თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ საინგილოს ქართველები

პოსტის ავტორი: kakeli თარიღი: Apr 15 2010, 10:02 AM

1999 წლის სტატისტიკური აღწერის მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანში 14 877 ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით კი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა რაოდენობა 35 ათასს შეადგენს. ბელაქნის, ზაქაღალისა და კახის რაიონებში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს, რომლის დიდი ნაწილი ხელოვნურად არის შექმნილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
საინგილოს ქართველი მოსახლეობის პრობლემებს შორის მთავარი ადგილი უკავია რელიგიურ საკითხს. მხოლოდ კახის რაიონში და მის სოფლებში არსებობს 10-ზე მეტი ეკლესია. ადგილობრივი ხელისუფლება ქართველ მოსახლეობას ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარების უფლებას არ აძლევს. მათ წეილობით არაერთხელ მიმართეს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა უშედეგოდ... განსაკუთრებით მწვავედ დგას ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის საკითხი. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს გიორგობის რელიგიური დღესასწაული სახალხო დღესასწაულად აქციოს. ასევე მიმდინარეობს მასობრივი კამპანია, რომ თითქოს ქურმუხის ეკლესია ალბანური ტაძარია. მიმდინარე წლის მარტში კახის რაიონის გამგეობას ნოვრუზ ბაირამის საზეიმო ღონისძიების ქურმუხის ეკლესიაში ჩატარება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა რამდენიმე საათით ადრე ეს გადაიფიქრეს. სამომავლოდ, მათ დაგეგმილი აქვთ ქურმუხის ეკლესიის გვერდით მეჩეთის მშენებლობა.
აღნიშნული ფაქტები საინგილოს ქართველი მოსახლეობის რელიგიური გრძნობების შეურაცყოფას იწვევს.

პოსტის ავტორი: ნიკა თარიღი: Apr 18 2010, 11:42 AM

მთავრობის მხრიდან თუ მოხდა რეაგირება? გასაგებია რომ მოძმე სახელმწიფოა, მაგრამ ესეთ საქციელზე პასუხი უნდა აგებინონ. საქართVელოში მცხოვრები 280 000 აზერბაიჯანელი არ განიცდის არანაირ შევიწროვებს როგორც მე ვიცი

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 18 2010, 12:28 PM

მინდა ამ თემაზე ყველამ ვისაუბროთ,ოღონდ სერიოზულად

პოსტის ავტორი: kakeli თარიღი: Apr 27 2010, 10:41 AM

აზერბაიჯანის ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრთან შეთანხმებით მოქმედებს ასე. აზერბაიჯანი ცენტრალიზებული სახელმწიფოა და უმაღლესი ხელისუფლების ნების გარეშე ადგილობრივი ჩინოვნიკები ქართველი მოსახლეობის მიმართ რადიკალური ზომების მიღებას ვერ გაბედავენ.

სიტყვა ,,მოძმე" კომუნისტური გადმონაშთია. მათ ყოველთვის ჰქონდათ და დღემდე აქვთ საქართველოს მიწების დაუფლების უსაზღვრო სურვილი. ისინი ამას ეტაპობრივად ახორციელებენ, ჩვენ კი ღრმა ძილით გვძინავს და ამას ვერ ვხვდებით ჩვენივე ქვეყანაში. ჩვენი ბედოვლათობის გამო უზარმაზარი ისტორიულად ქართული მიწები დავკარგეთ და ყურადღებით უნდა ვიყოთ...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 27 2010, 10:56 AM

აჰა ჩვენი ქართველობა აქ ჩანს ყველაზე მეტად..........."ქართველები მაგარი ხალხი ვართ".....მაგარი კიარა...

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 29 2010, 04:00 PM

არაქართველები აქ ნუ შემოხვალთ,ამოვიდა თქვენი ქადაგება ყელში

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 29 2010, 05:23 PM

kinoteli

ცოტა დამშვიდდით და ისე ისაუბრეთ.
რა არ მოგეწონათ აქ დაწერილი? ფორუმზე ეროვნების შესავსები გრაფა არ გვაქვს.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 29 2010, 05:26 PM

ციტატა(k@the @ Apr 29 2010, 05:23 PM) *

kinoteli

ცოტა დამშვიდდით და ისე ისაუბრეთ.
რა არ მოგეწონათ აქ დაწერილი? ფორუმზე ეროვნების შესავსები გრაფა არ გვაქვს.

