოგწონთ? ერთ კაცს დამორჩილებული მონური განწყობით?მე არც მომითხოვია და არც მინდოდა მიშას გდაყენება (პირადად მე) მე ვითხოვდი დამნაშე მინისტრების გადაყენებას და პარლამენტის იმ ვადებში გაშვებას რა ვადითაც ისინი ხალხ\მა აირჩია რატომ გაიხანგძლივეს ვადა? და რაც მთავარია ადამიანების უფლებების დამრღვევი რომ იყო ვიცოდი ეს ადრეც და ეს თუ 7ნოემბის შEმდეგ არ გჯერათ ნუ მაშინ რა ვიცი... არ იფიქროთ რომელიმე პარტიის ან წევრი ვიყო ან მოტრფიალე მე სასამართლო მინდა სადაც იპოვი სიმართლეს მე მინდა არ დაირღვეს ადამიანების უფლებები და რომ ირღვევა კითხეთ სოზარ სუბარს აბა რას გეტყვით!

არა მგონია ჩემი ფოსტი დატოვონ თემიდან გადახვევის გამო მაგრამ აქ მარტო ჩემი ფოსტი თუა ზღვარს გადასული ამ შემთხვევაში წაშალოს მოდერატორმა,და თუ ვორნს დამადებს არც ეგაა პრობლემა მე მირჩევნია სიმართლე ვთქვა და დაე ამისთვის დავისაჯო,ისედაც რაღაც ერთ-ორ პოსტს ვდებ დღეგამოშვებით.

ეხლა უშუალოდ თემას რაც შEეხება ამას ვერაფრით ვერ დაუდებს წუნს მოდერი რადგან აბსოლიტურად ეხება თემას!
კითხვა მაქვს ყველასთან გიორგობა დღეს აუცილებელია გახსნა წარმათული სიმბოლოს ძეგლი და მას ეროვნული გაერთიანების სიმბოლო უწოდო?ნუ ახლა პრომეთე კაცს მართლა ღმერთთან მოპაექრე გონია ალბად... მაგას ჯობდა ქაშვეთში რომ შეირბინა და დაასტუკა იქ გაჩერებულიყო დიდი ხნით და ელოცა გულით საქართველოსვის! თურმე პრომეთე ისევეა საქართველოს სიმბოლო როგორც წმინდა გიორგი! აი ხალხო მისი დამოკიდებულება ეკლესიასთან და რაც გააკეთა ეს არის ფარისევლური თუ რაიმე გაკეთდა მისი ნებით საერთოდ ეკლესიისთვის! მოკლედ დღეს თურმე გიორგობასთან ერთად პრომეთეობაც უნდა ავღნიშნოთ .... ეჰ მართლა წმინდა გიორგი თუ გვიშველის აწი!

პოსტის ავტორი: ჯამბაკური თარიღი: Nov 23 2007, 06:50 PM

ციტატა(გლახა @ Nov 22 2007, 01:29 AM) *

საქართველოს რანაირი პრეზიდენტიც არ უნდა ჰყავდეს, მაინც არ ეშველება!!
იქნება ისე როგორც მუდამ იყო...

მოღალატეების ქვეყანად...

ცოტა დაუკვირდი ყმაწვილო რას წერ!!!
რა უფლება გაქვს ასე რომ მოიხსენებ სამშობლოს?

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 23 2007, 06:55 PM

მთავრდება მაგის პრეზიდენტობა

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Nov 23 2007, 07:05 PM

ციტატა(ჯამბაკური @ Nov 23 2007, 06:50 PM) *

ცოტა დაუკვირდი ყმაწვილო რას წერ!!!
რა უფლება გაქვს ასე რომ მოიხსენებ სამშობლოს?

გეთანხმები ბოლო-ბოლო გასააზრებელია რომელ და როგორ ქვეყანაზე საუბრობ ასე თამამად გლახავ!

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 23 2007, 09:04 PM

ციტატა
სტაფილოსფერი ტანსაცმელი რომ აცვიათ და "ფორმალობის პატრიოტები" რომ არიან

thumbs.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Nov 23 2007, 09:04 PM

მეგობრებო აქ პრეზიდენტზე როდესაც საუბრობთ გთხოვთ დაურთეთ სიტყვა ჩემი აზრით ასეათქო, რას ლაპარაკობთ უარგუმენტოდ სააკაშვილმა ეს გააკეთა და ეს გააფუჭაო? არგუმენტია ის 162000 (კოსმოგამოთვლით) უკმაყოფილო მოქალაქე პარლამენტის წინ რომ იდგა (გამრაბლებული 10-ზე მსოფლიო პრაქტიკით). არგუნენტია ის რომ მე პრეზიდენტი წივაზე არა თუ კვირას აღდგომასაც არ მინახავს ბოლომდე დარჩენილიყოს(მაშინ მითხარით როდის), არგუმენტია ის რომ პარლამენტში მმართველი პარტიის ნებისმიერი მომზადებული ცვლილება ერთხმად მტკიცდება, არგუმენტია მთავრობის მიერ სასამართლოზე ზეწოლა, არგუმენტია ჯვრების ნაცვლად წყლის ბასეინებით შეცვლა, ვაკეში ეკლესიის გაყიდვის მცდელობა, მშენებარე ეკლესიის დანგრევა(თქვენ დარწმუნებული ხართ არ იცოდა პრეზიდენტმა?) საავადმყოფოების გაყიდვა და გაუქმება, მეცნიერების კულტურის და განათლების მიწასთან გასწორება, ფუუ ხასიათი გამიფუჭდა აღარ მინდა მეტი.... თუმცა რა საკმარისი არაა? ან მეტს ვერ შემოგთავაზებთ?. მე კარგიც შემიძლია დავინახო ჟარი გაძლიერდა, მაგრამ ჩემდა საუბედუროდ მამლუქებად გვიმზადებენ ამერიკელები ამ ბიჭებს თუ არა არიქა ქართველებო რამე არ გაგიჭირდეთო იმიტომ? ელ ენერგია გაუმჯობესდა აშკარად , მაგრამ მანამდე აშკარად სპეციალურად იყო შეზღუდული ნოღაიდელის მიერ ედუარდობას, რომ შემდეგ გაძვირებული ტარიფით შემოეგდოთ (რა არ იყო ასე?)ამ გაჭირვებული ხალხისთვის, პოლიცია გაუმჯობესდა მესმის კი კარგი მანქანები და აღჭურვილობა აქვთ და იმიტომ რომ კარგად დაწყვიტონ ჩვენი საჯიშე ბიჭები და უკმაყოფილო მშვიდობიანი მოქალაქეები და მოშიმშილეები ცემონ კეტებით, გზები დაიგო? კი ბატონო, მაგრამ მაგ ხელშეკრულება შევარდნაძემ მოამზადა და რატომ იმისებს ეს მთავრობა ვერ გამიგია, შენობები შეიღება კარგია მაგრამ ზღვაში წვეთი (და რამდენი ამორტიზირებული ჩამოინგრა მათი კაპშეკათება აჯობებდა), უშეღავათო ბრძოლით მართლაც ბოლო მოეღო კანონიერ ქურდებს, მაგრამ გამოჩდა უკანონო ქურდები, არ შეიძლება დიდი კმაყოფილება არ გამოვთქვა აეროპორტში აშენებულ რკინისგზაზე და პრეზიდენტს დიდი + არ დაუწერო ნამდვილად ეთვლება. უმადურები ხართო , მთავრობა გვეუბნება... არა ბატონო უმადური კი არა მომთხოვნი ვართ ბატონო პრეზიდენტო და ახლა კი არ უნდოდა დაფაცურება ამ არჩევნების წინ , როცა არ ჩაგითვლის მოსახლეობა, ეს დღიდან დადგომისა უნდა გეზრუნათ ბატონო.
ვისაც საინტერესო აზრი გაუჩდება უფრო დაწვრილებითაც შემიძლია ვესაუბრო, რა თქმა უნდა მშვიდ ფორმებში. გარდა შავრაზმელებისა რომლებიც შეიძლება ხვალვე მომადგნენ.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 23 2007, 09:24 PM

abo
thumbs.gif

ციტატა
მშენებარე ეკლესიის დანგრევა(თქვენ დარწმუნებული ხართ არ იცოდა პრეზიდენტმა?)

იცოდა, მაგრამ რომ არ სცოდნოდა, არც ეგ ამართლებს

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Nov 23 2007, 09:47 PM

qarcivadze
ეგ კი არა ჩიტმა რამდენი კვერცხი უნდა დადოს ის იცის ჩვენმა მთავრობამ.
ხალხო მობილური გაუცხადებელი ჩიპია რომელიც იმის მაგიერ რომ გადავაგდოთ, კარგად უფრთხილდებით და გვერდიდან არ ვიშორებთ სადმე რომ არ დაგვრჩეს. მობილურის პატრონის არა თუ ნებისმიერი საუბარი15 მ რადიუსით, არამედ დროის ნებისმიერ მომენტში თქვენი ადგილმდებარეობის დადგენაც შესაძლებელია 3მ სიზუსტით
სასაცილო პარადოქსია მაგრამ ვიტყვი.... თავისუფლების მსურველებო თანდათან ვეცადოთ უარი ვთქვათ მობილურ ტელეფონზე... თქვენი ნებისმიერი საუბარი საქმიანი იქნება ის ინტიმური თუ პოლიტიკური, ათასწლეულობის ვადით იწერება განუსაზღვრელი ტევადობის კრისტალზე, რომლიდანაც თქვენი საუბრის შინაარსი საჭირებიდამიხედვით ისმინება

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 26 2007, 01:01 PM

პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლა იუმორისტულ შოუში უნდა გაეშვათ

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Nov 26 2007, 01:10 PM

აწ უკე ყოფილი პრეზიდენტის rolleyes.gif

ციტატა
იუმორისტულ შოუში უნდა გაეშვათ

100% biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Nov 26 2007, 01:31 PM

ილია

ციტატა
აწ უკე ყოფილი პრეზიდენტის

საბედნიეროდsmile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 26 2007, 02:38 PM

ილია
qarcivadze

ციტატა
საბედნიეროდ

ჰოოო..... tongue.gif

იბედნიერეთ 40 დღე.... laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 26 2007, 04:32 PM

რა გჭირთ?

რა უბედურებაა ამდენი ურთიერთქიშპი და პოლიტიზება?

დამშვიდდით და გააძლიერეთ ლოცვები საქართველოსთვის. უფალი კი, ყოველთა მეუფე, რომელიც წყაროა ყველა მთავრობის ძალაუფლების საქართველოს სადავეებს მისცემს იმას, ვინც მას სურს....

ამაში ეჭვის შეტანა არის მცირედმორწმუნეობა

ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა მოყვარული და მამულიშვილი!

თემა დროებით იხურება......

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2008, 02:52 PM

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 731 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 4.9 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით თბილისის ეროვნულ პარკში მდებარე ზედაზნის მონასტრისა და მის მიმდებარედ არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს თბილისის ეროვნულ პარკში სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მდებარე ზედაზნის მონასტრის ეზო, ყოფილი საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის კვარტალი N 19 ლიტერი N 7 – 0.6 ჰა, მონასტრის მიმდებარე მანქანების სადგომი კვარტალი N 20 ლიტერი N 2 – 0.1 ჰა, რკინის ჯვარი – კვარტალი N 20 ლიტერი N 1 – 0.1 ჰა, კავშირგაბმულობის სახლი – კვარტალი N 20 ლიტერი N 3 – 0.1 ჰა, აგრეთვე მონასტრის მიმდებარე 4.0 ჰა, კერძოდ: კვარტალი N 2 ლიტერი N 16 – 1.0 ჰა, კვარტალი N 20 ლიტერი N 1 – 1.0 ჰა, კვარტალი N 19 ლიტერი N 6 – 0.6 ჰა, ლიტერი N 8 – 0.4 ჰა, ლიტერი N 9 – 1.0 ჰა, საერთო ფართობი – 4.9 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 732 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ვეჯინის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობის გურჯაანის სატყეოს მიმდებარე ტერიტორია კვარტალი N 44 ლიტერი N 1 – 0.8 ჰა, ლიტერი N 2 – 2.2 ჰა, ლიტერი N 3 – 1.1 ჰა; ლიტერი N 4 – 1.1 ჰა, სოფ. ვეჯინის ყოფილი საკოლმეურნეო ტყიდან 5 ჰა, საერთო ფართობი – 10.2 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;

N 733 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომში, ტიმოთესუბნის
მამათა მონასტრის ირგვლივ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (28 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომში, ტიმოთესუბნის მამათა მონასტრის ირგვლივ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის წაღვერის სატყეოს კვარტალი N 19, უბანი N 20-21-22 ფართობი – 15 ჰა; კვარტალი N 20, უბანი N 24 ფართობი – 6 ჰა; კვარტალი N 22, უბანი N 5 ფართობი – 5 ჰა; კვარტალი N 23, უბანი N 7 ფართობი – 2 ჰა, საერთო ფართობი – 28 ჰა;

N 734 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის არწივის ხეობის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ხორნაბუჯის მონასტრის მიმდებარედ 4 ჰა ფართობი დანართით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისად;

N 735 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბორჯომის სახელმწიფო
ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრის მიმდებარედ
სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი
უბნის (4.6 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში მდებარე მწვანე მონასტრისა და მონასტერთან მისასვლელი გზის ირგვლივ არსებული ტერიტორია ახალდაბის სატყეოს N 34 კვარტალიდან საერთო ფართობით – 4.6 ჰა;

N 736 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული დარიალის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (4 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე დარიალის მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე დარიალის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის კვარტალი N 6 ლიტერი N 1 – 4.0 ჰა;