არა ფერი პირიქით ის არ მომწონს ამით რომ არავინ ინტერესდება
და საერთოდ ეს დამშვიდდი ფორუმის ტერმინია,ყველა ამას რომ გაიძახის....ჰა თქვე "მშვიდებო" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 29 2010, 05:43 PM

kinoteli
ფორუმის ტერმინი? ალბათ თქვენი პოსტების პათოსიდან გამომდინარე უჩნდება ადამიანს სურვილი ასე მოგმართოთ. smile.gif
მაინტერესებს საკითხი, როგორ არა, მაგრამ თემა გახსენით და თემის გაძღოლა არ გსურთ, რას ელით ხალხისაგან? "ასეთები და ისეთები, ეგ ცუდი მეზობლები" იძახონ ? დააკონკრეტეთ თემა

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 29 2010, 05:45 PM

ციტატა(k@the @ Apr 29 2010, 05:43 PM) *

kinoteli
ფორუმის ტერმინი? ალბათ თქვენი პოსტების პათოსიდან გამომდინარე უჩნდება ადამიანს სურვილი ასე მოგმართოთ. smile.gif
მაინტერესებს საკითხი, როგორ არა, მაგრამ თემა გახსენით და თემის გაძღოლა არ გსურთ, რას ელით ხალხისაგან? "ასეთები და ისეთები, ეგ ცუდი მეზობლები" იძახონ ? დააკონკრეტეთ თემა

ვიო ვერა იხედამ მერო არ გამიხსნია ეს თემა.....

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 29 2010, 05:50 PM

ციტატა(kinoteli @ Apr 29 2010, 04:45 PM) *

ვიო ვერა იხედამ მერო არ გამიხსნია ეს თემა.....

??

უკაცრავად, შემეშალა, თემა არ გაგიხსნიათ, უბრალოდ მისი პასიურობის გამო აღშფოთებას ვერ მალავთ ეტყობა.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 29 2010, 05:55 PM

ციტატა(k@the @ Apr 29 2010, 05:50 PM) *

??

უკაცრავად, შემეშალა, თემა არ გაგიხსნიათ, უბრალოდ მისი პასიურობის გამო აღშფოთებას ვერ მალავთ ეტყობა.

გაიხარე კარგი ადამიანი სჩანხარ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Apr 29 2010, 06:01 PM

kinoteli

მადლობა smile.gif



თუმცა საკითხი მაინც ღიად რჩება. რა შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას მათ დასახმარებლად?
ვინმემ იცის დანამდვილებით ქურმუხის ეკლესიის ისტორიის და არქიტექტურის შესახებ რაიმე?

მეჩეთის აშენებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე საუბარი რთულია. სახელმწიფო მუსულმანურია და ვერ შეეწინააღმდეგები, არ ააშენოთ მეჩეთი, აქ ქართველები ვცხოვრობთო, მაგრამ აი წირვა-ლოცვებზე სიარულის დაშლა, ნამდვილად გაუმართლებელია. ის ქართული ტაძრები ჩვენი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია? ანუ, როგორ უკრძალავენ წირვა-ლოცვის ჩატარებას, ეგ ვერ გავიგე.

პოსტის ავტორი: kinoteli თარიღი: Apr 29 2010, 06:05 PM

მე ვფიქრობ აქაურ აზებაიჯანლებს ბევრის თქმა და გაკეთება შეუძლიათ მაგ საკითხთან დაკავშირებით....უნდა არსებობდეს რაღაც ჯგუფი(შეიძლება Aრსებობს კიდეც)რომელიც ეცდება დაიყოლიოს საქართველოს აზერბაიჯანლები...იმ აზერებს გაუგზავნონ წერილი,მარტო ამ პრობლემასთან კი არა გარეჯთანაც დაკავშირებით

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:46 PM

"ერთმანეთს ჰერები ასე ულოცავენ გიორგობას: დაგიმადლას, შეგეწივას დიდ საყდარ..."

/არქიმანდრიტი დემეტრე (თეთრუაშვილი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)