N 737 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (2 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე თამარის ციხის (დარიალის ხეობა) მიმდებარე ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია კვარტალი N 5 ლიტერი N 14 – 2.0 ჰა;

N 738 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (0.15 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარედ ქუთაისის სატყეო მეურნეობის, ქუთაისის სატყეოს კვარტალი N 16 ლიტერი N 8 – 0.15 ჰა ფართობი;

N 739 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებულ ელიას გორაზე ეკლესიისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის ნიში-სამლოცველოს და
მისასვლელი გზის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის
მიჩენილი უბნის (4.7 ჰა მიწის ფართობის) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ელიას გორაზე ეკლესიისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის ნიში-სამლოცველოს და მისასვლელი გზის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ელიას გორაზე ეკლესიისა და ილია წინასწარმეტყველის სახელობის ნიში-სამლოცველოს და მისასვლელი გზის მიმდებარე ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია კვარტალი N 28, ლიტერი N 4 – 2.0 ჰა, ლიტერი N 6 – 0.7 ჰა, ლიტერი N 10 – 2.0 ჰა საერთო ფართობი – 4.7 ჰა;

N 740 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული
პარკის ტერიტორიაზე არსებული ნახერეთი ნათლისმცემლის
სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი
უბნის (1 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის, მისი შეზღუდვის შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ნახერეთი ნათლისმცემლის სალოცავის მიმდებარედ ყოფილი ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია – კვარტალი N 18, ლიტერი N 1 – 1.0 ჰა;

N 741 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფ. ზეგაანის მამათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯაანის სატყეო მეურნეობის მუკუზანის სატყეოს მიმდებარე ტერიტორია კვარტალი N 22 ლიტერი N 14 – 1.0 ჰა, ლიტერი N 21 – 6.2 ჰა, ლიტერი N 22 – 1.4 ჰა, ლიტერი N 24 – 2.0 ჰა, საერთო ფართობი – 10,6 ჰა;

N 742 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გერგეთის წმინდა სამების მონასტრის წმინდა ნინოს ნიშის, ამაღლების ეკლესიის სამების ნიშის მიმდებარე ტერიტორიებზე (სამანქანო გზითა და სასაფლაოთი დაკავებული მიწების ჩათვლით) 29,4 ჰა ფართობის სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე გერგეთის წმინდა სამების მონასტრის წმინდა ნინოს ნიშის, ამაღლების ეკლესიის სამების ნიშის მიმდებარედ (სამანქანო გზითა და სასაფლაოთი დაკავებული მიწების ჩათვლით) სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე გერგეთის წმინდა სამების მონასტრის წმინდა ნინოს ნიშის, ამაღლების ეკლესიის სამების ნიშის მიმდებარე ტერიტორიები, სამანქანო გზა და სასაფლაო, კვარტალი N 26 ლიტერი N 9 – 1,7 ჰა, ლიტერი N 10 – 5,3 ჰა, ლიტერი N 14 – 1,5 ჰა, ლიტერი N 15 – 2,5 ჰა, ლიტერი N 16 – 4,5 ჰა, ლიტერი N 17 – 5,5 ჰა, ლიტერი N 18 – 2,7 ჰა, ლიტერი N 27 – 0,8 ჰა, ლიტერი N 28 – 2,0 ჰა, ლიტერი N 29 – 2,9 ჰა, საერთო ფართობი – 29,4 ჰა;

3. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 743 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. თბილისში, წმინდა
საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (20.3 ჰა ფართობი)
გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და სამომლოცველო რეკრეაციული ცენტრის შექმნის მიზნით თბილისის წმინდა საბაგანწმენდილის მამათა მონასტრის მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდიდან საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის თბილისის ყოფილი სატყეო მეურნეობის შინდისის სატყეოს N 3 კვარტალის NN 15, 16, 21, 22, 20, 18 უბნების 20.3 ჰა;

N 744 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის გურჯაანის ყოვლადწმინდა
ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ სახელმწიფო
ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 10,7 ჰა მიწის ფართობის)

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარედ გამოეყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საგარეჯო-გურჯანის სატყეო მეურნეობის გურჯაანის სატყეოს კვარტალი N 39 ლიტერი N 1 – 4.0 ჰა, ლიტერი N 2 – 1.2 ჰა, ლიტერი N 3 – 1.0 ჰა, ლიტერი N 4-3.0 ჰა, ლიტერი N 5 – 1.5 ჰა, საერთო ფართობი – 10,7 ჰა;

N 745 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ლაგოდეხის დაცული
ტერიტორიებიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 9.0 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან გამოეყოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან: ლაგოდეხის მონასტრის მიმდებარედ – კვარტალი N 56 ლიტერი N 4 - ფართობი 3.0 ჰა; რაჭისუბნის ეკლესიის მიმდებარედ – კვარტალი N 45 ლიტერი N 13 - ფართობი 3.0 ჰა; მაჭის ციხის მიმდებარედ – კვარტალი N 40 ლიტერი N 19 - ფართობი 3.0 ჰა, საერთო ფართობი – 9.0 ჰა;

N 746 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ქ. ქუთაისში, გელათის
ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი
უბნის (0.25 ჰა ფართობი) გამოყოფის შესახებ

ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩის მიმდებარედ ქუთაისის სატყეო მეურნეობის ქუთაისის სატყეოს კვარტალი N 6 ლიტერი N 6 – 0.25 ჰა ფართობი;

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jan 15 2008, 02:56 PM

ღმერთმა დალოცოს ეს კაცი!!!

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jan 15 2008, 02:56 PM

[quote name='კანონისტი' post='240179' date='Jan 15 2008, 02:52 PM']

მოვალეობის შემსრულებელი

დავით ზუსტად ამის დაპოსტვა მინდოდა და დამასწარი

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jan 15 2008, 03:23 PM

დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და მათ ვინც მონაწილეობდაrolleyes.gif
რაც მეტს კაის გააკეთებენ მით უკერთესი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2008, 03:41 PM

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 747 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ვაშლოვანის დაცული
ტერიტორიის ეროვნული პარკიდან შავი მთის მონასტრის
მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის
მიჩენილი უბნის (180 ჰა ფართობი)
გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ეროვნული პარკიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ეროვნულ პარკში მდებარე შავი მთის მონასტრის მიმდებარე 180 ჰა ფართობი დანართით განსაზღვრული გეოგრაფიული კოორდინატების შესაბამისად;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 748 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის კოლხეთის სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (10 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით კოლხეთის სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს საჩიქობოვოს მშენებარე მონასტრის მიმდებარედ ნოქალაქევის სატყეოს კვარტალი N 24-დან უბანი N 8 – 0,84 ჰა და N 10 – 9,16 ჰა, საერთო ფართობი – 10 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 749 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის კოლხეთის სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (33,6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით, კოლხეთის სატყეო მეურნეობის ტერიტორიიდან საქართველოს საპატრიარქოს სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ზემო თეკლათის დედათა მონასტრის მიმდებარედ კოლხეთის სატყეო მეურნეობის ეკის სატყეოს კვარტალი N 50-დან 33.6 ჰა ფართობი;
ბ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2.ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 750 2007 წლის 30 დეკემბერი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიების და სოფელ სიონის სასაფლაოს მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (სულ 6,7 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიურ და სარიტუალო ღონისძიებათა ხელშეწყობის მიზნით ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის სალოცავის მიმდებარე ტერიტორიების და სოფელ სიონის სასაფლაოს მიმდებარე სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს ყაზბეგის ეროვნულ პარკში მდებარე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის სამების ნიშის სალოცავის, ლომისობის ნიშის სალოცავის, ათენგენობის მიმდებარე ტერიტორიები და სოფელ სიონის სასაფლაო: კვარტალი N 32 ლიტერი N 1 – 1,0 ჰა, ლიტერი N 2 – 1,8 ჰა, ლიტერი N 4 – 1,5 ჰა, ლიტერი N 5 – 1,4 ჰა, ლიტერი N 7 – 1,0 ჰა, საერთო ფართობი – 6,7 ჰა;
გ) მიჩენის ვადად განისაზღვროს 20 წელი;
დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წერილობითი თხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფომ საქართველოს საპატრიარქოს სულ გადასცა 370 ჰა ფართობის ტყე, ანუ 370 000 კვ. მ.

საინტერესოა, რომ სტატისტიკურად, ერთადერთი უწყება, რომლისგან შემოსულ წერილზეც უარყოფითი პასუხი საერთოდ არ გაცემულა, არის საქართველოს საპატრიარქო

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 15 2008, 03:44 PM

აზრზე არ ვარ. ღმერთო შემეწიე!!!

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 15 2008, 04:34 PM

კანონისტი

ციტატა
370 ჰა ფართობის ტყე, ანუ 370 000 კვ. მ.

370 ჰექტარი = 370*10 000 = 3 700 000 კვ.მ. yes.gif
ციტატა
საინტერესოა, რომ სტატისტიკურად, ერთადერთი უწყება, რომლისგან შემოსულ წერილზეც უარყოფითი პასუხი საერთოდ არ გაცემულა, არის საქართველოს საპატრიარქო

ეს ეტყობა მასონური ხელისუფლების ერთ-ერთი საიდუმლო ილეთია, რომ მერე ერთბაშად შეუტიოს საპატრიარქოს და ანტი-ქრისტე გააბატონოს. rolleyes.gif smile.gif

ისე რა ფასი აქვს საპატრიარქოსთვის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიების გადაცემას და საპატრიარქოსთვის მილიონობით ლარის გადარიცხვას მაშინ, როდესაც ხელისუფლება მასონურია, ეკლესიებს ანგრევს, უდანაშაულო სასულიერო პირებს ციხეში იჭერს, ტაძრებს აოხრებს და მთლიანად ემსახურება საქართველოში მართლმადიდებლობის საბოლოოდ განადგურებას უშუალოდ ცნობილი მასონების ჯორჯ ბუშის და იააპ დე ჰოპ სჰეფერის უშუალო შეკვეთით. laugh.gif laugh.gif laugh.gif

P.S. სამწუხაროა, რომ ხალხი იმ სიკეთის ნახევარსაც ვერ ხედავს, რასაც ხელისუფლება აკეთებს...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 15 2008, 05:25 PM

გიორგი
აოფებ, იცი შენ.... wink.gif

rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ეგრი2 თარიღი: Jan 15 2008, 06:39 PM

კანონისტი
thumbs.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 15 2008, 08:43 PM

აუ რა საცოდაობაა აი ნამდვილი ფანატიზმი ესაა!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 16 2008, 11:51 AM

მართა

ციტატა
აუ რა საცოდაობაა აი ნამდვილი ფანატიზმი ესაა!

რაა ფანატიზმი? huh.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 16 2008, 02:16 PM

კანონისტი

ციტატა
რაა ფანატიზმი?

ეგ ჯერ არ იცის

tongue.gif

ალბათ რაღაც პოსტი იყო, ის წაიშალა ხოდა დარჩა მასზე პასუხი ეულად smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 16 2008, 11:53 PM

კარგი ნაკრებია, დავით, მომიწონებია, ამავდროულად ეს არ უნდა გახდეს, ერთგვარი რეკლამა, კარგი იქნება, თუ მოიძიებ სხვა ხელისუფლების ნამოღვაწარსაც...ზვიადის და ედუარდის ხელისუფლების მიერ გაცემული მსგავსი დოკუმენტები, შემდეგ კი რომ შეკრიბო და ან გამოსცე ან აქ და სხვე ცნობილ ვებ.გვერდზეც დადო, ძალიან კარგი იქნება ( იდეის ავტორობას ვიტოვებ biggrin.gif)

იხარე ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 17 2008, 11:37 AM

KAIROS
მაგ იდეა კაი ხანია მაქვს..... tongue.gif

ისე, მართალი ხარ, ერთგვარი რეკლამასავით გამოდის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემ მიერ დადებულ აქტებს საინფორმაციო ხასიათი უფრო აქვს. თუმცა, სისავისათვის ჯობს 3-ვე პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტები იყოს....

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 17 2008, 03:00 PM

საოცარია ამ ადამიანის დამოკიდებულება ეკლესიასთან იმდენად სიღრმისეულად ჩაწვდა ქრისტიანობას,ღმერთისგან მივიწყებული ქვეყანა გაგვაღვიძა! ამაზე მეტი რა უნდა ქნას?! საოცარი კაცია საოცარი! laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 17 2008, 07:36 PM

ციტატა(KAIROS @ Jan 17 2008, 12:53 AM) *

ზვიადის

კი, ოღონდ ისიც უნდა დაემატოს მაგ ნუსხას, როგორ მიუვარდა მეუფე ზოსიმეს თავის რეზიდენციაში mad.gif

რეალურად ყველა მეთაური თვლიდა რომ ეკლესიასთან საქმის გაფუჭება არის ცუდი, და "გუნდრუკს უკმევდნენ", გამონაკლისი მართლა გამსახურდიას მთავრობაა, ვინც მოინდომა ეკლესიის გაწმენდა მის მიერ გამოგონილი მარგინალებისგან და რატომღაც მიადგა მეუფე ზოსიმეს.

ეგ პერიოდი ჩემი თვალსაზრისით, არის პერიოდი "ავადმყოფთა თარეშისა"

პ.ს.
ნუ ამ ბოლოდროს რა არა პოლიტკორექტულ სტილში ვწერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 03:31 PM

კანუდოსელი
თხოვნაა მაინც, რომ თავი შევიკავოთ მკვეთრი პოლიტიკური განცხადებებისგან

პრეზიდენტის პატივისცემას რაც შეეხება, ეს წესი თანაბრად ვრცელდება როგორც მოქმედეზე, ისე არამოქმედზე, როგორც ცოცხალზე, ისე გარდაცვლილზე

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 18 2008, 03:36 PM

დავით რომ არ მოგილოცო ახლად არჩეული პრეზიდენტი არ ძალმიძს..ისე უნდა ვაღიარო რა, რომ ამ ოპოზიციის ნამდვილად არ მჯერა და რაღაც ტრალივალიზე გადავიდნენ უკვე..

არ დამცეცხლოთ, არცერთი პარტიისტი არ ვარ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 03:38 PM

zviadauri
გაიხარე, ღმერთმა დალოცოს და სიმართლის გზით ატაროს! wub.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2008, 03:52 PM

zviadauri

ციტატა
არ დამცეცხლოთ

laugh.gif laugh.gif

ტან ამბობ თან ჩვენი გეშინია არა? გაიხარე, რამდენი მაცინე.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 04:02 PM

ციტატა(zviadauri @ Jan 18 2008, 04:36 PM) *

დავით რომ არ მოგილოცო ახლად არჩეული პრეზიდენტი არ ძალმიძს..ისე უნდა ვაღიარო რა, რომ ამ ოპოზიციის ნამდვილად არ მჯერა და რაღაც ტრალივალიზე გადავიდნენ უკვე..

საინტერესოა ვისი არჩეულია ეგ ეწ ''ახლად არჩეული პრეზიდენტი'' ?!

ქართვველი ხალხის არჩეული რომ არ არის ეგ ნამდვილად ვიცი და ის თუ თავის თავს ირჩევს პრეზიდენტად

მაშინ მოსალოცი არაფერია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 04:09 PM

sable

ციტატა
საინტერესოა ვისი არჩეულია ეგ ეწ ''ახლად არჩეული პრეზიდენტი'' ?!

ქართვველი ხალხის არჩეული რომ არ არის ეგ ნამდვილად ვიცი და ის თუ თავის თავს ირჩევს პრეზიდენტად

ბატონი მიხეილ სააკაშვილი არჩეულია საქართველოს პრეზიდენტად, თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (http://www.results.cec.gov.ge/) განკარგულებისა, არჩევნებში მონაწილეთა 53.4%-ის მიერ, რაც დადასტურებულია ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ და აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან

ცალკეული პოლიტიკური შეხედულებები შეგიძლიათ თქვენთვის იქონიოთ

და კიდევ: ქართველი ხალხის სახელით საუბარს მოერიდეთ yes.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 18 2008, 04:11 PM

ახლა იყო პირდაპირი ეთერი გორიდან..მაგარი კაცია,დადის მფრინავი რაკეტასავით რა

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 04:51 PM

[quote name='კანონისტი' date='Jan 18 2008, 05:09 PM' post='242153']
sable
ბატონი მიხეილ სააკაშვილი არჩეულია საქართველოს პრეზიდენტად, თანახმად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (http://www.results.cec.gov.ge/) განკარგულებისა, არჩევნებში მონაწილეთა 53.4%-ის მიერ, რაც დადასტურებულია ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებლების მიერ და აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან
[/quote]

რომელი არჩევნები არ აღიარა უცხოელმა დამკვირვებლებმა ან საერთაშორისო საზოგადოებამ?!

[quote name='კანონისტი' date='Jan 18 2008, 05:09 PM' post='242153']

შედეგები იყო ყალბი და ეს მთელმა საქართველომ იცის !
[/quote]

ცალკეული პოლიტიკური შეხედულებები შეგიძლიათ თქვენთვის იქონიოთ

[/quote]

ისევე როგორც თქვენ

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 18 2008, 04:57 PM

ციტატა(sable @ Jan 18 2008, 04:02 PM) *

საინტერესოა ვისი არჩეულია ეგ ეწ ''ახლად არჩეული პრეზიდენტი'' ?!

ქართვველი ხალხის არჩეული რომ არ არის ეგ ნამდვილად ვიცი და ის თუ თავის თავს ირჩევს პრეზიდენტად

მაშინ მოსალოცი არაფერია.

რა ვი ჯიგარო, კი გახდა ისევ პრეზიდენტი და ასე გახდა თუ ისე,, მე და შენ და ბევრი სხვაც, ვერაფერს შევცვლით....ისე მართლა მაონტერესებდა, ოპოზიის კანდიდატებიდან, რომელი იყო ქართული იდეოლოგიის მატარებელი?არ თქვა ახლა ვაკელიძველი ბიჭიო wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 05:27 PM

sable

ციტატა
რომელი არჩევნები არ აღიარა უცხოელმა დამკვირვებლებმა ან საერთაშორისო საზოგადოებამ?!

2003 წლის 2 ნოემბრის wink.gif

აღნიშნული არჩევნები და მისი შედეგები არ ცნო არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5397 არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5211 http://www.civil.ge/geo/article.php?id=5399 და არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5414 ანუ პრაქტიკულად არავინ

რაც მთავარია, გაყალბებული არჩევნები გაუქმებული იქნა კონსტიტუციური გზით, http://www.civil.ge/geo/article.php?id=5485 საფუძველზე

ციტატა
შედეგები იყო ყალბი და ეს მთელმა საქართველომ იცის !

ქართველი ხალხის სახელით რომ ისაუბროთ, ან ილია ჭავჭავაძე უნდა ბრძანდებოდეთ ან კიდევ პატრიარქი yes.gif

მე და ჩემი ათობით მეგობარი და პრეზიდენტის ასი ათასობით მხარდამჭერი არ შევდივართ "მთელ საქართველოში"?

აქ პოლიტიკური დებატების ადგილი არ არის, მით უმეტეს ანგაჟირებული და დაუსაბუთებელი იდეების წერის

შოთაძე
ეკლესიასთან აქვს რამე კავშირი?

ციტატა
საქართველოს პრეზიდენტი, მისი პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით

პოსტი იშლება

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 05:56 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 06:27 PM) *

sable

2003 წლის 2 ნოემბრის wink.gif
აღნიშნული არჩევნები და მისი შედეგები არ ცნო არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5397 არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5211 http://www.civil.ge/geo/article.php?id=5399 და არც http://www.civil.ge/geo/article.php?id=5414 ანუ პრაქტიკულად არავინ
რაც მთავარია, გაყალბებული არჩევნები გაუქმებული იქნა კონსტიტუციური გზით, http://www.civil.ge/geo/article.php?id=5485 საფუძველზე

ვთქვად რომ 2 ნოემბრის შედეგები მათ არ სცნეს! შენ როგორ ფიქრობ სხვა არჩევნები არ იყო ამ ქვეყანაში გაყალბებული რომელიც მათ სცნეს ხოდა თუ იყო მაშინ რატომ სცნეს - მე შენ გეტყვი რატომაც იმიტომ რომ დასავლეთში არის ორმაგი სტანდარტები და იმიტომ !
ცოტა რიტორიკული კი გამომივიდა მაგრამ სიმართლეა! სამწუხაროდ sad.gif

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 06:27 PM) *

ქართველი ხალხის სახელით რომ ისაუბროთ, ან ილია ჭავჭავაძე უნდა ბრძანდებოდეთ ან კიდევ პატრიარქი yes.gif

მეტს არავის არა აქვს უფლება ?

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 06:27 PM) *

მე და ჩემი ათობით მეგობარი და პრეზიდენტის ასი ათასობით მხარდამჭერი არ შევდივართ "მთელ საქართველოში"?

მერე შენ და იმ როგორც შენ თქვი შენ მეგობრებს გჯერათ რომ სააკაშვილმა არჩევნები მოიგო?

ხოდა თუ მაგის გჯერა მიპასუხე სად უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა სოციალურად თბილისში თუ რეგიონებში?

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 06:27 PM) *

აქ პოლიტიკური დებატების ადგილი არ არის, მით უმეტეს ანგაჟირებული და დაუსაბუთებელი იდეების წერის

მე პოლიტიკოსი არა ვარ რომ აქ პოლიტიკური დებატები გავმართო. მე ვწერ იმაზე რასაც ხალხის ერთი ნაწილი საუბრობს სააკაშვილზე და თუ ჩემი მოსაზრება დაუსაბუთებელია კითხვაზე გამეცი პასუხი და ორი სიტყვით დაგისაბუთებ მაგას. wink.gif

ციტატა(zviadauri @ Jan 18 2008, 05:57 PM) *

რა ვი ჯიგარო, კი გახდა ისევ პრეზიდენტი და ასე გახდა თუ ისე,, მე და შენ და ბევრი სხვაც, ვერაფერს შევცვლით....

მაგას კიდევ ვნახავთ რა გახდა ცოტა ხანში რა გახდება wink.gif

ციტატა(zviadauri @ Jan 18 2008, 05:57 PM) *

ისე მართლა მაონტერესებდა, ოპოზიის კანდიდატებიდან, რომელი იყო ქართული იდეოლოგიის მატარებელი?არ თქვა ახლა ვაკელიძველი ბიჭიო wink.gif

რა ვიცი ძმაო ყველას ვისაც ეს ქვეყანა გულით უყვარს, ყველას გაუმარჯოს თავის გზაზე

მე ვერავის პატრიოტობაზე და კაცობაზე ვერ დავდებ თავს. ყველა ნამდვილი მამულიშვილი მისი დანატოვარითა

და ქვეყნის თავდადებით ამოიცნობა.

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jan 18 2008, 06:01 PM

სააკაშვილი ისე ყვარებია აქ ზოგიერთს რომ დედამისსაც კი შეშურდებოდა.ბარემ
იმნაირ ღვაწლში ყოფილა ეგ კაცი მე რაც თქვენგან გავიგე ცოტა ხანში თავის ძეგლიც "დამსახურებულად" რომ შემოგვთავაზოს არ უნდა გაგვიკვირდეს!ისე ჯობდა მოგეხსნათ ფსევდონიმები და პირდაპირ სახელებით შემოდით და ისე ადიდეთ და იქნებ რა ნახოთ(სიკეთე მაქვს მხედველობაში) ისე რა აზრისანი იქნებით თუ ვიტყვი რომ სააკაშვილი და მისი ბანდა ქართველ ბუმბერაზ მეფეთა კარზე მეფუთლუხეებადაც არ ივარგებდნენsmile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 18 2008, 06:08 PM

აუ დათ თუ არ მიწყენ იქნებ მხოლოდ, ეს თემა ისე გადააკეთე მხოლოდ სიახლეები რომ იყოს ხელისუფლების, ნამეტანი ცუდი კურსი აქვთ აქ შემოსულ იუზერებს, არ შეიძლება გინება და ასე შემდეგ, იმიტომ კი არა რო არ არის ვთქვათ საგინებელი, იმიტომ არ შეიძლება რომ მართლმადიდებლური ფორუმია და თუ აქ უნდათ განხილვა მაშინ სერიოზულად დასაბუთებული უნდა იყოს და ნეიტრალური პოზიციაა რა საჭირო, კარგად იცი მე რომ არც ხელისუფლების მომხრე ვარ და არც ოპოზიციის და ამიტომ მინდა რა რო რაც შეიძლება ნეიტრალური პოზიცია დაფიქსირდეს,
თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:14 PM

daviti_23

ციტატა
პირდაპირ სახელებით შემოდით და ისე ადიდეთ და იქნებ რა ნახოთ

სამწუხაროდ, ცუდია რომ მშრალი და ყოველგვარ პოლიტიკურ ქვეტექსტს მოკლებული აქტები ზოგს პრეზიდენტის დიდებად ეჩვენება....

sable
ციტატა
გჯერათ რომ სააკაშვილმა არჩევნები მოიგო?

ჯერათ იმისი, რაც არ იციან

მე ვიცი, რომ სააკაშვილმა მოიგო.... შებრძანდით ცესკო-ს საიტზე და ნახეთ, რომელ უბანზეა ეს ყბადაღებული ვითომ 100%-იანი გამოცხადება laugh.gif ან სად არის 75 საარჩევნო ოლქი საქართველოში? laugh.gif

ციტატა
ხალხის ერთი ნაწილი საუბრობს სააკაშვილზე

ეს მომწონს უკვე....

ციტატა
სად უფრო გაუსაძლისი მდგომარეობაა სოციალურად თბილისში თუ რეგიონებში?

ცხადია რეგიონებში, და სწორედ ამიტომ მოიგო სააკაშვილმა და მისმა პროგრმამ "საქართველო სიღარიბის გარეშე" რეგიონებში yes.gif

მე კამპანიის დროს რამდენიმე ათას წერილს გავეცანი რეგიონებიდან და ათობით პიროვნებას პირადად ვესაუბრე და მეეჭვება მათი სოციალური მდგომარეობა ან პრეზიდენტისადმი მხარდაჭერა/ მოწინააღმდეგეობა ჩემზე კარგად იცოდე

არ გვინდა რა დებატები, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. არ მოგწონს, კი ბატონო. მაგრამ რაც არ არის იმის მტკიცება არ არის ლამაზი....

daviti_23
ციტატა
სააკაშვილი და მისი ბანდა

ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადება. ამიტომ - 10%-იანი ვორნი

შოთაძე
ციტატა
თუ გაითვალისწინებ კარგი იქნება

არ არის ცუდი აზრი. შევხედოთ სიტუაციას და ვნახოთ...

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jan 18 2008, 06:16 PM

კანონისტს კი მესმის შენი დასაბუთება მაგრამ ჩვენ ხომ ისეთ დროში ვცხოვრობთ
რომ ყველაფერი ნათელია ანუ გაშუქებული და მოსაძიებლადაც ადვილია ესა თუ ის ინფორმაცია.ხოდა მცოდნეობა რომ დაგროვილია იმის აფიშირებისთვის ბევრი დრო უნდა კარგო კაცმა ხოდა უკვე გონებაში გაკეთებული დასკვნებს ვაბობ რაც დავწერე ჰაერიდან კი არ მომივიდა არამედ დაგროვილი ცოდნიდან.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:18 PM

daviti_23
მესმის....

ჯობია იყო უფრო კორექტული, გამოთქვა აზრი ისეთ რამეზე, რაზეც შეიძლება აზრი გქონდეს (და არა ფაქტებზე - "ფაქტის წინააღმდეგ არგუმენტი არ არსებობსო", ლათინური გამოთქმაა) და პრეზიდენტის საწინააღმდეგოც დაწერე, პრობლემა არ არის.

smile.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 18 2008, 06:18 PM

კანონისტი

ციტატა

არ არის ცუდი აზრი. შევხედოთ სიტუაციას და ვნახოთ...

ნეიტრალურად არცერთი არ არის განწყობილი და ამიტომ არის კარგი, ძალიან ძნელია და მაგარი დამღლელი და ნერვების მომშლელი, როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს განიხილავ, ზოგისთვის ის რაღაც კარგი არის მისაღები, ზოგისთვის ის ცუდი არის მიუღებელი, და სანამ რეალურად ხელისუფლება და ოპოზიცია არ გამოსორდება მანამდე ჩვენ უნდა შევეცადოთ ყველანაირად ნეიტრალური პოზიცია დავაფიქსიროთ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:20 PM

შოთაძე
გახსოვს, ფერიის მშენებარე ეკლესია რომ დაინგრა? თემაც გაიხსნა და განხილვაც იყო

მე არ გავურბივარ საწინააღმდეგო აზრს. ვითხოვ 2 რამეს:
ა) კორექტულობა
ბ) ფაქტებზე დამყარებული მოსაზრებები

თუ ამ 2-ს დავიცავთ, მერწმუნე, არცერთი ოპოზიციური აზრი ცუდად აღარ გამოჩნდება, არც სახელისუფლო yes.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2008, 06:24 PM

sable

ციტატა
შედეგები იყო ყალბი და ეს მთელმა საქართველომ იცის !

ისე მთელი საქარტველო არ გამოდის, კანონისტიც საქართველოს ნაწილია, ხოდა თუნდაც ერთი თუ აკლდება, მთლიანობა ირღვევა, იქნებ კიდევ არიან ასეთი ერთები ჰა? wink.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 06:25 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 07:12 PM) *

ცხადია რეგიონებში, და სწორედ ამიტომ მოიგო სააკაშვილმა და მისმა პროგრმამ "საქართველო სიღარიბის გარეშე" რეგიონებში yes.gif

როგორ კაცო 4 წელი რას აკეთებდა მაშინ ჭურში იჯდა biggrin.gif

ხალხიო იმის მიხედვით კი არ აფასებს რას დაპირდება ყოფილი პრეზიდენტი არამედ იმის მიხედვით თუ რა გააკეთა

ხოლო სააკაშვილმა გააკეთა ის რომ აიძულა რეგიონების დიდი ნაწილი თბილისში წამოსულიყო სამსახურის საძიებლად ეს მაშინ როცა არც თბილისში გვაქვს დალხინებული ვითარება რაც გამოიხატა იმაში რომ თბილისში მიუხედავად მცირე გაყალბებისა ხალხმა მის კონკურენტს მისცა ხმა და არა სააკაშვილს და ლოგიკურია რომ
რეგიონებში სადაც სოციალურად გაცილებით მეტი პრობლემაა მხარდამჭერები სააკაშვილს პროცენტულად 2 ჯერ ნაკლები ეყოლებოდა და შესაბამისად ამომრჩეველიც ეს მაშინ როდესაც შენს მიერ მოყვალნილი ცეესკოს მონაცემებით საპირისპირო აზრია გატარებული რაც დამეთანხმები ალბატ არალოგიკურია

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 07:12 PM) *

მე კამპანიის დროს რამდენიმე ათას წერილს გავეცანი რეგიონებიდან და ათობით პიროვნებას პირადად ვესაუბრე და მეეჭვება მათი სოციალური მდგომარეობა ან პრეზიდენტისადმი მხარდაჭერა/ მოწინააღმდეგეობა ჩემზე კარგად იცოდე

ვაი რომ წერილის კითხვა და საუბარი არ შველის საქმეს !

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 07:12 PM) *

არ გვინდა რა დებატები, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. არ მოგწონს, კი ბატონო. მაგრამ რაც არ არის იმის მტკიცება არ არის ლამაზი....

ასე მტკიცებითი ფორმით არ გვინდა იმის მტკიცება რაშინ მილიონობით ადამიანს ეწვი ეპარება

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 18 2008, 06:27 PM

sable

ციტატა
ასე მტკიცებითი ფორმით არ გვინდა იმის მტკიცება რაშინ მილიონობით ადამიანს ეწვი ეპარება

ეჭვი არაფერი არაა, მთავრი მტკიცებულებაა.

ეჭვი იმაზეც არის, რომ ადამიანის წინაპარი მაიმუნი ყოფილა, ან ის, რომ სხვა პლანეტაზე სიცოცხლეა, მაგრამ მტკიცებულებების წარმოდგენა უჭირთ ხოლმე.

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 06:28 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2008, 07:24 PM) *

sable
თუ ყალბი იყო გაესაჩივრებინათ. ტვ-ით ძახილი ყალბიაო საქმეს ვერ უშველის.

ქვეყანაში სადაც სამართალი არ არის მაგის გაკეთებას აზრი არა აქვს!

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2008, 07:24 PM) *

ისე მთელი საქარტველო არ გამოდის, კანონისტიც საქართველოს ნაწილია, ხოდა თუნდაც ერთი თუ აკლდება, მთლიანობა ირღვევა, იქნებ კიდევ არიან ასეთი ერთები ჰა? wink.gif

მთელ საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას ვგულისხმობდი ვინც უნდა წყვეტდეს ქვეყნის ბედს და არა

მიშა სააკაშვილი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:31 PM

საქართველოს კანონი

"საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ"

მუხლი 57. საქართველოს საპატრიარქო
განისაზღვროს საქართველოს საპატრიარქოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 521.1 ათასი ლარის ოდენობით.

- სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტი - 4,321.3 ათასი ლარი
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 603.7 ათასი ლარი
- ბათუმის წმინდა მატათა მოციქულის სახელობის ბავშვთა გიმნაზია-პანსიონისათვის გადასაცემი გრანტი - 1,000.0 ათასი ლარი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატისათვის გადასაცემი გრანტი - 900.0 ათასი ლარი
- საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტი - 896.1 ათასი ლარი
- ძეგვის ბავშვთა სახლისათვის გადასაცემი გრანტი - 300.0 ათასი ლარი
- უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტი - 1,500.0 ათასი ლარი

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 06:32 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jan 18 2008, 07:27 PM) *

sable
ეჭვი არაფერი არაა, მთავრი მტკიცებულებაა.

ეჭვი იმაზეც არის, რომ ადამიანის წინაპარი მაიმუნი ყოფილა, ან ის, რომ სხვა პლანეტაზე სიცოცხლეა, მაგრამ მტკიცებულებების წარმოდგენა უჭირთ ხოლმე.

მე უკვე დავწერე რატომაც არ მისცა მიშა ხმას რეგიონებმა და საწინააღმდეგოს მტკიცება რომ რეგიონებში

მიშამ მხარეები ააყვავაო არ იქნება სწორი იმიტომ რომ თბილისში უკეთესი მდგომარეობაა და შესაბამისად მიშასაც

იქ % მეტი მხარდაჭერაა აქ მაგრამ არა იმდენი რამდენიც მის კონკურენტს რადგან თბილისმა მიუხედავად გაყალბებისა ხმა სააკაშვილის წინააღმდეგ მისცა (და არა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ) ეს რომ არაფერი არ ვთქვათ რეგიონებზე.

გფანსხვავება მხოლოდ იმასია რომ რეგიონებში მიშამ უფრო გააყალბა ხოლო თბილისში კი ნაკლებად

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:34 PM

sable
ძალიან გთხოვ, თუ ფაქტების მოყვანა არ შეგიძლია შეწყვიტე

მსჯელობები კარგია, მაგრამ ხშირად რეალობა - სხვა

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Jan 18 2008, 06:38 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 18 2008, 07:34 PM) *

sable
ძალიან გთხოვ, თუ ფაქტების მოყვანა არ შეგიძლია შეწყვიტე

მსჯელობები კარგია, მაგრამ ხშირად რეალობა - სხვა

კარგი ვწყვეთ

კამათის გაგრძელებას აზრი არა აქვს ყველა მაინც ჩვენ ჩვენ პოზიციაზე ვრჩებით

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:44 PM

არჩევნებზე კამათი წყდება yes.gif

ნებისმიერი პოსტი (განსაკუთრებულად - ფაქტებს გარეშე) პირდაპირ წაიშლება

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 18 2008, 06:55 PM

მე ერთს ვიტყვი,სულ მალე შერცხვებათ ამ კაცის მხარდაჭერებს...ისეთი საკითხები გამოიკვეთება რომ მართლა შერცხვებათ,მე არც გაჩეჩილაძის მხარდამჭერი ვარ და საერთოდ ღმერთმა დამიფაროს ვინმეს "ფანობისგან" ამ კაცს უფრო თბილისის თავობა მოუხდებოდა,მაგრამ თქვენ კიდევ თუ არ იცით სააკაშვილის და მისივე გუნდის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ აზრი არ აქვს საუბარს...ოღონდ დავით თუ კაცი ხარ იმ კანონებს ნუღარ დამიდებ ეგ ისედაც ვიცი გამოსავალი აღარ აქვს სხვანაირი და...ასეთი შაქარივით ტკბილი რომ ყოფილიყო კი არ გამოვიდოდა ხალხი გარეთ! ისე სასულიერო პირებს არ ესაუბრებით ამ თემაზე? თუ მე ვიცნობ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ მღვდლებს და ბერებს? ეპისკოპოსებს შეგნებულად აღარ ვახსენებ...მიშა დღეებს ან თვეებს ითვლის და მერე რაც დაიდება მისი ჩადენილი "სიკარგეები" ისინი გვაჩვენე დავით :lol: :lol: :lol:

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 18 2008, 06:59 PM

მართა

ციტატა
ვიცი გამოსავალი აღარ აქვს სხვანაირი და

აჰაა, ახლა გაჭირვებია თურმე....
ანუ, 2004 წლიდან დავიწყო, რაც პრეზიდენტი გახდა? laugh.gif

ციტატა
თუ მე ვიცნობ მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილ მღვდლებს და ბერებს? ეპისკოპოსებს შეგნებულად აღარ ვახსენებ

მე ორივეს ვიცნობ და ეგაა საოცარი tongue.gif

ზოგს შეგახსენებ, ვინც ტელევიზიითაც გიხილავს: მამა მიქაელ ასათიანი, მეუფე სერგი ჩეკურიშვილი....

ციტატა
მიშა დღეებს ან თვეებს ითვლის

laugh.gif laugh.gif

5 წელიწადში აღარ იქნება პრეზიდენტი.... ნამდვილად yes.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 18 2008, 07:24 PM

კანონისტი

რა პოლიტიკური განცხადება? სადაა იქ პოლიტიკა?
კაცი მეუფეს რომ მიუვარდები და რეებს არ დასდებ ბრალად (აჯობებს ფორუმზე არ დავდო ეს დეტალები) - ხარ ან შეპყრობილი, ან გიჟი

პ.ს.
მეუფე ზოსიმე ამის შესახებ წუხილით წერს თავის მემუარებში - წაგიკითხავს?
თუ არა, ჯერ წაიკითხე და მერე იმსჯელე, თუ რა გაუკეთა გამსახურდიამ მეუფეს და რამდენად არაკორექტულია ჩემი განცხადება
თან ჩემთვის ჯერ ქრისტიანობაა და მერე პრეზიდენტი, ამიტომ ძალიან გთხოვ, ნუ მეკიდები უაზროდ, მე ისიც ვიცი, რომ არც შენ მოგწონს ეგეთები, მაგრამ ასეთი პოლიტკორექტულობა მგონი უფრო ცუდია, ვიდრე ჩემი არაპოლიტკორექტულობა
პ.პ.ს.
თუ გინდა იმასაც გაგახსენებ, თუ სადამდე უნდა უკმიო გუნდრუკი ხელმწიფეს (დიდი სჯულის თვალსაზრისით - თუმცა მგონი შენც იცი)

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 20 2008, 02:39 AM

მართა
თუ ატყობ, თემას სერიოზულად რომ აცდი??? და მე რომ გადმომწვდი? wink.gif

იესოს ლოცვა იმიტომ აწერია აქ, რომ სანამ დაპოსტავ, უნდა დაუფიქრდე, ხომ არ განიკითხავ ვინმეს შენი პოსტით, ცუდს ხომ არ უწერ, პიროვნულ თემას ხომ არ ეხები და ასე შემდეგ......

შენ პოსტს ვშლი yes.gif

კანუდოსელი
გასაგებია, მაგრამ აქ არ ხდება ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის შეფასება რელიგიური კუთხით, რომ აუცილებელი იყოს მაგეების დაწერა. თავისუფლად შეგეძლო, რომ სულ არ გეთქვა არაფერი, ამით არც თემას დააკლდებოდა და არც საქმეს

ეს მინდოდა რომ მეთქვა

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 20 2008, 02:43 AM

კანონისტი
მთავარია რომ წაიკითხე და თუ წაშალე მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს რადგან მართლა შენზე იყო მომისამართებული...

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jan 20 2008, 12:16 PM

ზოგჯერ ვერ ვითმენ და მინდა დავპოსტო მაინც...
არ მჯერა ქართველი ვითომ და ვაი პოლიტიკოსებისა: არც თეთრ ყელსახვევიანების და არ წითლისა...

საქართველო თბილისი არ არის!!!!!

უკვე აღარ მინდა ამ ქალაქში ცხოვრება !!!!

რა გაყალბდა და რა არა ეს სხვა საქმეა, მაგრამ რეგიონებში მიშამ ნაღდად გაიმარჯვა...ლევან გაჩეჩილაძეს არც იცნობენ ბევრგან....
სადაც ჩავედი ყველა მიშას აძლევდა ხმას...და რამდენია ისეთი ვინც ხმა არავის მისცა იმის გამო რომ არცერთი არ უნდა?! იმ ხალხის ხმები ვის მივათვალოთ?

საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში ხალხის უმეტესობა ბრბოა!!!
მანამ ხალხი იყვირებს: მიშა მიშა! ლევან ლევან!! გრიშა, ფოთოლა, ირინა ჯონდი!!!
არაფერი ეშველება ქვეყანას..
და საერთოდ გჯერათ ვინმეს რომ რამე ეშველება?

პ.ს. ისე გამახსენდა...მაცხოვარი რომ იერუსალიმში შედიოდა, ხალხი (ბრბო) პალმის რტოებს უგებდნენ და იძახდნენ: დიდება მაღალთა შინა ღმერთს..კურთხეულია უფლის სახელით მომავალი...
მეორე დღეს იგივე ხალხი (ბრბო) გაიძახოდა: ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი....

და კიდევ: იქნებ ვინმემ ამიხსნას: მარხვის წიწიბურათი გახსნა რას ნიშნავს? (მე როგორც ვიცი წიწიბურა მცენარეა)

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 20 2008, 12:21 PM

sergi_glaxa

ციტატა
მანამ ხალხი იყვირებს: მიშა მიშა! ლევან ლევან!! გრიშა, ფოთოლა, ირინა ჯონდი!!!
არაფერი ეშველება ქვეყანას..

მაგ საკითხში მართალი ხარ

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Jan 20 2008, 12:28 PM

sergi_glaxa

ციტატა
ზოგჯერ ვერ ვითმენ და მინდა დავპოსტო მაინც...

მოგვენატრე ისე sad.gif

ოღონდ მართლა...

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 20 2008, 12:38 PM

უნდა გავაბრაზოთ ხოლმე და ვეხარ მოითმენს და დაპოსტავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთი. თარიღი: Jan 20 2008, 12:46 PM

შოთა
არა გაბრაზებული გლახა კი არა ისეთ გლახა გვენატრება რომელიც სინამდვილეში არის კიდეც smile.gif

პოსტის ავტორი: ilia24 თარიღი: Jan 20 2008, 06:57 PM

ეჰ უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო ეგრეა ჩვენი საქმე

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 20 2008, 07:32 PM

საქართველო მანამდე არ იქნება ძლიერი სანამ ნეტრალურ პოზიციას არ დაიკავებს და არ იბრძოლებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებისთვის, არ გეგონოთ ახლა თარგამძე რო იძახის ეგ რუსეთს უნდაო და ვისაც ეგრე უნდაო ყველა რუსეთის მომხრე არისო, არც რუსეთიი არის კარგი და არც ამერიკა,ნატო ყველა ერთია და ყველა საქართველოს წინააღმდეგაა mad.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jan 21 2008, 06:30 AM

smile.gif დღევანდელ საზოგადოებას მაინც ორი უკიდურესობა სჭირს,ან პრეზიდენტის მომხრეა ან ოპოზიციის,და არ ვცდილობთ ,თუ ,ნაკლებად ვფიქრობთ სამეუფო გზით სვლაზე,რასაც დედა ეკლესია გვთავაზობს და გვასწავლის.

პ.ს.უფალმა განგვაბრძნოს,თუ სადაა ჭეშმარიტი გზა.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 21 2008, 04:38 PM

შოთაძე

ციტატა
საქართველო მანამდე არ იქნება ძლიერი სანამ ნეიტრალურ პოზიციას არ დაიკავებს

ნეიტრალიტეტის მიღწევა შეუძლებელია, მისთვის ბრძოლა კი - საუკუნის შეცდომა. yes.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 21 2008, 04:49 PM

კანუდოსელი

ციტატა
ოღონდ ისიც უნდა დაემატოს მაგ ნუსხას, როგორ მიუვარდა მეუფე ზოსიმეს თავის რეზიდენციაში

მდაა... fiqri.gif
90-იანი წლების დასაწყისში მე ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ პოლიტიკური საკითხები შემეფასებინა, მაგრამ როგორც თანდათან ირკვევა (სხვადსხვა წყაროებზე დაყრდნობით) ზ. გამსახურდიას საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა რამოდენიმე იერარქთან და შესაბამისად მათ მიმართ უაზროდ ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jan 21 2008, 04:51 PM

გიორგი

ციტატა
90-იანი წლების დასაწყისში მე ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ პოლიტიკური საკითხები შემეფასებინა

შენ შეგეძლო!

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 21 2008, 05:29 PM

გიორგი

ციტატა

ნეიტრალიტეტის მიღწევა შეუძლებელია, მისთვის ბრძოლა კი - საუკუნის შეცდომა. yes.gif

ვერ დაგეთანმები რომ შეუძლებელი არ არის, თუ ქართველმა ხალხმა მოინდომა შესაძლებელია wink.gif
ისეთი ნეიტრალიტეტი რომელიც ახლა იძახიან ზოგიერთი ოპოზიციონერები,მართლა შეცდომა იქნება ,ნეიტრალიტეტს თუ მიოპოვებთ და ის მართა ნეიტრალიტეტი იქნება მაშინ ყველაფერი უნდა გააკეტო რომ ეს ნეიტრალიტეტი არ დაკარგო და პირიკით რაც შეიძლება მეტად უნდა გააძლიერო.
ნატო არ არის მხსნელი და ისტორიულად არცერთი ქვეყანა საქართველოს მეგობარი არ ყოფილა ყველა თავისებურად ცდილობს ქართველის დამარცხებას და ეს არის რეალობა რომელიც დავინახე და შევაფასე სხვადასხვა ისტორიული წყაროებით wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 21 2008, 05:30 PM

შოთაძე
გიორგი
ნეიტრალიტეტზე დავა შეწყვიტეთ აქ

თუ გნებავთ, ცალკე თემა გახსენით ki.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 21 2008, 06:04 PM

კანონისტი
აი ძლივს არ გამოჩნდა მოდერი?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 22 2008, 04:59 AM

ქართველნო, ვიცით, რა გველის?

არა მგონია ცრუ დავით მეფემ მოახერხოს საქართველოს გამოხსნა მასონებისაგან. პირიქით იგი უფრო განამტკიცებს მათ ჩვენს ქვეყანაზე.
ღმერტმა ქნას ვცდებოდე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 22 2008, 01:53 PM

ნიანია
რა შუაშია ეს და პრეზიდენტის პოლიტიკა ეკლესიასთან დაკავშირებით?

პოსტი იშლება. თემის სათაური წაიკითხეთ ხოლმე....

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 22 2008, 09:54 PM

დღეს სააკაშვილი თუ კიდე ვინმეს მოსწონდა არ მეგონა ბნელა რა ...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 23 2008, 03:40 AM

llaasshhaa

ციტატა
დღეს სააკაშვილი თუ კიდე ვინმეს მოსწონდა არ მეგონა ბნელა რა ...

ანუ უკვე მიტროპოლიტების შეურაცხყოფაზეც გადავედით??

შესანიშნავია..... mad.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 23 2008, 04:00 AM

გადაცემა ”პრაიმ-ტაიმში” ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადება, რომ სამების საკათედრო ტაძარი მიხეილ სააკაშვილმა ააგო არის დიდი ტყუილი. მაშინ ჩემ საპრეზიდენტო ფონდში მქონდა 3 მილიონი და თავიდან ის ჩავდე ამ მშენებლობაში. ეს ფული მოლოდ ფუნდამენტის ჩაყრას ეყო. შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დავუკავშირდი. მითხრა ორი დღე მადროვე და გეტყვი პასუხსო. მართლაც ორი დღის შემდეგ მოვიდა ეს კაცი და თქვა რომ ძირითად ხარჯებს მე ვიკისრებო. როგორც ვიცი 25-30 მილიონი ჩადო მშენებლობაში

საქართველოს ექს-პრეზიდენტი:ედუარდ შევარდნაძე.

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 23 2008, 02:21 PM

ციტატა(შოთაძე @ Jan 23 2008, 04:00 AM) *

გადაცემა ”პრაიმ-ტაიმში” ქალბატონი სანდრა რულოვსის განცხადება, რომ სამების საკათედრო ტაძარი მიხეილ სააკაშვილმა ააგო არის დიდი ტყუილი. მაშინ ჩემ საპრეზიდენტო ფონდში მქონდა 3 მილიონი და თავიდან ის ჩავდე ამ მშენებლობაში. ეს ფული მოლოდ ფუნდამენტის ჩაყრას ეყო. შემდეგ ბიძინა ივანიშვილს დავუკავშირდი. მითხრა ორი დღე მადროვე და გეტყვი პასუხსო. მართლაც ორი დღის შემდეგ მოვიდა ეს კაცი და თქვა რომ ძირითად ხარჯებს მე ვიკისრებო. როგორც ვიცი 25-30 მილიონი ჩადო მშენებლობაში
საქართველოს ექს-პრეზიდენტი:ედუარდ შევარდნაძე.

რაც სიმართლეა სიმართლეა...სამების თაძრის აღმშენებლკობას საფუძველი სწორედ შევარდნაძის დროს ჩაეყარა..და ძირითადი დამფინანსებელიც ზუსტად ივანიშვილია

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 23 2008, 02:34 PM

შოთაძე

ციტატა
როგორც ვიცი 25-30 მილიონი ჩადო მშენებლობაში

95 მილიონი

ციტატა
საქართველოს ექს-პრეზიდენტი:ედუარდ შევარდნაძე.

ეს კაცი სირცხვილით ვერ უნდა ლაპარაკობდეს ტელევიზორით. სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეა და ესკიზური პროექტები ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროს გამოჩნდა.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jan 23 2008, 05:01 PM

ციტატა
ანუ უკვე მიტროპოლიტების შეურაცხყოფაზეც გადავედით??

შესანიშნავია.....

არა არც მიფიქრია შეურაწყოფა უბრალოდ არ მეგონა რა ჯერ 7 ნოემბერი და რამდენი დანაშაულიაქ ჩადენილი ?
სკოლბიდან რელიგია რატო აიღეს? სექსოლოგია თუ რაღაც გარყვნილებები შემოიღეს რაარეს? და ეს მოგწონთ? ეს კი არა რამდენი შეცდომააქ დშვებული ეთი გვრდი არ მყოფა რო ჩამოვთვალო

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 23 2008, 05:40 PM

llaasshhaa

ციტატა
რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ?

გაურკვეველად და გაუთვითცნობიერებლად რაღაც ჭორებს ნუ ავყვებით. ცხადია სააკაშვილს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ეს ყველაფერი ისტერიაში არ უნდა გადაიზარდოს. თუ დანაშაულების შეფასება და ანალიზი გინდა ოპოზიციის ლიდერებს არკადი პატარკაციშვილს და გოგა ხაინდრავას წყვილს, რომ აქვს ჩადენილი ისე უნდა. მაფიოზური მაქინაციები, შეკვეთილი მკვლელობები, კრიმინალური გარჩევები, საერთაშორისო ძებნილების წრე (არკადი პატარკაციშვილი), პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება, მარადიორობა, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა აფხაზეთში. (გოგა ხაინდრავა).

შევამჩნიე შენი რამოდენიმე პოსტინგი თბილისის ფორუმზე (forum.ge). კარგი იქნება თუ ოპოზიციის მიერ ინსპირირებულ პანიკას არ აყვები. მართალია მცირედი უპირატესობით, (ეს ასეც უნდა ყოფილიყო) მაგრამ მიშა სააკაშვილმა სამართლიანად გაიმარჯვა არჩევნებში, მოსახლეობის ნახევარზე მეტმა ისევ მიშას მისცა ხმა, არა იმიტომ რომ თავგადაკლული მიშას მხარდამჭერია, მაგრამ ხედავს რომ ოპოზიცია უარესია და ამიტომ არსებულ სიტუაციაში უკეთესი აირჩია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც და წმინდა სინოდიც მივიდა ინაუგურაციის ცერემონიალზეც და ბაგრატის ტაძარშიც, რითაც ერთის მხრივ ცნო სააკაშვილის გამარჯვება და მეორეს მხრივ სიტუაციის დამშვიდებისკენ გადადგა ნაბიჯი.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jan 23 2008, 08:02 PM

გიორგი

ჰოდა ავირჩიოთ ბიძინა ივანიშვილი, ჭკუადამჯდარი კაცია, სიტყვა ეთქმის, საჩხერელია და დასავლეთის ჰაერზეა გაზრდილიsmile.gif

ისე თუ ამჩნევთ რომ ხალხი მხსნელს ეძებს ხან დაბოღმილ ოპოზიცურ ლიდერებში, ხან თვითკმაყოფილ ხელისუფლებაში, ხანაც ბიზ-მ-ესმენებში (მაგათ ბიზნესმენებს ვერ დავარქმევ), არადა ყველაფერი ისე მარტივადაა რომ დაუკვირდე, მეზობელი მყავს ბორია, მომეცით ხმაო და მე ვიციო იძახისsmile.gif

ბორია გვიშველის, ბორია!

კანონისტი

შენ კიდევ რას ანერვიულებ ამ ხალხს თუ კაცი ხარ. გინდა სააკაშვილი იყოს, გინდა რეიგანი. თუ რეიტინგი დაეცა 40%-ით ისევ თავის ბრალია. 4 წელია პრეზიდენტია და ერთი დამხრჩვალი ქათამი არ მახსოვს მაგისგან.smile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 25 2008, 12:01 PM

აუცილებელია მართლმადიდებლურ ფორუმზე პრეზიდენტის ავკარგიანობის განხლვა, ანუ პოლიტიკოსობა?????????????????????????????

საკითხს ვაყენებ, ან ამ თემამ სუფთა ინფორმაციული ხასიათი მიიღოს, ან დაიხურს!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2008, 12:31 PM

მხევალი ნინო
აუცილებელია

ამ თემას სხვა ყველაფერთან ერთად, ის ფუნქციაც აქვს, რომ მორწმუნეებმა ვისწავლოთ არსებული ხელისუფლების პატივისცემა ისე, როგორც ეს ქრისტიანს შვენის და ჩვენი პოსტები რითიმე მაინც განსხვავდებოდეს forum.ge-ს პოლიტიკის განყოფილების პოსტებისგან

ოფტოპიკებზე არ იდარდო, წავშლი ხოლმე

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 25 2008, 12:35 PM

llaasshhaa

ციტატა
რამდენი დანაშაულიაქ ჩადენილი ?

შეუცდომელი არავინაა ჩემო ლიაშა.
ფრთებიანი პრეზიდენტი ვერ იქნება, თუმცა რა თვალშIსაცემი შეცდომებიც დაუშვა წინაპრეზიდენტობის ვადაში იმედია გამოასწორებს... smile.gif

ვნახოთ....

პ.ს იმედებს და ხსნას პრეზიდენტში და ქვეყნის მართვის მოდელებში არ უნდა ვეძებდეთ. ხსნა უფალშია. უფალია სრულყოფილება და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია თუ ოპოზიცია!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 25 2008, 12:39 PM

თათარაშვილი

ციტატა
იმედებს და ხსნას პრეზიდენტში და ქვეყნის მართვის მოდელებში არ უნდა ვეძებდეთ

გაიხარე ძმაო 2kiss.gif ესაა მთავარი:

"ნუ ესავთ მთავართა ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არა არს გულისხმა..."

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jan 25 2008, 12:52 PM

ეს ახალი მინისტრი იულიონი (ფუნქცია ვერ ვეგავიგე მაგ მინისტრის ...) იძახის ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესია არიყო არც ხელისუფლებასთან შეთანხმებული და არც საპატრიარქოსთანო და საერთო ძალიან უსახური შენობა იყოვო და ეს არიყოვო ეკლესია .......... და სხვა მინისტრებით კმაყოფილებით დაეთანხმენ..... იმედია პრეზიდენტის პოლიტიკა არაა ეს. თუმცა ესთიხალხი ყავს გვერდით ეკლესიასაც დაუფიქრებლათ დაანგრევენ ... mad.gif mad.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 26 2008, 03:07 AM

სხვების ინსპირირება არ მჭირდება ჩემივე თვალით და გონებით მივყვები ქრონოლოგიურად მაგ ადამიანის მოღვაწეობას და ჯერჯერობით უარყოფითები ბევრად ჭარბობს ჰოდა გამოსწორების არ მჯერა მე მაგ ასაკში და რა ვქნა?ისე ერთ პოსტს ვეღარ ვუყურებ წაშალეთ ხო?"ნიჩევო"წამკითხველი წაიკითხავდა laugh.gif laugh.gif laugh.gif პატარკაციშვილს ხაინდრავა მიემატა გიორგის სიაში,სხვებზეც დაგვიწერე გიორგი რა?! მაგრამ აქ ოპოზიციას არავინ განიხილავს აქ პრეზიდენტზეა საუბარი,თუ შენც არ თვლი მას ლეგიტიმურად? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 26 2008, 03:25 AM

გიორგი

ციტატა

გაურკვეველად და გაუთვითცნობიერებლად რაღაც ჭორებს ნუ ავყვებით. ცხადია სააკაშვილს ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, მაგრამ ეს ყველაფერი ისტერიაში არ უნდა გადაიზარდოს. თუ დანაშაულების შეფასება და ანალიზი გინდა ოპოზიციის ლიდერებს არკადი პატარკაციშვილს და გოგა ხაინდრავას წყვილს, რომ აქვს ჩადენილი ისე უნდა. მაფიოზური მაქინაციები, შეკვეთილი მკვლელობები, კრიმინალური გარჩევები, საერთაშორისო ძებნილების წრე (არკადი პატარკაციშვილი), პრეზიდენტ ზ. გამსახურდიას წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება, მარადიორობა, მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვა აფხაზეთში. (გოგა ხაინდრავა).

მაინტერესებს მაშინ რატომ არ იჭერენ თუ დანაშაული მიუძღვის ქვეყნის(ან სხვა დანაშაული)წინაშე?
განა საქართვეთველოში არ არიან ისეთი ხალხი რო დაუმტკიცონ ის დანაშაული?
მაგრამ თვითონ არ აწყობთ და იმიტომ არ აწყობთ რომ მანიპულირებას ვეღარ დაიწყებენ მერე და სკამების დათმობაც მოუწევთ wink.gif აქ ხალხი ზარალდება და არა რომელიმე ოპოზიციონერი თუ ხელსუფლების წარმომადგენელი და როდესაც ხალხი ზარალდება მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონით!
მაგრამ ეგ არის რეალურად რო ზოგს გზის დაგება უხარია და ზოგს კიდე ის უამრავი მკვლელობა და სხვა დანაშაული აწუხებს!

პოსტის ავტორი: gogu თარიღი: Jan 26 2008, 04:49 AM

ციტატა(xornabujeli @ Jan 21 2008, 05:30 AM) *

smile.gif დღევანდელ საზოგადოებას მაინც ორი უკიდურესობა სჭირს,ან პრეზიდენტის მომხრეა ან ოპოზიციის,და არ ვცდილობთ ,თუ ,ნაკლებად ვფიქრობთ სამეუფო გზით სვლაზე,რასაც დედა ეკლესია გვთავაზობს და გვასწავლის.

პ.ს.უფალმა განგვაბრძნოს,თუ სადაა ჭეშმარიტი გზა.

ჩვენი საზოგადოება ელოდება მესიას, რომელიც მოვა და პრობლემებს მოუგვარებს. ასეთი რამ კი, ცხადია არ მოხდება. საქართველოში რომ ყველა ადამიანმა თქვას, არ მინდა პოლიტიკა და მე ჩემს საქმეს კარგად გავაკეთებ, ქვეყანა ნამდვილად აშენდება, მაგრამ ასეთი რამეც არ მგონია მოხდეს. მიზეზებიც აქვთ ალბათ, ვერ გაამტყუნებ ვერავის. ძნელია დანგრეულ და დამშეულ ქვეყანაში საქმე ან რამე გიყვარდეს. მაგრამ სხვა გზაც არ არსებობს. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jan 26 2008, 12:03 PM

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსამსახურის განცხადებ
გვინდა საჯაროდ განვაცხადოთ, რომ ბათუმის მახლობლად, სოფ. ფერიის მთაზე, წმინდა გაბრიელ განდეგილის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, პროექტი კი შეთანხმებული იყო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრთან, რომელსაც ადასტურებს ხუროთმოძღვრების ცენტრის ხელმძღვანელის ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ხელწერა და ბეჭედი, მშენებლობა კი მიმდინარეობდა ადგილობრივი მღვდელმთავრის, მიტროპოლიტი დიმიტრის, მეთვალყურეობის ქვეშ.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გულისტკივილს გამოთქვამს მინისტრობის კანდიდატის, დამსახურებული მეცნიერის, იულონ გაგოშიძის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, რომელიც მან გუშინ, გადაცემა “პრაიმტაიმში” გააკეთა.

სამწუხარო ფაქტია, რომ ტაძარი, რომლის საძირკველი ნაკურთხია, დანგრეული იქნა და დღემდე “უსახურ” ნაგებობად მოიხსენიება.

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოს განცხადება
ა.წ. 24 იანვარს თოქ-შოუ "პრაიმ-ტაიმში" ბატონი იულონ გაგოშიძის მიერ ბათუმში, ფერიის მთაზე მშენებარე ეკლესიასთან დაკავშირებით გამოთქმული აზრი არის მისი პირადი შეხედულება და მას საერთო არაფერი აქვს არც საპატრიარქოს და არც ხეროთმოძღვრების ცენტრის პოზიციასთან.

შევნიშნავთ, რომ ფერიის ტაძრის პროექტი წარმოდგენილ იქნა საბჭოზე და იყო გარკვეული შენიშვნები, რომელთა გათვალისწინებითაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) დაიწყო ტაძრის მშენებლობა.

საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე);
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე

25 იანვარი, 2008 წელი

აი 'საამაყო' მინისტრი როგორ იწყებს მოღვაწეობას........

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 26 2008, 12:11 PM

ციტატა
გვინდა განვაცხადოთ, რომ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია გულისტკივილს გამოთქვამს მინისტრობის კანდიდატის, დამსახურებული მეცნიერის, იულონ გაგოშიძის უპასუხისმგებლო განცხადების გამო, რომელიც მან გუშინ, გადაცემა “პრაიმტაიმში” გააკეთა.

ეკლესია უწმინდესის ლოცვა კურთხევით დაანგრიესო არა? smile.gif

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 26 2008, 12:32 PM

llaasshhaa

ციტატა
დღეს სააკაშვილი თუ კიდე ვინმეს მოსწონდა არ მეგონა ბნელა რა ...

რატომ გიყვართ ამ ოპოზეციონერებს ხმამაღალი განცხადების გაკეთება და ყველა სახელით ლაპარაკი საქართველო მარტო თბილისი არ არის და არც ის 100000 კაცი რომლსაც ოპოზიციას გამოყავს და იყენებს ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით.

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 26 2008, 12:49 PM

საერთოდ ვინც საქმეს აკეთებს ისიც შეცდომებს უშვებს მთავარია შეცდომები აღიაროს კაცმა , რაც ხელისუფლების მხრიდან ეს უკვე მოხდა და შეცადოს მის გამოსწორებას . სულ რახაც 4 წლის წინ ისეთ სავალალო მდგომარეობაში იყო საქართველო რომ ქვეყანათაც არ ქვთლიდენ და ერთეულმა გეოგრაფიაში კარგათ გარკვეულმა ადამიანებმა თუ იცოდენ საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ. მის მერე ბერვი კარგი გაკეთდა და და ქვეყანას დავემსგავსეთ სამაყოც ბევრი რამე გაგვიხდა დაწყებული თავდაცვის სფეროდან ინფასტრუქტურამდე დამთავრებული და დასანანია ახლა რომ მოდიან ეს ახლად დაჩეკილი ოპოზიციონერები და ცდილობენ შეახტენ იმ წარმატების ტალღას რაც ამ ხელისუფლებამ მიახწია და პარელერულათ აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 27 2008, 12:00 AM

ილია

გასაგები იქნებოდა შენი პოსტი, რომ არა ეს მინაწერი:

ციტატა
აი 'საამაყო' მინისტრი როგორ იწყებს მოღვაწეობას........

მე მაინტერესებს, ჩვენი საამაყო და ღვაწლმოსილი მეცნიერები მაშინ არიან დასაცავი, როდესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საბრძოლველად გვჭირდება, ხოლო მაშინ გარდაიქმნებიან სამარცხვინოებად და ბრჭყალებში ჩასასმელ საამაყოებად, როდესაც რამე პოსტს დაიკავებენ მთავრობაში??

ჩემი მხრივ ვადასტურებ, რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობდა კანონმდებლობის სრული დაცვით, ხოლო მისი დანგრევის შემდეგ პრეზიდენტი პირადად ეწვია მის უწმიდესობას საპატრიარქოში და გადაწყდა მის ადგილას ახალი, უფრო დიდი, ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ეკლესიის ტიპის ნაგებობის აგება და აგრეთვე, თბილისში, რიყეზე, 100 000 თბილისელი მოწამის სახელობის ეკლესიის აგება

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 27 2008, 04:44 PM

მართლა დაუჯერებელია. აუცილებელია ხრუშოვივით გამოვიდეს და თქვას ყველა სასულიერო პირს გავანადგურებო? პრეზიდენტი ყველანაირად ცრუა,ყველანაირად ცდილობს სატანის მანქანებით,რომ როგორმე დაასუსტოს და დააკნინოს მართლმადიდებელი ეკლესია. არ დაიჯეროთ მისი ღიმილის და ტკბილი სიტყვის.

სატანაც ღიმილით და ფერებით მოვა და ბევრს შეაცდენს და დააშორებს უფალს.

სააკაშვილი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ხეირის მომტანი არაა, ჰა, აღდგომა და ხვალეოოოოო!!!!

ყველანი თავად დავრწმუნდებით ამაში და თან მალე. რა რომელიმე თქვენგანს მოეწონა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები?

რა უნდა კათოლიკე ვანო მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრად, ანდა იუდეველ დავით კეზერაშვილს. ნუთუ უკეთესი კადრები აგარ მოგვეძებნება? დავღუპულვართ და ეგაა მაშინsad.gif(((((((((9

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 27 2008, 05:34 PM

კანონისტი
არა მაშინ არიან საამაყოები როცა ჩარეცხილ ამორეცხილებს უწოდებენ wink.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jan 27 2008, 07:22 PM

ციტატა

მე მაინტერესებს, ჩვენი საამაყო და ღვაწლმოსილი მეცნიერები მაშინ არიან დასაცავი, როდესაც პრეზიდენტის წინააღმდეგ საბრძოლველად გვჭირდება, ხოლო მაშინ გარდაიქმნებიან სამარცხვინოებად და ბრჭყალებში ჩასასმელ საამაყოებად, როდესაც რამე პოსტს დაიკავებენ მთავრობაში??

რატომ ჩავსვი ბრჭყალებში ვერ მიხვდი? ეს კაცი ეხა საამაYოა ?ჩემთვის პიტრადად არაა... მეცნიერზე არმაქ მე საუბარი მე მინისტრზე ვიძახი. კაცი საპატრიარქოს კომიისიის წევრი იყო და რეებს იძახის ეკლესიაზე ... მისი პირველი საჯარო გამოსვლა იყო სხვათაშორის.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 27 2008, 08:33 PM

მართა

ციტატა
პატარკაციშვილს ხაინდრავა მიემატა გიორგის სიაში, სხვებზეც დაგვიწერე გიორგი რა?!

აუცილებლად... smile.gif მე ძალიან ბევრი დეტალური ინფორმაცია მაქვს, მაგრამ მანამდე თუ შეგიძლია შენ ჩამოწერე (მართლა მაინტერესებს თუ შეგიძლია yes.gif ) სააკაშვილის დადებითი საქმეების ნუსხა. აი, მე მაგალითად პატარკაციშვილის დადებით საქმეების ჩამოწერა უპრობლემოდ შემიძლია. yes.gif

თუ იტყვი, რომ სააკაშვილს კარგი საერთოდ არაფერი გაუკეთებია ან გააკეთა, მაგრამ არ ფლობ დეტალურ ინფორმაციას მაშინ შენს ოპონირებას აზრი აღარ ექნება, რადგან ჩავთვლი, რომ ანალოგიურად უარგუმენტოა შენი ნებისმიერი უარყოფითი შეფასება.

სამწუხარო ის არის, რომ შენ საუბარში რაციონალურ მსჯელობაზე უფრო მეტად ხალხში არსებული ჭორების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მიდგომებს ვხედავ. ეს არ არის კარგი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 27 2008, 09:09 PM

შოთაძე

ციტატა
მაინტერესებს მაშინ რატომ არ იჭერენ თუ დანაშაული მიუძღვის ქვეყნის (ან სხვა დანაშაული) წინაშე?

ძალიან ძნელია, თითქმის შეუძლებელია ბრალის დამტკიცება და იმიტომ. საერთოდ, როდესაც დანაშაულს გავლენიანი ფიგურა სჩადის მის წინააღმდეგ სამხილის მოპოვება ძალიან ძნელია.

ყველამ იცის რუსი გენერლების სამხედრო დანაშაულები აფხაზეთში, მაგრამ რეალური სამხილები პრაქტიკულად არ არსებობს. შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ აფხაზეთის ომი პრაქტიკულად რუსეთთან ომი იყო. შეუძლებელია დაუმტკიცო დანაშაულები საქრთველოს ექს-პრეზიდენტს ე. შევარდნაძეს. რა უნდა გქონდეს არგუმენტად: "შენ ისეთი ნაძირალა ადამიანი ხარ, აფხაზეთი გაყიდეო" თუ "შენ მოაწყობდი სამოქალაქო ომს თბილისში გამსახურდიას ხელისუფლება რომ იოსელიან-კიტოვანს დაემხოო." არ არსებობს არავითარი ვიდეო, აუდიო ან დოკუმენტალური ჩანაწერი, რომ ეს ყველაფერი შევარდნაძემ მოაწყო.

მიუხედავად ყველაფრისა სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ირაკლი ოქრუაშვილზეც და ბადრი პატარკაციშვილზეც. იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ორივეს დააპატიმრებენ. yes.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 28 2008, 03:03 AM

გიორგი

ციტატა
ხალხში არსებული ჭორების საფუძველზე ჩამოყალიბებულ მიდგომებს ვხედავ. ეს არ არის კარგი.

ძალიან ცუდად მიცნობ და ეს არის ცუდი!
მე არ მითხოვია პატარკაციშვილზე რაიმეს წერა ისედაც კარგად ვიცი რისი მაქნისია,თუმცა შენ ვერ შეგედრები ისეთ ჭრელა-ჭრულა ინფორმაციებს ფლობ ხოლმე პროკურატურას შეშურდებოდა,ეს ერთი ,მეორეც ჭორებს რაც შეეხება იმდენად დამოუკიდებელი აზროვნების მახასიათებლობით გამოვირჩევი (სხვების აზრების ატაცებისგან შორსმდგარი)საკუთარ ოჯახშიც კი, სხვა წევრებისგან განსხავებული შეხედულება მაქვს, თუნდაც პოლიტიკურ საკითხებში,რომ აღარაფერი ვთქვათ ნათესავებზე,მეგობრებსა და მეზობლებზე თუნდაც
!
ციტატა
სააკაშვილის დადებითი საქმეების ნუსხა. აი, მე მაგალითად პატარკაციშვილის დადებით საქმეების ჩამოწერა

და მერე აიწონა-დაიწონა ვითამაშოთ?ამ ადამიანებს საერთოდ რა აკავშირებთ რა აქვთ საერთო? რატომ უნდა ვადარებდეთ?მხოლოდ ის რომ ორივე კანდიდატი იყო პრეზიდენტობის,ორივეს მოღვაწეობა პოლიტიკური თუ აპოლიტიკური სიბინძურეებით გამოირჩევა და მე პირადად ყოველთვის ვენდობი ნაკლებად ორთავეს(იმედია სხვისი აზრების გადამღერებაში არ დამდებ ბრალს)არ მჩვევია უბრალოდ და ესაა თორე....
ერთს ვწერ თემის სათაურ-შინაარსიდან გამომდინარე და არა რომელი რომელს ჯობია---------პრზიდენტის დამოკიდებულება ეკლესიასთან არის არადამაჯერებელი,(ნუ ახლა ეს ჩემი აზრია და ამას ვერ ამიკრძალავს ვინმე რომ ეჭვი შევიტანო ამ საკითხში მისი გურწრფელობის) მიღწევათა შედეგი აბსოლიტურად პატრიარქის დამსახურეებაა,მისი მოთმენის და სიბრძნის!

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 28 2008, 03:28 AM

Amuza

ციტატა
მართლა დაუჯერებელია. აუცილებელია ხრუშოვივით გამოვიდეს და თქვას ყველა სასულიერო პირს გავანადგურებო? პრეზიდენტი ყველანაირად ცრუა,ყველანაირად ცდილობს სატანის მანქანებით,რომ როგორმე დაასუსტოს და დააკნინოს მართლმადიდებელი ეკლესია. არ დაიჯეროთ მისი ღიმილის და ტკბილი სიტყვის.
სატანაც ღიმილით და ფერებით მოვა და ბევრს შეაცდენს და დააშორებს უფალს.

სააკაშვილი, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ხეირის მომტანი არაა, ჰა, აღდგომა და ხვალეოოოოო!!!!

ყველანი თავად დავრწმუნდებით ამაში და თან მალე. რა რომელიმე თქვენგანს მოეწონა მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული საკადრო ცვლილებები?

რა უნდა კათოლიკე ვანო მერაბიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრად, ანდა იუდეველ დავით კეზერაშვილს. ნუთუ უკეთესი კადრები აგარ მოგვეძებნება? დავღუპულვართ და ეგაა მაშინ(((((((((9

შენ ეკლესის დასუსტებაზე მეტად შენი პილიტიკური აზრები უფრო გაწუხებს და როგორც ნაწილი ოპოზიცისა შენც ასევე ცდილობს ჩაითრიოთ ეკლესიაც ამ საქმეში. და რაც შეხება კეზერაშვილი ამბავს მაგი სუფთა რასისტული და გულის ამრევი რამე თქვი ახლა .

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 28 2008, 11:39 AM

მართა

ციტატა
ძალიან ცუდად მიცნობ და ეს არის ცუდი!

შენი პოლიტ-შეფასებებიდან ეგრე ჩანს და ახლა პირადი დამოუკიდებელი აზროვნების თვალსაზრისით ნამდვილად ვერ შეგაფასებ, რაც არ ვიცი - არ ვიცი.
ციტატა
რატომ უნდა ვადარებდეთ?

იმიტომ, რომ საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები ამ ორი პიროვნების დაპირისპირების შედეგი იყო, სხვა არაფერი...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Jan 28 2008, 12:34 PM

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 22 2008 წლის 18 იანვარი ქ.თბილისი

საქართველოს საპატრიარქოსათვის ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (68.6 ჰა მიწის ფართობი) გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს კახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული ყოფილი სიღნაღის სატყეოს კვარტალ N 16-ში 68.6 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება
N 23 2008 წლის 18 იანვარი ქ.თბილისი

რუისისა და ურბნისის ეპარქიის სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის (1.0 ჰა მიწის ფართობი) საქართველოს საპატრიარქოსათვის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ტყის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა და „სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის გამოყოფისა და ამ უბნის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის, მისი შეზღუდვის, შეჩერებისა და აკრძალვის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 დეკემბრის N 506 ბრძანებულების შესაბამისად:
ა) დაკმაყოფილდეს საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და რელიგიური და სარიტუალო ღონისძიებებისათვის ხელშეწყობის მიზნით, რუისისა და ურბნისის ეპარქიის სურამის მაცხოვრის ამაღლების სახელობის დედათა მონასტრის მიმდებარედ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოეყოს მიჩენილი უბანი;
ბ) მიჩენილ უბნად განისაზღვროს სატყეო დეპარტამენტის მართვას დაქვემდებარებული შიდა ქართლის რეგიონის სატყეო სამმართველოს ხაშურ-ქარელის (ყოფილი სურამის) სატყეოს კვარტალ N 15-ის უბან N 21-ში 1.0 ჰა ფართობი;
გ) მიჩენილი უბნის მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობების დაზუსტება მოხდეს კოორდინატთა სისტემაში მომზადებული აზომვითი ნახაზის შესაბამისად;
დ) მიჩენის ვადად განისაზღვროს ოცი წელი;
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მიჩენილი უბნის გამოყოფის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთ თვეში უზრუნველყოს საქართველოს საპატრიარქოსთან ხელშეკრულების გაფორმება და მიჩენილი უბნის გადაბარება.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 28 2008, 03:37 PM

რასისტული? მეტისმეტმა ტოლერანტობამ დაღუპა საქართველო. მაგაზე რად გვინდა საუბარი, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი, არ არიან მინისტრობის კადრები. აქ ზოგზოგიერთები ზეცაში დაფრინავენ და თავი დიდი მართლმადიდებლები და პატრიოტები ჰგონიათ. არა და ეგოისტურად კი იქცევიან.

პ.ს. მე არანაირად არ ვარ პოლიტიკურად დაინტერესებული და არც რომელიმე პარტიის ინტერესებს ვიცავ. მე ჩემი საქმით ვემსახურები საქართველოს.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 28 2008, 03:51 PM

Amuza
კიდევ იაკობაშვილი დაგავიწყდა, იუდეველია ეგეც

ყოჩაღ შენ!... mad.gif

ამ ფორუმის სტუმრებისათვის საგანგებოდ მინდა განვმარტო ადმინისტრაციის სახელით, რომ ასეთი რასისტული და არატოლერანტული განცხადებები არ წარმოადგენს ფორუმის აზრს, იგი არის კერძო აზრი, რომელიც შესაბამის ზღვარს გადაცილების შემდეგ სათანდოდ იქნება დასჯილი, ფორუმის წესებით გათვალისწინებული ფორმებით

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 28 2008, 10:46 PM

ციტატა(კანონისტი @ Jan 28 2008, 03:51 PM) *

Amuza
კიდევ იაკობაშვილი დაგავიწყდა, იუდეველია ეგეც

ყოჩაღ შენ!... mad.gif

ამ ფორუმის სტუმრებისათვის საგანგებოდ მინდა განვმარტო ადმინისტრაციის სახელით, რომ ასეთი რასისტული და არატოლერანტული განცხადებები არ წარმოადგენს ფორუმის აზრს, იგი არის კერძო აზრი, რომელიც შესაბამის ზღვარს გადაცილების შემდეგ სათანდოდ იქნება დასჯილი, ფორუმის წესებით გათვალისწინებული ფორმებით

ნურავინ აღელდება, ეს უბრალოდ ჩემი აზრია, რომ მართლმადიდებელი უნდა მართავდეს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს. მე მიმაჩნია მართლმადიდებელთა ინტერესების დამცველი, სხვა აღმსარებლობის ჩინოვნიკი არ იქნება. ღმერთმა ქნას და ვცდებოდე.

მართლმადიდებლობა უპირველეს ყოვლისა!!!

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 28 2008, 10:54 PM

შოთა
მთავრობის 100 % აკეთებს იგივეს საყვარელო შოთა და აქ ჩამოდი, შეხედე სიტუაციას ხალხს რა აწუხებს და ისე ილაპარაკე ძალიან გთხოვ wink.gif

კანონისტი
ამ თემას ვერ ვიტან მინდა გითხრა და შენ გაქ ქცეული ჩემო დავით მისი "აღმატებულება" სააკაშვილის საქებ-სადიდებელ თემად . ხოდა მოვითხოვ როგორც MEMBERI -რომ ეს თემა დაიხუროს!!!
იმიტომ რომ არის პოლიტიკური და არანაირად არ აქ ამ თემას რაიმენაირი კავშირი ეკლესიასთან. თავში აწერია საქართველოს პრეზიდენტიო!!! გადააკეთეთ სასწრაფოდ მოვითხოვ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 28 2008, 10:58 PM

ქავთარაძე
თემა უნდა იყოს აუცილებლად

ოფტოპიკებს მივხედავ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jan 28 2008, 11:04 PM

კანონისტი
რატომ უნდა იყოს არ მესმინს, იგივე წარმატებით შემიძლია გავხსნა თემა ოპოზიციაზე მაგალითად შალიკო ნათელაშვილზე და სულაც შენზე wink.gif ვინაა ერთი სააკაშვილი, მირონცხებული არ მყავდეს ეხლა ეგეც და მონარქი! არ მიმაჩნია მე პირადად სწორად, რატომ გაანთავისუფლებთ ოფტოპიკებისგან , საქართველოს ეკლესიის მრევლის დამოკიდებულება არ გადარდეებთ?

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jan 28 2008, 11:55 PM

ყველაფერს აქვს ზღვარი. კანონისტს მივმართავ, არ გინდა სააკაშვილის გაპიარება. გავა ხანი და თვით მისვდები, რომ თურმე შემცდარხარ არჩევანში.

დაწეროს ვინმემ, თუნდაც იგივე კანონისტმა, რატომ უნდა გვჯეროდეს პრეზიდენტის დაპირებების შესრულების?

და რატომ სჯერა,რომ საქართველო მიშას ხელში აღორძინდება.

თემას,რატომ არ ჰქვია მართლმადიდებელი პრეზიდენტი?

იქნებ იმიტომ,რომ შენც ხვდები,ამ განსაზღვრებას იგი არ იმსახურებს cool.gif

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 29 2008, 12:34 AM

ქავთარაძე

ციტატა

თავში აწერია საქართველოს პრეზიდენტიო!!!

საკმაოდ კარგი შენიშვნაა! სამწუხაროა რომ ამდენიხანი ვერ მივაქციეთ ყურადღება, საქართველოს პრეზიდენტი(მიხეილ სააკაშვილი) კი არა ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა ერქვას და მაშინ უკეთესი იქნებოდა , მერე რეალურად დავინახავდით რას აკეთებენ და რას არა! სააკაშვილი და მაღალჩინოსნები ხომ ერთი გუნდია? კარგი იქნება სააკაშვილის გუნდის დამოკიდებულება თუ ერქმევა თემას!

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 29 2008, 01:39 AM

კანონისტი

ციტატა
აუცილებელია

ამ თემას სხვა ყველაფერთან ერთად, ის ფუნქციაც აქვს, რომ მორწმუნეებმა ვისწავლოთ არსებული ხელისუფლების პატივისცემა ისე, როგორც ეს ქრისტიანს შვენის და ჩვენი პოსტები რითიმე მაინც განსხვავდებოდეს forum.ge-ს პოლიტიკის განყოფილების პოსტებისგან

ვის უნდა ვცე პატივი ბიჭო? ქაშუეთში თავშეფარებულ ხალხს რომ შეყვნენ და რეზინის ტყვიები დაუშინეს იმაათ???
შოთა
ციტატა
და არც ის 100000 კაცი რომლსაც ოპოზიციას გამოყავს და იყენებს ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით.

მომისმინე შენ შემოგევე !!! აქ არავის არავინ არ გამოყავს რაა !!! მე იქ ჩემი ნებით ვიყავი და 90 % ასე იყო !!!

თქვენ მე გადამრეევთ რააა !!! კი მარაა სააკაშვილი აქციებით არ მოვიდა ხელისუფლებაშიი??? პარლამენტში ძალით არ შეუვარდა შევარდნაძეეს??? რომელ დღეს იყო ერთი 200 ათასი კაცი ვარდების რევოლუციის პერიოდშიი??? არცერთ დღეს !!! თუმცა მიუხედავად ამისა მაშინ 100 ათასი კაცი სრულიად საქართველოდ ჩაითვალა დღეს კი 200 ათასი ფეხებზე ჰკიდიათ !!!

კანონისტი
ციტატა
ამ ფორუმის სტუმრებისათვის საგანგებოდ მინდა განვმარტო ადმინისტრაციის სახელით, რომ ასეთი რასისტული და არატოლერანტული განცხადებები არ წარმოადგენს ფორუმის აზრს, იგი არის კერძო აზრი, რომელიც შესაბამის ზღვარს გადაცილების შემდეგ სათანდოდ იქნება დასჯილი, ფორუმის წესებით გათვალისწინებული ფორმებით

შეე კაი დედ-მამის შვილო ! შენი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა არ იყო ბადრი პატარკაციშვილს არკადი რომ დაარქვეს და ჭორები დაუყარეს მართლმადიდებელი არააოო?? ვინაა ეხლა რასისტი ? AMUZA თუ შენი სანაქებო პრეზიდენტი?

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Jan 29 2008, 01:53 AM

Amuza

ციტატა
დაწეროს ვინმემ, თუნდაც იგივე კანონისტმა, რატომ უნდა გვჯეროდეს პრეზიდენტის დაპირებების შესრულების?

რატომ უნდა გვჯეროდეს და მისი განვლილი პირველი ვადაში დავინახეთ რა გაკეთე კაი და რა ცუდი და შესაბამისად ყოველი ადამიანი წყვიტავს მერე ღირს თუ არა მაგათზე ხმის მიცემა აი ჩვენ ოპოზიციონერებზე მართლა მებადება მსგავსი კითხვა რომლებაც ერთი წარუმატებელი ბიზმესმენის გარდა ვერავინ დაიყენეს სათავეში და ოლიგარხების ფულით და ქყვენის გადატრიალებით აპირებდენ მოსვლას სათავეში

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 29 2008, 01:54 AM

Didgoreli

ციტატა
შენი პრეზიდენტი და მისი გარემოცვა არ იყო ბადრი პატარკაციშვილს არკადი რომ დაარქვეს და ჭორები დაუყარეს მართლმადიდებელი არააოო??

ბადრი პატარკაციშვილი ბუნებაში არ არსებობს, არც არასოდეს არსებობდა... ეს თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს ასე, თორემ რეალურად ის აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციაში იწოდებოდა როგორც არკადი პატარკაციშვილი. უბრალოდ ეს ხალხმა ნაკლებად იცოდა. yes.gif

ამავე სახელით იძებნებოდა ის რუსეთის პროკურატურის მიერ, "აეროფლოტის" დირექტორის მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის გაქცევის მცდელობის მოწყობისთვის, რომელიც სასჯელს იხდიდა ავიაკომპანიის აქტივების მითვისებაში და სრულყოფილი თვითმფრინავების ჯართად გაყიდვის გამო. დაბადების მოწმობაში მას 1955 წელს ჩაუწერეს: არკადი შალვას-ძე პატარკაციშვილი.

არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი არის აღმსარებლობით იუდეველი. (რწმენა თავისუფალია, მაგრამ უბრალოდ ფაქტია) გარდა რუსეთის FSB-ს ე.წ. "გავლენის აგენტობისა" მას პირდაპირი კავშირი გააჩნია მნიშვნელოვან ცენტრებთან ისრაელში, რომელიც ებრაული ინტერესების განხორციელებას ემსახურებიან. (ნება აქაც თავისუფალია, მაგრამ უბრალოდ ფაქტია ეს ყველაფერი). პატარკაციშვილმა პატრიარქის თხოვნის მიუხედავად უარი განაცხადა ქრისტეანად მონათვლაზე (თუნდაც სიმბოლური ყოფილიყო ეს). იგი დღემდე რჩება იუდეველად. yes.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jan 29 2008, 01:56 AM

ფუჭად დაობთ.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 29 2008, 01:57 AM

Didgoreli

ციტატა
ვის უნდა ვცე პატივი ბიჭო? ქაშუეთში თავშეფარებულ ხალხს რომ შეყვნენ და რეზინის ტყვიები დაუშინეს იმაათ???

ქაშვეთში თავშეფარებული ხალხს არავინ შეყოლია ტაძარში. ეს არის პროვოკაციული ტყუილი. ისევე, როგორც ის, რომ სპეც. რაზმი "სამების" აოხრებას გეგმავდა, როგორც ის, რომ ბოკერიამ პატრიარქს ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფოს სახელით და მერე ხელი გაარტყა და ა.შ.

მითუმეტეს ტაძარში არავის არავითვის დაუშენია რეზინის ტყვიები. no.gif

მასობრივი ფსიქოზი გრძელდება, რომლის ერთადერთი იდეოლოგიური საფუძველი არის მოარული ჭორების ერთობლიობაზე დაფუძნებული სუბიექტივიზმი...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jan 29 2008, 02:09 AM

შოთაძე

ციტატა
ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა ერქვას და მაშინ უკეთესი იქნებოდა , მერე რეალურად დავინახავდით რას აკეთებენ და რას არა!

კი, ბატონო. სახელს რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვისაუბროთ მხოლოდ ფაქტებით, დოკუმენტებით, სტატისტიკით და ა.შ. რიცხვები და კონკრეტული ინფორმაცია ყველაზე ობიექტურად აფასებს რეალობას.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Jan 29 2008, 02:13 AM

გიორგი

ციტატა
ქაშვეთში თავშეფარებული ხალხს არავინ შეყოლია ტაძარში. ეს არის პროვოკაციული ტყუილი. ისევე, როგორც ის, რომ სპეც. რაზმი "სამების" აოხრებას გეგმავდა, როგორც ის, რომ ბოკერიამ პატრიარქს ულტიმატუმი წაუყენა სახელმწიფოს სახელით და მერე ხელი გაარტყა და ა.შ.

მითუმეტეს ტაძარში არავის არავითვის დაუშენია რეზინის ტყვიები.

მასობრივი ფსიქოზი გრძელდება, რომლის ერთადერთი იდეოლოგიური საფუძველი არის მოარული ჭორების ერთობლიობაზე დაფუძნებული სუბიექტივიზმი...

აუუ კარგი რაა !!! შენ და კანონისტი რას იტყვით ეხლა აბა სხვას ?! რა არი ბიჭო პროვოკაცია და ტყუილი ?? ქაშუეთის მღვდელმა თქვა ეს ყველაფერი !!! არ გინახავს მაინც?? ტელევიზორს არ უყურებ?

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jan 29 2008, 02:16 AM

გიორგი

ციტატა

ბადრი პატარკაციშვილი ბუნებაში არ არსებობს, არც არასოდეს არსებობდა... ეს თვითონ უწოდებდა საკუთარ თავს ასე, თორემ რეალურად ის აბსოლუტურად ყველა დოკუმენტაციაში იწოდებოდა როგორც არკადი პატარკაციშვილი. უბრალოდ ეს ხალხმა ნაკლებად იცოდა. yes.gif

ამავე სახელით იძებნებოდა ის რუსეთის პროკურატურის მიერ, "აეროფლოტის" დირექტორის მოადგილის ნიკოლაი გლუშკოვის გაქცევის მცდელობის მოწყობისთვის, რომელიც სასჯელს იხდიდა ავიაკომპანიის აქტივების მითვისებაში და სრულყოფილი თვითმფრინავების ჯართად გაყიდვის გამო. დაბადების მოწმობაში მას 1955 წელს ჩაუწერეს: არკადი შალვას-ძე პატარკაციშვილი.

არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი არის აღმსარებლობით იუდეველი. (რწმენა თავისუფალია, მაგრამ უბრალოდ ფაქტია) გარდა რუსეთის FSB-ს ე.წ. "გავლენის აგენტობისა" მას პირდაპირი კავშირი გააჩნია მნიშვნელოვან ცენტრებთან ისრაელში, რომელიც ებრაული ინტერესების განხორციელებას ემსახურებიან. (ნება აქაც თავისუფალია, მაგრამ უბრალოდ ფაქტია ეს ყველაფერი). პატარკაციშვილმა პატრიარქის თხოვნის მიუხედავად უარი განაცხადა ქრისტეანად მონათვლაზე (თუნდაც სიმბოლური ყოფილიყო ეს). იგი დღემდე რჩება იუდეველად. yes.gif

ყველამ კარგად ვიცით ვინ არის პატარკაციშვილი, სწორედ ეგ არის თავისგასამართლებელი არგუმენტი, და შეენ არ დამიჯერე მაგრამ არაა გამორიცხული რომ სააკაშვილი და პატარკაციშვილი რაღაც მომენტში ერთად იყვნენ, ეგ რო არ გამოჩენილიყო სააკაშვილი დამარცხდებოდა,
და არავის აქვს უფლება მე რომ ოპოზიციურად ვარ განწყობილი, მითხრას დაუნახავი ხარო, მე ვერასდროს დავივიწყებ ირინა ენუქიძის ტირილს, ყველაზე მინიმუმ ნახევარი მილიონი ადამიანი ითხოვს მერაბიშვილის გადაყენებას მაგრამ არ უშვებს სააკაშვილი და რატომ?
იტალიის ერთერთი მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო უქმე დღეს რომ სამასახურის მანქანა გამოიყენა,
გურამ დონაძემ, საზოგადოებას 6 თვე არწმუნებდა ბუტა რობაქიძე წინააღმდეგობის გაწევის გამო იქნა ლიკვიდირებულიო, არადა ერთერთმა პოლიციელმა მოკლა არაფრის გამო, ყველაფერს ამას მალავდა რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული რატომ არ აპატიმრებენ?
რა შუაშია აქ პატარკაციშვილი და რუსეთი და აგენტურა მე იმ დამნაშავეების დასჯას ვითხოვ! დასაჯონ და არავინ მოითხოვს პრეზიდენტის გადადგომას!

კიდევ ერთხელ ვიმეორებ არავის არ აქვს უფლება მე და უმრავლესობა არის ამ კატეგორიაში რომელიც გზის დაგებაზე მეტად ის გულისტკივილი აწუხებს!
როგორც გინდათ ისე შეაფასეთ ჩემი ნათქვამი მაგრამ ნუ დაიწყებთ პატარკაციშვილის მომხრე ხარო და რომელიმე ოპოზიციისო და ა.შ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)